შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიკვდილი თუ სიცოცხლე? დასასრული

30-11-2015, 23:16
ავტორი chica sol
ნანახია 6 397

-ცოტნე-
ერთ საათში უკვე ბაჩანას „სარდაფში“ ვიყავი და მათ მისასმენად სავარძელში მოვთავსდი.
-აბა? გისმენთ. -ვთქვი მოლოდინით დაძაბულმა.
-მოკლედ გეტყვი. იქ ვეძებდით, სადაც არ იყვნენ და ამიტომ ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი. ხომ იცი ბაჩანა როგორი იყო? ორივე ბავშვობიდან ვიცნობთ და ერთი დღეც არ მახსოვს მე, რომ საკუთარი შრომით ეშოვოს საარსებო ფული. მთელი ცხოვრება მამამისის კისერზე იჯდა. ხოდა მას შემდეგ, რაც ეკატერინესთან ერთად გაიქცა, მამამისს დახმარება შეუწყვეტია მისთვის. ფულს აღარ აძლევდა. ხოდა გაუჭირდა წყვილს. ხან რომელ ქვეყანაში იხეტიალეს ხან რომელში. ბოლო 2 თვე ამერიკაში გაატარეს არალეგალურად გადაკვეთეს საზღვარი და აი რით დაამთავრეს. 2 დღეა რაც ჩამოვიდნენ. როგორც სჩანს ერთად აღარ არიან. ბაჩანა მამამისმა აღარ მიიღო და ეკატერინე დედამისთანაა.. -ჯონიმ მოპოვებული ინფორმაცია მომახსენა და მომაჩერდა ჩემი რეაქციის მოლოდინში.
-ბაჩანა სადაა იცი?- ვკითხე ძარღვებ დაჭიმელმა.
-კი. თავის ძმაკაცთან ბრძანდება უბანში.
-მოკლედ ერთ საათში ბიჭებმა ცეხში მოათრიონ ეგ , შენ კი ეკატერინესთან წადი და ისიც იქ მოიყვანე. ბაჩანა ადვოკატთან დარეკე და სასწრაფოდ ჩემი და ეკატერინეს განქორწინების საბუთები მოამზადოს და ფაქსით გამოგზავნის შენთან.
ჯონი უხმოდ გავიდა ოთახიდან. ბაჩანამაც დარეკა და ნახევარ საათში განქორწინებისთვის გამზადებული საბუთები უკვე ჩემთან იყო.
ტელეფონმა დარეკა და ჯონიმ მითხრა, რომ ეკატერინე მიყავდა, ბაჩო კი უკვე ცეხში ჰყავდათ ბიჭებს. მომზადებულ საბუთებს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი. ბაჩანაც უკან ამედევნა ბურტყუნით, რა სახელს მიბანძებს ეგ არაკაციო.
ცეხში შევედი. ოთახში ჩემი და ბაჩანას გარდა, კიდევ 5ადამიანი იყო. ჯონი, ეკატერინე, ბაჩო და დაცვის 2 ბიჭი. შესვლისთანავე ვიგრძენი როგორ დაიძაბა სიტუაცის. ბაჩომ თვალი ამარიდა, არც ეკატერინე მიყურებდა, იატაკს დასცქეროდა თვალმოუშორებლად. ჯონის თვალით ვანიშნე და მანაც ორივე ერთად დივანზე ჩამოსვა. მე სკამს წამოვავლე ხელი და მათ წინ დავჯექი.
არც კი ვიცი რა ვიგრძენი მათი დანახვისას. ბრაზი? წყენა? არა მგონია. ეს სიბრალული იყო. მეცოდებოდა ორივე. ისე ისხდნენ ერთმანეთის გვერდით, თითქოს უცხოები იყვნენ. ამ ორ წელს მათთვის საკმაო კვალი დაუტოვებია. გაოცებული შევყურებდი ეკატერინეს, რომელიც აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე. აღარ იჯდა თავაწეული, აღარ იყო ისეთი ამაყი, ლამაზი, ქედუხრელი. ..
-მოკლედ, ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ.გეტყვით მთავარ სათქმელს. ეს შენ გეხება ეკატერინე. -მკაცრი ხმით დავიწყე.-აქ საბუთებია, ხელს მოაწერ და ჩვენ ცოლ-ქმარი აღარ ვიქნებით.-ხელში ჩავღუჯული საქაღალდე დავანახე ეკატერინეს რომელიც თვალმოუშორებლად მიყურებდა.
აქ რომ მოვდიოდი კითხვები მაინც მბურღავდა, ათასობით კითხვა, მაგრამ არ ორ დაბუჩავებულ ადამიანს რომ ვუყურებ, მხოლოდ ის მინდა რომ მალე მივიღო ხელმოწერა განქორწინებაზე და სამუდამოდ ამოვშალო ორივე ჩემი ცხოვრებიდან.
უცებ ბაჩოს ფხუკუნი აუტყდა და მალე ხმამაღალ ხარხარში გადაუვიდა. თვალების ბრიალით გადავხედე. სიცილი მაშინვე შეწყვიტა, მაგრამ ეკატერინეს მიუბრუნდა.
-რა ბედის ირონიაა არა ეკატერინე. ორი კურდღლის მადევარი, ვერცერთს რომ ვერ დაიჭერდი, არ იცოდი შენ? გათხოვდი ფულიანზე, ნერე ნახე მისი მეგობარი, უფრო მეტი შემოსავლით, მაგრამ არაკაცობის გამო დაფინანსება შეუწყვიტეს შენს საყვარელს, რომლის გამოც მიატოვე ქმარი. მერე რა მოხდა? შეგრჩი მე, უზარმაცესი და არაფრის მქნელი კაცი. ახლა კი დავბრუნდით უკან და შენი 100ჯერ უფრო მდიდარი ქმარი განქორწინებას გთხოვს. არა რა! ნამდვილად ბედის ირონიაა. როგორ არ გიმართლებს არა?-ქირქილებდა ბაჩო და მე ნერვები ნელ-ნელა მაწვებოდა თავში. ცოტაც და ვულკანივით ამოვიფრქვეოდი.
-მოკეტე, ბაჩო!- ჩაიღრინა ეკატერინემ.
-თუმცა მოიცა, ეს ხომ შენ ხარ? რაღაც გეგმა გექნება მოფიქრებული, შენ ხომ „შენ“ ხარ. რას იზავ? მუხლებში ჩაუვარდები საყვარელ ქმარუკას და პატიებას სთხოვ? თუ უფრო უკეთესი, ეტყვი რომ მე შეგაცდინე და გაიძულე ჩემთან ერთად გაქცევა? იქნებ სხვა იდეები გაქვს? იქნებ...
-ენა ჩაიგდე, ბაჩო!-დავიღრიალე მოთმინება დაკარგულმა. -არ მაინტერესებს არც ერთი თქვენგანი. ორივე მკი***ართ. - სკამიდან წამოვვარდი ეკატერინეს მკლავში ვეცი და მახიდასთან მივათრია. ყურადღება არ მიმიქცევია მისი წინააღმდეგობისთვის. წინ ფურცლები დავუდე და დავუღრიალე.- მოაწერე ხელი საბუთებს სანამ დავივიწყე რომ ქალი ხდარ და ორივემ გაა***თ ჩემი ცხოვრებიდან.
-ცოტნე მომისმინე, გთხოვ.-ცრემლები გადმოღვარა ეკატერინემ. მაგრამ მის მიმართ ისე მქონდა გაციებული გრძნობები წამით არ შემხებია მისი ვედრება.
-მალე გოგო. მოთმინება არ დამაკარგვინო. არ მაქვს ამდენი დრო.
-რამე იღონე ეკატერინე, თორემ ჩაგეყარა ყველაფერი წყალში, ჰე, ჩაუვარდი ახლა მუხლებში.-ირონიული კომენტარი გააკეთა ბაჩომ.
და ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო. წამში მასთან გავჩნდი და ერთი დარტყმით ძირს დავაგდე. კიდევ სამჯერ მოვასწარი დარტყმა სანამ ჯონი მომაშირებდა მის სხეულს. გაცეცხლებულმა იმ სკამს ფეხი დავარტყი სადაც წუთის წინ ვიჯექი. ბაჩო სისხლის ფურთხებით წამოიწია იდაყვებზე და პირი გაფლაშა სიცილით.
-ექ არ გაგვიმართლა ეკატერინე. შენ მასთან შესარიგებლად მოისწრაფოდი, მე კი სიკვდილის საპოვნელად. როგორც ჩამს არც ისეთი გაბრაზებულია რომ მე მომკლას და არც ისეთი დამშვიდებული, რომ შენ გაპატიოს.
-ჯონი ეს მძორი აქედან გაათრიე და თვალით აღარ დამანახო სანამ მართლა შემომაკვდა.-დავიღრინე კრიჭაშეკრულმა.
ჯონიმაც მოავლო ხელი და წამში ფეხზე დააყენა. ხელით უბიძგა და კარისკენ წაიყვანა.
-მოიცა ცოტნე ვარჯიშობს? ძლიერად ურტყამს.-ახლა ცოტნეს გადაულაპარაკა ბაჩომ, რაზეც კიდევ ერთი ბიძგი მიიღო და კარში გაუჩინარდნენ.
-რას ელოდები ეკატერინე, მოაწერე მეთქი ხელი და შენც დაახვიე აქედან.-დავუღრიალე ისედაც მტირალს.
შეშინებულმა დაავლო კალამს ხელი და მოაწერა სამ ადგილზე ხელი.
-მაპატიე ცოტნე, გთხოვ მაპატიე, შევცდი.-ამოიჩურჩულა და ისევ გადმოუვარდა ცრემლები თვალებიდან.
-თვალები მაგრად მოვხუჭე და მთელ მოთმინებას მოვუხმე, რომლის მხოლოდ ნარჩენებიღა შემომრჩენოდა.
-წადი ეკატერინე. იმას ნუ გამაკეთებინებ. წადი და თვალებში აღარასდროს გამეჩხირო გესმის?-მუქარასავით გაისმა ჩემი ხმა.
-ის კვდება ცოტნე.-უძრავად იდგა ჩემი უკვე ყოფილი ცოლი.
-ვინ?-ურეაქციოდ ვიკითხე.
-ბაჩო კვდება. სიმსიმნე აქვს. ექიმმა უთხრა რომ 2 თვე დარჩა.-თქვა ურეაქციოდ. მაგრამ მე თითქოს ვიღაცამ ურო ჩამარტყა თავში ისეთი ტკივილი ვიგრძენი.
-რას ამბობ?-თაზარდაცემული ვიყავი. ის ფაქტი რომ ის და ჩემი ცოლი ერთად გაიპარნენ და საშინლად დამამცირეს, არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ ბაჩო და მე ბაღიდან ერთად მოვდიოდით. საშინლად დამთრგუნა ამ ამბავმა.
-არ ხუმრობდა როცა თქვა რომ აქ სიცვდილის საძებნელად ჩამოვიდა. უნდოდა ჩვენი დანაშაულისთვის დაგესაჯა და მოგეკლა. ამიტომ გაღიზიანებდა, როცა დაგინახა მშვიდად მდგარი.
-არ მაინტერესებს ეკატერინე. ახლა წადი, წადი და აღარასოდეს დამენახო.-ზურგი ვაქციე და დაცვის ერთ ერთ ბიჯს ვანიშნე სახლში წაეყვანათ.

ცეხში მობრუნებულ ჯონის ისევ იქ დავხვდი და ახალი დავალება მივეცი.
-მომისმინე, ბაჩოს კიბო სჭირსო ეკადერინემ.-მძიმედ წარმოვთქვი და თავზე ხელი ნერვიულად გადავისვი.
-რა? აუ რას ამბობ ტო...-თვალები დაქაჩა ჯონიმ.
-ხო და გაარკვიე რა ეს ამბავი. ორი თვე დარჩაო და თუ ეს მართალია, მიხედე რა ძმურად. თანხას გადავრიცხავ. მირანდასთან (მდივანი) გაიარე და მოგცემს მერე ყველაფერს რაც საჭიროა. არ მინდა იწვალოს გესმის? ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვეძლება.

-განგა-
უკვე გვიანი იყო, მაგრამ ცოტნე კიდევ არ დაბრუნებულა. ოთახში ვიყავი ასული და ყოველ ორ წუთში ფანჯარასთან მივდიოდი და ეზოს ვამოწმებდი, ხომ არ მოვიდა თქო. სახლში უკვე ივახშმეს. ხან თიკო შემომივარდა ოთახში, დაბლა ჩამოეთრიე და ივახშმეო და ხან ლილიმ ამომიგზავნა ეკა დაბლა ჩამოვიდესო, მაგრამ რა ლუკმა გადამივიდოდა ყელში, როცა ვიცოდი რომ ცოტნეს რაღაც უჭირდა? შოპინგის დროს რაღაც მოხდა და სახლში მომიყვანა თუ არა მაშინვე გავარდა საქმე მაქვს და მალე დავბრუნდებიო. ესაა მალე? საღამოს 9 საათია უკვე. ღიმილითა და კოცნით დამემშვიდობა და ასე წავიდა, თავს მაჩვენებდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მაგრამ მე ხომ მის ყველა ემოციასა თუ გაფიქრებას ვიჩემებ და ვგრძნობ და ზუსტად ვიცი რომ რაღაც მოხდა. ხოდა დავდიოდი ოთახში წინ და უკან და ნერვიულობით ტუჩემს ვიჭადი...
მანქანის ხმა მომესმა თუ არა, მაშინვე მივვარდი ფანჯარას და ცოტნეს ჯიპის დანახვაზე სახე გამებადრა. კარს ვეცი გამოვაღე და კიბეებზე სირბილით დავეში. არ ვიცოდი რას ველოდი, მაგრამ ძალიან დაძაბული ვიყავი და მისი ასეთი „ჩვეულებრივი“ დაბრუნება, ბედნიერებად მექცა. კიბის ბოლო საფეხურზე ვიყავი უკვე ცოტნემ კარი რომ შემოაღო .
შემოსვლისთანავე დამინახა და წამში მეც მის კისერზე ვიყავი ჩამოკიდული. ცხვირი მის ყელში ჩავრგე, ფილტვები მისი ნეტარი სურნელით ავივსე და სიამოვნებით მივიღე მისი ხელები, რომელიც უმალ მომეხვივნენ და მთელი ძალიათ მიმაკრეს პატრონის სხეულს.
-რა მოხდა პატარავ?- ჩამჩურჩულა და თავზე მაკოცა.
-არაფერი.-ხმა გამბზარვია. რა ჯანდაბა დამეტაკა? არ მინდოდა ტირილი, მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებდი. თან ჩემს თავს ლანძღავდი.
-მოხვედი ჩემო ბიჭო? -უკნიდან მომესმა ლილის ხმა და ცოტნეს სხლეულს ოდნავ მოვშორდი.
-კი ლილიკო მოვედი. ხომ მშვიდობაა?- ჰკითხა აშკარად ჩემი ასეთი „დახვედრით“ გაოცებულმა.
-კი მშვიდობაა. კიდევ კარგი რომ მოხვედი თორემ მოკვდება ეს სხვანაირად მშიერი.მთელი დღეა პირში ლუკმა არ ჩაუდია. ისედაც ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი.-ახლა ლილიმ მოახსენა თითქოს მე იქ არ ვიყავი. მაინც ჩავახველე ყოველი შემთხვევისთვის. იქნებ უკვე გამჟირვალე გავხდი და ვერ მამჩნევდნენ? ცოტნემ ჯერ მე დამხედა გაბრაზებულმა მერე კი ლილის შეხედა და თბილად უთხრა.
-ეკას სთხოვე რა ოთახში ამოგვიტანოს ვახშამი.-სთხოვა ლილის და თავზე აკოცა ფუმფულა ქალს.
-კარგი დედიკო ახლავე.- თქვა იმით გახარებულმა რომ როგორღაც გავღეჭავდი დღეს ლუკმას და სამზარეულოში გაფარფარდა
-რამე მოხდა განგა? რამეზე ნერვიულობ?- შეშფოტებულმა დამხედა ცოტნემ, თან ხელი გადამხვია და ოთახისკენ გამიძღვა.
-არა, უბრალოდ... ვიცი რაღაც მოხდა და არ მეუბნები და ვნერვიულობ. მითხარი რა მოხდა...-თავმოუბმელად ამოვილაპარაკე.
-ეკატერინე გამოჩნდა.- თქვა უემოციოდ და მომაჩერდა. მე კი ამ სახელის გაგონებაზე გამცრა... პირველად ახსენა მისი ცოლი ჩემთან.
-მერე?- ხელები ერთმანეთში ავხლართე და გულზე მჭიდროდ მივიკარი, რომ ცახცახი დამემალა.
-მერე არაფერი... ვნახე და ხელმოწერა მაქვს მისგან, ჩვენ ვეყრებით.- მომიახლოვდა და ხელები გულიდან „ამაგლიჯა“. -ყველაფერი კარგადაა განგა, გეფიცები. არ ინერვიულო კარგი?
ეკატერინე... თითქოს არ გვიხსენებია არც ერთს აქამდე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი ცოტნესა და ჩემს შორის მესამეს არსებობას და რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს მესამე ლადო არ იყო, მხოლოდ ეკატერინეღა რჩებოდა. და აი, ჩემი საყვარელი მამაკაცი მეუბნება, რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილია. მაშ რაღა მაფიქრებს? რა მანერვიულებს და მძაბავს?
კარზე კაკუნი გაისმა და ჩემი და ცოტნეს უკვე საერთო ოთახში, ეკამ ლანგარზე დაწყობილი ვახშამი შემოიტანა. უხმოდ ვვახშმობდით. მექანიკურად ვმოქმედებდი. ვგრძნობდი ცოტნეს დაჟინებულ მზერას,მაგრამ ფიქრებს თავს ვერ ვაღწევდი.
ცოტნემ ხელი მომკიდა ნიკაპზე და თავი ამაწევინა.
-განგა, რაზე ფიქრობ მითხარი, თორემ ცოტაც და გავგიჟდები.-თბილად მითხრა.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა მაწუხებს. ალბათ ის, რომ შენ გაწუხებს რაღაც და არ მეუბნები.-გულის ნადები გადავუშალე.
-მართალი ხარ, ყველაფერი არ მითქვანს. მხოლოდ ეკატერინე არა, ბაჩოც გამოჩნდა. ბაჩანა ცუდადაა, სიმსიმნე აქვს. 2 თვე დარჩაო ეკატერინემ.- სახეზე იმხელა მწუხარება გამოეხატა, გული ჩამწყდა.
-საშინელებაა, ვმწუხვარ. დახმარება არაფრით შეგვიძლია?
-არ ვიცი, ჯონი მიხედავს ამ ამბავს. ვიცი ძალიან დააშავა ჩემთან, მაგრამ ამას ნამდვილად არ ვუსურვებდი. - თვალებში სევდა და ტკივილი ჩაუდგა.
არ ვიცოდი რით მენუგეშებინა. ახლოს მივედი, კალთაში ჩავუჯექი და მთელი ძალით მივეხუტე.
-ყველაფერი კარგად იქნება. -დავიჩურჩულე, მაგრამ იქნებოდა კი ასე ბაჩოსთვის?
ცოტნემ თავი დამიქნია და უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე...

***
2 თვის შემდეგ
-განგა, გაიღვიძე.- ჯერ მხარზე მაკოცა, შემდეგ ლავიწზე, ყელზე, ნიკაპზე და შემდეგ ჩემს ტუჩემს დააკვდა.
სადღაც გაქრა მძინარე განგა და მისი ადგილი ვნება აშლილმა ქალმა დაიკავა. მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ოდნავ გავქაჩე, რასაც ცოტნეს ჩუმი ჩაცინება მოყვა.
-ჩემი ვნებიანი გოგო. -კიდევ ერთხელ წაეტანა ჩემს ტუჩემს ცოტნე.
-მმმ... გემრიელი ხარ.-ამოვიქრუტუნე ნამძინარევი ხმით.
ჩემი და ცოტნეს ქორწილიდან ერთი კვირა გავიდა. საერთო გადაწყვეტილებით თაფლობის თვეს პარიზში ვატარებდით. გადავლახე ბარიერი, რომელიც ხელს მიშლიდა უკვე ქმართან სრულყოფილ ურთიერთობაში. სულად არ ყოფილა ჩემთვის ისეთი საშინელი როგორსაც ველოდი. საშინელი კი არა, პირიქით, ეს საოცრება იყო.
-განგა, ვკვდები ისე მშია.-ისე თქვა ცოტნემ, ჩემს ტუჩებს არ მოშორებია.
-ავდგები ახლა და ჩავიდეთ ჩვენს კაფეში, კარგი?-აქ ჩამოსვლიდან მე და ცოტნემ ერთი კაფე აღმოვაჩინეთ, რომელიც დიდად არ გამოირჩეოდა ხალხმრავლობით, მაგრამ საოცარი „გემრიელობებს“ ამზადებდნენ.
-კარგი.-მოიღუშა ცოტნე.
-რა მოხდა?
-მე სხვა შიმშილი ვიგულისხმე, მაგრამ ამასაც არა უშავს. ჯერ შენს გეგმას მივყვეთ და ძალები აღვიდგინოთ, მერე კი ჩემს გეგმებს მივხედოთ. -ჩემსკენ გადმოიხარა და მოწყვეტით მაკოცა. ზურგი მაქცია და სააბაზანოსკენ წავიდა.
-გარყვნილო.-მივაძახე სიცილით.
-შენ ჯერ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად გარყვნილი შემიძლია ვიყო.- შემომცინა, აბაზანის კარი დახურა და ყბაჩამოვარდნილი დამტოვა.

***
-ცოტნე-
-ცოტნეეე. -შუა ღამის ძილიდან გამომაღვიზა განგას ძახილმა.
-რა მოხდა?- უცებ წამოვვარდი.
-მტკივა მუცელი. მგონი დამეწყო და... ვაიმე, ცოტნე მიშველეე...- დაიკივლა განგამ.
მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და მოკუზულ განგას მხარში ამოვუდექი. საწოლზე ჩამოვსვი და შარვალი ამოვიცვი. მაისურს ვეცი და გადავიცვი, წინასწარ გამზადებული ჩანთა გადავიკიდე, მუხლებში ხელი შევუცურე განგას და ფრთხილად ავიყვანე ხელში. ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვედი და თან განგას ვეჩურჩულებოდი. ვცდილობდი მისი შეშინებული და ტკივილნარევი გონება ცოტა გამეფანტა.
მთელი ორსულობა სტრესი ჰქონდა განგას. პირველი ბავშვის დაკარგვის გამო, ახლა პანიკაში იყო. ეშინოდა, რომ ჩვენს პატარასაც ვერ შევინარჩუნებდით. ვცდილობდით დიდად არ დატვირთულიყო. პირველ სართულზე ჩამოვბარგდით, რომ კიბეებზე სიარული არ დასჭირვებოდა. ყოველ კვირას ექიმთან დავდიოდით და ბავშვის მდგომარეობას ვაკვირდებოდით. მიუხედავად ექიმის დამარწმუნებელი დიაგნიზისა, რომ ჩვენი გოგონა ჯანმრთელი და ძლიერია, მაინც ვერ წყნარდებოდა განგა და მეც ვცდილობდი მის ნებას დავყოლოდი და განგას დასაწყნალებლად ყველაფერს ვაკეთებდი. მხოლოდ ეს გვაწუხებდა მეტი არაფერი. საერთოდ არ ყოფილა განგა ჭირვეული ორსული. არც ხასიათი გაფუჭებია, არც უაზროდ ტიროდა, არც ტოქსიკოზი აწუხებდა, არც ზომაზე მეტს ჭამდა და არც შუა ღამეს არ მაღვიძებდა რაიმეს მოთხოვნით. პირიქით, მთელი ღამე უშფოთველად ეძინა. აქეთ მე ვეხვეწებოდი, ერთხელ მაინც გამაღვიძე ღამე, რა იცი როგორ მინდა ჩემს საყვარელ ცოლ-შვილს ნატვრა ავუსრულო მეთქი, მაგრამ ისე დაეწყო მშობიარობა მსგავსი არაფერი მომხდარა.
-მტკივა, ცოტნე, მტკივააა. ჩემი გოგო იბადება, მალე მიმიყვანე ექიმთან, გთხოოვ -ხმამაღლა გაჰკიოდა განგა. მე სახეზე და თმაზე ვეფერებოდი და სიმწრით ტუჩებს ვიჭამდი.
-დაშვიდდი პატარავ, ცოტაც და მივალთ, მალე მივალთ.- ვეჩურჩულებოდი განგას. -სწრაფად ჯონი, უფრო სწრაფად.- დავუძახე საჭესთან მჯდარ ჯონის, რომელიც ისედაც გიჟური სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას.

ორი საათი იწვალა განგამ და როგორც იქნა მის კივილში, ბავშვის ტირილის ხმაც მომესვა. ჩემი პატარა დაიბადა, ჩემი გოგონა...
სიმწრით კედლებზე მოსიარულე, როგორც იქნა დავწყნარდი. აღარც განგას კივილი ისმოდა. როცა შიგადაშიგ ჩემს სახელს ყვიროდა და ის უფრო უარესად მაგიჟებდა, რომ ვერ ვეხმარებოდი ვერაფრით. ამაზე უსუსურად თავი არასოდეს მიგრძვნია.
ყველა საავადმყოფოში იყო, ქეთი, ლანა, თიკო, ლილი, ეკა, ჯონი, ბაჩანა და ნანკა. ნანკაც ჩემსავით დადიოდა დერეფანში და ნერვიულობით კედლებს ეხლებოდა. ბავშვის ხმაზე გახარებული გადაეხვია ბაჩანას და ისიც თვალებში გულებ ანთებული იხუტებდა ატირებულ გოგოს.
ყველა ერთმანეთს ულოცავდა პატარა ფრინცესას დაბადებას, რომლის არსებობა ექიმმაც დაგვიდასტურა და ყველა ერთად, მილოცავდა მე. პატარა ფერიას მამას.
-დაიბადა?- საავადმყოფოს დერეფანში თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა მიშო. თიკოც გაქანდა მის შესაგებელად და კისერზე ჩამოეკიდა გახარებული.
-მამიდა ვარ უკვე.პატარა გოგონა გვყავს.

პალატის კარი ჩუმად შევაღე და დიდი ვარდებითა და სათამაშო დათვით ხელდამშვენებული შევედი პალატაში. განგას ჩვენი გოგონა ხელში ეჭირა და საჩვენებელი თითის ზურგით ეფერებოდა დაბუშტულ ლოყაზე.
ახლოს მივედი და განგას ტუჩებს დავეწაფე.
-უსაზღვროდ მიყვარხარ.- დავიჩურჩულე და მზერა ჩვენს გოგონაზე გადავიტანე. ისეთი ლამაზი იყო, ენა დამება. ძნელია თქვა ვის ჰგავდა, მაგრამ ულამაზესი იყო. გულში სითბო ჩამეღვარა და ვიგრძენი როგორ დაიკავა ამ არსებამ, ჩემი გული და გონება.
-მამას გოგო, მამას პრინცესა. -მოვეფერე პატარა თითებზე და ნაზად ვაკოცე.
-სესილი, დე, მამამ პირველი საჩუქარი მოგიტანა, მადლობა მამიკო.- ახლა თვითონ განგამ მაკოცა და ვგრძნობდი, რომ სიყვარულისგან და ბედნიერებისგან გასიებული გული ცოოტაც და გასკდებოდა.
-შენ მე უბედნიერეს კაცად მაქციე, განგა. -სახეზე ჩამოვუსვი თითები.-მიყვარხართ შენც და სესილიც.- წინასწარ შერჩეული სახელით მივმართეთ უკვე დედიკოს მკლავებში მშვიდად მძინარე პატარა არსებას.
-შენ ჩემი ბედნიერება ხარ. მიყვარხარ.- მიპასუხა განგამ.
ვუყურებდი ჩემს ოჯახს და ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი სიმშვიდე, რომელიც ქარიშხლის მერე დგება.
დასასრული.

№1  offline მოდერი chica sol

მინდოდა ბოლოს თქვენთვის დამეწერა მადლობების კრებული, მაგრამ შემთხვევით გამომეგზავნა. ამიტომ როგორც კომენტარი ისე ვამატებ, რადგან შეუძლებელია თანადგომისა და მოთმინებისთვის უღრმესი მადლობა არ გადაგიხადოთ.
ჩემო კარგებო და ჩემო თბილებო ძალიან მიყვარხართ ყველა. დიდი მადლობა ჩემთან ყოფნისთვის და თბილი სიტყვებისთვის. თვითოეული თქვენგანი ჩემი ბედნიერების უდიდესი წყარო ხართ. მადლობა მოთმინებისთვის. ვცდილობდი ყოველი თქვენთაგანისთვის მეპასუხა პირადად და იმედი მაქვს არავინ გამომრჩენია.
ძალიან ვეცადე ეს ისტორია საინტერესო გამოსულიყო და იმედია გამომივიდა. თქვენ შეაფასეთ მე კი სულმოუთქმელად დაველოდები თქვენს შემაჯამებელ კომენტარს.
უზომოდ მიყვარხართ ყველა. love
პ.ს. ისტორიის წერას ვიყყებ, მაგრამ სანამ ცოტას მაინც არ დავწერ არ ავტვირთავ რომ არ გალოდინოთ ხოლმე.

№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

რა კაქიიააა ^_^
დასრულდააა <3
ხოდა ახლა დავიწყებ სულ თავიდან და წავიკითხავ ^_^
აქამდე ვერ ვკითხულობდი :დ მაგრამ მაპატიებ იმედი მაქვს საყვარელო <3 <3
ბევრი თავი კია, მაგრამ აი დასასრულს ველოდი და არ მინდოდა 20 თავი წამეკითხა ვთქვათ და მერე კიდევ დავლოდებოდი.
ხომ მაპატიებ? love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№3  offline მოდერი chica sol

ErckeMydass25

უფ აბა რას ვიზავ? გამიხარდება თუ წაიკითხავ. თავების რაოდენობა ნუ შეგაშინებს, მოცულობა არ აქვს დიდი wink

№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარიამ ზაქარაშვილი

ხო თავიდან, რომ მიგდებდა უკვე შორს იყო გასული და მართლა რაოდენობა მაშინებდა :D :D <3
წავიკითხაავ და აუცილებლად დაგიტოვებ ჩემ კვალს :*
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№5  offline მოდერი chica sol

დაველოდები სულმოუთქმელად. იმედი მაქვს მოგეწონება. smile

№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმეეეეე ვაიმეეე ვიტირე ვიცინე ვიკივლე და ისეთ ემოციებში ვარ მგონია მე გავაჩინე სესილი განგას მაგივრად :დდდ ჩემო ლამაზოო გოგოო როგორ გამახარე ამ ჰეფი ენდით <3
რა გითხრა არც ვიცი, მთავარია შენ იცი რომ ვგიჟდები შენზე და სასწაული ხარ! ველოდები ახალ ისტორიას..
პ.ს გული დამწყდა რომ დასრულდა((

№7  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმეეეეე ვაიმეეე ვიტირე ვიცინე ვიკივლე და ისეთ ემოციებში ვარ მგონია მე გავაჩინე სესილი განგას მაგივრად :დდდ ჩემო ლამაზოო გოგოო როგორ გამახარე ამ ჰეფი ენდით <3
რა გითხრა არც ვიცი, მთავარია შენ იცი რომ ვგიჟდები შენზე და სასწაული ხარ! ველოდები ახალ ისტორიას..
პ.ს გული დამწყდა რომ დასრულდა((

ჩემი თიჯინა love
იცი როგორ მომენატრე? ძალიან.
გამახარე გამაღიმე როგორც ყოველთვის. მიხარია რომ მოგეწონა და მიხარია რომ ემოციებს ვიწვევ შენში ამ ისტორიით. ვგიჟდებიი მე შენზე love

№8  offline წევრი kora

მარიამ, უზომოდ თბილი და ტკბილი დასასრული იყო, ვგიჟდები შენს საოცრად დადებით პერსონჟებზე, ცოტნეზე მაბოდებს <3
გუშინ ეგრევე წავიკითხე, მაგრამ მობილურით ვერ დავტოვე კომენტარი, ასე რომ ცოტა გვიან მაგრამ მაინც გიზიარებ ემოციებს, რომლებმაც დადებითად დამმუხტეს ასეთი მაგარი "ჰეფიენდის" წაკითხვის შემდგომ.
რა გითხრა - საოცარი გოგო ხარ<3 უზომოდ შემაყვარე თავი და მოუთმენლად გელოდები ახალი ისტორიით love
--------------------
kira.G

№9  offline მოდერი chica sol

kora

ჩემი უსაყვარლესი გოგო ხარ შენ ჩემო კორა. მახარებ მაბედნიერებ და დადებითად მმუხტავ. ძალუან მიხარია რიმ მოგეწონა და შევეცდები არ დავაგვიანო ახალი ისტორია.
მიყვარხარ მე შენ❤❤❤❤

№10  offline მოდერი tsn

საუკეთესო იყო ♥♥

№11  offline მოდერი chica sol

ცირა ნინიაშვილი
საუკეთესო იყო ♥♥

დიდი მადლობა ჩემო კარგი. მადლობა რიმ იყავი ჩემთან ❤❤❤❤

№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ყოჩაღ მარიამ, მართლა კარგი ისტორია გამოგივიდა. წინა ისტორიებთან შედარებით წინ ხარ წასული და რაც მე ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ ერთი და იგივე ლექსიკას არ იყენებ ყველა ისტორიაში, და ცვლილებები შეგაქვს.

№13  offline მოდერი chica sol

grafo
ყოჩაღ მარიამ, მართლა კარგი ისტორია გამოგივიდა. წინა ისტორიებთან შედარებით წინ ხარ წასული და რაც მე ყველაზე მეტად მომწონს ისაა, რომ ერთი და იგივე ლექსიკას არ იყენებ ყველა ისტორიაში, და ცვლილებები შეგაქვს.

უი როგორ გამახარე რიო იცოდე...
დიდი მადლიბა მიხარია შენგან ამის მოსმება.❤❤❤

№14  offline წევრი Salo me

ძალიან მიყვარს ეს ისტორია. სულ ვკითხულობდი და მოუთმენლად ველოდი როდის ატვირთავდი ხოლმე. დამაკლდება ძალიან მაგრამ ისიც მიხარია, რომ საოცრად თბილი და ტკბილი დასასრული ქონდა. ველოდები შენს ახალ ისტორიას და დარწმუნებული ვარ ისიც ასეთივე საყვარელი იქნება ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. ძალიან ნიჭიერი ხარ.
--------------------
Sally

№15  offline მოდერი chica sol

Salo me

დიდი მადლობა ჩემო თბილო და ტკბილო გოგო. ნეტავ იცოდე როგორ გამახარე. მგონი არ დავაგვიანებ ახალ ისტორიას და ძალიან გამიხარდება იმასაც თუ შეიყვარებ ასე... მადლობა რომ ითმენდი ამდენ დაგვიანებებს და ელოდი. love

№16  offline წევრი Salo me

ყოველი ახალი თავი ისე მახარებდა რომ ნამდვილად მიღირდა ლოდინი. ხოდა ახლაც ველოდები ახალ ისტორიას. მიხარია რომ გაგახარე ჩემი კომენტარით.
--------------------
Sally

№17  offline მოდერი nicol

მარიკუნა love
შენსავით ტკბილი დასასრული იყო love
უუუუჰ გამათბოოო love
--------------------
თინა ნიკოლ

№18  offline მოდერი chica sol

nicol
მარიკუნა love
შენსავით ტკბილი დასასრული იყო love
უუუუჰ გამათბოოო love

ჩემი თბილი გოგო. ძალიან მონატრებული და საყვარელი. გამახარე უსასრულობამდე.
უყვარხარ მარის love

№19  offline ახალბედა მწერალი ერკე

შემაჯამებელი! ჰო...
ჯერ, მინდა პირველ რიგში ის აღვნიშნო, რომ ბოლოში რომ ჩავედი და კომენტარების კითხვასაც მივყე ხელი, საოცრად გამიკვირდა ჩემი კომენტარი ბოლო თავზე. ბოლო თავზე რაფერ-მეთქი ჯერ ახლა წავიკითხე-თქო და ჩემი კომენტარი რომ წავიკითხე ნოსტალგია მომეძალა. გამახსენდა, როგორ ველოდებოდი დასრულებას, რომ მერე წამეკითხა. მართალია მაშინ არ გიცნობდი და ვერ გიცნობდი, მაგრამ რატომღაც სათაურმა შემითრია, ძალიან მინდოდა წაკითხვა, მაგრამ როცა იდებოდა და ვხედავდი ეწერა 16 თავი 17 თავი ძალაუნებურად ვერ ვბედავდი მიახლოვებას და ვერა და ვერ მივედი ამ ისტორიამდე.
აი დასრულდა კიდეც და მახსოვს ახლა პირველი მაშინვე რომ დაგიკომენტარე... და მერე გითხარი ჩემ კვალსაც დავტოვებ მეთქი love ვფიქრობ პირობა ავასრულე. თან არ შემეძლო სხვაგვარად. იმდენად ჩამითრია და ისეთი დაძაბულობით სავსე ისტორია იყო, რომ მინდოდა მეკითხა და მეკითხა. ვერ აგიღწერ... რაღაც მისტიური ძალა მიზიდავდა ამ ისტორიისკენ. მართალია, რომ მაინც ძალიან ნელა ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს ბრაუზერში შენი ისტორია ყოველთვის აპინული მქონდა, რომ როცა დრო მექნებოდა ეგრევე გადავსულიყავი და წამეკითხა. ახლა გათავისუფლდება ჩემი "აპინული" მაგრამ მომენატრება ეს ისტორია მე.. თან ძალიან დამაკლდება იქ, მარცხენა კუთხეში პატარა ნიშანი, რაც შენი ისტორიის გაგრძელების წაკითხვას შემახსენებდა ხოლმე... ჩემთვის მაღვიძარასავით იყო. მახსენებდა წასაკითხი რომ მქონდა და იმასაც მახსენებდა მერამდენე თავზე ვიყავი...
მეორე რიგში, ჩემო მარიამ... გაგიცანი მერე და იმდენად მომხიბლე შენც, რომ მერე ორმაგი მონდომებით ვტოვებდი კომენტარებს და ვკითხულობდი, მაგრამ ეს რა არის? ისტორია იყო შეუდარებელი. ძალიან არანორმალური. ყველანაირად ვცდილობ ახლა ისევ თავიდან ბოლომდე თვალდახუჭულმა გავიარო ყველა ის ეტაპი, რაც წავიკითხე. იქიდან, განგას ბედნიერებით რომ იწყებოდა, ქორწილით და მეორე ქორწინებით დასრულებული.... love ლადოს როგორ ვერ ვიტანდი, არაბუნებრივად უხეში და საზიზღარი ტიპი კი იყო ცოტა. არაბუნებრივარდ იცი რატომ? მეგონა და თავიდან ხომ გვაჩვენებდი როგორ უყვარდა ლადოს, ერთმანეთი რომ უყვარდათ მოკლედ და ამ ყველაფერს სასიამოვნო ქორწინებამდე უნდა მივეყვანეთ, მაგრამ "ბრახ" და სასიამოვნო კი არა უსიამოვნო გამოვიდა. ყოვლად უსიამოვნო! თან ამდენი პრობლემის შემდეგ ისევ საშინლად დაძაბული ვკითხულობდი... იმის იმედით, რომ მალე გამოსწორდებოდა ყველაფერი.
ბედნიერება რომ მარტივად არ მოდის ეს ყველამ ვიცით. და ახლა განგა და ცოტნე, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერები იქნებიან ესეც ვიცი... იმტიომ რომ მათ ორივემ გადაიტანეს საშინელება. საშინელი ქორწინება, ორივემ იგემა ტკივილი და იმედგაცრუება, საკმარისად იტანჯეს და ვფიქრობ ბედნიერებაც დაიმსახურეს, რომელიც გამოსასყიდის სახით მათ ცხოვრებაში შეაბიჯა. უსაყვარლესი იყო.. ამდენი ნაწვალევი სიცოცხლის მერე ბედნიერება, უფრო გემრიელია ხოლმე და ტკბილი... სიყვარულს ხომ ძებნა უნდა. არ არის საჭირო პირველივე წარუმატებელ ცდაზე ჩაიქნიო ხელი და განგას ვამართლებ. მან თავისი ბედნიერება პირნათლად იპოვა და მისდია მას. იბრძოლა მისთვის.
სხვა რა უნდა ნამდვილ ქალს, ან კაცს, ბედნიერება, რომელსაც დამსახურება უნდა.
მათ დაიმსახურეს <3 love
მარიააამ... ამ ისტორიის მერე სულ გამაგიჟე.. ვგიჟდები შენზე ძალიან ძალიან!
საოცრება გოგო ხარ, ასეთი ტკბილი დასასრული კი ყველაზე მეტად მოუხდა.. love
მიყვარხარ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№20  offline მოდერი chica sol

ერკე

ვაიმე ერკე... ათასში ერთს ამოვიცნობ შენს კომენტარს. სანამ ნიკს შევხედავ, უკვე ვიცი რომ ეს შენ ხარ...
ისე ძალიან გამახარე...
მოკლედ გეტყვი რომ ეს ისტორია თან მიყვარს და თან არა. ნუ რატოც მიყვარს გასაგებია და რატომ არ მიყვარს გეტყვი. საერთოდ ალბათ ყველა ასეა ისტორიას მაშინ დაწერ ნორმალურს,როცა ყველა პერსონაჟს გაითავისებ. მე პირდაპირ ერთი სიკვდილი გავიარე, იმდენი ტკივილი მომაყენა ამ ისტორიამ. ძალიან მიჭირდა წერა,აი ძალიან.
და მიუხედავად ყველაფრისა მიხარია რომ გამოვიდა ისეთი რომ დაიმსახურა მოწონება.
მიყვარხარ და მახარებ❤❤❤
პ.ს. სხვათაშორის დავიწყე დღეს შენი ლომიას კითხვა და ასევე ელოდე ჩემს კვალს მეც დავტოვებ...

№21  offline წევრი შამხათი

ყოჩაღ, მარიამ, არაჩვეულებრივი ისტორია იყო, ცოტათი მძიმე, მაგრამ ბედნიერი დასასრულით.კარგი ხარ love

№22  offline მოდერი chica sol

შამხათი
ყოჩაღ, მარიამ, არაჩვეულებრივი ისტორია იყო, ცოტათი მძიმე, მაგრამ ბედნიერი დასასრულით.კარგი ხარ love

დიდი მადლობა. არ ვიცი როდის დადე კომენტარი და მაპატიე თუ მე გიგვიანებ პასუხს. მადლობა რომ წაიკითხე love და არ დაიზარე აზრის გამოხატვა love

№23  offline წევრი kate riiina

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 25 თავი , სანამ ახალ თავზე გადავდიოდი ის დროც კი მენანებოდა დასაკარგად ..
შესანიშნავად წერთ , ყველა ემოციას აღვიძებთ ერთდროულად ..
წარმატებები და უდიდესი პატივისცემა ჩემგან შენ ! <3

№24  offline მოდერი chica sol

kate riiina
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე 25 თავი , სანამ ახალ თავზე გადავდიოდი ის დროც კი მენანებოდა დასაკარგად ..
შესანიშნავად წერთ , ყველა ემოციას აღვიძებთ ერთდროულად ..
წარმატებები და უდიდესი პატივისცემა ჩემგან შენ ! <3

ჩემო კარგო, როვორ გამახარა შენმა კომენტარმა... მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა იმისთვის, რომ შენი ემოცია გამანდე და გამახარე

№25  offline წევრი TamoTi

ვაიმე იმდენი ხანია ეს ისტორია თავში მიტრიალებდა და ვერ ვიხსენებდი,ჯგუფში ვაპირებდი მოკითვხას და ისე გამიხარდა რომ ვიპოვე❤️❤️მახსოვს ჯგუფში დაწერე რაღაც დავიწყეო და იმედია მალე შემოგვთავაზებ❤️დილის მოსასლმებებიც მომენატრა შენი❤️❤️წარმატებებიი❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent