შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმიური მუხტი [9]


27-11-2015, 23:21
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 489

დილით მზის სხივებმა გააღვიძეს ბელა. როგორ უყვარდა ასეთი დილა, აივანზე გადადგებოდა და მოფუსფუსე ქალაქს გაჰყურებდა, ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, თვითონ კი შეეძლო სახლში დარჩენილიყო მთელი დღე. მაგრამ დღეს სახლში ვერ დარჩებოდა, ლიკასთვის საჩუქარი უნდა ეყიდა, საღამოს კი მასთან სახლში ასულიყო. მოკლე სარაფანი გადაიცვა, ოთახი მოაწესრიგა და ლელას გასაღვიძებლად წავიდა, თუმცა ქალბატონს უკვე ეღვიძა და ტელეფონზეც ესაუბრებოდა თავის პრინცს. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დას და გაეკრიჭა.

- გაუთიშე ახლა და მოემზადე, გვიანია, გავიდეთ საჩუქრისთვის.
- ამანაც მოგიკითხა _ გადაიკისკისა ლელამ.
- რა მოკითხვა უნდა, ყოველ დღე ვნახულობ _ ჩაიფრუტუნა და გაბრუნდა _ მალე გაემზადე _ ოთახიდან გასვლისას მიაძახა.

ყავა მოიმზადა და სავარძელში მოკალათდა. დღეს ისევ მოუწევდა ილიას ნახვა, იცოდა რომ ვერსად გაექცეოდა ამას. წინასწარ უნდა შეგუებოდა, ახლა ისევ ყოველდღიურად უნდა ენახა და დაულაგებელი, დაძაბული ურთიერთობა არ სჭირდებოდა.

ბევრი სიარულის და რჩევის შემდეგ, ლიკას კულონი უყიდეს, სადა და ნაზი, მას რომ მოუხდებოდა. საღამოს ცოტათი გაიპრანჭნენ გოგონები, მსუბუქი მაკიაჟი, ლელამ მაღლებიც ჩაიცვა და ლიკას სახლისკენ წავიდნენ. ბედნიერი შეეგება იუბილარი.

- მოვიდა უკვე?
- არა, ჯერ არა _ გაუღიმა.
- ვა ვა რა ლამაზები ხართ _ გაუცინა ლეომ.
- მადლობა ბუზღუნ _ გადაკოცნა, ლუკასაც მიესალმა და მის გვერდით მოკალათდა. ფეხდაფეხ მოჰყვა დებს ილიაც, ყველა გადაკოცნა, ბელაც და ლუკას მეორე გვერდი დაუმშვენა.
პატარა სუფრა უკვე გაშლილი იყო, პირველი სადღეგრძელოც ლიკასი შესვეს, პირველს მეორე მოჰყვა, მესამე. მერე ბელას ტელეფონი ამღერდა.
- გისმენ.. ახლა?.. აუ ლიკასთან ვარ.. დილით მიდიხარ?.. კაი მოიცადე და მოგწერ..
- რა ხდება? _ დაინტერესდა ლიკა.
- ლაშა იყო? _ მაშინვე გაუღიმა ლანამ.
- ჰო, ნახვა უნდოდა..
- ახლა არ თქვა უნდა წავიდეო _ მაშინვე წამოენთო ლიკა.
- მაცადეთ გოგო _ გაუცინა _ რომ ვერ მივდივარ და ვერ გტოვებ მაგას ვამბობ, მაგრამ ესეც ხვალ დილით მიდის ბაკურიანში და მინდოდა მენახეო.
- გოგო, რომ უთხრა და ამოვიდეს..
- ლიკა _ მაშინვე შეუბღვირა.
- რა? უთხარი და ამოვიდეს რა, ახლა აქედან არ გაგიშვებ მე.
- არ ამოვა.
- მიწერე შენ და იქნებ ამოვიდეს.
- კარგი, ვეტყვი.. _ ეუხერხულებოდა ლაშას აყვანა ილიას გამო, მაგრამ რადგან ლიკამ დაიჟინა უარი აღარ უთქვამს. ლაშაც დათანხმდა. კარებზე კაკუნი გაისმა თუ არა, ბელა წავიდა გასაღებად. დაძაბული გაჰყურებდა ილია, ლუკამ მხარი მიკრა, გაიღიმეო ანიშნა.
- გამარჯობა _ თავაზიანად მიესალმა ლაშა ყველას. _ გილოცავ დაბადების დღეს _ შოკოლადების შეკვრა გადასცა _ მცირედისთვის ბოდიში, ასე უცებ სხვა ვერაფერი მოვახერხე.
- რას ამბობ, მადლობა, დაბრძანდი. _ ბელას გვერდით დაიკავა ადგილი.
- ხომ დალევ? _ შესთავაზა ლეომ.
- ლიკას დავლოცავ, მეტს ვერ დავლევ. _ ჭიქა შეუვსეს _ ლიკუნა დაგლოცავ, გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, ბედნიერად გეცხოვროს და გულის სწორიც გეპოვოს _ თვალი ჩაუკრა და დალია.
- ასე მალე რატომ ბრუნდები უკან?
- რაღაც საქმეები გამოჩნდა და დამირეკეს სასტუმროდან.
- რას საქმიანობ? _ დაეკითხა ილია.
- უი ილო თქვენ არ იცნობთ ხომ ერთმანეთს? _ გაუიმა ლიკამ _ ეს არის ლაშა, ბაკურიანშ გავიცანით, ლაშა ეს ილიაა ჩვენი მეგობარი.
- სასიამოვნოა _ გაუღიმა ლაშამ და ხელი ჩამოართვა _ სასტუმროს მენეჯერი ვარ.
- არ იმღერებთ ბიჭებო? _ გადახედა ლანამ.
- დავუკრავ _ ჩაიღიმა ილიამ და გიტარა აიღო, ისევ ნაცნობი მელოდია, ისევ არეული ემოცია.
- აივანზე გავალ _ ჩაილაპარაკა ბელამ და გავიდა. არ შეეძლო, ვერ მოუსმენდა, კარგად ხვდებოდა მისთვის რომ იყო გამიზნული ეს შესრულება და უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა ოთახში, თითქოს სული ეხუთებოდა.
- ბელა კარგად ხარ? _ გვერდით მიუდგა ლაშა.
- კი, კარგად ვარ, უბრალოდ ჰაერზე მინდოდა გამოსვლა.
- ბელა, სანამ წავიდოდი მინდოდა ჩვენს ურთიერთობაზე გველაპარაკა, ამიტომ მირჩევნოდა მარტო მენახე...
- აუცილებლად დღეს უნდა ვილაპარაკოთ? _ თითქოს ხმით ეხვეწებოდა ოღონდ ახლა არაო.
- მე მინდოდა, რომ გველაპარაკა, ძალიან დიდი ხანია უკვე ასე ვართ და მინდა, რომ რაღაც სახე მივცეთ ბელა.
- არ ვიცი ლაშა, ახლა არ ვარ ამისთვის მზად.
- ორი წელია უკვე ამას ამბობ..
- ვიცი, ვიცი შეიძლება დაგღალე კიდეც, მაგრამ..ახლა სხვას ვერაფერს გეტყვი.
- კარგი, ახლა არაფერს დაგაძალებ, მაგრამ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ, აუცილებლად.
- კარგი, ვილაპარაკოთ და მადლობა, რომ გესმის ჩემი.
- ჩემი წასვლის დროა..
- ასე მალე?
- ჰო, წავალ..
- გაგაცილებ..
- კარგი _ სახლში შევიდნენ. ყველას დაემშვიდობა ლაშა.
- გავაცილებ და მოვალ _ გაუღიმა ახალგაზრდებს და ლაშას გაჰყვა.

პირველ სართულამდე ჩააცილა.
- აღარ წამოხვიდე, ადი ახლა _ გაუღიმა და ჩაიხუტა.
- ნახვამდის ლაშა.
- დროებით ბელო _ გაუღიმა და ლოყაზე აკოცა. პირველად მიმართა ბელოთი, არაფერი უთხრა, მაგრამ მისგან არ ესიამოვნა, სულ სხვანაირი იყო ილიას „ბელო“, უფრო ეძვირფასებოდა და ახლა საერთოდ არ მოეწონა ლაშასგან.. იქამდე გაჰყურებდა, სანამ ბინას არ გასცდა, მერე შემობრუნდა და შიშისგან შეკრთა.
- რატომ გეძახის ბელოს?
- უკაცრავად? _ გაკვირვებით ახედა ბელამ.
- ბელი მარტო ჩემთვის ხარ და ბელოს დაძახების უფლებაც მარტო მე მაქვს.
- გქონდა, ილია, გქონ-და _ დაუმარცვლა და გვერდით ჩაუარა.
- ცდები _ წასვლის საშუალება არ მისცა _ შენ მარტო ჩემი ბელი ხარ ბელო _ საოცრად თბილი ხმით გაიჟღერა ბოლო სიტყვამ.
- ილია რა გინდა? ხომ შევთანხმდით რომ თავს დამანებებდი?
- ეს შენ გინდოდა ასე, მე არ შეგთანხმებივარ ბელო _ მანძლს უფრო და უფრო ამცირებდა.
- რა გინდა? _ სუნთქვა გახშირებოდა ბელას.
- არაფერი განსაკუთრებული _ ფაქტობრივად მის საფეთქელთან ჩურჩულებდა.
- მაშინ გამიშვი..
- გაგიშვებდი, მართლა გაგიშვებდი მაგრამ _ შუბლი ბელას შუბლს მიაბჯინა, გოგონაც გაშეშებული იდგა, სრულად დაეკარგა წინააღმდეგობის უნარი _ მაგრამ არ შემიძლია _ დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და მონატრებულ ბაგეებს შეეხო. მთელი მონატრება ჩააქსოვა ამ კოცნაში, მოშორდა და გაუღიმა.
- აღარ შემეხო _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა და კიბეებზე აირბინა.
- ბელო, ბელო მოიცადე _ უკან დაედევნა და მეორე სართულზე დაიჭირა. _ რა გატირებს _ გაკვირვებული ეკითხებოდა და მზერას არ აშორებდა მის აცრემლიანებულ თვალებს.
- რატომ არ მანებებ თავს?
- იმიტომ რომ არ შემიძლია, ხომ გითხარი..
- მე არ მინდა ასე, არა!
- აბა როგორ გინდა?
- საერთოდ არ მინდა არაფერი შენგან, საერთოდ!
- ბელო _ ეცადა რაც შეიძლება მშვიდად ეთქვა.
- ნუ მეძახი ამ ბელოს! არც მე ვარ ბელი და არც შენ ურჩხული _ მოთმინებამ უღალატა ბელას.
- აბა პრინცი ვარ?
- არა, გასტონი ხარ _ მიახალა გაბრაზებულმა _ ურჩხული კეთილია, უყვარს ბელი და უფრთხილდება, უშვებს კიდეც, როცა ხედავს რომ ეს სჭირდება მის მზეთუნახავს, შენ არ ხარ ურჩხულივით კარგი არა!
- რატომ ბავშვობ? რატომ იქცევი ასე, რატომ? ვერ ხედავ როგორ გიცემს გული, როცა გიახლოვდები? ვერ ხედავ, როგორ ღელავ? ვერ გრძნობ, როგორ გიჩქარდება პულსი, როცა გკოცნი? რატომ აიგნორებ ამ ყველაფერს, რატომ წყვეტ ყოველთვის გონების კარნახით, რატომ? _ გაბრაზებული იყო ილიაც.
- გულის კარნახს როცა მივყევი, წაგებული დავრჩი. გონება უფრო საღად აზროვნებს, დამანებე თავი, გთხოვ! _ თვალები დახარა და კიბეებს აუყვა.
- არ შემიძლია _ ჩუმად მიაძახა ილიამ და უკან მიჰყვა.

ღრმად ჩაისუნთქა ბელამ და ისე შევიდა ოთახში. ისევ ლუკას მიუჯდა გვერდით. ილიაც მიჰყვა და მეორე მხარე დაიკავა. აღარც კი გაუხედავთ ერთმანეთისკენ.
- გააცილე?
- კი ლიკუნა, გავაცილე.
- გავაგრძელოთ ხომ? გელოდებოდით, არაფერი დაგვილევია _ გაუცინეს.
- გავაგრძელოთ _ ჭიქა გაუწოდა ლეოს.
- ოჰო, არ ხუმრობ ბელაჩკა შენ.
- დღეს ბოლომდე ვსვამთ _ გაუცინა.
- ასე ძალიან გეწყინა ლაშას წასვლა თუ პირიქით, აღნიშნავ? _ სიცილით მიკრა მხარი ლუკამ.
- წყენა კიდევ შეიძლება, მაგრამ გახარება არავითარ შემთხვევაში.
- კარგი, მაშინ გისმენთ შემოგვთავაზე სადღეგრძელო.
- სიყვარულს გაუმარჯოს _ ლეოს და ლელას გადახედა _ აი ისეთ სიყვარულს, თქვენ რომ გაქვთ, გულს რომ არ ტკენთ ერთმანეთს, ერთმანეთის გრძნობებს რომ უფრთხილდებით, რომ ზრუნავთ ერთმანეთზე, აი ეს არის სიყვარული და არა ის გამუდმებით რომ იტანჯება რომელიმე მხარე. _ ერთი ამოსუნთქვით გადაუშვა კონიაკი ყელში, წვა იგრძნო, ლიმონათიც მოსვა და უსიამოვნოდ გააჟრიალა.
- გაუმარჯოს, ისეთ სიყვარულს მის სიახლოვეზე გული რომ გაასმაგებით გიცემს, ისეთს, მის კოცნაზე რომ პულსი გიჩქარდება, ისეთს, რომ ვერ ელევი _ ბელას გახედა ილიამ და ჭიქა გამოცალა.
- მგონი ჩვენ ზედმეტი ვართ _ სიცილით ჩაილაპარაკა ლუკამ.

კიდევ ბევრი სადღეგრძელო იყო, სიმღერაც ბევრი იყო, სიცილიც..
- ახლა ჰაერზე თუ არ გავედი, შეიძლება მოვკვდე _ დაიწუწუნა ბელამ და ისევ აივანს შეაფარა თავი.
- არ გადავარდე _ უკან მიჰყვა ილიაც.
- არაფერი მომივა _ მოაჯირს დაეყრდნო და ეზოში გადაიხედა.
- ახლა მე უნდა გთხოვო შერიგება?
- არ მთხოვო..
- რატომ?
- აზრი არ აქვს..
- ისევ თავიდან ვიწყებთ?
- გეხვეწები რა ახლა არა, ახლა არ დამელაპარაკო.
- ხვალ გაბრაზებული იქნები და ფხიზელს სულ ვერ დაგელაპარაკები _ ჩაეღიმა.
- ახლა აზრი არ აქვს, მაინც ვერ გიპასუხებ წესიერად.
- სულაც არ მინდა რომ მიპასუხო, მთავარია მომისმინო.
- არა ხომ შეიძლება ერთხელ ისე დავლიო, რომ არ შემაწუხო? _ გაეცინა ბელას.
- როგორ გიხდება სიცილი და შენ მაინც არასდროს მიცინი..
- გერმანიაში ლექსების წერაც დაიწყე? _ ჩაიცინა.
- როგორ არ უხდება ირონია ჩემს ბელოს..
- შენს ბელოს შეიძლება არა, მე მიხდება _ მშვიდად გაუღიმა.
- შენ ეგ ამღვრეული თვაკები და აწითლებული ლოყებიც გიხდება, ტუჩები კიდევ აშკარად ჩემი მომლოდინე.
- არა ხომ ვამბობ, პოეტურმა ნიავ-ქარმა დაგიბერა ეტყობა.
- გეყოფა რა, ვილაპარაკოთ სერიოზულად.
- როგორც ჩანს არ მომასვენებ _ ამოიოხრა _ გისმენ.
- არ მინდა რომ ასე ვიყოთ ბელო, ისევ ისე ყოფნა მინდა, როგორც მაშინ, ორი წლის წინ..
- და ვითომ ეს ორი წელი არ ყოფილა? ვითომ არაფერი მომხდარა? ისე მართლაც არაფერი მომხდარა, წახვედი და გაქრი.
- ეს ორი წელი იყო ბელო, მაგრამ არ მეგონა ასე თუ დაგვაშორებდა..
- კარგად ხუმრობ, მაგრამ მე ვერ გავუგე შენს იუმორს ვერაფერი, კარგად ილია _ შებრუნდა და ოთახში შევიდა.
- მგონი ჩვენი წასვლის დროა _ სიცილით ჩაილაპარაკა ლელამ.
- აუ დარჩით რა დღეს _ თვალები გაუბრწყინდა ლიკას _ ჩემთან დაგაწვენთ ოთახში, მიდით რა, ყველანი დარჩით.
- არ ვიცი _ ყოყმანობდა ბელა.
- ლელა უთხარი რამე რა, დავეტევით ყველა, ბელაჩკა დარჩით რა _ უფახურებდა თვალებს.
- კარგი ჰო _ დივანზე ჩამოჯდა და ლუკას მიეხუტა.
- რა კარგი გოგო ხარ _ კოცნა გაუგზავნა ლიკამ და ოთახში იმ წამს შესულ ილიას გახედა. _ ილო დღეს აქ რჩებით ყველა და პრეტენზიები არ მიიღება.
- მოიცა ბიჭებიც? _ ლუკას მხარზე დაიჩურჩულა ბელამ.
- ბიჭებიც ბელაჩკა _ გაეცინა ლუკას.
- არ მომწონს _ ტუჩები გაბუსხა.
- გეძინება შენ..
- სულ ცოტა, მაგრამ გავაგრძელოთ _ თითქოს სრულიადნ ფხიზელი ყოფილიყო, ისეთი შემართების ასწია ჭიქა _ ჩვენ გაგვიმარჯოს _ განაცხადა და დალია.
- ხომ მშვიდობა გაქვთ? _ ილიას გადაუჩურჩულა ლუკამ.
- რა ვიცი, რა ვიცი, გაგვიმარჯოს _ ილიამაც მიაყოლა, მერე სხვებიც მიჰყვნენ.

ცოტა ხანში კი ყველა დასაძინებლად წავიდა. სუფრის ალაგების თავი არც ერთს არ ჰქონდა, და-ძმის მშობლებიც სოფელში იყვნენ და ამით ისარგებლეს, ხვალ ავალაგოთო განაცხადეს და მშვიდად წავიდნენ საძინებლებში. ცოტა მოუხერხებელი აღმოჩნდა ოთხი გოგოსთვის ერთი ლოგინი, მაგრამ როგორც იყო მოთავსდნენ, თან ისე ეძინებოდა დისკომფორტს ფაქტობრივად ვერც გრძნობდნენ, აღარც ლაპარაკის თავი ჰქონდათ, როგორც კი დაწვნენ, მაშინვე მიიძინეს.

არც ბიჭები მოჰყოლიან საუბარს, ლუკა ლოგინზე მოთავსდა, ლეო იმავე ოთახში გასაშლელ სავარძელზე, ილია კი დივანზე და გემრიელად დაიძინეს, თითქოს ამაზე მოხერხებულზე, ჯერ არაფერზე სძინებიათ.
___
მოკლედ მოკლედ აღარ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება .. ვიცი რომ ეს თავი პატარაა, ბოდიში, გამოსასყიდად ხვალაც დავდებ ახალ თავს (მოგთაფლეთ ჩემი ჭკუით (სიცილი))..
ველი შეფასებას და კრიტიკას..
მიყვარხართ შოკოლადებო..



№1 სტუმარი stumari

აუუუ, კაი გოგო ხარ შეეეენ და მიყვარხარ

მაგრამ ეს ბელა ძალიან ნუ ფინთობს რაააა, არ მომწონს ასეთი ფინთი და წიკვინა


ილია კი ძალიან "დასტოინია".

 


№2  offline მოდერი ლილიანა

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ამარიამს,ილიას და ბელას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline მოდერი მარრიამი

stumari
აუუუ, კაი გოგო ხარ შეეეენ და მიყვარხარ

მაგრამ ეს ბელა ძალიან ნუ ფინთობს რაააა, არ მომწონს ასეთი ფინთი და წიკვინა


ილია კი ძალიან "დასტოინია".

მადლობა <3 ^_^
ლილიანა
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ამარიამს,ილიას და ბელას

ლილიიი <3 <3 <3

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ჩემი აზრით იმსახურებს ილია კერ-ჯერობით ასეთ მოპყრობას აბა ერთ კვირაში ხო არ აპატიებდა ეხლა ნუ შენ მაგარი გოგო ხარ ყოჩაღ და იცოდე შეპირებ რო ხვალაც დადებ არ დაგავიწყდეს♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5  offline მოდერი მარრიამი

♡EPICLOVE♡
ჩემი აზრით იმსახურებს ილია კერ-ჯერობით ასეთ მოპყრობას აბა ერთ კვირაში ხო არ აპატიებდა ეხლა ნუ შენ მაგარი გოგო ხარ ყოჩაღ და იცოდე შეპირებ რო ხვალაც დადებ არ დაგავიწყდეს♡

არ დამავიწყდება :დ :D მადლობა <3

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

რა უცნაურია ეს ილია ბელასი მესმის.ძნელია,ამდენი ხნის ტკივილის პატიება..ვნახოთ,რა იქნება..კარგი იყო ლაშა რომ გამოაჩინე.

 


№7 სტუმარი ANA

ilias dzalian uyvars belooo

 


№8  offline წევრი kaxelii

კარგია მომწონს. ვერ გავიგე ილიასი სიყვარულს არ უხსნის , კოცნის და მერე ეუბნება ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდესო რაა. ხვალ ველოდები დაპირებულ დიდ თავს.

 


№9  offline წევრი anni123

მიყვარს შენი მოთხრობები ყველა წაკითხული მავქვს მგონი და პირველად გიწერ კომენტარს (სიცრხვილი :D) სუპერ გოგო ხარ <3 კარგად წერ love love შემდეგ თავს ველოდები :D wink love

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

ეე, რატომ წაიშალა აქ ჩემი კომენტარი უუხ...
ძალიან მაგარია ახლა შემდეგს წავიკითხავ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent