შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხაფანგი (თავი 2)


6-12-2015, 19:57
ავტორი nicol
ნანახია 9 324

მეორე დილით სამსახურში მისულს, ნონა კაბინეტის კარებთან დახვდა.
– გამოტყდი, რა დააშავე? – ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა და კარებზე ცალი მხრით მიყრდნობილი, გამჭოლი მზერით ათვალიერებდა.
– ვაიმეეე, – ხმა დაიწვრილა და იგივე პოზაში მიეყრდნო კედელს როგორც ნონა.– უკვე გაიგე, წუხელ დიეტა რომ დავარღვიე?
– იხუმრე, იხუმრე და ზევით კი გიბარებენ.
– აუ, ნონა, ვასილიჩმა მიჩივლა ალბათ სტალინისთვის. – სრული სერიოზულობთ შეხედა ნონას.
– რომელი სტალინისთვის? – დაიბნა ნონა.
– ბესარიონოვიჩისთვის.
კოსტამ დაახლოებით ორი წუთი შეძლო სერიოზული სახით ეყურებინა ნონას აფახულებული წამწამებისთვის. ბოლოს გაეღიმა.
– არ ხარ შენ ნორმალური. ამხელა კაცს თავში ერთი ბეწო ტვინი არა გაქვს. მაგიტომაც ვერ მოგყავს ცოლი. ერთადერთი ვინც გიძლებს, ის მეორე ტვინგადაბრუნბულია. – დერეფანში ქუსლების კაკუნით და ხელების ქნევით მიდიოდა. – აჰა, მოდის კიდეც, მიდით ახლა და ახორხოცდით.
დერეფანში ახლადშემოსულმა რეზიმ გაკვირვებით გააყოლა თვალი.
– რა სჭირს?
– უნამუსო ვიყო, თუ ვიცოდე. – კოსტამ ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა. – საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები წუხანდლიდან ასე რეგირებენ ჩემზე. ვბერდები, ალბათ და შარმს ვკარგავ.
– სად მიდიხარ?
– ზევსთან.
– ხომ მშვიდობაა?
– თუ ცოცხალი ჩამოვედი, გეტყვი.
კოსტას თითქმის არასდროს სტუმრობდა მამამისის კაბინეტს. ერჩივნა საღამოს სახლში შეევლო და იქ ელაპარაკათ. სამსახურში ისეთივე დისტანციას იცავდა მასთან, როგორც სხვა დანარჩენი თანამშრომლები. ეს მშვენივრად იცოდა ბატონმა შოთამაც და აუცილებელი გამონაკლისის გარდა არც იბარებდა. ეტყობა დღესაც ეს გამონაკლისი იყო.
– შეიძლება? – კარი შეაღო კოსტამ მას მერე, რაც მოკრძალებულად დააკაკუნა კარებზე.
– არ იშლი ხომ შენ მაიმუნობას?
ოთახში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა.
– რატომ გაქვს ტელეფონი გამორთული?
ახლაღა გაახსენდა კოსტას, რომ წუხანდლიდან ტელეფონი არც ჩაურთავს. იმასაც მიხვდა, რომ ერთადერთი მიზეზი მისი აქ დაბარებისა ეს იყო.
„ააწრიალებდა მიხაილოვნა ყველაფერს, ბატონი შოთაც შეშფოთებული ჩანს.“ – გაიფიქრა.
– გაგიჟდა ბებიაშენი, ორმოცდაათჯერ მაინც დამირეკა, როგორც კი მოვა ბავშვი, მაშინვე დამირეკეო.
– დამნაშავე ვარ ბატონო შოთა, შეგიძლიათ „შრომადღე“ დამაკლოთ.
– მორჩი მაიმუნობას და დღეს სახლში გელოდებით. ბებიაშენიც მოვა. დედაშენსაც მოენატრე.
– ვიცი, რაზეც იკრიბებით მთელი ოჯახი და... – მცირე პაუზა გააკეთა კოსტამ. – „სამსახურიდან არ მიშვებენ“, საპატიო მიზეზად არ გამოდგება ხო?
– შენთან სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება. – ხელი ჩაიქნია შოთამ.
– რა ვიცი, მე მაინც ვცადე. კარგი, რახან არ იშლით... რომელზე გვაქვს სხდომა?
– სხდომა არ ვიცი, მაგრამ ბებიაშენი შვიდი საათისთვის მოვა. – ღიმილს ვერ იკავებდა შოთაც.
– ოჰ, მიხაილოვნას ვერ ვალოდინებთ. კარგი, მოვალ მეც მაგ დროისთვის.


****
ლიდიას ერთი სული ჰქონდა დალაპარაკებოდა კოსტას. თითქოს მოეჩვენა, რომ შედარებით რბილი იყო დინას მიმართ. სხვანაირად შეუძლებელიც იყო დინასთან, თვითონ მოხუციც პირველივე შეხვედრიდან დადებიდათ განეწყო. სტუმრად ნელისთან მისულს, კარი რომ გაუღო, იმ წუთიდანვე მოეწონა, მასთან ყოველი მომდევნო შეხვედრა კი მხოლოდ და მხოლოდ უმყარებდა პირველ შთაბეჭდილებას. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა შეახვედრა ისინი ერთმანეთს და ახლა ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე უნდოდა კოსტას შეფასების მოსმენა, მაგრამ თითქოს ჯინაზე ახლა ჰქონა ტელეფონი გამორთული. მთელი ღამე რეკავდა შვილიშვილთან და ყოველთვის სტანდარტული – „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. თითქმის მთელი ღამე არ უძინია. დილით კი პირველივე რაც გააკეთა შვილს და რძალს დაურეკა. დინასთან დარეკვას ვერ ბედავდა. არ უნდოდა იმ შუაღამისას შეეწუხებინა. სამაგიეროდ მეორე დღეს გამოეწყო და ნელის სახლისკენ გაეშურა.
ზუსტად შვიდ საათზე გამოცხადდა კოსტა მშობლების სახლში. ვერანდაზე გაეშალათ ვახშამი. ლიდიას უკვე დაწვრილებით ჩაეკაკლა წუხანდელი ამბები. რძალ-დედამთილს სახეზე ბედნიერება, ბატონ შოთას კი მსუბუქი კმაყოფილება ეხატა. აშკარად შთამომავლობას ელოდა დადიანების საგვარეულო. მათთვის უკვე დიდი ხანია რაც დღის წესრიგში იდგა კოსტას დაოჯახების ამბავი.
მშვიდად მიუჯდა მაგიდას. ძალიან ართობდა მასზე მიპყრობილი სამი წყვილი თვალი. მადიანად შეექცეოდა ვახშამს.
– დედაჩემო, უნდა ვაღიარო, მთელს მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძი მხოლოდ შენს სამზარეულოში მზადდება.
– ასე რომ ფიქრობდე, უფრო ხშირად შემოივლიდი. – ცოტა საყვედური გაურია ლალიმ.
– არ დაიჯერებ, ლალი და სამსახურის გადამკიდე ვერ ვახერხებ მაგას. ისეთი მკაცრი უფროსი მყავს... მტრისას. თანამშრომლები ზევსს ვეძახით.
– მორჩი მაიმუნობას. – სიცილით გააწყვეტინა შოთამ.
– გეყოფა, მართლა და ნუ ამოგვხადე სული. – ხმა ამოღო ლიდიამაც. – მოყევი ახლა.
– რა მოვყვე? როგორც მახსოვს, თქვენ გქონდათ საქმე ჩემთან.
– კოსტა, შვილო ნუ იცი ყველაფერზე ასე. ხომ ხვდები რომ მართლა გვაინტერესებს? – საუბარში ლალი ჩაერთო.
– რა ვთქვა დედაჩემო? როგორც უკვე ლიდია მოგახსენებდათ, შევხვდი წუხელ ბებიაჩემის სიყრმის მეგობრის შვილიშვილს, „ოქროსავით გოგოს“. ისე იცოდით, ჩვენს დროშიც რომ არქმევდნენ ბავშვებს დინარას?
– მერე? მოგეწონა? – ბოლო წინადადებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ლალის.
– მაოცებთ, მართლა მაოცებთ. რა გინდათ რომ გითხრათ? სულ რამდენიმე საათით ვნახე გოგო და ასე უცბად შემიყვარდეს?
– ვინ გეკითხება მერე, შეგიყვარდა თუ არაო? – გაბრაზება ეტყობოდა ლიდიას უკვე – მაგრამ ადრე ყველას ისე ექცეოდი, როგორც რაღაც სამუზეუმო ექსპონატს და მიწასთან ასწორებდი უშრეტი ირონიით. დინასთან კიდევ ხომ ვხედავდი ბევრად რბილი იყავი.
– ლიდია, იცი რამდენი წლისაა?
– 19-ის
– მერე არ გეჩვენება, რომ ბავშვია ჯერ?
– რისთვისაა ბავშვი? სიყვარულისთვის, თუ ოჯახის შესაქმნელად?
– ჩემთვისაა ბავშვი, ლიდია, ჩემთვის.
– კოსტა, – საუბარში ლალი ჩაერთო. – ხომ ხვდები, რომ უსუსური არგუმენტები მოგყავს და განზრახ ცდილობ პასუხს თავი აარიდო? იმას არავინ გეუბნება, ხვალვე ცოლად მოიყვანეო. უბრალოდ გვაინტერესებს მოგეწონა თუ არა?
კოსტა თვითონაც მიხვდა, რომ ეძნელებოდა დინაზე ლაპარაკი. ახლაღა გააცნობიერა რომ გუშინდლიდან რაღაც აწუხებდა და ამ რაღაცას დინა ერქვა.
– მომეწონა, ლალი, ძალიან მომეწონა. – მცირე პაუზა გააკეთა. არც სხვები იღებდნენ ხმას. – მომეწონა, მაგრამ რად გინდა? თვითონ წუხელვე მაგრძნობინა, რომ სულაც არ იყო ჩემით აღფრთოვანებული და ჩემს გაცნობასაც ლიდიას ხათრით დათანხმდა. ასე რომ ლიდია მიხაილოვნა, ისევ არ გამოვიდა თქვენი „დაგეგმილი“ სიყვარული. – საკუთარ თავს ვერ სცნობდა. ზედმეტი ემოციით ლაპარაკობდა, თითქოს სული ეხუთებოდა. სხვა დროს ამ ამბავს იუმორით შეხვდებოდა და კარგადაც გაერთობოდა, მაგრამ ახლა... – მორჩა ლიდია, ბოლო იყო! გადაკვრითაც აღარ მინდა მოვისმინო თქვენგან ჩემს დაოჯახებაზე სიტყვა. უკვე დიდი ბიჭი ვარ და როგორმე თვითონ ვიპოვი გზას და მითუმეტეს სიყვარულს.
– დაამთავრე? – ლიდიას წარბიც არ შეუხრია. – წუხელვე მივხვდი რომ მოგეწონა ამიტომაც ვართ დღეს აქ. არც ერთი წინა გაცნობილი გოგოს შესახებ არ მომიყოლია შენი მშობლებისთვის, იმიტომ რომ არ ჩამითვლია საჭიროდ. ახლა კი აქ ვარ. განსხვავებას ხვდები? როდესმე შემომითავაზებია შენთვის მათი სახლში გაცილება? წუხელ კიდევ შემოგთავაზე, იმიტომ რომ მივხვდი, როგორც კი დაინახე საპნის ბუშტივით შემოგასკდა ხელში მანამდე მოფიქრებული მზაკვრობები. მოხარშულს გიცნობ, ჩემო კარგო და ვხვდები რომ მოგეწონა, შეიძლება უფრო მეტიც. მარტოს რომ დაგლაპარაკებოდი არაფრით აღიარებდი, იმიტომ რომ თავმოყვარე სულელი ხარ. ზუსტად ამიტომ მოვიწვიე ეს „კონსილიუმი“ დღეს და სწორედაც მოვიქეცი. დარწმუნებული ვარ საკუთარ თავთანაც პირველად აღიარე, რომ მოგეწონა.
– ახლა ამას რამე მნიშვნელობა აქვს? – თავჩახრილი იჯდა კოსტა. – გითხარით თვითონ გოგოა წინააღმდეგი-მეთქი.
– მართლა ვეღარ გცნობ კოსტა, – ლიდიას უკვე გაბრაზება ეტყობოდა. – წინააღმდეგია და აქ მორჩა?
– რას მთავაზობ, ლიდია, სერენადები ვუმღერო?
– გადამრევს ეს ბიჭი. რანაირი ბაბუაშენის შვილიშვილი ხარ? თუ საჭიროა სერენადაც უნდა უმღერო და აივანზეც აძვრე. მაგრამ მადლობა ღმერთს, არაა საჭირო. ახლა ნელისგან მოვდივარ. სულაც არაა წინააღმდეგი შენი ჯულიეტა.
– ეგ ნელიმ გითხრა? – თავი არ აუწევია ისე იკითხა კოსტამ.
– არა, ბატონო, თვითონ დინამ მითხრა. ძალიან მომეწონა ეგ „უჟმური“ და დიდი სიამოვნებით წავყვებოდი პაემანზეო.
კოსტას თავიდან ეგონა, მომესმაო. მერე, ალბათ ლიდია მატყუებსო. აი, მას შემდეგ რაც ლიდიას თვალებში გულრწფელი სიხარული ამოიკითხა, მიხვდა, რომ... ვერაფერსაც ვერ მიხვდა. იმაში დარწმუნებული იყო, რომ თუ ეს სიტყვები მართლა დინას ეკუთვნოდა, სულ მცირე გულწრფელი მაინც არ იქნებოდა. ან ლიდიასი მოერიდა, ან უბრალოდ... მეტი ვარიანტი აღარ ჰქონდა კოსტას.
ნელ-ნელა გაიკრიფა ოთახიდან ყველა. ხვდებოდნენ, რომ ამის იქით აღარ უნდა ჩარეულიყვნენ. ერთხანს აივანზე იჯდა კოსტა. ფიქრობდა. საფიქრალი მართლაც ბევრი ჰქონდა. ვერაფრთ მიმხვდარიყო რა თამაშს თამაშობდა დინა. ხვდებოდა მხოლოდ იმას, რომ გუშინ ძალიან აწყენინა გოგოს, მაგრამ რა ეს არ იცოდა. უნდა დალაპარაკებოდა აუცილებლად. მოუწევდა ისედაც.
საკმაოდ გვიანი იყო მშობლების სახლიდან რომ წამოვიდა. ათასი ფიქრი ერეოდა თავში. ვინმეს უნდა დალაპარაკებოდა.
– რეზი, სად ხარ? – მეგობარს დაურეკა
– მალდივიზე, ზაგარს ვიღებ.
– ბარში მოდი რა?
– ხომ მშვდობაა.
– მოდი და მოგიყვები.
დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ უკვე ბარში ისხდნენ.
– ღადაობ ტო? გაგაბეს, მე მგონი, ხაფანგში.
– გეხვეწები მითხარი რამე, თორემ მე უკვე ტვინი ამემღვრა.
– რა გითხრა, ძმაო? კაი ოციანი ჩემზე იყოს ნიშნობაზე.
– შენც, ბრუტუს?
– კაი ახლა მთლად ნუ მოისაწ....ბ თავს. გაკოჭილი მიყავხარ ვინმეს საკურთხეველთან, თუ მე-19 საუკუნეა, რომ მიცემული სიტყვის გატეხვისთვის ვინმემ სიკვდილთ დაგსაჯოს?
კოსტას პასუხი არ გაუცია, ჭიქა გამოსცალა და ბარმენს კიდევ ერთი შეუკვეთა.
– არც შენ უნდა იყო გულგრილი, მაგ გოგოს მიმართ, თორემ ახლა აქ ჩემთან კი არ იჯდებოდი, ისეთებს მოუწყობდი, რომ გათხოვება კი არა მონასტერში წავიდოდა მონაზვნად.
– ჯერ 19 წლისაა.
– რას დაგიჩემებია, ეს 19 წელი? მაგ ხნის ბევრი მრავალშვილიანი დედა მინახავს. დაელაპარაკე, იქნებ მართლა ლიდიას ვერ უთხრა უარი და შენ დასანახად ვერ გიტანს?
– საქმეც ეგაა, რომ ვიცი არაა ჩემს მიმართ კარგად განწყობილი. პირდაპირ მითხრა გუშინ. ვცადე ბევრად უშუალო გაგვეხადა ჩვენი საუბარი, მაგრამ ცივი კლდესავით იყო.
– მართლა გაები მე მგონი, ძმაო, მაგრამ შენი ნებით. რა გაწუხებს? ის რომ ლიდიას ხათრით ვერ გეუბნება უარს, თუ ის რომ შენს მიმართ გულგრილია? – მცირე პაუზის შემდეგ დაამატა. – შენი ამბავი რომ ვიცი, აავსებდი კომპლიმენტებით.
კოსტას ჩაეღიმა.
– პირველია არა, ვინც უარი გითხრა? მე მგონი, მართლა კარგავ შარმს.
კიდევ დიდხანს ისხდნენ ბარში, თუმცა ბევრი არ დაულევიათ. რეზი სახლში წავიდა. კოსტამ კიდევ დიდხანს იარა მანქანით და საბოლოოდ დინას სახლთან მივიდა. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. არც სართული იცოდა არც ბინა, თუმცა ასვლას არც აპირებდა.

****
დილით ხმაურმა გააღვიძა. თვალი მოავლო გარემოს, ისევ მანქანაში იჯდა და მინაზე დინა უკაკუნებდა. წამიერად გამოფხიზლდა და კარები გაუღო. წინა სავარძელზე მოთავსდა გოგო. ზედმეტად თამამი ეჩვენა, თითქოს ის მორცხვი დინა სადღაც გამქრალიყო.
– ღამ-ღამობით ჩემი დარაჯობაც თუ მომსახურებაში შედიოდა არ ვიცოდი. ქალბატონ ლიდიას ამ სერვისზე არაფერი უთქვამს. – მსუბუქად აიჩეჩა მხრები, ისე რომ კოსტასთვის არც შეუხედავს.
კოსტამ დააპირა აეხსნა, მაგრამ გადაიფიქრა. თავის მართლებასავით გამოუვიდოდა, ყველაზე მეტად კი ამას ვერ იტანდა.
– სეზონური აქცია გვაქვს, ყოველი მესამე ღამე შენია. – მთელი ტანით შებრუნდა გოგოსკენ, უნდოდა თვალებში ჩაეხედა, დაახლოებით ორი წუთი უყურა, მაგრამ დინა არ მოტრიალებულა. – საით მიდიხარ? – გასწორდა და საჭეზე დააწყო ხელები.
– ლექციაზე.
კოსტას ჩაეღიმა.
– რატომ იღიმი? – პირველად შეხედა დინამ.
– ამოწმებ, მახსოვს თუ არა სად სწავლობ.
– ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.
– თუმცა, მზად ხარ ასეთ თავდაჯერებულს პაემანზე დათანხმდე.
დინას ხმა არ ამოუღია.
– რატომ?
– ?!
– რატომ უთხარი ლიდიას, რომ არ ხარ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი?
– ახსნა-განმარტებას მთხოვ?
– ვცდილობ რაღაცეები დავალაგო გონებაში.
– დიდ საქმეს შეჭიდებიხარ, წარმატებები.
– დინა, პატარა ბავშვი არ ვარ და ვხვდები, არ ხარ ასეთი.
– როგორი ასეთი?
– როგორიც გინდა ახლა მეგონო.
– როგორი ვარ?
– საკმარისად ჭკვიანი, ლამაზი, ენამახვილი...
– ანგარებიანი?
კოსტა გაჩუმდა.
– მშვენიერი პერსპექტივაა 19 წლის სტუდენტისთვის, რომელსაც ბებიის მეტი არავინ ჰყავს, შენნაირი ქმარი.
– გინდა დამაჯერო, რომ ერთადერთი მიზეზი ესაა.
– არადამაჯერებელი მიზეზია?
– რამდენად შორს შეგიძლია შეტოპო ასეთი პერსპექტივისთვის?
– რამდენი შეგიძლია გადაიხადო?
უკვე დიდი ხანი იყო მანქანა აკადემიის წინ გაეჩერებინა კოსტას. დინამ დუმილს ვერ გაუძლო და მანქანის კარი გამოაღო.
– რამდენი ღირხარ? – როგორი უხამსიც არ უნდა ყოფილიყო ეს კითხვა. კოსტას ზიზღი მაინც არ უგძვნია, უფრო ბრაზი ერეოდა ნელ-ნელა.
– ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე გადაგიხდია. – მანქანის კარი მოხურა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა აკადემიის შესასვლელისკენ.
იმ დღეს სასახურში არ წასულა. ალბათ დიდი ხნის მანძილზე პირველად. საერთოდ არ დაუძრავს მანქანა ადგილიდან. რას უშვებოდა ეს, მისი თქმის არ იყოს, ბავშვი?!
ლექციები საკმაოდ გვიან დაუმთავრდა დინას. როგორც კი შენობიდან გამოვიდა, მაშინვე დაინახა იგივე ადგილას გაჩერებული კოსტას მანქანა. თავი დახარა და სხვა მიმართულებით წასვლა დააპირა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის მერე წინ კოსტა გადაუდგა.
– დაჯექი! – თავი მანქანისკენ გადააქნია.
დინამ თვალებში ჩახედა და მაქსიმალურად შეეცადა სახეზე გულგრილობის ნიღაბი აეფარებინა. ორი წუთი ეყო გამძლეობა, თვალი გაესწორებინა კოსტას ცივი მზერისთვის. ბოლოს თავი დახარა და მანქანისკენ დაიძრა.
– მე მგონი დროა საბოლოოდ გავარკვიოთ ყველაფერი.
– გისმენ, რა გაინტერესებს? – არც შეუხედავს.
– ყველაფერი.
– საიდან დავიწყო, ბავშვობიდან თუ მოწიფულობის ასაკიდან?
– დინა! – ხელი საჭეს დაჰკრა კოსტამ. ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა.
დინამ თავი დახარა.
– მე მგონი ვიმსახურებ ახსნას. შევეცადე მაქსიმალურად გულწრფელი და სამართლიანი ვყოფილიყავი შენთან. ვხედავდი, როგორ უხერხულად გრძნობდი თავს იმ დღეს და ვფიქრობდი რომ ჩემი შემოთავაზებით გაგიადვილე ყველაფერი, მაგრამ რაღაც შეიცვალა ამით. შენ შეიცვალე. ვერ ვხვდები რა გავაკეთე არასწორად. ისევ მე მოვედი და ვცადე სიტუაციაში გარკვევა, სანაცვლოდ კიდევ... არ ვიცი დინა, მე ვიქცევი არასწორად, თუ შენ არ გინდა ამ ყველაფრის მიღება? ვერ ვხვდები რა გინდა, რის მიღწევას ცდილობ.
– ასე რთულია დაიჯერო, რომ ანგარება მამოძრავებს? შენ იცი, რას ნიშნავს, როცა არვინ გყავს ისეთი ვისაც დაეყრდნობი? როგორია, 19 წლის ასაკში აკეთო ყველაფერი დამოუკიდებლად და შეცდომის უფლება არ გქონდეს? არ გქონდეს უფლება ფეხი დაგიცდეს, იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც ხელს შეგაშველებს? – თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა და თვალზე მომდგარი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა. – შესანიშნავი კანდიდატი ხარ იმისთვის რომ თავი დაცულად ვიგრძნო. ჩემი უზრუნველი მომავალი ხარ.
მთელი ამ ხნის მანძილზე კოსტა არ უყურებდა. ორივე ხელს საჭეს უჭერდა და წინ იყურებოდა. როგორც კი დინამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა. მანქანა დაქოქა და მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს.
ხმას არც ერთი იღებდა.
თბილისს გასცდნენ და დუშეთის გზას დაადგნენ. დინას მოუსვენრობა ეტყობოდა.
– სად მივდივართ? – როგორც იქნა შეძლო ხმის ამოღება.
– ჯვარი უნდა დავიწეროთ. – გზისთვის თვალი არ მოუშირებია, ისე უპასუხა კოსტამ.
დინა არც შერხეულა, სამაგიეროდ მუხლებზე დაწყობილი ხელები უთრთოდა საგრძნობლად.
მე მგონი ორივემ ზუსტად იმ წუთას გააცნობიერა ამ ფრაზის მთელი სერიოზულობა. კოსტამაც კი. მანქანის დაძვრისთანავე იცოდა სად მიჰყავდა დინა, მაგრამ სანამ ხმამაღლა არ წარმსოთქვა, მანამ გონებამ ვერ აღიქვა.
– კოსტა, მე... – ვეღარ დაასრულა დინამ.
კოსტას ხმა არ გაუცია. ან რა უნდა ეთქვა? თვითონაც უკვირდა საკუთარი საქციელის. თითქმის არასდროს დგამდა ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გაუაზრებლად. ახლა კი... მანქანაში ეჯდა ორი დღის გაცნობილი გოგო, რომელიც ცოლად მოჰყავდა. ყველაზე მეტად კი ის უკვირდა, რომ უნდოდა. დინას უარის უფრო ეშინოდა, ვიდრე ქორწინების. ქორწინების, რომელსაც მანამდე კეთროვანივით გაურბოდა.
მანქანა ანანურის ციხესათან გააჩერა და გადმოვიდა. დაახლოებით ხუთი წუთი იდგა ზურგით მანქანისკენ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ჰორიზონტს გაჰყურებდა. დიდი ხანია, აქ არ ჩამოსულა. არადა ერთ დროს როგორ უყვარდა აქაურობა?! კიდევ ერთხანს იდგა ასე და ბოლოს მანქანაში დაბრუნადა.
– კოსტა, ამას რატომ აკეთებ? – ამდენი ხნის დუმილი დინამ დაარღვია.
– შენს „უზრუნველ“ მომავალზე ვფიქრობ.
– კი, მაგრამ... – თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში. – ასე არა...
– როგორ ასე? შენს უზრუნველ მომავალში სიყვარულიც შედიოდა? – ცოტა ტონს აუწია კოსტამ. – ბოდიში, ამდენს ვერ გავქაჩავ.
– არ ხარ ვალდებული... არ მინდა რომ...
– რა არ გინდა? შენ არ იყავი, ჩემს მშობლებთან და ლიდიასთან რომ მათქმევინე, როგორ ვგიჟდებოდი შენზე და როგორ მომეწონე პირველივე დანახვისას, იმ იმედით რომ შენ თვითონ იტყოდი უარს ჩემზე? მერე გაიქეცი და ლიდიასთან შეყვარებული გოგოს როლი ითამაშე? ბოლოს ადექი და პირში მომახალე მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობისთვის მჭირდებიო? – უკვე თითქმის ყვიროდა კოსტა. – რამე გამომრჩა? აქამდე შენი წესებით ვთამაშობდით, ახლა ჩემი კანონებით მოგიწევს ცხოვრება. შენ თვითონ დადგი ეს სპექტაკლი და ახლა კეთილი ინებე და ბოლომდე ითამაშე.
კოსტამ მანქანა დაძრა. მანქანის ხმამ დინას ჩუმი სლუკუნი გადაფარა, მაგრამ კოსტამ მაინც გაიგო და გული მოეწურა. ხვდებოდა რომ გზააბნეული იყო გოგო. იმასაც ხვდებოდა, რომ საკუთარ შეხედულებებში აიხლართა და ახლა გამოსავალს ვეღარ პოულობდა. სხვა შემთხვევაში ალბათ ამას ცოტა იუმორით შეხედავდა, მაგრამ არა დინას შემთხვევაში. შეიძლება ზედმეტად სასტიკი იყო ამ სიტყვებში, მაგრამ ეს გაურკვევლობა კლავდა. თან, ალბათ ამით ყველა უკანდასაბრუნებელი გზა მოუჭრა.
სოფელში გადაუხვია კოსტამ და ცისფრად შეღებილ ჭიშკართან გააჩერა მანქანა. გადმოვიდა და კარი შეაღო. ეზოდან ძაღლი გამოვარდა ყეფით, როგორც კი კოსტას მოუახლოვდა მიწაზე გაწვა და ლაქუცი დაუწყო. კოსტა ჩაიმუხლა და მიეფერა.
– რექსი, შე ბებერო, ცოცხალი ხარ? – ღიმილით ეფერებოდა ძაღლს.
– ამას ვის ვხედავ. კოსტა... – ეზოში ანაფორით შემოსილი, კოსტას ასაკის ბიჭი მოდიოდა ჩქარი ნაბიჯით.
– დამლოცე მამაო. – წელში გაიმართა კოსტა და მისკენ წავიდა.
– ღმერთმა დაგლოცოს.
ერთმანეთს გადაეხვივნენ.
– უკვე იმედიც კი დავკარგე, რომ ოდესმე კიდევ გიხილავდი აქ.
– ჩვენი პირობა გახსოვს?
– კოსტა, არ მითხრა რომ...
– დადგა ის დღეც. მოვიდა დრო ჯვარი დამწერო, მამაო. – ღიმილით უყურებდა.



****
კოსტა, რეზი და თედო (მამა თევდორე) კლასელები იყვნენ. ისეთი მეგობრობა ჰქონდათ ერთმანეთის გარეშე ნაბიჯსაც რომ არ დგამდნენ. მეშვიდე კლასში პირობა დადეს, რომ ერთმანეთის მეჯვარეები იქნებოდნენ და არასდროს დაკარგავდნენ ერთმანეთს. გავიდა წლები, დაამთავრეს სკოლა. კოსტამ და რეზიმ არქიტექტურა აირჩიეს, თედო კი სასულიერო აკადემიაში შევიდა. ორ წელში კოსტა ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. გამგზავრების წინ ბიჭებმა თავიანთი ფიცი გაიხსენეს. მაშინ თედო ჯერ კიდევ მორჩილი იყო, მაგრამ რეზიმ და კოსტამ მაინც დადეს პირობა რომ ჯვარს მხოლოდ თედო დასწერდათ. კოსტა ჩამოვიდა ამერიკიდან. თედო უკვე მამა თევდორე გამხდარიყო და ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში ეწეოდა მღვდელთმსახურებას. ხშირად ვერ ახერხებდნენ, მაგრამ მაინც ჩამოდიოდნენ კოსტა და რეზი აქ.
და აი, დადგა ის დღეც, დინასთან ერთად ჩამოვიდა. თავჩახრილი იჯდა დინა მოკრძალებულ სამზარეულოში და თვალები სად წაეღო არ იცოდა. მიუხედავად მამა თევდორეს მცდელობისა, მაინც ვერ შეძლო უხერულობა დაეძლია.
– კოსტა, ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ დაოჯახებას ასე გადაწყვეტდი. – ეზოში გამოსულებმა შეძლეს დინას გარეშე დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს. – რას ფიქრობს ამაზე შენი ოჯახი?
– ჯერ არ იციან.
– მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გეკითხები არაფერს, რომ კარგად გიცნობ და ვიცი როგორი ადამიანი ხარ. არც ერთ შემთხვევაში არ მოექცევი ადამიანს უსინდისოდ. წარბი არ გაუხსნია პატარძალს. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მორცხვობაა.
– ეეჰ, ადამიანები იცვლებიან.
– შენს შეცვლას ვერ დავიჯერებ. – მცირე პაუზის მერე დაამატა. – ანა ცოტაძე გახსოვს?
კოსტას ჩაეღიმა. როგორ არ ახსოვდა. სკოლის ბანკეტზე ცეკვისას ჯონი გორგოძემ კაბის ელვა შესაკრავი რომ ჩაუხსნა ჩუმად და იდიოტური თვითკმაყოფილი ღიმილით ადევნებდა თვალს, როდის შერცხვებოდა გოგო. კოსტამ დაინახა, თვითონ გაიწვია საცეკვაოდ და შეუმჩნევლად შეუკრა.
– კიდევ დიდხანს ახსოვდა გორგოძეს შენი მუშტის გემო. – ღიმილი ვერც თვითონ შეიკავა. – და მე მგონი არა მარტო გორგოძეს. მახსოვს უბნის ბიჭების უმრავლესობამ შვებით ამოისუნთქა, ორი თვით თაბაშირში რომ გქონდა მარჯვენა ხელი ჩასმული.
– არც მასე იყო საქმე.
– როგორ არა, ზუსტად მაშინ გაბედა ვაჟა ნიქაბაძემ რეზის დისთვის პირველად ეჩუქებინა ყვავილები.
– კარგი, ეგ რამდენი ხნის წინ იყო? – გულიანად გაეცინა კოსტას.
– მერვე კლასში ვიყავით ჩვენ, მარი მეათეში, ვაჟა კიდევ მეთერთმეტეში.
– ამიტომ მიყვარს აქ ჩამოსვლა, თითქოს ბავშვობაში ვბრუნდები. – მხარზე ხელი დაადო მეგობარს კოსტამ.
– აი, რეზიც მოვიდა. – კარს მომდგარ მანქანას გახედა მამა თევდორემ.
ეზოში რეზი და ნონა შემოვიდნენ. რეზიმ რა თქმა უნდა ხმაური შემოიტანა. მონატრებულ მეგობარს გადაეხვია.
– გვანახეთ აბა პატარძალი, მედალი უნდა დავკიდო. – კოსტას მიუბრუნდა. – რა დაგაბრმავა ასე ორ დღეში? – ჯიბიდან ბეჭდები ამოიღო და გაუწოდა. – მე არაფერი დამაბრალო, ნონამ შეარჩია.
კოსტამ გამოართვა, ჯიბეში ჩაიდო და ნონა გადაკოცნა.
– დაგერეკა შენებთან. ბატონი შოთა დილიდან ადგილს ვერ პოულობდა, ყოველ ნახევარ საათში გკითხულობდა.
– დავრეკავ, ნონა, აუცილებლად. – ხელი მოჰხვია მხრებზე მეგობარს და თავზე აკოცა.
– წამოსვლისას მე კი ვუთხარი, სადაც მოვდიოდი. ისიც ვუთხარი აქ რომ იყავი, მაგრამ მიზეზი არ გამიმხელია. შენგან უნდა გაიგონ.
კოსტამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
– კარგად იცი, შენს გაკიცხვას არ ვაპირებ. იმედი მაქვს გააზრებულად დგამ ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.
– გპირდები, ნონა, ყველაფერი კარგად იქნება.
მამა თევდორე სახლში შეუძღვა სტუმრებს. დინას თვალებში ძლივს შესამჩნევი სხივი გაუკრთა ნონა რომ დაინახა. ძალიან ეუხერხულებოდა აქ, ამ სიტუაციაში ყოფნა.
კოსტა და რეზი ცოტა ხნით გარეთ დარჩნენ.
– ამას ნამდვილად არ ველოდი. – მეგობარს გადახედა რეზიმ და სიგარეტს მოუკიდა. – ვგრძნობდი, რომ დინა შენთვის ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდი არ იყო, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. აბა, არაფერს გრძნობს ჩემს მიმართო?
– არც გრძნობს.
– კაი ახლა. ნუ გადამრიე. არაფერს გრძნობს და ჯვარს იწერს შენზე?
– ჩემთვის ფულის ტომარა და უზრუნველი მომავალი ხარო. – ორვე ხელით აივნის მოაჯირს ჩამოეყრდნო კოსტა და თავი დახარა.
– მერე, გჯერა?
– საქმეც ეგაა, რომ ვინც მართლა ანგარებაზე აგებს ურთიერთობას, ამას არასდროს აღიარებს. რაღაცამ აიძულა ჩემს წინადადებას დასთანხმებოდა, მაგრამ ეს ანგარება არ ყოფილა. ჯერ არ ვიცი რამ აიძულა, მაგრამ იმედი მაქვს პასუხი ძალიან მტკივნეული არ იქნება.
ერთხანს კიდევ იდგნენ ჩუმად. ბოლოს დუმილი კოსტამ დაარღვია:
– შევიდეთ.

****
უკვე საკურთხეველთან იდგნენ.
მამა თევდორე ჯვრისწერის ლოცვას კითხულობდა. კოსტამ ხელი წაიღო და ნაზად შეეხო დინას გაყინულ თითებს. ფრთხილად წამოაცვა ბეჭედი და აღარც გაუშვია. დაუჯერებელი იყო, მაგრამ ამ გაყინული ხელიდან საოცარი სითბო ეღვრებოდა სხეულში. რამდენადაც დამფრთხალი ეჩვენებოდა ის, იმდენად უძლიერდებოდა მისი დაცვის სურვილი.
დასრულდა...
ის უკვე მისი ცოლი იყო და ყველაზე მეტად ახლა ეშინოდა მისი დაკარგვის. დაკარგვის არა ფიზიკურად, უფრო გრძნობების არ არსებობა აშინებდა. იმ გრძნობების, რომელსაც თვითონ უკვე მძაფრად გრძნობდა. იმდენად მძაფრად, რომ ცხოვრებაში პირველად რაღაცის ეშინოდა.
ხელი არ გაუშვია ისე გამოიყვანა ტაძრიდან, არც მაშინ გაუშვია, მთელი გზა, ტაძრიდან მამა თევდორეს სახლამდე, ფეხით რომ ამოიარეს, არც მაშინ მეგობრებისგან მილოცვებს და კეთილ სურვილებს რომ იღებდნენ, არც მაშინ მის გვერდით მდგრას, ჩახუტების და მისი სუსტი სხეულის შეგრძნების სურვილი რომ კლავდა. არც უნდოდა გაეშვა, პირიქით მთელი ძალით უჭერდა, იმდენად, რომ ტკივილისგან შეწუხებულმა დინამ მეორე ხელის დახმარებით ძლივს შეძლო განთავისუფლებულიყო კოსტას მარწუხებისგან.
იმ საღამოსვე წამოვიდნენ. ისევ მარტო იმგზავრეს, ნონა რეზის წამოყვა. ისევ დუმილი, ისევ არ თქმული უამრავი რამ. რამდენიმეჯერ კოსტას გაპარებული მზერა დინასკენ. დინას აცახცახებული ხელები და რამდენჯერმე მღელვარების დასფარად მსუბუქად მოკვნეტილი ტუჩი. ფანჯრისკენ მიბრუნებული თავი შეუმჩნევლად წამოსული უსინდისო ცრემლის მოსაწმენდად. კოსტასთვის ცხოვრებაში პირველად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც აბსოლუტურად ბუნდოვანს ხდიდა მის მომავალს. არადა უკვე ცოლ-ქმარი ერქვათ.
თბილისში რომ შემოვიდნენ უკვე ბნელოდა.
– ჯერ ნელისთან მივიდეთ. – დუმილი კოსტამ დაარღვია.
მსუბუქად დაუკრა თავი დინამ.
მანქანა მის სადარბაზოსთან გააჩერა და ღვედი შეიხსნა.
– წინააღმდეგი თუ არ ხარ, ჯერ მე დაველაპარაკები... მარტო. – ნაღვლიანი თვალები შეანათა კოსტას.
– დინა...
– გთხოვ.
– აქ დაგელოდები. – ორწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოიღო ხმა.
კოსტა მანქანაში დარჩა. არ უნდოდა მარტო გაეშვა. იცოდა მკაცრი ქალი არ იყო ნელი, მაგრამ მაინც არ უნდოდა ამ დროს მარტო დაეტოვებინა. უკვე პასუხისმგებლობას გრძნობდა მის მიმართ და სურვილი ჰქონდა ყველაფრისგან დაეცვა.
დაახლოებით ნახევარ საათში ჩამოვიდა დინა. კოსტა მანქანიდან გადმოსულიყო და კარებზე მიყრდნობილი ელოდებოდა.
– წამოდი. – ტირილისგან თვალები დასწითლებოდა.
გული მოეწურა. თავი დამნაშავედ იგრძნო. ხვდებოდა რამხელა პასუხისმგებლობა აკიდა. ღრმად ამოისუნთქა და გაჰყვა. მეხუთე სართულზე ავიდნენ. შავად შეღებილ კარებთან ორი წუთით შეჩერდა დინა.
– ბებიას, არც ისე მყარი ჯანმრთელობა აქვს და გთხოვ... – მუდარით შეხედა კოსტას.
ბიჭმა მსუბუქად დაუქნია თავი.
ქალბატონი ნელი მისაღებ ოთახში მაგიდასთან იჯდა, მხრებზე შალი მოეხვია და ეტყობოდა მასაც ეტირა.
– კოსტა, შვილო, – დაიწყო ნელიმ, როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ. – დინა ჩემთვის შვილიშვილზე მეტია. – მცირე პაუზის შემდეგ ისევ განაგრძო. – არ გსაყვედურობთ, ვიცი კარგი ადამიანი ხარ და არაფერს ისეთს არ გააკეთებ, რაც დინას ავნებს... მაგრამ მაინც რატომ ასე? ერთად ყოფნას არავინ გიშლიდათ, მაგრამ ჯერ ადრე იყო... ჩემთვისაა ადრე. დინა ერთადერთია ვინც მყავს... – დაახლოებით ორი წუთი ცდილობდა მოხუცი ხმის დამორჩილებას. – ბედნიერებას გისურვებთ.
– ქალბატონო ნელი, – დაიწყო კოსტამ, როგორც კი მიხვდა რომ ნელი გაგრძელებას აღარ აპირებდა. – გეთანხმებით, ვხვდები როგორ მდგომარეობაში ჩაგაყენეთ, არ ვიხსნი პასუხისმგებლობას. არ მინდა ბოროტად ვისარგებლო თქვენი კეთილგანწყობით, უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო. – კოსტამ იგრძნო როგორ დაიძაბა დინა.
– ვიცი, შვილო, უკეთესს ვერც ვინატრებდი დინასთვის. მაგრამ ეტყობა მე თვითონ არ ვარ მზად ამისთვის. ყველაზე ეგოისტი ბებია ვარ ალბათ დედამიწის ზურგზე, მაგრამ...
– ქალბატონო ნელი, შეიძლება ნაჩქარევი მოგეჩვენთ ჩვენი ეს ნაბიჯი, სულ რამდენიმე დღეა რაც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჯვარი დავიწერეთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დღეს წავიყვანო სახლში. მესმის, ყველასთვის მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, ყველას გვჭირდება გავიაზროთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დინასთვის ჩემი დამერქმია, მაგრამ ახლა თუ მოისურვებს, შეუძლია აქ დარჩეს, მანამ სანამ ქორწილი გვექნება. – დინას ანთებული მზერა იგრძნო.
– რა მეთქმის. – ხელები გაშალა ნელიმ. – შენგან სხვანაირ პასუხს არც ველოდი. დინა, შვილო, როგორც შენ გადაწყვეტ. ჩემზე ნუ იფიქრებ ბე, მთავარია შენ იყო ბედნიერი.
– ჩემი ბებიკო ხარ შენ. – მოხუცს ჩაეხუტა დინა.
კოსტა მიხვდა რომ დინა დარჩებოდა. ხვდებოდა რომ ახლა ყველაზე სწორი საქციელი ეს იქნებოდა. მართლა რას ემართლებოდა ამ თითოსტოლა გოგოს? რას ეჯიბრებოდა ამხელა კაცი?
– მე წავალ მაშინ, კიდევ ბევრი გექნებათ სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ქალბატონო ნელი, არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
დინამ გააცილა.
– კოსტა, – ლიფტთან მისულს დაუძახა დინამ და მიუახლოვდა. თითის წვერებზე აიწია და ოდნავ წამოზრდილ წვერზე აკოცა... ძალიან ნაზად – მადლობა.
კოსტამ ღრმად ამოისუნთქა, უბრალოდ ვეღარ შეძლო ემოცია შეეკავებინა და გავარვარებული ტუჩები მიადო საფეთქელზე:
– ძილი ნებისა. – ტუჩების მოძრაობაზე გაარჩია დინამ კოსტას ნათქვამი ფრაზა.
ლიფტის კარიც გაიღო და კოსტა შიგნით შევიდა. გაუცნობიერებლად მიაჭირა თითი ღილაკს და კედელს მიეყუდა. კიდევ დიდი ხანი ვერ ახერხებდა ადგილიდან განძრევას. მიუხედავად იმისა რომ ლიფტი დიდ ხნის წინ ჩამოსულიყო პირველ სართულზე და კარებიც ღია იყო, მაინც იგივე მდგომარეობაში, ლიფტის კედელს მიყრდნობილი იდგა და არ ინძრეოდა. დაახლოებით ხუთჯერ რომ დაიხურა და გაიღო კარი, მერეღა მოეგო გონს. მძიმე ნაბიჯებით გამოვიდა სადარბაზოდან და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში მისული პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა. საწოლზე ზევიდან გაწვა და ჭერს გაუშტერა თვალი. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა. ლიდია რეკავდა.
– გისმენ, ლიდია. – დაღლილი ხმით უპასუხა.
– კოსტა... რა ხდება? – აღელვებული ჩანდა ლიდია.
– ცოლი მოვიყვანე.
– კოსტა... – ხანგრძლივი პაუზა – არც ვიცი რა გითხრა. უპასუხისმგებლო საქციელია, ხომ იცი?
– ბე, ხვალ ვილაპარაკოთ, გთხოვ. – ბავშვობის მერე, მე მგონი პირველად დაუძახა ბებია. ლიდია მიხვდა როგორ ცუდად იყო კოსტა და აღარ ჩაეძია.
– კოსტა, ყველაფერში უნდა გქონდეს ჩემი იმედი, ხომ იცი?
– კი, ლიდია ვიცი.
ტელეფონი გათიშა და მე მგონი გონებაც. უბრალოდ ახლა არაფერზე ფიქრი არ შეეძლო.




------------------------------------------------------------
ძალიან გამახარეთ ბავშვებო თითოეული კომენტარით. მადლობა სათითაოდ ყველას love

პ. ს. დიდი ისტორია არ იქნება, სულ 4 თავში ჩავატევ.



№1  offline ადმინი შამანი

და დამმ..ისევ პირველი ვარ ♥
ჩემო თბილო ნიკოლ,ვიწყებ კითხვას. ♥
love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ხოოოო, მაგრამ ის წერილები პირველ თავში რა იყო? რაღაც სულ სხვანაირად წარმომედგინა, რომ განვითარდებოდა და ველოდი იმ წერილების ავტორის გამოჩენას, ან რამე კიდევ ასეთს.. დინაზე მართლა ვერაფერი გავიგე, ძალიან დიდ ინტრიგას აგდებ და როგორ მსუბუქად იკითხება, თან ეს იუმორი მკლაამს... :D ძალიან მაგარია, თინი. როგორც გეკადრება ზუსტად ისეთია. ყველაზე განსხვავებული, რაც შენი ისტორიებიდან მაქ წაკითხული და იმათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო.
არა, მე ვერ გამოვყოფ ერთმანეთისგან და ვერ შევადარებ იმ ისტორიებს ერთმანეთს, რაც უკვე დაწერე და რასაც ახლა წერ. გეფიცები, როგორ ნერვებს მიშლიდა ყოველთვის ეს თვრამეტი სიახლე რომ გქონდა და ისეთი მოლოდინით ველოდი მეცხრამეტეს, რომ ძლივს დადგა ჩემი სანატრელი წუთი.
„სეზონური აქცია გვაქვს, ყოველი მესამე ღამე შენია“ :დდდდ ამაზე რომ ავხარხარდი მთელი სახლი აზანზარდა :დ ვაიმე, ეს რა იყო..
ძალიან მაგარი და ტკბილი ხარ. მომწონს მე შენი ისტორიები. დინას რაც შეეხება, სწორედაც რომ მართლა უცნაურად იქცევა. ეს თავი კიდე ისე სწრაფად განვითარდა, ხმას ვერ ვიღებდი, ჩავიგდე ენა და დავმუნჯი. ყოველთვის ასე ხდება. ეს ემოციური თავი, მართალია ისეთი არ არის, რომ გატიროს, თუმცა სიცილ-ღიმილს კი მოგგვრის, აი ბოლოში კი მაინც გეტკინება და რაღაცნაირად განიცდი ამ კოსტას ბედს. 28 წლისაა, ცოლად მოყვანას არ აპირებდა საერთოდ, არც მასთან შეხვედრას, მაგრამ „ბახ“ და უცებ რას ვხედავთ... თან ვერც გრძნობებში რომ ვერ გარკვეულა. ასე მალე როგორ შეუყვარდა, ან რაღაც ხდება აქ მოკლედ და დროზე გაგვარკვიე იცოდე!
მაგრამ მე ისევ წერილების ავტორზე ვფიქრობ. იმ დამლაგებელზე, რომელმაც გონება აურია თავიდან კოსტას. არამგონია ეს უბრალოდ გქონოდა ნახსენები ხოდა შემდეგ თავში მაინც ველი ისევ... რომ გამოჩნდება და წერილს დაუტოვებს მაგიდაზე, ან რავიცი.. ის არ მინდა ვიფიქრო, რომ ეგ გოგო დინა იყო :დდ მაგრამ ვეჭვობ.... თუმცა მაინც არ ვიცი დანამდვილებით. ხომ ხედავ საგონებელში ჩამაგდე ჩემო ტკბილო და გირჩევნია დროზე დადო, არ გვალოდინო! ყოველდღიურად კი არა დღეში ორი დადე :დ
ახალბედა მწერლებს ორი სიახლის დადების უფლება აქვთ, ხოდა !!!
მიყვარხაააააააააარ საიტის მზეოოო, შენი სიყვარულის ჯადოქარი ერკე... love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი მ

გემრიელოოოოოო

არ ველოდი მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას, უფრო სხვანაირდ წაიყვანდი მეგონა

ბევრი ფიქრი არ უნდა, იმას, რომ დინა ის დამლაგებელია და იმ მიწერ-მოწერის შემდეგ, უგონოდ შეყვარებული კოსტაზე.

კარგი ხარ, ძალიან კარგიიიიიი

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

მდაა...დავიწყებ იმით,რომ ქალბატონო თუ საქალბატონე ნიკოლ მე დაპირებისამებ ციცოს და ჯემალი-ჯეკოს ველოდი:). ეს,კოსტა კიდევ ამხელა კაცი. ცენზურას არ ითვალისწინებდეს საიტი, თორემ ვიცი რასაც დავწერდი. რამ გამოაიმასქნა ასე?! შენი ყველა გმირი ძალიან მარტივად იღებს გადაწყვეტილებას და მერე მაგათთან ერთად მკითხველებიც ვიმკით შედეგს:))).

 


№5  offline წევრი LoNdA DM

es ra tavi iyo, gmerto shen mishvele, ra intriga, ra intriga. au aq ragac xdeba asiani, sainteresoa im werilebis avtori vin aris, an is gogo vistanac game gaatia da axla es dina, asiani am sam adamians shoris ragac kavshiria, an shesadzlebelia ertidaigive adamiani iyos eseni, da kidev isic sainresoa ratom aketebs es gogo amas, sulmoutqmelad velodebi shemdeg tavs. :-D dzalian magari gogo xar da dzalian magari istoriaa, idumalebit savse da es xdis am motxrobas sainteresos. :-D

 


№6  offline მოდერი nicol

შამანი
და დამმ..ისევ პირველი ვარ ♥
ჩემო თბილო ნიკოლ,ვიწყებ კითხვას. ♥
love

შენ ვინ ლება პირველობაში ნინე love
ჩემი პირველი მერცხალი ხარ love

ErckeMydass25
ხოოოო, მაგრამ ის წერილები პირველ თავში რა იყო? რაღაც სულ სხვანაირად წარმომედგინა, რომ განვითარდებოდა და ველოდი იმ წერილების ავტორის გამოჩენას, ან რამე კიდევ ასეთს.. დინაზე მართლა ვერაფერი გავიგე, ძალიან დიდ ინტრიგას აგდებ და როგორ მსუბუქად იკითხება, თან ეს იუმორი მკლაამს... :D ძალიან მაგარია, თინი. როგორც გეკადრება ზუსტად ისეთია. ყველაზე განსხვავებული, რაც შენი ისტორიებიდან მაქ წაკითხული და იმათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო.
არა, მე ვერ გამოვყოფ ერთმანეთისგან და ვერ შევადარებ იმ ისტორიებს ერთმანეთს, რაც უკვე დაწერე და რასაც ახლა წერ. გეფიცები, როგორ ნერვებს მიშლიდა ყოველთვის ეს თვრამეტი სიახლე რომ გქონდა და ისეთი მოლოდინით ველოდი მეცხრამეტეს, რომ ძლივს დადგა ჩემი სანატრელი წუთი.
„სეზონური აქცია გვაქვს, ყოველი მესამე ღამე შენია“ :დდდდ ამაზე რომ ავხარხარდი მთელი სახლი აზანზარდა :დ ვაიმე, ეს რა იყო..
ძალიან მაგარი და ტკბილი ხარ. მომწონს მე შენი ისტორიები. დინას რაც შეეხება, სწორედაც რომ მართლა უცნაურად იქცევა. ეს თავი კიდე ისე სწრაფად განვითარდა, ხმას ვერ ვიღებდი, ჩავიგდე ენა და დავმუნჯი. ყოველთვის ასე ხდება. ეს ემოციური თავი, მართალია ისეთი არ არის, რომ გატიროს, თუმცა სიცილ-ღიმილს კი მოგგვრის, აი ბოლოში კი მაინც გეტკინება და რაღაცნაირად განიცდი ამ კოსტას ბედს. 28 წლისაა, ცოლად მოყვანას არ აპირებდა საერთოდ, არც მასთან შეხვედრას, მაგრამ „ბახ“ და უცებ რას ვხედავთ... თან ვერც გრძნობებში რომ ვერ გარკვეულა. ასე მალე როგორ შეუყვარდა, ან რაღაც ხდება აქ მოკლედ და დროზე გაგვარკვიე იცოდე!
მაგრამ მე ისევ წერილების ავტორზე ვფიქრობ. იმ დამლაგებელზე, რომელმაც გონება აურია თავიდან კოსტას. არამგონია ეს უბრალოდ გქონოდა ნახსენები ხოდა შემდეგ თავში მაინც ველი ისევ... რომ გამოჩნდება და წერილს დაუტოვებს მაგიდაზე, ან რავიცი.. ის არ მინდა ვიფიქრო, რომ ეგ გოგო დინა იყო :დდ მაგრამ ვეჭვობ.... თუმცა მაინც არ ვიცი დანამდვილებით. ხომ ხედავ საგონებელში ჩამაგდე ჩემო ტკბილო და გირჩევნია დროზე დადო, არ გვალოდინო! ყოველდღიურად კი არა დღეში ორი დადე :დ
ახალბედა მწერლებს ორი სიახლის დადების უფლება აქვთ, ხოდა !!!
მიყვარხაააააააააარ საიტის მზეოოო, შენი სიყვარულის ჯადოქარი ერკე... love love

ერკე ისევ ავინთე მზედ? love
რამხელა ტირადა დაგიწერია, ამხელა მე მგონი თვითონ ისტორიაც არ არის love
აიხლართე ხომ love
წერისას მეც ასე ვიხლართებოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს მერე დავლაგდი fellow
მადლობა ჩემო სიყვარულის ჯადოქარო love

სტუმარი მ
გემრიელოოოოოო

არ ველოდი მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას, უფრო სხვანაირდ წაიყვანდი მეგონა

ბევრი ფიქრი არ უნდა, იმას, რომ დინა ის დამლაგებელია და იმ მიწერ-მოწერის შემდეგ, უგონოდ შეყვარებული კოსტაზე.

კარგი ხარ, ძალიან კარგიიიიიი

ჩემო გემრიელო მადლობა შენ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი zoi

დავინტერესედი ძალიან,წერილების ავტორიც დინაა ვითომ? მაინტერესებს ძალიააააან,,შენ კიდევ ყველაზე კარგი ხარ ავტორ

 


№8  offline მოდერი nicol

ჯანდაბააა, აღარ მამატებინებს კომეტარს ძალიან დიდი კომენტარიაო recourse

grafo
მდაა...დავიწყებ იმით,რომ ქალბატონო თუ საქალბატონე ნიკოლ მე დაპირებისამებ ციცოს და ჯემალი-ჯეკოს ველოდი:). ეს,კოსტა კიდევ ამხელა კაცი. ცენზურას არ ითვალისწინებდეს საიტი, თორემ ვიცი რასაც დავწერდი. რამ გამოაიმასქნა ასე?! შენი ყველა გმირი ძალიან მარტივად იღებს გადაწყვეტილებას და მერე მაგათთან ერთად მკითხველებიც ვიმკით შედეგს:))).

გრაფო, ქალბატონი ვარ wink
ჯემალი და ციცო იმ ისტორიის პერსონაჟები არიან, რომლის წერაც ცოტა ხნით შევაჩერე და გვერდზე გადავდე (მეორეხარისხოვანი, მაგრამ მაინც პერსონაჟები)
იმედი მაქვს ამ ისტორიაზე მაინც არ დაგაწყდება ნერვები, უბრალოდ ეს ნაბიჯი რომ არა, სხვანაირად ისე ვერ განვავითარებდი მოვლენებს როგორც მინდოდა. ამის მეც მეშინოდა, რომ ძალიან ნაჩქარევი გამოვიდოდა, მაგრამ გადავწყვიტე ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილებით გამემართლებინა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№9  offline წევრი kaxelii

ავოიეე რა მაგარი ისტორიაა. როგორ შემაყვარე თავი შენ არ იცი წინა ისტორია ხომ მიყვადა და ეს სულ სხვაა. დინა ძალიან პატარაა თორე დანარჩენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მალე დადე ველი მოუთმენლად.

 


რაღა დაგიმალო,ვერ მოვითმინე.
ავდექი და გაცხარებულმა,ზედიზედ წავიკითხე ორივე თავი.
თინანო,სასწაული ხარ შენ,ჩემი სასწაული.
იცი,როგორც მიყვარხარ და ისიც იცი,პირველი რომ ხარ ჩემი საყვარელი მწერლების სიაში.
თავს ვიკავებ ზედმეტი ლაპარაკისგან. მომაბეზრებელი გახდება ახლა იმის წერა,
თუ როგორი არაჩვეულებრივია შენი ნაწერები და როგორი არაჩვეულებრივი ხარ შენ.
მგონი ზედმეტი სიტყვების ნაცვლად,იმის თქმაც საკმარისია რომ კრიტიკოსს უყვარხარ შენ,ჟელიბონზე მეტად'აც.


პს: მივიღე შენი საჩუქარი და ღიმილი მაქვს აკრული სახეზე,მთელი ნახევარი საათია.

 


№11  offline მოდერი nicol

nino k.d.
ავოიეე რა მაგარი ისტორიაა. როგორ შემაყვარე თავი შენ არ იცი წინა ისტორია ხომ მიყვადა და ეს სულ სხვაა. დინა ძალიან პატარაა თორე დანარჩენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მალე დადე ველი მოუთმენლად.

მადლობა ნინო. love
დინა კია პატარა, მაგრამ არც ისე თინეიჯერივით ფიქრობს როგორც მისი თანატოლები.
ამას მომავალში მიხვდები love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№12  offline მოდერი nicol

zoi
დავინტერესედი ძალიან,წერილების ავტორიც დინაა ვითომ? მაინტერესებს ძალიააააან,,შენ კიდევ ყველაზე კარგი ხარ ავტორ

ზოი მადლობა ამ სიტყვებისთვისაც და ყვავილებისთვისაც love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

დარწმუნებული ვარ წერილების ავტორი დინაა , ძალიან მაგრად წერ .

 


№14  offline მოდერი nicol

ბავშვებო ვიცი რომ ბევრი კომენტარი წაიშალა (ყოველ შემთხვევაში ჩემს კომპიუტერში აღარ აჩვენებს) მაგრამ მობილურში ჯერ კიდევ არ განახლებულა ბაზა და მაინც წავიკითხე. ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩემო თბილებო და ტკბილებო.

წითურო გოგონა - სულ ღიმილით ჩავიკითხე შენი უზარმაზარი კომენტარი love

გრაფო - 28 წლსაა ჩვენი კოსტა, მაგრამ არც 28 წლის კაცს შეშვენოის ამჩატბა, ასე რომ შემდეგ თავებში ბევრად დასერიოზულდება

ელი - ძალიანაც კარგი თუ გეჩემება ეს ისტორია, მიჩუქებია შენთვის, შენი იყოს love ანანური არც ჩემთვისაა უცხო, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მართლაც გამაოგნებელი სილამაზეა love

უცნობი კრიტიკოსი
რაღა დაგიმალო,ვერ მოვითმინე.
ავდექი და გაცხარებულმა,ზედიზედ წავიკითხე ორივე თავი.
თინანო,სასწაული ხარ შენ,ჩემი სასწაული.
იცი,როგორც მიყვარხარ და ისიც იცი,პირველი რომ ხარ ჩემი საყვარელი მწერლების სიაში.
თავს ვიკავებ ზედმეტი ლაპარაკისგან. მომაბეზრებელი გახდება ახლა იმის წერა,
თუ როგორი არაჩვეულებრივია შენი ნაწერები და როგორი არაჩვეულებრივი ხარ შენ.
მგონი ზედმეტი სიტყვების ნაცვლად,იმის თქმაც საკმარისია რომ კრიტიკოსს უყვარხარ შენ,ჟელიბონზე მეტად'აც.


პს: მივიღე შენი საჩუქარი და ღიმილი მაქვს აკრული სახეზე,მთელი ნახევარი საათია.

ჩემო ჟელობონო, ისედაც ვიცი შენი დამოკიდებულება ჩემდამი და იმაშიც 90%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ვერ მოითმენდი love
ჩემი გიჟი ჟელიბონი ხარ შენ love

LoNdA DM
es ra tavi iyo, gmerto shen mishvele, ra intriga, ra intriga. au aq ragac xdeba asiani, sainteresoa im werilebis avtori vin aris, an is gogo vistanac game gaatia da axla es dina, asiani am sam adamians shoris ragac kavshiria, an shesadzlebelia ertidaigive adamiani iyos eseni, da kidev isic sainresoa ratom aketebs es gogo amas, sulmoutqmelad velodebi shemdeg tavs. :-D dzalian magari gogo xar da dzalian magari istoriaa, idumalebit savse da es xdis am motxrobas sainteresos. :-D

ძალიან დიდ ინტრიგასაც ნუ ელოდენბით, ერთი ჩვეულებრივი ისტორიაა love
ნადლობა ლონდა love
იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუვდებათ love

lalita
დარწმუნებული ვარ წერილების ავტორი დინაა , ძალიან მაგრად წერ .

მადლობა ჩემო, კარგო love
უუუჰ ამდენი პოზიტივი ერთი დღისთვის ნამეტანია love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

ჩემს ღვინისგან დაბინდულ გონებას მიუტევე ნიკოლ ეგ უნებური შეცდომა. ვიცი,რომ კოსწია 28 წლის არის:)). არა,შენ არასწორად გამიგე. მე კოსტას გმირი მომეწონა,მისგან სწორედ ეს ამჩატება და უცებ ამ გადაწყვეტილების მიღებამ დამაბნია. ბიჭი ასეთი და ასეთია და ბრახ და უცებ ასეთ ნაბიჯს ისე დგამს არც უფიქრდება. მერე თან მკაცრობს, თან უცებ გული აუჩუყდება. შენ იცი,რომ მე არც კაცი და არც ქალი არ მომწონს როცა მოწოდების სიმაღლეზე არ დგანან. რა ვქნა ასეთი ვარ.

 


№16  offline მოდერი chica sol

მოვჩანჩალდი როგორც იქნა. გაგეცინება და გეტყვი რომ ჯერ ჩემს ისტორიას ვეჩალიჩე იქნებ და რამე დავწერო სანამ ნიკოლისას წავიკითხავ თქო, რადგან ვიცოდი, თუ ჯერ ამას წავიკითხავდი ვეღარაფერსაც ვერ დავწერდი. ხოდა დავიწყე წერა და ერთი საათის შემდეგ ორი სრული და ერთი ნახევარი წინადადება მქონდა დაწერილი :დ :დ
ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი ემოციები მხუთავს და დღეს ესეც რომ დავამატე... აი, მკვდარი ვარ. ამოვდუღდი და გადმოვარღვიე ყველა დამცავი ბარიერი. რას მიკეთებ? ვაიმეე...
ალბათ ვერც კი ხვდები როგორ მოქმედებ ადამიანებზე. სითბოთი და სიხარულით მუხტავ. მე პირადად ვერც კი ვაცნობიერებ ჩემი გულის რამხელა ნაწილს იკავებ.
ჩემი პირადი ანგელოზი ხარ იმ დღიდან რაც გაგიცანი და მიყვარხარ ძალიან .
შენი მარი.

 


№17  offline მოდერი nicol

grafo
ჩემს ღვინისგან დაბინდულ გონებას მიუტევე ნიკოლ ეგ უნებური შეცდომა. ვიცი,რომ კოსწია 28 წლის არის:)). არა,შენ არასწორად გამიგე. მე კოსტას გმირი მომეწონა,მისგან სწორედ ეს ამჩატება და უცებ ამ გადაწყვეტილების მიღებამ დამაბნია. ბიჭი ასეთი და ასეთია და ბრახ და უცებ ასეთ ნაბიჯს ისე დგამს არც უფიქრდება. მერე თან მკაცრობს, თან უცებ გული აუჩუყდება. შენ იცი,რომ მე არც კაცი და არც ქალი არ მომწონს როცა მოწოდების სიმაღლეზე არ დგანან. რა ვქნა ასეთი ვარ.

გეტყვი ახლა რისი თქმა მინდოდა კოსტას საქციელით:
პირველი შეხედვით მოეწონა, იმიტომ რომ არ ჰგავდა არავის, ვისაც მანამდე იცნობდა
გადაწყვიტა დაახლოება, მაგრამ დინა ცოტა ცივად შეხვდა. ეწყინა, მაგრამ გული არ გახეთქვია.
მეორე დღეს კიდევ ლიდიასგან იგებს, რომ ის სულაც არაა წინააღმდეგი ურთიერთობის და ცოტა იბნევა.
მერე დინა პირდაპირ ეუბნება, რომ ფინანსურად მომგრბბიანი კანდიდატურა ხარო და ამას სულ გამოყავს წყობიდან, იმიტომ რომ ხვდება ამას გულრწფელად არ ამბობს დინა და ასე ვთქვათ, ფაქტის წინაშე აყენებს დინას.
მისი დაქორწინების ნაბიჯი კი იყო ცოტა გაუაზრებელი და საერთოდ ეწინააღმდეგებოდა კოსტას მანამდე აღწერილ პიროვნებას, მაგრამ ეს მის სისუტედ მოვნათლე (ერთი სისუსტე ვაპატიე)
ბოლოს კი ჩემი აზრით ყველაზე სწორი ნაბიჯი გადადგა. უნდა დაეტოვებინა ბებიასთან, მართლა ძალიან ბევრი დაატეხა თავზე და თვითონაც უნდა გადაეხარშა ეს ყველაფერი

კი ახლიდან მოგიყევი ისტორია, wink მაგრამ იმის თქმა მინდა რომ კოსტას ხასიათის ცვლილებები თავიდან ბოლომდე დინას ქმედებებზე ავაგე.
კოსტა კი გვყავს კარგი ბიჭი, მაგრამ არ უწყობენ ხელს და რა ქნას? თან შეუყვარდა და...
--------------------
თინა ნიკოლ

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

მართალია, ასე უცებ შეუყვარდა <3
ხოდა თან რაღაცას მალავს
თუ ეგ არის წერილების ავტორი გასაგებიცააა რას მალავს :დდ <3
მესამე! მესამე! მესამე!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№19  offline ადმინი უნდა ვწერო

წერილებს ისე ტოვებ? ვფიქრობ,უბრალოდ არ უნდა ჩაგერთო ეგ მონაკვეთი..დინა მეგკნა ეგ მოახლე რატომღაც..მოკლედ გაგვარკვიე დინაში...წერის სტილი ძალიან მომწონს ისევ ავღნიშნავ..ძალიან საინტერესოა და კოსტა ძალიან მომწონს....ძალიან მალეც არ დაასრულო..მთლად კოსტასავით ჰო არ გამოგვაშტერებ...ისიც გზაზე დააყენე და ჩვენც..აბა,შენ იცი..

 


№20  offline აქტიური მკითხველი grafo

შენო ჭირიმე ნიკოლ,ახლა აქ 12 ხდება და წავალ დავიძინებ,ყველა ნორმას გადავაჭარბე დღეს:))). მარტო იმას დავამატებ,რომ რასაც მე მიყვები, მიხსნი მაგას ისტორიაში უნდა ვხედავდე. დილით ახალი თავი დამხვდეს, თან თქვენ 3 საათით წინ ხართ. ტკბილი ძილი:*

 


№21  offline მოდერი chica sol

აუ როდის იქნება მესამე ხვალ? ვერ ვიძინებ აფორიაქებული ვარ და რა გავაკეთო? არ გვალოდინო ჩემო გოგო გთხოოოვ...❤❤❤❤

 


№22  offline მოდერი nicol

მარიამ ზაქარაშვილი
აუ როდის იქნება მესამე ხვალ? ვერ ვიძინებ აფორიაქებული ვარ და რა გავაკეთო? არ გვალოდინო ჩემო გოგო გთხოოოვ...❤❤❤❤

სამსახურიდან როგორც კი მოვალ დავდებ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№23  offline მოდერი chica sol

nicol
მარიამ ზაქარაშვილი
აუ როდის იქნება მესამე ხვალ? ვერ ვიძინებ აფორიაქებული ვარ და რა გავაკეთო? არ გვალოდინო ჩემო გოგო გთხოოოვ...❤❤❤❤

სამსახურიდან როგორც კი მოვალ დავდებ love

სულმოუთქმელად ველი ჩემო გოგოო... უყვარხარ მარის❤❤❤❤

 


№24  offline ადმინი შამანი

თინ ძალიან კარგია. ♥
კოსტა მომწონს ძალიან,ძალიან. ♥ ♥
ბევრი ინტრიგაა ამ ისტორიაში,მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს არ ვიცოდი... მე ისტორია დავიწყე და აღარ დავამთავრე?
ცუდი მე....
კარგი ნიკოლი.....
როგორ მახარებ რომ იცოდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent