შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრო ფილფანის საკუთრება (8 თავი)


10-12-2015, 22:23
ავტორი ანი ანუკა
ნანახია 6 054

მეორე დღეს საძმოს პირობა არ დავიწყებია და ფილფანის სახლისკენ გასწიეს. თათიაც მათთან ერთად იყო, კი დაეზარა ქალბატონს დილით სახლიდან გასვლა, მაგრამ როდესაც ონიანის მოღუშულ სახეს გადააწყდა, გულმა ვერ მოუთმინა და დათანხმდა მამაკაცს. ხუთ წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ილიამ სახლის სათადარიგო გასაღები ამოიღო, რომელიც სანდრომ დაუტოვა კარგა ხნის წინ, ყოველი შემთხვევისთვის და კარი გააღო.

-გადამრევს ეს ბიჭი რა.. ამდენიხანი ძილი ვის გაუგია? -ამოიზმუვლა დაქანცულმა იოანემ და სავარძელში მოთავსდა.
-აუუ იო წყალი დამალევინე რა. -სიცხისგან დაქანცული მიესვენა თათია დივანზე და გამომშრალი ბაგეები გაილოკა.
-დაიცა მე მოგიტან კრასოტკა და იმ ბედოვლათსაც გავაღვიძებ. -ამოიფრუტუნა იოანემ და სამზარეულოსკენ გასწია.

უკან წყლით სავსე ჭიქით მობრუნებული, უმალ გაბრუნდა უკან და მეორე სართულისაკენ აიღო გეზი. თუმცა არ დასცალდა კარებიდან გასულს საინტერესო სცენა გადაეშალა თვალწინ, წარბები ეშმაკურად აწკიპა და ერთ ადგილას გახევდა. ერთ ადგილას გაშეშებული მეგობრის დანახვისას, რომელიც მათ დასმულ კითხვებს აიგნორებდა და რაღაცას დიდი ენთუზიაზმიდ მიშტერებოდა, ცნობისმოყვარეობამ სზლიათ და დერეფანში გაყეს სამივემ თავები. მართლაც რომ არაჩვეულებრივი სანახაობა იყო ფილფანს მარიას გაკნაჭული სხეულისთვის მთელი ზალით შემოეხვია ხელები და მხურვალედ უკოცნიდა ბაგეებს. არც მარია იდგა უმოქმედით და წვრილი თითები მამაკაცის თმებში აეხლართა. როგორც იქნა მოწყდნენ ერთმანეთის ბაგეებს და მათზე მიშტერებულ ოთხ წყვილ თვალსაც გადააწყდნენ.

თათია და მარია შოკირებულები იყვნენ როდესაც ერთმანეთი ამოიცნეს. დოლიძეს უმალ დაედო პომიდვრისფერი და თავი ჩახარა. თათია კი პირიქით გახარებულიც კი იყო, რადგან დაქალმა როგორც იქნა იგემა „პიველი“ ამბორი (რა იცის დილით რა ამბები დაატრიალეს ჩვენმა გვრიტებმა^^). ფილფანი არ დაბნეულა, ქალს წელზე ხელი მოჰხვია და მეგობრებს უკმაყოფილო მზერა მიაპყრო:

