შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა შენი მჯეროდეს(დასასრული)


5-12-2015, 10:59
ავტორი Gauqmda Gauqmda
ნანახია 2 825

-აბა პატარა ანგელოზო,როგორ გეძინა?
-შენ რა,მთელი ღამე ჩემთან იყავი?აქ გეძინა?
-ხო,აბა მარტოს ხომ არ დაგტოვებდი?
-მადლობა,დემეტრე.
-მადლობას რისთვის მიხდი?
-რომ არ მიმატოვე.
-კარგი რა,ჩემი ბრალია ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ და მადლობას მიხდი ამისთვის?მაპატიე ძალიან გთხოვ,გპირდები მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენ არასდროს და შენც დამპირდი რომ ასე აღარ შემაშინებ.
-მერამდენედ უნდა მთხოვო პატიება?მორჩა წარსულს ჩაბარდა ეგ და გპირდები ასე აღარ შეგაშინებ.
-ჩემო ლამაზო.დემეტრე გოგოს ისევ ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა.მიდი ახლა მოწესრიგდი და სასაუზმოდ წავიდეთ.მე ჩემს ნომერში გავალ და ცოტახანში გამოგივლი,ერთად ჩავიდეთ.
ნინამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და დაელოდა დემეტრეს ოთახიდან გასვლას,მერე თვითონაც წამოდგა და მომზადება დაიწყო,თან სულ იმაზე ფიქრობდა რომ მთელი ღამე დემეტრესთან ჩახუტებულს ეძინა,გული უცნაურად უცმდა,რაღაც განსხვავებულმა შეგრძნებებმა იჩინეს თავი ნინას გულსა და გონებაში.არ უნდოდა თავს იმაში გამოსტყდომოდა რომ ეს ბიჭი ძალიან მოსწონდა.მალევე გაემზადა და დემეტრეს დაელოდა,მანაც არ დააყოვნა,კარზე კაკუნის ხმა იყო,ნინა მაშინვე მიხვდა რომ დემეტრე იქნებოდა,ამიტომ სასწრაფოდ გააღო კარი,არც შემცდარა,კართან დიდი წითელი ტიტების თაიგულით ხელში დემეტრე დახვდა.
-ეს ლამაზი ყვავილები,ამ ტიტებივით ლამაზ გოგოს ეკუთვნის.
-დემეტრე,მადლობა,როგორ გამახარე,უკვე ძალიან მანებივრებ შენი ყურადღებით,დამიჯერე არ არის საჭირო.
-მე ვიცი რა არის საჭირო და რა არა,ასე რომ შენ გაჩუმდი.მზად ხარ რომ წავიდეთ?
-კარგი,ნუ ბრაზდები,კი მზად ვარ.თაიგული გამოართვა ,ლარნაკში ჩაალაგა და დემეტრესთან ერთად წავიდა.
-ნინა მინდა ერთ განსაკუთრებულ ადგილას ვისაუზმოთ,წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-არა რატომ წინააღმდეგი?თანახმა ვარ,ოღონდ მანქანა არ გამაგონო.
-არა,აქვეა,ფეხითაც მალე მივალთ.
-მაშინ თანახმა ვარ,მოვდივარ.
დემეტრემ ნინა ტბის სანაპიროზე წაიყვანა,იქ მათთვის სპეციალურად ორ ადამიანზე გაწყობილი მაგიდა იყო,იქვე კიდევ ერთი ლამაზი თაიგული იდო.
-ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე?
-ეს ბევრი არაფერია,ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.
-დემეტრე,იცი ძალიან მინდა რომ შენი მჯეროდეს,არ მინდა შევცდე,არ მინდა მოგენდო შენ კი მომატყუო და მერე გულნატკენი დავრჩე,არ გეგონოს რომ ეგოისტი ვარ და მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობ,უბრალოდ არ მინდა ღალატის გემო გავიგო.ასეთი რამ ცხოვრებაში პირველად ხდება ჩემს თავს,ვიცი რომ ბევრია ისეთი ადამიანი ვინც ჩემთან დაახლოებას ცდილობს შენსავით,თუმცა აქამდე შენს გარდა ამის უფლება არავისთვის არ მიმიცია და არ მინდა რომ ვინანო ეს საქციელი.
-ნინა,პატარავ,მომისმინე,სიყვარულის არასდროს არ მჯეროდა,თუმცა რაც შენ შეგხვდი იმის მერე ყველაფერი შეიცვალა,არ გეუბნები მიყვარხართქო,მომწონხარ თნაც ძალიან,სულ შენზე ვფიქრობ,შენში რაღაც ძალიან მიზიდავს და არ ვიცი ეს რა არის,თუმცა გპირდები რომ შენს საქციელს ნამდვილად არ ინანებ.
ნინა ტბის პირას იდგა,თან ტბას უყურებდა,თან დემეტრეს უსმენდა,უცებ დემეტრე მასთან მივიდა,მკლავები მაგრად მოხვია,მერე თმა გადაუწია და კისერზე ძალიან ნაზად აკოცა.სწორედ ამ დროს და პირველად იგრძნო ნინამ,რას ნიშნავდა კოცნისგან გამოწვეული ტაო,ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში რომ ეგონა ტანზე ჭიანჭველები ეხვეოდნენ,სუნთქვა ეკვროდა და ფეხებში ძალა წაერთვა.ძლივს შეძლო რომ თავი ხელში აეყვანა და უსასრულო სიამოვნების მორევში არ გადაშვებულიყო.უცებ მოშორდა დემეტრეს და უთხრა:
-იმედი მაქვს რომ არ შევცდები,იმედი მაქვს არ მომატყუებ,ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ ტყუილის და ღალატის გარდა.გთხოვ ნუ მომექევი ასე.
-ჩემო ანგელოზო,შენ საოცრება ხარ,მე არასდროს მოგატყუებ.ახლა კი მოდი ვისაუზმოთ თორემ გაცივდა ყველაფერი.
გემრიელად ისაუზმეს,მერე ტბის პირას ისეირნეს,დემეტრემ ლამაზი ლურჯთვალა ყვავილების გვირგვინი დაადგა თავზე ნინას და ჩემი დედოფალი ხარო თან დააყოლა.ორივე თავს საოცრად გრძნობდა,ერთად ყოფნა სიამოვნებდათ,ლამის დაავიწყდათ ის რის გამოც იყვნენ მანდ ჩასულები.მთელ დროს ერთად ატარებდნენ,სულ ერთმანეთზე ფიქრობდნენ თუმცა სამუშაო არ დავიწყებიათ.მათი ნამუშევარი საუკეთესო იყო.კონკურსში ნინას გუნდმა გაიმარჯვა.კონკურსის მერე კან დაბრუნდნენ თბილისში.მალე მათი გამარჯვების აღსანიშნავი წვეულება გაიმართა და იმ წვეულებაზე დემეტრე და ნინა ერთად მივიდნენ.
დემეტრე
ნინას სახლში მივაკითხე,მისაღებში ველოდებოდი,თავის ოთახში იყო და ემზადებოდა,საკმაოდ დააგვიანდა და ცოტა არ იყოს შემეშინდა რადგან ნინას ესეთი რაღაცეები არ სჩევია ხოლმე,ასვლას ვაპირებდი,როცა კიბის თავში ნინა დავინახე,ვხედავდი გოგოს,რომელიც უბრალოდ პატარა გოგო არ იყო,ქალღმერთს უფრო გავდა ვიდრე ქალს,საოცრად უხდებოდა წითელი წელში გამოყვანილი მოკლე კაბა,წინიდან დახურული ხოლო ზურგი ღია ჰქონდა,თმა მაღლა ჰქონდა აწეული,თვალებზე მუქი ჩრდილები მის მწვანე თვალებს იკდევ უფრო მწვანეს ხდიდა,შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ამავე ფერის მოსასხამი,ნამდვილი საოცრება იყო,ყველა დეტალს ვაკვირდებოდი და მივხვდი რომ ასეთი გოგო მეორე არ დადის სამყაროში.ასეთი ნინა პირველად ვნახე ამიტომ შოკში ვიყავი.საღამოს წვეულებაზე ყველა ჩვენ გვიყურებდა,ყელში სისხლი მასხამდა,როცა ბიჭები ნინას თვალებით ჭამდნენ,მათ თვალებში ისეთ მზერას ვხედავდი რომ მინდოდა ყველა დამეხოცა,კინაღამ გავგიჟდი როცა ნინა რომელიმე მათგანის გცერდზე წარმოვიდგინე,ნინამ შენიშნა რომ საშინლად გაღიზიანებული ვიყავი და გარეთ გამიყვანა.
-დემეტრე რა გჭირს?ვგრძნობ რაღაცის გამო ღელავ და რამე ხდება?
-არა პატარავ არაფერი.
-ნუ მატყუებ სიმართლე მითხარი,თუ გინდა წავიდეთ,გინდა?
-არა ნინა არა,უბრალოდ ვგიჟდები,როცა ასე გიყურებენ,პირში ნერწყვი აქვთ მომდგარი,თითქოს რაღაც გემრიელი ლუკმა იყო,თავს ვერ ვიკავებ,ყველას დიდი სიამოვნებით დავუმტვრევდი ძვლებს.
-დემეტრე შენ რა ეჭვიანობ?გულიანად გადაიკისკისა გოგომ
-რა გაცინებს,არ გამაგიჟო გოგო. -როგორ ფიქრობ შენ,გაქვს შენ იმის მიზეზი რომ იეჭვიანო?რა იყო არ მენდობი?ხომ იცი შენ ერთადერთი ხარ,ვინც შეიძლება ჩემს გვერდით იყოს,მე სხვა არ მაინტერესებს,გასაგებია შენთვის?თუ უნდათ სულ პირღიებმა მიყურონ მე ეს არ მაინტერესებს,ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ მნიშვნელოვანი.
-ნინა,იმის წარმოდგენაც კი არ მინდა,რომ შეიძლება ვინმე შეგეხოს,ვინმემ სხვაგვარად შემოგხედოს,შენ რომ სხვის გვერდით წარმოგიდგენ,ცეცხლი მეკიდება,შენ ჩემი ხარ,მარტო ჩემი,არავის აქვს იმის უფლება რომ თუნდაც ესე შემოგხედონ,ვინმე რომ გაგეკაროს მოვკლავ ჩემო პატარა გესმის?მოვკლავ. ნინას ლამაზი სახე თავის ხელებში მოიქცია,თითი ნაზად ჩამოუსვა სახეზე,მერე ტუჩებთან მიიტანა და უთხრა,
-ამ ლამაზ ტუჩებს რომ ვინმე ჩემს გარდა შეეხოს,გავგიჟდები,ისინი მხოლოდ ჩემია,მხოლოდ ჩემი. მერე გოგო თავისკენ მიიზიდა და მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა,ის ისე ნაზად კოცნიდა ნინას,რომ გოგო ლამის ხელებში ჩაადნა,პირველად იგრძნო ნინამ მუცელში პეპლების ფრენა,მთელს სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა,გულის ცემა აუჩქარდა,სუნთქვა გაუხშირდა და მთლიანად გადაეშვა გრძნობების მორევში.გონს მხოლოდ დემეტრეს ხმამ მოიყვანა
-ის ტუჩები პირველად მე შემეხო და ამიერიდან მხოლოდ ჩემი იქნება,მისთვის პირველიც და უკანასკნელიც მე ვიქნები.ნინას იმდენად სიამოვნებდა ამ სიტყვების მოსმენა რომ ხმას ვერ იღებდა,უბრალოდ ჩახუტებული იყო მის სხეულს და მის გულისცემას უსმენდა,რომელიც ისე ძლიერად ცემდა თითქოს ამოხტომას ლამობსო.ორივე გონს ნიკას ხმამ მოიყვანა.
-ყველა თქვენ გეძებთ,რაღაც საჩუქარი უნდა გადმოქცენ,მალე მოდით.
-კარგი ხო მოვდივართ(დემეტრე) დარბაზში შევიდნენ,ყველა ტაშით მიეგება მათ,მერე საჩუქრებიც გადასცეს,ძირითადად იქ გამარჯვება სწორედ ამ წყვილის დამსახურება იყო,ამიტომ გამოხატეს განსაკუთრებული ყურადღება მათ მიმართ.საღამო გრძელდებოდა.ნინას თვალში საკმაოდ ხშირად ხვდებოდა ერთი გოგო,რომელიც დემეტრეს უყურებდა და თვალებით ჭამდა.ვეღარ მოითმინა და დემეტრეს ჰკითხა.
-ვინ არის ის გოგო?
-ვისზე მეკითხები?
-კარგად იცი ვისაც ვგულისობ,აი ის ჩვენს პირდაპირ რომ დგას.
-აა,არავინ ისეთი.
-არავის ესე არ უყურებენ,ვინ არის მეთქი?
-არ მითხრა ვეჭვიანობო,კმაყოფილმა გაიღიმა ბიჭმა.არავინ პატარა,ჩემი ყოფილია და ახლა შენთან რომ მხედავს ალბათ ამიტომ არ მაშორებს თვალს.
-ანუ შენც შენიშნე,რომ თვალს არ გაშორებს.
-კარგი რა თოჯინა,იმის გამო ბრაზობ?ეგ ნამდვილი კახ....ა იმაზე არც უნდა იფოქრო,არც კი უნდა შეხედო,რადგან ეგ შენამდე ვერასდროს ვერ მოვა,ცხრა სიცოცხლეც რომ ჰქონდეს მაინც.სანერვიულოდ არ ღირს,მაგასთან უკვე დიდი ხანია დავამთავრე ყველაფერი.საერთო აღარაფერი გვაქვს.
-კარგი ხო,მჯერა შენი,თან შენ ხომ პირობა მომეცი.ისეთი სახით ახედა დემეტრეს რომ ბიჭს მოუნდა ისევ მაგრად ეკოცნა საყვარელი ტუჩებისთვის
.- მოდი სახლში წამიყვანე რა,აღარ მინდა აქ გაჩერება,საშინლად დავიღალე.წამიყვან?
- რათქმაუნდა პატარავ ახლავე,დავემშვიდობოთ და წავიდეთ.დემეტრემ ნიკა მოძებნა და ცალკე ჩუმად უთხრა,თიკუნა აქაა,ყურადღება მიაქციე ნინას ახლოს არ გაეკაროს და ჩემგანაც თავი შორს დაიჭიროს თორემ ვანანებ იცოდეს.
-კარგი დემე,ამას მე მივხედავ,შენ ნინა წაიყვანე. ნინა სახლში მიიყვანა,მაქანიდან რომ გადმოვიდნენ,ისევ აკოცა და ნინას ისევ იგივე გრძნობა დაეუფლა,არ უნდოდა ბიჭს დაშორებოდა,არ უნდოდა გაეშვა,უნდოდა მასთან ჰყოლოდა,თუმცა იმასაც აცნობიერებდა რომ ეს შეუძლებელი იყო.ძლივს დაემშვუდობა და პირდაპირ თავის ოთახში შევიდა.კინაღამ გული გაუსკდა როცა კარი გახსნა და წინ მისი ორი გადარეული გოგო დაუხვდა.
-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებთ,სულ გადაირიეთ?
-დღეს შენთან ვრჩებით ძვირფასო,აბა ახლა დროზე დაიწყე და მოყევი ყველაფერი(გვანცა)
-ძალიან დავიღალე,დამაძინეთ რა.
-იმას რომ კოცნიდი დაღლილობის არაფერი გეტყობოდა მაშინ,აბა ახლა დროზე მოყევი როგორი იყო?(მარიამი)
-თქვენ რა იცით?
-ფანჯრიდან ყველაფერი დავინახეთ ძვირფასო.მიდი გელოდებით(მარიამი)
- კარგით ხო,ნამდვილი ტკიპებივით ხართ რა,თგვენგან
კაცი თავს ვერ დააღწევს. ნინა მათ ყველაფერს მოუყვა და გრძნობდა თუ როგორი ბედნიერი იყო.დღეები გადიოდა და დემეტრესთან გატარებული ყოველი დღე,საათი,წუთი და წამი ყველაზე ბედნიერი იყო ნინასთვის.ქალბატონმა თიკუნამ თავი რამდენჯერმე იჩინა,თუმცა რომ ხვდებოდა რომ უშედეგო იყო ყოველი მისი მცდელობა თავი დაანება.ნინა დემეტრეს ისე ენდობოდა რომ თიკუნას არცერთ ქმედებაზე რეაქცია არ ჰქონდა.მთელი ორი თვე ისე გავიდა,წყვილის ბედნიერებას ხელს არავინ და არაფერი უშლიდა,თუმცა თიკუნაც მალე გამოჩნდა,ამჯერად პირდაპირ სახლში მიაკითხა დემეს.კარი რომ გააღო და კართან თიკუნა დახვდა,ბიჭი გაოცდა.
-შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?
- მომენატრე და შენთან მოვედი.
-არ მაინტერესებს ახლავე გაქრი ჩემი სახლიდან.
-არა ძვირფასო,ჯერ უნდა ვილაპარაკოთ,იცოდე ისე ფეხსაც არ მოვიცვლი აქიდან.
-კარგი დროზე თქვი და წადი აქიდან.
-ჯერ შემოვალ,ასე კარში ხომ არ დავიწყებ საუბარს.
-კარგი დროზე მორჩი და წადი აქიდან.ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-ჯერ უპასუხე,არ მინდა ვინმემ მერე ხელი შეგვიშალოს. დემემ ტელეფონს დახედა,ნინა იყო.გვერდზე გავიდა და ისე უპასუხა.
-გისმენ ჩემო პატარა.
-რას შვები,ჩემთან მოდი და ერთად ვივახშმოთ,მერე ფილმს ვუყუროთ.
-იცი პატარა,ცუდად ვარ და ვერ შევძლებ მოსვლას.
-რა?რა გჭირს?
-ალბათ გავციცდი,მაღალი სიცხე მაქვს და ვწევვარ.
-შენთან ვინმე არის რომ მოგხედოს?
-არ ინერვიულო,უკვე დავლიე წამალი.
-მოვალ და მე მოგხედავ.
-არ გინდა უკვე გვიანია თან,წამალი დავლიე და მალე დავიძინებ. კარგი,მაშინ მოგვიანებით ისევ დავრეკავ და მითხარი როგორ იქნები.
-კარგი,მიყვარხარ პატარავ.ტელეფონი გათიშა.
-რაო,შენს ჩიტუნას ასე ხშირად ატყუებ ხოლმე?
-წესიერად ილაპარაკე,დროზე თქვი რაც გინდა და წადი აქიდან. ნინა ნერვიულობდა,ნიკას დაურეკა
-ნიკა,სად ხარ,შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
-აქვე ვარ,რა ხდება ხომ მშვიდობაა??
-დემეს სიცხე აქვს და წამიყვანე მასთან რა.
-კარგი მალე მოვალ,მოემზადე. ნიკა დემეტრეს ურეკავდა აინტერესებდა როგორ იყო,თან უნდიდა ეთქვა რომ მასთან მუსვლას აპირებდნენ,მაგრამ ტელეფონზე არ უპასუხა.მალე ნინასთან იყო,ისიც მზად დახვდა და დემეტრესთან წავიდნენ.
სიუ რაღაც 20 წუთში უკვე დემეტრეს კართან იდგნენ.
-არ მინდა ზარი დავრეკო,რომ ეძინოს გაიღვიძებს და მეცოდება,მაგრამ სახლში ისე როგორ შევიდეთ?
-მოიცა ნინ,მე მაქვს ერთი გასაღები,ადრე დემემ მომცა,ყოველი შემთხვევისთვის,მანქანაში მაქვს,ახლავე მოვიტან. ნიკამ გასაღები მოიტანა და კარი გახსნეს,სახლში სიმშვიდე იყო,იფიქრეს ალბათ სძინავსო და ნინამ უთხრა ნიკას
-ავალ დავხედავ და თუ ეძინება ჩამოვალ.
-კარგი მიდი,თუ რამე მეც ამოვალ მერე. ნინა ფეხაკრეფით ავიდა მეორე სართულზე და დემეტრეს ოთახისკენ წავიდა,კართან მივიდა და ფრთხილად გახსნა.ადგილ ზე გაქვავდა,ძარღვებში სისხლი გაეყინა,გულისცემა თითქოს გაუჩერდა, როდესაც ოთახში,საწოლზე დემეტრესთან ერთად თიკუნა დაინახა,ისე ვნებიანად კოცნიდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს ნინას იქ დგომა ვერც შენიშნეს.მხოლოდ მაშინ მოვიდნენ გონს,როცა იატაკზე ლარნაკის დავარდნის და მსხვრევის ხმა გაიგეს.დემეტრე რომ მოტრიალდა და ნინა დაინახა გიჟივით წამოვარდა საწოლიდან.ხმაურზე ნიკაც ამოვიდა და ეს სიტუაცია რომ დაინახა ლამის შოკში ჩავარდა.ნინას ხმა არ ამოუღია ისე გავიდა ოთახიდან და კიბეებზე დაეშვა,კარში გიჟივით გავარდა.
-რაღას უდგახარ იდიოტო,მიდი გაყევი,დროზე უყვირა ნიკამ დემეტრეს და ისიც გამწარებული დაედევნა ნინას.
-შენ კი ჩაიცვი და აქიდან გაქრი სანამ კიდევ თავს ვიკავებ თორემ მოგკლავ იცოდე,ხომ გაგაფრთხილე,თავი რატომ არ დაანებე?
-რაც მინდოდა იმას მივაღწიე,აწი აღარ მაინტერესებს რა მოხდება.
-ოხ შენი,დროზე ჩაიცვი და დაახვიე აქიდან თორემ უნამუსო ვიყო მოგკლავ. გოგო გარეთ გააგდო და დემეტრესთან დაიწყო რეკვა,აინტერესებდა ნინას დაეწია თუ არა,თუმცა არ პასუხობდა.ამ დროს ნინა ქუჩაში გარბოდა,ვერ აცნობიერებდა სად მიდიოდა,უბრალოდ უნდოდა გაქცეულიყო შორს და ნანახი დაევიწყებინა,დემეტრეც ქუჩაში მორბოდა მაგრამ ვერ გაეგო საით წასულიყო,რადგან გოგოს ვერ ხედავდა.ნინა ისევ არ ჩერდებოდა,გარბოდა და უცებ ვიღაცის მძიმე ხელი იგრძნო და იგრძნო როგორ აეკრა კაცის მკვრივ სხეულს.შეშინებულმა იკივლა და როცა სახეზე შეხედა და მისთვის სრულიად უცხო მამაკაცი დაინახა,შიშისგან ლამუს სუნთქვა შეეკრა,მერე სცადა გაქცეოდა მაგრამ არაფერუ გამოუვიდა.
-ასეთი ლამაზი გოგო,ამ დროს მარტო აქ რას აკეთებ,სად გარბიხარ,ვინმე მოგსდევს?
-გამიშვით ძალიან გთხოვთ.
-ნუ გეშინია,ჩემთან თავს კარგად იგრძნობ,უთხრა და თავისკენ მიიზიდა,მერე ცხოველივით დაიწყო მოქცევა,გოგოს ველურივით კოცნიდა და ეხვეოდა,მაისური ზედ შემოახია,ნინა ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია და თავი დაეღეია,თუმცა ვერაფერს გახდა და მხოლოდ განწირული ხმით კიოდა და შველას ითხოვდა.ნინას ხმა დემეტრემ გაიგო და შეშლილივით გაიქცა იქით საიდანაც ხმა მოდიოდა.წამებში გაჩნდა იქ და რომ დაინახა მიწაზდ დაგდებული ნინა და მის ზემოდან მოქცეული კაცი,რომელიც ცდილობდა თავისი ცხოველური ჟინი დაეკმაყოფილებინა,ყელში სისხლი მოაწვა,საშინლად გამწარდა,მხეცივით ეცა და ნინას მოაშორა,თვალის დახამხამებაში ზემოდან მოექცა და იქამდე ურტყა სანამ გონება არ დაკარგა უცნობმა.მერე ნიკასთან დარეკა და უთხრა სადაც იყვნენ,თან უთხრა პოლიციაში დაერეკა,თან ნინასთან მივარდა და მოეხვია,მაისური გაიხადა და ნინას ჩააცვა,მკერდზე მაგრად მიიკრა,გოგო კანკალებდა,ტიროდა და ხმას ვერ იღებდა. -ნუ გეშინია შენთან ვარ,არ მიგატოვებ,არასდროს არ მიგატოვებ,დამშვიდდი ჩემო ფერია. ამ დროს ნიკაც მოვიდა და მალე პოლიციაც მოყვა.ნინა ცოტა დამშვიდდა,დემეტრეს უნდოდა ხელში აეყვანა და სახლში შეეყვანა,მაგრამ გოგომ უფლება არ მისცა.
-ნიკა გთხოვ სახლში წამიყვანე.მხოლოდ ეს თქვა და ნიკასკენ წავიდა.დემეტრემ ანიშნა ნიკას წაიყვანეო.ისინი წავიდნენ და დემეც უკან გაჰყვა თავისი მანქანით.გზიდან დემემ გოგოებს დაურეკა და უთხრა ნინასთან მისულიყვნენ სახლში,მათაც არ დააყოვნეს და ნინას მისვლამდე უკვე იქ იყვნენ.ნიკამ ნინა სახლში შემოიყვანა და თავის ოთახში აიყვანა,დამამშვიდებელი მისცეს და გვერდიდან არ შორდებოდნენ მას,ცოტახანში ჩაეძინა და ნიკამაც ყვრლაფერი მოუყვა რაც მოხდა.დემეტრე მისაღებაში ელოდებოდა,რადგან ეშინოდა ნინა უფრო არ გაემწარებინა მისი დანახვით.მერე ყველა დაბლა ჩამოვიდა და დემეტრესთან მივიდნენ.გვანცა მაშინვე ეცა
-ყველაფერი შენი ბრალია,შენს გამოა ამ დღეში ჩემი პატარა გოგო,რომ წარმოვიდგენ რა გადაიტანა ცუდად ვარ და ეს ყველაფერი შენს გამო.
-გვანც მომისმინე რა.
-მოგისმინო და რას მეტყვი?შენ ნინას ღირსი არ ხარ,არ იმსახურებ მას,წარმოგიდგენია მაინც რას გრძნობს?ასე როგორ მოექეცი,მას ხომ ასე ძალიან უყვარდი. ამ დროს ნინას ხმა შემოესმათ,გვანცას ეძახდა,თუმცა დემეტრე გაიქცა და მასთან შევიდა.ნინამ დემეტრე რომ დაინახა,თვალები ცრემლებით აევსო და საბანი გადაიფარა,თან უთხრა:
-გთხოვ გადი ჩემი ოთახიდან.
-პატარავ,ნინაჩკა,საყვარელო,გთხოვ მომისმინე.
-საყვარელო?არ გრცხვენია ასე რომ მომმართავ?თავი გამოყო საბნიდან,მერე ფეხზე წამოდგა და დემეტრეს წინ დადგა.
-მიდი,გისმენ,მითხარი რისი თქმა გინდა,ხომ მთხოვდი მომისმინეო და აჰა მეც გისმენ. ბიჭმა თვალებში ჩახედა და იმხელა ტკივილი დაინახა,სიკვდილი მოუნდა.
-გისმენ რაღას ელოდები,მითხარი რისი თქმა გინდა.გაუმეორა ისევ.
-მაპატიე გთხოვ,მაპატიე რომ ასე გატკინე გული.
-გაჩერდი,აღარ გააგრძრლო.დემეტრე,მე შენგან მხოლოდ სიყვარულს ვითხოვდი,მხოლოდ ის მინდოდა რომ ჩემთვის არ გეღალატა,ტყუილი არ გეთქვა.მინდა რომ შენი მჯეროდეს,ძალიან მინდა,მაგრამ არ შემიძლია იცი რატომ?ახლავე გეტყვი.მე რომ შენ სხვასთან ერთად იგივე სიტუაციაში მენახე,ალბათ გაპატიებდი,იცი რატომ?ვხვდები იმას რომ შენ კაცი ხარ,მე შენ ვერ გაძლევდი იმ ყველაფერს რასაც ისინი,ამიტომ ეს სრულიად ბუნებრივი რამ იქნებოდა,ჩავთვლიდი რომ უბრალოდ გოგოსთან გაერთე,მაგრამ შენ განა უბრალოდ
გოგოსთან გაერთე,არა შენ თავზე ლაფი გადამასხი,დამამცირე იმ ქუჩის გოგოს თვალში,ჩემი თავმოყვარეობა შელახე მის გამო,მიღალატე,მომატყუე და ესეც სწორედ მის გამო მოხდა.მე გენდობოდი,საკუთარ თავზე მეტად მჯეროდა შენი.ჩემი გული და გონება მხოლოდ დემეტრეთი არსებობდა და სულდგმულობდა.თუმცა შენ ეს ყველაფერი წამართვი და ფეხქვეშ გათელე.აღარ მინდა შენი დანახვა.მინდა ჩემგან შორს იყო.მინდა ისევ ის დრო იყოს როცა დემეტრე ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა.წადი გთხოვ,წადი და აღარ დაბრუნდე,არასდროს აღარ დაბრუნდე.
-ჩემო პატარავ,ჩვენ..
- არავითარი ჩემო და ჩვენ აღარ არსებობს.არსებობს მხოლოდ მე და შენ.უფრო სწორედ შენ ჩემთვის აღარ არსებობ,წადი გაიგე,წადი.გოგონამ ხელი მოკიდა და დემე ოთახიდან გაიყვანა,მერე კი კარი მაგრად ჩაკეტა.დემეტრე კიბეებზე დაეშვა და სახლიდან ისე გავიდა არავისთვის ხმა არ გაუცია,ნიკა უკან გაჰყვა თუმცა მას არც კი დაელოდა,მანქანაში ჩაჯდა და ისეთი სისწრაფით გავარდა,სიტყვის თქმაც კი ვერ მოასწრო ნიკამ.ნინა იწვა და ტიროდა,გოგოები ეხვეოდნენ და როგორც შეეძლოთ ამშვიდებდნენ.მერე უცებ ნინა წამოხტა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო.
-ნინ,რას აკეთებ საყვარელო,კარგად ხარ?(გვანცა)
-გერმანიაში მივდივარ სანდროსთან.
-დაწექი დაისვენე,ეს საქმე ხვალისთვის გადავდოთ(მარიამი)
-ხვალ დილითვე ბილეთს ვიყიდი და წავალ,დამეხმარეთ,ბარგი ჩამალაგებინეთ.
-დამშვიდდი ძვირფასო,ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ,დამშვიდდი,დაფიქრდი და მერე როგორც გინდა ისე მოიქეცი.(მარიამი)
-მე უკვე გადავწყვიტე,მორჩა. ბევრი ეცადნენ გოგოებმა მაგრამ აზრი ვერ შეაცვლევინეს,დილისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო.ნიკა მთელი ღამე დაეძებდა ძმაკაცს,თუმცა უშედეგოდ,ვერსად იპოვა.დილით ნინა მიუნხენის რეისში ჩაჯდა და გერმანიაში გაფრინდა.ნიკამ და გოგოებმა გააცილეს.სწორედ ამ დროს დაურეკა დემემ ნიკას.
-ნიკა სად ხარ ძმა?მჭირდები.
-შენ სად ჯანდაბაში იყავი?იცი რომ ნინა საბოლოოდ დაკარგე?
-რა?რას გულისხმობ?
-რას და სწორედ ახლა გაფრინდა გერმანიაში,წავიდა ,გაგექცა გესმის იდიოტო გაგექცა
. -ნიკა,გავგიჟდები,მე მის გარეშე არ შემიძლია,მის გარეშე არავინ და არაფერი მჭირდება.
-სად ხარ?მითხარი და მოვალ. ნიკამ ძმაკაცს მიაკითხა,ის სრულიად განადგურებული იყო,გოგოები კი ნინას წასვლას ვერ ეგუებოდნენ.დღეები გადიოდა.დემეს ყოველი დღის გაძლება უფრო დაუფრო უძნელდებოდა.ნინასაც ძალიან უჭირდა,იცოდა რომ სიგიჟემდე ენატრებოდა დემე,მაგრამ ვერ ვაპატიებო თავს იმას ეუბნებოდა.ხშირად ელაპარაკებოდა ბავშვებს,მათშორის ნიკასაც,თუმცა ერთხელაც კი არ უხსენებია დემე.ის კი ამ დროს ჩუმად იდგა კომპიუტერთან და შორიდან უყურებდა უსაყვარლეს ადამიანს,კვდებოდა ისე ენატრებოდა,მაგრამ ვერაფერს აკეთებდა,დრო სჭირდებაო იძახდა.დაახლოებით ოთხი თვე იყო გასული,როცა ნინა ნიკას სკაიპში ელაპარაკებოდა.ნიკამ დემეზე დაუწყო ლაპარაკი,გოგომ გააჩერა და სთხოვა ამაზე არ ელაპარაკათ,თუმცა იმას მიხვდა რომ როგორც სჩანს გოგო ცოტა დაწყნარებილი იყო და სიბრაზესაც გადაევლო.დემე იქ იყო და უსმენდა მათ.მერე ნიკას ანიშნა გათუშეო და გაათიშინა სკაიპი.
-რა ხდება,რატომ გამათიშინე ?
-გერმანიაში მივდივარ დღესვე.
-რა?როგორც იქნა,გონს მოხვედი,მეც შენთან ერთად მოვდივარ და უარს არ მივიღებ.
-გვანცას და მარისაც დაურეკე ისინიც მოდიან.
- რა?რას აპირებ?
-რასაც გეუბნები ის გააკეთე მიდი მალე და საღამოს უნდა გავფრინდეთ იცოდე. ყველაფერი მალევე მოაგვარეს და ოთხივე მიუნხენში გაფრინდა.დემე სანდროს ელაპარაკა,ყველაფერი აუხსნა და დახმარება სთხობა.სანდრომ გააფრთხილა რომ ერთ შანსს მისცემდა და თუ კიდევ მსგავსი რამ განმეორდება იცოდე მოგკლავო.დემემ პირობა მისცა,რომ ნინა ყველაზე ბედნიერი იქნებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე.ნინა გვიან მორჩა სწავლას და სახლში გვიან დაბრუნდა.სახლში რომ შევიდა თავიდან შეშინდა,მერე სურნელოვანი სანთლებით განათებული ოთახი დაინახა,სადაც ვარდის ფურცლებით ბილიკი იყო გაკეთებული.მემგონი ჩემ ძმას ციდ დროს დავადექიო იფიქრა,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და ბილიკს გაყვა,რომელიც აუზამდე გრძელდებოდა.იქ რომ გავიდა ყვრლაფერს მიხვდა,დიდი ასოებიდ სანთლებით იყო დაწერილი,ნინა მიყვარხარ,მაპატიე გთხოვ.მერე პატარა მაგიდას გახედა სადაც გემრიელი ვახშამი იყო და ორი სანთელი ენთო,იქვე კი დიდი წითელი ტიტების თაიგული იდო.ნინას თვალები ცრემლებით აევსო და ამ დროს დემეტრეც გამოჩნდა.გოგოს მიუახლოვდა თუმცა შეხება ვერ გაბედა.ახლოს მივიდა და პირველი რაც უთხრა იყო მაპატიე.
-ნინა გთხოვ მაპატიე,მე შენს გარეშე სუნთქვაც კი აღარ შემიძლია,როგორ გავძელი ამდენხანს უშენოდ არ ვიცი,მხოლოდ იმედი მაძლებინებდა რომ ისევ შეგხვდებოდი,რომ მაპატიებდი,ისევ გახდებოდი ჩემი და გერქმეოდა ჩემი,მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი.შენ ერთადერთი ხარ ვისთვისაც ვარსებობ,შენს გარეშე კი არ ვცხოვრობ უბრალოდ ვარსებობ.იმ დღეს როდესაც შენ ჩემთან არ ხარ აზრი არ აქვს არავითარი,გთხოვ მაპატიე,დამიბრუნდი,მიყვარხარ ნინა. გოგო ცრემლებს ვერ იკავებდა და უკვე ტიროდა.
-მინდა დაგიჯერო,მინდა შენი მჯეროდეს,მაგრამ...
-არავითარი მაგრამ,გთხოვ კიდევ ერთხელ მენდე,მენდე და დამიჯერე არ ინანებ,მინდა დილით თვალს რომ გავახელ შენ გხედავდე და დაძინების დროსაც მხოლოდ შენ გიყურებდე,გთხოვ მაპატიე ნინა.მერე ჯიბისკენ წაიღო ხელი და იქიდან ბრილიანტის თვლიანი, ლამაზი ბეჭედი ამოიღო.ნინა გთხოვ გამომყევი ცოლად და გახდი ჩემი ცზოვრების მეგზური, ჭირსა და ლხინში,ბედნიერებასა თუ უბედურებაში,იყავი მუდამ ჩემს გვერდით და გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება.აბა რას იტყვი თანახმა ხარ? გოგონა ერთიანად კანკალებდა,ტიროდა და თან თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა,მერე დემეტრეს მივარდა და მთელი ძალით ჩაეხუტა,თანახმა ვარ ჩუმად ჩურჩულით
თქვა მან.ბიჭმა გოგოს ლამაზი სახე ხელებში მოაქცია და თავისკენ მისწია,ამდენი ხნის შემდეგ,როგორც იქნა ისევ ეამბორა თავის სანატრელ ტუჩებს.ამ დროს ყველაფერი განათდა და გადარეულებიც შემოცვივდნენ,წყვილს მოეხვივნენ და ულოცავდნენ.
-იცოდე პირობა არ დაარღვიო თორემ ჩემს დანაპირებს შევასრულებ(სანდრო)
-რას ამბობ ცოლისძმავ,მიგულეთ როგორც თქვენი მონა მორჩილი.გაიღიმა და სანდროს გადაეხვია,მადლობა რომ დამეხმარე. მთელმა საღამომ გიჟურად ჩაიარა.ამ საღამოსვე დათქვეს ქორწილის თარიღი.ორ კვირაში ქორწილი გადაიხადეს,ულამაზესი წყვილი იყო,ნინას საპატარძლო კაბა ისე უხდებოდა,ნამდვილ დედოფალს გავდა.ჯვარი დაიწერეს,მერე ხელი მოაწერეს და რესტორნისკენ გაემართნენ.ძალიან ბევრი ხალხი ელოდა მათ მისვლას,თუმცა ამაოდ,წყვილი არადა არ გამოჩნდა.უკვე ნერვიულობდნენ როდესაც იქვე ჩამოკიდებული ძალიან დიდი ეკრანი განათდა და იქ ნინა და დემეტრე გამოჩნდნენ.მათ ხალხს ამცნეს რომ საკუთარი ქორწილიდან გაიქცნენ და იტალიაში,ვერონაში გაემგზავრნენ,ბოდიში მოუხადეს და კარგი დროის გატარება უსურვეს ყველას.
-ვიცოდი რომ დემეტრე გიჟი იყო,მაგრამ ნინაც თუ მისნაირი იქნებოდა არ მეგონა(ნიკა)
-მართალი ხარ,არც მე.ალბათ ახლაც ისევ გიჟობენ და სიხარულისგან ჭკუაზე არ არიან(მარიამი) მართლაც ასე იყო,წყვილი თვითმფრინავში ისხდა და ერთი სული ჰქონდათ,როდის ჩაფრინდებოდნენ რომ თავიანთი ერთობლივი და გიჟური ცხოვრება დაეწყოთ.

ესეც ჩემი ისტორია.იმედია მოეწონებათ და ველი თქვენს შეფასებებს.მითხარით თუ მოგწონდა და დავდო თუ არა ახალი ისტორია,ღირს თუ არა.მადლობა დიდი რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი Zura Gela Salo

Martla kargi iyo,saaiamovnod wasakitxi da gavagrdzeleb wera,me dzalian visiamovne.warmatebebs :*

 


№2  offline წევრი Gauqmda Gauqmda

Zura Gela Salo
Martla kargi iyo,saaiamovnod wasakitxi da gavagrdzeleb wera,me dzalian visiamovne.warmatebebs :*


მადლობა დიდი.ველი სხვების შეფასებებსაც,იმედია ისიამოვნეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent