შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს(თავიVII)


5-12-2015, 22:42
ავტორი Lanaa
ნანახია 2 027

დილით როცა გავიღვიძე ალექსანდრეს ჯერ კიდევ ეძინა.. ჩუმად წამოვდექი და პალატიდან გამოვედი. კაფეტერიაში ჩავედი, ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე და გემრიელად შევექეცი. მოგვიანებით ზევით ავედი და ექიმის კაბინეტში შევედი.
-შეიძლება?
-შემოდი ლიზა_ფეხზე წამოდგა და როგორც ყოველთვის ისე გამიღიმა.
-დაჯექი.._მეც უხმოდ დავჯექი და გაბრწყინებული თვალებით შევსცქეროდი.
-სიახლე არის.. რამოდენიმე დღეში გამოვწერთ და ისევ დაუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს. ჯერ კიდევ სუსტადაა. წამლებს გამოგიწერთ, შიეძლება ტკივილები ქონდეს.. ჩემი ნომერიც აუცილებლად ჩაიწერეთ და შემეხმიანეთ. სიარული ჯერ კიდევ არ არის სახარბიელო.. ამიტომ უმჯობესია თუ არ ადგება.. თქვენი იმედი მაქვს ლიზა.
-რათქმაუნდა ყველაფერს გავაკეთებთ ზურა ექიმო..

ერთ კვირაში ალექსანდრე საავადმყოფოდან გამოწერეს. ორივე სპორტულებში ვიყავით გამოწყობილი.. გვიზიდავდა ესეთი ჩაცმულობა და ხალხის ყურადღებაც დავიმსახურეთ. ზურა ექიმთანაც შევიარეთ მადლობა გადავუხადეთ ყველაფრისთვის და ხელგადახვეული, მომღიმარი სახით გამოვედით საავადმყოფოდან. მანქანაში ჩავჯექით.. საჭესთან რათქმაუნდა მე დავჯექი, რაც ალექსანდრეს არც თუ ისე მოეწონა, მაგრამ...

გზაში Shelby-Woman of my mind ჩავრთეთ.. ეს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო. სანდრო წყნარად იჯდა. არცერთი ხმას არ ვიღებდით. ვუსმენდით მუსიკას და ორივე რაღაცაზე ვფიქრობიდით.
-გააჩერე.._მკაცრი ხმით მითხრა და მეც დაყოვნებლივ გავაჩერე მანქანა.
-ცუდად ხო არ ხარ?
-არა საყვარელო არა.. მაღაზიაში გადავალ და მალევე დავბრუნდები_გამიღიმა და კარები დახურა..

15წუთში კარი იღება და ვარდებით ხელში,მომღიმარი ალექსანდრე მხვდება.
-ეს მთელ მსოფლიოში ულამაზეს ადამიანს!!
-სანდროოოოოო_ცრემლები შემერია ხმაში..
-ეხლა არ იტირო_დამცინა და თაიგული უკანა სავარძლებზე გადადო.
მეც გამეცინა და მოწყვეტიტ ვაკოცე ლოყაზე.

სახლში მისულს ანი და ანდრია დაგვხვდნენ ბუშტებით და ტორტით ხელში.
-ეს ჩვენს ვაჟკაც ბიჭს_ხელი ჩამოართვა ანდრიამ სანდროს.
- მეტი დიდი ვერ გაიმეტე?
-შენთვის არც მოგვიტანია.. არ შეიძლება შენთვის ტორტები_ენა გამოუყო ანიმ და სუფრის გაწყობა დაიწყო.
ყველანი სუფრას მივუჯექით და ავღნიშნეთ ალექსანდრეს გამოჯანმრთელება. ჩემი სანდრო დამშეულივით უყურებდა ყველაფერს, ჩვენ კი მის სახეზე გულიანად გავიცინებდით და ერთ ჭიქას ისევ გადავკრავდით.

მე და ანი ოთახში ავედით და ბიჭები მარტო დავტოვეთ.
-ლიზა იცი ვინ შეიძლება ჩამოვიდეს?
-ვინ გოგო ეხლა არ გამაგიჟო..
-არ გაგიჟდე არაა.. იოანე ჩამოდის.
-არ არსებობს.. ვაიმე ანი რა მაგარია გოგო!!
-ხო, მაგრამ..
-არანაერი მაგრამ. ჩამოვა და ყველაფერი მოწყვება აი ნახავ. ანდრიამ გითხრა?
-ხო. ბიჭებს ალექსანდრეს ამბავი გავაგებინე და ჩამოდიანო. მთელი მათი საძმაკაცო მოდის_გულიანად გადავიხარხარე და ანის ჩავეხუტე.

იოანე გელიაშვილი ანის ბავშვობის გატაცებაა. პატარები იყვნენ, როდესაც ერთად დაარბოდნენ და ერთად თამაშობდნენ. იოანემ ბეჭედიც კი აჩუქა, ანის სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა.. ეს ყველაფერი 10წლის წინ იყო.. ეხლა კი ის ბათუმში ცხოვრობდა და თითქმის ყველანაერი ურთიერთობა დაიკარდა. არც ისე ხშირად სტუმრობდა მათ. ერთმანეთი მოწონდათ, მაგრამ როცა წამოიზარდნენ არ ვიცით რა მოხდა. ანის ის დღემდე მოწონს და მისგანაც იგივეს ელის, მაგრამ ამ ყველაფერს ანდრია როგორ გადაიტანს ეგ არის საკითხავი...

11საათი ხდებოდა, როდესაც კარებზე კაკუნი გაისმა და ამ კაკუნს რამოდენიმე წამში შეძახილებიც მოჰყვა. ანი ოთახში დარჩა, მე კი ქვევით ჩავედი და კიბეებზე მიმავალს ხუთი ადამიანის სახე ერთდროულად მომხვდა თვალში.
-ძმებო, აი ესაა ჩემი მომავალი საცოლე, ჩემი პრინცესა_საცოლეს ხსენებაზე ცოტათი დავიბენი და ალექსანდრეს კითხვითი ნიშნის თვალებით შევხედე. მან კი აჩქარებით ჩამომიყვანა კიბეებიდან და მკერდზე მიმიხუტა..
-ვააა ვააა ამას შეხედეთ ერთი.. ესეთმა ლამაზმა გოგომ ეს ჯმუხი როგორ შეიყვარა?!_იკითხა ერთ-ერთმა და მისმა სიტყვებმა ჩემი ღიმილი და ალექსანდრეს მოქნეული მუშტი დაიმსახურა. სათითაოდ ჩამომართვა ხუთივე ბიჭმა ხელი.. აქედან ერთი კი იოანე იყო. ალექსანდრეს მოხვეული ხელი გავაშვებინე და სუფრა თავიდან გავშალე. კერძებიც დავამატე და ყავის მოდუღება დავიწყე.
-ხედავ რა გოგო ყავს ალექსანდრეს?
-გოგო ჯობია გოგო!!_შემომძახა ვიღაცამ და სიცილისგან ცუდად გავხდი.
-რა გაცინებს ნეტა ვიცოდე?_ზურგს უკან სანდროს სუნთქვა ვიგრძენი. წამში შემიცურა მაიკაში ხელები და მასთან მიმაჩოჩა.
-რას აკეთებ.. გამიშვი სირცხვილია!!
-მე არავის მრცხვენია_ეშმაკურად შემომხედა და ამჯერად თმები გადამიწია.
-უსირცხვილო რო იყავი ეგ ადრეც ვიცოდი, მაგრამ ამ დონის არ მეგონე_მეც ეშმაკურად გავხედე და ყავა გამოვრთე.
-გაიწიე ეხლა უნდა გავიტანო და ხელს მიშლი.
-სად მიიპარები რომ მიიპარები?_მალევე ვიგრძენი სასმელის სუნი და საყვედურით მივუბრუნდი..
-სასმელიღა გაკლდა.. მორჩენილი ხარ თავიდან ბოლომდე ხო იცი..
-ერთი,ორი,სამი ჭიქა რას მიზამს ჩემო ლამაზო_ამოვიოხრე, ბიჭებს ყავა მივაწოდე და ალექსანდრეზე გაბრაზებული თვალცმრემლიანი ავედი ოთახში. ანის ეძინა და არც არაფერი მითქვავს მეც გვერდით მოვუწექი. ვერაფრით ვერ დავიძინე.. ცოტახანში კი სანდრომ შემოიხედა ოთახში და მოწყენილი რო დამინახა ლოგინთან მომიჯდა..
-რა გჭირს ჩემო პრინცესა?
-შენი პრინცესა რო ვიყო ეგრე არ მოიქცეოდი..
-ოოოო კარგი ეხლა რას მიტრაკებ სამ ჭიქაზე.
-სამ ჭიქაზე კი არა შენთვის სიარულიც კი არ შეიძლება..
-მე უფრო კარგად ვიცი რა შეიძლება ჩემსთვის და რა არა_დაეწაფა ჩემს ბაგეებს, მაგრამ მალევე გადაავტრიალდი საპირისპირო მხარეს და ანის ავეკარი ზურგზე.
-დაიძინე,დაიძინე შენი ძილის დროა უკვე.
-ესეთ განკარგულებებს როდის მერე იძლევი?_ცრემლები წამომივიდა და ჩაწითლებული თვალებით მივაშტერდი ალექსანდრეს.
-ნუ ტირი ნუ.. ხო იცი სხვას არ ვაპატიებ შენს ცრემლს და ჩემს თავს რა გავუკეთო ლიზა? კარგად ვარ, არაფერი მჭირს და ნუ იდარდებ.. მიყვარხარ და დაიძინე ეხლა_ცრემლიან თვალებზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

დილით შეუძლოდ ვიყავი.. თვალები რომ გავახილე ანი დავინახე ემზადებოდა და სადღაც მიდიოდა..
-სად მიდიხარ?
-ყველა ჩვენთანაა და წავალ რამეს ამოვიტან, თორე ამათ წუწუნს რა გაუძლებს.
-გაგყვები არ გინდა?_ანიმ თავი გააქნია და ოთახიდან გახარებული გავიდა. რაღაც ძაან საეჭვოდ მომეჩვენა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც გადავბრუნდი და დავიძინე.. ტელეფონის ხმამ გამაღვიძა და ბუზღუნით დავსტაცე ტელეფონს ხელი.
-გისმენთ
-ლიზუ დედა რაშვები?
-ვაიმე ჩემო სიცოცხლე.. დედა როგორ მომენატრე_წამში გამოვფხიზლდი და გული სიყვარულით ამევსო.
-მეც ჩემო ძვირფასო.. მე და მამაშენი საქართველოში დაბრუნებას ვაპირებთ და ერთი სული გვაქვს როდის გნახავთ..
-როგორ გამახარეთ ვერ წარმოიდგენთ.. გელოდებით სულმოუთქმელად.
-დედა სწავლის საქმეები როგორ მიდის?
-ყველაფერი კარგადაა.. გამოცდებსაც მალე მოვიშორებ და დავისვენებ..
-კარგი ჩემო ლამაზო.. აბა წავედით და მოკითხვები ყველას.

დედის ტკბილი ხმის გაგონება ისე გამიხარდა, როგორც არასდროს. უაზროდ მენატრებოდა დედა და მამა, მალე კი მათი ნახვის სურვილიც ამოსრულდებოდა.. ლოგინიდან წამოვდექი და მოწესრიგება დავიწყე. ქვევით ჩასულს ბიჭები დამხვდნენ..
-დილამშვიდობისა ალექსანდრეს პრინცესავ_ერთხმად მითხრა ყველამ..
-დილამშვიდობისა ბიჭებო_თბილად გავუღიმე და მათთან დავჯექი.
-ალექსანდრე სად არის?
-რაღაც საქმეზე არის გასული_მიპასუხა ლაშამ.
-ექიმმა არ იაროსო.. ამ ბიჭს ხო არაფერი არ ესმის_ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი.
-ყავას არ დალევთ?_თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დამიქნია.. მეც მხიარულად დავიწყე ყავის მომზადება ამასობაში კი ალექსანდრეც მოვიდა.
-გამარჯობა ლიზა_ცივად მომესალმა და ნაცხვარი გაიქანა პირისკენ..
-გამარჯობა_არც შევტრიალებულვარ ისე გავეცი პასუხი და ბიჭებთან დავბრუნდი.

მთელი დღე ხმა არ გაუცია ალექსანდრეს ჩემთვის. რაღაც უაზროდ იქცეოდა. თითქოს ამ ერთ დღეში შეიცვალაო. ეს არ იყო ისეთი ალექსანდრე, როგორსაც ვიცნობდი. მთელი დღე ტელევიზორთან იყო მიმჯდარი და თვალს არ აშორებდა. ბიჭები გარეთ გავიდნენ, სანდრო კი არ გაყვა მათ. სახლში მხოლოდ მე და ის ვიყავით და თითქმის მთელი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოვსულვარ.. ანიც სად დაიკარგა??_ვფიქრობდი ჩემთვის და გაბრაზებას ვერ ვმალავდი.. ბოლოს ნერვები ძალიან მომეშალა ალექსანდრეს ესეთ საქციელზე.. სპორტულები ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი. ალექსანდრე ისევ ტელევიზორს უყურებდა.. სამზარეულოში შევედი, მაცივრიდან შოკოლადის ჯემი გამოვიღე და ჭამა დავიწყე.. ცოფებს ვყრიდი. მინდოდა ერთი მაგრად დამერტყა თავში ბალიში, მაგრამ... ჭამა დავასრულე და კედები ამოვიცვი.
-სად მიბრძანდები ქალბატონო?_არც კი შემოუხედავს..
-ვთხოვდები_ფოტოაპარატისთვის ავედი ოთახში და ჩამოსულს ისევ ტელევიზორთან მიმჯდარი დამხვდა... კარებთან მივედი და...
-სად არის გასაღები?
-არ ვიცი
-სანდრო სად არის გასაღები?
-მომშივდა და მგონი შემომეჭამა.
-ეხლავე მომეცი გასაღები უნდა წავიდე..
-გათხოვება მოიცდის.
-ოდესმე ამიხსნი რატო მოქმედებ ჩემს ნერვებზე? რატო გეშინია რო ვიღაც ჩემს თავს წაგართმევს? რატო არ გინდა რო ყველაფერი მომიყვე? რატო რატო და რატო?
-ლიზააა მშიიიიააა
-იდიოტი ადექი და ჭამე_დავუბღვირე და გასაღების ძებნა დავიწყე..

სად არ ვეძებე, მაგრამ ვერსად ვიპოვე. დაქანცული და იმედგაცრუებული ავედი ოთახში. ალექსანდრეს კი გემრიელად ვუთავაზე თავში ბალიში..

ოთახში ასულს, რადგან ანისთან ვიყავი ,,გადმოსახლებული“ წიგნებიც აქ მქონდა და საგამოცდო საკითხებს ჩავუჯექი. გადავწყვიტე ორშაბათს სკოლაში გამესეირნა, ამიტომ სახლში წასვლაც დამჭირდებოდა. ოღონდ ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გასაღები თავის ადგილს დაუბრუნდებოდა.
-ლიზა სადაა?_ქვევიდან შემომესმა ანის ხმა და დაველოდე მის ამოსვლას.
ჩემმა გიჟმა დაქალმა კარგი კი არ გააღო არამედ შემოგლიჯა..
-გოგო რაშვები აქ მთელი დღე?
-ოჰ ქალბატონო.. სად გაქრი? დილის შემდეგ არ გამოჩენილხარ...
-რავი ვსეირნობდით
-თ?
-ხო გოგო მე და იოანე.. ღამე მომწერა რო ძალიან მომენატრეო და უნდა ვილაპარაკოთო და დილით სკვერში შემხვდიო. მეც წავედი და ამ დრომდე ვსეირნობდით. მითხრა მომწონხარო და ისიც მითხრა რო ამ დღეებში ანდრიას აუცილებლად დაველაპარაკებიო. ხმა ვერ მოავიღე ან რა უნდა მეთქვა სიგიჟემდე მომწონდა..
-ვაიმე ჩემო სულელო მოდი ჩამეხუტე_გამოექანა და ისე ტკბილად ჩამეხუტა, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე.
-ეხლა მომიყევი ალექსანდრეს რა ჭირს..
-არც მე ვიცი ანი. გუშინ გავუბრაზდი, ნასვამი იყო და ცოტა უაზროდ მელაპარაკებოდა. ოთახშიც ამოვიდა, როცა შენ გეძინა და მელაპარაკებოდა. დილით სახლში არ იყო და რო მოვიდა მხოლოდ გამარჯობა მითხრა. მთელი დღე ტელევიზორს უყურებს და ხმას არ მცემს. გარეთ მინდოდა გასვლა და რო მკითხა სად მიდიხარო ვთხოვდები თქო და გარეთ გასვლა მონაგონი დამირჩა. გასაღები დამიმალა და სახლში გამომამწყვდია._ანი სიცილით კვდებოდა.
-ეჰ ლიზა ლიზა.. ხო იცი რო არ უყვარს ალექსანდრეს ეგეთი პასუხები და კარგად იცი რო ძალიან უყვარხარ და შენზე ზრუნავს. მეც რო დავაკაკუნე 10წუთი მალოდინა, შიგნიდან მიძახოდა გასაღები ვერ ვპოვეო. ბოლოს როგორ იქნა შემომიშვა და შევამჩნიე, რომ ძალიან კარგ ხასიათზე იყო.

ამ დროს სანდრომ შემოიხედა ოთახში და მითხრა ქვევით ჩამოდიო. მეც ჩავედი და როცა მანიშნა გვერდით მივუჯექი. ძალიან დაძაბული ვიჯექი, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ვხვდებოდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერაფერს მეუბნებოდა ან უბრალოდ ვერ ბედავდა თქმას.
-ჩაიცვი, წავედით..!
-სად?
-სადმე, მაგას რა აზრი აქვს?!

მანქანაში ჩავჯექი. ამჯერად ალექსანდრე იჯდა საჭესთან. სიმღერების ხმაში ვერ ზომავდა, თუ როგორი სისწრაფით დაყავდა მანქანა,თავი მინას მივადე და თვალები დავხუჭე. ჩამეძინა... ვგრძნობდი, როგორ უნელებდა სიჩქარეს და გულიც დამიმშვიდდა. ალექსანდრეს შეხებამ გამომაფხიზლა და ცოტა გავჭირვეულდი.
-ნუ მიბრაზდები საყვარელო..დაიძინე_ნახევრად მძინარეს წამოდგომა არ მინდოდა. მან ხელში ამიყვანა, სახლში შემიყვანა და დილით სულ სხვა გარემოს რომ მოვავლე თვალი შევკრთი, მაგრამ გვერდზე მწოლი ალექსანდრე რო დავინახე დავმშვიდდი.
-გაიღვიძე ძილისგუდა.
-მმმ დაიცა რაა.
-ადექი მშია_წუწუნით მივკარი ხელი და პლედი გადავაძვრე, რასაც მისი ყვირილი მოჰყვა.
-მცივა გოგო რას მიშვები?_წელს ზემოთ შიშველი ალექსანდრე გაკვირვებით მიყურებდა. უცებ მზერა მის შიშველ ტანზე გადავიტანე.. მისი შრამი რომ დავინახე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-არაფერია!!-ჩაილაპარაკა მან და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. წყნეთში ვიყავით. ხშირად მელაპარაკებოდა ამ ადგილზე. ამ სახლში ბავშვობის ნახევარი წელი ჰქონდა გატარებული. ზაფხულობით მის ოჯახთან ერთად ისვენებდა და დამპირდა აუცილებლად წაგიყვან და დაგათვალიერებინებ იქაურობასო. ესეც მისი პირობა_მეც წამოვდექი და გვერდით ლამაზად მიწყობილი ტანსაცმელი გადავიცვი.

სამზარეულოს ადვილად მივაგენი და საუზმეს გემრიელად შევექეცით ორივე.
-აქ რამოდენიმე დღე დავრჩეთ.._მეც მხიარულად დავუქნიე თავი და შოკოლადიანი პეჩენია ჩავკბიჩე.
-რა გავაკეთოთ მთელი დღე?
-თუ გინდა ფილმებს ვუყუროთ..

ფილმიც მოვძებნეთ, კარგად მოვკალათდით და მთელი ინტერესით დავიწყეთ ყურება. სამ ფილმს მაინც ვუყურეთ მთელი დღეს განმავლობაში, ბოლოს კი მომბეზრდა და როგორც ძალიან ეგოისტი ადამიანი მივედი და ფილმი გამოვრთე.. შემდეგ კი ალექსანდრეს კალთაში მოვთავსთდი და გაუთავებლად დავიწყე ნუტელას ჭამა.
-ღორო მე არ უნდა მაჭამო?_შოკოლადით გამოტენილ ლოყებზე ხელი მომიჭირა და საკოცნელად მოიწია.
-არ გეკუთვნის, ეს მარტო ჩემია..

ალექსანდრე წამოდგა და ჩემზე ორჯერ დიდი ნუტელათი დაბრუნდა. თვალები შუბლზე ამივიდა და წართმევა დავუწყე. ის კი სიცილით კვდებოდა, მაგრამ ცოცხალი თავით ხელს არ უშვებდა...

ალექსანდრემ ნუტელა “გააფუჭა...“ სარკეში შოკოლადში ამოთხაპნილი როგორც სანდრომ თქვა ,,მისის და მისტერ ონიანები“ იდგნენ. შემდეგ კი ორი ესეთი დებილი ადამიანი აბაზანაში ერთმანეთს ნუტელას წმენდდა.. ესე სახალისოდ ჩაიარა ორიოდე დღემ. სახლში დაბრუნებას ვაპირებდით და ორივემ ერთად დავიწყეთ სახლის დალაგება. მე ვალაგებდი, სანდროც “ალაგებდა“-მისი ჭკუით. ესეთი ბუზღუნა ადამიანი ჯერ არ შემხვედრია.. ყველაფერი თავიდან გასაკეთებელი იყო. რატო? იმიტომ რომ სახლში ალექსანდრე ონიანი იმყოფებოდა. ფქვილით თამაშიც რამ მოაფიქრა.. მოკლეთ როგორც უკვე ვთქვი სახლში 2წლის ბავშვი დარბის.
ტელეფონი აწკრიალდა..
-გისმენ_გაისმა სანდროს ცივი ხმა კედლებს მიღმა.
-კი მაგრამ რატო?
-არა არა!! ჩაკს გადაეცი რამოდენიმე დღეში მანდ ვიქნები_ტელეფონი გათიშა, ჩემთან მოვიდა და წელზე შემომხვია ხელი:
-რა ხდება? ვინ დაგირეკა?
-კომპანიასთან დაკავშირებით პრობლემებია, მამაჩემი დაიჭირეს და კაროჩე..
-აღარ წავიდეთ_თავი ჩემს თმებში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა სურნელი.
-წავიდეთ..

მანქანაში როგორც ყოველთვის მეძინა, რადგან მგზავრობის დროს სულ ვიღლებოდი და ამას ემატებოდა თავის ტკივილიც, ამიტომ დაძინება ვამჯობინე და ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე გამეღვიძა.
-სანდრო ჩემთან წავიდეთ, ხვალ სკოლაში ვაპირებ წასვლას._უსიტყვოდ დამთანხმდა.. მეც შედარებით გამოსასვლელი ტანსაცმელები წამოვიღე და ანისთან დავბრუნდით.

შესვლისთანავე ყველამ გამოგვხედა. სახლში უკლებლივ ყველა იყო.
-რა იყო ჩემო ძმაო გაპარვა გადაწყვიტეთ?_იოანემ წამოიძახა და ყველა აყვა..
-ხო რა იყო რამდენი გვანერვიულეთ?_ანიმაც არ დააკლო..
ჩვენ კი ღიმილიანი საახეებით ვუყურებდით მათ და თავს ვაქნევდით. შევამჩნიე იოანე და ანი როგორ უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს თვალებს და ანის ვანიშნე ოთახში ამომყოლოდა.
-სად იყავით თქვე საყვარლებო?
-წყნეთში.. იოანეზე რა ხდება? რაღაც არ მომეწონა ისე უყურებდით ერთმანეთს_ანი გაწითლდა.
-ანდრიას ელაპარაკა, ანდრიამაც უსიტყვოთ გაუგო და რაღაცეები ილაპარაკეს.. ერთმანეთი მოგვწონს ან მოწონებაზე მეტს ვგრძნობთ.
-ჩემი შეყვარებული გოგო აჰაჰა_როგორც ყოველთვის ჩავეხუტე..
-აბა ეხლა მითხარი ხვალ სკოლაში მივდივარ და შენც ხო მოდიხარ?
-კარგი წავიდეთ, სხვა საქმე მაინც არ გვაქვს_გაიცინა და პაულო კოელიოს 11წუთი გადაშალა.

მე დროებით ინტერნეტში შევედი, ჩემი და ალექსანდრეს ფოტო ავტვირთე.. შემდეგ დევდარიანის ესემესს გავეცი პასუხი, რომელიც მოკითხვის შინაარსით იყო და მალევე გამოვედი, არ მინდოდა დევდარიანთან ზედმეტი ურთიერთობა...
ანის გვერდით მივუწექი და ფოტოების დათვალიერება დავიწყეთ. ანი აღტაცებას ვერ მალავდა. სულ იმას მეუბნებოდა რა საყვარლები ხართო, მეც მინდა ეგრეო, რაზეც გულიანად ვიცინოდით.

ალექსანდრეს საუბარი ბიჭებთან:
-ბიჭო ერთი პრობლემა მაქვს რა.. ერთი არა მეორეც მაქვს.
-რა ხდება?
-მამაჩემი დაიჭირეს ბიჭო.. ბიზნესის საქმე რაღაც ვერააო და ამერიკაში მიწევს წასვლა.
-კაი ღადაობ?? ირაკლი როგორ დაიჭირეს ეე? ან რა ერთი წელი ლიზუს ხო არ დატოვებ ბიჭო?_აღელვებული ლაპარაკობდა გიორგი(ერთ-ერთი ძმაკაცი)
-შენ რო აქ ლიზა დატოვო ჩათვალე, რომ დევდარიანმა აგახია და ვერასდროს ვერ ნახავ_იოანემაც გამოთქვა საკუთარი აზრი.
-ოე ოე ნუ მგრუზავთ რა იყო?! ძაან მიჭირს ამის გაკეთება. ვერ წავიყვან სკოლა უნდა დაამთავროს ბიჭო.. ცხოვრებას ვერ დაუნგრევ, უნდა ისწავლოს.. მერე მამამის რა ვუთხრა.. არა არა ლიზა თბილისში რჩება და აი მე რაღა გავაკეთო ეგ არ ვიცი რა_ნერვიულად გადაისვა გადაპასხულ თავზე ხელი ალექსანდრემ.
-ერთი წელი ძალიან ბევრია ძმაო..ლიზა ვერ გაძლებს და დემეტრეც არ გაუშვებს ამ შანსს ხელიდან..
-დემეტრე ეხლა ფეხმოტეხილი წევს საავადმყოფოში და გაქანებული ტვინის შერყევა აქვს და კიდევ უფრო ნუ გადამრევთ.._სიგარეტს მოუკიდა სანდრომ.
-მაშინ დაებაზრე და უთხარი რო მალე ჩამოხვალ და შენც ეცადე, თორე ცოდოა რა ხო ხვდები.. ბაზარი არაა მე მივაქცევ ყურადღებას და იოანეც აქ რჩება, მაგრამ მას შენ სჭირდები და 18წლის გოგო როგორღა გავაკონტროლო.. სახლში ხო არ გამოვკეტავ რა_ანდრიამაც მოუკიდა სიგარეტს.
-დაველაპარაკები დილით.. საღამოს უნდა ჩავფრინდე, თორე მამაჩემსაც მაგარი ერხევა და მერე ჩემს ბიზნესსაც.. და ლიზას ცოლად რომ მოვიყვან გატყავებული ხო არ ვიქნები ამის დედა ვატირე რა..
-ლიზაზე არ იდარდო, არაფერს არ მოვაკლებთ ხო იცი_მუხლზე ხელი დაარტყა იოანემ.

ნაღვლიანი,შავი თვალებისმქონე ალექსანდრე ფეხზე წამოდგა.. ლიზა ოთახიდან გამოიყვანა და წავიდნენ..
წავიდნენ?
სად?
მაგას განა აზრი აქვს? მთავარია ერთად.. უსასრულობაში...

ღამის პირველ საათზე გზას მხოლოდ მთვარის შუქი და ალაგ-ალაგ ანთებული ლამპიონები ანათებდნენ.. სახლიდან არცთუისე შორს ვიყავით.. ცივი ქარი სახეს გვიკოცნიდა და რამოდენიმეჯერ მთელ ტანში გამაჟრჟოლა კიდეც. ხელჩაკიდებული მივუყვებოდით გზას, ხმას კი არცერთი არ ვიღებდნით. ბოლოს სიჩუმე ალექსანდრეს ბოხმა ხმამ დაარღვია...
-მიყვარხარ!!
-რაა?
-მიყვარხარ..
-მეც_მხარზე თავი დავადე და ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ცხელი ტუჩები ჩემს თვალებს.
-ვიცი რომ რაღაცის თქმა გინდა სანდრო..
-მინდა.. მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა. მე მეშინია შენი დაკარგვის...
-მეც_ჩავახველე!!
-იცი როგორ მიყვარხარ? როგორც არავის არასდროს არავინ არ ჰყვარებია.. იცი როგორ მჭირდები? როგორც თბილი ტანსაცმელი დეკემბრის თოვლში და ისე როგორც ღამის თბილისს ლამპოინი.. მე არ შემიძლია უშენოდ.. უბრალოდ ვერ გავძლებ. შენით ვცოცხლობ, შენით ვსუნთქავ, შენით მიხარია ცხოვრება.. წლებია ამაზე ვოცნებობდი და ამიხდა ეს ოცნება.. შენთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი მიყვარს.. ქალბატონო მე თქვენს მეტი ვინ გამაჩნია? არავინ... ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხია. ,,და მერე მთვარის შუქზე ჩვენ ვიცეკვებთ ტანგოს.. და ამ ამბავს ჩვენ მოვუყვებით ყველა გამგონს, ყველა დროს, ყველა ეპოქას და მთელ სამყაროს და რომ არ გაიბზაროს უკვდავებამ არ დაგღალოს..“
-მე მოგიტან წყალს.._ამოვიკრუსუნე და ხელები თვალებზე მივიფარე.
-მე მოგიტან წყალს!!_გაიმეორა სანდრომ და ჩემსკენ შემობრუნდა.. გული ამოვარდნას მქონდა.. მივედი და ჩავეხუტე.. ჩავეხუტე ესე უსასრულოდ... თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა და ეს, მხოლოდ ეს იყო მთავარი. სამყაროს ხო მხოლოდ სიყვარული მართავს.. ხელგადახვეული დავუბრუნდით თბილ ოთახს და იქვე მდგარ სავარძელში ჩახუტებულებს ჩაგვეძინა..
-ჩემო სიყვარულო გაიღვიძე_მომესმა ალექსანდრეს ხმა და კოცნის შემდეგ ტანში ჯრუანტელმა დამიარა.
-აუუ მეძინება..
-სკოლაში უნდა წახვიდე, ადექი.._მეც ზანტად წამოვდექი და მოწესრიგებას შევუდექი. ანიც გავაღვიძე და სამზარეულოში ერთად შევედით. სანდროს ყავა უკვე გამზადებული ქონდა და სპორტულებში გამოწყობილი მე და ანის საინტერესოდ გვაკვირდებოდა.
-ვაა ვა რა ბიჭი მყავს_ხელი დავუქნიე და ყავა მოვსვი.
-ენა ხო არ დაგეწვა ჩემო სიხარულო?_ჩემს სახეს როდესაც შეხედა წამიგველა..
-კიი_ამოვიკნავლე და ანის გავხედე,რომელიც ლამისაა ყავას გამოასხამდა სიცილისგან.
10წუთიანი ღლაბუციც დავასრულეთ და სახლიდან გამოვედით. ალექსანდრეს მივყავდით სკოლაში და დამიბარა სკოლის მერეც მე გამოგივლიო... ანის კი სხვა საქმეები ჰქონდა..ოხ ეს იოანე აჰაჰ_გავიფიქრე გულში და მანქანიდან გადმოვედით.

გაკვეთილები თვალის დახამხამებაში გავიდა და სკოლიდან გამოსულს დევდარიანი შემხვდა.
-ლიზა ქალბატონო_ხელი დამიქნია..
-გამარჯობა დემეტრე..
-როგორ ხარ?
-მადლობ კარგად.. რა გჭირს?_მის ფეხზე გადავიტანე ყურადღება,რის გამოც ყავარჯენით დადიოდა..
-არაფერი ისეთი_გამიღიმა, ხელი თმაზე შემდეგ კი სახეზე ჩამომისვა და წავიდა.. ცოტა არ იყოს მისმა ამგვარმა საქციელმა გამაკვირვა..
გარეთ გასულს ანი და იოანე შემხვდა.. ალექსანდრე კი მანქანათან იდგა და სიგარეტს ეწეოდა... სკოლის გოგოებს თვალები მოწყდა ისე აკვირდებოდნენ.. სკოლის საფეხურზე მდგარი მარიამიი(პარალელური კლასელი)გამალებით აკვირდებოდა და ჩვენსკენ მომავალი ალექსანდრე რო შენიშნა კინაღამ შოკში ჩავარდა, მაგრამ ორმაგი შოკი მაშინ მიიღო როდესაც სანდრომ წელზე ხელი მომკიდა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში.. მე კიდე გავწითლდი და მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.
-რა დებილი გოგოები გყოლია სკოლაში.._სიცილით მითხრა მან..
-ხო ყველა ჩემნაერი ჭკვიანი კი არაა.._სარკეში ჩავიხედე და ტუჩსაცხის ერთი ფენა კიდევ გადავისვი.
-ხო შენ ერთადერთი ხარ_წითელ ტუჩსაცხს გემო გაუსინჯა და მანქანა ადგილს მოსწყდა..
-სად მივდივართ?_მან ნერვიულად გააქანა თავი და ჩემი კითხვა ერთხანს უპასუხოდ დატოვა, შემდეგ კი მითხრა..
-ბილეთი უნდა ვიყიდო, დღეს ღამე მივფრინავ.._ხმა არ ამომიღია ისე შევბრუნდი მინისკენ და ცრემლებს გასაქანი მივეცი..

ვიყიდეთ ბილეთი და იქვე ახლოს მდებარე კაფეში შევედით.
-რას შეჭამ?
-არაფერს..
-როგორ თუ არაფერს.. სკოლიდან ახალგამოსული ხარ, დილით კი თითქმის არაფერი გიჭამია.
-ყავას დავლევ_ისევ ეს ცრემლები..
-ლიზა მომისმინე.. ეხლავე აგიხსნი ყველაფერს...
-არ არის საჭირო, უკვე ყველაფერი ნათელია.
-მომისმინე თქო_ძარღვები დაეჭიმა.. მალევე დამშვიდდა და სიგარეტს მოუკიდა.
-მამაჩემი დაიჭირეს.. ბიზნესის საქმეც წასულია. საქართველოდან აჩალიჩებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ეჭვი მაინც არ მაქვს არავიზე ჯერჯერობით.. ჩემი იქ ჩასვლა აუცილებელია ლიზა.. ხო იცი რომ ძალიან მიჭირს შენი დატოვება.. ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს ეს ხარ შენ!! ყველაფერს მირჩევნიხარ ხო იცი.. ჩემთვის ეს ყველაფერი ისედაც ძნელი გადასატნია და გთხოვ ჭკვიანად იყავი. იოანე აქ რჩება, ანდრიაც აქ იქნება და ყურადღება არავისგან არ მოგაკლდება. ყველანაერად შევეცდები მალე მოვაგვარო ყველაფერი და ჩამოვიდე.. ჩამოვიდე და მერე რაც მოხდება მე ვიცი!!
-რამდენი ხნით მიდიხარ?_გულში ვიმეორებდი ოღონდ რამოდენიმე თვით თქო,მაგრამ..
-ერთი წლით ალბათ_თავი ჩავხარე და იმედგადაწურული ერთ წერტილს მივაშტერდი. ალექსანდრე წამოდგა, თანხა გადაიხადა და კაფედან გამიყვანა.. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გულში ჩამიკრა.. გული გამალებით უცემდა... ორივე რაღაცაზე ვნერვიულობდით.. ორივეს ერთმანეთის დაკარგვის გვეშინოდა.. მაგრამ რატო უნდა დაგვეკარგა ერთმანეთი? იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში აუცილებლად ჩადგებოდა და ეს ადამიანი დემეტრე დევდარიანი იყო..

საღამოს 9საათიც მალე მოვიდა. სანდროს ჩემოდნის ჩალაგებაში ვეხმარებოდი და თან ჩემს უამრავ ცრემლსაც ვატანდი.. მიჭირდა ტკივილამდე მისი გაშვება, მაგრამ იმ იმედით ვიყავი, რომ ისევ დაბრუნდებოდა...
-რას შვები საყვარელო?
-ჩემოდანს ვალაგებ...
-ეჰ ჩემო პრინცესავ მომენატრები_ცრემლის დიდი გუდა გადავყლაპე და ჩავეხუტე..
ოთახში ანი შემოვიდა: -წასვლის დროა სანდრო..
-წავედით_ხელი წელზე მომხვია და ოთახიდან გამოვედით..
ქვევით ჩავედით, ალექსანდრემ იოანე და ანდრია გვერდით გაიყვანა და კარგა ხანს ელაპარაკებოდა.. შემდეგ ყველას სათითაოდ გადაეხვია. მე ანი იოანე და ანდრია კი ვაცილებდით და მანქანაში ჩავჯექით. მე და სანდრო უკან ვიჯექით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. ხელზე ცრემლი რო დაეწვეთა თვალები დამიკოცნა და ისევ მაგრად მომეხვია..

ალექსანდრეს ნაამბობი:
აეროპორტშიც მოვედით.. ვგრძნობდი როგორ გამალებით უცემდა ლიზას გული. მის სახეს რომ ვუყურებდი გულისცემა მინელდებოდა.. ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ლიზას საქართველოში დატოვება იყო. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, მაგრამ აღარ დავუშვებდი, რომ ის კიდევ ერთხელ დამეკარგა..

დადგა დრო გამომშვიდობების. გაფრენამდე რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი. მაგრამ... მიჭირს.. ტკივილამდე.. მის სევდიან სახეს რომ ვუყურებ სიკვდილი მინდება. ის ჩემს გამო იტანჯება, მას ჩემს გამო ტკივა.. ეს ტკივილი კი გაუსაძლისია...

ვეხუტები.. ვეხუტები.. ვეხუტები.. უსასრულოდ!! თვალწინ გადამირბინა ყველა იმ წუთმა, რომელიც აქამდე მასთან ერთად გავატარე. აი ისევ ვეხუტები.. ისევ.. უსასრულოდ!!
უ ს ა ს რ უ ლ ო დ!!! აღარაფერია სათქმელი. ვეხუტები ისე, თითქოს მომავალ წელს აღარ მეყოლება, თითქოს ამ წუთებს ვეღარ დავიბრუნებ, თითქოს ეს ყველაფერი აღარ დაბრუნდება..
-წასვლის დროა_ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა ანიმ და ერთმანეთს მოგვაშორა..
ლიზა ტირის უსასრულოდ.. მისი ცრემლები კი გულს მტკენს.
-ლიზა.. გაუშვი, უნდა წავიდეს_ისევ ამოიკრუსუნა ანიმ.
მეხუტება.. თანდათან ვგრძნობ როგორ მცილდება მისი სხეული. ტირის.. ტირის... ბოლო წუთებია, მას კი ისე ტკივა, როგორც არასდროს.
-მიყვარხარ_ბოხი ხმით დავილაპარაკე და სახეზე ხელი მოვისვი..
- ოდესმე დაბრუნდები ?
- აუცილებლად
- და თუ დაბრუნდები , აქ მოხვალ ?
- ხო..
მან ნაზად გაიღიმა, ეს იყო უსასრულო, მხოლოდ თვალებით გაღიმება, ისე რომ მისი სახე თითქმის არ შეცვლილა, თითქოს შიგნიდან განათდაო..

საყვარელი ადამიანიც თვალს მიეფარა.. მე კი ავფრინდი ღრუბლებში და გასაქანი მივეცი მონატრებას..



№1 სტუმარი ucnobi

Amat dzlivs gamouswordat urtiertoba da isev dashorden, ar minda rom daishalos es wyvili.

 


№2  offline წევრი Lanaa

ucnobi
Amat dzlivs gamouswordat urtiertoba da isev dashorden, ar minda rom daishalos es wyvili.

ვნახოთ ვნახოთ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent