მთვრალი ალუბალი 8 (დასასრული)
ეჰ, რა კარგი იქნებოდა ეს წუთი საუკუნოდ რომ გაგრძელდებოდეს... ოღონდ ასე იყოს და დამერწმუნეთ, ყველაფერს დავივიწყებდი, ჩემი სულის მეორე ნახევარის უცნაურ ხასიათსაც და მის ნაკლოვანებებსაც, მაგრამ... მაგრამ ყველაფერი მთავრდება და მხოლოდ იმიტომ, რომ დემნა არაფერს არ შეგარგებს! –მთვარის შუქზე იცი, რა არის რომანტიკული?–ღიმილით მეკითხება და მშვიდობის ხიდს თვალს არ აშორებს. –არ მითხრა, რომ შენ იცი...–დამცინავად ვაშტერდები და ხელებს დაბლა ვუშვებ. –აი, როგორ გამოითქმევა ეგ არა, მაგრამ შემიძლია განახო. მე ვეთანხმები და მერე ხდება რაც ხდება! დემნას უნდა რაღაც–რაღაცეები შემასწავლოს და შემასწავლა კიდეც! მისი ბაგეები თავისუფლად დათარეშობენ ჩემ ტუჩებზე და მეც დამარცხების ნიშნად ფართხალს ვწყვეტ. სხეულში ელეტროდენი მივლის და სიამოვნებისგან ვკანკალებ. ასე მგონია უკვე ორთქლი ამდის და ცეცხლის ალში ვარ. როცა ჩვენი კოცნა კულმინაციას აღწევს, ხელის აწევით ვაჩერებ და თავდაჯერებით ვამბობ. –ნამდვილი სპეციალისტი ხარ, დემნა! ამაში ვერ შეგედავები, მაგრამ ამავე დროს ცუდი მასწავლებელი!–აწეულ თითს ვატრიალებ და ზურგს ვაქცევ. მიზეზებს ვეძებ, რადგან ჩემ პრინციპებზე უარის თქმა მაინც მიჭირს. –აჰაა, გასაგებია! შენი თვალები სულ სხვა რამეს ამბობს, ჩემო ლილია...–გზას ჩემთან ერთად აგრძელებს და თან ბრძნულ აზრებს აფრქვევს. –რა სისულელეა! არ მჯერა, მე... აზრი არ აქვს...–ისე მიყურებს, ვიბნევი და სიტყვებს ვერ ვალაგებ. ის პირზე ხელს მაფარებს და შუბლზე სველ კოცნას მიტოვებს, მე ქარი თმას მიწეწავს და მაინც ვერაფერს ვგრძნობ. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ დემნა ცდილობს შეშლილივით არ მოიქცეს, საოცარ სინაზეს იჩენს და არა სიველურეს! ვერ ვიტყვი, რომ თავიდანაც ასე იყო, მაგრამ წარსულის ქექვას რა აზრი აქვს... თან ეს ცვლილებები იმაზე მიმანიშნებს, რომ მას მე... ვუყვარვარ?! –მთვრალი ალუბალი შენ შემაყვარე, ლილია! შენმა გემრიელმა ტუჩებმა და წითელმა ლოყებმა... შენ წაშალე და უკანა პლანზე გადაიყვანე ჩემი წესები და კანონები... ხო, თავი შემაყვარე და ეს დააშავე სწორედ! ასე რომ, უნდა დაისაჯო! მისი სიტყვების გაანალიზება ძალიან რთული აღმოჩნდა. ვერ ვხვდები რატომ ან როგორ უნდა დამსაჯოს და ბოლოს როცა მისი მონოლოგის აზრს ვწვდები... აი, მაშინ უბრალოდ ჯანდაბაში ვისვრი ჩემ კომპლექსებს, გრძნობების კორიანტელი ციდან სამ მეტრზე მისვრის და მე დემნას ბაგეებს ვეხები... მაშინვე უკან გასხლტომა მინდება, მაგრამ ჩემ სურვილებს სრულიად არ ითვალისწინებს ონიანი და კისერზე მებღაუჭება. მოგვიანებით ვემადლიერები კიდეც და ფილტვევბში ჟანგბადის გამოლევამდე დემნას არ ვცილდები. ''გიყვარს?''–ვეკითხები საკუთარ თავს, ის კი მპასუხობს: ''მიყვარს! მიყვარს!'' ...და მე მისი გაბედნიერებაც მინდა, ისევე როგორც მან გამაბედნიერა. ხმამაღლა ყვირილს ვერ ვბედავ და ვჩურჩულებ: –მიყვარხარ! დემნას ეცინება და მე აღარ მწყინს, რადგან ვიცი, ამას იმიტომ აკეთებს რომ ანკესზე წამომაგოს. ვკისკისებ და ამ ჯადოსნურ სიტყვას ვუმარცვლი: –მიყ–ვარ–ხარ! კმაყოფილი ხარ?–ენას ვუყოფ და ისევ ვამცირებ ჩვენ შორის დისტანციას... მე მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ნომინაციებში ''საოცრად განსხვავებული წყვილი'' და ''საოცრად განსხვავებული სიყვარულის ახსნა''. მოულოდნელად წვიმა იწყება. გავარვარებულ სხეულზე წვეთები მეცემა და კბილებს ვაკაწკაწებ. მართალია კიდურები მეყინება, მაგრამ დემნას გამოწვდილ ქურთუკს მაინც უკან ვუბრუნებ. –როგორც შენ, ისე მე! მისი ალუბლისფერი ტუჩებიც ლურჯდება და ჩემიც... ისიც ძაგძაგებს და მეც! ის ჩემკენ ისწრფვის, მე მისკენ და ბოლოს ორივენი ტანსაცმლით ვდგებით სააბაზანოში და ცხელ წყალს ვეშურებით. კუთხეში მიძინებულებს აღარაფერი გვახსოვს, მხოლოდ ვგრძნობთ და მე დარწმუნებული ვარ, ეს არის სიყვარული! დილით საწოლში ვიღვიძებ და მიხარია, რომ ამ ქვეყანას, ერთ მშვენიერ დღეს მოევლინა დემნა ონიანი. ისევ მეძინება მაგრამ სამზარეულოსკენ მივქრივარ და მაგიდაზე დადებულ ლილიების თაიგულს კიდევ ერთხელ ავყავარ ცაში. ღრუბლებთან თამაშში დემნას გაუფრთხილებელი, ალუბლის გემოს მქონე ტუჩები მიშლის ხელს. როგორც იქნა ვახერხებ ფეხზე წამოდგომას და მადლობის გადახდას ყვავილებისთვის. ის კი ლაპარაკს არ მაცლის და სასაიამოვნო ბურუსში მხვევს. გამშრალ ტანისამოსში ვეწყობი და ორივენი სამსახურში მივდივართ. დირექტორის და თანამშროლის ერთად კომპანიაში მისვლა ვიცი რასაც გამოიწვევს, ამიტომ დემნას მოკრძალებულად ვთხოვ: –დემნა, მგონი ჯობს ცალ–ცალკე შევიდეთ, ჯერ შენ და მერე მე, ან პირიქით! დემნა უსიტყვოდ აქნევს თავს და ჩვენ დერეფანში თამამად მივაბიჯებთ, უკაცრავად ჩვენ კი არა, ის! გარეთ გამოფანტულები ცნობისმოყვარედ გვაკვირდებიან და მერე ერთმანეთთნან არჩევენ მომხდარს, თუმცა რა მიკვირს? განა მეც ასე არ ვიქცეოდი? მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ სხვის ცხოვრებაში უხეშად არ უნდა ჩაერიო და დემნას მადლიერ მზერას ვსტყორცნი, მისი მხარდაჭერა რომ არა, ალბათ წონასწორობას დავკარგავდი და სახალხოდ უკვე მერამდენედ შევრცხვებოდი. დემნა თავის კაბინეტში იბარებს ელენეს და რაღაც საბუთებს უწვდის. ქალბატონი ყველაფერს ხვდება, ჯერ ახნა–განმარტებებს იწყებს, მერე კი ჩემზე შურისძიების მიზნით, მუქარას ასრულებს. –ელენე, მგონი ვერ იკმარე ის, რაც გაგაჩნდა, ამიტომ დათხოვილი ხარ სამსახურიდან!–შეუვალია დემნა. –ის თუ იცით, რა გააკეთა თქვენ გვერდით მდგომმა ფრთაშესხმულმა ანგელოზმა, რომელმაც როგორც გგონიათ თვალი აგიხილათ? მან გააფუჭა...–დაგვჭყივის ზემოდან, მე ვიკუნტები, მაგრამ დემნა ხელის მოჭერით მამხნევებს. –ეს უკვე ჩვენი გასარკვევია, ხომ ასეა? თუ ნებით არ დაგვტოვებთ, მომიწევს მკაცრ ზომებს მივმართო!–მისი თავდაჭერილობა მაოცებს. ელენე თაგვივით იძურწება და ჩემი ჯერი დგება. –შენ ძალიან ცუდად მექცეოდი მაშინ და... მე მინდოდა... არ ვიცი რა მინდოდა! დემნა ხარხარებს და მეც განწყობა მიმაღლდება. კალთაში ვუხტები საყვარელ მამაკაცს და მაგიდაზე, თეფშზე დადებულ მთვრალ ალუბალს ვხედავ. შორიდან ვწვდები მას, კოვზით პატარა ნაჭერს ვციცქნი და დემნას პირში ვუდებ. –ერთი შენ, ერთი მე!–ხელებს ვშლი და თითქოს ზემოდან დავყურებ ჩვენ შეერთებულ ტუჩებს, მთვრალი ალუბლის არომატული გემო რომ დაჰკრავს და სიყვარულის სურნელითაა გაჟღენთილი. თითოეული წამით ტკბობას ვიწყებ და გულში უამრავი ღიმილის სმაილიკი მენთება. ის თვალუწვდენელი ოკეანე, რომელიც ჩვენ შორის იყო, აღარ არსებობს. ცხოვრება რა მშვენიერია, არა?! მე ვფიქრობ, თითოეულ ნაბიჯს დაუფიქრებლად თუ გადადგამ, მაშინ უფრო გაგიმართლებს, ვიდრე ბევრი ფიქრისა და სჯა–ბაასის შემდეგ. ყველაზე დიდი ბედნიერება ხომ მოულოდნელად გვეწვევა ხოლმე, შემოგვიღებს კარს და ცისარტყელასავით ფერად მომავალს გვაჩუქებს. ............................................................... დასასრული! იმედია კმაყოფილები დარჩით და მოგეწონათ ჩვენი ლილიასა და დემნას სიყვარულის ამბავი. ველოდები თქვენ შეფასებებს. დიდი მადლობა ჩემ მკითხველებს... სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.