შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 13


28-11-2015, 00:20
ავტორი dona gedi
ნანახია 2 563

დაძინებამდე ანდრიამ ელენს ოთახი აჩვენა, რომელშიც კედლიდან შედიოდა. კედელი მეორე სართულის დერეფანში მდებარეობდა და მხოლოდ ანდრიას თითის ანაბეჭდისა და შემდეგ პაროლის შეყვანით იღებოდა. ახლა უკვე ელენის თითის ანაბეჭდიც შეიყვანეს პროგრამაში და ბიჭმა პაროლიც გაუმხილა. ოთახში რაღაც მოწყობილობა იდგა. ანდრიამ არაფრის დიდებით არ გაუმხილა რა იყო ის. მხოლოდ ის ასწავლა როგორ გამოეყენებინა, მერე კი ოთახი დატოვეს და ხელჩაჭიდებულებმა ძილს მისცეს თავი.
ელენი საკუთარმა კივილმა გამოაღვიძა. რეალობაში დაბრუნებას კი პანიკური ტირილი მოჰყვა. მერე გაახსენდა, რამდენიმე ღამე რომ კოშმარების გარეშე გაატარა ანდრიას წყალობით და ბიჭის ძებნა დაიწყო. მის ნაცვლად საწოლზე ტელეფონი დახვდა წერილთან ერთად:
„ვეცდები მალე დავბრუნდე, არ ინერვიულო და თუ რამე მოხდა დამირეკე.
ნუკრს აჭამე შუადღეს. საჭმელი იქვე აქვს, მიხვდები რომ შეხვალ.
თუ მოიწყენ შეგიძლია დახატო, ახალი საღებავები დაგიტოვე ბიბლიოთეკაში.
თავს გაუფრთხილდი..
ანდრია.“
ელენმა რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი გულისფანცქალით. მერე საჩქაროდ მოწესრიგდა და ბიბლიოთეკისკენ გაიქცა. თვალები გაუბრწყინდა ახალი საღებავების ტილოებისა და ფუნჯების დანახვაზე. სადარდებელი რომ არ ჰქონოდა ანდრია, ალბათ ხტუნვასაც შეძლებდა სიხარულით. თუმცა, რომ დაფიქრდებოდა ხოლმე იმაზე, რომ ბედნიერებას გრძობდა, შიგნეულობა და სინდისი პროტესტს გამოთქვამდა.
თითქოს ელენმა მაშინ დაკარგა ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნების უფლება, როდესაც ამდენი ადამიანი წაართვეს, ამის მიზეზი კი თვით მისი არსებობა იყო, ამ ფაქტს კი ვერაფრით შეცვლიდა. ვერასდროს გააქრობდა იმ სინდისის ქენჯნის გრძნობას, რომელსაც იმ დღიდან არ დაუტოვებია ელენი, როცა პირველად გამოჩნდა მის ცხოვრებაში კაცი, რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
ელენს კვლავ წამოუარა ძლიერმა ტკივილმა გულზე და მოიკრუნჩხა. ჩვეულად იტაცა გულზე ხელები და სისუსტისაგან ჩაიჩოქა. არ უნდოდა, აღარ უნდოდა კიდევ დასველებოდა სახე მლაშე სითხით, რომელიც უარესად აწყვეტდა ნერვებს, მაგრამ თავსაც ვერ უმკლავდებოდა, რომ ცრემლები თვალებს მიღმა დაეტოვებინა.
ბუნდოვნად აღიქვამდა, როგორ აწოდებდა ბოროტი მაცდურ აზრებს _მარტივად დაემთავრებინა ეს ტანჯვა და ყველაფრისთვის ბოლო მოეღო. მერე ისევ წარმოიდგენდა, რომ ყველა ის, ვის გამოც ასე იტანჯებოდა, ღმერთთან იყო, თვითონ კი მათ იქაც ვერ ნახავდა. პირიქით, უფრო დაიტანჯებოდა. მერე საწინააღმდეგოს უმტკიცებდა თავს, თითქოს აღარ იარსებებდა არანაირი სახით, არც ჯოჯოხეთში, არც სამოთხეში. უბრალოდ გაქრებოდა და დაამთავრებდა. მაგრამ ელენმა კარგად იცოდა, რომ ეს ფიქრი იყო ეშმაკის ყველაზე დიდი საცდური. მასაც ეს სურდა, რომ დაეჯერებინა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არარსებობის და გადამწყვეტ შეცდომაში შეეყვანა ისედაც ნაწამები ელენი. ამ ყველაფერს ბუნდოვნად აღიქვამდა. მის გონებაში ომი გაემართათ ბოროტსა და კეთილს, ელენის დაღლილ გულს კი სამი სიტყვაღა აღმოხდა:
_ღმერთო, ნუ მიმატოვებ..
ეს თქვა და გონება დაკარგა. რომ გამოფხიზლდა, ყველაფერი გაახსენდა და სიმსუბუქე იგრძნო. მიხვდა, რომ „ის“ ეხმარებოდა და არ მიუტოვებია. არც მიატოვებდა არასდროს. რაღაცნაირი შვება იგრძნო და სიხარულის შეგრძნების კვალიც გაახსენდა, თუმცა მას ისევ მოჰყვა სინდისის ქენჯნა. ეს გრძნობები კი უკვე გაცრეცილიყო, ისეთი მძაფრად აღარ აწვებოდა ელენის სულს და გოგო მიხვდა, ვისი მფარველობის ქვეშაც იყო და შეეცადა თვითონაც შეეწყო ხელი, საკუთარი თავის გამოკეთებაში. ქვევით დაეშვა და ნუკრს მიაკითხა. ბაღში გამოუშვა და მერე უკან მობრუნდა, ცხელი შოკოლადი მოიმზადა, წიგნი აიღო და კვლავ ბაღში დაბრუნდა.
სიმშვიდე, სითბო და სილამაზე. „ალბათ ესაა სრულყოფილება“-გაიფიქრა და ნუკრს ფრთხილად გადაუსვა ხელი.
***
ანდრიამ ელენის სახლს მიაკვლია, რომელიც დალუქული დახვდა. თუმცა მისთვის გადაულახავი ბარიერები არ არსებობდა, ამიტომ ყველაფერი ნახა, რაც გამოადგებოდა. ელენის ოთახიც იცნო, რომელსაც ფანჯარასთან მყუდრო ადგილი მოეწყო კითხვისთვის. ძალიან ჰგავდა მისი ბიბლიოთეკის ფანჯრის კომფორტულ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით აეჭვიანებდა ხოლმე. ელენის სურნელის გარდა, კიდევ რამდენიმე სურნელი იყო სახლშჰი შემორჩენილი, თუმცა რთული იყო იმის გარკვევა, ეკუთვნოდა თუ არა რომელიმე მკვლელს. სასტუმრო ოთახი დამწვარი იყო. ელენს არ უთქვამს ამის შესახებ. ოჯახური ფოტოებსაც მიაკვლია. მხოლოდ ნერვებს უშლიდა ის ფაქტი, რომ უძლური იყო და დაკარგულს ვეღარ დაუბრუნებდა ელენს.
სახლის შემდეგ ყველა ის ადგილი მოინახულა, სადაც მისი გამოჩენა იყო დაფიქსირებული მის საქმეში. გარაჟებს და საწყობებს იყენებდა, თუმცა ყოველ მკვლელობაზე ცვლიდა მათ. გვამებს რაიმე კანონზომიერებით არ ტოვებდა, ალბათ სადაც მოუნდებოდა ან მოუხერხდებოდა. ანდრიამ ერთ-ერთ სახელოსნოში, სადაც ბოლოს იმყოფებოდა, რამდენიმე საეჭვო ნივთსა და ქურთუკს მიაგნო, რომელსაც ნაცნობი სურნელი ჰქონდა. ეს სურნელი ელენის სასტუმრო ოთახშიც იგრძნო.
კვლავ დაბრუნდა ელენის სახლში და სახლი გაანათა, კარი ოდნავ შეღბული დატოვა, ფარდები გადაწია და დაიწყო ლოდინი. ბინდმა ნელ-ნელა იწყო გარემოს შთანთქმა. ანდრია ფანჯარასთან იდგა ქუჩის მხარეს და ისედაც არაადამიანური შეგრძნებები, უფრო დაეძაბა.
იცოდა ელენი უკვე ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ სხვაგვარად შედეგს ვერ მიაღწევდა. ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
_ელენ?-ჩასძახა და აღელვებული ხმა რომ გაიგო, გულის არსებობა იგრძნო მკერდში.
_ანდრია, კარგად ხარ? სად ხარ? ლამისაა შევიშალო. მითხარი რომ კარგად ხარ.
_კარგად ვარ ელენ, დამშვიდდი. ხომ არ გეშინია მარტო? სახლში ხარ?
_არა, შიში არც გამხსენებია, ძალიან ვნერვიულობდი. ვეღარც წიგნს დავუდე გული, ვერც ხატვას და წინ და უკან დავდიოდი. არ ვიცოდი დამერეკა თუ არა. არ მინდოდა ხელი შემეშალა. ანდრია მალე დაბრუნდი გთხოვ. ძალინ ვნერვიულობ.-ხმა აუკანკალდა ელენს.
_კარგად ვარ ჩემო ელენ, ხომ გითხარი. არც მე მინდოდა დაგვიანება, მაგრამ სხვანაირად ვერ შევძელი. ერთი საათიც დამელოდე და დავბრუნდები კარგი? არ შეგეშინდეს და აღარ ინერვიულო. საშიში არაფერია, ყველაფერი ისე მიდის როგორც მინდოდა. ხომ გჯერა ჩემი?
_მჯერა ანდრია, მაგრამ.. -ელენს ხმა ჩაუწყდა.
_დავბრუნდები. ერთ საათში სახლში ვიქნები. საჭმელი დამახვედრე. ყავაც. ნამდვილ საჭმელზე გეუბნები.
_მეხუმრები?
_არა. ხომ გითხარი რომ.. მოკლედ, თუ ძალიან არ ხარ დაღლილი დამახვედრე, კარგი? რაც ყველაზე გემრიელი გამოგდის.
_კარგი, ახლავე დავიწყებ.
ანდრია დაემშვიდობა და საკუთარი თავით კმაყოფილს, რომ ელენს საქმე გამოუძებნა დროის გასაყვანად, ეღიმებოდა. მაგრამ ღიმილი მალე შეახმა პირზე. დაინახა როგორ უახლოვდებოდა სახლს მაღალი კაცის სილუეტი. ბნელოდა, მაგრამ ანდრიას თვალი კაცის ტანსაცმლის ბოჭკოებსაცკი კარგად ხედავდა. მარჯვენა ხელის თითები ოდნავ შეეფერა სიგარეთის ბოლს, თუმცა ეს მხოლოდ ანდრიას მხედველობისთვის იყო შესამჩნევი. კაცს მუხლს ზემოთ ქურთუკი ეცვა და თავზე ქუდი ეფარა, რომელიც სახეს სანახევროდ უფარავდა. უცბად ამოიხედა და პირდაპირ იმ ფანჯარას მიაჩერდა, სადაც ანდრია იდგა, მაგრამ მისთვის რამის დასწრება, შეუძლებელი იყო. მანამდე მიიმალა სანამ კაცი შეამჩნევდა, თვითონ კი უდრო მოხერხებული ადგილი შეარჩია.
ყელთან სამ ზოლად ჩამოსდევდა შრამი. ჩამონაკაწრებს ჰგავდა. „ალბათ რომელიმე მსხვერპლმა დაუტოვა“. -გაიფიქრა ანდრიამ და გაუკვირდა, რომ კაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ასე სუფთად გამოიყურებოდა. უფრო სხვანაირი წარმოედგინა.
კაცს რაღაც გულისამრევი მზერა ჰქონდა, მოყვითალო თვალები და როგორცკი მათში ჩაიხედა ანდრიამ, მაშინვე სულიერი სიმძიმე იგრძნო. საოცრად დამძიმდა გარშემო ატმოსფერო. კაცი გარედან ათვალიერებდა სახლს, ისე რომ არ შეჩერებულა, მიდიოდა და თან თვალს აპარებდა. ცდილობდა ბუნებრივი ყოფილიყო. როგორცკი სახლს გვერდი აუარა და გზა განაგრძო, უფრო სწრაფი ნაბიჯით, ანდრიაც მაშინვე გაეკიდა. დიდხანს იარა კაცმა, ანდრიას ლამის მოთმინება ამოეწურა, მაგრამ ბოლოს საინტერესო ჩიხს მიადგნენ. კაცმა მიიხედ-მოიხედა და გარშემო რომ ვერავინ დაინახა, სამი შესახვევიდან, ყველაზე ვიწრო ამოირჩია. შუა გზაში შეჩერდა და რაღაც ქოხმახში შევიდა. ანდრია ვერ შეყვა, თუმცა უკვე მიაღწია იმას, რაც სურდა. გაიგო სადაც ჰქონდა სამალავი, რას მალავდა, ამას უცბად გაარკვევდა. კაცი მალე გამოვიდა იქიდან, საიდანღაც ველოსიპედი გამოიყვანა და იმით გაუდგა გზას. ანდრიამ კარგად იცოდა სადაც მიდიოდა კაცი. თავისდა გასაკვირად არც ისე უჭირდა თავის მოთოკვა, რომ იქვე არ მიეკლა მიმავალი, რადგან იცოდა უფრო ტკბილი დასასრული ელოდა ყველაფერს და თან მაინც ვერ მისცემდა თავს ამის უფლებას, რადგან ჯერ არ იცოდა, ყავდა თუ არა კაცს სადმე ტყვეები.
ქოხში შეიპარა და სავარაუდოდ ახალი მსხვერპლის მასალები აღმოაჩინა. კაცი მის ცხოვრებას იკვლევდა. დაბადებიდან დღემდე, ყველა იმ ადამიანის სია ჰქონდა, ვინც გოგოს გარშემო ტრიალებდა. ქოხი ბინძური იყო. ამას ელოდა. საოცარი სიმყრალე იდგა. მაგიდაზე სისხლის კვალიც ემჩნეოდა. რომელიც მის ფეხებთან დაფენილ გაქუცულ და მტვრიან ნოხზეც გადადიოდა.
ახლა უკვე იცოდა, ვინ უნდა დაეცვა იმ ტანჯვისგან, რაც ელენს დამართა ამ მანიაკმა.
ქოხიდან პირადპირ ელენის სახლისკენ დაბრუნდა. ისეთი სწრაფად მოძრაობდა, რომ კაცს ჯერ ნახევარი გზაც არ გაევლო. გზადაგზა მიჰყვა და ელენის სახლს რომ მიადგნენ, აღმოჩნდა, რომ კაცი იმისთვის დაბრუნდა, რასაც ანდრია ფიქრობდა.
ეგონა, რომ გოგონა დაბრუნდა და მისი ტანჯვის ახალი საშუალება მიეცა. აქ კი ძალიან გაუჭირდა ანდრიას თავის შეკავება. ამიტომ თავის სურვილებს მიყვა და კაცს სახლში შეჰყვა. ის გაფაციცებით ეძებდა მსხვერპლს, მაგრამ ბოლოს ანდრია შერჩა ხელში, რომელიც ისე სწრაფად მოძრაობდა, დანახვაც ვერ შეძლო.
კაცს შეძრწუნებული გამოხედვა ჰქონდა. მერე ერთი უცბად იტაცა თავზე ხელი და გაითიშა ანდრიას დამსახურებით. ეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ ამ კაცს უნდა შეხებოდა ისე, რომ არ მოეკლა. მაგრამ სხვა გზაც არ ჰქონდა.
გეგმა წარმატებით შეასრულა. კაცი იქ გამოამწყვდია, სადაც დიდი ხნის წარსული აკავშირებდა და საიდანაც ის თავს ვერასდროს დააღწევდა. მერე მშვიდად დატოვა ის ადგილი და სახლში დასაბრუნებლად მოემზადა.
მშვიდად იყო, იმიტომ, რომ იცოდა ის მანიაკი ვერავის ვეღარ შეეხებოდა, მაგრამ ღელავდა, რადგან არ იცოდა როგორ მიიღებდა ამას ელენი. როგორ უნდა ეთქვა. მერე დრო გაახსენდა და აღმოაჩინა, რომ ერთი საათის ნაცვლად თითქმის სამი გავიდა.
ის იყო თავის დამონტაჟებულ საზღვარს გასცდა, რომ სიგნალი მიიღო. ანდრიას გაეცინა საკუთარ პანიკურ სიფრთხილეზე და უფრო აუჩქარა. მისაღებში შედგა და მიაყურადა. სამზარეულოდან საჭმლის სურნელი გამოდიოდა. ანდრიამ თავი დამნაშავედ იგრძნო. გულისცემას და უცნაური ტემბრის სუნთქვას მიჰყვა და ელენის ოთახში აღმოჩნდა. კარი ფრთხილად შეაღო და გული მოეწურა, იმ სურათის დანახვაზე, რომელიც ოთახში დახვდა.
ელენი მთლიანად ამოსვრილიყო საღებავებში და ერთი ფუნჯი თმაში გაეყარა, მეორე ხელში ეჭირა და როგორც ჩანს ბოლო შტრიხებს სვამდა.
კარის მოძრაობა რომ შენიშნა და ანდრია დაინახა, ლამის ზედ გადააფრინდა ტილოსა და საღებავებს და ანდრიას ისეთი ძალით მიაწყდა, ადამიანი რომ ყოფილიყო, ნამდვილად კედელს შეასკდებოდა.
მთელი ძალით მოეხვია ქალს და გულაჩუყებულს, სატირლად დაბრეცილი ტუჩები ფრთხილად დაუკოცნა.
ელენი დაფეთებული უსვამდა სახეზე ხელებს და ათავალიერებდა, რამე ხომ არ დაშავებოდა ანდრიას.
_ეს აღარ გამიკეთო, თორემ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ.- ამოისლუკუნა ვითომ გაბრაზებულმა და ისევ მოეხვია.
ანდრია მშვიდად იღმოდა და ეფერებოდა ელენს, რომ დაემშვიდებინა.
_ხომ დარწმუნდი რომ კარგად ვარ?
_კი მაგრამ იცი მაინც რამდენი საათით დააგვიანე?
_არ მინდოდა. სამაგიეროდ თითქმის ყველაფერი მოვაგავრე.
ელენი გაჩუმდა. უნდოდა გეგო რა ხდებოდა, მაგრამ ჩაძიებაც ვერ გაებედა.
_რამდენიმე დღეში მოგიყვები. ვიცი რომ გაწუხებს და გაინტერესებს, მაგრამ დღეისათვის საკმარისია. მაჩვენებ რა დახატე?
_არა! წამოიძახა ელენმა შეშფოთებით და ბიჭს ოდნავ მოშრდა._ დამპირდი რომ არ ნახავ. გთხოვ დამპირდი. სანამ მე თვითონ არ გაჩვენებ.
_კარგი, კარგი. -მოიღუშა ანდრია. _სანამ არ მაჩვენებ არც მე მოგიყვები!
_უცბად მოძებნა გამოსავალი. წაიბურტყუნა ელენმა და ტილო კარადაში გადამალა.
_უკან მობრუნებულს კი ანდრია შერჩა ხელში, რომელიც უცნაურად შეჰყურებდა.
_რა? რა იყო?-იკითხა დაბნეულმა ელენმა.
_მომენატრე.-ხავერდოვანი, ვნებიანი ხმა ჩაესმა ელენს ყურში და ანდრიას ტუჩებმაც არ დააყოვნეს, მაშინვე მისწვდნენ ყველაზე ტკბილსა და მტკივნეულს...



№1  offline წევრი dona gedi

იმედებს გიცრუებთ? sad რაღაცნაირად ვარ recourse მგონია რომ უკვე საშინლად ვწერ და წერის სურვილი მეკარგება request თუ აღარ მოგწონთ მითხარით.. უფ რა ხასიათზე გავიღვიძე recourse recourse

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე მომწონს ძალიან მაგრამ ველოდები ელენის და ანდრიას ერთად ყოფნის უფრო მეტ მომენტს... მათ ურთიერთობაში თითქოს რაღაც მაკლია ალბათ მეტ ემოციას და ტკივილნარევ თავშეუკავებლობას ველოდები ანდრიას მხრიდან... მთლიანობაში ძალიან მომწონს ისტორია ოღონდ პატარა თავებს დებ და არ მყოფნის (ჩემთვის პატარა თავები არის შენი დადებული ყველა სიახლე არასდროს მყოფნის სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო) რაც შეეხება ელენს მისი პერსონაჟი მომწონს ძალიან იმედია ანდრიას გამოუვა ყველაფერი და ელენისთვის საფრთხეს მხოლოდ ანდრიას სისხლის წყურვილი იქნებამ.. მოკლედ დაუყოვნებლვ ველოდები ახალ თავს..

 


№3 სტუმარი elle

ძალიან მომწონს ეს ისტორია და არც გაიფიქრო შეწყვეტა..მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს..კარგი ხარ❤️

 


№4  offline წევრი lany

რა აღარ მოგვწონს? ?ყოველდღე ველოდები :დ უბრალოდ ტელეფონით ვარ,,ვერ მოვახერხე კომენატარის დაწერა წინა თავზე... არ მომწონს კი არა, უფრო და უფრო მომწონს love ანდრიაზე მეკეტება ისე მომწონს... იფ იფ. მალე დადე შემდეგიიი

 


№5  offline წევრი lany

Sad wavida me14 tavi? :O :O :/

 


№6  offline წევრი lany

Eeee.... :'( ashkaraf wavikitxe ar damsizmrebia da aagarrr ariis (

 


№7  offline წევრი Just give me a Hand . . .

მალ-მალე დადე ხოლმე რაა ❤️❤️❤️ ველოდებიიი ძაან მომწონს განსხვავებულია და რაღაცნაირია მოკლედ
მალე დადე ხოლმე და დიდი თავები ❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი dona gedi

დავდე კი და როგორც ცჰანს წაისჰალა.. არ ვიცი როგორ. ალბათ ადმინისტრაციისგან. ახლიდან დავდებ მეთოთხმეტე თავს, მაგრამ უფრო დიდია, ანუ გავაგრძელე..
მადლობა ყველას რომ მოგწონთ და ელოდებით love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent