წესები სკოლაში და გარეთ რეალურ სამყაროში (დასასრული)
უკვე ერთი საათი იყო ნინი ელენეს კალთაში ტიროდა. ელენე არ ელაპარაკებოდა , ფიქრობდა გულს ,რომ იჯერებს უკეთ გახდებაო და მხოლოდ თმაზე უსვამდა ხელს ნაზად. მას მერე რაც ვანდა გაისტუმრეს იმ მიზეზით ,რომ სალაპარაკო ჰქონდათ კაკუნი ამჯერად მეორედ გაიგონეს. ნამდვილად რატიაო გაიფიქრა ელლენემ და ადგილზე შეხტა. -ელენე გააღე კარი ჩავიცმევ და წავიდეთ საავადმყოფოში. გოგონებიი არ გამოპასუხებიან. -ელენე კარგად ხარ?_ისევ მოაკაკუნა რატიმ -ჰო მოვდივარ_ მიაყვირა და ნინის ცრემლები მოსწმინდა._ გასწორდი და არაფერი შეიმჩნიო. მე დედასთან წავალ და მერე ისევ ვილაპარაკოთ. ნუ შექმნი ამ ამბისგან ტრაგედიას. მერე საყიდლებზე წავიდეთ, ჩემს ზმასაც რამეს ვუყიდი ...დრო გავა და გადაგავიწყდება. დამიჯერე ისეთი არაფერი მომხდარა. შენ არ იყავი ,რომ მეუბნებოდი რატისთან ქორწილამდე სექსი თუ გექნება ქვეყანა არ დაიქცევაო? შენ არ იყავი ამ თემას არასერიოზულად რომ ეკიდებოდი? თან შესაძლოა სრულიად ყველაფერი გამოსწორდეს. ახლა წადი და ცოტა გამოიძინე. გეტყობა წუხელ ამ სისულელეზე ფიქრში გაათენე...მე რატის კარს გავუღებ თორემ აგერ-აგერ შემოამტვრევს. ელენე წამოხტა და კარი გამოაღო. რატის ჯერ ისევ სველი შორტი ეცვა და პირსახოციც მხრებზე მოეგდო. -კარგად ხართ? -კი იმაზე ვფიქრობდით რა ეყიდა ნინის ახალი სასწავლო წლისთვის -ჰო ეგ ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა._ ცალყბად გაიცინა რატიმ და ცოლს შუბლზე აკოცა. _გაემზადე და წავიდეთ. ელენემ მხოლოდ გაუღიმა და ნინის ანიშნა დამშვიდდიო. VVV დიანას სანახავად ამჯერად დაჩისთან ერთად შორენაც მოვიდა. გოგონა უკვე ამდგარიყო და მისაღებში რაღაც ჟურნალს კითხულობდა. -გამარჯობა_ უხერხულად მიესალმა ქალს -როგორ ხარ? -ნორმალურად. ვიტამინებსაც ვსვამ რაც ექიმმა გამომიწერა. -ძალიან კარგი. დაჩიმ მითხრა ,რომ გამოცდაზე განმეორებით გასვლის უფლება მოგცეს. -ჰო მამაც ჩაერია და თქვენმა გამოგზავნილმა ცნობამაც დამეხმარა. -ძალიან კარგი. როდისაა? -როგორც წერილში ეწერა 13 სექტემბერს -მაშინ დროა მეცადინეობა დაიწყო -ისედაც ვმეცადინეობდი. სხვა საქმე მაინც არაფერი მქონდა და. -თუ რამე დაგწირდეს არ მოგერიდოს. მაშინვე მომწერე -დაბრძანდით. რას. ინებებთ ყავას თუ ჩაის. -ყავას კი დავლევ გმადლობ. წუხელ ვმორიგეობდი და... -ახლავე მსახურს დავუძახებ-წამოდგა დიანა მაგრამ დაჩიმ ანიშნა მე ვიზამო და დარჩა. -ექიმთან ვიზიტი როდის გიწევს? -ერთ კვირაში. მამასაც უნდა წამოსვლა. მას მერე რაც დედაჩემსა და ჩემს ძმაზე სიმართლე ვუთხარი თავს სულ მარტო გრძნობს და უნდა ჩემს გვერდით იყოს. -დედაშენისგან რა ისმის? -არაფერი. მამა მას მერე აღარ ყოფილა. მისი სახელის გაგონებაც არ უნდა. არ ვაპირებ რამე შევცვალო...საკმარისია ეს ყოველივე. მეც გავთავისუფლდი და ყველა ამ ინტრიგებისგან....ახლა უკეთ ვარ. ვხვდები ,რომ მამას ვჭირდები და არ მივატოვებ. -მესმის... რთულია ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასე სჯობს დამიჯერე... ადრე თუ გვიან ფარდა ყველაფერს ეხდება. -მამას უხარია ... გუშინ მითხრა ბბედნიერი ვარ ,რომ ამდენი ადამიანის დაკარგვის შემდეგ ახალი ოჯახისწევრი გვემატებაო. იქნებ სხვა დროს ეს ამბავი სულაც არ მიეღო კარგად შორენამ ამოიოხრა და სიცარიელისგან და მარტოობისგან მოღუშულ კედლებს მოავლო თვალი. დაჩიც გამოჩნდა დედას ყავა თან მოჰქონდა. წინ დაუდგა და დიანას გვერდით დაჯდა. -დაჩის საქმე მოვაგვარე. საჯაროშია უკვე. საკმაოდ კარგი სკოლაა. დირექტორს გასულ ზაფხულს ვაჩუქე სიცოცხლე შუნტირება რომ გავუკეთე. მოკლედ როგორც კი მის წინაშე სათხოვარით წარვსდექი აქეთ მომახსენა დიდი პატივიაო. -მჯერა მასე იქნებოდა დედა. ამ ქალაქში გულების 80% დედაჩემის შერემონტებულია. _გადაიხარხარა დაჩიმ. -შეგიძლია დღეს დარჩე? მამა არ მოვა და ცოტა მეშინია ღამით სახლში მარტო ყოფნა -სადაა? -ჩვენს აგარსკზე აპირებს საღამოს წასვლას. ბებომ დაურეკა ძლიერი ქარი იყო და სახურავი გადაძვრაო. მოხუცია და მარტო ვერ მიხედავს... -თუ გინდა შენ წამოდი ჩვენთან. ელენეს ქორწილის მერე სახლიდან არ გამოსულხარ ექიმთან ვიზიტს თუ არ ჩავთვლით. ასე არ შეიძლება... დედა უთხარი..-შორენასკენ მიაპყრო მზერა ბიჭმა... -სიმართლეს გეუბნება. აუცილებელია ორსულობის დროს მოძრაობა და ჰაერზე სეირნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უჰაერობა დაგეწყოს ან მშობიარობა გაგიჭირდეს - მოდი დღეს ელენეს ძმაც ვინახულოთ . გუშინ დამაგვიანდა და ვერ ვნახე. დედაც არ გამოვიდა შევეყვანე.... -ბოდიში შუაზე გაჭრილი კაცი რომ ვერ მივატოვე შენთან ერთად სასეირნოდ.- შუბლი შეყარა ქალმა. - ცნობისთვის სისხლის გადასხმის მერე ადამიანები ისვენებენ და მე საოპერაციოში გავქანდი. -დედა ვიხუმრე -მეეჭვება. ჩემს სამსახურზე წუწუნი შენი ცხოვრების წესია. -ვერ იტყვი რომ უმიზეზოდ. -შენ ვერ შეიგნე,რომ ადამიანის სიცოცხლე მეტად ფასობს ვიდტე შვილების,ქმრების ან ცოლების ხუშტურები. ჩემი ხელსბი ადამიანს სიცოცხლეს ჩუქნის და მომაკვდავს ვერ ვეტყვი ოპერაციას ვერ გაგიკეთებ იმიტომ რომ შვილს უნდა წავყვე პიკნიკზე მერე რომ არ წამომაძახოს მეთქი. -არ მინდა ამ თემაზე ჩხუბი... -ჰოდა ნუ წამოიწყებ... გაბრაზებული წამოხტა შორენა და წავიდა. -თქვენის ნებართვით უნდა დავისვენო. ხვალ ორი ოპერაცია მაქვს VVV ელენე და რატი საავადმყოფოში, რომ მივიდნენ უკვე დაწყებული იყო ნახვის საათები. როგორც ელოდნენ გია მათზე ადრე მოსულიყო და ცოლის მკავებში მოქცეულ ახალშობილს ეთამაშებოდა. მართალია ბავშვი არ ეპასუხხებოდა მაგრამ კაცი მაინც ვერ ფარავდა აღტაცებას. -დედა-მოეხვია კისერზე ელენე და მერე ბავშვსაც აკოცა შუბლზე. -გილოცავთ სიდედრო-ხელი ჩამოართვა რატიმ და გაუღიმა-ძალიან ლამაზია. -გმადლობ. ხედავ რა პატარა ცოლიდძმა გყავს? -მართლაც საოცარია. -რატი შენი ნახვა ჩვენც გვინდოდა- ხმა დაისერიოზულა გიამ -რა მოხდა? გაიკვირვა ბიჭმა. ელენე ისე იყო ბავშვით გართული არაფერი გაუგია. -ვანდამ მომიყვა რომ აქაური პირობებით არ აღფრთოვანდი. სპორტს ვგულისხმობ... -მოკლედ რა...ან როდის მოასწრო ან... ხომ ვთხოვე არა? -ვიცი რომ ჩვენს გამო იკავებთ თავს და წელს არ მიდიხართ. მგონი სჯობს თქვენს ცხოვრებას მოეკიდოთ. ელენეც უმიზეზოდ უნდა ჩამორჩეს სწავლას. სჯობს წელსვე წახვიდეთ-სერიოზულად თქვა გიამ -რაა? -ახლაღა გამოერკვა ელენე-რა ხდება? -რატის აქაური პირობები არ მოსწონს და დათანხმებას მაინც აპირებს შენი ხათრით. იცის რომ ჯერ წასვლა არ გინდა... -რაა? მართალია? მე რატომ არ ვიცოდი ეს? -იმუტომ, რომ ვიცოდი იუარებდი და დაგიმალე. არ მინდკდა თავი დამნაშავედ გეგრძნო. - მე და მამამ ვიფიქრეთ და სჯობს რატის წაყვე ამერიკაში. ჩვენს გამო არ იჯავროთ.-გულწრფელად გაუღიმა თამუნამ. -კარგი რა დედა. ჩემი ძმა ახლახანს დაიბადა და უკვე თავიდან გინდათ მომიშოროთ? _ ცხირი ჩამოუშვა ელენემ -რას ამბობ შვილო_ გაბრაზდა გია -კარგი ჰო ვიხუმრე. იმის თქმა მინდა ,რომ სანდროს როგორ დავშორდე_ აწუწუნდა ელენე და ბავშვი ხელიდან გამოართვა დედას._მარი სადაა? -ოფისში გავგზავნე ჩემთან. მე ვერ წავედი და სწავლის ფული ხომ უნდა გადამერიცხა? -საყვარელო გთხოვ იფიქრეთ ამ თემაზე. მინდა ,რომ წახვიდეთ და თქვენი საქმე არც ერთმა არ გაიფუჭოთ ჩვენს გამო. ადრე თუ გვიან აუცილებლად იფიქრებთ რომ ჩვენ დაგაბრკოლეთ. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ ამოვიჩემოთ გინდა თუ არა დარჩითთქო. არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი . -თამუნა მართალია. რატი შვილო თუ შემოთავაზე ისევ გაქვს დასთანხმდი და დაბრუნდი ამერიკაში და შენი ცოლიც თან წაიყვანე. ცხოვრება ყოველ დღე არ გვაძლევს ასეთ კარგ შანსებს. -ელე რას იტყვი? _ გადმოხედა გოგონას რატიმ -არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა. ამ საკითხზე არ მიფიქრია ჯერ. -დასთანხმდი საყვარელო. ჩვენ კარგად ვიქნებით. მერე მარი ,რომ დაამტავრებს თუ მამაშენი გადაწყვეტს ისიც წამოვა თქვენთან. -რათქმაუნდა ასეც იქნება ,მაგრამ მანამდე მისი მეურვეობის საკითხი უნდა მოვაგვარო. -მემგონი ის ქალი სერიოზულად ლაპარაკობდა არა ? -კი შვილო ,მაგრამ ვეცდები უმტკივნეულოდ ჩაიაროს და მარისაც ნაკლებად აეშალოს ნერვები. ექთანი შემოვიდა და ბავშვი უნდა წავიყვანოო განაცხადა და მნახველებსაც წასვლა მოსთხოვა. დერეფანში ,რომ გამოვიდნენ ელენემ მასინ დაინახა ლუკა რომ მორბოდა ჩანთაგადაკიდებული. მისი დანახვა ისე გაუხარდა პირდაპირ გაექანა და მოეხვია. -როგორ გამორბიხარ ბიჭო -არ დაიჯერებ და წვიმამ დასცხო -ზაფხულის წვიმა რაარის... -გილოცავ ძამიკოს შეძენას. საჩუქარიც მოვუტანე_ლურჯი კოლოფი ასწია ჰაერში და მეგობარს თმა აუჩეჩა._ გია ბიძია თქვენც გილოცავთ და შენც რატი.ვერ ვნახავ? -ამწუთას გამოგვიშვეს გარეთ -ნუ საჩუქარს ვერ მივცემ ბავშვს? -რომ გამოწერენ გამოგვიარე და მოიტანე. მადლობა წინასწარ. -თქვენ საით? _წყვილს მიუბრუნდა ბიჭი -ახლა სახლში მივდივართ. შეიძლება საღამოს ჩვენებტან გავალთ. ხვალ დედას გამოწერენ და დახვედრა უნდა მოვუწყოთ. -კარგია. -სხვათაშორის დედა ორსულობისას არსაც დადიოდა და ვაპირებ მაღაზიბში გავლას. ბავშვისთვის ნივთებს ვიყიდი. -ძალიან კარგს იზამ შვილო. დედაშენსაც გაუხარდება და არც მე მაქვს ამდენი დრო თან არც ვიცი რა უნდა ვუყიდო პატარა ბავშვს. ელენემ მხოლოდ გაუღიმა მამას და მერე მეგობარს მიუბრუნდა ჩემთან წამოდიო. ლუკამ ბევრი იწუწუნა ,მაგრამ ბოლოს მაინც რატის მანქანაში ამოყო თავი. -ასე უნდა ლუკა დავიწყება? რამდენი ხანია ჩვენთან არ გამოგივლია_გააჯავრა რატიმ -თქვენ რა იცით თვეზე მეტია წასულები ხართ -ვიცით. ნინიმ თქვა არ გვინახავს დიდი ხანიაო. -ეგ საერთოდ ვის ეუბნება. ჩემთან დარეკვაც კი დაავიწყდა. -ჩემი ძვირფასი დაიკო ისეთი უჟმური გახდა ვერც კი იცნობ. ყველაფერზე ბუზღუნებს და საყვედურობს. -რა დაემართა დეპრესიაშია? -სატრფოს ეჩხუბა -რატი გეყოფა ნუ დასცინი შენი დის გრძნობებს. სხვათაშორის ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამისიც _ ბრაზით მიუბრუნდა ლუკას -არ დავცინი ,მაგრამ ნამდვილად უცნაურად იქცევა -გაუვლის დროებითია ალბათ ეგ ყველაფერი. -მე ჩემს ყოფილ მწვრთნელს დავურეკავ და შევატყობინებ რაც ხდება აქეთ და თქვენ საყიდლებზე წადით. საღამოს ვილაპარაკოთ. ელენემ თავი დაუქნია. სახლში ,რომ მივიდნენ ნინი სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ელენემ შეეხვეწა მაღაზიებში გამყევი და სკოლისთვისაც იყიდი ახალ ტანსაცმელსო. გოგონამ ჯერ იუარა ,მაგრამ მერე დასთანხმდა. ყველანი მძღოლის მანქანაში გადანაცვლდნენ. ლუკა მთელი გზა ლაპარაკობდა. ნინი უმეტესად საერთოდ არ უსმენდა. ელენე კი უფრო ხშირად გამოეპასუხებოდა ხოლმე. თვალი უფრო მეტად ნინიზე ეჭირა. მაღაზიებში ,რომ ამოჰყვეს თავი მთელი ამბები მერე დაიწყო. ელენე რასაც ხელს კიდებდა ყველაფერი მოსწონდა და უნდა ვიყიდოო გაიძახდა. ნინი კი ყველაფერზზე ცხვირს იბზუებდა. ბოლოს კი ზრდილობისთვის მხოლოდ ერთი ზედა და ერთი შარვალი იყიდა. დიდი სიხარული მაინც და მაინც არ ეტყობოდა. სამაგიეროდ ელენე იყო აჟიტირებული. ბოლოს საწოლების განყოფილებაში შევიდა. იქ კი ნამდვილად ცუდად იყო საქმე. ნამდვილად შეეძლო ეთქვა ,რომ ყველა მოსწონდა. ბოლოს ერთზე შეჩერდა. გამყიდველს მისამართი უთხრა სადაც უნდა მიეტანათ და ვაჭრობაც აქ დაასრულეს. -მეგონა რატი ხუმრობდა შენს შესახებ ,რომ მიყვებოდა ვერაა არგადო და თურმე საქმე გაცილებით სერიოზულადაა. _ამოიხვნეშა ლუკამ -მოკეტე რა. -შეხედე რა დღეში აქვს ნერვები. საბრალო გოგო _ისევ გააჯავრა ბიჭმა -ლუკა დარჩი დღეს ჩვენთან რა. რამდენი ხანია არ მინახავხარ. -აღიარე ,რომ ჩემს გარეშე ცხოვრება მოსაწყენია -მაგის ცხოვრების ბედნიერების საზომი უკვე ჩვენ აღარ ვართ_ხმა ამოიღო ნინიმ -გეყოფა გოგო. _გაჯავრდა ელენე _დარჩები შენ? -დავურეკავ დედას ან ვანდას დავარეკინებ. რავიცი ... სახლში ,რომ მივიდნენ ვანდამ მართლაც დარეკა ლუკასთან და მანაც დარჩენის ნებართვა მიიღო. უკვე ბინდდებოდა რატიმ ახალი რამ აიკვიატა. მწვადი შევწვათ ეზოშიო. ნინის აღფრთოვანება არ გამოუხატავს. ლუკა კი აჟიტირებული იყო და ფეხდაფეხ დაზდევდა რატის. თან როგორც თავად ამბობდა სწავლობდა ამის კეთებას. რ იცი რასი გამომადგებაო. პატარა სანდროს სახელზე შამპანურიც გახსნეს და გვიანობამდე შეექცნენ. ნინი ადრე წავიდა დასაწოლად. ოთახში შესულიც არ იყო ლევანმა ,რომ დაურეკა. -რა გჭირს ნინი? გირეკავ მთელი დღეა და... -ხვალ შევხვდეთ ლევან და ვისაუბროთ ამაზე. ახლა ვერ გელაპარაკები ჩვენთან სტუმრები არიან და... -კარგი ,მაგრამ დამპირდი ,რომ ხვალ შემხვდები. -თორმეტზე შევხვდეთ მაკდონალდსში მერე კი სადმე გავისეირნოთ. მინდა შენთან დალაპარაკება. -კარგი ნინიმ სწრაფად გათიშა ტელეფფონი და საწოლში შეწვა. დიდხანს ფიქრობდა საკუთარ გრძნობებზე. იმაზე რაზე ისაუბრებდნენ მომდევნო დღეს ის და ლევანი. არც იცოდა როგორ უნდა დაეწყო საუბარი ან როგორ დაესრულებინა ეს ყველაფერი. მანაამდე ფიქრობდა სანამ ეზოში სიცილი არ შეწყდა და დასაძინებლად არ წავიდნენ. მეორე დილით სასწრაფოდ ჩაიცვაა და წასასვლელად გაემზადა. სანამ სარკეში იპრანჭებოდა მსახური შემოვიდა და მოახსენა სუფრასთან მხოლოდ შენ გელოდებიანო. წინა ღამის მხიარულება ამ დილამდე გადმოჰყოლოდათ ოჯახისწევრებს. მისი არ იყოს ელენე და რატიც ჩქარობდა: -სახლის მორთვა უნდა მოვასწრო დედას წამოსვლამდე -რატომ მგონია ,რომ ადრე წერენ ჩემს მეგობარს?_აბუზღუნდა ვანდა -მესამე დღეს ყველას სწერენ თუ გართულება არააო. ასე თქვა დეიდა შორენამ. ვანდა დეიდა მართლა წახვალთ დედას გამოსაყვანად? მამაც იქ იქნება. მე კიდევ ჩემს გეგმას განვახორციელებ. -აუცილებლად წავალ საყვარელო. აბა რას ვიზამ. -ნინი წამომყვები სახლი? -არა ელე მე გავდივარ და მოგვიანებით შემოგიერთდებით. -სად მიდიხარ? -ლევანს ვნახავ მაგდონალდსში და მერე მოვალ. -კარგი -იქნებ ხასიათიც გამოგისწორდეს_რატომღაც ერთხმად გააჯავრეს რატიმ და ლუკამ. VVV ნინი მაგდონალდსთან ,რომ მივიდა ლევანი უკვე იქ იყო. გოგონა ,რომ დაინახა სახე გაუნათდა და გადაეხვია. ნინი ცოტა არ იყოს ცივად შეხვდა. -კარგად ხარ? -მოდი დავსხდეთ და ვისაუბროთ.აქ დავსხდეთ გარეთ ... -კარგი , მითხარი რა მოხდა შენს თავს? -ჩემი აზრით უნდა დავშორდეთ. ჩემი აზრით მანამდეც უნდა დავშორებულიყავით და ეს ამბავი ჩვენგან დამოუკიდებლად გაზვიადდა. -ანუ რა გინდა თქვა, რომ... -რაც ჩვენს შორის მოხდა შეცდომა იყო და აღარ განმეორდება -რას ამბობ ნინი. აღარ გიყვარვარ? მე სულ შენზე ვფიქრობ... -მაპატიე ,მაგრამ მანამდე უნდა მივმხვდარიყავით ,რომ ეგ გრძნობა განელდა. -დაუჯერებელია ,რომ ასე უცებ გადაუსვი ყველაფერს ხაზი. -მაპატიე. მე უბრალოდ არ მინდა მოგატყუო. მინდა გითხრა რას ვგრძნობ. -ასე როგორ? ასე უბრალოდ მშორდები? ერთმანეთის გვერდით როგორ უნდა ვიცხოვროთ? ყოველ დღე ერთმანეთს სევხვდეთ თითქოს არაფერი მომხდარა? - ნუ ღელავ მაგ საკითხსაც მოვაგვარებ. უბრალოდ ასე მოხდა. მაპატიე ...არ ვიცი ამაში ვინ უფრო მეტადაა დამნაშავე მე თუ შენ ,მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა...უბრალოდ თუ შეგიძლია მაპატიე. ნინი წამოდგა და სწრაფად წავიდა მანქანისკენ. მხოლოდ ერთხელ მოიხედა უკან. სინდისის ქენჯნას გრზნობდა ,მაგრამ მიხვდა ,რომ ასე სჯობდა. ახლავე სჯობდა ყველაფერი დასრულებულიყო ვიდრე მერე მიეღო უფრო სერიოზული სახე ამ ყველაფერს. ბევრიც იტირა მანქანაში ,მანამ სანამ ელენეს სახლთან არ გაჩერდნენ. მერე ცრემლები მოიწმინა და შიგნით შევიდა. ელენეს და რატის ერთი ამბავ მოეწყოთ. ელენე ქმარს სთხოვდა კიბეზე ასულიყო და ბუშტები დაემაგრებინა. მარი კიდევ სათამაშოებს აწყობდა ერთმანეთზე. -დაგეხმაროთ?_ გაიღიმა ნინიმ და ოთახსი შემოვიდა -რას მოვესწარით აღარ იბღვირები _ გააჯავრა მარიმ და მეგობარი გადაკოცნა -რაო ლევანმა? _ჩაეძია ელენე -არაფერი ...დავშორდით... -რაა? -ჰო, მე ასე გადავწყვიტე. მარიმ ცივად გაუშვა ხელი მაგობარს და აათვალიერა ,მაგრამ ის თითქოს ვერც გრძნობდა გოგონების მზერას. -რა მოხდა?_დაინტერესდა რატი -არაფერი. -გაწყენინა რამე? -არა , მე ვაწყენინე. გამოვუცხადე მიგატოვე-თქო.ცუდი გოგო ვარ ... რატი ამის მეტად აღარ ჩასძიებია. მიხვდა ,რომ მასთან დალაპარაკება აღარ სურდა. ამას ისიც დაემატა ,რომ ეზოში მანქან გაჩერდა და თამუნაც მოიყვანეს. ქალი გაოცებული იყო იმ ორომტრიალით რაც ახალგაზრდებს მოეწყოთ. ელენემ ბავშვი თავისსავე ნაყიდ კალატში ჩააწვინა და დედას სწრაფ-სწრაფად აჩვენა ნაყიდი საჩუქრები -ღმერთო ჩემო შენს გოგოს მაღაზიები დაუცლია_ გადაიხარხარა ვანდამ -მაღაზიიდან ვერ გამოვიყვანეთ. გაქცევაზე ვიყავი უკვე _ დაამატა ლუკამ რომელიც მოსულებს მოჰყოლოდათ. -ყველაფერი ძალიან ლამაზია გმადლობთ. -ბატონო გია თქვენი ადვოკატი მოვიდა_ სახლში შემოვიდა მძღოლი -შემოუშვით. -გარეთ სურს თქვენთან საუბარი გია სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ და შემოსასვლელში მდგარ სმოკინში გამოწყობილ კაცს ხელი ჩამოართვა. -გამარჯობა ბატონო გია -როგორ ხარ ნოდარ? -კარგად. ვიყავი იმ ქალთან სალაპარაკოდ. ქალბატონ ინგასთან -და მერე რაო? -ვუთხარი მარისთვის პროცესის წამოწყებას რომ აპირებთ,ისიც ვუთხარი ეჭვი არ შეგეპაროთ ამ პროცესს მოვიგებთთქო და სჯობს დათმობებზე წამოხვიდეთ-თქო -კერძოდ რა დათმობებზეა ლაპარაკი -ვუთხარი სასამართლო პროცესი გაჭიანურდება და თქვენ ვერ შეძლებთ ამ პროცესს გაუმკლავდეთ ვერც ფინანსურად და ვერც მორალურადთქო. რათქმაუნდა ვეცადე ცოტა დამეშინებინა. არ არგებს ეს სკანდალი თქვენს რეპუტაციას ხომ ხვდებით? -მერე? -თანხაზე წამოეგო -თანხაზე? -სანამ მე სევთავაზებდი თვითონ შემომთავაზა თუ კარგად გადამიხდიან მეურვვეობაზე ჩემი ნებით ვიტყვი უარსო. ამ ქვეყნიდან წავალ და თვალითაც ვერავინ მნახავსო და აი ეხ მომცა _ქაღალდი გამოიწვდინა კაცმა -ეს რა არის? -ციფრი , რამდენსაც ითხოვს კაცმა ქაღალდს დახედა -ღმერთო ჩემო. კიდევ კარგი შვილი იაფად ,რომ არ უღირს -ჰო, აქვს გემოვნება ვერაფერს იტყვით. -გაამზადე საბუთები და მომიტანე. ჩეკს მას მერე მიიღებს რაც ხელს მოაწერს და არ დაგავიწყდეთ იმ პუნქტის შტანა ,რომ იმ დღიდან მარიზე ვერანაირ პრეტენზიას ვეღარ განაცხადებს -აუცილებლად. -შევხვდებით მალე ნოდარ... -კიდევ ერთხელ გილოცავთ ვაჟის შეძენას გია მისაღებში დაბრუნდა. მიუხედავად დიდი ჟრიამულისა თამუნამ მაინც მოასწრო მიმხვდარიყო რა ხდებოდა. ის ხომ ყველაზე კარგად იცნობდა ქმარს. ახლა იგი ბევრად უფრო თავისუფალი და მხიარული ეჩვენა. -მოხდა რამე გია? -კი, მგონი სასამართლოს თავიდან ავიცილებთ. -როგორ? -მეურვეობას მე მივიღებ მარიზე. ხომ გინდა საყვარელო? -რათქმაუნდა_ გაიღიმა გოგონამ და კაცს მოეხვია_ რათქმაუნდა მამა... -ღმერთო ჩემო როგორც იქნა_ ტაში შემოჰკრა ვანდამ_ გეფიცები ისევ გია ბიძია ,რომ გეთქვა არ ვიცი რას ვიზამდი. -საყვარელო მინდა ,რომ დღეიდან ამ საკითხზე აღარ იფიქრო. ჩათვალე ,რომ შენს სახლში ხარ. -დედა? -საზღვარგარეთ მიდის და აქ აღარ დაბრუნდება -შეიძლება? ოთახში დაჩი და დიანა შემოვიდა. ხელში დიდი ფერადი ყუთი ეკავა. გოგონები მისკენ გაქანდნენ ჩასახუტებლად. თამუნამ დრო იხელთა და გიას ჰკითხა: -რა მოხდა გია? -მარის სანაცვლოდ ფული მოითხოვა -კახპა_ ამოიხვნეშა ვანდამ გაბრაზებით -გთხოვთ, არ მინდა მარიმ როდესმე გაიგოს ,რომ დედამისმა ფულზე გაყიდა. სჯობს არ იცოდეს რამდენად საზარელია დედამისი. -რათქმაუნდა _თავი დაუქნია თამუნამ -თამუნა დეიდა ეს ჩვენგან_ საჩუქარი მოართვა დაჩიმ და პატარას მიეთამაშა._დედაც მალე მოვა დღეს არ მუშაობს. -მალე ჩვენ მოგიტანთ_ თვალი ჩაუკრა ქალმა -გავიგე ახალ სკოლაში გადასულხარ -ერთი რა , სიარულს სულ არ ვაპირებ_ხელი აიქნია ბიჭმა. მერე დიანაც მოვიდა და წყვილს შვილის დაბადება მოულოცა. -მოკლედ წელს მხოლოდ მე ,ნინი და მარი ვბრუნდებით სკოლაში_ თქვა ლუკამ -მე არ ვბრუნდები _მოულოდნელად განაცხადა ნინიმ. რატიმ და თამუნამ ახლაღა გამოჩხრიკეს ყურები -რას ნიშნავს არ ბრუნდები? _ ლამის შეიცხადა ქალმა -მამასთან მივდივარ. გუშინ ველაპარაკე და დავითანხმე -ასეთ რამეებს უჩემოდ როგორ წყვეტ? -ჩემს შესახებ ყოვლთვის ყველაფერს შენ წყვეტდი. ხომ შეიძლება ერთხელ მამამაც გადაწყვიტოს? მასთან მივდივარ და მორჩა... -ღმერთო ჩემო ყველას უნდა ,რომ მიმატოვოს. ხედავ თამუ ? _აზლუქუნდა ვანდა_ რატი და ელენე მიდიან, ჩემი ქმარი ისედაც სულ წასულია და ახლა ნინიც. ვის ჭირდება ვანდა ხომ ? _ხმას აუწია ქალმა -დედა დაწყნარდი რა ნუ ტირი. მამამ მითხრა, რომ შენც მოდიხარ. მანაც ზუსტად ეგ მითხრა დედას მარტო ხომ არ დავტოვებთო. -მართლა? _წამიერად გაჩუმდა ქალი -ჩემი ბუზღუნა დაქალი როგორ უცებ დამშვიდდა. -წასვლა რატომ გადაწყვიტე?_ჩაეძია რატი -მამასთან წასვლა მინდა რა არის უცნაური?_მხრები აიჩეჩა ნინიმ თუმცა მერე ყველაფერი გაახსენდა და სევდა შემოაწვა. მის გარშემო ყველა მხირაულებას განაგრძობდა. ეს ყველაფერი გვიან ღამემდე გაგრძელდა. VVV პირველ სექტემბერს სკოლაში მხოლოდ მარი და ლუკა დაბრუნდა. მართალია ჯერ რატი და ელენე არ წასულიყვნენ ,მაგრამ მათ საახლობლოში ნამდვილი ალიაქოთი იყო. ნინის ნელ-ნელა გადაუარა სევდამ და უფრო მეტი ხალისით ალაგებდა ბარგს. თან ისიც ახარებდა ,რომ ბოლოს და ბოლოს მამასთან ცხოვრების დროს გაიხსენებდა. სანდრის სანახავად ელენე და რატი ყოველ დღე მოდიოდნენ. ხანდახან რჩებოდნენ კიდევაც. რატი ხუმრობდა დედაჩემი თხუთმეტი წლის გოგოსავით ბედნიერია მამასთან ცხოვრება რომ მოუწევსო. სწავლის დაწყებამდე გიამ მარის საქმეებიც მოაგვარა და მეურვეობასთან ერთად გოგონა სკოლაში ახალი გვარით დაბრუნდა. თავიდან კი ეუხერხულებოდა ,მაგრამ მერე გადალახა. კომპანიის გასაწევად ახლა მხოლოდ ლუკა ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ერთად აღარ სწავლობდნენ ხუთივე ისევ განუყრელი მეგობრები იყვნენ. დაჩიმ ვერ მოითმინა და პირველ დღეს მაინც შეიარა ძველ კედლებში. -ამერიკაში ჯერ არ ხარ ხომ ნამყოფი?_ გაუღიმა რატიმ და ცოლს მხარზე ხელი მოხვია -გაგიკვირდება და არა. -მოგეწონება... -ვიცი , რომ მომეწონება საყვარელო. -კიდევ როდის ჩამოვალთ საქართველოში? -ალბათ ახალ წელს . ხომ იცი ჩვენებს უყვართ აქ შეხვედრა. -მოდი ადრე ჩამოვიდეთ და ახალ წელს დავბრუნდეთ. მინდა ვნახო იქ როგორია .... -ზღაპრული... დაუჯერებელი... -კარგი? -როგორც შენ გინდა -რატი -ჰო -ჩვენი შვილი თუ ამერიკაში დაიბადება ამერიკის მოქალაქე იქნება? -რათქმაუნდა. ადამიანი სადაც იბადება იმ ქვეყნის მოქალაქე ხდება ავტომატურად რატომ მეკითხები? ელენე გაჩუმდა. რაღაცას ითვლიდა თითებზე -რას ითვლი? -ვითვლი ზუსტად როდის არ უნდა ჩამოვიდეთ აქ. -რაა? შენ... ორსულად ხარ? მაგას ახლა უნდა მეუბნებოდე? _ თვალები დაქაჩა რატიმ -მეც ახლახანს გავიგე. ამ დილით მივხვდი , უფროო სწორად დედაჩემმა მიხვდა -იქნებ ცდები -ტესტი გავიკეთე -ანუ არ ცდები? შემიძლია გამიხარდეს? ელენემ თავი დაუქნია. ბიჭმა ხელი სტაცა და ბამბის ქულასავით ააფრიალა გოგონა. -რაო რას ამბობდი როდის არ უნდა ვიყოთ საქართველოშიო? -მაცადე ჯერ არ დამითვლია ____________ ესეც დასასრული ჩემო ტკბილებო იმედია მოგეწონათ...უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც კითხულობდა მიყვარხართ და მალე დაგიბრუნდებით გპირდებით სიყვარულით თქვენი Lisebeth |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.