მომავლის იმედი (14)
-შეიძლება დღეს ან ხვალ არა.მაგრამ მოვა დრო და თქვენ კვლავ შეხვდებით ერთმანეთს და მაშინ ყველაფერი შეიცვლება!_ლამაზი სიტყვებით გამამხნევა და ოთახიდან გავიდა. დილით ჩემი პატარას ფეხის რტყმამ გამაღვიძა.უფრო სწორედ გამომაფხიზლა.მთელი ღამე არმძინებია სულ ჩემს პატარა მიაზე ვფიქრობდი და ვცდილობდი სახელი შემერჩია.დიახ.მე მას მია უნდა დავარჰქვა!ძალიან მომწონს ეს სახელი და თან ჩემს პატარას ზუსტად რომ შეეფერება.საწოლში დიდხანს ვერ გავჩერდი.გამოფხიზლებიდან მალევე ავდექი,ჩავიცვი და წერილის გასაგზავნად მოვემზადე.დილის შვიდი საათია.სახლში საუკუნოვანი სიჩუმე დგას,ყველას სძინავს ამიტომაც ჩემი სახლიდან გასვლა არავის გაუგია პატარა კოკის გარდა.პატარა კოკი შავი პუდელია რომელიც გაბოს დაბადების დღეზე ვაჩუქე, და რომელიც ძალიან ფიცხი და ჭკვიანია.ამდენი თვის შემდეგ გავბედე და საჭესთან დავჯექი .ცა ისეთი ღრუბლიანი და სევდიანია თავს ვერ ვიკავებ და მეც ვტირი...ფოსტასთან მანქანას ვაჩერებ და მანქანიდან გადმოვდივარ,წერილს გულში მაგრად ვიკრავ და პატარა ნაბიჯებით ვუახლოვდები მიმღებს.წერილს ვტოვებ და უკან გამოვდივარ აუჩქარებლად,შემდეგ მანქანაში ვჯდები და სასაფლაოზე მივდივარ თორნიკესთან..ირგვლივ სიჩუმეა,ქარიც აუჩქარებლად ქრის.რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ და თორნიკეს საფლავთან ჩამომჯდარ გვანცას ვხედავ,რომელსაც სიცივისგან სახე სულ გათეთრებია და უძილობისგან თვალებჩაწითლებული მისჩერებია ქვაზე დახატულ თორნიკეს. -გვანცა! -ანა!_წარმოთქვა და ჩაწითლებული ლურჯი თვალებიდან ცრემლი ჩამოუარდა. ვუახლოვდები და თვალებიდან ცრემლს ვუწმენდ -გვანცა ძალიან ცივი ხარ!სულ გაყინულხარ გოგო ქურთუკს ვიხდი და მას მხრებზე ვახვევ. -რამდენი დრო გავიდა!რამდენიხანია არ მინახიხარ ძალიან მომენატრე!. ჩუმად მიცინის და ჩემგან რამოდენიმე ნაბიჯს უკან დგავს და საფლავის ქვაზე ჯდება -მართლა? მე კი მგონია ეს გუშინ მოხდა -შვიდი თვე გავიდა! -შვიდი თვე გავიდა რაც თორნიკე აღარ მინახავს,მიკვირს ამდეხანს როგორ გავძელი.(ტირის)შენ გასუქებულხარ (ცრემლს იწმენდს და იცინის) -მართლა? -ჰოო -მუცელი გაგზრდია -ვიცი -გოგოა? -რა? -ბავშვი მუცელში, გოგოა? -კიი -კარგია -გვანცა უნდა გაუძლო,ძალიან გთხოვ შეეცადე მაინც! -გავუძლო რას?იმ ტკივილს რაც სულ თან დამყვება? ვცდილობ!მაგრამ არ გამომდის,ეს არავის გამოსდის,არავის! -მე გამომდის! -შენ არავის მიუტოვებიხარ! -ცდები,მე დამტოვა დედამ მამამ,ბექამ და შენ!მაგრამ ვცდილობ მაინც გავუძლო,გესმის ვცდილობ მაინც! -შენ გყავს ისეთი ადამიანი ვისთვისაც უნდა სცადო მაგრამ მე არმყავს,აღარ მყავს! -მე გყავარ! და ჩემი პატარა,ჩვენ გყავართ გვანცა!. -იცი როდის დამთავრდა ჩემი ბედნიერება?როდესაც მან სუნთქვა შეწყვიტა,და იცი როდის ვიქნები ბედნიერი? როდესაც მასთან ვიქნები ზემოდ ცაში!. -გვანცა გულს მტკენ!-დგება და მიდის..-რატომ არ გინდა უბრლოდ დამელაპარაკო?-მივაძახე უკნიდან მიმავალს.ის უბრალოდ სიგარეტს უკიდებს და მიდის.მანქანაში ვბრუნდები და სახლში მივდივარ. ყოველ დღე,დილის შვიდ საათზე ვდგებოდი და თორნიკეს სასაფლაოზე მივდიოდი რათა ჩემი მეგობარი რამოდენიმე წუთით მენახა მაინც.ერთ დილასაც გვანცა არ დამხვდა გამიკვირდა რადგან ის ყოველ დილით შვიდის ნახევარზე მოდიოდა და იქ აღამებდა.სახლში უიმედოდ დავბრუნდი.თავში ათასი აზრი მიტრიალებდა და ძალიან ავნერვიულდი.უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა.კარს ვაღებ და ჩემს წინ გვანცა დგას.მის დანახვაზე უეცრად მეღიმება და თვალები მიცრემლიანდება.სახლში შემოვიპატიჯე. -ძალიან მიხარია აქ რო ხარ! -მართლა? -რათქმაუნდა! მორცხვად შემოდის და წინ მიდგება თან თვალზე ცრემლი უბრწყინავს.მაგრად ვეხვევი და ვსხდებით. -ძალიან შემეშინდა როდესაც სასაფლაოზე მოვედი და შენ იქ არ დამხვდი! -ვიცი,მე იქ ვიყავი და დიდხანს ვფიქრობდი მოვსულიყავი თუ არა შენთან -რათქმაუნდა უნდა მოსულიყავი და უნდა მოხვიდე! თვალ ცრემლიანი მიცინის.უეცრად დუმდება და მეკითხება -გახსოვს...ის დღე კლუბში რო ვიყავით...როგორი ბედნიერები ვიყავით ყველა! -კი მახსოვს! -ისევ ის დრო მინდა!..მინდა ბედნიერები ვიყოთ მეც და შენც! -ასეც იქნება გვანც!მთავარია მოინდომო და არ დაეცე! შეიძლება არ არის შენს გვერდით თორნიკე და არ არის ჩემთან ბექა მაგრამ ვართ ჩვენ მე და შენ.მთავარი ესაა.. ყველანაირი ტრაგედიის მიუხედავად ცხოვრება ესეთია.ის სავსეა ბედნიერი და ცუდი მომენტებით მაგრამ ცხოვრების დინებას უნდა მიყვე არუნდა დაეცე და უნდა გქონდეს იმედი. -იმედი?ვისი იმედი უნდა მქონდეს ანა? -ჩემი და მომავლის!. -სწორედ ამიტომ მიყვარხარ ანა! ყველანაირი ტკივილისა და უბედურებისა შენ მაინც არ კარგავ იმედს.ყოველთვის ცდილობ ფეხზე მყარად იდგე და არ უშვებ სხვების უბედურებას!ძალიან მიყვარხარ მონდგომერ! -მეც ძალიან მიყვარხარ! როგორც იქნა!როგორც იქნა მის სახეზე ეს საოცარი სილამაზე კვლავ დავინახე.მისი ლამაზი ღიმილი,ეს არის ჩემი ბედნიერება!...ბევრი მცდელობის შემდეგ გვანცა დავიყოლიე და ჩემს სახლში ოთახი გამოვუყე,იქვე ახლოს ჩემს ოთახთან რათა არსად გამეპაროს და იყოს ჩემთან ახლოს..ყოველ დილით მასთან შევდიოდით მე,გაბრიელი, ნატაშა და პატარა კოკი.ყველანი ძალიან ვცდილობდით გვანცას გამხნევებას და გუნებაზე მოყვანას რაც არიყო მარტივი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.