-ამ დილაადრიან რა ქარმა გადმოგაგდოთ?
-კიდე აქეთ როა დიდგულზე შეხედეთ რა, ორი დღეა შენ დაგეძებთ.. -ამოიფრუტუნა ილიკომ -ხოო და ჩვენ ბოდიში იდილია დაგირღვიეთ -ეშმაკურად აახამხამა თვალები და წყვილს ნიშნისმოგებით გადახედა.
-ილარიონ! -უცებ გაიმკაცრა ხმა ფილფანმა და სირცხვილისგან თავჩაქინდრულ მარიას თავზე აკოცა.
-ანამარია დოლიძე გამაგებინებ აქ რაამბავია?! მე სახლში მგონიხარ გადაღლილი მთვლემარე, დილით აღარ დაგირეკე შემეცოდე გამოიძინოს თქო, შენ კიდე ამ ვაჟბატონს თავისივე სახლში ლამის ხელებში ჩაადნი! -თათიამ გადაწყვიტა ცოტა ეთამაშა და აუდიტორიაში მომხდარი ინციდენტის გამო სამაგიერო გადაეხადა.
-მე.. მე უბრალოდ.. -ტირილის პირას იყო მარია მისული და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.
-დაიცა და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? -მდგომარეობის განმუხტვა სცადა დათომ.
-იქნებ ჯერ გამაცნოთ ეს მშვენიერი ქალბატონი და შემდეგ გამოაჩინოთ კლანჭები? -ფილფანი მის წინ მდგარ გოგონას უმალ მიუხვდა ჩანაფიქრს და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ოო რთულად ყოფილა საქმე -სიცილით ჩაილაპარაკა იოანემ და დაიწყო -დოლიძე მთელი წელია ლექციებზე ვცდილობ რაიმეში ჩაგჭრა და გამოგიჭირო, ამხელა კაცმა ვერ დაგაბნიე და ამ გაკნაჭულმა რითი დაგაშინა ჰაა? -გადაიხარხარა და განაგრძო. -სანდრიკო გაიცანი ეს ჩემი სიყვარულია თათია და მარია დაქალი. ეს კი ჩემი ზმა და მეგომარი სანდრო ფილფანი.
-სასიამოვნოა. -ორივემ ერთხმად ჩაილაპარაკა, ხოლო თათია ისევ მიუბრუნდა დოლიძეს და განაგრძო ქოთქოთი. -შენ სახლში დდაგელაპარაკები ნინაჩკასთან ერთად, ამისთვის გზრდიდა 19 წელი?

მარია ისევ თავჩახრილი იდგა, ოღონდ ამჯერად უკვე ცრემლებს დაენამათ მისი მთლიანი სახე და ხმას ვერ იღებდა. სამარისებული სიჩუმე თათიას კისკისმა დაარღვია, ოთხივე მამაკაცი აჰყვა და ეხლა ერთხმად სინქრონში ხარხარებდნენ, მარიას გულუბრყვილობაზე. ძალიან ეწყინა თათია მათი საქციელი, განსაკუთრებით თათიასგან. ერთი შეანათა თითოეულს მისი ცრემლიანი თვალები და ზევით აირბინა ასლუკუნებულმა. მიხვდნენ, რომ გული ატკინეს გოგოს და უმალ მოიღუშნენ.

-წავალ დაველაპარაკები. -ამოიჩურჩულა თათიამ და ზევით ავიდა.
დიდი ხანი დაჭირდა დაქალის დასამშვიდებლად და შემოსარიგებლად. მის გულმკერდზე დაედო თავი და ცრემლებად იღვრებოდა. ბოლოს დამშვიდებულმა ყველაფერი უამბო და დამნაშავედ თვი ჩახარა.

-ჩემი სულელი გოგო და მაგაზე ნერვიულობ? საგანგაშო არაფერი ჩაგიდენია მართალია სანდრიკო.
-კი მაგრამ არ მინდა მის რიგით ქალად ვიქცე.. ვიცი ეხლა ვნება ალაპარაკებს, ბოლოს კი მიმატოვებს.
-გულში ჩაგივარდა პაწკუ? -ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბიან თათიას ბაგეებს და მეგობარს მხარი გაკრა.
-არ ვიცი.. მგონი.. მინდა სულ ახლოს მყავდეს, მაგრამ არა ესე..
-დარწმუნებული ვარ სანდროც არაა გულგრილი შენს მიმართ, ისე გკოცნიდა და გეფერებოდა. -გადაიკისკისა და გოგონა ააწითლა.
-თათია! შენ კაცი სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება მოკლედ.
-ხო კაი კაიი წავედით ეხლა სირცხვილია. ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ!
-იმედია.

***

იმ დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. სანდრომ მარია სამსახურეობრივი მოვალეობისაგან გაანთავისუფლა ერთი დღით. გოგოებმა ახლოს გაიცნეს ბიჭები, ბევრი იმხიარულეს. თურმე სულაც არ ყოფილა ფილფანი ისეთი უჟმური და ხეპრე, როგორიც მარიას ეგონა. პირიქით მეგობრებში ძალიან გახსნილი და მხიარული იყო. ღიმილიც როგორ უხდება! მმმ.. საღამოსკენ დაიშალნენ, იოანე და თათია თავიანთ საქმეებზე წავიდნენ. ილია და დათოც მალე დატყდნენ. და ისევ მარტო დატოვეს ჩვენი გვრიტები.

-ამათ ავალაგებ და სახლში უნდა წავიდე, დედა და ძამიკო მომენატრნენ.
სანდრო უკნიდან მიეხუტა გოგონას და ჩაჩურჩულა: -მე უკვე, რომ მენატრები?
-სანდრო.. უნდა წავიდე. არ შეიძლება ესე..
-რა არ შეიძლება საყვარელ ქალს, რომ ვეფერები? ხოო და სახლში მე გაგიყვან გვიანია!
-კი მაგრამ მე რა შუაში ვარ საყვარლები დაგელია?
-როგორი მეამიტი ხარ პარატა! შენ ხარ ჩემი საყვარელი მხოლოდ შენ! არვიცირა რა მემართება, რომ გხედავ მაგრამ ერთი ვიცი, რომ მჭირდები ტკივილამდე მჭირდები. ცოტა დრო მომეცი გავერკვე, გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. -ეჩურჩულებოდა და სახეს უკოცნიდა. -მენდობი? მითხარი გჯერა ჩემი მარია?
-გენდობი! -ჩუმათ ამოილაპარაკა და თავი გულზე მიადო.
-ჩემი ფერია, წამო გაგიყვან სახლში.

მარიამ თავი დაუქნია და უკან გაყვა. სახლამდე უხმოდ იმგზავრეს. სანდრომ იქვე ბნელ ადგილას გააჩერე მანქანა და მარიას გადახედა, რომელსაც თითები ერთმანეთში აეხლართა და მომლოდინედ მისჩერებოდა. სანდრო ნელა დაიხარა გოგოსკენ და ნაზად წაეტანა მის ბაგეებს . წალი ხელი ფეხზე აუსრიალა, და კაბის ქვეშ ბარზაყზე მოუჭირა. მარია კვნესამაც არ დააყოვნა და მამაკაცს ხელები პრესზე აუსრიალა. ფილფანმა უცებ გადაისვა მუხლებზე და ფეხები წელზე შემოახვევინა. მოწყურებულები კოცნიდნენ და ვნების ბურუსში გზავნიდნენ ერთმანეთს. მამაკაცის მხურვალე ბაგეებმა ამჯერად ქალის მკერდისკენ გადაინაცვლეს.

-ჩემი სექსუალური, ტკბილი, პატარა ქალი ხარ! არა ბავშვი! -სიცილით შეასწორა ფილფანმა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.
-ხოდა მაგ ბავშვს ეძინება და გამიშვი! - გაბუსხულმა ჩაილაპარაკა მარიამ და თავი გვერდზე შეატრიალა.
-ჩემი შტერუკა ხარ! იცოდე დღეიადან მხოლოდ მე მაქვს უფლება გეხებოდე და გკოცნიდე. ყველას დედას ვუტირებ ვინც ზედმეტად მოგეკარება.
-კარგი რა,შენი შიშით ვერავის ვეღარ უნდა დაველაპარაკო! -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და კისერში აკოცა.
-ჩუ ეხლა და ადი ზევით, ჩკუით იცოდე! -მოწყვეტით აკოცა და მარიამაც უმალ აირბინა სახლში.

***

მეორე დილით დათუჩას ჩახუტებამ გააღვიძა. ბავშვს ადრე გაღვიძებია და დაიკოს ლოგინში შეუგორდა. დიდხანს იწვნენ ესე ერთმანეთზე მიხუტებულები და ერთმანეთის სურნელით ტკბებოდნენ. ბოლოს შიმშილმა და სამზარეულოდან გამომავალმა მადისაღმძვრელმა სუნმა სძლიათ და ფეხზე უმალ წამოიჭრნენ. თითისწვერებზე გაიარეს გზა სამზარეულომდე და დედას უკნიდან მოეხვივნენ.

-დედის სიხარულები, წადით თავი მოიწესრიგეთ და ვისაუზმოთ.
-ჩვენი ტკბილი დედიკო. -ლოყები დაუკოცნეს ქალს და თავის მოწესრიგებას შეუდგნენ.

ოც წუთში კი ოჯახი უკვე სუფრას მისხდომოდა და გემრიელად ილუკმებოდა. ნინომ უმალ შეამჩნია ქალიშვილოს უხასიათობა და მიხვდა რაღაც უჭირდა. დაელოდა როდის მორჩებოდნენ ჭამას, სუფრა აალაგა და მარტო დაგულებულმა მარიას გვერდით მიუჯდა.

-დედი ვხედავ რაღაც გიჭირს.. იქნებ რაიმეთი დაგეხმარო? -ნინომ ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და შეწუხებული მზერა მიაპყრო.
-დეე მეც მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო.. -თვალცრემლიანმა ამოხედა და თავი მკერდზე დაადო.
-თავიდან დაიწყე შვილო, შევეცდები დაგეხმარო და გულის ნადები შეგიმსუბუქო.

ანამარიამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მისი და ფილფანის შესახებ, რაღაც-რაღაც დეტალების გამოკლებით. ბოლოს თავისი შიშებიც გაანდო რომელიც გამუდმებით გულს უღრღნიდნენ.

-ჩემი პატარა გოგო შეყვარებულია. -თვალცრემლიანმა დაუკოცნა ქალიშვილს სახე და თან საუბარს განაგრძობდა -როდის გამეზარდე დეე. მგონია, რომ მაგ ბიჭსაც უყვარხარ, რაღაცას მაინც გრძნობს შენდამი. თან როგორი თბილია შენთან. დაბნეულია დე ისიც, ვერ გარკვეულა საკუთარ თავში. დრო უთხოვია შენც დააცადე, დალაგდეს ყველაფერი, დინებას მიყევი. ნუ მოაბეზრებ კითხვებით თავს, როცა ჯერ კიდევ არ აქვს პასუხები. ეშინია ახალ საფეხურზე ასვლის, ეტყობა პირველადაა მსგავს სიტუაციაში, ან მეორედ და ეს აბრკოლებს, არ სურს წარსულის შეცდომა გაიმეოროს.
-დედიკო ძაან მიყვარხარ! შენს გარეშე რა მეშველებოდა. -დედის გულმკერდში ჩაკრულმა ამოისლუკუნა და ხელები ძლიერ შემოხვია ქალს.
-კარგი დაწყნარდი ჩემო კარგო, თავი მოიწესრიგე და წადი აწე არ დაგაგვიანდეს უნივერსიტეტში.

***

ლექციები საუკუნედ გაიწელა. თუმცა გატყუებთ ეს მას ეგონა ასე. თათია დღეს არ ყოფილა, შეუძლოდ იყო და სახლში დარჩენა ამჯობინა. დაღლილ-დაქანცული გამოვიდა აუდიტორიიდან. თუმცაღა მაინც ბედნიერი იყო, რადგან სულ მალე საყვარელ მამაკაცს იხილავდა. კიბებზე ჩამომავალს თავისი კურსელი გუკა დაეწია. ბიჭს მარია კარგა ხანია მოწონს, დოლიძეც ხვდება და თავს არიდებს ხშირ შემთხვევაში. ეხლაც გაყვანა შესთავაზა ვაჟმა, მაგრამ იცრუა მომაკითხავენო უთხრა და ბიჭიც იძულებული გახდა ჩამოცილებოდა.

ეზოში გამოსული ანამარია კი ერთ ადგილას გაქვავდა. არა ნამდვილად არ ეჩვენებოდა. ფილფანი იყო თავის მანქანას მიყრდნობილი, წინ კი ვიღაც ქერა ლამაზმანი ედგა. გოგოს ხელები ქონდა სანდროს კისერზე მოთავსებული, ხოლო მამაკაცს წელზე მკეხვია ხელები და მკეხუტებინა, დროდადრო კისერში კოცნიდა და მთელი გულით რაღაცაზე იცინოდნენ. ეგონა იქვე მოკვდებოდა, პულსი აუჩქარდა, გულმა რეჩხი უყო, თვალები ცრემლებით აევსო და ერთ ადგილს მიეყინა. ალბათ მამაკაცმა მწველი მზერა იგრძნო და თავი მოაბრუნა. არ ელოდა მის აქ დანახვას, სიმართლე გითხრათ არც იცოდა თუ სად სწავლობდა თავისი ანგელოზი. ქერას რაღაც უჩურჩულა და საყვარელი ქალისკენ დაიძრა. მარია კი უმალ მოწყდა ადგილს და იქვე გაჩერებულ გუკას მანქანაში ჩახტა. მამაკაცის ძახილოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, გუკას მოუბოდიშა და უთხრა, რომ ვერ ახერხებდნენ მოეკითხათ მისთვის და ფილფანების მისამართი უკარნახა. მამაკაცმაც არ დააყოვნა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.

მთელი დღე ვერაფერს დაუდო გული. არც სანდრო მისულა სახლში. მამაკაცს თათბირი ქონდა და გადაწყვიტა საღამოს დალაპარაკებოდა ქალს. თან გაცოფებული იყო, მიხვდა რომ მარია არასწორად გაიგო ყველაფერი და მისი მოსმენაც არ ისურვა. ამის ნაცვლად ვიღაცას მანქანაში ჩაუხტა და ფილფანს გაექცა. სახლში მისულმა პირდაპირ მეორე სართულისაკენ აიღო გეზი, არც შემცდარა მარია იქ იყო და ყვავილებს რწყავდა. უმალ წაავლო ქალს მკლავში ხელი და თავის ოთახში შეათრია.

-მგონი სალაპარაკო გვაქვს!
-არანაირი საქმე არ მაქვს შენთან შემეშვი!
-მარია მომისმინე! არასწორად გაიგე ყველაფერი.
-ნუთუ?! რაო მიგატოვა შენმა ქერა ბარბიმ, თუ უკვე დაიკმაყოფილე ჰორმონები და ჩემთან გამოიქეცი.
-ხვდები რას ამბობ?! ორი წუთი მომეცი აგიხსნა. ის..
-არმაინტერესებს შენი სექსუალური პარტნიორები და არც მათი განხილვა არ მხიბლავს. მე სულელს მჯეროდა შენი..
-გაიმეორე რათქვი?! - ბოლო ხმაზე უღრიალა ფილფანმა და კედელს მიანარცხა. -ესეიგი არ მენდობი არა? ნუთუ ესეთი ცრუა ყოველი შენი სიტყვა. გუშინ ნდობაში მეფიცებოდი, დღეს კი ახსნაც არ მაცადე ისე ჩაუხტი იმ ა*ვარს მანქანაში. ეხლაც სცენებს მიწყობ და არ მაცდი სათქმელის დასრულებას. გეფიცები ინანებ თითოეულ სიტყვას განანებ ანამარია დოლიძე! ჩემზე ჩახუტებას სანატრელს გაგიხდი, როგორც ის ქერა მეხუტებოდა? ეგ ხომ კარგად გახსოვს არა?! ბოლო ხმაზე უღრიალა, დამფრთხალ გოგონას, რომელიც უკვე ცრემლებად იღვრებოდა და შეანჯღრია.

ხმაურზე ოთახში არცმეტი არცნაკლები ის ქერა ლამაზმანი შემოვიდა და სანდროს შეუბღვირა.
-ბიჭო შენ სულ მთლად გადაირიე? მთელ სახლში შენი ღრიალი ისმის.
-შემეშვი ნინი არ მაქვს შენი თავი, გაიხურე კარი!
-არსადაც არ ვაპირებ წასვლას! და გაუშვი მაგ გოგოს ხელები ვერ ხედავ ტკივა?!
-ეტკინკს მინდა ეტკინოს ისე როგორც მე მტკივა ეხლა! იცი საერთოდ რაში მწამებს ბრალს და ახსნის საშუალებას არ მაძლევს?! შენზე ეჭვიანობს, უნივერსიტეტთან დავუნახივართ და ახსნის საშუალებასაც არ მაძლევს! საკუთარი დასთან ფლირტში მდებს ბრალს!

დაიყვირა, ხელი უშვა ქალს და იქვე ჩაკეცილი დატოვა. მარია კი მთელი ხმით ტიროდა და ყურში ეწოსავით ჩაესმოდა მამაკაცის სიტყვები. -რა სულელი ვარ.. რა სუსლელი.. ჩერჩეტი.. არ მაპატიებს.. არა ღმერთო დამეხმარე.. ბუტბუტებდა და ხრემლებად იღვრებოდა. ნინი გვერდით მიუჯდა და თმებზე მოეფერა.
-დამშვიდდი საყვარელო აი ნახავ დაბრუნდება, ყველაფერი კარგად იქნება.. დაწყნარდება და მოვა.. ვერ გაძლებს შენს გარეშე..
-არ მაპატიებს.. ვიცი, გული ვატკინე.
-მოდი დაწექი დაისვენე აი ნახავ, შეგირიგდება.. შენ რაიცოდი მე ვინ ვიყავი..

სანამ ნინი ცდილობდა მარია დაემშვიდებინა, სანდრო ბარში ჩამომჯდარიყო და სასმელში ახრჩობდა ბრაზსა და იმედგაცრუებას, მალე კი ვიღაც შავგრემან ნაშაში. ძალზედ მომთხოვნი იყო ფილფანი, საკმაოდ უხეშად ეპყრობოდა ქალს და ბოლო ხმაზე აკვნესებდა. არადაარ ცხრებოდა უნდოდა სხვასაც ისევე ტკენოდა როგორც მას. თავიდან ქალს ძალიან მოსწონდა, მაგრამ როდესაც მამაკაცი უკვე ვინ მოსთვლის მერამდენე კრუგზე წავიდა, გაჩერება თხოვა. -ფულს მთელ ღამეში გიხდი ასე, რომ მოკეტე და მასიამოვნე. თანხაზე არ იდარდო ორმაგად აგინაზღაურებ. -დაუღრინა და ქალიც უმალ გააჩუმა. მაგრამ ერთხელაც არ უკოცნია ქალისთვის! მხოლოდ ბიძგებს აორმაგებდა და ვნებებს იხშობდა. როდესაც ყველაფერს მორჩა იქვე მიატოვა ძალაგამოცლილი ქალი, ფული საწოლზე მიუგდო და თბილისის ქუჩებში უაზრო ბოდიალს მოყვა.



№1  offline მოდერი X.G

ვაიმე რა მაგარიაააა ყოჩაღ წარმატებებიიიი love love ველი შემდეგ თავს love

 


№2  offline წევრი BUBU_2426

პირველი ვააარ!!! დადადადააამ დაიძაბა სიტუაციაა ძალიან დამაინტერესა მალე დადე და დიდი თავი ველოდებ სულმოუთქმელად <333

 


№3 სტუმარი სტუმარი

უკვე ძალიან ბანალური გახდა...
არადა, კარგად დაიწყე....

 


№4 აქტიური მკითხველი uchveulo

მალე დადეე რაააა კარგიაა <3

 


№5 სტუმარი salo

MagariA dzaan male dade ra

 


№6  offline წევრი მოლურჯო

რა გითხრა? გაგიჟებული ვარ შენი წერის სტილით
შეიძლება გავს სხვის ნაწერებს მაგრამ მე ძალიან მომწონს
--------------------
მარიამი

 


№7 სტუმარი teo...

Umagresi iyoooooo.gelodebi sulmoutqmelad,nijieroooo

 


№8 სტუმარი ნიაა

ძაან მომწონს კარგიაა. მაგრამ. მე იო და თათიას წყვილი მომწონს უფრო და მაგათაც დაუთმე რაა :(

 


უუუუუმაგრესიაააააააააა

 


№10  offline წევრი cancara

კაია კაი მომწონს ახალ თავს ველოდები

 


№11  offline წევრი kora

კარგიააა, იმ უხეში სანდროსგან განსხვავებით მომწონს ასეთი სანდრო, ვერ ვიტან უხეშ და გაუზრდელებულ ბიჭებზე, რომ წერენ. აი ასეთი სანდრო შემიყვარდებოდა მეც :) თუ ასე გააგრძელებ ბოლომდე შენს ერთგულ მკითხველად მიგულე <3
--------------------
kira.G

 


№12 სტუმარი maria

dzaan momwons sheni weris stili da chemi rcheva iqneba ar miaqcio yuradgeba zogzogiertebis wamodzaxilebsss ! asee gaagrdzeleee <3

 


№13 სტუმარი marii

Auu rato aghar deb ? :(

 


№14 სტუმარი Tako

Au male dade raa

 


№15  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Malee dadee ra mainteresebss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent