შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური მე (თავი 4)


2-12-2015, 20:43
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 732

ნაბიჯს ვუჩქარებ,მივიწევ წინ და უკან არ ვიხედები.ვიცი,რომ შეშფოთებულია,არეულია,არ მინდა ამის დანახვა.
საწოლზე ვეშვები და ვტირი.ზოგჯერ ისე ვისულელებ ხოლმე თავს,მეგონა რომ ვერ ამჩნევდნენ ჰო? სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.მეც გამოვედი ერთ-ერთი მშიშარა.არა,ასე არ გამოვა,ვდეგები და ცრემლებს ვიწმენდ,ამ ორსულობამ სულ ამიჩუყა გული,დამარბილა და სულ გამაგიჟა.რამდენი ხანია,რაც ათასი ტკივილი მაწუხებს,რამდენი ხანია,რაც ხეიბარივით დავდივარ და მეშინია სამსახურში არ შეიტყონ ჩემი ამბავი.
ახლა ყველაფერი გადაწყდა.დიახ,მგონი,ასეა.უცნაურია ცხოვრება და ამ უცნაურობის გამო მძულს იგი.საშინელი განცდები მიტევს.ამდენი ემოცია აღარ შემიძლია,ნიაღვარივით ჩამომდის ცრემლები თვალებიდან.
დარჩენილ საათებს მაშოსთან ვატარებ,ნატურალური წვენები ამოაქვს და ათასგვარი ხეილი,მეუბნება,რომ ბავშვს ვიტანიმები სჭირდება.მეხუმრება,რომ ორი ადამიანი ვარ და ხასიათზეც მოვდივარ.რასაკვირველია,არ ვეუბნები ამ დღის შესახებ და ჩუმად ვზივარ.
ერთმანეთს ვუზიარებთ წარსულს და გვეცინება.ვიხსენებ,რომ დედაჩემი არ ჩამოვიდა და ამაზეც მეცინება,ვიხსენებ,რომ მამამ მიმატოვა და ამაზეც ისტერია მიტყდება.მგონი,გავგიჟდი,გიჟი ორსული ვარ.
ისიც მახსენდება,რომ ერთ დღეს დედაჩემმა მაღაზიაში წამიყვანა და სანტამ რაღაც მაჩუქა,მახსენდება როგორ ვიკეთებდი ხელებზე ათ ბეჭედს,როგორ ვირჭობდი თავზე ათას წკაპს..ათასი რამ მახსენდება და ვიცინი.არ მჯერა,რომ მალე დედა მერქმევა,მალე შვილი მეყოლება..არ მჯერა,რომ მალე სხვაზეც მომიწევს ზრუნვა..
***
დილას ემოციებისგან დაცლილს მეღვიძება.მგონი,ორ საათზე მეტ ხანს არ მომიხუჭავს თვალი,გვერდზე ვიხედები და მაშოს ვერ ვხედავ.ვხვდები,რომ წასულა.ფეხზე ვდგები და მუცელს დავყურებ.არ მჯერა,რომ ის ალექსის შვილია.
შხაპს ვიღებ და საუზმის გარეშე მივდივარ,სამსახურში შევჭამ რამეს,სახლში მაინც არაფერი მაქვს,მაღაზიაში ჩასვლა კი მეზარება.
კაფეტერიაში საუზმეს ვუკვეთ და მაგიდასთან ვჯდები.დამშვიდებული ნე;ლ-ნელა შევექცევი საკვებს,თუმცა ახლა ყავას აღარ ვსვამ,ბავშვს კოფეინი ვნებს.რისკებზე ვერ წავალ,არ შემიძლია,რომ შვილს რამე ვავნო.
ის-ისაა დავასრე საუზმე და უნდა ავდგე,მაგრამ ვიღაც მაფრთხობს.უცნაური ხმმა მესმის და უკან ვიხედები.
-ასე ადრე?-ღმერთო,ეს მიხეილია,როგორი დამშვიდებული და გაწონასწორებულია,საკუთარ თავზე ვბრაზობ და თავს ვუქნევ,შემდეგ ვდგები და სინს თავის ადგილას ვდებ.აჩქარებით მივდივარ,მარგამ ნაზი შეხება მაჩერებს.
-იზ,შეგიძლია,რომ მესაუბრო?
-რაზე?-მხრებს ვიჩეჩ და ჩანთას ვისწორებ.
-დამშვიდდი,კარგი?-მეუბნება აუღელვებლივ-სამსახურის მერე,სადმე წავიდეთ და..
-იოგა მაქვს-ვაპროტესტებს და გვერდზე ვიხედები.მასთან საუბარი არ მინდა და ვცდილობ როგორმე თავიდან ავიცილო.
-იოგის მერე?
-მერე გვიანია.
-როდისღაა ადრე?-გაბრაზებით ამბობს და ლიფტისკენ მიდის.
უემოციოდ ვზივარ და ველოდები როდის დამიმტავრდება სამსახური,გასაკეთებელი არაფერი მაქვს,წინ დღეს ისე მოვინდომე რომ არაფერი დავიტოვე და ახლა უაზროდ ვაცეკვებ თითებს.
იმის დაჯერებაც კი მიჭირს,რომ ორსული ვარ.უკვე მეექვსე თვეში ვარ და მაინც ვერ ვაცნობიერებ,რომ დედა გავხდები.არასდროს მეგონა,თუ ასე მოხდებოდა,ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა,მაგრამ რეალობა მოლოდინს ხომ მუდამ იბრიყვებს.
შვიდიც ხდება და ჩანთას ვკიდებ ხელს,პალტოს ვიცვამ და საყელოს ვისწორებ,ლიფტთან ვდგები და ველოდები როდის ჩამოვა,შიგნით შევდივარ და უეცრად მას ვხედავ.როგორ ვერ შევამჩნიე აქამდე.საკუთარ თავს ვუბრაზდები და ჰორიზონტს ვუყურებ.
-წავალთ,ჯერ იოგაზე წაგიყვან და მერე ვისაუბროთ.
-უკაცრავად,თავად წავალ..
-ასე უკმეხად ნუ მესაუბრები.
-მე? უბრალოდ არ ხარ ვალდებული,სადმე მიმიყვანო-დაბნევით ვამბობ და წინ ვიხედები.
-იზ-ხელს მკიდებს,მაგრამ ვაშვებინებ-გთხოვ.
-შენ რა სულ თავს გაგივიდა?-თვალებს ვაბრიალებ და ლიფტიდან გავდივარ.მომდევს და მეწერა,ხელს ოდნავ მახებს და ვჩერდები.მისი სიახლოვე ჩემთვის საშინლად დამაბნეველია.
-წამოდი?
-კარგი,წამიყვანე..ბოდიში,უხეშობიდთვის,მაგრამ..-მაწყვეტინებს.
-მესმის,არაა საჭირო.
გვერდით ვუჯდები და გულში ვითვლი.მგონი,ასეთ სიტუაციაში სკოლის ასაკის მერე აღარ ვყოფილვარ.გზაში არც ერთი ვიღებთ ხმას,მიჩერებს სასურველ ადგილზე და გადმოვდივარ.მეუბნება,რომ დამელოდება,მეც არ ვეწინააღმდეგები და იოგაზე შევდივარ.
***
-როგორ გრძნობ თავს?-კარებთან მხვდება და მზრუნველად მიღიმის.ერთ წამს ისიც კი ვინატრე,ის იყოს მისი მამა-მეთქი.
-კარგად,წავიდეთ?-ვეკითხები და გამოწვდილ ხელსი ჩანთას ვაკავებ-მძიმე არაა.
-მერე რა-იღიმის და კარს აღებს.
თავის სახლში მივყავარ,არაფერს ვეუბნები და ეს მიკვირს.უბრალოდ ვმორჩილდე67უკვყ .ალბათ,ვნანობ კიდეც ჩემს სიუხეშეს.
-დაჯექი-მეუბენბა და გადახურულ ადგილზე მითითებს-რამეს დალევ?
-ნატურალური წვენი თუ გექნება კი.
-უფრთხილდები ბავშვს არა?
-ჰო-ვპასუხობ და უხერხულობა სულ მავიწყდება,მერე რა რომ ორსული ვარ,მე ისევ სექსუალური მე ვარ,მაგრამ უკვე სერიოზული და არა ქარაფშუტა გოგო.
-რა არ გვაქვს-მაკას ეძახის და ორ ფორთოხლის წვენს უკვეთს.
-საიდან,იცი?
-დაგინახე რამდენჯერმე რომ სვამდი.
-დაკვირვებული ყოფილხარ-ვეუბნები და მეღიმება.ვგრძნობ,რომ მისი სიტყვები გულს მალამოსავით მედება.
წვენი მოაქვს მაკას და საუბარს ვიწყებთ,უფრო სწორედ,ვცდილობთ,მაგრამ რამდენად გამოგვდის არ ვიცი.
-იმ კოცნის გამო,ბოდიში..
-არაუშავს-ვცდილობ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ მივსცე.
-გავიგე ჭორები,მაგრამ..
-ჰო,გაიგებდი..ძალიან სულელურად მოვიქეცი.მეგონა,რომ დავფარავდი და..
-ხალხხი ჭრელია..
-უბრალოდ ის მივატოვე და ჰო ხვდები?-არ მესმის რატომ ვუშლი გულს,მაგრამ ვგრძნობ,რომ ეს მინდა და უკან აღარ ვიხევ.
-არ იცის?
-არა-თავს ვაქნევ და წვენს ვაცქერდები.
-რა ლამაზი ცაა,ვარსკვლავები,ბავშვობაში ვითვლიდი ხოლმე-მიღიმის და შემდეგ ჩემს მუცელს აკვირდება-როდის ელოები?
-იანვრის დასაწყისში-ვპასუხობ და მეღიმება.
-გიხარია ჰო? ძლიერა ხარ,იზ.
-ძნელია იყო ძლიერი,მაგრამ მიწევს...-ვამბობ და ფეხზე ვდგები-უნდა წავიდე.მადლობ,რომ გამიგე.
-გვიანია,იქნებ დარჩე? ხვალ შაბათია და..
-არა,უნდა წავიდე..
-რატომ?-არ იხევს უკან.
-კარგი,მაინც არავინ მელოდება სახლში..-ვიღიმი სევდანარევად და ადგილს ვიკავებ-სხვანაირი წარმომედგინე.
-მაინც როგორი?
-არ ვიცი,მაგრამ ასეთიც არა.
-კარგი.გინდა ზემოთ ავიდეთ ბუხართან.
მივყვები და ხალიჩაზე ვჯდები,ისიც გვერდით მიჯდება და ცეცხლს უყურებს.
-ჰო ხედავ რა მაქვს და რა არა,ამ ყველაფერს ჩემით მივაღწიე,მამაჩემი ნარკომანი იყო,დედაჩემი კი დაშორდა და თვალით არ მინახავს უკვე წლებია-ისიც მიშლის გულს და შეშას უკვეთს.
ვზივარ მის გვერდით და შეუცნობელ სიმშვიდეს ვგრძნობ,ეს მომწონს,მსგავსი რამ არც ერთ მამაკაცთან არ მიგრძვნია.უბრალოდ ვზივართ,არც ვკოცნით,არც სექსი გვაქვს და არც რაიმე ინტიმურით ვართ დაკავებულნი,მაგრამ მაინც მშვიდად ვარ.
ვხვდები რას ნიშნავს ნამდვილი,სასურველი მამაკაცი.ასეთები მხოლოდ ისინი არიან,ვინც მხოლოდ საწოლში არ გაგრძნობინებს თავს ქალად,არამედ ყველგან,ნებისმიერ მომენტში,უბრალოდ ყოველთვის.
***
დრო შეუმჩნევლად გადის,ჭორებიც მიწყდა.უფრო სწორედ მიხეილი გაესაუბრა ხალს და დააწყნარა.მან ცოტა ხნის წინ დამაწინაურა კიდეც,რაც ძალიან მიხარია,თუმცა მისი ასეთი სიკეთე მაინც რაღაცნაირად მეჩვენება.ნუთუ ვერ ვიჯერებ,რომ ადამიანები ერთმანეთს სიკეთეს უკეთებენ.
-როგორ ხარ? შვებულება არ გინდა?-უკვე ნოემბერი ილევა და ტემპერატურამაც საკმაოდ დაიწია.მიხეილი გრძნობს,რომ დასვენება მჭირდება,მაგრამ მე არ მინდა,არ მინდა შვებულება.
-არა,ჯერ არა-თავს ვაქნევ და ვთხოვ კიდევ მამუშაოს.
ისიც მთანხმდება და დროც ასე გადის,უკევ ისე გავიბერე,რომ საკუთარ თავს არ ვგავარ.
-ღიპუც,როგორ ხარ?-მაშო მხვდება სახლში და მკოცნის,შემდეგ მუცელზე მისვამს ხელს და მიღიმის.
-აქ ხარ?
-შენთან უნდა გადმოვიდე.
-რა? კი,მარგამ..
-არავითარი მაგრამ...გჭირდები და მეც მჭირდები-ხელს ძლიერად მიჭერს და შემდეგ მშორდება.
-შენ და შენი შეყვარებული როგორ ხართ?
-მშვენივრად,მაგრამ ბავშვს არ ვაპირებთ ჯერ-თვალს მიკრავს მაშო.
***
დეკემბრის შუა რიცხვებია,ისე ცივა,როგორც არასდროს,მაგრამ მაინც არ თოვს.თოვლი საშინლად მომენატრა,მაგრამ სადმე წასვლის თავი არ მაქვს.ვზუვარ და ფილმს ვუყურებ,საკმაოდ კომედიურია და ლამისაა ბავშვი სიცილით გავაჩინო.
დიდი თეფში პოპკორნით მაქვს გავსებული და შაბათ დღეს ფილმებში ვატარებ.მაშოს მაინც არ სცალია დღეს და არ ვიცი რა ვაკეთო.ამხელა ღიპპუცამ რა უნდა ქნას რო.
კარზე ზარის ხმა მესმის და მთელ სხეულში სასიამოვნო მუხტები მივლის.მიხეილი მენატრება,თავს ვუტყყდები და ღიღინით მივდივარ კარის გასაღებად.
-ღიპუც.
-შემოდი,მიხეილ-ვეუბნები და კარს ღრმად ვაღებ.
-მალე დაკეტე,არ გაცივდეთ.
-ნეტავ ბავშვს შენნაირად მზრუნველი მამა ჰყავდეს-უცაბედად ვამბობ და მაშინვე ვნანობ.
-ცხოვრება წინ გაქვს-მეუბენება და დივანზე ჯდება.
-პოპკორნი გინდა...და მაგარი ფილმი?
-ჰო,აბა,დღეს რას შვრებოდი?
-მეტ არაფერს,თოვლი მომენატრა,აქ კი არა და არ მოდის..
-როგორ გაბავშვდი.
-ასე იცის ორსულობამ-მეცინება და მის მზერას ვუყურებჩაფიქრებულია,მგონი,რაღაცის თქმა უნდა.
-შემოთავაზება მაქვს..ხვალ წავალთ ორივენი ბაკურიანში და დავრჩებით იმდენ ხანს,რამდენხანსაც გინდა,ოღონდ მერე შვებულებას გამოგიწერ,კარგი?-დაუფიქრებლად ვუქნევ თავს,ის ხელს მჭიდებს და მიღიმის.
-მადლობ,მიხეილ..
-იზ,არ არის საჭირო..
ვფიქრობ მის სიტყვებზე,ვფიქრობ მის ბუნებრიობასა და სითბოზე.ახლაც ისეთი თბილია,ისეთი,რომ მინდა..ფიქრს ვწყვეტ და პირს ვაღებ,პოპკორს პირში მიდებს.
***
ბარგს ვალაგებ,ერთ დიდ ჩემოდანს ვავსებს და ემოციებით სავსე ველი მის მოსვლას.ისე ვჩქარობ,რომ მაშოსთან გამომშვიდობებასაც კი ვერ ვასწრებ,“ესემესით“ ვატყობინებ წასვლას და ვიცი,რომ მომკლავს,მეტყვის,რომ გიჟი ვარ და ყველაზე უარესი მეტყვის,რომ ხომ მეუბენბოდა.
-წავედით?
მგზავრობისას ბავშვობაზე მიყვება რაღაცებს და მართობს,მასთან თავს ისე ვგრძნობ,როგორც არასდროს და არ ვიცი რა არის ამის მიზეზი ან როგორ უნდა ვიცოდე,როცა ყველაფერი ასეთი დაფარულია,ასეთი იდუმალი.
თოვს..თოვლი ისეთი სპეტაკია,ჯერ ადამიანის ბინძურს ფეხს ვერ გადაუთელავს.მანქანას აჩერებს თუ არა,გუნდას ვიღებ და დავყურებ..ბედნიერებას ვგრძნობ და მიხარია,ისევ ვიღიმი და ვუყურებ მიხეილს.
-მესვრის,იზ?-მეკითხება,მე კი გაშეშებულუ შევყურებ,შემდეგ მუცელზე ვიხედები და მხოლოდ ერთი წამით ვნანობ,რომ ბავშვს ვატარებ,ის რომ არა ამ წამსვე მექნებოდა მასთან ფლირტი,ასე კი ძალიან უხერხულია.
-მესვრი?-ისევ იმეორებს და მიახლოვდება-მოდი,ჯერ ზემოთ ავიდეთ-ეს სიტყვები არ მსიამოვნებს და პირდაპირ სახეში ვთავაზობ გუნდას.
-მოდი..-მეღიმება და უკან ვიწევი,ისიც მესვრის და იღიმის...
***
მეორე დღეს თხილაურებზე ვდგები,საუკუნეარაც არ ვმდგარვარ და თავსუბედნიერეს ადამიანად ვგრძნნობ.ისიც სრიალებს და უკან მომყვება.
-მადლობ-ვეუბნები ბოლოს და კარებისკენ მივდივარ.
-დღეს რესტორანი დავჯავშნე-ამბობს და იღიმის.
საღამოს რომანტიკულად ვატარებთ დღეს,სანთლები და ყვავილების საამო სურნელი ნოსტალგიას გვგვრის.დედაჩემზე ვუყვები,ისიც მიყვება დედამისზე,შემდეგ პირველ შეყვარებულებს ვიხსენებთ და გვეცინება.
-დიდი ხანი ხვდებოდით?-მეკითხება ხოლოს.
-ვინ? მე და ალექსი?-კბილი ენაზე მებჯინება მისი სახელის გაგონებისას,არ მინდა გავიხსენო ის..
-ჰო.
-არც ისე-ვპასუხობ მოკლედ და ვჩუმდები.კიდევ კარგი მეტ არაფერს მეკითხება.
***
ახალი წლისთვის მე და მაშო ერთად ვემზადებით.მას ყევლაფერს ვუყვები მიხეილზე და ლამისაა ბედნიერებისგან გაიგუდოს,ვერ ვხვდები რა უხარია,ჩვენ შორის ხომ არაფერის ხდება.
-მხოლოდ ერთი ჯოცნა იყო-ვეუბნები და სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი.
დრო მალე გადის,შვებულებაში ვარ,მაგრამ მიხეილი მაინც მიკითხავს ხოლმე.ამბობს,რომ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მხვდება,მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო.
გადავწყვიტეთ ახალ წელს მეგობრების წრეში შევხვდეთ,მე არაფერის გაკეთება არ ვიცი და მხოლოდ დამხმარე ვარ.ბავშვივით ველოდებით ახალ წელს მე და მაშო.ამ წელს მისი შეყვარებულიც ჩვენთან ერთად იქნება,რაც მშვენივრად ჟღერს.
***
31-ის დილაა,მაშო საყიდლებზე წასული,მე კი მარტო ვზივარ და საათს ვუყურებ.არ ვიცი რატომ,მაგრამ რაღაცას ველი.დამესიზმრა,რომ ვმშობიარობდი და ძალიან მეშინია.თითქოს ბავშვსა და საკუთარ თავს შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა.მახსენდება თითოეული დეტალი და თრთოლვას ვიწყებ.
დამშვიდება მინდა,მაგრამ არ გამომდის.ბოლოს თავი ამყავს ხელში და ვუმეორებ,რომ დღეს ახალი წელია.
ბავშვს შვიდ იანვარს ველოდები და ამით ვიმშვიდებ თავს,არ მინდა,რომ დღეს გაჩნდეს,მაგრამ გული მიგრძნობს.
რამდენიმე საათი ასე გადის,დავდივარ და ნოსტალგიურად ვათვალიერებ ჩემი ბავშვობის სურათებს.მაინტერესებს როგორი იქენება ჩემი პატარა.
უეცრად ტკივილები მეწყება და ვამჩნევ,რომ იატალზე წითელი ტხევადი სითხეა.ერთიანად ვკანკალებ და სახეზე ხელებს ვიფარებ.მინდა,რომ ეს სიზმარი იყოს და მალე გამოვფხიზლდე,მაგრამ ეს ასე არაა.
კარების ხმა ერწყმევა ამ ყველაფერს და უფრო ვშინდები,ძლივს მივდივარ გასაღებად და ხელში მიხეილი მრჩება.გაშეშებული ვუყურებ და თავს ვიმშვიდებ.
-ღმერთო,ახლა?-ხვდება,რაც ხდება და ხელში მიტაცებს-პალტო სად გაქვს?-მააფარებს პალტოს და ლიფტს იძახებს.
-მაშოს დაურეკე,კარგი?-ვთხოვ და თავს მხარზე ვადებ.ისეთი შეშინებული ვარ,რომ ფიქრის თავიც კი არ მაქვს.
სამშობიაროში მივყავარ,რეგისტრაციას გავდივართ და საწოლზე მაწვენენ.მიხეილი ყველას ბავშვის მამა ჰგონია,არც ჩვენს ვუხსნით,რომ არ არის,რადგან ვერავინ გაიგებს რეალურ ვითარებას.
დრო გადის..მეუბენბიან,რომ ჯერ ადრეა,თუმცა საშინელი ტკივილი მაქვს.ლამისაა ყვირილით კედლები გადანგრიო.
მიხეილი შემოდის და ნერვიულად იღიმის,მაგრამ ვხვდები,რომ არ ეღიმება.
-ძალიან გტკივა?-ხელს მჭიდებს და გვერდით მიჯდება-მოითმინე ცოტა..
-მადლობ,რომ არ წახვედი.
-ახლა არ არის ამის დრო-ამბობს და შუბლზე ხელს იდებს.მისი მღელვარება აშკარაა.
***
რამდენიმე საათში მაშოც მოდის და ისევმეუბნება,ხომ გეუბნებოდიო.
-ახლაც რა..ახლაც მაინც გაჩუმდი-ვყვირი და ჩემს ხმაზე ექიმი შემოდის-ხომ არ დაგეწყოთ?
-ღმერთო,ვკვდები..მჭამს ეს ტკივილი.
-რამით ხომ ვერ დაგეხმარებით?
-მხოლოდ მაშინ,როცა ამ პატარა არსებას ჩემი სხეულიდან მოაშრებთ-სახე მეჭმუხნება და მაშოს ვთხოვ,რომ გავიდეს.
***
გარეთ მაშოს მიხეილი ხვდება და გოგონა ესალმება.
-თქვენ ხართ?-იზაბელას აღწერიდან მიხვდა,აბა,საიდან გაიგებდა,რომ ის მიხეილია.
-გამარჯობათ-ამბობს მიხეილი და ხეს უწვდის.
-თქვენი ნახვა უნდა,ალბათ..ძალიან სტკივა,გამომაგდო..-სევდიანად ამბობს და სკამზე ჯდება.
-შევალ..
-რამე თუ იქნება ახალი,შემატყობინეთ-სთხოვს მაშო და თითების მტვრევას იწყებს.
***
-იზ,გამაგრდი...-მეუბენება და ხელს ისევ მკიდებს,მათბობს მისი შეხება და ტკივილი ცოტა ხნით მტოვებს.
-შევეცდები..-ვპასუხობ და მის ხელს ლოყაზე ვიდებ..-როდის დასრულდება ნეტა..-რომელი საათია?
-ხუთი ხდდება-მპასუხობს მიხეილი.
რამდენი საათი ისევ გადის.მაშო ამბობს,რომ ჩემი შვილი ახალ წელს ელოდება და იღიმის.ვთხოვ,რომ წვეულებაზე წავიდეს,მაგრამ ის უარზეა,მეგობრევი მოჰყავს და ატყობინებს,რომ ახალ წელს აქ ვხვდებით.
მიხარია და ემოციებს ვერ ვმალავ.
-მგონი,თქვენ მაძლევუნებთ ამ ტკივილს..-ვუღიმე მეგობრებს და სათითაოდ ვკოცნი,შემდეგ მიხეილს ვაცნობ,როგორც მეგობარს და საუბარში ვებმევით.
-აი,უკეთ ხარ..-ამბობს მიხეილი და თან საათს უყურებს.
-რომელია?
-ათი.
-ნამდვვილად ახალ წელს ელის..-ეცინება მაშოს და კუთხიდან მიყურებს.
***
თორმეტის ნახევრისთვის ტკივილები მეწყება..ვკივი და ვწივი..ყელი მტკივა და თავს ძლივს ვიკავებ,რომ ფეხზე არ ავდგე და ბავშვი საკუთარი ხელით არ გამოვიგლიჯო.
ექიმი ნერვიულობს და ყველას სთხოვს,რომ გარეთ დამელოდნონ,მხოლოდ მიხეილი ხვდება.არ ვიცი რა ჩასჩურჩულა ექიმს,მაგრამ ფაქტია,რომ დატოვა..
-იზ,მიდი..
მიხეილი ხელს მკიდებს..ტკივილი,რომ არა ვიფიქრებ,რომ ის შესანიშნავი მამა იქნებოდა,ვინანებ,რომ მას ალექსამდე არ შევხვდი,მაგრამ ახლა ამას არანაირი აზრი არ აქვს.
თორმეტს საათზე,ჩემი ტკივილისა და წამების ხარჯზე ბავშვი ჩნდება..ის ბიჭია და მთელი სახე სისხლში აქვს ამოსვრილი.
-ყოჩაღ..გილოცავ,იზ..-მიხეილი შუბლზე მკოცნის და მიღიმის.
-მადლობ,რომ არ დამტოვე..-ვეუბნები და ექიმს ბავშვს ვართმევს,გულში ვიკრავ პარაკას და ვაკვირდები..
-ღმერთო,რა ლამაზიაა...მე დედა ვარ,ის ჩემი შვილია...
-ხომ ვამბობდი..-მაშო შემოდის ოთახში და იღიმის...-გილოცავ,პატარა გყავს..-მილოცვებს ვიღებს და ვიღიმი.
ჩემი შვილი პირველ იანვარს დაიბადა,რამეს უნდა ნიშნავდეს..
მეგობრებს ათასი რამ ამოაქვთ და ჩემს გარეშე აღნიშნავენ ბავშვსა და ახალ წელს,მე არაფრის თავი არ მაქვს და მეძინება..
***
ბავშვს ლაშას დავარქმევ,ეს სახელი ყოველთვის მომწონდა,მაგრამ ჯერ აქედან უნდა გამოვიდე..
ახალი წელია და ყველა სადღესასწაულო განწყობაზე,მე ორმაგად მიხარია და ჩემს პატარას ვუყურებ.
ტელეფონის ხმა მაფრთხოვს,ბლოკს ვხსნი და მონაწერს ვკითხულობ,უცხო ნომრისგანაა და ბოლოში ალექსი აწერია.ერთიანად ვირევი.რატომ მომილოცა ახალი წელი,მასზე ვბრაზდები და არაფერს ვწერ.
მის მონაწერზე მახსენდება,რომ ბავშვს გვარი სჭირდება..ამაზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი,როცა ორსულობის შესახებ გავიგე.
ახლა ვაცნობიერებ,რომ ლაშას გვარიც უნდა,რა უნდა ეწეროს მამის გრაფაში,მამა უცნობია თუ ვიღაც ალექსი..არ ვიცი რა გავაკეთეო,განწყობა მიფუჭდება.
***
გამოწერის დღეს ძალიან არეული ვარ,ნორმალურად ვერც კი ვსაუბრობ.
-რამე ხდება?-მეკითხება მიხეილი.ნუთუ შეუძლია ჩემს ფიქრებს ჩასწვდეს.
-არაფერი.
-ვიცი,რაც გაწუხებს და,ვფიქრობ,ამის დახმარება შემიძლია..
____
ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო.
მიყვარხართ ძალიან..
საჩუქრები ისევ ძალაშია,ლამაზი და საყვარელი საჩუქრები.
ყოველთვის მაინტერესებდა და მაინტერესებს "ნახვების" რამდენი პროცენტი კითხულობ.სამწუხაროდ,ეს ფუნქცია საიტს ჯერჯერობით არ აქვს,ამიტომ თქვენს კომენტარებს ვეყრდნობი მხოლოდ.ვინც წაიკითხავთ,შემიფასეთ,გამიზიარეთ აზრები და საჩუქრებით მიიღებს.

გკოცნით ბევრს.



№1 სტუმარი Nana

magaria veli shemdegs<3

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Nana
magaria veli shemdegs<3

მადლობ..

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რა საყვარელი იყო ორსულობის პერიოდში.ღიპუცა.წარმოდგენილი მყავდა კუთხვის დროს და ძალიან ვისიამოვნე.კარგი თავი იყო.გამოუშვი შემდეგი :-D <3 <3 ჩემო გოგო.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

teofine15
რა საყვარელი იყო ორსულობის პერიოდში.ღიპუცა.წარმოდგენილი მყავდა კუთხვის დროს და ძალიან ვისიამოვნე.კარგი თავი იყო.გამოუშვი შემდეგი :-D <3 <3 ჩემო გოგო.

მადლობ,თეო <3

 


№5  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს შენი წერის მანერა <3 ველოდებიი მოუთმენლად შემდეგ თავს
--------------------
M.T

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

მიხეილი სულ სხვანაირია და ვფიქრობ, რომ ალექსზე ბევრად ადრე მას უნდა შეხვედროდა.
ნამდვილად სჭირდება პატარა ლაშას მიხეილის მსგავსი მამა <3

რა ვქნა, მაინც უნდა ვთქვა... ისეთი კარგიააა არ მეყო((( რა კარგად წერ <3 ძალიან მომწონს!
ველი შემდეგს <3

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

♥მარიამი♥
ძალიან მომწონს შენი წერის მანერა <3 ველოდებიი მოუთმენლად შემდეგ თავს

მადლობ <3
MariamG
მიხეილი სულ სხვანაირია და ვფიქრობ, რომ ალექსზე ბევრად ადრე მას უნდა შეხვედროდა.
ნამდვილად სჭირდება პატარა ლაშას მიხეილის მსგავსი მამა <3

რა ვქნა, მაინც უნდა ვთქვა... ისეთი კარგიააა არ მეყო((( რა კარგად წერ <3 ძალიან მომწონს!
ველი შემდეგს <3

მადლობ <3

 


№8  offline წევრი rezi :3

მომწონს მომწონს :3
--------------------
L.C

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

rezi :3
მომწონს მომწონს :3

მადლობ

 


№10  offline წევრი lamazmani

ძალიან კარგია მომწონს ძალიან მალე დადე ძალიან მაინტერესებს გვარს მისცემს თუ არა მალე დადე რა love love love

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazmani
ძალიან კარგია მომწონს ძალიან მალე დადე ძალიან მაინტერესებს გვარს მისცემს თუ არა მალე დადე რა love love love

მადლობ.შევეცდები <3

 


№12  offline წევრი sergio ramos

zaaan magaria dges dadeeb?

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

sergio ramos
zaaan magaria dges dadeeb?

კი,დღეს დავდბე,საღამოს.

 


№14  offline წევრი marikuna (1)

მალე რა <3 ძალიან მაგარია <3

 


№15  offline ადმინი უნდა ვწერო

marikuna (1)
მალე რა <3 ძალიან მაგარია <3

შევეცდები

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

შესანიშნავია ჩემო პატარა ^_^
აუ, ჩემი სახელი დაგირქმევია D :D
ძალიან მომწონს მე მიხეილი.
ხოდა ვიცი მამა ეგ გახდება!
ღირსეული ადამიანია, პირველ რიგში რომ ქალი მაინც არ მიატოვა იმის გამო, რომ გაიგო ორსულად იყო. მაინც მოსწონდა, რომ იცოდა არ იყო ქალიშვილი და ეს დღეს ვფიქრობ დიდი პრობლემაა.
იმიტომ, რომ ასეთებს კაცები ყურადღებას აღარ აქცევენ და აი, მიხეილის ღირსეულობაში სწორედ ამით დავრწმუნდი, რომ მას ამის გამო არ მიუტოვებია, გული არ აუცრუებია მის სიყვარულზე და ის მაინც უყვარდა.
უკვე ვაფასებ ამ კაცს.
საოცარი ვინმეა და მომწონს.
გაგრძელებასაც წავიკითხავ და ვნახოთ რა იქნება..
ისევ ინტრიგა, თუმცა ვეჭვობ მიხეილი რაღაცას გვიმალავს :დ
ექიმს რა გადაუჩურჩულა ამაზე ვფიქრობ ახლა love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№17  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
შესანიშნავია ჩემო პატარა ^_^
აუ, ჩემი სახელი დაგირქმევია D :D
ძალიან მომწონს მე მიხეილი.
ხოდა ვიცი მამა ეგ გახდება!
ღირსეული ადამიანია, პირველ რიგში რომ ქალი მაინც არ მიატოვა იმის გამო, რომ გაიგო ორსულად იყო. მაინც მოსწონდა, რომ იცოდა არ იყო ქალიშვილი და ეს დღეს ვფიქრობ დიდი პრობლემაა.
იმიტომ, რომ ასეთებს კაცები ყურადღებას აღარ აქცევენ და აი, მიხეილის ღირსეულობაში სწორედ ამით დავრწმუნდი, რომ მას ამის გამო არ მიუტოვებია, გული არ აუცრუებია მის სიყვარულზე და ის მაინც უყვარდა.
უკვე ვაფასებ ამ კაცს.
საოცარი ვინმეა და მომწონს.
გაგრძელებასაც წავიკითხავ და ვნახოთ რა იქნება..
ისევ ინტრიგა, თუმცა ვეჭვობ მიხეილი რაღაცას გვიმალავს :დ
ექიმს რა გადაუჩურჩულა ამაზე ვფიქრობ ახლა love

მართლად ღირსეულია და ძალიან დასაფასებელი პიროვნება. მადლობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent