შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 9თავი


30-11-2015, 23:03
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 575

9chocolate
თავს სრულიად გამოფიტულად ვგრძნობ,მგონია საჰაერო ორმოში ვვარდები,თავბრუმეხვევა.მახსენდება რომ სისხლი დავკარგე,ეტყობა გემოგლობინი დამივარდა.კარს ვაღებ და მისაღებში გავდივარ.არ მასვენებს მომხდარზე ფიქრი,მაგრამ იმაზე უფრო ვფიქრობ აქ როგორ აღმოვჩნდი.ვინ გამხადა კაბა და ჩამაცვა პიჟამა?დივანზე ვჯდები და ვიხსენებ.გული მეკუმშება ''ღამის ქურუმის'' თუ გეგას გამო.რაღაცნაირად ვარ,თითქოს აღარ ვღელავ მომხდარის გამო,ჩემს თავს ვიჭერ იმაში,რომ მიხარია კიდეც გეგას არსებობა ჩემს ცხოვრებაში,მისი თვალები მახსენდება და სუნთქვა მეკვრის,მომწონს!ძალიან მომწონს!ღრმად ვსუნთქავ.ეს აღიარებაა,მე გეგა მომწომს,მიზიდავს,როგორც მამაკაცი,მინდა მასთან ყოფნა,ღმერთო რა საშინელი ადამიანი ვარ,ეგოისტი,თავს ამის უფლებას როგორ ვაძლევ?სარკესთან ვდგავარ და საკუთარ თავს ვათვალიერებ,თითქოს პირველად ვხედავდე,ისე ვაკვირდები თითოეულ ნაკვთს,ჩემს თავს არ ვუტყდები,მაგრამ თვალებში სინანულის დანახვა მინდა, იქ კი სულ სხვა რამეს ვხედავ და ამაზე უფრო ვირევი,როგორი საშინელება ვარ!გუშინდელი თვითგვემა და საშინელი გრძნობა სადღაც გამქრალა,ისე აღარ განვიცდი,მაგრამ თავს მაინც უხერხულად ვგრძნობ.ახლა არა, ამაზე ახლა არ ვიფიქრებ,ამაზე სხვა დროს ვიფიქრებ,ვარწმუნებ თავს და თავს ვაქნევ.უნდა გავიხსენო ვინ მომიყვანა სახლში,თავს ძალას ვატან,ბოლოს სისხლიანი ხელი და ჩემი კივილი მახსოვს,კიდევ? დაძაბე გონება სარა...აქ როგორ აღმოჩნდი?გაიხსენე!თვალებს ვხუჭავ,თითები საფეთქელთან მიმაქვს და ვიჭერ. ბუნდოვნად ვხედავ,კარს აღებს,ხელში ავყავარ და გულზე მიხუტებს.გეგა!შეშინებული ფეხზე ვხტები და მთლიანად ვიოფლები.გეგა მე გამომყვა?გამოდის...გამოდის ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არაა...ისაა..გეგა ''ღამის ქურუმია''.ამ ამბავმა უფრო მეტად ამაფორიაქა,სადღაც გულის კუნჭულში კიდევ მქონდა იმედი,რომ ჩემი ეჭვები შეიძლება სიმართლე არ ყოფილიყო,მაგრამ ახლა უკვე ვხვდებოდი,რომ შევცდი.გეგამ მნახა,სისხლიანი მნახა და იმის მაგივრად,რომ საავადმყოფოში წავეყვანე აქ მომიყვანა,იმიტომ რომ იცოდა რის გამო ვიყავი ასე.ჯანდაბა სარა,მან ჩემზე იზრუნა,ამაზე სხეულში სიამოვნების ტალღა მივლის,ვგრძნობ მასზე აღარ ვარ გაბრაზებული,ან კი ვიყავი? სააბაზანოში შევდივარ და წყლის ქვეშ ვდგები,უნდა ვიფიქრო,ხელებს თავზე ვიკიდებ და ვფიქრობ,რა მოყვება ჩემს ამ საქციელს,ახლა როგორ გავაგრძელო ცხოვრება,ვუთხრა გეგას,რომ ვიცი მისი საიდუმლო?სოფიას და მამას რა ვუყო,როგორ შევხედო თვალებში?ახლა ვგრძნობ მათზე საერთოდ არ მიფიქრია,ეგოისტურად მოვიქეცი,ჩემი თავის მეტი არავინ მაიმტერესებდა,განა გეგა უკეთ იქცევა?ის ფიქრობს დედამისზე?ეს მათ გაანადგურებს.ღმერთო როგორ მაინტერესებს გეგა რას ფიქრობს,მისთვისაც თუ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი?ნანობს?იქნება არც ნანობს,იქნებ მასაც მოვწონვარ,სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა მისი საქციელი?მან ჩემგან განსხვავებით იცოდა ვინ ვიყავი და მაინც დამდევდა,მაგიჟებდა და ბოლოს დამეუფლა კიდეც,მაგრამ რატომ?რატომ?ხომ იცოდა რა მოყვებოდა ამ ამბავს?რა განზრახვა აქვს ამ ბიჭს?უნდა გავიგო,უნდა ვნახო.არა ვერ შევხედავ თვალებში,მეშინია მისი გამოხედვის,მეშინია,რომ იქ იმას ვერ დავინახავ რისი დანახვაც მინდა.ჯანდაბა სარა გეყოს!აბაზანიდან გამოვდივარ და თმას ვიმშრალებ,ჩემს კარადაში ვიყურები,იქ დატოვებული ტანსაცმლიდან შავ შარვალს და თეთრ მაისურს ვიღებ,ვჩერდები,თეთრს ვერ ჩავიცმევ,თეთრი სიწმინდის სიმბოლოა,მე კი ცოდვილს მისი ჩაცმის უფლება არ მაქვს.დანაშაულის გრძნობა ისევ მახსენებს თავს,ყელში მიჭერს და ცრემლები თავისით მოდის.
***********
გეგა
მთელი სხეული მიკანკალებს,ვცდილობ ემოციები მოვთოკო მაგრამ არ გამომდის.ორივე ხელით ბარს ვეყრდნობი და თავი ხელებში მაქვს ჩარგული.ვიღაცის ხელის შეხებას ვგრძნობ,მაციებს.თავს ვწევ,დაჩია.დაბინდულ მზერას ვარიდებ და სასმელს დავყურებ.
-ჰა,ამოიღე ხმა-ხელს გვერდში მკრავს და მელოდება,როდის ავლაპარაკდები.კბილებს ვახრჭიალებ,ახლა ნამდვილად არ მაქვს მათი თავი.
-რა გჭირს შე**მა? -მეორე მხრიდან ლევანი მიდგას.
-არაფერი-სასმელს სულმოუთქმელად ვსვავ და თითებს დავყურებ,თითებს რომლითაც მას ვეხებოდი,თითებს,რომლებმაც მას სიამოვნება მიანიჭეს. კანკალს ვერაფრით ვიჩერებ.ბიჭები ხვდებიან და ხმას აღარ იღებენ.
არაკაცი ვარ,საშინელი ნა **რი,ეს როგორ გავაკეთე?ეს რა ჩავიდინე?სადამდე შევტოპე?სარას ვატკინე,ვატკინე ისე როგორც დაგეგმილი მქონდა, ვატკინე,მაგრამ ამით კმაყოფილებას ვერ ვგრძნობ.გავიჭედე,ავირიე...მე ის მოვატყუე,არაკაცურად მოვექეცი.მე მას შევეხე,მის უნაკლო სხეულზე ხელებს დავაცოცებდი და სიამოვნებისგან ძარღვები მებერებოდა,მის სურნელს ჭკუიდან გადავყავდი,ეს სიგიჟე იყო,ვიცი შეცდომა იყო,ვიცი მაგრამ გრძნობები ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.მისი დაუფლების სურვილმა ამიტანა,მისი სხეულის სითბომ და სინაზემ ყველაფერი დამავიწყა.ჯანდაბა ეს დაგეგმილი არ მქონია.ახლა მას გონია რომ ვარსებობ,რომ იცოდეს ვინ ვარ.,რომ იცოდეს რა გავუკეთე შემიძულებს,ვერ გამიგებს.კიდევ შენ უნდა გაგიგოს გეგა?არაკაცი ხარ,საშინელება ჩაიდინე და კიდევ შენ უნდა გაგიგოს?
-მაინც მიიყვანე ბოლომდე შენი შურისძიებაა?-ბოღმიანად ჩაილაპარაკა ლევანმა.გავშრი, ნელა მივაბრუნე მისკენ თავი და კბილს კბილი დავაჭირე, რომ რამე არ მეთქვა.ვისკის ჭიქას ხელი გავკარი და დაბლა გადავარდა.
იქ ვეღარ ვჩერდებოდი,სული მეხუთებოდა,სარაზე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა,ნეტა როგორაა?რას გრძნობს?ნანობს?არა, არა ვიცი,რომ არ ნანობს,ეს მასაც უნდოდა,მთელი მისი სხეული მაგას მეუბნებოდა,ვიგრძენი, მისი თითოეული უჯრედი ვიგრძენი.ვიცი ასე კარგად არ ყოფილა არასდროს.ვიცი,რომ მოვწონვარ,ვუნდივარ,ამიტომაც არ დაუხევია უკან.მე ის შევიგრძენი,მისით ავივსე,ის ჩემია მხოლოდ ჩემი!
გარეთ გამოვდივარ და სარას ვხედავ,საშინლად გამოიყურება,გულისცემა მიჩერდება,რა სჭირს?ნუთუ ნანობს?მანქანაში ჯდება და დიდი სისწრაფით მიჰქრის,მეც უკან მივყვები.მეშინია რამე არ დაიშავოს.არა პატარავ არ გინდა,გაჩერდი.ნერვიულობისგან ხელს გამეტებით ვურტყავ საჭეს.ჩემს თავს ვაგინებ,ამ არაკაცობისთვის.არ უნდა გამეკეთებინა ეს.არ უნდა შემეყვარებინა თავი.ჯანდაბას ჩემი სიამაყე და ჯანდაბას სახელი.უნდა დამეკიდებინა სხვისი აზრი.რატომ გადავწყვიტე მისი გამოყენება,რატომ ვარ ასეთი ახ***რი?
მანქანას აჩერებს,მეც უკან ვუდგები,ვღელავ,არ ვიცი გადავიდე თუ არა,რა ვუთხრა?მესმის ცუდად არის მაგრამ რატომ?ეს ხომ თავადაც უნდოდა?ვიცი რომ უნდოდა,ვიგრძენი,მისი სხეული ყოველთვის საუბრობს მის სურვილებზე.აბა რატომ გამოიქცა?ინანა?იქნებ?არაა არა!გაფიქრებაც არ მინდა!გულში საშინელ სიმძიმეს ვგრძნობ,მეკუმშება,სუნთქვას ვეღარ ვახერხებ,ხელები მეყინება,ხო ის ხელები, რომლითაც ერთი საათის წინ მის სხეულს ვეფერებოდი.მგონია მოვკვდი და ეს მიცვალებულის,გაყინული და გახევებული ხელებია.ხო, მე ცოცხალი მიცვალებული ვარ,მე არაკაცი ვარ,დაუნდობელი ცხოველი,მე ის გამოვიყენე,ადამიანი,რომელიც იმაზე უფრო წმინდა და გულწრფელია ვიდრე მეგონა,ხო გამოვიყენე,ვატკინე,მაგრამ ამით საკუთარი თავიც დავისაჯე.ბედმა დამცინა,ცხოვრება ხომ მთლიანად დიდი ირონიაა.შემიყვარდა!მიყვარს!გატეხილი ხმით ძლივს ამოვთქვავ ამ სიტყვას და ყელში მიწყდება,არ მაქვს მე ამ სიტყვის თქმის უფლება,მასთან ყოფნის უფლება,მისი კოცნის უფლება, ის ხომ გიორგის შვილია.ადამიანის ვინც მამაჩემს ადგილი წაართვა,ადამიანი ვინც მისი ხსოვნა შებღალა,მის კაცობას ჩააფურთხა,ადამიანი ვინც ჩემს კაცობას შეეხო.
ხო,მე ლაჩარი ვარ!მე მინდოდა სარას გამოყენება,მე მინდოდა მისთვის ტკივილის მიყენება,მე მინდოდა სულელური აზრების გამო მასზე შურისძიება!მინდოდა გიორგიზე შური მეძია ჩემი უაზრო თავმოყვარეობის,ვითომ კაცობის გამო.ხელს გამწარებით ვურტყავ საჭეს,მთელი სხეული დაძაბული მაქვს,იმდენად დაძაბული,რომ ვგრძნობ ნელ-ნელა,როგორ მტკივდება.
************
სოფიას სახლში მივდივარ,მეშინია,ვნერვიულობ,მცხვენია მათთვის თვალებში შეხედვის.რას მეტყვიან მთელი ღამე,რომ დავიკარგე.კარს ვაღებ და გაოცებული ვჩერდები.სამზარეულიდან ყვირილის ხმა ისმის.მამა? სოფია და მამა ჩხუბობენ?წარმოუდგენელია.მთელი სხეული დაჭიმული მაქვს.ფეხაკრეფით ვუახლოვდები და კარს უკან ვჩერდები.
-სოფია ასე არ შეიძლება,შენ არ ხარ დამნაშავე.გაიგე ეს და მოეშვი ბოლოსდაბოლოს.პატარა ბიჭი აღარ არის.
-არ გესმის გიორგი ჩემი,საერთოდ არ გესმის.ის ჩემი შვილია,ერთადერთი რაც ცხოვრებაში შემომრჩენია.ყველაზე კარგი რამე რაც კი იმ ჯოჯოხეთური წლებიდან დამრჩა.-სოფიას ეტყობოდა,რომ ტიროდა.-ის სხვანაირი ბიჭია,ვერ აგიხსნი.ამაყია,უზომოდ ამაყი.ტკივილს არავის ანახვებს და ეს ანადგურებს გესმის?-რაო გეგაზე ლაპარაკობენ?რას ნიშნავს სოფიას სიტყვები.
-გავიგე მაგრამ დროა შეეშვა,უკვე გაიზარდა.ვერ ხვდები, ჩვენი ყოველი ჩხუბის მიზეზი გეგაა.
-გიორგი არც გაბედო -მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა სოფიამ.
-რა სოფია მითხარი.-არც მამაჩემს დაუკლია,მივხვდი მათი კინკლაობა შეიძლება ცუდად დამთავრდეს და სასწრაფოდ შევდივარ.
-დილამშვიდობისა-ცოტა შეშინებული ვამბობ და მათ რეაქციებს ვაკვირდები.
-დილამშვიდობისა-მამაჩემი წარბშეკრული მესალმება,სოფია ცუვად მიღიმის.თავს დამნაშავედ ვგრძნობ,მეშინია.
-სად იყავი სარა წუხელ?
-სახლში წავედი,მარტო ყოფნა მინდოდა.-უტიფრად ვიტყუები და გამოვდივარ.რა ხდება ამ სახლში?კიბეებს ფრთხილად მივუყვები,თითქოს მეშინია გეგამ არ დამინახოს.ხო მეშინია,არ შემიძლია მისთვის თვალებში ჩახედვის...მისი ოთახის კარი ღიაა,ვჩერდები,გული ამოვარდნა მაქვს,ტუჩები მითთრთის,მის სიახლოვეს ვგრძნობ,აქაა,თავს ვაქნევ და ოთახში ვიკეტები.საწოლზე ვწვები და ჭერს ვუყურებ.თვალებს ვხუჭავ და დეტალურად ვიხსენებ ხიდზე მომხდარს,ისევ ცხადად ვგრძნობ იმ სიამოვნებას რასა მასთან ვგრძნობდი.ვცახცახებ.რა იქნება ახლა?რას იზას გეგა?ან მე რას ვიზავ?იქნებ არ შევიმჩნიო?ვითამაშო რომ არაფერი არ ვიცი?თუ პირში ვუთხარა ყველაფერი?ტვინი მერევა.სხეული მიცხელდება,მუცელში საშინელ წვას ვგრძნობ.მგონია ხანჯალი შემირჭვეს და მერე მუცელში დამიტრიალეს.გახურებული სხეული ცახცახს არ წყვეტს,სახე ოფლით მეცვარება.თვალწინ გეგას თვალები და მისი სითბო მიტრიალებს და ვგრძნობ ვეღარ ვუძლებ.ცრემლები თავისით მომდის.მტკივა...საშინლად მტკივა...
********
გეგა
გადახსნილ ვენას ვუყურებ და ველოდები როდის გაიკვლევს სისხლის წვრილი ხაზი და მაჯიდან თითებისკენ ნელა მიუყვება გზას.საწოლზე ვწვები ხელებს აქეთ-იქით ვდებ და ველოდები.საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ,თითქოს ეს ფილმია და მე მისი მაყურებელი ვიყო. დამთავრდება,ახლა ყველაფერი დამთავრდება.ცოტაც გეგა ცოტაც.მაპატიე სარა!ვჩურჩულებ და თვალებს ვხუჭავ.მისი სახე მიდგება თვალწინ და ისევ მისი მონატრება მიპყრობს.უეცრად ცხოველური სიშმაგით მინდება მისი კოცნა.არა გეგა ადრეა ჯერ სიკვდილი.საწოლიდან ვხტები და გავდივარ.




რადგანაც სერვერზე არსებული პრობლემების გამო ბოლო თავი წაიშალა,გადავწყვიტე თავიდან დამედო.ახალ თავს ხვალ დავდებ.მაპატიეთ რომ გალოდინებთ.მიყვარხართ,გკოცნით თქვენი ლორე♥



№1  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ ახალი თავი მინდა მეე love love

 


№2 სტუმარი სტუმარი

ვაიმე როგორ გამიხარდა, ახალი თავი მეგონააააა

მალეეე

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
აუუ ახალი თავი მინდა მეე love love


ახალი ხვააალ ♥♥♥♥♥

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

მე კიდე ახალი თავი მეგონაა:(
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№5 სტუმარი black

Chemi yvelazesayvareli da chemi cxovreba<3ksi xar sgsgsg<3;*

Shegidzlia pasuxi gamce?momenatree<3bolosdabolos iubilari var

Axla xom1li dekemberia <3chemi dge

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ახალი თავი მეგონა და " სრულად " კი არ გავხსენი, გავგლიჯე.
ველი ხვალ...
გული შემიტოკდა რომ დავინახე...
ნუ მაინც შემომეკითხა აქაიქ, სხვანაირად ვერც იქნებოდა ;)

 


№7 სტუმარი miyvarxar lore

vinaa es black?nu gamagijebt exlaaaa!!!mxolod chemi shokoladi xar shen

 


№8 სტუმარი black

miyvarxar lore
vinaa es black?nu gamagijebt exlaaaa!!!mxolod chemi shokoladi xar shen

gicani mmarsheil<3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Chemi yvelazesayvareli da chemi cxovreba<3ksi xar sgsgsg<3;*

Shegidzlia pasuxi gamce?momenatree<3bolosdabolos iubilari var

Axla xom1li dekemberia <3chemi dge


ჩემი black გილოცავ ჩემო საყვარელოოოო.დიდი გოგო/ბიჭი გამეზარდე

lullaby
ახალი თავი მეგონა და " სრულად " კი არ გავხსენი, გავგლიჯე.
ველი ხვალ...
გული შემიტოკდა რომ დავინახე...
ნუ მაინც შემომეკითხა აქაიქ, სხვანაირად ვერც იქნებოდა ;)


მარიაამ მახარებს შენი თბილი კომენტარებიიიი

 


№10 სტუმარი black

Xo axla gavamxel vinc var:D me var noe meladze romlis saxelic shemxvda istoriashi:Dda gamikvirda vipiqre xoarmicnobs

Tqo mara nwu<3:D;)

 


№11 სტუმარი Lana

დამ მითხრა რომ ახალი თავი დაიდო შოკოლადისო .მაშინვე შევწყვიტე თემის წერა და აქ შემოვედი.თურმე ძველი ყოფილა :დდ ველოდები შემდეგ თავს <3

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

საინტერესოაააააააა.. აბა ველოდოთ ახალსაც ^^
ხო და მართლა ტრაგიკულია. ძალიან რაღაცნაირი. ყოჩაღ. მომწონს.
არ ვიცი რა მოხდება შემდეგ, ხოდა ეს მაგიჟებს.
ჯერ კიდევ გიპყრია შენი სადავეები ხელთ :* ველი შემდეგს.

black
Xo axla gavamxel vinc var:D me var noe meladze romlis saxelic shemxvda istoriashi:Dda gamikvirda vipiqre xoarmicnobs

Tqo mara nwu<3:D;)

ტყუილების გუდა ხარ შენ :დდდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline წევრი kaxelii

აუ ლოტეე მე ახალი თავი მეგონაა. მალე დადე რაა გეღარ ვითმენ

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

miyvarxar lore
vinaa es black?nu gamagijebt exlaaaa!!!mxolod chemi shokoladi xar shen


ვაიმეე შენ ვიღა ხარ?ჯერ black მაინტრიგებს და ახლა შენ.თუ ერთი და.იგივე ხართ

 


№15 სტუმარი black

ErckeMydass25
საინტერესოაააააააა.. აბა ველოდოთ ახალსაც ^^
ხო და მართლა ტრაგიკულია. ძალიან რაღაცნაირი. ყოჩაღ. მომწონს.
არ ვიცი რა მოხდება შემდეგ, ხოდა ეს მაგიჟებს.
ჯერ კიდევ გიპყრია შენი სადავეები ხელთ :* ველი შემდეგს.

black
Xo axla gavamxel vinc var:D me var noe meladze romlis saxelic shemxvda istoriashi:Dda gamikvirda vipiqre xoarmicnobs

Tqo mara nwu<3:D;)

ტყუილების გუდა ხარ შენ :დდდ

Kai AR vgadaob seriozulad rato var tyuilebis guda pirvelad eg vutxari "tamuna"s Da mere chemilores istoriashi shemxvda eg saxeli Ra vtkvi tyuili:|

ლორელაი
miyvarxar lore
vinaa es black?nu gamagijebt exlaaaa!!!mxolod chemi shokoladi xar shen


ვაიმეე შენ ვიღა ხარ?ჯერ black მაინტრიგებს და ახლა შენ.თუ ერთი და.იგივე ხართ

haha ARA me at var Mara eg vabshe chemo guli Da sulia xoda vurchie sheni istoriebi waekitxa<3:Dho Da chemgan gansxvavebit eg gogoa<3<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent