შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ის აღმოვაჩინე [6]


5-12-2015, 22:58
ნანახია 2 036

ოთახში ყველაფერი დალეწული იყო, იქვე სავარძელში კი ერთ-ერთი სტუდენტი იჯდა,თაკო.
-გოგო რა გინდოდა ერეკლესთან? ტინოთემ ერეკლეს ოთახშიც შემოიხედა სულ შემთხვევით,გეძებდა სად იყავი და იქ რომ დაგინახათ ჩახუტებულები გამწარებული გამოვარდა და ყველაფერი დალეწა რაც ოთახში იყო!-მთელი ემოციებით ლაპარაკობდა გოგონა და ხელებს აქეთ იქით იქნევდა.ბარბარე კი გაშტერებული იდგა ერთ ადგილას და მონაყოლს შოკურ მდგომარეობაში მყოფი უსმენდა.- ბოლოს ვერაფერი რომ ვეღარ იპოვა, ფანჯარა ჩატეხა!- ამის გაგონებაზე გოგონას სიცილი აუტყდა. ესიამოვნა რომ შეძლო ამ საზიზღარი ბიჭის ნერვების მოშლა,ნუ ცოტა გადამეტებული დოზით მაგრამ მაინც. ვითომც არაფერიო ისე აიჩეჩა მხრები და ღიმილით ჩაალაგა ტანსაცმელი ჩემოდანში. ძლივს-ძლივობით დაახურა თავი და გეგას ოთახში გაიტანა.
ტიმოთე მთელი დღე არ გამოჩენილა. ლიკაჩო ბავშვებს მოსვენებას არ აძლევდა,წინ და უკან დადიოდა და ხან ვის ეკითხებოდა ტიმოთეს ადგილსამყოფელს და ხან ვის,მაგრამ არავინ არაფერი არ იცოდა.
ცოტახანში ერეკლემაც დაუბარა ბარბარეს რომ საქმე გამოუჩნდა და ისიც წავიდა.მთელი დღე ვერაფერი აკეთა ბავშვებთან,ბოლოს უაზრობით დაღლილმა გადაწყვიტა ოთახში ასულიყო და დაეძინა.კიბეზე ადიოდა როდესაც შემოსასვლელი რკინის კარი ხმაურით გაიღო. გოგონა კიბის ბოლო საფეხურზე გაჩერდა და ნელა მოტრიალდა და როდესაც კარში მდგომი ერეკლე და ტიმოთე ერთად დაინახა ნერწყვი მძიმედ გადასცდა.არ ეგონა რომ ერთად იყვნენ წასულები,ყველა ფიქრი აეშალა ტვინში და ისიც კი დაუშვა რომ შეიძლებოდა ერეკლეს ტიმოთესთვის ყველაფერი მოეყოლა რასაც კი გოგონა უყვებოდა.
ერეკლემ გოგონას დანახვისას ჩაიღიმა და მისკენ დაიძრა.
-პატარავ დღეს ჩემი ძმაკაცი ჩამოდის და ტეხავს სხვა ოთახში რომ დავაწვინო.შენ არ გაგიტყდეს რა! ტიმოთეს ველაპარაკე და აღარ გაგაბრაზებს.-ხელ გადახვეული ელაპარაკებოდა,დრო და დრო თავზე კოცნიდა.
ერეკლემ კულტურულად "გამოაგდო" ბარბარე თავისი ოთახიდან. გოგონა ოთახში როდესაც შევიდა ტიმოთე სააბაზანოში დახვდა.გოგონამაც ისარგებლა ამ მომენტით ისარგებლა.სწრაფად გამოიცვალა და ლოგინში შეწვა.ძილი არაფრის დიდებით არ მიეკარა.ცოტახანში აბაზანის კარის ხმაც გაისმა,გოგონა აღარ გატოკებულა,დაელოდა მოვლენების განვითარებას.მამაკაცმა ემბრიონის ფორმაში მწოლიარე გოგონას დანახვისას ხმით ჩაიცინა ,საბანი ასწია და მძიემედ დაებერტყა ბალიშზე.
-შეგიძლია გადმობრუნდე?-შეეკითხა მამაკაცმა და თავის ოდნავი მოძრაობით გადახედა კუთხეში მოკუნტულ და გადაბრუნებულ გოგონას.
-რა გინდა?-ამოიტირა გოგონამ და ოდნავ მოატრიალა თავი.
-ეეე!შენ რა ყველაფერზე ტირი!მოდი აქ!-ერთი ხელის მოსმით მისწია მისკენ და მკლავები მძლავრად შემოჰხვია-ან ეხლა რა გატირებს,ან დილას რა გატირებდა?შეგიძლია ამიხსნა?!-დაიღრინა და ცრემლები ცერა თითით მოწმინდა.
-შენ მატირებ!-ამოიბუტბუტა და მაიკაზე მძლავრად ჩაებღაუჭა.
-კაი რა!მე როგორ გატირებ?!-გაიკვირვა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაუყარა.
-როგორ და როგორც ნივთს ისე მექცევი,ღამე მეხუტები,დილას მტოვებ და ლიკაჩოსთან მიდიხარ,მერე ისევ მეხუტები.ვეღარ გავოგე რა გინდა!-მკაცრად ამოილაპარაკა და ბოლოს ისევ გადმოყარა ცრემლები.მამაკაცს მოსწონდა გოგონას აცრემლებული თვალების ყურება.ბევრს ხალისობდა მის ბავშვურ საქციელებზე და გამოხტომებზე.
-მოდი ეხლა გეტყვი რაღაცას და დაიმახსოვრე ხო?-გოგონამ გაბუსხუმა დაუქნია თავი და გაიტრუნა-დილით შენი ცრემლიანი თვალების ყურება მიყვარს,შუადღისას შენი გაოცებული სახის ყურება,ღამე მიყვარს როდესაც მათბობ და ჩემთან ერთად იძინებ.-ჩაიღიმა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო.
-ხოდა მე არ მომწონს ასე!შენ შენსას იღებ და იმას არ ფიქრობ რომ მე მწყინს!-ამოიტირა და თავი უკეთ მოაკალათა მამაკაცის გულ-მკერდზე.
-კარგი,ამის მერე ვიფიქრებ რომ აღარ გაწყენინო კარგი?-ჰკითხა გახალისებულმა და ცრემლები კიდევ ერთხელ შეუმრალა.
-კარგი.-თავი დაუკრა,ოდნავ გაუღიმა და მის გულ-მკერდზე დასაძინებლად მოემზადა-და შენ ლიკაჩო გიყვარს?-კითხა თითქმის ჩაძინებულმა და ერთი ღრმად დაამთქნარა.
-დაიძინე!ხვალ ვილაპარაკოთ-თავზე აკოცა,ხელები მჭიდროდ მოხვია და ორივე გადაეშვნენ მორფეოსის სამყაროში.
დილით ბარბარემ როდესაც გაიღვიძა თვალები შუბლზე აუვიდა.10 საათზე უნდა ესაუზმათ და უკვე 12 საათი იყო.ეცადა ტიმოთედან "გადაბობღებულიყო"მაგრამ მამაკაცს ისე მძლავრად ჰქონდა შემოხვეული გოგონას წელზე ხელებ რომ სუნთქვა უჭირდა.10 წუთი ცდილობდა მამაკაცის გაღვიძებას მაგრამ ვერა და ვერ შეძლო.ბოლოს გაბრაზებუმა ისევ თავის ხერხს მიმართა და მუცელზე ძალიან,ძალიან მწარედ უბრწკინა.მამაკაცმა წამში დაჭყიტა თვალები ა რომ მიხვდა რა მოხდა კისრის ძარღვები დაეჭიმა.გოგონას შეაცია მამაკაცის სახის დანახვისას და აფერისტულად გაეღრიჭა.
-გოგო!რამდენჯერ უნდა გააკეთო ერთი და იგივე?აღარ გიშველის ეგ აფერისტული ღიმილი!-დაიღრინა და გოგონა ბიძგით მეორე მხარეს გადააგდო.თვითონ კი მის ზემოდან მოექცა.
-რა..რას აკეთებ?..გადადი დროზე!-წამოიკივლა ბარბარემ და გულ-მკერდზე ხელები მძლა ვრად მაჭირა მაგრამ ამხელა კაცს გოგო დაძრავდა?და თან ბარბარე ნაირი გაწლიკული?
-ჩემი გეშინია?-წარბები მაღლა აზიდა მამაკაცმა და ზევიდან დააჩერდა.გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მის პასუხს დაელოდა-მაშინ შეგიძლია ამიხსნა მუხლები რატომ გიკანკალებს?-დაიღრინა მამაკაცმა და სიბრაზისგან ალმური მოედო
-არა,შენი არ მეშინია-იუარა სასწრაფოდ ბარბარემ როდესაც მამაკაცის სახეს შეხედა და შეეცადა მუხლები გაეჩერებინა.
-გეშინია!-თვალებმოჭუტულმა დახედა და თავი აქეთ-იქით გააქნია.
-არ მეშინიამეთქი!-მთელი ძალისხმევითა და მაღალი ტონით წარმოსთქვა ბარბარემ.მამაკაცი თითქოს ჩაფიქრებული აკვირდებოდა,შემდეგ წამიერად აკოცა ბაგეებთან ახლოს და მეორე მხარეს გადაწვა.
-წამოდი დაბლა ჩავიდეთ!-ამოიხვნეშ და კარებში გაუჩინარდა.ბარბარე გაოცებული წამოჯდა საწოლზე და გულზე ხელი მიიდო დასამშვიდებლად.რას უშვრება ეს ბიჭი?უსპობს ნერვულ სისტემას,ურღვევს გულის ფეთქვის რიტმას,უხშირებს სუნთქვას...მეტი რაღა უნდა?10 წითის განმავლობაში ერთ ადგილას იჯდა და არ განძრეულა.მერე ნელნელა მოეგო გონს და დაბლა ჩავიდა უკვე გამზადებული.დაბლა ჩასულს,გულში ბედნიერების ნაპერწკალმა გაჰკრა როდესაც ლიკაჩო და ტიმოთე ცალცალკე მჯდომი დაინახა.ლიკაჩოს გამარჯვებულის მზერა სტყორცნა და მაგიდაზე ცარიელი ადგილი დაიკავა,ყავა დაისხა,ტიმოთესკენ მალული მზერა გააპარა მაგრამ მაშინვე მოაცილა როდესაც მათი მისი ყურებით გართული მამაკაცი შეამჩნია.ერთიანად ახურდა როდესაც მამაკაცის ჩაცინების ხმა მისწვდა მის ყურთა სმენას.სწრაფად დალია ცხელი ყავა და გარეთ გავიდა სასეირნოდ გამზადებულ ბავშვებთან ერთად.მთელი დღის განმავლობაში გრძნობდა მამაკაცის მზერას მაგრამ არ მჩნევდა.გზაში დედას ელაპარაკა,ყველა მოიკითხა,ლიზას დაგროვილი ამბები უამბო,რჩევები მოისმინა და ამასობაში კიდეც შებინდდა.სასტუმროში გვიან დაბრუნდნენ ,ყველა ძალიან დაღლილი იყო ამიტომ მსუბუქად ივახშმეს და ოთახებში დანაწილდნენ.გოგონამ გადაწყვიტა კიდევ გაეგრძელებინა გასეირნება ამიტომ სასტუმროდან გამოვიდა და როდესაც უკანა ეზოში საქანელა დაინახა მაშინვე იქითკენ წავიდა.ნაუშნიკები გაიკეთა,თავის IPHONE 6 სიმღერებ ჩართო და დაიწყო "კატაობა".სადღაც 5 წუთი "იკატავა",შემდეგ უბრალოდ გააჩერა საქანელა და ღრმა ფიქრებში გადაეშვა ისე რომ ვერც კი გაიგო უცხო სხეულის მოახლოები და როდესაც "უცხომ" მხარზე ხელი დაადო,შიშისგან გოგონა შეხტა და რომ არა "უცხოს"სწრაფი რეაქცია ძირს მოადენდა "ბრაგვანს".აზრზე ვერ მოვიდა გოგონა რა ხდებოდა სანამ "უცნობმა ნაუშნიკები არ მოხსნა.უცებ გამოერკვა გოგონა და თიმოთეს მკლავებს დაეჯაჯგურა.მამაკაცმა ამა სყურადრება არ მიაქცია და საქანელაზე დაჯდა გოგონიანად.
-დამსვიი!-დაიწუწუნა აღელვებულმა და სახის სიწითლის დასამალად თავი ჩახარა.
-მოისვენე!-დაიღრინა მამაკაცმა და ღიმილი ოდნავ გაეპარა როდესაც გოგონას შეშინებული სახე დაინახა.-მე ხომ გითხარი ჩემი არ უნდა გეშინოდესთქო?რატო არ მიჯერებ?-ღიმილი გაიქრო სახიდან და თვალების ბრიალით დახედა მის კალთაში მოთავსებულ გოგონას.
-იმიტომ!არაფერს არ დაგიჯერებ!-გაასავსავა ხელები და წარბებიკუშტად შეკრა-იცი რატომ?-კითხა ცოტა ჩაფიქრებულმა ძარღვებ დაბერილ ტიმოთეს და საუბარი მას შემდეგ განაგრძო რაც მამაკაცის პასუხი მოისმინა-იმიტომ რომ არც შენ არ მიჯერებ!-თავაწეულმა ამოილაპარაკა და ერთი თავით მაღალი ტიმოთეს კალთაში უკეთ მოკალათდა.

***
დღეის ლიმიტი ამოვწურე! არ აქტიურობთ ისე როგორც მინდაა...



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Sxvaa ar vicii magram me piradad dzalian dzalian momwons ♥♡♡♥♥♥

 


gvanciko_gvancunia
Sxvaa ar vicii magram me piradad dzalian dzalian momwons ♥♡♡♥♥♥

mixaria dzalian tu mogcons ❤️

 


№3 სტუმარი darina

Ox ra "sadzagelua" chveni bichi, magram me momwons, kargi iyo miyvars es wyvili.

 


№4 სტუმარი aniiii

ხო მაგარია გაგრძელე <3

 


№5 სტუმარი ბუსა

ასე რატო დააგვიანეე :/// მაგრამ მაინც კაი იყოო შემდეგს ველოდები და იმწდია მალე დადებ ://

 


№6 სტუმარი თიკ

გააგრძელე <3

 


ბუსა
ასე რატო დააგვიანეე :/// მაგრამ მაინც კაი იყოო შემდეგს ველოდები და იმწდია მალე დადებ ://

sul 1 saatit davagviane :) tu ver icdi shegidzlia agarc daelodo :)

bodishit bavshvebo magram am istorias vegar vagrdzeleb ragac problemebis gamo :) madloba komentarebistvis :)

 


№8 სტუმარი Mariami

ძალიან მაგარია,აი ძალიან მომწოოონსს <3 love wink winked

 


№9 სტუმარი lalallala

გაააგრრძელე !

 


№10 სტუმარი mari

Dzalian kaia male dade axali tavi da ufro grdzeli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent