წყევლა 18 (ნუთუ ისევ აქ არის?)
ენჯის დილით საწოლ ოთახში გაეღვიძა თვალები მოიფშვნიტა და თავი რამდენჯერმე გააქნია,მერე გაახსენდა სად იყო და ვისთან ერთად საწოლიდან სწრაფად წამოდგა და სკამზე მჯდარი ჩაძინებული ლუკასი დაინახა როგორ მოსწონდა მისი ყურადღება ენჯის და როგორ სიმაოვნებდა მისი გულისცემის მოსმენა ხოლო მისი ლამაზი სახის ნაკვთების დანახვისას მისი გული ჩქარდებოდა. ივაშკოვს არ ეძინა გაიგონა ენჯის აჩქარებული გულისცემა და მისი ნაბიჯების ხმა რომელიც უახლოვდებოდა. ენჯის ეღიმებოდა მისი მშვიდი სახის ნაკვთების დანახვაზე და ნელ-ნელა იმის სურვილი უღვივდებოდა რომ მის გლუვ კანს შეხებოდა. ენჯი მისი სახისკენ დაიხარა და ხელი ნაზად გადაუსვა შუბლზე ცოტა ხანში კი ისე რომ ვერც გაანალიზა ლუკასის კალთაში აღმოჩნდა. -გამიშვი მკაცრი ტონით წარმოთქვა დრაგომირმა -და ეს გინდა?? კითხა მომღიმარმა ლუკასმა -დიახ..მინდა ენის ბორძიკით თქვა დაბნეულმა ენჯიმ ლუკასს უჭირდა მისი სურნელის გაძლება და უკან დახევა თუმცა მისი წითელი ტუჩები უფრო სურდა ვიდრე სისხლი ლუკასი ენჯის ტუჩებს დაეწაფა,მომთხოვნად კოცნიდა მის საყვარელ ქალს და მის ათრთოლებულ სხეულს გულში იკრავდა. ენჯი ვეღარ აზროვნებდა მხოლოდ მაშინ გამოერკვა როცა მისივე საწოლზე აღმოჩნდა ლუკასი თავს ვერ აკონტროლებდა აი რისი ეშინოდა.ლუკასის ტუჩები ენჯის ყელზე დასრიალებდა მაშინ როდესაც მისი გულის ფეთქვას გრძნობდა გაუჭირდა თავის შეკავება.მერე გამოერკვა გაახსენდა რომ ენჯი მისთვის ყველაფერი იყო და სასწრაფოდ მოსწყდა საყვარელი ქალის ტუჩებს -მაპატიე გთხოვ თავის გაკონტროლება მიჭირს ესღა თქვა განერვიულებულმა ლუკასმა და გარეთ გავარდა.მირბოდა ტყეში და ცდილობდა ენჯის სისხლზე აღარ ეფიქრა. ენჯი გულაჩქარებული იჯდა საწოლზე და თავის თავს ადანაშაულებდა.ადრე მისთვის ლუკასი არავინ იყო მაგრამ ახლა??რა მოხდა??ის რომ ალექსი წავიდა.ენჯის სასწრაფოდ სჭირდებოდა ალექსის შეგრძნება და იმ მაგიური ხისკენ წავიდა სადაც ის პირველად იგრძნო. სასახლე ცარიელი ჩანდა არავინ აღარ ყიჟინებდა და როდესაც ის სცენა დაინახა დაბლა სულ მთლად გაიყინა -დამშვიდდი აუცილებლად ვიპოვნით (ერთ-ერთი ვამპირი) -არ მესმის როგორ მოხდა ჩემთან ერთად იყო ჩემი ბრალია არ უნდა მომეშორებინა თვალი (არტური) -ეს შენი ბრალი არ არის თავს ნუღარ დაიტანჯავ შენი ძალები მის საპოვნელად უნდა მიმართო (ერთ-ერთი ვამპირი) ენჯი მიხვდა რომ ის მტრობა რომელიც ადრე იყო მთლიანად გაქრა საერთო გასაჭირმა ყოველგვარი მტრობა გადაფარა და აი ახლა ერთად ერთ ოთახში ვამპირები და მაქციები ყოველგვარი წუწუნის და მწარე კომენტარის გარეშე ზიან და ერთმანეთს ამხნებვებენ. ეს არის ოჯახი გაიფიქრა ენჯიმ და სიხარულის ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლი და ხალხს მიმართა -ყველას შეატყობინეთ რომ აქ გელოდებით.მოქმედების დროა რამდენიმე წუთში ყველა ადგილზე იყო -რა ხდება ჩვენს თავს??ნუთუ ჩვენ უძლეველ ვამპირებს და მაქციებს ის უსუსური ბინძურსისხლიანები და მოღალატე მაქციები დაგვცინიან??ოჰ კარგით რა მოდი ჩავუღრმავდეთ ჩვნს ფესვებს აი ამის კვლევა კი შორს წაგვიყვანს.ვინ არიან ისინი??როდის გამოჩნდნენ ისტორიაში?? მაშინ როდესაც ყველაფერი უკვე არსებობდა და აქედან მშრალად გამოძვრნენ ასე მოინდომეს ჩვენი ადგილის დაკავება მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ ვინ არიან ისინი??ისინი ბინძურსისხლიანები არიან მათ შეუძლიათ თავიანთი ტყავიც კი გაყიდონ მაგრამ ჩვენ ერთი საუკეთესო თვისება გვაქვს-ერთგულება ჩვენ ეს სისხლში გვაქვს.მათ რა რევოლუცია უნდათ??იქნება რევოლუცია დიახ იქნება რადგან ეს ჩვენ გვინდა ისინი ლაჩრულად იქცევიან ფარულად გვიტევენ ჩვენ კი ღიად შევუტევთ რადგან არ გვეშინია დანაკარგების,შესაძლოა უამრავი ადამიანი დავკარგოთ მაგრამ ჩვენ ისტორიას შევქმნით ეს სიტყვები ხალხისთვის იმხელა სტიმული იყო ყველას თვალები უბრწყინავდა და აღფრთოვანებულები ისმენდნენ მათი მმართველის ყოველ სიტყვას -ხალხი გვჭირდება, ჯარი შეკრიბეთ და ჩვენი სხვა ციხესიმაგრებიც გააფრთხილეთ მზადყოფნაში იყვნენ.ბრძოლას ვიწყებთ ენჯი გარეთ გავიდა და ხისკენ წავიდა რადგან უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ შეშვებოდა ოცნებებს და სასიყვარულო ისტორიებს რადგან მათ მოდგმას საფრთხე ემუქრებოდა. ადგილზე გაშრა როდესაც ის იქ დაინახა არ ელოდა კი არა ვერც წარმოიდგენდა.არა !ეს სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა,დიახ ის იყო ,იქ იჯდა, და უსასრულობას უყურებდა. ენჯის გული აუჩქარდა ცოტაც და დაეცემოდა. რანაირად??როგორ??ეს შეუძლებელია ნუთუ ესეც ხდება??ნუთუ შესაძლოა ?? ასე რატომ გაწირა??ასეთი ცივსისხლიანია? და ახლა ასე ურცხვად რატომ უყურებს ენჯის გაფითრებულ სახეს და რატომ აქვს სითბოთი სავსე თვალები?რატომ იკატუნებს თავს თითქოს არაფერი მომხდარა?? ‘’ის ისევ ისეთია’’ მხოლოდ ამის გაფიქრებაღა მოასწრო ენჯიმ და შემდეგ უსასრულობის მორევში სიბნელეში დაიკარგა.სიბნელემ შთანთქა ალექსის მშვენიერი სახე.ვიღაცამ დაიჭირა,ესეიგი არ მოსჩვენებია მაგრამ დიდი ალბათობით ეს მისი კიდევ ერთი სიზმარია და ჰალუცინაციებიც დაეწყო.შესაძლოა იგი ნებისმიერს დაეჭირა. ენჯის გონება იმის უგულველყოფას ცდილობდა რომ ალექსი ცოცხალი იყო, და სულ რამდენიმე წუთის წინ მის სახეს ხედავდა. გული სიხარულისგან ფართხალებდა მაგრამ არ უნდოდა რომ ნაადრევად გაბედნიერებულიყო, რადგან შესაძლოა ეს სიზმარი იყო და ახლა როცა გაიღვიძებდა ალექსიც გაქრებოდა და მისი სხეულის სითბოც რომელსაც ენჯი გრძნობდა. ---------------- გამარჯობა და ბოდიშს გიხდით რადგან პატარა თავია მაგრამ ემოციებისგან დახუნძლული. და კიდევ ძალიან დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მკითხველ ლონდას რომელიც ძალიან მამხნევებს <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.