ქიმიური მუხტი [8]
- გამარჯობა ბელო.. წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა, სანამ თავი შემოაბრუნა, წამის მეასედები საუკუნეებად იქცნენ. „კიდევ ერთხელ გაიმეოროს, კიდევ ერთხელ“ - თითქოს დარწმუნება უნდოდა იყო თუ არა ის, ვინ ეგონა. დაინახა, იგრძნო როგორ დასცხა შიგნიდან, ნერვიულობისგან ისევ აუწითლდა ღაწვები, ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა და ხმაწართმეულმა მთელი ძალა მოიკრიბა ერთი სიტყვის სათქმელად. - გამარჯობა.. - როგორ ხარ? _ სკამი გამოსწია ბიჭმა და წინ დაუჯდა. - კარგად, თავად? _ მაქსიმალურად ცდილობდა ხმას სიმტკიცე არ დაკარგვოდა. - მეც კარგად. _ თვალებში მისჩერებოდა გოგონას და ისიც დაჰიპნოზებულივით არსად იხედებოდა. _ სხვა არაფერი გაქვს სათქმელი ბელო? - მე ბელა მქვია, მე უნდა მქონდეს სათქმელი რამე? _ ჩუმად საუბრობდა. - შეცვლილხარ _ თითქოს იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა. - შენ ხომ მითხარი რომ ცვლილებები არ მაწყენდა, ჰოდა შევიცვალე. - ზედმეტად შეცვლილხარ.. თმებიც შეგიჭრია _ ხელი წაიღო მისკენ თმებს რომ შეხებოდა, მაგრამ ბელამ თავი აარიდა. - ჰო, შევიცვალე, თმებიც შევიჭერი.. - არ მეგონა ასეთი თუ დამხვდებოდი.. - როგორი ასეთი? - სხვანაირი.. - საერთოდ მნიშვნელობა ჰქონდა როგორი დაგხვდებოდი? _ ნერვიულობისგან გამომშრალი ტუჩები მოილოკა. - შეგიძლია მითხრა რატომ არ უნდა ჰქონოდა? - თუნდაც იმიტომ, რომ წასვლისას არანაირი მნიშვნელობა არ მოგინიჭებია ჩემთვის. - ნაწყენი ხარ? - უკვე აღარ.. - ანუ იყავი? - ჰო, ვიყავი.. მაშინ, როცა მეგონა რომ შენს ცხოვრებაში რაღაც ადგილი მქონდა, ასაკის ბრალი იყო ალბათ, გავიზარდე და მივხვდი.. - ასეთი არ იყავი ბელო, ისეთი სათუთი დაგტოვე და.. - ისეთი ბავშვური დავრჩი აქ და ისეთი გაზრდილი დაგხვდი არა? _ ჩაიცინა _ გავიზარდე ილია, ორი წელი ძალიან ბევრია, ძალიან.. გავიზარდე და შევიცვალე, აღარც ის მორცხვი გოგო ვარ და აღარც სათუთი _ ხაზგასმით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვა. - ვიმედოვნებდი ჩემთან ისევ ის ბელი იქნებოდი.. - მე ბელა ვიყავი ილია, უბრალოდ შენ გინდოდა რომ ბელი ვყოფილიყავი, დაგთანხმდი, იქნებ ისევ ბელი დაგხვედროდი რაღაცები სხვანაირად რომ გაგეკეთებინა. - ნუთუ ასე გატკინა გული ჩემმა წასვლამ? - შენმა წასვლამ? არა, უფრო უყურადღებობამ.. არც კი მითხარი ილია, არც კი დამემშვიდობე.. - შენ სოფელში იყავი. - ნუ მაცინებ რა, სოფელში ვიყავი გამოქვაბულში ხომ არა? შენ იყავი ჩემთან სოფელში და შეგეძლო გეთქვა, ისე სხვათაშორის, ტელეფონიც იჭერს ჩემს სოფელში და შეგეძლო დაგერეკა, მაგრამ არა, შენ უბრალოდ საჭიროდ არ ჩათვალე, არ მიმიჩნიე იმდენად მნიშვნელოვნად რომ ეს გეთქვა _ ნელ-ნელა ბრაზდებოდა და მშვიდი ტონიც უმაღლდებოდა _ ყველამ იცოდა, ყველამ! მაგრამ მე არა _ არც კი უცდია აცრემლიანებული თვალების დამალვა. - მართალი ხარ.. მაგრამ - არავითარი მაგრამ ილია, არ მჭირდება ახსნა-განმარტებები, მაშინ როცა უნდა გეთქვა არ მითხარი, ახლა კი უბრალოდ აღარ მაინტერესებს. ეცადე რომ ზედმეტად არ მოგიწიოს ჩემთან კონტაქტი, მეც ვეცდები რომ ბავშვების გამო მაქსიმალურად ცივილიზებული ურთიერთობა მქონდეს შენთან. _ წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა. - ასე ვერ გაგიშვებ _ გარეთ გასულს უკან მიჰყვა. - უკვე გამიშვი _ მშვიდად გაუღიმა და გზა გააგრძელა. - ბელა გეყოფა! _ ხელი ჩაკიდა და გააჩერა. - რა გინდა ილია? - მინდა რომ წესიერად დამელაპარაკო. - მე არ მაქვს შენთან ლაპარაკის სურვილი. - მაშინ მომისმინე. - მოგისმინე უკვე, ვერაფერი გავიგე ღირებული და წამოვედი. - რისი მოსმენა გინდა? - მე არაფრის მოსმენა აღარ მინდა, ძალიან გთხოვ დამანებე თავი. - მხოლოდ მისი მოსმენა გინდა? _ ჩაიცინა. - აი ის საერთოდ არაფერ შუაშია ჩვენს საუბართან _ მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა. - ვინ არის? - მეგობარია. - მხოლოდ? - არა, უფრო მეტიც, კმაყოფილი ხარ? შეიძლება ახლა წავიდე? - არ ვარ კმაყოფილი, ვერსადაც ვერ წახვალ. - ილია ხელი გამიშვი _ გამწარებულმა გამოსცრა. - არა ბელო, არ გაგიშვებ _ გაუღიმა. - კარგი, მოგისმენ, ოღონდ მერე შემეშვები. - კარგი, შევთანხდით. - გისმენ _ ხელები გადაიჯვარედინა. - არა, ასე არა, დავსხდეთ. _ ისევ შებრუნდნენ კაფეში. _ ყავას დალევ? - არ მინდა. - ნაყინს? - არ მინდა, მივირთვი უკვე. - კარგი, უკაცრავად _ მიმტანს დაუძახა _ ორი ნაყინი შოკოლადით. - ახლავე _ გაუღიმა გოგონამ. - მეჩქარება _ მშვიდად საუბრობდა ბელა. - არაუშავს. - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი კარგი? მითხარი თუ რამე გაქვს სათქმელი და მე ჩემს გზაზე წავალ, შენ შენსაზე. - და ორივე ერთ გზაზე რომ წავიდეთ? - არ გამოვა ასე, ერთ გზაზე სიარულის შანსი ორი წლის წინ დაიკარგა. - რატომ? გამაგებინე რატომ? იმიტომ რომ გაუფრთხილებლად წავედი? იმიტომ რომ ვერ დაგემშვიდობე? იმიტომ რომ შენთან დამშვიდობებისას შეიძლება სადღაც გადამეკარგა ეს პერსპექტივა და დავრჩენილიყავი? იმიტომ რომ შენს ცრემლებად არ მიღირდა ჩემი თავი? იმიტომ რომ პატარა იყავი და ველოდებოდი როდის გაიზრდებოდი რომ სათქმელი მეთქვა, ამიტომ?! - ხმადაბლა ილია, ხალხია აქ და წუხდება _ აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა. - ხალხის შეწუხებაზე ფიქრობ, ჩემზე არა.. - იცი რატომ? იმიტომ რომ სუსტი აღმოჩნდი და იმიტომ, რომ ასე ფიქრობდი.. როგორ გგონია, ვიტირებდი თუ მეცოდინებოდა რომ ამ შემთხვევაში შეიძლება დარჩენილიყავი, რა თქმა უნდა არა ილია! არც ერთი წამით არ დავუშვებდი რომ ეს შესაძლებლობა არ გამოგეყენებინა, მაგრამ.. შენ ზემდეტად სუსტი გეგონე, მე გეგონე, არადა შენ ჩემზე სუსტი აღმოჩნდი.. _ მოგვიანებით უპასუხა კითხვაზე, გამწარებული საუბრობდა, ხელის ზურგით მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი, სწრაფად წამოდგა და უკანმოუხედავად დატოვა კაფე. არ გაჰყოლია ილია, ვეღარ გაჰყვებოდა, თმებზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ლეოს სახლისკენ წავიდა. ემოციებისგან ერთიანად დაცლილი იყო ბელა. ის თქვა, რასაც მთელი ორი წელი იახავდა გულში, უთხრა მას, ვისთვისაც უნდა ეთქვა, თითქოს ბედნიერი უნდა ყოფილიყო რომ დაიცალა, მაგრამ არა. პირიქით, ძალიან ცუდად იყო, ტიროდა, მაგრამ ყელში გაჩხერილი ბურთი მაინც არ შორდებოდა, რაც უფრო მეტს ტიროდა, კიდევ უფრო მეტი უნდოდა. ცრემლებისგან რომ დაიცალა, სლუკუნი აუვარდა, ვეღარ წყნარდებოდა. ფრთხილად დააკაკუნა ლელამ კარებზე, არ გამოეხმაურა, ჩუმად შევიდა ოთახში გოგონა, ლოგინზე მიწოლილი, ბალიშთან ჩახუტებული რომ დაინახა, მიახლოვდა, გვერდით ჩამოუჯდა, თავზე ხელი გადაუსვა, რომ ამოხედა, ღიმილით გაუწოდა წყლით სავსე ჭიქა. ერთი ამოსუნთვით ჩაცალა. - მად-ლო-ბა _ ჩუმად ჩაიბურტყუნა. - მორჩი ტირილს თუ კიდევ გინდა? _ მშვიდად უღიმოდა და. - კიდევ მინდა _ ამოიტირა და ლელას კალთაში განაგრძო მოთქმა. ცოტა ხანს კიდევ აცალა გოგონამ, ხან ზურგზე ეფერებოდა, ხან თმებზე ეთამაშებოდა. - მორჩი ახლა, გეყოფა, კაბას სულ დამისველე, შენც რას გიგავს თვალები, კიდევ რომ გააგრძელო, შეშუპება და სიწითლე ერთი კვირა აღარ გადაგივლის _ კატეგორიული ხმით უთხრა. _ წამოჯექი _ დაემორჩილა, ცრემლები თავისი ხელით მოწმინდა, მსუბუქად აკოცა ლოყაზე და გაუღიმა _ ახლა თუ გინდა მომიყევი რა მოხდა, თუ გინდა რაც ვიცი იმით დავკმაყოფილდები, ოღონდ მეტი აღარ იტირო, ხვალ ლიკას დაბადების დღეა და დასიებული თვალებით ვერ წახვალ. - არ მინდა წასვლა _ ცოტა ხნის შემდეგ ჩაილაპარაკა. - ვიცი, მაგრამ მოგიწევს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლიკას უარს ვერ ეტყვი. - მაგრამ იქ იქნება. - ვიცი, მაგრამ არაუშავს. - შენ საიდან იცი? აქამდეც იცოდი? _ გაბრაზებული მზერა მიაპყრო. - ახლა მაწყენინებ, რომ მცოდნოდა არ გეტყოდი? - ბოდიში.. - წეღან მითხრა ლეომ. - მაგათ სიკვდილი არ აცდებათ _ ჩაიბურტყუნა. - გაუთხოვებლად ნუ დამაქვრივებ _ გადაიკისკისა ლელამ და დაც აიყოლია. _ კარგი, ადექი ახლა, მოიწესრიგე თავი, გოგოები ამოვლენ და ყავა დავლიოთ. - ბიჭებიც? _ გაფართოებული თვალებით ახედა. - არა, მხოლოდ გოგოები და ნუ პანიკდები, მიდი. ცოტა ხანში უკვე დამშვიდებული ბელა იჯდა მისაღებ ოთახში გოგონებთან ერთად და ყავას სვამდა. ყველა გაოცებული იყო ილიას ჩამოსვლით, თურმე არავინ იცოდა. დაწვრილებით არ მოუყოლია გოგონას ყველაფერი, მაგრამ რაღაცები უთხრა მეგობრებს. - ხვალ ხომ ამოხვალ? _ ხვეწნით დაეკითხა ლიკა. - რომ არ ამოვიდე ჩემს თავს ვერ ვაპატიებ _ გაუცინა _ ამოვალ, აბა რას ვიზამ. - ჰო, რა ვიცი გადავამოწმე მაინც _ ლიკასაც გაეცინა. - ბელა ბოდიში მაგრამ მაინც უნდა ვთქვა _ ჩაეცინა ლანას _ ძალიან მაგარია ილიაც რომ ჩამოვიდა. - თქვი ლანაკო, თქვი, თქვენთვის მართლა ძალიან მაგარია, მესმის _ გაუღიმა. - ბელკა წავალთ ჩვენ, ბიჭები არიან ჩემთან, ილიას ჩამოსვლას აღნიშნავენ, ხომ არ წამოხვიდოდი? _ შეაპარა კითხვა. - ლელა წადი არ გინდა? _ გადახედა დას. - მარტო დაგტოვო? არაა.. - კარგი რა, ხომ არ მომიტაცებენ _ გაუცინა _ ვიცი რომ წასვლა გინდა, წადი. - წამო რა შენც. - დღევანდელის შემდეგ ვეღარ ვნახავ. - ნახვა მაინც მოგიწევს ბელა და ხვალ, ლიკას დაბადების დღეზე ერთმანეთის დახოცვას, ჯობს რომ დღეს მოამთავროთ ყველაფერი _ თვალი ჩაუკრა ლანამ. - მალე წამოვალთ ლელა. - ერთ საათში _ მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და ოთახში გაიქცა. ბელაც მოემზადა, უბრალო შორტი და თეთრი მაისური მოირგო, სახე მაკიაჟით დაიფარა თვალების დასამალად, სარკეში თავის ანარეკლს გაუღიმა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახიდან გავიდა. მთელი გზა ფიქრობდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და იმაზე უკეთესი გამოსავალი ვერ იპოვა, რომ უბრალოდ არ შეემჩნია. ღიმილით გადაკოცნა ბიჭები და ლეოს და ლუკას შორის დასკუპდა. მეორე მხრიდან ლელა დაუსვეს ლეოს, ლიკა და ლანაც შემოუსხდნენ სუფრას. - რა კარგია რომ მოხვედი _ თბილად ჩაილაპარაკა ლეომ და ლოყაზე აკოცა ლელას. - მადლობა დაიკოს _ გაეკრიჭა ლელა. - მადლობა დაიკოს _ გაიმეორა და ბელას გაუცინა. - თქვენი ცოდვით ვერ გავიხარებდი სახლში რომ დარჩენილიყო _ გაეცინა ბელასაც. - აი „ძაან გამისწორდა“ თქვენი ამბავი _ წყვილს გადახედა ილიამ. - მადლობა _ გაუღიმა ლელამ. - მეც „ძაან გამისწორდებოდა“ რაღაც ამბავი _ სიცილით ჩაილაპარაკა ლეომ და ბელას გადახედა. ვითომ არ დაუნახავს ბელას, არც გაუგონია, მშვიდად განაგრძო ჩანგლით რაღაც ფიგურების ხაზვა თეფშზე. - გოგოებო დალევთ ხომ? _ დაეკითხა ლუკა. - მე არა _ გადახედა ბელამ. - კარგი რა ბელაჩკა, დავლიოთ. - მაშინ ხვალ ვეღარ დავლევ. - კარგი ჰო, მაგრამ სადღეგრძელოები მაინც შემოგვთავაზე, ჭიქა ასწიე. - შეიძლება, ვნახოთ. უკაცრავად _ ამღერებულ ტელეფონს დახედა და აივანზე გავიდა საპასუხოდ. _ გისმენთ.. კარგად, შენ?.. რავი მეგობრებთან ვარ ახლა.. არა, არ მაწუხებ.. კარგი, კარგად. _ სუფრაზე დაბრუნდა. - ვინ იყო? _ მაშინვე იკითხა ლეომ. - ლაშა _ ჩვეულებრივ უპასუხა. - რა მინდაო? - არაფერი, მომიკითხა და თქვენც მოგიკითხათ. - მადლობა, მადლობა. - მოკლედ, თქვენ ვინც სვამთ, ჯერ ილიას ჩამოსვლის სადღეგრძელო თქვით და მერე გავაგრძელოთ. - რა უნდა ვთქვა, ასე უცებ ჰოპ და დამირეკა ჩამოვედიო, ჯერ ვიფიქრე რომ „მეღადავებოდა“, მერე რომ მივხვდი მართალი იყო, სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე _ გაეცინა ლანას _ შენს ჩამოსვლას გაუმარჯოს. - რომ წახვედი, მერე მივხვდით თურმე „სასტავში“ საჭირო იყავი _ იცინოდა ლიკა _ ძალიან დაგვაკლდი და კიდევ კარგი დაგვიბრუნდი. - ბელაჩკა არაფერს გვეტყვი? _ მხარი მიკრა ლუკამ. - ჰო.. ბავშვებს ძალიან ენატრებოდი, სრულყოფილი ბედნიერებისთვის აკლდი, იმედია ახლა ბოლომდე კმაყოფილები იქნებიან ზაფხულით _ გაიღიმა და ჭიქა დააბრუნა მაგიდაზე. - მესამე პირში? _ ჩაეცინა ილიას. - ჰო, პირველი პირი ზედმეტად ყალბი იქნებოდა. გვიანობამდე იყვნენ და-ძმასთან, საუბრობდნენ, ილიას აყოლებდნენ ყველა წვრილმანს, ბელა კი ჩუმად იჯდა, ტელეფონში იქექებოდა, ესმოდა, მაგრამ ცდილობდა არ გაეგო. - ლელა არ წავიდეთ? _ გადახედა ლეოს გვერდით მოკალათებულ დას. - წავიდეთ ჰო _ დაეთანხმა. - უკვე? _ უკმაყოფილო იყო ლეო. - უკვე ლეო, გვიანია _ გაუღიმა ბელამ. - კარგი, გაგაცილებთ _ ჩაიბურტყუნა და წამოდგა. ახლოს ცხოვრობდნენ და-ძმასთან. ფეხით გაისეირნეს, ზაფხულისთვის დამახასიათებელი მშვიდი და თბილი საღამო იყო. ჩუმად მისეირნობდნენ, ღიმილით ადევნებდა თვალს ქუჩაში მოძრავ ხალხს ბელა. - ბელაჩკა.. - ჰოუ _ ღიმილით უპასუხა. - რაღაცას გკითხავ რა.. - ვხვდები უკვე ვის შეეხება _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა. - გკითხავ რა _ აგრძელებდა ლეო. - კარგი, მიდი. - რა იგრძენი რომ დაინახე? - შემეშინდა _ გაეცინა ბელას. - რატომ? - მეგონა გავგიჟდი და მოლანდებები დამეწყო. - ოო ბელაჩკა, სერიოზულად გკითხე. - მართლა შემეშინდა, ჯერ ხმა გავიგონე და მერე დავინახე. შენ იცოდი ხომ ჩამოსვლას რომ აპირებდა? _ არაფერი უპასუხა _ ლეო, იცოდი ხომ? გაგეფრთხილებინე მაინც, ასეთი მოულოდნელი აღარ იქნებოდა. - მოულოდნელობას აქვს ეფექტი ბელაჩკა _ გაუცინა. - არავითარი ეფექტი არ ჰქონდა. - მოვედით _ ჩაილაპარაკა ლელამ. - ჰო, წავედით, ნახვამდის ლეო _ გადაკოცნა. წყვილიც დაემშვიდობა ერთმანეთს და კიბეებს აუყვნენ. -_-_-_-_- - რა ურთიერთობა აქვთ ბელას და ლაშას? _ დაეკითხა მარტო დარჩენილ ლუკას. - რავი როგორ აგიხსნა, მეგობრები არ არიან, მაგრამ ჯერ შეყვარებულებიც არ არიან რა. - გასაგებია, როგორი „ტიპია“? - ჩვეულებრივი, აშკარად „ევასება“ ბელაჩკა და თან „დასტოინად“ იქცევა, არაფერი ზედმეტი, ძალიან კულტურულად და რავი რა. - კარგი, გავიგე, კარგია. - შენ რას აპირებ? - არ ვიცი.. - ასე უნდა იჯდე და უყურო როგორ უყვარდება ლაშა? - არა, ასე არ ვიჯდები, რამეს გავაკეთებ, მაგრამ.. შენ არ იცი „პროსტა“ დღეს რა მელაპარაკა, „ჩამიტარა“ რა, რაღა უნდა გავაკეთო არ ვიცი, სანამ გაბრაზება და წყენა არ გადაუვლის.. - ბიჭო ორი წელია არ გადაუარა და ახლა თავისით არც გადაუვლის. - ჰო, მაგრამ დაწყნარდეს მაინც ცოტა.. დამთავრდეს ეს სასწავლო წელიც და წავიდეთ ისევ თქვენთან, სოფელში. - წავიდეთ, ეგ თუ გიშველით _ გაუცინა. - წავალ ახლა მეც სახლში, ჩემებმა წესიერად ვერც მნახეს ჯერ. - მიდი, მიდი და ხვალ გელოდებით რა. - ჰო, მოვალ.. -_-_-_-_- ვერაფრით დაიძინა ბელამ, ვერ მოისვენა, აქეთ-იქით იწრიალა, ბოლოს ისევ აივანს შეაფარა თავი. იქვე მდგომ პუფში ჩაეშვა და ცას ახედა. როგორ გაურკვევლობასი იყო ახლა, არარ ბრაზობდა, რადგან თავისი სათქმელი თქვა, სიბრაზემაც გადაუარა. მაგრამ, ახლა უკვე გრძნობებში აირია, საკუთარ თავში აიხლართა. ისევ გაიხსენა სოფელში გატარებული საღამოები, მოულოდნელი კოცნა, ის „მაპატიე“ - გვიან მიუხვდა მნიშვნელობას.. და მაინც, ვერაფერს უხერხებდა ილიაზე ფიქრებს. საკუთარ თავზეც ბრაზდებოდა, ასე დალაგებული ცხოვრება აურია ერთ წამში, ხმის გაგონებისთანავე. ტელეფონის ვიბრაციამ გამოაფხიზლა. უცხო ნომერი იყო: „ძილინების ბელო..“ ____ უუღრმესი მადლობა ჩემო ტკბილებო იმ კომენტარებისთვის, ძალიან მახარებთ.. ესეც ახალი თავი, ვნახოთ რა გამოვიდა, ველი შეფასებას და კრიტიკას,.. მიყვარხართ .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.