შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა (თავი 2)


11-12-2015, 11:37
ავტორი Mireille16
ნანახია 1 697

იმ დღეს ქეთი ისე იყო მე მოგონება ვიყავი..სულ ამბობს,რომ საშინელება ვარ და კიდევ უფრო საშინელი ვხდები,როცა ცუდ ხასიათზე ვარ...მე კი დღეში ბევრჯერ მეცვლება ხასიათი..შეიძლება იმდენი ვიცინო,რომ ვიღაცამ თქვას 10 წელი მოემატა სიცოცხლეო,მერე კი იმდენად მოვიღუშო,ჩავიკეტო,დავპატარავდე,ნაწილებად ვიქცე...ასეთი მძულს ჩემი თავი..უფრო სწორად არც მომღიმარი მიყვარს ახლა.. მგონია,რომ დედამიწას არ უნდა ვამძიმებდე..ქეთის რომ ვეუბნები ამას,მოთმინებით მპასუხობს...
- ლინდა,შე უბედურო.. -და ამას ისეთი ტონით ამბობს ყოველ ჯერზე მეცინება...
ამ დღეს კი ჩემი პოზიტივი ქერა იჯდა და უბრალოდ იჯდა,არაფერს აკეთებდა..რას ფიქრობდა კაცმა არ იცის...
- ქეთიი..,-შევაჯანჯღარე ძლიერად,- გარეკე?
-ლინდა მოგხვდება- ისროლა ჰაერში სიტყვები ჩემი სახელით,მაგრამ უმიზნოდ....
- გოგო კარგი რა...რა უნდა იყოს,რომ მე ბიჭისთვის ასე ვიდარდო...ძაან სულელი ხარ...
- ექსპერტო...ჰარი პოტერს დღეში 100- ჯერ რომ უყურებ და მეც მაყურებინებ,შელოცვები დავიმახსოვრე...იცოდე გაბრაზებული ჰერმიონ გრეინჯერი გავხდები,თუ ეგ გოგო იშვიათად ბრაზდება?..ნუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს...- დამემუქრა სრული სერიოზულობით,რაღას ვიზავდი ისევ დავეჯღანე სულელურად...
- დობის სახე წაიშალე ახლა...
- ნუ მიბრძანებ,დობი თავისუფალი ელფია-მოვუჭუტე თვალები...
- ლინდა,ლინდაა...,-გაეცინა,- მერე ისევ დასერიოზულდა და სრული სისუსტით წაიბურტყუნა...
-დღეს არ გავიდეთ რა ბავშვებთან...
- კარგი-დავეთანხმე მე და მარჯვენა ხელით ჩემთან მოვქაჩე, ჩავეხუტე ჩემს ქერას,მინდოდა ჩემი მთლიანი დღის,წლის თუ რა ვიცი,რამდენიც დასჭირსებოდა იმდენი ენერგია მეჩუქა მისთვის...ხშირად ვფიქრობ ასეთი რა ძალა აქვს ჩახუტებას... არ ვიცი,მე იმდენად მეხმარება...რამდენჯერ გამხადა სიცოცხლისუნარიანი...ყველას ჩახუტება კი არ არის ასეთი სამკურნალო..ვინც გიყვარს მხოლოდ იმის...მერე მეც ვცდილიბ ხოლმე ისეთი ენერგია გავცე,რომელსაც მაგალითად,ჩემი მშობლები იმეტებენ ჩახუტებისას...ბევრი,ბევრი,ბევრი ენერგია..აი,რა სჭირდებოდა ქეთის..მგონი გაჭრა...დაჩიზე სიტყვა აღარ დაუძრავს..ვისხედით და ვუყურებდით "სიკვდილის საჩუქრებს"....უფრო სწორად მე ბედნიერი ვუყურებდი,ჩემი ბედნიერებით გახარებული ქეთი კი მე მიყურებდა და შიგადაშიგ თავს იქნევდა სიცილით..მგონი სულ უკვირს ამდენჯერ რომ ვნახე..ისიც რომ იცოდეს, მის გარეშე რამდენჯეერ ჩავუჯექი...რა ვქნა ჰარი პოტერი სხვა,სულ სხვა განზომილებაა....
-რა ნელა გადის დრო- გადავიფარე პლედი სახეზე და უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე....
-ჩემს გამო არა? ხომ იცი გუშინ როგორ ვიყავი...ასე არასდროს უყვირიათ ჩემთვის,ასე აშკარად არავის მიუხვედრებია,რომ საზიზღარი ადამიანი ვარ...-აუკანკალდა ნიკაპი,სახე მიაბრუნა,რომ არ დამენახა..
- ქეთი ქერებს დებილებს რომ ეძახდნენ ვბრაზობდი,ახლა მიკვირს რატომ...რა საზიზღარი? თავი ხელში აიყვანე აბა... დაჩი თუ გუშინ ვერ იყო ხასიათზე შენი ბრალია? იქნებ რა მოხდა..იქნებ როგორ ბრაზობდა რაღაცაზე და იმ მომენტში ხელში შენ შერჩი..
-მისთვის რამეს რომ ვნიშნავდე ასე უხეშად არ მომექცეოდა...ნუ მაწყნარებ..მეჩხუბე,მიყვირე,რომ თავიდან ამოვიგდო ეგ ორმეტრიანი...-გაეღიმა ბოლო სიტყვაზე...გავუღიმე მეც და ყურსასმენები ისე გავუწოდე გეგონება მაღალი სიცხე ჰქონდა და საჭირო წამალს ვაძლევდი..
-მოუსმინე..ამას რომ ვუსმენ შეყვარებული მინდა რომ მყავდეს-მრავლისმეტყველი თვალებით შევხედე და ხელში შევათამაშე ქეთის მაშველი..
-ქეთევან ის ქენი,ქეთევან ეს ქენი...ნუ გეშინია დაჩის არ გადავყვები..ვერ მომიშორებ,ვერა- მგონი იმ მომენტში თავი პოეტი ეგონა,ვითომ დამაჯერა,რომ არ დარდობდა...აიღო ყურსასმენები და ცოტახანში დაიწყო თავისი არაადამიანური ხმით : "Come join the murder" ,მთელი ხმით ჯღნაოდა,თან სრული სერიოზულობით...ხანდახან ცალ თვალს ჩემსკენ აპარებდა ვიცინოდი თუ არა...ვიცინოდი? სიცილისგან ვიგუდებოდი... ნანა დეიდამ კარი შემოაღო,სწრაფად შემოვიდა და წინ აგვეყუდა..ერთი კი გამიკვირდა ყოველთვის აკაკუნებს,ახლა რა დაემრთა მეთქი,გაბრაზებული ჩანდა...
-გოგოებო რომ გეძახით არ გესმით? არ გრცხვენიათ? - იკითხა ისე,რომ ქეთისთვის თვალები არ მოუშორებია...
-უი არ გვესმოდა დე...რა ხდება?-დააჭყიტა თვალები ინტერესისგან...
-ბავშვებმა მოგაკითხეს...
-ვინ ბავშვებმა?-იკითხა ელვის სიწრაფით.
-რა ვიცი,დაჩიმ მითხრა გამოვიდნენ ქეთი და ლინდაო...
-დე უთხარი ,რომ სხვაგან მოხვდნენ-მჭიდროდ ჩაიხუტა საბანი და გადაბრუნდა მაშინვე...ნანას თვალებში გაკვირვება ამოვიკითხე....
რა მოხდაო ხელით მანიშნა,არ ვიცი-მეთქი ავიჩეჩე მეც მხრები,თითი დამიქნია როგორ არაო,გაიღიმა და მერე ისევ ქეთის საყურადღებოდ დაიწყო ..
-მოკლედ გელოდებიან და გადით..ჰო...არ დამავიწყდეს,10-ს არ გადააცილოთ,თორემ გარეთ მოგიწევთ ძილი...დავიღალე თქვენი ყარაულობით...-კარი არ დაუხურავს ..ალბათ უნდოდა გაეგო რას ვიტყოდით,ქეთის საქციელმა გააოცა..
-ქეთი რას იტყვი?
-გადი და უთხარი,რომ ქეთი შენს თხოვნას ასრულებს და ახლოს არ გეკარებათქო...-წაიჩურჩულა...
-კარგი რა... -დამეჯღანა სახე შეწუხებისგან...
-მაგის სინდისზე იყოს ახლა ეს ამბავი...არ მადარდებს...
-კარგი გავალ-გამოვიძრე ყურსასმენები,სარკეში ჩავიხედე,თმა შევისწორე და გავედი...დაჩი დამნაშავე სახით შემხვდა,მომიკითხა და მაშინვე იკითხა ის სადააო..
-ნაწყენია ხომ იცი..გუშინ ზედმეტი მოგივიდა..
-აუ ეგ არაფერ შუაშია,უბრალოდ...
-მე კი ნუ მიხსნი მას უთხარი ბიჭო-გავუცინე და ლოყაზე ვუჩქმიტე...
-ნუ ეხები ლინდა !!! შეიძლება გადაგვასახლოს მე და შენ...-მომესმა ქეთის ხმა...დაჩის გამომეტყველებაზე მივხვდი,რომ უკან ძალიან დიდი სისწერვის განსახიერება მედგა...
-დაილაპარაკეთ რა,რა გჭირთ ბავშვებო..ზედმეტი ვის არ მოსვლია-თვალი ჩავუკარი ქეთის..
-გოგო რომელიც გუშინ გიტარის ბუდეს უსინდისოდ მიფუჭებდა ახლა თვალს უკრავს ქეთის...დაჩი რაღაცას გატყუებენ...-ჩაერია ახალი ბიჭი,ნიშნის მოგებით შემომხედა , მერე სულელურად იკითხა...
-შერიგდით?
-ამას რაღა უნდა? ან საიდან გაჩნდა? - ვიკითხე და ზურგი შევაქციე...
-ამას სანდრო ჰქვია და სხვათაშორის ალოეს წვენი გიყიდე,დაჩიმ მითხრა უყვარსო..უფრო სწორად დაჩიმ მაყიდინა-გაიღიმა გულწრფელად...
-ღმერთო რა კრეტინია- ჩავჩურჩულე დაჩის
-ხო ორი კრეტინი ორ სწერვასთან მოვედით - მომქაჩა თმები და ისე,რომ ხელიც კი არ გაუშვია,ქეთის ენის ბლუკუნით უთხრა :
- წამო რა ცოტა გავიაროთ..უნდა გელაპარაკო...
-ლინდას მარტო ვერ დავტოვებ...- მოიფიქრა სულელური მიზეზი.
-ლინდა დარჩები მარტო?-შემომიტრიალდა ახლა მე და შრეკის მეგობარი კატის თვალებივით მემუდარებოდა თქვი კიო..
-გეფიცები თავს დაგიქნევდი,ძალიან ბევრჯერ დაგიქნევდი თანხმობის ნიშნად,რა თქმა უნდა,თმაზე ხელს თუ გამიშვებდი...- მივიღე დამცინავი გამომეტყველება..
-აუჰ,ბოდიში ისედაც მიჭირს ამ წამს აქ ყოფნა...-ხელი ისე შემიშვა თითქოს ვიჩხვლიტებოდი და თითი ატკინა ჩემმა ეკლებმა..
-მაშინ წადი-მკვახედ მიახალა ქეთიმ და ხელით მაჩვენა შემოდი სახლშიო...
-არ მინდა თქვენს საუბარში ჩავერიო,მაგრამ ჩემი ცხოვრება მე მიმყავს,ამიტომ გირჩევნია შენ არ დარჩე მარტო,გაყევი დაჩის - სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოესახა ახალ ბიჭს..
-ვინაა შენი ცხოვრება?-თავი მოიფხანა ქეთიმ გაკვირვების ნიშნად..გულზე რაღაცამ მწარედ მიჩხვლიკა,მინდოდა მივვარდნოდი და თავხედობისთვის ისეთი გამერტყა სახეში ,რომ შემდეგში ჩემთვის სიკვდილი,მონსტრი,ურჩხული ან მსგავსი რამ საშინელებათა ფილმების სერიიდან დაეძახა,სიცოცხლე კი აღარასდროს,თანაც ცინიკურად,მაგრამ მერე რომ ეთქვა შენზე არ მითქვამსო,რაც არ გაუჭირდებოდა ან ჩემი ხელი დაეჭირა და ეყვირა რას მიბედავო,ალბათ მიწას ამოვთხრიდი და 2 მეტრის ქვემოთ ვიპოვნიდი სამუდამო განსასვენებელს,როგორც ასეთი...
სანდრომ ხელი ტუჩებთან მიიტანა,ცინიკური გამომეტყველება მიიღო,ჩაფიქრების სცენა გაითამაშა და ბოლოს თითი ჩემსკენ გამოიშვირა...
-ლინდაზე ვამბობ,ამ ქვეყნად ერთადერთი სიცოცხლე მყავს მე-მიიღო სერიოზული გამომეტყველება...მისი თავხედობით გაოცებული,გაშეშებული ვიდექი,თითქოს დასჯილი ბავშვი ვიყავი,რომელსაც განძრევის და ლაპარაკის უფლებას არ აძლევდნენ...პირველად ვნახე ასეთი თამამი,უზრდელი,ცინიკური არსება და იმ წამს ისე მძულდა,როგორც ქეთის სძულს ნებისმიერ საჭმელში ხახვი...სასაცილოა,მაგრამ ქეთის ყველაზე მეტად ეგ სძულს..
-სანდრო გეყო ღადაობა რა..ლინდა გთხოვ სანდროს გაყევი,ხომ ხედავ ამან რა მიზეზი მითხრა..მერე ვეღარ მოიფიქრებს ვერაფერს...-ისე მითხრა,თითქოს ქეთი იქ არ ყოფილიყო და არ გვისმენდა..
- არა,შანსი არაა..ამ მაჩოსთან ერთად თავი უჰაერობაში მეგონება,სიკვდილი არ მინდა ...-გავიქნიე თავი დიდი მონდონებით..
-ისე ქალბატონო,არც თქვენ მომწონხართ,არც თქვენი ჩემდამი წარმოთქმული ეპითეტები მხიბლავს,მაგრამ იძულებული ვარ დაჩის გამო აგიტანოთ,ამიტომ შედი სახლში,არ მგონია ასეთ ფორმაში გარეთ გამოსვლა მოინდომოს შენნაირმა პრანჭია ტიპმა,დაგელოდები..ხო 5-10 წუთი მეტი არა...
- დაჩი ამ კრეტინს ამდენს რატომ აბედინებ?ვაფშე მომშორდით ერთიც და მეორეც..
არ მიღირს ნერვების შლად..თუ ჩემი ნახვა მოგინდება ამასთან ერთად აღარ მოხვიდე,თორემ გეფიცები ხმას აღარ გაგცემ...-ამიკანკალდა ხმა...
-ემოციები აკონტროლე გოგონი...- მომაგდო სიტყვები მკვახედ ..
-სანდრო გეყოფამეთქი,რა დაგემართა? - ხმას აუწია დაჩიმ..
-ოჰ,გუშინდელი თავხედი დაბრუნდა ლინდა,-აღნიშნა ქეთიმ მაშინვე,-შემო,შემო რა...
-არა ქეთი გაყევი,ჩემი სიბრაზის გამო არ დავუშვებ ,რომ არ შერიგდეთ..დავრჩები მარტო,სიმღერებს მოვუსმენ და დრო მალე გავა...
-ნანა რას იტყვის? - მეჩხუბება მარტო თუ დაგტოვებ..
-ქეთი წაყევი,თორემ ახლა ჩვენ ვიჩხუბებთ...-შემეპარა ბრაზი ხმაში..
- მაშინ შენ სანდროს გაყევი..მარტო არ დაგტოვებ,მუსიკების ანაბარა-გამიღიმა ეშმაკურად და ცალი წარბი ამიწია,ვიცი მეუბნებოდა არ შეგარჩენ,რომ დაჩისთან მიშვებ და ჩხუბით მემუქრებიო..
-კარგი- ჩავიბურდღუნე ჩუმად..
-რა? კიდევ გაიმეორე ვერ გავიგე...- გაეცინა სანდროს და ხელით მიმითითა სახლისკენ მიდი,მიდი ჩაიცვი და წავედითო...
ქეთი და დაჩი წავიდნენ,მე სახლში შევედი და სანდრო გარეთ დავტოვე..ვიფიქრე სახლში შეყვანის ღირსი არ იყო,მეგონა სახლს ცუდი აურით დატვირთავდა და საშინელი ზაფხული მექნებოდა...
ვიცოდი,რომ ხშირად ადამიანებს პირველივე ნახვისას სათანადოდ ვერ ვაფასებთ,მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობდი,ამ დეგენერატმა,გამოთაყვანების პიკზე მყოფმა ხეპრე მაჩომ,ყველა რეკორდი მოხსნა და მთლიანად გადაშალა საკუთარი თავი ჩემს წინ...ასე მეგონა ამ ადამიანს არაფერი გააჩნდა ისეთი ,რაც ადამიანში პატივისცემას გამოიწვევდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent