შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვრალი ალუბალი 7


26-11-2015, 18:38
ავტორი sopiko
ნანახია 2 912

როგორც იქნა! მგონი გაერკვა სიტუაციაში. რა ვქნა რომ გაბრაზებულიც ასეთი სიმპათიურია. არა! რაც კარგი აქვს, აქვს! და საერთოდ ვითომ რატომ არის ცუდი? იმიტომ რომ ასე პროფესიონალურად მპარავს კოცნას? თუ იმიტომ რომ მიუხვედრელი მუტრუკია... ალტერეგოც აღელვებულია და გაყუჩებული ელის როდის ჩავა ბოლოში ონიანი.
-ეს რა არის?-ისე კითხულობს, თითქოს თავად არ ეხებოდეს ეს ამბავი. მინდა უემოციო ნიღაბი ჩამოვგლიჯო, რათა მაშინ მაინც დავინახო, როგორია ეს უჯიშო. იქნებ ლამაზი ნაკვთებიც არ არის მისი საკუთრება...
-რა უნდა იყოს? ნუთუ ასე გაუგებრად წერია...-ენა წინ მისწრებს და მეც ფრთებს ვშლი. უკვე დავიღალე ამდენი ბრძოლისგან.
-და შენ ეს როგორ გაიგე?-თავისას აგრძელებს დემნა და პატარა ბავშვივით უაზროდ მაცდენს.
-უკაცრავად, მეთამაშებით?-ვუკადრისობ მე და მაგიდას ხელებით ვებჯინები.
-კარგი რა ლილია, რა საჭიროა თვალთმაქცობა, ჩვენი ურთიერთობა მგონი არ კრძალავს "შენობით" საუბარს.
-ნუთუ ამის ნებას მაძლევთ?-სარკაზმს ვაქსოვ კითხვაში და კისერს ვიღერებ.-უწინ ასე არ ჭიკჭიკებდით?
-უწინ არც ასე ახლოს ვყოფილვართ ერთმანეთთან!-დამიკონკრეტა მან და ჩემი კბილების კრაჭუნი მეც კი გავიგონე.
-ესე იგი იცოდი! იცოდი და...-ბულგარულივით ვწითლდები, დემნა კი სიტყვას თავხედურად მაწყვეტინებს და ფეხზე დგება.
-წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან, ლილია! ელენეს შესახებ აქ მოსვლისთანავე გავიგე. არც ისეთი სულელი ვარ, როგორც გგონია...
მთლად ვირევი... შიგნიდან რაღაც ამოუცნობი ძალა მჭამს და მე უკვე აღარ ვიცი როგორ დავილაგო ნერვები და სიმშვიდე ვპოვო. -ჭკუიდან შევიშლები! მგონი შენ ჩემი გაგიჟება გინდა...-თმების სწორებით ვემართები კარისკენ და მოულოდნელობისგან ხმამაღლა ვკივი, დემნა თავისკენ რომ მატრიალებს და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის.
-საღამომდე ვიმყოფინებ!-ხელს მიქნევს და მანიშნებს, რომ შემიძლია გავიდე.
"საღამოს გაჩვენებ შენ!"-ვფიქრობ ეშმაკურად და მიკვირს, საიდან ვარ ასეთი ნიჭიერი...

ეს საღამოც მოვიდა და მზემ ჩვეულად დაუთმო ადგილი მთვარეს. მე აუღელვებლად ვწყვეტ საქმეს და კალამს წიგნაკის იმ ადგილას ვდებ, სადაც შევჩერდი. ვამბობ, რომ მაკიაჟის შესასწორებლად გავდივარ საპირფარეშოში და ყველაფერი მიადვილდება.
დემნას ავტომობილს შორიდანვე ვცნობ. მართალია დილას იმ ''საღამომდე სამყოფითაც'' ძლიერ მასიამოვნა, მაგრამ ამას არ დავუკმაყოფილებივარ, მე კი ვერ ვიტან როცა უპასუხისმგებლოდ იქცევიან და ბოლომდე არაფერს არ აკეთებენ. ამიტომაც არჩევანს მკაცრ დასჯის მეთოდზე ვაკეთებ, ნაქსოვ მოსაცმელზე დამაგრებულ ქინძისთავს ვიხსნი და წინა ბორბლებს მორიგეობით ვარჭობ. ახლა ვნახოთ, უფროსი ჩემ მდგომარეობაში რომ ჩავარდება, მაშინ თუ ისწავლის ჭკუას. ისე მოხერხებულად ''მოვაკვარიხჭინე'' ეს ოპერაცია, რომ მეც კი გაკვირვებული ვარ. ისევ კაბინეტში ავდივარ და ფანჯრარას არ ვაშორებ თვალს. როგორც იქნა ცხრა საათამდე მიბობღდა დიდი ისარი. ჯერ გოგონებს ვისტუმრებ, მერე აუჩქარებლად გავდივარ ქუჩაში. ზუსტ დროს ვადგები თავზე გაჯავრებულ უფლისწულს. მანქანას დასტრიალებს და თან რაღაცას ბუტბუტებს.
–შეგიძლია სახლში გამიყვანო? მშვენივრად ვიმგზავრე იმ დღეს და მადლობელი ვიქნები თუ ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცევი და დახმარების ხელს გამომიწვდი.–ვცდილობ მშვიდად ვუთხრა, მაგრამ მის დაღრეჯილ, მოქუფრულ სახეზე ღიმილს ვერ ვიკავებ.
–სად არის შენი გესლიანი ენა, ქალბატონო ლილია? ჩემი მოტყუება არც გაბედო, აღიარე რომ ეს შენ ჩაიდინე!–გრგვინავს ის და ხელები ზურგსუკან მიაქვს.
–ვაღიარებ!–ალბათ სულ სხვა პასუხს ელოდა, რადგან ამის გაგონებაზე მერსედესის ცხვირს მუშტს არტყამს და ჩემკენ იწევს..
–რას ჰქვია აღიარებ? შენ... შენ სრულ ჭკუაზე ხარ?–გამოდის წონასწორობიდან და ისევ ბორბალს დაჰყურებს.
–შენ არ მითხარი სიმართლე თქვიო? ხოდა მეც ასე მოვიქეცი.–შარვალს ვისწორებ და თვალებს ვხრი. რატომ? არ მინდა დამინახოს, რომ ვიცინი.–ისე ბარი–ბარში ვართ, ახლა არც მე მაქვს მანქანა, არც შენ!
–დღეს რაღაც ზედმეტად მორჩილი ხარ, ლილია! კარგად იყავით შენ და შენი ფანტაზიები...–რამდენიმე ნაბიჯს დგამს თუ არა, უკან ვედევნები და ჩემებურად ვტიკტიკებ.
–ღამით ათასი გზააცდენილი დადის, მე მარტო ვერ წავალ! არ გენანები, მანიაკების ხელში ჩასაგდებად? გეხვეწები გამაცილე რა... უკვე ათი საათია და ტრანსპორტიც საათში ერთხელ დადის. იქნებ ფეხით წავიდეთ?
დემნა თავს უკან აგდებს და ხელს მკიდებს. საშინელ წვას ვგრძნობ მის შეხებაზე, მაგრამ არ მავიწყდება, რომ თავაზიანი უნდა ვიყო, ტკივილი პიკს რომ აღწევს მორიდებით ვუხახუნებ მხარს და ვიბუზები.
–რა იყო?–მობეზრებული მეკითხება.
–ასე არ მომიახლოვდე ხოლმე, კარგი? და თუ მომიახლოვდები მაშინ...
დემნა წინადადებებს არ მასრულებინებს, ყველაფერს ხვდება. ღიმილით მეამბორება ტუჩებისგან ოდნავ დაშორებით და თან ამატებს.
–მეგონა წინაამღდეგი იყავი ასეთი ურთიერთობისა...–უხარია, რომ გამომტეხა და გამომცდელად მიმზერს.
–ვარ კიდეც, მაგრამ...–ვჩურჩულებ შერცხვენილი და თავს მკერდზე ვადებ. მგონია რომ ვარსკვლავები მხოლოდ ჩვენთვის ანათებენ და მტკვარიც თავის მხრივ გვიმღერის იავნანას. მუცელში პეპლების არსებობას ვგრძნობ. ნეტავ, რა სახელი შეიძლება დავარქვა ამ ფორიაქს და მიზიდულობას?

...............................................................
ადმინისტრაციას მივმართავ!
გუშინ, ჩემ ისტორიაზე გვიან დადებული სიახლეები უფრო ადრე დაიდო, ვიდრე ჩემი და მაინტერესებს, რისი ბრალია ეს. ამავე დროს დადებისთანავე რამდენიმე სიახლის ქვეშ მოექცა, რაც არა მგონია სწორი იყოს.
* * *
ახლა კი თქვენ, ჩემო მკითხველებო!
იმედია მოგწონთ მოვლენების ასე განვითარება. ველოდები შეფასებებს. მინდა გითხრათ, რომ შემდეგი დასასრული იქნება.
სიყვარულით სოფიკო <3



№1  offline წევრი tvinischia

აუ არ დაასრულორა ,მაგრამ თუ დაასრულებ დიდი თავი მაინც დაწერწ ეს ძაან პატარა იყო )))

 


№2  offline მოდერი წითური გოგონა

როგორ მომწონს!
სულ ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ახალ თავს!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№3  offline წევრი marikuna (1)

აუ მალე რა აი ისე მინდა რომ წავიკითხო რომ რავი :დ <3

 


№4  offline მოდერი sopiko

tvinischia
აუ არ დაასრულორა ,მაგრამ თუ დაასრულებ დიდი თავი მაინც დაწერწ ეს ძაან პატარა იყო )))

წითური გოგონა
როგორ მომწონს!
სულ ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ახალ თავს!

marikuna (1)
აუ მალე რა აი ისე მინდა რომ წავიკითხო რომ რავი :დ <3

დიდი მადლობა ♥ ხვალ დავდებ აუცილებლად!

 


№5  offline წევრი teddy))

Rato magijeb? :D dzalian kargia da imedia amis damtavrebis shemdeg kidev shemogvtavazeb male istorias :* dzalian kargi personajebi gyavs archeuli da movlenebic kargad vitardeba!

 


№6  offline მოდერი sopiko

teddy))
Rato magijeb? :D dzalian kargia da imedia amis damtavrebis shemdeg kidev shemogvtavazeb male istorias :* dzalian kargi personajebi gyavs archeuli da movlenebic kargad vitardeba!

ჩემო teddy ♥ არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ!

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგი ხარ სოფიკო <3 მიყვარს ეს ისტორია უკვე და ვგიჟდები. როგორ მაგიჟებს უკვე ბატონი დემნაც და ქალბატონი ლილიაც, ორივე რა საყვარლები არიან და ვითომ "სათნო" ლილიაც, როგორ თავისას აწვება მაინც :დ
ძალიან მაგარი თავი იყო.
არ მყოფნის სიტყვები.
დასასრულზე ჩავთბი
აი რაღაც თბილი ნიაღვარი ჩამეღვარა და საოცრად მასიამოვნა ამ თავმა. რაღაც სასწაული იყო.
მართალია ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ლამაზი და მომეწონა ლილიას აღიარებაც ^_^
ყველაფერი კარგია. ინტრიგაც. ტკბილი და მწარე სიტყვებიც და მომენტებიც. ყველაფრიანად მიყვარს მე ეს ისტორია უკვე. <3 <3
სოფიკოოო კარგი ხარ ძალიან. მიხარია, რომ ამ ისტორიის კითხვა დავიწყე და შენი სახით კარგი მწერალი გავიცანი ^_^
რაც შეეხება იმას, რომ გვიან დადეს. მთავარია ნახოს ხალხმა და წაიკითხონ, ვინც ელოდება ამ ისტორიას, ვფიქრობ ის მაინც ყველა შემთხვევაში ნახავს <3 მე უკვე ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ, მართალია მოდერი ვარ და პირდაპირ იდება, მაგრამ არც წევრობისას ვაქცევდი ყურადღებას, რადგან მკითხველი წაიკითხავს, მისთვის განკუთვნილ ისტორიას და მასში იპოვის ყველა საჭირო ემოციას, რაც კი მას სურს.
ტკბილი იყო.
შენც ტკბილი ხარ შაქარივით ^_^
ძალიან მახარებ <3 და ხო, არ მყოფნის ეს თავი გენაცვალე...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent