შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიება?(12)


5-12-2015, 21:16
ავტორი ♡EPICLOVE♡
ნანახია 2 355

***
ლილეს უკვე აღელვება ეტყობოდა რადგან მის სახლს უკვე დიდი ხნის გამცდარები იყვნენ,თავიდან ფიქრობდა ცოტნეს ძმაკაცია რა უნდა დამიშავოსო,მაგრამ თბილისს რომ გასცდნენ თავი ვეღარ შეიკავა და კითხა
-სად მივდივართ?
-ჩემთან საგურამოში-უთხრა და თითქოს არაფერიო გზას გახედა ისევ
-კი მაგრამ საგურამოში რა გვინდა?-კითხა უკვე შეშფოთებულმა
-ერეკლეს და ცოტნეს უნდა მოვუწყოთ წითელი ფართი-უთხრა და ეშმაკურად გაიღიმა
-კი მაგრამ წითელი ფართი რა არის?-კითხა გაკვირვებულმა და თითქმის დაიჯერა რომ იქ მართლა წვეულება იმართებოდა
-აი ძაან მაგარი გასართობია ავიღებთ ორ ადამიანს,ამ შემთხვევაში ერეკლე და ცოტნე გვყავს,ხოდა ვინც ყველაზე ძალიან უყვართ იმ ადამიანს გავიტაცებთ და მათ თვალწინ მოვკლავთ,ან ყელს გამოვჭრით,ან კიდე იარაღით ვესვრით,რომელსაც მოისურვებენ აი ესაა წითელი ფართი-უთხრა და ბოროტულად გადახედა აკანკალებულ ლილეს-მიხვდი?
-.....
-კარგია.ისე ცოდო კი ხარ ასეთი ლამაზი, სიკვდილოსთვის,მაგრამ ეგ არაფერი შენს გარდა კიდე ათასი ლამაზი გვყავს და არ დააკლდები ქვეყანას,მარა ცოტნეს და ეკეს როგორ დააკლდებიი უფფ ძაან მაგარი იქნება მათი ტანჯული სახეების ყურება
-ამას რატომ აკეთებ?რაში გჭირდება ეს ყველაფერი?-კითხა ათრთოლებული ხმით ლილემ
-ოოო ეს რომ მივალთ მოგიყვები თუ გაინტერესებს ახლა მეზარება-უთხრა და დაამთქნარა
ხვდებოდა ლილე რომ ახლა თუ იქ მივიდოდა ბიჭებიც მოაკითხავდნენ და შემდეგ ლილე აღარ იქნებოდა ერთადერთი მსხვერპლი,ამიტომაც გადაწყვიტა რომ სიცოცხლის ფასად შეეჩერებინა იგი, მანქანა საკმაოდ სწრაფად მიდიოდა ამიტომაც გადაწყვიტა გეგმა შეესრულებინა
-შენ იცი ახლა სად წავალთ?-უთხრა ირონიულად
-სად ქალბატონო ლილე?-არც მან დააკლო ირონია
-გადაჩეხე მანქანა ფართიზე-უთხრა რულს ხელი ჩაავლო და გადაატრიალა რასაც მათი კივილი და რამდენჯერმე გადაყირავება მოჰყვა.
***
-სად არიან ამდენ ხანს?-გაბრაზებულ-აღელვებული ხმით უთხრა ცოტნემ ეკეს
-რავიცი ამის დ...შ.... რო გჭირდება მაშინ უნდა დააგვიანონ მაინც და მაინც-დაიღრიალა ეკემ და ბიწებიც გამოჩნდნენ
-სად ხართ ბიჭო თქვენ შ...ხ...გ ჰა?-დაუყვირა ეკემ ბიჭები კი უბრალოდ თავჩაღუნულები იდგნენ
-რა იყო ბიჭო რა გჭირთ?-კითხა გაკვირვებულმა ცოტნემ
-აზრი აღარ აქვს-ჩაილაპარაკა ჩუმად ლაზარემ
-რას?-ერთხმად შესძახეს ცოტნემ და ეკემ
ამ დროს კი ალექსამდრემ ტელეფონი ამოიღო myvideo ჩართო და რამდენიმე წუთის წინ ნანახ სიუჟეტზე გადაახვია
"რამდნეიმე წუთის წინ კახეთის გზაზე მოხდა ავარია,მანქანაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ლილე იაშვილი,ახლა ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან და ექიმები ცდილობენ რომელიმეს სიცოცხლე მაინც გადაარჩინონ"გაშეშებულები ისმენდნენ ეკე და ცოტნე სიუჟეტს შემდეგ კი ცოტნე წამოხტა და მანქანისკენ გაიქცა ეკეც უკან გაჰყვა და მანქანის ხმამ მოიცვა მთელი ქუჩა.სავადმყოფოში ერთად შევარდნენ და პერსონალის ძებნა დაიწყეს რათა მდგომარეობა გაეგოთ უცბად რომ ვიღაც გოგონას ნაზი ბავშვური ხმა შემოესმათ
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-კითხა ინტერესით და გაკვირვებულმა გახედა ახლახან შემოტრიალებულ მასზე მიშტერებულ ცოტნეს,რომელიც მისი ხმის გაგონებისას რეალობას დაუბრუნდა
-ლილე იაშვილს ვეძებთ არ იცით საით უნდა წავიდეთ?-კითხა ცოტნემ
-და თქვენ ვინ ხართ?
-ძმა და შეყვარებული-უთხრა სერიოზული სახით ეკემ
-წამობრძანდით-უთხრა წკრიალა ხმით და კიბეებს აუყვა,გოგონამ მესამე სართულზე აიყვანა და მოსაცდელში დასვა,წასვლის წინ კი თქვა
-ძალიან ვწუხვარ იმედია გადარჩება-თქვა და ადგილი დატოვა
ბიჭებიც მალევე შემოვარდნენ სავაადმყოფოში
-როგორ არი?
-რა ხდება?
-გადარჩა?
მიაყარეს კითხვები
-არ ვიცით ჯერ არ გამოსულან-თქვა ცოტნემ და ისევ კარებს გახედა სადაც მისი დის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა.
დილის ოთხი საათი იქნებოდა როცა ექიმი გამოვიდა პალატიდან,შუბლი სულ დაოფლილი ჰქონდა ხელები კი დაღლილობისაგან ჩამოყროდა
-ექიმო როგორ არის?-მივარდა ერეკლე ექიმს
-გადარჩა ყველაფერი რიგზეა დილით შესვლის უფლებას მოგცემთ მაგრამ ჯერ რამდენიმე დღე არამგონია გაიღვიძოს-ექიმის ამ სიტყვებზე ეკემ ხელი ჩამოართვა და მაგრამ მოეხვია
-მადლობა ექიმო მადლობა რომ გადაარჩინეთ თქვენ არ იცით ახლა რამდენი ადამიანი გაახარეთ-უთხრა,გაუღიმა და მეგობრებისკენ წავიდა რომლებიც სიხარულის შეძახილებით ეხვეოდნენ ერთმანეთს,ექიმი კი მათ გაღიმებული უყურებდა.
ცოტნემ ბიჭები სახლში გაუშვა და იქ მხოლოდ ის და ეკე დარჩნენ
-ახლა ისევ ისე იქნება როგორც დანარჩენი ოთხი წელი?-კითხა მოწყენილმა-იმედია ოდესმე მაპატიებ იმ ჩემს სულელურ საქციელს,იცოდე რომ ძალიან ვნანობ და ლილე მართლაც სიგიჟემდე მიყვარს,ძალიან გთხოვ ხომ ვიმსახურებ არა კიდევ ერთ შანსს მხოლოდ ერთს და მეტჯერ აღარასოდეს გაგიცრუვებ იმედებს არც შენ და არც ლილეს
-......
-კარგი როგორც გინდა-ამოიხვნეშა და სკამზე დაჯდა
-მოდი აქ შე დამპალო გნახო ერთი მომენატრე ესე უნდა ძმაკაცების დავიწყება?-უთხრა და გაკვირვებულ ეკეს გაუცინა ახლა ისეთი ბედნიერი იყო რომ ალბათ ნიკოლოზსაც კი აპატიებდა.
-მომენატრე შ...ჩ...-უთხრა გახარებულმა და ცოტნეს მაგრად მოეხვია?ამ დროს ექიმიც გამოვიდა და მათკენ ღიმილით წავიდა
-ჯერ ძინავს მაგრამ შეგიძლიათ შეხვიდეთ-უთხრა ექიმმა
-ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ არ ყოფილიყავით არ ვიცით რა გვეშველებოდა-უთხრა ახლა ცოტნემ
-რისი მადლობა მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი-უთხრა და წავიდა ცოტნე და ეკე კი ოთახისაკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართნენ
***
მეორე დღეს
ლილემ თვალები რომ გაახილა დაინახა მის წინ სავარძელში მჯდომი მძინარე ცოტნე ხოლო საწოლის გვერძე სკამზე მჯდომი ეკე რომელსაც თავი ლილეს ხელზე ჩამოედო და ტკბილად ეძინა,ლილემ იფიქრა ალბათ მესიზმრებაო და წამოდგომა უნდოდა,მაგრამ თავში ძლიერმა ტკივილმა დაუარა და უნებურად წამოიყვირა
-ჯანდაბა
-რა მოხდა?-შეშფოთებული წამოხტა ორივე
-მართლა ცოცხალი ვარ?-გაუკვირდა ლილეს ბიჭებს კი ამაზე გაეღიმათ
-კი მართლა-უთხრა ცოტნემ და დას მეორეხრიდან მოუჯდა
-ესეიგი გეგმამ გაამართლა?-უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა ლილემ
-რა გეგმამ?-თქვა გაკვირვებულმა ეკემ
-....
-ლილე რა გეგმამ?-ხმა გაიკმკაცრა ცოტნემ
-ავარია ჩემი მოწყობილია-თქვა და თავი დახარა
-რაა?შენ ხო არ გაგიჟდი გოგო?სუ გააფრინე ხო?-წამოიყვირა შეშფოთებულმა ცოტნემ
-რა გაჩხუბებს აბა რა მექნა გინდოდა რომ ყველანი მოვმკვდარიყავით ხომ?მერჩივნა მარტო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ის თქვენც შეგხებოდათ იცი რეები მელაპარაკა?წითელი ფართიო და ყელს გსმოგჭრიო იარაღით გესვრიო მათ თვალწინ მოგკლავო და ასე შემდეგ,მერე თქვენ რა ჩემი სიკვდილის მერე ესე უბრალოდ გაუშვებდით?არა და მერე შეილება თქვენც მომკვდარიყავით ამიტომ გთხოვთ ახლა დაიხურა ეს თემა და საერთოდ ელენეს ნახვა მინდა დაურეკეთ და გააგებინეთ რო აქ ვარ და მოვიდეს-ერთ ამოსუნთქვაში მიაყარა ლილემ და გაკვირვებული ენაჩავარდნილი ბიჭებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.ბიჭებსაც მალევე დაატოვებინეს ოთახი და ლილემაც დაძინება გადაწყვიტა.




იმის გამო რომ წინა ძალიან დავაგვიანე დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით დღესაც დავდე ახალი და დიდი თავი იმედია მოგეწონებაათ♡♡♡მიყვარხაართ♡♡♡♡
WLM



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Vaimeee es ra kargi tavii iyooo ra iyoo sasaciloo mara gadachexe mankana partizee bevri vixalisee vgijdebii me am gogozee saertodac cotnezec (komentarshi taviseburad ekvexeba xolme misi saxeli :D) am istotiazec vgijdebi da shenzec martla dzalian momewona es tavi ♥♥♥ romeli ar momwonebia erti :D

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

გავგიჟდი ისე გამიხარდა ცოტნეს და ეკეს შერიგება love ლილეკო რა ჭკვიანი გოგოა(თავდადებული ;დ) love კარგი გოგო ხარ რომ დადე დღესაც love და კიდევ კაი ლილე გადარჩა,თორე... wink wink

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

gvanciko_gvancunia
Vaimeee es ra kargi tavii iyooo ra iyoo sasaciloo mara gadachexe mankana partizee bevri vixalisee vgijdebii me am gogozee saertodac cotnezec (komentarshi taviseburad ekvexeba xolme misi saxeli :D) am istotiazec vgijdebi da shenzec martla dzalian momewona es tavi ♥♥♥ romeli ar momwonebia erti :D

madloba chemo sayvarelo mec vgijdebi shenzee nu es cotnezec mec sul kai mewereba exa da araushaavs :D martla dzaan didiadloba shevecdebi xvalac davdo axali tavii♡♡♡

Lanas Statusebi
გავგიჟდი ისე გამიხარდა ცოტნეს და ეკეს შერიგება love ლილეკო რა ჭკვიანი გოგოა(თავდადებული ;დ) love კარგი გოგო ხარ რომ დადე დღესაც love და კიდევ კაი ლილე გადარჩა,თორე... wink wink

მადლობა დიიდი ძალიან გამახარე შენი კომენტარიით♡კიდე კაი გადავარჩინე და არც არაფერი დავუშავე ისე კი ვფიქრობდი ხო არ დაინვალიდდესთქო მარა ვერ გავიმეტე ვერც ეგ და ვერც თქვეენ♡♡♡შევეცდები ხვალაც დავდო ახალი თავიი♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent