შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [3]


9-12-2015, 10:24
ავტორი ერკე
ნანახია 2 374

სრული დუმილი.
საავადმყოფოს დერეფანში სიჩუმე ივანებდა, მხოლოდ ექთნების და ექიმების ფეხსაცმლის კაკუნი, რამდენიმე ბიჭის ანერვიულებული ბოლთის ცემა და მათი ხშირი სუნთქვა არღვევდა ამ გახმაურებულ დუმილს. ყველაზე საშინელ დუმილს, რომელიც სჯობდა დუმილი არ ყოფილიყო.
„არ მოკვდე, აუ ჩემი... არ მოკვდე.“ - ფიქრობდა დიტო და დერეფანში ნერვიულად მიმოდიოდა. ექიმებს წამდაუწუმ აჩერებდა, რომ რამე გაეგო, თუმცა არაფერი. სრული დუმილი.
-რა მოხდა შვილო... - განერვიულებული ჭაღარა ქალი გამოჩნდა დერეფნის ბოლოს. - რა მოხდა.. ღმერთო არა. - თმებს იგლეჯდა ქალბატონი ლელა, რომელსაც სრულ ჭკუაზე მყოფი საერთოდ არ ეთქმოდა იმ წამს. ბიჭებმა რასაკვირველია იცნეს, მის გვერდით გამხდარი, სუსტი და გალეული კაციც იცნეს, ეს ლომიას მშობლები იყვნენ, როგორც კი გაიგეს მაშინვე საავადმყოფოში გაჩნდებოდნენ, რომ არა ლელას გულის წასვლა. მიშას აუღელვებელი სახე, ნეტავ იცოდეთ რამდენ ტკივილს იტევდა. კაცი, რომელსაც უზომოდ დიდი სიყვარული შეეძლო, ყველაფერზე მეტად უყვარდა თავისი ოჯახი, თუმცა არ იყო სენტიმენტების კაცი და არ იცოდა ცრემლი, ვერ ტიროდა. იდგა კუშტად საწყალი კაცი, ხელით მოჰყავდა ცოლი, რომელიც საოცარი სისწრაფით მიუყვებოდა დერეფანს. შემდეგ ბიჭებთან შეჩერდა. თავზე ხელი დაიდო, კიდევ ერთხელ ამოიგმინა, ცრემლები გადმოყარა. ისე იდგა სიფრიფანა ქალი, თითქოს მის სხეულს ქარი აქანავებდა. ქმრის ხელები, რომ არა რამდენჯერ წაიქცეოდა. - მტკივააააააა..... ლომიააა.. -ღრიალებდა ქალი. - ეს რა დაგემართა ბიჭო, ვინ დაგმართა ჩემი დედუსები... ვინ გაგიკეთა, ვინ გაგწირა ასე სასიკვდილედ... ჩემო ლომო, ძლიერი ხარ, ვიცი... ვიცი ძლიერი ბიჭი ხარ, ვიცი გაუძლებ... ვიცი ყველაფერს გაუძლებ... ჩემი დედუსუნები.. ჩემი საწყალი ბიჭიიიი - გააგრძელა სიტყვები და სიმღერასავით გამოუვიდა, მაგრამ მაინც არ ცხრებოდა. გიჟს ჰგავდა, ქმარიც კი ვერ აწყნარებდა და ისე ტიროდა, თითქოს უკვე მკვდარ შვილს აბარებდნენ მიწას.
-არ არის დეიდა ლელა მკვდარი. ცოცხალია ჩვენი ლომი და გამოძვრება. ნამდვილად ყველაფერს გაუძლებს. აი ნახავთ. - გაამხნევა რატიმ. ძალიან უყვარდა რატის ლელა. გიჟდებოდა. ხშირადაც კითხულობდა ხოლმე, ლომიასგან იგებდა მათ ამბებს, როგორ ცხოვრობდნენ, რას შვრებოდა მისი ძმა და ლომიაც ზანტად ჩამოუკაკლავდა ხოლმე. თუმცა არ ეზარებოდა.
-მადლობა შვილო. - ხელი მოჰკიდა რატის და თითქოს მისი სიმშვიდე გადაედოო, ქალიც დამშვიდდა, მაგრამ სახეზე სიმშვიდე მაინც არ ეტყობოდა.
-დათუნა სად არის?
-სასწავლებელშია დათუნა. მისთვის არც გვითქვამს... ვერ ვუთხარით, თორემ ხომ იცით როგორ უყვარს ლომია, ვერ გაჩერდებოდა, მაშინვე გამოვარდებოდა აქეთ. - ხმა მამამისმა ამოიღო. ქალს ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, იქვე ჩამოჯდა და დადუმდა. იცოდა ოპერაცია უკეთდებოდა ლომიას, ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ თავს ძლივს იკავებდა რომ არ გაწეულიყო და არ შევარდნილიყო მთელი ტანით პალატაში. არ ენახა საყვარელი შვილი, მკერდში არ ჩაეკრა და მისი სითბო არ ეგრძნო. ვერ შეეგუებოდა, ვერაფრით შეეგუებოდა ცივ ლომიას, რადგან ყოველთვის მისი სითბო უყვარდა, თბილი ხელები, როცა დაუკოცნიდა ხოლმე. ლომიას ნათქვამი სიტყვა „მიყვარხარ“ უყვარდა. მისი მხურვალე გული უყვარდა, მისი ღიმილი უყვარდა, რომელიც უფრო მეტად თავდაჯერებულს და რწმენით სავსეს ჰხდიდა, სწორედ ისეთს, მთების გადადგმაშიც რომ არ ეპარებოდა ეჭვი და ეს ბიჭი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ლელას, მისი პირველი ვაჟკაცი, რომელიც ამ ქვეყანას მოავლინა.
-ლელა, როგორ ხარ? - ცოლს მიუბრუნდა ახლა მიშა.
-როგორ უნდა ვიყო მიშა ჰა? - სლუკუნით ამოთქვა სახეშეშლილმა ქალმა. - ჩვენ პირველ სიხარულს ვკარგავთ მიშა! ჩვენ პირველ სიტკბოს და ბედნიერებას. როგორ უნდა იყოს დედის გული, როცა გრძნობს შვილს უჭირს, მის პირველ მერცხალს უჭირს და ვერაფრით შველის მიშა... - ცრემლები მოიწმინდა. მეტის თქმა ვეღარ შეძლო. ხმა ჩაუწყდა და პირი თავისით აგრძელებდა მოძრაობას. გაგიკვირდებოდათ, ერთ დროს ულამაზესი ქალი, მთელი თბილისი რომ მას შეჰნატროდა და თაყვანისმცემლების რიგი ედგა, როგორ შეეცვალა დარდს და ტკივილს. როგორ შეეჭამა ნაღველს და წლებს, რომელიც მოუნელებლად მირბის უტყვი და სწრაფი მერანივით, უკანაც რომ არ იხედება. მაინც შეამჩნევდით მის ჭაღარა თმაში და დანაოჭებულ, დასიებულ თვალებში, რომ ერთ დროს ის ულამაზესი უნდა ყოფილიყო, თუმცა დროს ყველაფერი შეეჭამა. დროს მისი კანი შეეჭამა და მთლიანად მოესპო, გარდა იმ ულამაზესი, თბილი და სანუკვარი თვალებისა, რომელიც მისი სულის სარკედ დარჩენილიყო და ისევ მის სილამაზეზე მეტყველებდნენ. ტიროდა ლელა, იცრემლებოდა და გულში ვერ იტევდა ტკივილს.
ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა ოპერაცია. ორ საათზე მეტ ხანს ტიროდა ლელა და უტყვად, უჩუმრად იდგა მამაკაცი, მის თმებს და ხელებს ჩაფრენოდა და მაგრად დაეჭირა. არ უშვებდა. ახლა სჭირდებოდათ ერთმანეთი, ახლა უნდა გაეძლოთ უსაზღვრო ტკივილისთვის, რომელიც გულის არეში ღრმად შეჭრილიყო და მთლიანად დაეპყრო იგი. ჯერ ალყაში მოექციათ, შემდეგ კი დაექუცმაცებინათ, ათას ნაწილად დაეჭრათ და სიტყვების გარეშე დაეტოვებინათ. მიშასაც სტკიოდა, ვერ უძლებდა ცოლის ასეთ მდგომარეობას, ვერ უძლებდა ამ დუმილს, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. ვერ უძლებდა თავისი ვაჟის ტანჯვას, მაგრამ ვერ ტიროდა. კაცური თავმოყვარეობა კლავდა, არ უნდა ეტირა!
ორი საათის შემდეგ დახურული კარიდან თეთრ ხალათში გამოწყობილი და პირბადე აფარებული მთავარი ექიმი გამოვიდა, ნაღვლიანი სახე ჰქონდა. უტყვად გადახედა მომლოდინეთ და ხმას ვერ იღებდა.
-ექიმო! რამე თქვით ექიმო, ასე უპასუხოთ ნუ დაგვტოვებთ! - ღრიალებდა ლელა და ღია კარისკენ იწევდა, თუმცა მიშა იკავებდა როგორც შეეძლო.
-ლელა, ასე საქმეს ვერ ვუშველით. - საღი გონების პატრონმა მშვიდად ჩასჩურჩულა ყურში ნათქვამი და ტუჩები ყურზე შეახო. ეამბორა და გულზე მიიხუტა მისი საყვარელი სხეული.
-ასეთი გულქვა როგორ ხარ? - შემოუტრიალდა და მკერდზე დასცხო ხელები. თავის საყვარელ მკერდზე, რომელზეც ხშირად ჰქონია თავი დადებული და ასე გატარებული საღამოები, როცა არ სურდა საერთოდ მისი თბილი სხეულიდან თავის აწევა. ახლა გამეტებით ურტყამდა, გამიშვიო ემუდარებოდა და ისიც კი არ იცოდა, როგორ სტეკნდა. არა, მისი მუშტები არ სტეკნდა მიშას, მისი სიტყვები სტკენდა გულს, რომელიც ჯერ კიდევ ამ ორი საათის განმავლობაში ცოცხლად იფერფლებოდა.
აღარ ჰქონდა გული მიშას. ტკივილს წაეღო მთელი გული და დარდი, რომელიც ზედ ტკივილად აწვა და არ შორდებოდა. სიტყვებს ვერ პოულობდა მეუღლის დასაწყნარებლად. სიტყვები არ ჰქონდა ამხელა კაცს, რომ რამე ეთქვა მისთვის და დაემშვიდებინა, თუმცა რა უნდა ეთქვა. ვერაფერს ეტყოდა, თვითონაც მკვდარი იყო, ცოცხლად მკვდარი.
-ქალბატონო, დაწყნარდით, მაგრამ...
-რა მაგრამ... რა მაგრამ ექიმო, რის თქმა გსურთ ამ ამაზრზენი მაგრამით? იმის, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ, მაგრამ ჩემი შვილი ვერ გადაარჩინეთ? თუ იმის, თავს ზემოთ ძალა, რომ არ არის? ამიტომ მძულხართ! ამიტომ მძულს ადამიანის შესაძლებლობები! ვერასდროს აკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ და ყოველთვის საკმარისზე ნაკლებს აკეთებთ. არ ხართ ღმერთი არა? გახდით ღმერთი და გადამირჩინეთ ჩემი შვილი, გადაარჩინეთ ჩემი ლომია! - ემუდარებოდა ქალი. ბოლოს ტკივილით ჩაიკეცა, მის მუხლებს ეცა და კოცნა დაუწყო. ექიმმა თავი უხერხულად იგრძნო და გაწევა სცადა, დუმილით შეაგება თვალი ქალის მეუღლეს, მაგრამ მის ფეხებს ვერ მოაცილეს. - გადამირჩინე! გადამირჩინე! გადაარჩინე ჩემი შვილი, ღმერთო...
-დაწყნარდით ქალბატონო... - კიდევ დაიწყო ექიმმა, ამჯერად მტკიცედ და სახეც შეცვლილი ჰქონდა. - კარგად არის თქვენი ლომია, კარგად.
ლელას ეგონა მომესმაო. ყურებს ვერ უჯერებდა და რადგანაც წინასწარ გამოიტირა უკვე თავისი შვილი. ინერციით ჩამუხლული წინ და უკან ამოძრავებდა სხეულს და ხან რომელი მხარე გადაწონიდა, ხან რომელი.
-ცოცხალია? - ახლა თედომ იკითხა, რომელიც ექიმის სიტყვების გაგონებისთანავე ფეხზე წამოდგა და ჭარხალივით გაწითლდა. წარმოიდგინა ექიმის მშვიდი სიტყვები, გადარჩა, ცოცხალიაო და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. იმდენად გაუხარდა ეს ფაქტი გულმა ხტუნვა დაუწყო შიგნიდან, თუმცა ხმას ვერ იღებდა. ექიმის მწუხარე მზერას ადევნებდა თვალს, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდა, წესით სიხარული უნდა მოჰფენოდა სახეზე, რომ არ ჩააკვდა ხელში და გადაარჩინა, თუმცა მაინც დანაღვლიანებული ჰქონდა სახე. ამ გამომეტყველებას ადევნებდა აღელვებული დედ-მამაც და იქვე მდგარი ბიჭებიც და ექიმის ვერდიქტს უსმენდნენ, რომელიც ძალიან იგვიანებდა. ლელამ ლამის ძალით ამოაგლიჯა სიტყვები, მეტს ვეღარ იკავებდა თავს.
ექიმმა პირბადე მოიხსნა. ხელთათმანებიც მოიშორა და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ხალათის გაძრობაც მოახერხა. საშინლად ცხელოდა, რადგან რის თქმასაც აპირებდა ეს უფრო მძიმე იყო, ვიდრე ის, რომ ეთქვა თქვენი შვილი ვერ გადავარჩინეთო.
***
თვალები საღამოს ძლივს აახილა. მარტო იყო. ფიქრი სჭირდებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. აზრებს ვერ უყრიდა თავს. ან რაზე უნდა ეფიქრა, საფიქრალიც არაფერი ჰქონდა. როგორ წამიერად გაუელვა იმ აზრმა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მომკვდარიყო. მაშინ მოკვდებოდა კიდეც, რომ არა მეგობრები, რომ არა ის გოგონა... გოგონა... სწორედ მისი სახე დაუდგა წინ. თავიდან ვერ იგდებდა მის შეშინებულ გამომეტყველებას და უკვირდა. ახსოვდა, თუმცა უკვირდა რატომ ჩაერია საერთოდ. აქ ხომ არ მოვხვდებოდიო, დაუფიქრებლად მოვიქეციო, თუმცა როცა გოგონას მადლიერებით სავსე ღიმილი გაახსენდა, როცა მისი თვალის ჩაკვრა გაახსენდა და ის, თუ როგორ უთხრა მადლობა, მაშინ მიხვდა მისი საქციელი არ უნდა ენანა და აღარც ნანობდა ამას. იქნებ კიდევ შევხვდეო, გაიფიქრა, მაგრამ იმედი არ ჰქონდა. არც იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა აქ წოლა, ან რა სჭირდა. ნატყვიარის ადგილას საშინელ წვას და ტკივილს გრძნობდა. ტყვია კი აღარ ჰქონდა, ექიმებს ამოეღოთ და გაეკერათ, მაგრამ მაინც ტკიოდა მთელი სხეული და განსაკუთრებით ის განაკერი ადგილი, ტყვიამ რომ შეაღწია და იფეთქა.
დილანდელ ამბავზე დაფიქრდა. უცხო გოგონამ რომ გაიღვიძა მის ბინაში, თვითონ კი კედელზე მიკრული, თავით რომ იწვა საწოლზე. მიხვდა ის ბიჭი საკუთარ ბინაში და გუდვილში მყოფი, რომელმაც თავი გოგონას გამო გაწირა და ტყვიას გადაუდგა, სრულიად სხვადასხვა ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. გაოცდა. ახლა არ შეეძლო იმაზე ფიქრი, თუ რომელი იყო ამჟამად, თავი სტკიოდა. მალევე ჩაეძინა. თუმცა არა... ეს მას ეგონა, რომ ჩაეძინა. სინამდვილეში სრულიად ცარიელ ოთახში იწვა, გვერდით არც ექთანი, არც ექიმები, მშობლები და მეგორებიც კი არ იყვნენ, მხოლოდ გაურკვეველი ფერის კედლები, რაღაც მაგიდა წინ, ზედ ყვავილებით. პალატაც საოცრად უცნაურად გამოიყურებოდა.
ლომია კომაში იყო. მხოლოდ თავის თავს ხედავდა, ტკივილს გრძნობდა, ირგვლივ კი სიცარიელე გამეფებულიყო.
***
ხელზე შეხება იგრძნო, მაგრამ გვერდით არავინ ჰყავდა. ხმაც კი გაიგო. დედა იცნო, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. თავის თავს ჩაეძია, ეს რა ხდებაო, მაგრამ ვერაფერი გაეგო. ყველაფერი ბუნდოვანებაში ჩაინთქა. დაიღრიალა ლომიამ, მაგრამ შინაგანი ღრიალი ვერავინ გაიგო. მისი სიტყვები, დედისთვის გამეტებული „მიყვარხარ“ კი მას არ ესმოდა.
ლომია მხოლოდ იწვა საწოლზე და თვალებს მონოტონურად ამოძრავებდა დაძაბულობისგან.
სტკიოდა. ყველას სტკიოდა, მაგრამ ვერაფერს აწყობდნენ. განსაკუთრებით დედას სტკიოდა. ბიჭებიც დანაღვლიანებულიყვნენ, კარებში იდგნენ, პალატაში შემოსვლას ვერ ბედავდნენ და დედის ტირილთან ერთად დუმილს ლომიასთვის შეერთებული, გულის პულსის აპარატის წრიპინი არღვევდა.
მხოლოდ წრიპინით ხვდებოდნენ ოთახში მყოფნი, რომ ლომია ცოცხალი იყო.
დღეები გადიოდა. ლომია თვალებს არ ახელდა. რამდენჯერ იტირეს მარტომ ძმაკაცებმაც, რამდენჯერ იტირა და ათენა ღამე ლელამ. მიშა მარტო ვერ ტოვებდა მეუღლეს, თუმცა მაინც უწევდა ზოგჯერ. მის ნაცვლად კი თედოს და სხვებს ტოვებდა, მიეხედათ ლელასთვის. ასეც იქცეოდნენ.
მეექვსე დღეს გაიგო დათუნამაც ლომიას შესახებ. არ ეუბნებოდნენ, მაგრამ როცა ვერც კავშირზე გადიოდა მასთან და არც მშობლები არ იყვნენ მთელი დღით სახლში რაღაც იეჭვა, შემდეგ კი მოუწიათ ყველაფრის თქმა. ინერვიულა, მაგრამ რა ინერვიულა. სულ ღრიალით დაფარა მთელი მანძილი სახლიდან საავადმყოფომდე, აცრემლებული შევარდა პალატაში. ქვითინი დაიწყო, როცა მისუსტებული, მხოლოდ წვეთოვნით მკვებავი საკუთარი ძმა დაინახა, გული მოუკვდა. საშინლად განიცადა. მოითხოვა მარტო დაეტოვებინათ. ასეც მოიქცნენ, ხელი არავის შეუშლია. ლელაც კი გავიდა.
-ლომია, - ძლივს დაიწყო და მისი ხელი ხელებში მოიქცია. - ძმაო, - კიდევ წამოისლუკუნა. ვერ უყურებდა ასეთს. გული უკვდებოდა და იტანჯებოდა. უყვარდა ძმა, ძალიან უყვარდა. მისი ირონია უყვარდა, მისი დაცინვაც კი შეუყვარდა ახლა. ხშირად ჩხუბობდნენ, ხშირად უბრაზდებოდა ლომიას, როცა მის ნივთებს ხელს ჰკიდებდა, როცა საწოლზე უყრიდა წიგნებს და ეუბნებოდა, წესიერად დალაგება ისწავლეო. განსხვავებული აზრის გამო ყოველთვის ჩხუბობდნენ, როცა ერთად იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი უყვარდათ. თავისებური სიყვარული იცოდა ლომიამ, ყოველთვის აბრაზებდა და აღიზიანებდა მათ, ვინც ეძვირფასებოდა. დათუნაც ბრაზობდა, ძმაზე გაბოროტებული მუშტებს უშენდა ხოლმე, თუმცა მათი ჩხუბი ბოლოს მაინც ჩახუტებით მთავრდებოდა. ყველაფრის მიუხედავად, მისი ჩხუბებისა და დამცირების მიუხედავად მაინც უყვარდა ლომია. ის წყენაც კი დაივიწყა, როცა საყვარელ გოგოს დააშორა, როცა პირდაპირ უთხრა, ეგ შენი გოგო არ მომწონს, ისე გიყურებს, მხოლოდ შენთან საწოლში გორაობაზე მეტი ოცნება არ უნდა ჰქონდესო. გაუძალიანდა დათუნა. გაუწყრა, ენა დაიმოკლეო, თუმცა ლომიამ იმდენი მოახერხა მის შეყვარებულთანაც ჰქონდა სექსი, უნდოდა დაენახვებინა ძმისთვის რას წარმოადგენდა სინამდვილეში და როგორ აფარებდა ტყუილის ფარდას გოგო. მართალია გული ატკინა, მაგრამ თავისთვის ფიქრობდა, დრო გავა და მიხვდება, მისთვის კარგი რომ მინდოდაო. რა ექნა, უფროსი იყო და ზრუნავდა პატარა ძმაზე. ამ ყველაფრის შემყურე, როცა ადამიანებში გრძნობები გაუფასურებულიყო, ლომიას არ სჯეროდა სიყვარულის, ნამდვილ სიყვარულს ვერ იწამებდა, რადგან მშობლების მონაგონი ზღაპარი ეგონა. ახლა პირველად, მაგრამ მიხვდა დათუნა, რომ არაფერი არ იყო იმაზე ძვირფასი, რომ ძმა ჰყავდა, რომ ვიღაც ზრუნავდა, ყველაფერი გადაავიწყდა და მხოლოდ მის დახუჭულ თვალებს უყურებდა. ადრე თუ იმაზე ოცნებობდა, ძმა არ მყოლოდაო, უკუაგდო წარსული ოცნებები და ღმერთს შესთხოვა ჩემი ძამიკო დამიბრუნეო. ყველაფერი გააკეთე და თვალები აუხილეო. - რა მეშველება უშენოდ... ვინღა მასწავლის ცხოვრებას და ვინ დამაყენებს სწორ გზაზე, როცა ეს დამჭირდება? შენ იყავი ერთადერთი ვისი იმედიც მქონდა, ვისაც ვუსმენდი და მივყვებოდი... ლომია... - ისევ გაუწყდა ხმა. ტიროდა და ცრემლები მის თითებზე ეცემოდა, რომელიც გზას ლომიას მკლავამდე იკვლევდა. - მარტო გვტოვებ ბიჭო? ვინღა მომიშლის ნერვებს, ვინღა ჩამიხუტებს მაგრად და მეტყვის ჩემი საყვარელი ძამიკო ხარო, ვინ? მეამაყები ლომია. არ მინდა უბრალოდ წარსულში ვილაპარაკო შენზე, ვიცი რომ ამდენ ხალხს არ დაგვტოვებ, არ გაგვწირავ უშენოდ ცხოვრებისთვის არა! დაგვინდე ლომია... ვერ ავიტან გვერდით რომ აღარ მეყოლები გესმის? შენ მაძლიერებდი.. ცხოვრება მიხაროდა. ყოველთვის მათბობდა შენი ძმური ალერსი და მიყვარდა ის გამოხედვა ლომია... ვერავინ შეგცვლის... არ წახვიდე.
წამოდგა დათუნა. ლომიას შუბლთან მიიტანა სახე და აკოცა. ამ კოცნას კი ტკივილი ამოაყოლა.
მან რა იცოდა, რომ ლომიას მისი სიტყვები უკვე გარკვევით ესმოდა. იგივე პალატაში, მაგრამ ცარიელ ოთახში, საწოლზე მიბმული ბიჭი მაგრად ეჯაჯგურებოდა ხელბორკილებს და გათავისუფლებას ლამობდა. ცდილობდა ეყვირა, თუმცა მისი უტყვი და უმოძრაო სხეული არაფერს აკეთებდა, მას არ სურდა მოძრაობა.
***
მეთხუთმეტე დღე იყო, რაც ქალბატონ ლელას და ლომიას მეგობრებს ნორმალურად არ სძინებიათ. მეგობრები ერთმანეთს ცვლიდნენ, ხან რატი იჯდა ყოველ ღამე და მის თვალის გახელას ელოდა, ხან დათუნა, ხან თედო და კიდევ დედამისიც ხშირად ატარებდა მის გვერდით. საღამოს სახლში ბრუნდებოდა, თუმცა მთელი დღეები მასთან იყო და ტკივილით იტანჯებოდა.
ერთია დაკარგო შვილი და მიწას მიაბარო, მაგრამ უარესია ის იმედი გკლავდეს, რომელიც შეიძლება სულ ფუჭი აღმოჩნდეს. ნახევრად ცოცხალ შვილს ელოდებოდე, მაგრამ მისი გამოჯანმრთელება არა და არ იწყებოდეს და თვალებსაც კი არ ახელდეს.
მეთხუთმეტე დღე იყო, როცა ექიმი შევიდა პალატაში მშობელთან სალაპარაკოდ. გარეთ გაიხმო პირისპირ დასალაპარაკებლად. იცოდა ეს უფრო მეტ ტკივილს მიაყენებდა დედამისს, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
-ქალბატონო, უკვე საკმაო ხანია, რაც თქვენი შვილის მდგომარეობა არ იცვლება. ჩვენ, ექიმებიც იმედს ვერ ვიძლევით, რომ გამოვა მდგომარეობიდან...
-ექიმო, გამოვა. ჩემი ბიჭი ძლიერია, დავუცადოთ და აუცილებლად გამოვა. - თვალცრემლიანმა დედამ ექიმის ცივ მზერას შეხედა, ნაძალადევი მწუხარება რომ ეტყობოდა.
-ქალბა...
-ლელა დამიძახე,
-ლელა... - სიტყვებს ხმა ვერ ამოაყოლა. ბოლოს მაინც გამბედაობა მოიკრიბა და დაიწყო. - დამშვიდდით, დაწყნარდით, მე მხოლოდ ჩვენი საერთო აზრის გაზიარება მინდა, რომელიც მხოლოდ ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული და რაც არ უნდა მეცადა მე ვერაფერს გავხდებოდი. ხვალ, ამ დროს.. დღის ოთხ საათზე აპარატურის გათიშვა მოგვიწევს მისთვის. ქალბატონო... - როცა ცრემლები დაინახა მის თვალებზე მაშინ ვერც კი მიხვდა მიმართვა როგორ შეცვალა.
-რამდენიც საჭიროა იმდენს გადაგიხდით... ოღონდ ახლა არ გაუთიშოთ ჩემ ბიჭს, რითიც ცოცხლობს... ოღონდ ახლა არ მიგვატოვოთ ექიმო. - მოიკუნტა და ქალი დაპატარავდა. დარდისგან მოკვდა და ჩაიკეცა. ამდენს ვეღარ უძლებდა. უკვე მეორედ კარგავდა შვილს და ვერაფერს აკეთებდა, უკვე მეორედ კარგავდა იმედს, რომელიც მის შვილს ასე წაადგებოდა. - არ გაქვთ უფლება ასე მოიქცეთ. არ გაქვთ უფლება სხვის სიცოცხლეს ასე აბუჩად აგდებდეთ!
სასოწარკვეთილმა ქალმა ისღა მოახერხა თავი ხელებში ჩაერგო და ტირილით, უფრო დაბალ ხმაზე თქვა.
-არ მოგცემთ ამის უფლებას.
-ნამდვილად არ მინდა თქვენი ამ მდგომარეობაში ყოფნა. - შუბლი შეჭმუხნა. - ცუდი ამბის თქმა ექიმისთვის სიკვდილის ტოლფასია, ქალბატონო. ყველა ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ესეც ჩვენი პროფესიის ნაწილია, თუ ვერაფერს ვშველით, გვიწევს...
-ვერაფერს შველით. - ჩაილაპარაკა ლელამ. - ეს არის თქვენი მებრძოლი სული? თქვენ არც გიცდიათ ყველაფერი... ჩემ ქმარს უნდა დავურეკო!
ჩანთიდან მობილური ამოიღო და დერეფნის ბოლოში გაიჭრა. ასეთი არ უნდოდა ვინმეს ენახა. მიშას მაშინვე ცუდად ენიშნა ცოლის აკანკალებული და ანერვიულებული ხმა და დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი. ლელამაც როგორც შეძლო და ექიმისგან, როგორც გაიგო ისე მოუთხრო და არცერთი დეტალი გამოუტოვებია, თუმცა ბოლოს დაამატა. - შვილს გვიკლავენ მიშააა... - კაცი გაშრა, მალე მანდ გავჩნდებიო და ყურმილი გათიშა. ფეხზე ძლივს იდგა ლელა, უჭირდა, როგორ უჭირდა შვილის გაშვება იმქვეყნად, ამაზე ფიქრიც არ სურდა. არ უნდოდა, რომ უფროსი ბიჭი დაეკარგა, განსაკუთრებულად უყვარდა მისი სითბო, თუმცა დათუნას არც წყინდა. განსაკუთრებული იყო, რადგან პირველი მოავლინა ლელამ, თუმცა რამდენი ანერვიულა. ლამის დაკარგა კიდეც ნაყოფი, ლამის მუცელი მოეშალა, მაგრამ ექიმებმა მართლა ყველაფერი გააკეთეს, რომ გადარჩენილიყო, რომ ეცოცხლა ბავშვს და დედაც გადარჩენილიყო. ახლა კი არ უნდოდათ ყველაფრის გაკეთება, არ სურდათ, რომ გადაერჩინათ და შიში შვილის დაკარგვისა გაუძლიერდა.
მიშაც მალე მოვიდა. დაელაპარაკა ექიმს, მაგრამ ვერაფერს გააწყო. ყველაფერი უნდა გაეთიშათ, ვერც მიშას ფულებმა გააკეთეს საქმე, ვერც მისმა მუქარამ სასამართლოში გიჩივლებთო. სიცოცხლეს ართმევდნენ ლომიას და თვალებში სინანულიც კი არ ეტყობოდა. სიცოცხლეს, რომელიც მათთვის თუ არა, უამრავი სხვა ადამიანისთვის იყო ძვირფასი.
იმ დღეს, თითქოს გულმა უგრძნო სხვა დროს ვეღარ ნახავდა, მოლარე გოგოც შემოვიდა ლომიას მოსანახულებლად. მანაც ბევრი იტირა, როცა გაიგო ექიმების გადაწყვეტილება, მაგრამ რას იზამდა, ვერაფერს შეცვლიდა. მადლობელი იყო, მერედა როგორი მადლობელი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
იმავე საღამოს კი, როცა ემძიმებოდათ შვილის და მეგობრის მიტოვება, მაინც წავიდნენ სახლებში, მაინც დატოვეს მარტო, ტკივილებთან შესაბრძოლებლად. გამოემშვიდობნენ, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდნენ, რომ საბოლოოდ ტოვებდა ლომია მათ. სწორედ იმ საღამოს, შეუმჩნევლად უცხო გოგონა შევიდა ლომიას პალატაში. ჯერ გაუკვირდა, არ ელოდა მის აქ ნახვას. შეკრთა და ტკივილი იგრძნო. ყველაფერმა ერთად იფეთქა, პალატას მიუახლოვდა და მისი ჯერ კიდევ თბილი ხელი აიღო, სუსტად რომ გრძნობდა პულსს.
ლომიამ ბიძგი იგრძნო. სითბომ ტანში ერთიანად დაუარა და თვალები გაახილა... მის წინ, ახალგაზრდა, უმშვენიერესი გოგონა იდგა, რომელიც თავად სილამაზეზე მეტი იყო.

______________
აი, ისევ მოვედი ჩემო ტკბილებო.
თუ დაგგრუზეთ დიდი ბოდიში, მაგრამ შემდეგ თავს ვეცდები უფრო ლაღი იყოს... ასეც მაქვს ჩაფიქრებული და აბა ჰე!
ყველას აზრი მაინტერესებს.
ლომიაზე ჯერ ვერაფერს იტყვით, მაგრამ მაინც მაინტერესებს რას ფიქრობთ ისტორიაზე.
მიყვარხართ ყველანი!!!
თქვენი სიყვარულის ჯადოქარი
ერკე!



№1  offline წევრი nini :)

პირველი ვარ წავედი წავიკიტხავ ეხლა იმედია ის მოლოდინი გამიმართლდება რაც მაქვს
love

 


№2  offline წევრი aannoo

უჰ მოვითქვი სული :-/ დაძაბული ჩავედი ბოლომდე

 


№3  offline წევრი EmyLee

Daa gamochnda esmeraldac.. Xo? :D :* :* siamovneba mivighe kitxvisas da madloba shen amistvis.kargi tavi iyo martla.velodebi shemdegs :*
--------------------
Rain Of Native Girl

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

EmyLee
Daa gamochnda esmeraldac.. Xo? :D :* :* siamovneba mivighe kitxvisas da madloba shen amistvis.kargi tavi iyo martla.velodebi shemdegs :*

ჩემი ტკბილი ხარ შენ :** <3... love მიხარია თუ მოგეწონა ^_^ ერთი ცრემლი მაინც გადმოგეგდო ლომიას საპატივსაცემოდ :D :D
ეს იდუმალი ქალბატონი, ოოო ^_^ :დ წინასწარ არ გავუსწრებ მოვლენებს.
nini :)
პირველი ვარ წავედი წავიკიტხავ ეხლა იმედია ის მოლოდინი გამიმართლდება რაც მაქვს
love

ჰოი, დიდება შენს გამოჩენას :დ გამარჯობა...
მეც იმედი მაქვს გაგიმართლდება, მაგრამ რავიცი... ჯერ ადრეა გამართლებაზე ფიქრი მგონი love გამიმხილე აუცილებლად შენი აზრი, როცა წაიკითხაავ <3
aannoo
უჰ მოვითქვი სული :-/ დაძაბული ჩავედი ბოლომდე

ძალიან განერვიულე? :( ბოდისი :((( feel love შემრცხვა. მადლობა, რომ კითხულობ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი nini :)

აუჰ რა იყოოოო, შოკი იყო პირდაპირ, რა ცუდ მომენტში გაწყვიტე, მალე დაამატე შემდეგი love love

 


№6 სტუმარი black

Es is gogoa ukugma ro daaba?!:Day magaria dzaan sakaipo Ravi iyo sagol Dzma..magra mainteresebs

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

შეცდომები იყო,მარა ცოცხალმკვდარის ცალ-ცალკე დაწერა არ გეკადრება. ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა..ემოციური და ჩამთრევი იყო,მიმაბა მოქმედებას.. ლომია შემეცოდა..ბოლოს ზღაპარივით გამოგივიდა..გეტყობა,რომ ფანტასტიკის დიდი მოტრფიალე ხარ...მოკლედ,მომწონს ლომიაც და ისტორიაც,ლომია..

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
აუჰ რა იყოოოო, შოკი იყო პირდაპირ, რა ცუდ მომენტში გაწყვიტე, მალე დაამატე შემდეგი love love

მადლობა ჯერ კიდევ, რომ მომყვებიიი love love
black
Es is gogoa ukugma ro daaba?!:Day magaria dzaan sakaipo Ravi iyo sagol Dzma..magra mainteresebs

ინტრიგა რომ არ იყოს, ხომ აღარ დაელოდებით შემდეგს არა? ხოდა ნუ მათქმევინებთ ყველაფერს :დ სწორიც რომ იყო არ გეტყვი სწორი ხარ-მეთქი :D
მადლობ, რომ კითხულობ <3 love
უნდა ვწერო
შეცდომები იყო,მარა ცოცხალმკვდარის ცალ-ცალკე დაწერა არ გეკადრება. ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა..ემოციური და ჩამთრევი იყო,მიმაბა მოქმედებას.. ლომია შემეცოდა..ბოლოს ზღაპარივით გამოგივიდა..გეტყობა,რომ ფანტასტიკის დიდი მოტრფიალე ხარ...მოკლედ,მომწონს ლომიაც და ისტორიაც,ლომია..

მაინც შემეშალა? wink უბრალოდ ამის წერაში გავათენე ღამე, სანამ დავდებდი მერე ორჯერ გადავიკითხე კიდეც, მაგრად მეძინებოდა მაგრამ მაინც გადავიკითხე :D
ხოდა მერე დავდე. ბოდიშით შეცდომებისთვის.
არ იყო ბოლოს ზღაპარივით.
ამ გოგოს შეხებამ იმოქმედა ასე, ანუ მისთვის რაღაცას ნიშნავდა მაინც და ეს იყო შანსი, ღმერთის მიერ ბოძებული, რომელიც მიეცა მას...
და რომელმაც გააცოცხლა. კომიდან გამოიყვანა.
იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და ასეთი სასწაულებიც ხდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რეალობიდან აცდენილი იყო მაინც დასასრული.
მადლობა შთაბეჭდილების გაზიარებისთვის love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

გოგო, გოგო, გოგო. რამდენი გოგოები გყავს რა არის? :დდ
მეგონა მოლარე იქნებოდა ის ერთადერთი, ჰმ!
ძალიან სენტიმენტალური თავი კი იყო.
და ამ ლომიამ დაანებოს თავი კაი ბიჭობას " ჩემი დედის " გინებას. როგორ მეზიზღებიან ასეთი ბიჭები //

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

ErckeMydass25
nini :)
აუჰ რა იყოოოო, შოკი იყო პირდაპირ, რა ცუდ მომენტში გაწყვიტე, მალე დაამატე შემდეგი love love

მადლობა ჯერ კიდევ, რომ მომყვებიიი love love
black
Es is gogoa ukugma ro daaba?!:Day magaria dzaan sakaipo Ravi iyo sagol Dzma..magra mainteresebs

ინტრიგა რომ არ იყოს, ხომ აღარ დაელოდებით შემდეგს არა? ხოდა ნუ მათქმევინებთ ყველაფერს :დ სწორიც რომ იყო არ გეტყვი სწორი ხარ-მეთქი :D
მადლობ, რომ კითხულობ <3 love
უნდა ვწერო
შეცდომები იყო,მარა ცოცხალმკვდარის ცალ-ცალკე დაწერა არ გეკადრება. ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა..ემოციური და ჩამთრევი იყო,მიმაბა მოქმედებას.. ლომია შემეცოდა..ბოლოს ზღაპარივით გამოგივიდა..გეტყობა,რომ ფანტასტიკის დიდი მოტრფიალე ხარ...მოკლედ,მომწონს ლომიაც და ისტორიაც,ლომია..

მაინც შემეშალა? wink უბრალოდ ამის წერაში გავათენე ღამე, სანამ დავდებდი მერე ორჯერ გადავიკითხე კიდეც, მაგრად მეძინებოდა მაგრამ მაინც გადავიკითხე :D
ხოდა მერე დავდე. ბოდიშით შეცდომებისთვის.
არ იყო ბოლოს ზღაპარივით.
ამ გოგოს შეხებამ იმოქმედა ასე, ანუ მისთვის რაღაცას ნიშნავდა მაინც და ეს იყო შანსი, ღმერთის მიერ ბოძებული, რომელიც მიეცა მას...
და რომელმაც გააცოცხლა. კომიდან გამოიყვანა.
იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და ასეთი სასწაულებიც ხდება, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რეალობიდან აცდენილი იყო მაინც დასასრული.
მადლობა შთაბეჭდილების გაზიარებისთვის love

არა,ოდნავ ზღაპარივით,მარა ეს კარგი იყო,შენი სტილია-მეთქი.
რეალობასთანაც იყო,მაგრამ..პრინციპში ცხოვრება ცოტა ზღაპარსაც ჰო გავს? რა არის ამაში ცუდი..

 


№11 სტუმარი black

Au bijoo raaa daapertxe axali tavi tore damedzina vaax...droze droze tore dagixvret kowebs Da mere grdzeli Kane is chacma mogievs axla ro mokleebshi chakvexeba gikvars;)

Uprosworad "Kabebis"chacma:D

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

გასაგებია მარიამ, მაგრამ რომ დაგპირდით რეალური იქნება-მეთქი მაქსიმალურად ვცდილობ არ გადავუხვიო ჩემს ფიცს :დ <3 love
black
Au bijoo raaa daapertxe axali tavi tore damedzina vaax...droze droze tore dagixvret kowebs Da mere grdzeli Kane is chacma mogievs axla ro mokleebshi chakvexeba gikvars;)

Uprosworad "Kabebis"chacma:D

დღეს დავდებ რა საღამოს :დ როცა ესმერალდა მოისურვებს მაშინ დაიდება შემდეგი ნაწილიც... :D ასე რომ..
კლაიტომატიკის ზღვარზე ხარ ჩემო შავო? wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline მოდერი chica sol

შენ მე მკლავ ერკე. რატომ მტანჯავ დე და კიდევ ამდენ ხალხს? მოკვდა ლრლა ნერვიულობით შეიძლება ასე?
აი,შენ კი ძალიან ნიჭიერი ხარ მართლა. ახლა კი გავიქევი, მაინტერესევს ვინაა ის საოცრება ჩემი ლომია რომ გამოაცალა სიკვდილს ხელიდან <3

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

მარიამ ზაქარაშვილი
შენ მე მკლავ ერკე. რატომ მტანჯავ დე და კიდევ ამდენ ხალხს? მოკვდა ლრლა ნერვიულობით შეიძლება ასე?
აი,შენ კი ძალიან ნიჭიერი ხარ მართლა. ახლა კი გავიქევი, მაინტერესევს ვინაა ის საოცრება ჩემი ლომია რომ გამოაცალა სიკვდილს ხელიდან <3

ის ნამდვილად საოცრებააა love მადლობა, რომ კითხულობ ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

სასიამოვნოდ ნატანჯი ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას... შენსავით არაპროგნოზირებადი ნაშრომები გაქვს ერკე... იცი მე არ ვფიქრობ რომ რეალობას აცდი... რაღაც ყოველთვის ხდება ისეთი რომელიც შოკში გვაგდებს... სჩირდება ამ ისტორიას რაღაც სასწაულის მაგვარი ამბავი...
ერკე... ერკეეე... ერკეეეე...

 


№16  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
სასიამოვნოდ ნატანჯი ვკითხულობდი თითოეულ სიტყვას... შენსავით არაპროგნოზირებადი ნაშრომები გაქვს ერკე... იცი მე არ ვფიქრობ რომ რეალობას აცდი... რაღაც ყოველთვის ხდება ისეთი რომელიც შოკში გვაგდებს... სჩირდება ამ ისტორიას რაღაც სასწაულის მაგვარი ამბავი...
ერკე... ერკეეე... ერკეეეე...

სასწაულები ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მრავლად ხდება, რაც უნდა დავინახოთ ხოლმე... ამიტომ სულ არ მივიჩნევ ეს რომ ფანტასტიკაა ან რეალობას ავცდი ^_^
არაპროგნოზირებადი. უჰ... ეს სიტყვა უკვე ძალიან მომწონს და ჩემ ნაშრომებს თუ ახასიათებს მითუმეტეს მომწონს და მომწონს <3 თენქ იუუუ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent