რა იქნებოდა... (8)
მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარე,ვიცოდი რომ გიო უკეთ იყო,თუმცა სახლში წასვლა მაინც არ მინდოდა.ბავშვებიც აქ იყვნენ,თამრიკო დეიდა გაუჩერებლად ტიროდა,მის გვერდით ვიჯექი და ვამხნევედი.ნუკა და თავისი სადაქალოც იყვნენ მოსულები,მაგრამ მალევე წავიდნენ.დილით დედაჩემმა დამირეკა და ისიც მოვიდა,თამრიკო მას გადავულოცე და მე ბავშვებთან მივედი -ახლა მაინც შეგვიშვან რა გიოსთან-წუწუნით გადმომხედა დინამ -ექთანს დაველაპარაკები,ყველას ერთად მაინც არ შეგვიშვებენ,ამიტომ პირველი თამრიკო დეიდა შევა შემდეგ კი ანუკი შევიდეს -აუ ჩვენც გვინდა-ახლა თაკო აწუწუნდა,თუმცა ისეთი თვალებით შეხედა ლევანმა მაშინვე მოკეტა როგორც იქნა ჩემი ჯერიც მოვიდა,სუნთქვაშეკრული შევედი პალატაში,მხარი ჰქონდა შეხვეული,რომ დამინახა ფართედ გამიღიმა,მეც გავუღიმე -გიო,როგორ შეგვაშინე-მივუახლოვდი -მაგრად შეგეშინდა?-გაეცინა -ეს ნახეთ რა,ღადაობის ხოდზეა -მე მაგის ხოდზე სულ ვარ,შენ როგორ ხარ? -ახლა კარგად ვარ,გტკივა მხარი? -გამივლის,ისეთი არაფერია -ბავშვებიც აქ არიან,ყველას უნდა შენი ნახვა,რაო როდის გამოგწერენ? -ხვალ დილითო,მომბეზრდა აქ წოლა,ერთი სული მაქ აქედან წამოვდგე -რა თქმა უნდა,უბანმა უშენოდ მოიწყინა-გამეცინა ჩემი დროც ამოიწურა და ექთანმა გარეთ გამომიძახა. ღამენათევები ვიყავით ყველანი,თამრიკომ აიჩემა წადით სახლში გამოიძინეთო,ჩვენც წინააღმდეგობა აღარ გავუწიეთ და წამოვედი ვერაზე,ისეთი დაღლილი ვიყავი სახლი კარები შევაღე თუ არა მაშინვე ოთახს მივაშურე და ტანსაცმლიანად ჩავწექი. არვიცი რამდენი საათი მეძინა თუმცა რომ გამომეღვიძა მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. ტელეფონს დავხედე დედაჩემის გამოტოვეული ზარები და ბავშვების შეტყობინებები დამხვდა.თმაგაბურძგნული შევედი სააბაზანოში და წყალი გადავივლე,ცოტა აზრზე მოვედი,დილით გიოს გამოწერდნენ,ეს ფაქტი საოცრად მახარებდა. ცოტახანში გოგონებიც ამოვიდნენ. -მარტო ხარ? -ჰო ნინო,შემოდით-გავუღიმე და გამოვეცალე გოგონებს -მიდი რა ყავა გაგვიკეთე,მშია რა გაქ?-დივანზე კომფორტულად მოკალათდა თაკო -არვიცი,არც მე მიჭამია არაფერი,ახლა გამოვედი ვანიდან,წავალ ვნახავ რა გააკეთა ეკამ-ღიმილით გავედი სამზარეულოში,ყველა უკან გამომყვა,სამზარეულოში უფრო გემრიელად ვჭამთო ყველაფერი გადმოვალაგე მაცივრიდან და მაგიდაც გავშალეთ,ნინომ ყავა მოადუღა. მაგიდას მივუსხდით -აუ ეკა რა ჯიგარია რა,სულ ასეთ გემრიელ რაღაცეებს აკეთეს რაც თავი მახსოვს -აუ პატარაობაში აქ მოსვლა იმიტომიხაროდა რო ეკას გამომცხვარი ბლინები მეჭამა-სიცილით თქვა ნინომ -ხო იცით ეკა და გია რა გურმანებიც არიან -აბა შენ კვერცხს ძლივს წვავ-დამცინა დინამ -გიოს ხვალ დილით გამოწერენ,როგორ მომენატრა ეგ გაიდზვერა ბიჭი-სიცილით თქვა თაკომ -ის მაწაკი ნუკა უნდა ნახოთ ისე ევლება გარს გეგონებათ უკვე ცოლი იყოსო,როგორ მაღიზიანებს ეგ გოგო,დააძრობს თავის აიფონს და სელფებს იღებს საავადმყოფოში,რა იდიოტია-ხარხარებდა დინა -ვაიმე მაგაზე მეც მაგრად ვიღადავე-აყვა თაკოც,მე და ნინომ ერთმანეთს გადავხედეთ გვიანოამდე იყვნენ ჩემთან,მერე კი წავიდნენ,მალე ეკა და გიაც მოვიდნენ,ეკამ გიოს ამბები დაწვრილეით გამომკითხა,თამრიკოს რამდენჯერმე დავურეკეო მეცოდებაო საწყალი ქალიო ძალიან განიცდისო,თუმცა სანერვიულო უკვე არარაფერი ჰქონდა გიო კარგად იყო. დილით ადრე ავდექი და გოსთან წავედი,უკვე სახლშიიყო და როგორ ყოველთვის ძმაკაცების არმია ეხვია გარს,მთელი უბანი მასთან იყო. -ჩემი გოგო მოვიდა-მომეხვია თამრიკო გიოსთან მივედი და გადავკოცნე,იმდენ ბიჭებშიმეუხერხულა ყოფნა და სამზარეულოში გამოვედი თამრიკო დეიდასთან. -ჩემი ცუნცულა გოგო,მოდი,მოდი დაჯექი-გამიღიმა და სასუსნავები გადმომილაგა -როგორ ხართ თამრიკო დეიდა? -რავიცი ანუკი გიოს ხელში როგორ ვიქნები? ხან ერთი შარი ხანმეორე,ახლაკიდევ ეს,ბოლოსმომიღებს ეს ბიჭი -ხომ იცით გიო როგორია,მაინც ყველა პრობლემიდან პოულობს ხოლმე გამოსავალს,დღემდე ასეა და ასეც იქნება -მომავალი ხომ უნდა? ცოლი,შვილები,სამსახურის დაწყების სურვილიც კი არ აქვს,არვიცი რა მოვუხერხო ეს სულქუჩაში დგომით რას მიაღწევს? როგორ არ ვეცადე,მაგრამ არც სწავლა მოინდომა,აიჩემა მამასთან წავალ გერმანიაშიო,ჩემი ერთადერრთი შვილია,ჩემი იმედი და სად გავუშვა? მითუმეტეს როცა ვიცი იქ რის გაკეთებასაც აპირებს.-ისე ლაპარაკობდა გული ამომიჯდა და კინაღამ ვიტირე.ვეცადე გამემხნვებინა და დამემშვიდებინა. მალე გოგონებიც მოვიდნენ.საღამომდე ვიყავით გიოსთან,ნუკაც იყო და ზედ ეკვროდა ლოლაძეს,ცოტა არიყოს ნერვები მომეშალა,ასე სახალხოდ როგორ ეტმასნებამეთქი,ან თამრიკოსი მაინც მოირიდოსთქო. თვალებით მელაპარაკებოდნენ გოგონები და ნუკაზე მიმანიშნებდნენ,მეც ვხალისობდი ამ ყველაფერზე და მეცინებოდა. ეკამ დამირეკა მალე მიდი სახლში ლუკა უნდა მოვიდესო და მეც მალევე წამოვედი.ისევ ისე ძალიან ყინავდა,მართალი გიოს სახლიდან ჩემს სახლამდე დიდი მანძილი არ იყო,მაგრამ სანამ სახლში შევედი სულ გავიყინე,გაყინული და აკანკალეული მივეკარი გათბობას. მალე ჩემი ლუკაც მოვიდა -ვაიმე ლუკაჩო! როგორ მომენატრე შე დეგენერატო-ზედ ავეკარი -მეც გოგო,გამატარე გავიყინე,აუ პროსტა როგორ ცივა!-ხელები გაასავსავა და სწრაფად შემოვიდა ხალში -სასტიკად,რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? -გიოსთან უნდა გადავიდე,გამომყევი რა,ვერა და ვერ მოვიკითხე წუხელ ველაპარაკე დილით ჩამოვედი რაჭაში ვიყავი საქმეებზე,როგორაა? -კარგადაა,ახლა მასთან ვიყავი სახლში -წამო რა გადმომყევი -აუ,ახლა იქ ვიყავი და ისევ მეზარეა წამოსვლა,ხო იცი სადაც ცხოვროს და გადადი,ნუღა ჩამაცმევ ახლა თავიდან კარგიო და მარტო წავიდა. გვიან დარუნდა სახლში,ცოტა ნასვამიც იყო.ცოტახანში გიომ დამირეკა -ხო გიო-ხარტად ვუპასუხე -ხო არ წევხარ? -არა,რა იყო? მხარი როგორ გაქვს? -ნარმალნა რა,მისმინე სალაპარაკო მაქ შენთან და შეგიძლია რამდენიმე წუთით რო მნახო? -ახლა? ხო მშვიდობაა? -კი,კი შენი სახლის წინ ვარ და გამო რა სწრაფად ამოვიცვი ფეხზე და გარეთ გავედი,ისევ ისე იდგა როგორც სჩვევიახოლე,ოდნავ წელში მოხრილი სიგარეტით ხელში.მიავუახლოვდი აკანკალებული -რა მოხდა გიო-ვკითხე გაღიმებულმა -სულ როგორ გცივა გოგო-მანაც გამიღიმა, სიგარეტს ბოლო ნაპასი დაარტყა და გადააგდო -ხო იცი მე ქრონიკულად რო მცივა სულ,რა ხდება აღარ იტყვი-გაყინული ცხვირი შარფში ჩავმალე -ბიჭო,არც ვიცი საიდან დავიწყო -ბიჭო ვარ მე?-ისევ გამეცინა,თუმცა სულ ასე იცოდა ხოლმე მომართვა -მაგრად მიყვარხარ ანუკი-ისეთი სახით მითხრა ხმა ვეღარ ამოვიღე,ეს ხომ უკვე ისედაც ვიცოდი აი სად დაგეხრა ანა! დადგა ეს დღეც და ახლა შენ მის წინაშე დგახარ,ვერ გაიქცევი,არც მიწა აპირებს გასკდომას რომ შიგ ჩაგიტანოს. თავს აქეთ იქით ვაქნევდი,რა ვქნა ახლა მე? გავიკვირვო? გამიხარდეს? გავრაზდე? თუ რა რა ჯანდაა გავაკეთო?რომელი ემოცია უნდა ამოვირგო სახეზე? -მეც მიყვარხარ შე გაიძვერა,ამის სათქმელად გამომიყვანე?-სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი -ვაბშე სხვანაირად მიყვარხარ,აი არც ვიცი ამის თქმა როგორ გავბედე,მარა უკვე ძაან გავჭედავდი რო არ მეთქვა -გიო ხო კარგად ხარ?-იხტიბარს არ ვიტეხდი -შენ არ იცი ეხლა როგორ ვარ,ასეთი დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ -რას მეუბნები აცნობიერებ?-თავზე ხელი მოვისვი და ამოვისუნთქე-ასე არ შეიძლება,რა ვუყოთ ჩვენს მეგორობას? -ჩემი დედა ვატირე ვაცნობიერე კი არა ტიპი ჭკუიდან ვარ გადასული,რამდენი წელია ჩემს ტავს ვერძვი მარა არაფერი გამოვიდა ანუკი,ბოდიში რა,ბოდიში რო ასე გავაფუჭე ყველაფერი,მარა შენ თავს გეფიები ცვეტში მეტი აღარ შემეძლო,ეს ნუკა კიდე ტვინს ღუნავდა იმენა -ვაიმე გიო რა გითხრა არ ვიცი-ადგილს ვეღარ ვპოულობდი,არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა -ვიცი ანუკი,მაგარი არაკაცივით მოვიქეცი,მარა რა ვუყო ამ გულს,ვაბშე არაფერს არ გთხოვ,პროსტა რო არ მეთქვა გავჭედადი ჩუმად ვიდექი და ცრემლად ვიღვრებოდი,ჩემს წინ იდგა ადამიანი,რომელიც უზომოდ მიყვარდა და მისი დაკარგვის საშიშროება სულს მიწამლავდა. -ეკას და გიას შემდეგ ერთადერთი ადამიანი ხარ რომელიც უზომოდ მიყვარს,შენს დაკარგვას ვერ გადავიტან გიო,თუმცა არც ის მინდა შენ დაიტანჯო,მე მთელი გულით და სულით მიყვარხარ თუმცა ეს სულ სხვანაირი სიყვარულია და ეს შენც კარგად იცი,თუ შენთვის ჩემგან სიშორე უკეტესი იქნება მაშინ მეც შევგუები,არ მინდა უარესად დაიტანჯო.-ცრმლეი შევიმშრალე და გავუღიმე -მეგონა ისტერიკებს მომიწყობდი როგორ გაბედეო,მარა ვაბშე სხვა ხარ ანუკი და ზუსტად ამიტომაც შემიყვარდი,საერთოდ არავის არ გავხარ. -არა რა ისტერიკებს,სიყვარული ისეთი რამეა ჩვენ არ ვირცევთ ვინ ან როდის შეგვიყვარდება,შენ ვერ გააკონტროლებ ამას,თუმცა ახლა ძველებურად რო ვეღარ გავაგრძელებთ შენც ხო კარგად იცი გიო. -ვიცი ანუკი,ვიცი და მაგარ შარში ვარ-გაეცინა -ძალიან მიყვარხარ და არ მინდა შენი დაკარგვა-მაგრად მოვეხვიე და ლოყზე ვაკოცე -ჩემი დილა,შუადღე და საღამო შენ ხარ,უშენოდ 1 დღეც კი ვერ წარმომიდგენია,იცი პირველად როდის მივხვდი რო მიყვარდი? 8 კლასში ფეხი რო მოიტეხე და მაინც მაიუნივით რო იკრიჭებოდი,მერე ტირილი რო დაიწყე და მითხარი ფეხი რო მოეჭრათ არავის ვეყვარებოდი ცალფეხაო-გაეცინა,მეც გამეცინა,მწარედ მახსოვდა ეს პერიოდი,5 თვე ფეხზე ვერ დავდექი -ჰოდა შენ რომ მითხარი სულ რომ ნახევარი იყო მაინც მეყვარებიო-თავი დავხარე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ,სიცივეს საერთოდ ვერცერთი ვეღარ ვგრძნობდით.რომ არა ეკას ზარი არც კი გამახსენდებოდა რომ ჩვენს იქით კიდევ არსებობდა სხვა სამყარო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.