შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 12 თავი

8-12-2015, 00:44
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 884

ფეხით მივუყვები ქუჩებს და წვიმა მასველებს,თუმცა იმდენად ვარ გართული ფიქრებში,იმდენად მტკივა და იმდენად განვიცდი მომხდარს,რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევ.რუსთაველს მივუყვები მობუზული,სიცივისგან და ნერვიულობისგან აკანკალებული,აღარ წვიმს,მაგრამ მაინც ცივა,ქუჩის მუსიკოსების ჯგუფს ვუახლოვდები,სამნი არიან ერთი გიტარაზე უკრავს,მეორე ხმას აყოლებს,მესამე კი ქუდს მიშვერს,იმის ნიშნად,რომ ფული ჩავუყარო,ჯიბეს ვისინჯავ და მახსენდება,რომ ფული არ წამომიღია,ბოდიშის ნიშნად მხრებს ვიჩეჩ და ვუღიმი.ყველაფერს ხვდება,მიღიმის და ქუდს მიშვერს,ვშეშდები.თვალებში ვუყურებ,კეთილად მიღიმის და ვხვდები,რომ ჩემს გასაჭირს ხვდება,ზედაპირულად მაგრამ მაინც.გული სითბოთი მევსება.გულაჩუყებული ქუდში ვყოფ ხელს და რკინის ლარიანს ვიღებ,თავს ვუკრავ და იქვე გაჩერებულ ავტობუსში ავდივარ.
ამ ბიჭის საქციელს ვუფიქრდები და ვხვდები,რომ მე ის ძველი სარა აღარ ვარ,ის ამაყი,თამამი,უდარდელი,უხეში სარა აღარ ვარ.სიყვარულმა შემცვალა,ჩემში მიმალული გულუბრყვილო და შეშინებული გოგონა გააღვიძა,ასე მონდომებით რომ ვცდილობდი გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში მიმეძინებინა.ცრემლები თავისით მომდის.თავს შუშას ვადებ და ღამის თბილისს ვუყურებ.მხოლოდ მან,ღამის ქალაქმა იცის ჩემი ყველა ფიქრი და ტკივილი.
სახლში ფეხაკრეფით შევდივარ და ოთახში ვიკეტები.წყალის ქვეშ ვდგები და მომხდარს ვაანალიზებ,პირველად ცივი გონებით ვსჯი მომხდარს.ჩემს შოკოლადის შხაპის გელს სხეულზე ვისმევ და გეგა მახსენდება,მისი ნათქვამი chocolate ყურში ექოდ მეორდება და სიამოვნებისგან თბილი ტალღა მივლის სხეულში.ოთახში ხალათით ვბრუნდები და საწოლზე ვწვები.კუთხეში ვიკუნტები,თვალებს ვხუჭავ,რა იქნება ჩემი ''ღამის ქურუმი'' დაბრუნდეს,ყელში ბურთი მეჩხირება და ვხვდები,რომ ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება.სოფიას ნათქვამი მახსენდება და გულში საშინელი ტკივილი მივლის,შვილის გაჩენა უნდა ქალბატონს,გაბრაზებული ვხტები საწოლიდან და ნერვიულად ვიწყებ სიარულს.მამაჩემზე მომდის გული,ამ სიბერეში რა შვილი აუტყდათ,მალე შეიძლება შვილიშვილი ეყოლოთ,ესენი კი შვილის გაჩენას გეგმავენ.არა მაინც რამ აფიქრებინა სოფიას 43წლის ასაკში შვილის გაჩენა?სულ გამოაშტერა ეს ხალხი სიყვარულმა.ღმერთო როგორ მეცოდება გეგა,მე ჯანდაბას მაგრამ ის ხომ ბიჭია,ჯერ ძლივს შეეგუა დედის გათხოვებას და ახლა პატარა ლაწირაკის გაჩენაც მოუნდათ ჩვენს ''ძაან თანამედროვე''მშობლებს.ისევ გულის რევას ვგრძნობ მაგრამ რაღაც არ გავს ეს უბრალოდ შეგრძნებას.ჟანგბადს ხმაურით ვაწვდი ფილტვებს და ტანსაცმელს ვიცმევ.შიმშილს ვგრძნობ და ვხვდები,რომ დაბლა ჩასვლა მომიწევს,ძალიან არ მინდა,მაგრამ იძულებული ვარ.ჯერ კიდევ ნესტიან თმებს,უკან ვიყრი და დაბლა ჩავდივარ. მამაჩემი სამზარეულოში მხვდება და ინტერესიანი მზერით მომჩერებია,მე არაფერს ვიმჩნევ და მაცივარში ვიჭყიტები.აქ ჭამას არ ვაპირებ,ლანგარს ვიღებ და ქათმის სალათს,იოგურტს და ბანანს ვალაგებ,არც შავი შოკოლადი მავიწყდება.
-სარა მგონი სალაპარაკო გვაქვს არა?-კართან მაწევს მამა სიტყვას.ვჩერდები,ტუჩებს მკაცრად ვკუმავ და ვცდილობ პირზე მომდგარ სალანძღავ სიტყვებს გარეთ გამოსვლის უფლება არ მივცე.
-სარა, მოდი დაჯექი და ვილაპარაკოთ.-თბილი ხმით მიმეორებს და მეც გული მითბება,ვბრუნდები და მის წინ ვჯდები.
-გისმენ
-სოფია...-თითებს ნერვიულად იმტვრევს და ცდილობს სიტყვებს თავი მოუყაროს.
-არაფერი მაინტერესებს გიორგი,რაც გინდა ის ქენით,შენც და ჩემმა ახალგამოჩეკილმა ''დედიკომ''-ბოლო სიტყვას აგრესიულად ვამბობ და ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითების მოხრით ბრჭყალებში ვსვავ.-არავის წინაშე ვალდებული, არ ხართ თავი იმართლოთ.გინდა შვილი გააჩინეთ,გინდა ლეკვი.ჩემთვის სულ ერთია.მე დედაჩემთან მივდივარ ამსტერდამში.-ვაყრი ნერვიულად და ვერც ვხვდები,ისე ვიხსენიებ ნიკოლს დედად,მამას ნერვიულად ეცინება და თავს ხრის.
-როდის გახდა ნიკოლი დედა და მე გიორგი?-ჩამწყდარი,გატეხილი ხმით ამბობს და თმებს ნერვიულად ისწორებს.სუნთქვა მეკვრის,ქვედა ტუჩი მიკანკალებს და მებრიცება,მამა,ჩემი ერთადერთი მცველი,მეგობარი და მესაიდუმლე ჩემთვის უცხო გამხდარა.გულში ტკივილი მივლის,ის წლები მახსენდება,ღამ-ღამობით მის ოთახში რომ შევდიოდი,ატირებული და მის მკერდზე ვიძინებდი,მახსენდება,როგორ მონდომებით მვარცხნიდა თმებს და მიკეთებდა ნაწნავს,როგორ ცდილობდა ჩემთვის ბლინების გაკეთებას,რამდენჯერ დაუწვავს ხელი ამ დროს.რამდენჯერ უცდია ჩემთვის უდედობა შეემსუბუქებინა.მახსენდება,როგორ მაწყნარებდა ჩაკეტილ სივრცეში ატირებულს და ცოტა მაკლია ატირებამდე.ლანგარს ვიღებ და სამზარეულოდან გავდივარ.ცრემლები ჩამომდის,სირბილით ავდივარ კიბეებზე და მიკეტილ კარს ვეყრდნობი.არა, სარა აღარ ვიტირებ,მორჩა,არ ღირს ტირილი.ახლა მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრებ,სხვა ყველაფერი სულერთია.დიახ, წავალ ამსტერდამში,შეიძლება ეს გაქცევაა,მაგრამ ასე აჯობებს.აქ უკვე სული მეხუთება,თუ საჭიროა სწავლასაც იქ დავამთავრებ.საწოლზე ვჯდები და ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი,მადიანად შევექცევი საჭმელს.
********
დილით გაბრუებულს მეღვიძება,წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, თავბრუმეხვევა.ტუმბოზე დადებულ შოკოლადს ვწვდები და ერთ ფილას ტუჩებს შორის ვიქცევ,მერე გეგა და ის კოცნა მახსენდება,თითქოს მსიამოვნებს,მაგრამ შოკოლადის გემოს ვგრძნობ და...სააბაზანომდე ძლივს ვაღწევ,ნიჟარას ორივე ხელით ვეყრდნობი.როცა ყველაფერი რჩება,სახეზე წყალს ვისხავ,სარკეში ვიყურები,იქიდან შეშინებული,თვალებდაწითლებული სარა შემიმცქერის.სააბაზანოდან მოწყვეტილი გამოვდივარ და საწოლზე ვიკუნტები.
*****
შუადღისას მეღვიძება,ტანსაცმელს ვიცვამ და ელენესთან მივდივარ.
-შემოდი,რა გჭირს?ფერი არ გადევს.-კარის ხელით იჭერს და ოთახში მატარებს.
-არაფერი ცუდი დღე მქონდა.-დივანზე ვჯდები და ის გულისრევა მახსენდება,მთელი დღე ამ ამბავზე ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მჭირს.ალბათ ყველაფერი ნერვების ბრალია.
-მომიყევი.-მოსასმენად ემზადება ელენე.
-მამაჩემს ვეჩხუბე,სოფიას ბავშვის გაჩენა უნდა-ვამბობ და ისევ ცუდად ვხდები,არ მინდა ელენემ რამე შეამჩნიოს და თავს ვიკავებ,თუმცა არ გამომდის.-ტუალეტში შევალ ხო?
-კაი-გაკვირვებით შემომცქერის ელენე,მე ყურადღებას არ ვაქცევ და უნიტაზს ვეხუტები.რა მჭირს?რამემ მომწამლა?ისე ცუდად ვარ,რომ მგონია მთელი შინაგანი ორგანოები ამოსვლას ლამობენ.თავს ვიწესრიგებ და ელენესთან ვბრუნდები.
-ლიკამ დარეკა,ბარში არიან,გველოდებიან-მიცინის ელენე.
-მეზარება.
-კარგი რა სარა, ასე არ შეიძლება,რაც სოფიას სახლში გადახვედი სულ ჩამოგვშორდი,გასაგებია,ნოეს ნახვა არ გინდა მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?-თვალებს წკურავს ელენე.
-ხო კარგი,წავიდეთ-ახლა ნამდვილად არ მაქვს მასთან კამათის თავი.
ბარში ლიკასთან ერთად გიგა და ნოეც გვხვდება,ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო და ყველას ვკოცნი,ნოე ტუჩებს მიშვერს,ამის დანახვაზე ისე ცუდად ვხდები,ძლივს ვახერხებ თავის მოთოკვას და ლოყაზე ლოყით ოდნავ ვეხები.ნოეს უკვირს,თუმცა არ იმჩნევს.მათი დანახვა ცოტა მამხიარულებს და მომხდარიც მავიწყდება.თავს ლაღად ვგრძნობ და მარტინისაც სიამოვნებით მივირთმევ.
-მწვანე ზეთისხილი მინდა-ვეუბნები გიგას,გაოცებული შემომყურებს.
-როდის მერე შეგიყვარდა?
-ოო,მინდა რაა-მობეზრებულად ვბუსხავ ტუჩებს და კიდევ ერთ მარტინს ვსვავ.
-საღამო მშვიდობისა-მესმის საოცრად ნაცნობი და მონატრებული ხმა,ვშეშდები,უკან მიბრუნებას ვერ ვბედავ,თუმცა რა საჭიროა,ისედაც ვხვდები,რომ გეგაა.შეიძლება დავჯდეთ?-კითხულობს გეგა და მე მიყურებს.
-რა თქმა უნდა-ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.გეგას გვერდითა მაგიდიდან სკამი მოაქვს და ჩემსა და ნოეს შუა ჯდება.ლევანი ელენეს უჯდება.გეგა ლიკას და გიგას ეცნობა,ნოეს უკვე იცნობს.დაძაბულობისგან მთელი სხეული მტკივა,გვერდით მიბრუნებას ვერ ვბედავ,გეგა დაჟინებით მომჩერებია,მე უხერხულობის დასაფარად უაზროდ ვიცინი გიგას ხუმრობებზე.ნოე კოპებს კრავს,მაგრამ მისი ეჭვიანობა სასაცილოდ არ მყოფნის. გეგა ჩემს მარტინის იღებს და სულმოუთქმელად სვავს,ნოეს უკვე ძარღვები ებერება,მე სასმლისგან ტვინი მერევა და უკვე აღარ მაინტერესებს რას იფიქრებენ ჩვენზე.მაგიდის ქვეშ,ბარძაყზე გეგას ხელის შეხებას ვგრძნობ,დენი მარტყავს და გული აჩქარებულად იწყებს მუშაობას,მიჭერს,მტკივა,მაგრამ მაინც მეცინება,გამომწვევად ვუყურებ და ფრთხილად ვიშორებ მის ხელს.ტუჩის კუთხეში ეღიმება.ღმერთო რა საყვარელია,როგორ მინდა კოცნით დავახრჩო.ლევანი,ელენე,ლიკა და გიგა საცეკვაოდ გადიან,გეგა მხარზე მხვევს ხელს და საზურგეს ეყრდნობა,თავს გვერდზე ხრის, ნოეს თვალს თვალში უყრის და ისე უყურებს ტანში ჟრუანტელი მივლის,ვგიჟდები გეგას პროფილზე.ნოე სკამიდან დგება და გარეთ გადის.სიამოვნებისგან სუნთქვა მეკვრის,გეგა თვალებში მიყურებს და მგონია მზერით მეფერება,ეს გრძნობა ფიზიკურ სიახლოვესაც კი წონის.მეღიმება.
-მომენატრე.
მეც-ჩურჩულით ვეუბნები.მხარით მის მკერდს ვეხები,ჩემს თმებს თითებით ეთამაშება და თავს უბედნიერესად ვგრძნობ.
-ხომ გითხარი ამ ნოესთან გაკარებული არ გნახოთქო-მკაცრად მაგრამ თბილად მეუბნება.ღიმილს ძლივს ვიკავებ.
-ეჭვიანობ?-თვალებში ვუყურებ,ეღიმება.
-ვეჭვიანობ-მეუბნება და სიგარეტს უკიდებს,საშინლად მაღიზიანებს სუნი და ვკრთები.ოღონდ ახლა არა,ჯანდაბა ისევ გული მერევა.რა მჭირს?არა გეგამ არ უნდა მნახოს ასე.ნაძალადევად ვუღიმი,ფეხზე ვდგები და გავდივარ.
-საით?-მაჯაზე მკიდებს ხელს და წარბებშეჭმუხნული შემომცქერის.
-თავს მოვიწესრიგებ-კეკლუცად ვუღიმი და გავდივარ.
საპირფარეშოს მაგივრად გარეთ გავდივარ,ნამდვილად მჭირდება სუფთა ჰაერი.კედელს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.გადამიარა,მორჩა.
-რა ხდება თქვენ ორს შორის?-მაფხიზლებს ნოეს გაბრაზებული ხმა.
-რააა?
-რა ხდება შენსა და იმ პი ****ს შორის მეთქი?-თვალებიდან ცეცხლებს ყრის ნოე.
-როდიდან ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო-მეცინება და გვერდს ვუვლი.
-სარა-მკლავზე უხეშად მავლებს ხელს და მკერდში მიკრავს.
-გამიშვი იდიოტო!
-ჩემთან წამოხვალ!-მეჩურჩულება ვნებამორეული და ცდილობს მაკოცოს,მე წინააღმდეგობას ვუწევ.
-სარაა-გეგას ხმა ნოეს აკრთობს და ჩერდება,თუმცა ხელს არ მიშვებს.-აქ რა ხდება?
-არაფერი გეგა,ნოე უკვე მიდის,უბრალოდ მემშვიდობებოდა-უდარდელად ვეუბნები და ნოეს ხელებიდან თავს ვითავისუფლებ.
-ჩაჯექი მანქანაში!-მეუბნება გეგა და ნოეს თვალს არ აშორებს.
-გეგა...
-ჩაჯექიმეთქი-უხეშად იმეორებს და ისევ არ აშორებს თვალ ნოეს.ვიძაბები,ნამდვილად არ მინდა მათი ჩხუბის მიზეზი ვიყო,არასდროს არ მქონდა ასეთი გარჩევების ატანა.ვერ ვიტან ბიჭები გოგოს გამო,რომ ჩხუბობენ.კიდევ მინდაა რაღაცის თქმა,მაგრამ გეგა ისეთი თვალებით მიყურებს,უხმოდ მივდივარ მანქანისკენ.
თითქმის ათი წუთი ველოდები გეგას,ის კი არ ჩანს,ნერვიულობისგან ისევ გულის რევის შეგრძნება მაქვს,მაგრამ ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო.რადიოს ვრთავ და n`to-time იწყება, პირველივე აკორდი დამამშვიდებლად მივლის ტვინში.თვალებს ვხუჭავ და თავს მინას ვადებ. კარი იღება,ვგრძნობ როგორ ჯდება მანქანაში გეგა,მისი მზერა სახეს მიწვავს,მაგრამ არ ვინძრევი,ცოტა ხანს ჩუმად მიყურებს და მანქანას ქოქავს.მთელი გზა ჩუმად ვართ.მხოლოდ მუსიკა და ჩვენი გულების ძგერა ისმის...თითებზე მისი თითების შეხებას ვგრძნობ,მერე ტუჩებისას..

№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

pirveli vaaar dzlivs ar daidoo wavikitxav aba exa
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№2  offline ადმინი უნდა ვწერო

გვეღირდა ძლივს...ორსულადაა ასიანი,სოფიაც რომ დაორსუკდებ მერე უფრო დაიძაბება.არამგონია,ამსტერდამში წავიდეს..არ დააგვიანო შეეცადე

№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

auf magari gogo xar dzaan prosta sara mecodeba exa kide orsuladaa da codoa imedia ar moishlis mucels da icode meti agar daagviano ase kai?tore gavbrazdebi
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№4  offline წევრი Dikunadiko

Rogor velodiii,exla chavikitxe da Ra male damtavrdaa :( dzalian momewona avtoro,AR ici rogor miyvarxar eseti magari ro xar ❕❗ exla 13s veliii , dzaalian magarixar icode <3

№5  offline წევრი zoi

ოოხხხ ამ ყინვაშიც კი მათბობს ეს ისტორია მაგრამ ნუ რა ვქნა ეგოისტურად არ მყოფნისსს

№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

zoi
ოოხხხ ამ ყინვაშიც კი მათბობს ეს ისტორია მაგრამ ნუ რა ვქნა ეგოისტურად არ მყოფნისსს

უჰ შენ არ იცი როგორ მიხარია ამის წაკითხვა love

უნდა ვწერო
გვეღირდა ძლივს...ორსულადაა ასიანი,სოფიაც რომ დაორსუკდებ მერე უფრო დაიძაბება.არამგონია,ამსტერდამში წავიდეს..არ დააგვიანო შეეცადე

საპატიო მიზეზი მქონდა დაგვიანებისთვის love
ლორემ ცოოოტა ....არ ვიტყვი სირცხვილია wink

♡EPICLOVE♡
auf magari gogo xar dzaan prosta sara mecodeba exa kide orsuladaa da codoa imedia ar moishlis mucels da icode meti agar daagviano ase kai?tore gavbrazdebi

♡EPICLOVE♡
auf magari gogo xar dzaan prosta sara mecodeba exa kide orsuladaa da codoa imedia ar moishlis mucels da icode meti agar daagviano ase kai?tore gavbrazdebi

მაპატიეეეეეეთ,გამოვასწორეებ....მიყვარხარ ეპიკ

Dikunadiko
Rogor velodiii,exla chavikitxe da Ra male damtavrdaa :( dzalian momewona avtoro,AR ici rogor miyvarxar eseti magari ro xar ❕❗ exla 13s veliii , dzaalian magarixar icode <3

გამათბე,მადლობა..ვიცი პატარა იყო,მაპატიე

№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

"გეგა მხარზე მხვევს ხელს და საზურგეს ეყრდნობა,თავს გვერდზე ხრის, ნოეს თვალს თვალში უყრის და ისე უყურებს ტანში ჟრუანტელი მივლის,ვგიჟდები გეგას პროფილზე.ნოე სკამიდან დგება და გარეთ გადის."

აი, აი, ჭკუას მაკარგვინებს ეს წვრილმანები!!! ვიღაცამ შეიძლება ჩაიკითხა, მე კი ესმომენტი დავიზეპირე და რეალური კადრი წარმოვიდგინე. არაფერია, მაგრამ ყველაფერია.

არ მინდა დანარჩენზე არაფრის თქმა. თუმცა ჩემი სურვილია სოფია გაქრეს - ავარა კედავრა!!!

№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby

ახლა ვზივრ და შენს კომენტარს,გულიანი სიცილის ფონზე ვკითხულობ...მარიამ ასე მგონია ჩემი გულის ყველაზე ბნელ საიდუმლოსაც კი ამოიცნობ,პირისპირ თუ შევხვდით...დაკვირვებული კი არა,ზე დაკვირვებული გოგო ხარ,და იცი ეს როგორ მახარებს?
მეც გადავიკითხე ახლა და სიამოვნებისგან გამაცია....
რა გოგო ვარ რაააა love
სოფია??ოო ვნახოთ

№9 სტუმარი სტუმარი მ

ვაიმე რა მალე დამთავრდაა...

გთხოვ ნუ გვსჯი ასე, და არ გვალოდინო რააა

№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

დაიძაბა სიტუაციაა... მაგრამ როდის მოასწრო დაორსულება ამ გოგომ, რა თავი არ დაიცვეს კაცო? :O გეგას არ ეკადრება ასეთი რამ...
ძალიან დაძაბული ვკითხულობდი ამ თავს.
მეგონა მეც გული ამომივარდებოდა და ფეთქვას შეწყვეტდა. ეს ყოველი წვრილმანი კი უფრო აცოცხლებდა ამ ნაწილს და ყოველთვის აცოცხლებს. ფილმივით მიდის, მიყვარს საერთოდ ასეთი სტილი. ჩემ საყვარელ მწერალსაც ასეთი სტილი აქვს და ვგიჟდები.. მისი წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმები არ მიზიდავს ისე, როგორც თვითონ წიგნის კითხვა და იმის წარმოდგენა, რაც იქ ხდება. აი ვერ აღვწერ რა მაგარი გრძნობაა, მისი ფილმები გენიალური კია, რაღაც შედევრია თუმცა წიგნები გაცილებით მაგარია.
ხოდა შენი მოთხრობის წაკითხვისასაც იგივე გრძნობა მიპყრობს. შემიძლია უბრალოდ თვალები დავხუჭო და წარმოვიდგინო მთელი სცენა.
სწორედ ამას ვაკეთებ ხოლმე. როცა დავასრულებ თავის კითხვას, სანამ კომენტარის წერას დავიწყებ თვალებს ვხუჭავ და მთლიან თავს ფილმივით ვუყურებ. აი ეს მსიამოვნებს და საოცარია.
ხოდა ეს ორსულობა არ მომწონს რაღაც. მე ამსტერდამში წასვლას ვემხრობოდი :D არა, რატომ ვერ ხვდება ეს სარა ამდენს, რომ ორსულადაა, თან ეს ორსულობა, მისი აღწერა ცოტა არ იყოს ჩვეულებრივი იყო. იმის თქმა მინდა, რომ ალბათ შეიძლებოდა ისე დაგეწერა ვერც მივმხვდარიყავით სარა, რომ ორსულად არის და მერე გამოჩენილიყო რამენაირად.
ისე, ხომ იცი როგორ მომწონს შენი ისტორია.
ერთგულად გგულშემატკივრობ და ვკითხულობ ყოველთვის..
მიხარია, რომ აგრძელებ :დ <3 კი, მე გპატიობ დაგვიანებას :D ხოდა სირცხვილიაო ამაზეც დამაინტრიგეეეეეეეეეეე!!! >.< :D
ლორეეელაიი ^_^ კაი გოგოა სარა. :დ მაგარი თავი იყო ძალიან. <3
ვნახოთ შემდეგი ^^ <3 love love
რა მოხდა მერე, რომ სოფიას შვილის გაჩენა სურს? რა ჯობია კიდევ დას ან ძმას :დ ეს გეგაზე და სარაზე მაინც ხომ არ იმოქმედებს და მაინც ხომ არ იქნებიან და-ძმანი არაა? რავიცი ყოველშემთხვევაში ძალიან ინტრიგანი ხარ.
სულმოუთქმელად დაველოდები შემდეგ თავს, რომ ჩემი წარმოდგენილი გაგრძელება და დასასრულიც გამოაშკარავდეს ან ისე გაგრძელდეს, ან სხვაგვარად ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მოკლედ ერკე,მთელი ისტორია დაწერე კომენტარი კი არა.ძალიან მიხარია რომ ასე გაოცებ,რომ მოგწონს.ბანალურობას მოვერიდე და ამიტომ არ შემოგაპარეთ,ეს დაორსულება.კაი ახლა პირველი სრქსუს დროს თავი თუ ვერ დაიცვეს დიდი ამბავი...მაინც ჯობია ჩემი გეგა შენს ლომიას.ეგ უხეში ეგა :)

№12  offline წევრი kaxelii

აუ ლორე ნუ აგვიანებ რაა. იცი რამდენხანს ველოდი? sad მე ცოდო არ ვარ? . მაგრამ მიყვარხარ და რა გავაკეთო? ეს ისტორიაც მიყვარს არ არსებობს ეპიზოდი გონებაში წარმოდგენილი არ მქონდეს. თავისით მეხატება თუ როგორი იქნებოდა სინამდვილეში გეგა სარა და ა.შ. ესე აღარ მალოდინო. ადრე ორს წერდი ერთად , თან ყოველდღე დებდი. ეხლა ერთს დებ და ამხელა შუალედებით. ნწ ნწ ნწ ესე არ შეიძლება. love

№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

nino k.d.
აუ ლორე ნუ აგვიანებ რაა. იცი რამდენხანს ველოდი? sad მე ცოდო არ ვარ? . მაგრამ მიყვარხარ და რა გავაკეთო? ეს ისტორიაც მიყვარს არ არსებობს ეპიზოდი გონებაში წარმოდგენილი არ მქონდეს. თავისით მეხატება თუ როგორი იქნებოდა სინამდვილეში გეგა სარა და ა.შ. ესე აღარ მალოდინო. ადრე ორს წერდი ერთად , თან ყოველდღე დებდი. ეხლა ერთს დებ და ამხელა შუალედებით. ნწ ნწ ნწ ესე არ შეიძლება. love

მადლობა ნინო,მართლა გულით მინდა ყოველდღე დავდო მაგრამ ვერ ვახერხებ.მაპატიებთ ალბათ..

№14  offline მოდერი sameone crazy girl

ამათი შვილი წარმოვიდგინე უკვე და ცუდად ვარ ბედნიერებისგან love ისეთ ექსტრემალურ პირობებშია ჩასახული მაგარი ვიღაც უნდა იყოს wink wink მაგარი გოგო ხარ ლორე მითქვამს და კიდევ გავიმეორებ "მიყვარხარ მე შენ" love love love

№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

sameone crazy girl
ამათი შვილი წარმოვიდგინე უკვე და ცუდად ვარ ბედნიერებისგან love ისეთ ექსტრემალურ პირობებშია ჩასახული მაგარი ვიღაც უნდა იყოს wink wink მაგარი გოგო ხარ ლორე მითქვამს და კიდევ გავიმეორებ "მიყვარხარ მე შენ" love love love

ჩემი გოგო გამოჩნდააა.მადლობა საყვარელო.

№16  offline წევრი S o f i a

ოხ ლორელაი, ლორელაიი, რატომ ხარ ასეთი კარგი? არა, არა, კარგი კი არა,უბრალოდ გასაოცარი ხარ, ვგიჟდები და გავგიჟდები მე შენზე <3 რომ დებ,ის დაგვიანებაც მავიწყდება,ის პატარა თავიც და შეცდომებიც, რომლებიც მგონი არც არის, ვერ ვიტყვიი იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს. არის ისტორიები,რომლებშიც შეცდომები წამში თვალ მჭრის, მაგრამ აქ? შეუძლებელია, კითხვის დროს იმდენად ხარ ჩართული, რომ უბრალოდ ვერ ამჩნევ ხარვეზებს, მითუმეტეს რომ ლექსიკა გაქვს კარგი ^^ აი იცი როგორი ისტორიაა? აი გქონია ისეთი შემთხვევა წიგნის კითხვას რომ დაიწყებ და ისე ჩაგითრევს, რომ როცა ამოიხედები მარტო მაშნ მიხვდები,რომ თურმე ცივა და სულ გაყინულხარ^^ მე ჩემს ნათქვამს ვასრულებ ყველაფერი უნდა გითხრა - მეთქი <3 სარა ძალიან საყვარელია, ძალიან შემიყვარდა ერთი ის არ მომწონს მასში, რომ ემოციებს ვერ აკონტროლებს და როცა ერთს ფიქრობს ან უნდა, მეორეს აკეთებს. გეგა? გეგა ყველამ ვიცით, რომ უბრალოდ დეგენერატია,მაგრამ ჩვენი დეგენერატია და თან უზომოდ საყვარელი ^^ და ხო ამის თქმა არ უნდა დამავიწყდეს <3 შენში და შენს ნაწერში რა მიყვარს იცი ძალიან ძალიან? დეტალები. ერთი უბრალო დეტალი, თუნდაც ნაბიჯის გადადგმა, გამოხედვა, შეხება და აშ. ისე გაქვს აღწრილი, რომ დაგბურძგლავს. მთელი გრძნობით, ემოციით და სიმძაფრით გაქვს აღწერილი ერთი უბრალო მომქმედება და გვათბობ ამით, იცი როგორ გვათბობ? აი კითხვის დროს რომ გაიღიმებ და ხანდახან ზოგ ადგილზე სიცილსა ატეხავ.ნუ ბევრი საუბარი შენს ნიჭს არ უნდა იმდენად კარგი, ნიჭიერი და ფანთზიით სავსე ხარ <3 ოხხ დაიძაბა სიტუაცია, დაორსულდა ქალბატონი :დ დავინტრიგდი ^^ შენი იმედი მაქვს, მოუთმენლად ველოდები მოვლენების განვითარებას ^^ <3 კარგი ხარ, კარგი <3 და გელი,გელი,მოგელი! :დდ <3

№17 სტუმარი black

Ra sayvareli gogoa es Sara..da shenc Mara dzalian xoar dagviviwyee?sagol magari tavia chemicxovreba❤miyvarxar dzalian

№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

S o f i a

სოფიაა,ენა ჩამივარდა,სიტყვებს ვერ ვუყრი თავს,რომ პასუხი გაგცე.მადლობა ჩემო კარგო.მიხარია,რომ მოგწონს ჩემი სტილი და წერის მანერა.ხო შეცდომებს მაინც ვუშვებ,არ მეპატიება ვიცი,მაგრამ რა ვქნა.გამეპარება ხოლმე მაინც.

black
Ra sayvareli gogoa es Sara..da shenc Mara dzalian xoar dagviviwyee?sagol magari tavia chemicxovreba❤miyvarxar dzalian

შავოო რა კარგი ხარ რაა ♥♥

№19  offline წევრი LoNdA DM

au momwons gaurkvevloba da es gogo xom orsuladaa da misma mshoblebma xom ari ician rom gegas da amas shoris ragac xdeba da is iqneba magari ert saxlshi rom iqnebian orsuli sara, mamamisi gega dedamisi sofia da isic orsulad da gegas garda arcerts rom ar ecodineba vin aris bavshvis mama. xolo tu rogor shexvdebian mamamisi am ambavs, chemi azrit civilurad , dzalian tanamedrove mama yavs da magito. oh ramdeni vibodiale, mokle velodebi shemdeg tavs.

№20  offline წევრი tvinischia

Vaime sul yvela tavi wavikitxee "erti amosuntkvit" dzaan magaria emociebit davitviete ❤ wakitxvisas vpikrobdi neta cota adre gaecnot ertmaneti sanam dedamisi da mamaisi ertmanets shexvdebodnentko da manamde gaecno gegas sara dedamisistvis da saras gega mamaisistbis :d vaime nu mokled agar vici ra vtkva serizulad dzaan magari gogo xar yochag❤mokled male dade xolme ra tavebi ricxebs ro shevxede xan agvaineb rogorc chans da me kide ise damainteresa da ise momewona erti suli maqvs rodis dade shemdeg tavs ro wavikitxo❤❤

№21  offline აქტიური მკითხველი lalita

სიტყვები აქ ზედმეტია უმაგრესია ყოჩაღ, ცოტა გაზარდე თავები

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent