შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 13თავი


11-12-2015, 15:51
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 850

მანქანას ეზოს გარეთ აყენებს,მიკვირს მაგრამ არაფერს ვამბობ.მანქანიდან გადასვლაში მეხმარება,ცივა,ვკანკალებ.გეგა თავის თხელ ქურთუკს იხდის,მხრებზე მხვევს და ქურთუკის ქვეშ მოქცეულ თმებს ფრთხილად მისწორებს,თვალებში ვუყურებ,გული მითბება,ამ წამს ისეთი საყვარელია სურვილი მაქვს ჩავეხუტო და არასდროს არ გავუშვა.
-შედი, შეგცივდება-მეუბნება თბილად და თან თმაზე მეფერება.
-შენ არ შემოხვალ?-გულაჩქარებული ვეკითხები და მანქანას ვუყურებ.
-არ ღირს-თავის ფეხსაცმელს დაჰყურებს.
-გასაგებია-დანანებით ვამბობ და ვგრძნობ როგორ ჩამწყდა გულში რაღაც.დროა შევიდე,მაგრამ რატომღაც ადგილიდან ვერ ვიძვრი.ორივე ხელით გეგას ქურთუკს ვეჭიდები,მაციებს მაგრამ ეს უბრალოდ ნერვების ბრალია.გეგა ორივე ხელს შარვლის ჯიბეში ილაგებს,თავს დაბლა ხრის და ის დღე მახსენდება რესტორანში,მამას დაძახილზე,რომ წამოვიდა გეგა,ერთი ხელი ჯიბეში ედო,მეორეთი ფუჟერი ეკავა და ცინიკური გამომეტყველებით მიღიმოდა.ეს მოგონება გულს მითბობს.ფეხის წვერებზე ვიწევი,გეგას ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზე ვეხები და ვნებიანად ვკოცნი,კრთება.წარბებს ჭმუხნის,დაჟინებით მიმზერს,თვალს არ ვაშორებ,მეღიმება,მას არა.მხოლოდ ნერვიულად კუმავს ტუჩებს.მერე უკან ბრუნდება,ზომაზე მეტად წამოზრდილ თმას ნერვიულად იჩეჩავს,ორივე ხელს თავზე იჭერს და რაღაცას ბუტბუტებს.მეცინება.
-ღამე მშვიდობისა გეგა.-მხიარულად ვეუბნები და სახლისკენ მივდივარ,ის ისაა კარის სახელურს ვწევ,რომ მისი ხელები თეძოებზე მეჭიდება,თავისკენ მაბრუნებს და კარზე მაკრავს.ორივე ხელით კარს ეყრდნობა და აჩქარებულად სუნთქავს,მისი ამონასუნთქი ჰაერი ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს და მეღიმება.
-ნუ მიწვევ სარა!-ხმაჩახლეჩილი ძლივს მეუბნება და თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრის.
-თორემ?-ეშმაკურად ვუყურებ და მეცინება.გეგა კიდევ რამდენიმე წამი მიყურებს თვალებში,მერე მაჯაში მავლებს ხელს და მანქანაში მსვავს.სიხარულისგან გული საგულეში აღარ ჩერდება.ბედნიერებისგან ვბრწყინავ,მე გეგას გვერდით ვზივარ და მის დაძაბულობისგან დაჭიმულ სახის ნაკვთებს სიამოვნებით ვათვალიერებ.ახლა სულ აღარ მაინტერესებს არც სოფია,არც მამაჩემი,აქამდე მათ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,ახლა კი სულ არ მაბრკოლებს მათი ფაქტორი.
ქალაქიდან გავდივართ,ინტერესი მკლავს,არ ვიცი სად მივყავარ მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა,ის ჩემთან არის და ახლა თუნდაც ჯოჯოხეთში მივდიოდეთ,სულ არ მადარდებს.თავს მინას ვადებ და ვღიღინებ:I'll be giving up oh home is where the heart is and I gave it together in a paper bag,ever trog its tarnished you tolg
გაღიმებული მიყურებს და ხელი მუსიკის ჩასართველად მიაქვს.დე ჟავუს განვიცდი,მისი თითების სრულყოფილებაზე ისევ სასიამოვნოდ მაციებს და ახლა მუსიკას ვყვები,disclosure და მე ორ ხმაში ვმღერით.მერე რა თუ ეს სევდიანი მელოდიაა.მაინც მიყვარს.
სიმღერა მთავრდება და მეც ვჩუმდები. გეგა ისედაც ჩუმადაა.სიჩუმე ხმაურობს სალონში,მაგრამ ვგრძნობ ეს ორივეს გვ...დია.დუმილი უფრო მეტს ამბობს,ვიდრე ვადაგასული სიტყვები.ჩვენს ურთიერთობას დუმილი უხდება,გეგა ხომ ჩემი ''ღამის ქურუმია.''
მანქანას აჩერებს და მიყურებს.
-გადმოხვალ?-მეცინება და კარს ვაღებ.
-ეს ჩემი ბუნაგია-პატარა,მყუდრო სახლში შევდივართ და ჩაბნელებულ ოთახში შუქს ანთებს.
-შეგეფერება-მეღიმება გულში.სახლი,თუ ხის ქოხი, არც კი ვიცი რა ვუწოდო ამ პატარა ოთახს,რომლის ერთ კუთხეში ბუხარია,მის წინ რამდენიმე პუფი,პატარა მაგიდა და წიგნების კარადა დგას,თვალებს ვიფშვნეტ,მეჩვენება თუ ეს ნამდვილად ფირფიტებია.ირგვლივ ყველა კუთხეში,წიგნები,ფირფიტები და სახატავი ფუნჯებია.სადგამზე რაღაც ტილო დევს,ზემოდან თეთრი ზეწარი აფარია.ინტერესი მკლავს რა შეიძლება იყოს.მაგრამ არ ვიმჩნევ.გეგა მსუბუქად მიბიძგებს წინ,მეც მივდივარ და ფირფიტებს ვათვალიერებ,თაროზე ჩამწკრივებულ წიგნებში ვიჭყიტები და ვგრძნობ, რომ მე ახლა ახალი განსხვავებული გეგა აღმოვაჩინე.გულში რაღაც მირტყავს და სატირლად გამზადებულ ტუჩებს ვიკვნეტ.იდუმალი გეგას იდუმალი ცხოვრება.მეღიმება,ვერ გავრკვეულვარ,რომელია მისი ბნელი მხარე,ის რომელსაც აქამდე ვხედავდი,თუ ის რასაც ახლა ვხედავ.გეგა გვერდით მიდგება,სასმელს მაწვდის და ისიც წიგნებს უყურებს,უჩუმრად ვართმევ და ასევე უთქმელად ვცლი.ჭიქას ვუბრუნებ და უკან ვტრიალდები.ბარის გვერდით, კიბეებზე ავდივარ და პატარა ოთახში შევდივარ.ოთახი იმდენად დაბალჭერიანია წელში ვერ ვსწორდები.ფანჯარასთან უშველებელი მატრასი დევს და ვხვდები ეს გეგას ''აპარტამენტებია''.ოთახს სამკუთხედის ფორმა აქვს და ჭერში დატანებული სარკმლიდან მთვარეს ვამჩნევ.სხეულში აჩქარებულად მოძრაობს სისხლი,ყურებში ისევ გუგუნებს სიჩუმე და კანკალი მიტანს.ჩემი იდუმალი ''ღამის ქურუმი'',მახსენდება ხიდზე მასთან გატარებული წუთები და თვალებს ვხუჭავ,ქვემოდან მუსიკის სასიამოვნო ჰანგები მესმის.ისევ უკან ვბრუნდები.გეგა ბუხარს ანთებს მე კი კედელზე გაკრულ უბრალო ფურცელზე შესრულებულ ნახატებს შევცქერი.ყველა ნახატზე ქალია,თმაგაშლილი, ზურგით დგას სრულ სიცარიელეში.ტანში უსიამოდ მცრის.გეგას ვუყურებ,თავი გვერდზე გადაუწევია,ბუხრის კიდეზე ხელი აქვს ჩამოყრდნობილი და ცეცხლს ჩაჰყურებს,ვხედავ რომ კანკალებს,უკვე ვცნობ მის ამ მხარეს,ის რაღაცას ფიქრობს და მე ამას ვგრძნობ.
ჩუმად მივდივარ,მის უკან ვდგები და თითებს ხერხემლის მალაზე ვუსვამ,კრთება,მაგრამ არ ტრიალდება,გული ისეთი რიტმით ძგერს,უკვე ვხვდები რომ მე ჩემს თავს ვიწვევ.მაისურის შიგნიდან წამოსული გეგას სხეულის სიმხურვალე,ჩემს თითებში გადმოდის,თითებიდან მაჯებში,მაჯებიდან მკლავებში,იქიდან მხერებზე და ასე დაუსრულებლად სანამ მთელს სხეულზე არ მედება. ორივე ხელს წელზე ვხვევ და ზურგზე მკერდით ვეკვრი.
-მჭირდები-ვეჩურჩულები და ცრემლები მომდის,მისი სხეულის შეგრძნებას ჭკუიდან გადავყავარ.მთელი სხეული მიკანკალებს.გეგა ჩემსკენ ბრუნდება,ორივე ხელს მხვევს და გულში მიკრავს,თავზე მკოცნის,ნელა აუჩქარებლად მეფერება და მგონია მიზოგავს.ტუჩებით შუბლზე მეხება,ფრთხილად მიუყვება ლოყისაკენ,მთელს სახეს მიკოცნის და ტუჩებთან ჩერდება,თვალებში მიყურებს,ისეთი სითბო უდგას,ისეთი სინაზე ამის დანახვაზე ყელში მარწუხები მიჭერს,ენის წვერით ზედა ტუჩის კუთხეში მეხება,მერე ვგრძნობ,როგორ ერთდება ჩვენი ბაგეები და უსასრულო სინათლეში ვვარდები.სუნთქვაშეკრული ვკოცნი და ბედნიერებით ვივსები,მისი ტუჩების სითბოს და გემოს ახლა მუცელში ვგრძნობ.ორივე ხელს კისერზე ვხვევ.გეგა უკვე მომთხოვნად,თავდავიწყებით მკოცნის და ხელში მიყვანს.
-დამპირდი,რომ ამას არასდროს ინანებ chocolate -სუნთქვააჩქარებული,ვნებიანი ხმით მეჩურჩულება და ჩემი მკერდისკენ აპარებს ტუჩებს,თავს მის კისერში ვყოფ და მისი სურნელით ვივსები.
-არასოდეს-ვეჩურჩულები და ეს მისთვის საკმარისია,რომ რამდენიმე კიბე წამები აირბინოს,ჩემზე ხელებშემოხვეულმა და იატაკზე დაგდებულ მატრასზე მიმაწვინოს.
სითბო,სიყვარული,ტკივილი,სიამოვნება,სურვილი,ვნება,კვნესა,ჩახუტება და...ისევ სითბო,ისევ სიყვარული,ისევ ტკივილი ისევ სურვილი...ასე რამდენჯერმე...
ბოლოს გეგა თავს მუცელზე მადებს და ორივე ხელით მარწუხებივით მეხვევა,ვშეშდები,მისი თმებისკენ წაღებულ ხელს ჰაერში ვტოვებ და სიჩუმეს ვუსმენ. ჩემი მუცელი და მისი ტუჩები ერთიანდება და წინდაუკან დენის დარტყმებს გზავნის.არ ვიცი ეს განცდა რას შევადარო,მთელი სხეული სასიამოვნოდ მეჭიმება.ხელს თმაში ვუცურებ და თვალებს ვხუჭავ.
******
თვალებს ვახელ და ვხვდები რომ შიშველი ვარ,კმაყოფილი სახით ვუღიმი ჭერში დატანებული სარკმლიდან მომზირალ ცისფერ ზეცას და ზეწარს სხეულზე ვიხვევ,დაბლა ჩავდივარ. გეგა არც იქაა,გულში უსიამოვნო გრძნობა მეპარება,მაგრამ არ ვიმჩნევ.გეგას პერანგს ვიღებ და ვიცვამ.თმას მაგიდაზე ნაპოვნი შავი ფანქრით ვიწევ და ბართან მივდივარ წყალს ვაერთებ,ყავა მინდა.მის ლოდინში ფანჯრიდან ვიხედები და მიკვირს,სადღაც კლდის პირას ვართ,ჩვენი ფანჯრიდან კი ულამაზესი ხეობა იშლება.კმაყოფილი ვუღიმი სამყაროს და ვგრძნობ,რომ ამ ყველაფრის გამო ნებისმიერი რამის ატანა შემიძლია.თაროებს ვათვალიერებ,თვალში ძალიან საინტერესო ფირფიტები მხვდება,უკვე აღარ მიკვირს,ამ ორ დღეში იმდენჯერ გამაოცა გეგამ,რომ სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. Chubby Checker -ის ალბუმს ვიღებ და ვრთავ.Let's Twist Again იწყება და მეც უკანალის ქნევით,ყავის ფინჯნებს ვიღებ,თან ვცეკვავ და თან ყავას ვაკეთებ,მერე ორივე ფინჯანს ხელში ვიღებ და ვბრუნდები.კარში გეგას ვეჩეხები,თვალები უბრწყინავს,იღიმის და თავიდან ბოლომდე მათვალიერებს.ფინჯანს ვაწვდი და ცეკვას ვაგრძელებ,გეგა ჯდება,ყავას სვავს და წარბებს ქვემოდან ეშმაკურად მიღიმის.მე ისევ მაცდურად ვმოძრაობ.გეგა ვეღარ ითმენს და....
მთელს ორ დღეს ასე ვატარებთ.ყავა,მუსიკა და სექსი.უჭმელობისგან ისე ვსუსტდები,სექსის დროს ვხტები საწოლიდან და აბაზანაში გავრბივარ.
-სარა გამიღე კარი-ნერვიულად აკაკუნებს გეგა -რა გჭირს ცუდად ხარ?
-არაფერია გამივლის-ვეუბნები დამორცხვილი და სახის წმენდით დამოვდივარ.
-შემომხედე-გეგა ნიკაპს მაღლა მაწევინებს და თვალებში გამომცდელად მიყურებს.
-ორი დღეა არაფერი მიჭამია,მხოლოდ ყავა და შენ-დაბნეული ვპასუხობ და თავს ვხრი.იცინის,ისე საყვარლად,ისე თბილად რომ მავსებს.
-დაისვენე,ახლავე მოვალ-მკოცნის და კიბეებზე ღიღინით ჩარბის.მე გაოგნებული ვზივარ მატრასზე და ბოლო დღეებს ვიხსენებ.რა რიცხვია დღეს?გადამიცდააა?
შეშინებული თავს ვაქნევ და დაბლა ჩავდივარ. ზეწარგადაფარებული ნახატი თვალს მჭრის და მეც ვეღარ ვებრძვი ჩემს ინტერესს.ფრთხილად ვაშორებ ზეწარს და შეშინებული უკან ვხტები.ნახატზე სრული სიზუსტითაა ასახული ხიდზე მომხდარი,კარგად ვჩანვარ მე და ის სიტუაცია,მხოლოდ გეგა,''ღამის ქურუმია''უჩვეულო,ეშმაკის სახით...სახეზე ხელს ვიფარებ და ტირილი მივარდება.უკან უკან მივდივარ და კარადას ვეჯახები,წიგნები დაბლა ცვივა და ერთი მათგანიდან სურათი ვარდება,ვიხრები და ვიღებ.აშკარად ძველი,შავ-თეთრი სურათი მრჩება ხელთ,დაჭმუჭნულია,მაგრამ მაინც ვარჩევ მასზე გამოსახულ ორ ბიჭს,ერთი გეგას გავს ძალიან,მეორე კი მეორე სადღაც მინახავს...ეს სურათიც მინახავს სადღაც,ეს სიტუაცია.ბიჭებს ერთმანეთზე აქვთ ხელი გადახვეული და იღიმიან...ეს ღიმილი მაკრთობს,თავში თითქოს ისევ ურო ჩამარტყეს...მამაჩემი...
მამაჩემი...
გეგას მამა...
მამაჩემი...



№1  offline წევრი მოლურჯო

გაგიჟებული ვარ ეს რეები ხდება
შორებული ადამიანი ვარ
ნუ აგვიანებ ხოლმე -_-
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი სტუმარი მ

არააააააა....
ახლა გავგიჟდებიიიი...
ოღონდ ეს არააა.....

 


№3  offline წევრი შამხათი

ვაიმე, ცუდად ვარ...ასეთი გრძნობით შეიძლება საკუთარ თავზე განცდილი ვერ გადმოვცე... ემოციებს ვერ ვმალავ.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

შამხათი
ვაიმე, ცუდად ვარ...ასეთი გრძნობით შეიძლება საკუთარ თავზე განცდილი ვერ გადმოვცე... ემოციებს ვერ ვმალავ.


მიხარია,რომ ეს შევძელი.მადლობა რომ კითხულობთ

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარი ხარ კარგად წერ , ცოდოა სარა

 


№6  offline წევრი LoNdA DM

aseti araferi wamikitxavs. dzalian emociurad wer , mteli grdznobebit teqsti ar myofnis, dzalian magaria, shen ki umagresi. sulmoutqmelad elodebi shemdeg tavs.

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

რომელ თავში ვთქვი აქ რაღაც ამავიათქო?

აუჩქარებლად მეფერება და მგონია მიზოგავსო. ამან დამადნო, მაგრამ თან გაამტკიცა ჩემი დასასრულის ვარიანტი. ბოლომ ხომ საერთოდ.

და მაინც, ამის მიუხედავად ისევ მაქვს იმის შეგრძნება, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია.

კიდევ, გეგა ფეხსაცმელს რომ დაჰყურებდა, წარმოვიდგინე და მმმ ცაკალელი ეშმაკი :დდ

( შენი დატუქსვა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ ჯერ )

 


№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
რომელ თავში ვთქვი აქ რაღაც ამავიათქო?

აუჩქარებლად მეფერება და მგონია მიზოგავსო. ამან დამადნო, მაგრამ თან გაამტკიცა ჩემი დასასრულის ვარიანტი. ბოლომ ხომ საერთოდ.

და მაინც, ამის მიუხედავად ისევ მაქვს იმის შეგრძნება, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია.

კიდევ, გეგა ფეხსაცმელს რომ დაჰყურებდა, წარმოვიდგინე და მმმ ცაკალელი ეშმაკი :დდ


( შენი დატუქსვა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ ჯერ )


ვაიმე რა დაგიშავე მარიამ?

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
lullaby
რომელ თავში ვთქვი აქ რაღაც ამავიათქო?

აუჩქარებლად მეფერება და მგონია მიზოგავსო. ამან დამადნო, მაგრამ თან გაამტკიცა ჩემი დასასრულის ვარიანტი. ბოლომ ხომ საერთოდ.

და მაინც, ამის მიუხედავად ისევ მაქვს იმის შეგრძნება, რომ აქ რაღაც სხვა ამბავია.

კიდევ, გეგა ფეხსაცმელს რომ დაჰყურებდა, წარმოვიდგინე და მმმ ცაკალელი ეშმაკი :დდ


( შენი დატუქსვა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ ჯერ )


ვაიმე რა დაგიშავე მარიამ?


თავს ვიკავებთქო, ანუ ჯერ არ ვიცი დამიშავე თუ არა :დდ

 


№10  offline წევრი kora

ყოველ ახალ თავში ახერხებ ჩვენს გაოცებას. ისეთ ინტრიგას გვიტოვებ, რომ ვეღარ ვითმენ ხოლმე ისე მაინტერესებს, თუ რა სიურპრიზები გველოდება წინ კიდევ.
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, არა თუ ვკითხულობ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ სადღაც იქვე ვარ და ვხედავ ამ ყველაფერს. საოცრად ახერხებ ემოციების ჩვენამდე მოტანას!
მიყვარს შენი ისტორიები თავის პერსონაჟებიანად <3
"მჭირდები - ვეჩურჩულები და ცრემლები მომდის... მთელი სხეული მიკანკალებს. გეგა ჩემსკენ ბრუნდება, ორივე ხელს მხვევეს და გულში მიკრავს, თავზე მკოცნის..." - ეს ადგილი უთვალავჯერ გადავიკითხე, აი ამ ნაწილის მერე ისე შემეცოდა სარა, რომ დამბურძგლა წარმოვიდგინე როგორ თხოვს და ამ ყველაფრის მერე ვერ შევეგუები ამათ ცალ-ცალკე. ძალიან მიყვარს ეს წყვილი <3
--------------------
kira.G

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
ყოველ ახალ თავში ახერხებ ჩვენს გაოცებას. ისეთ ინტრიგას გვიტოვებ, რომ ვეღარ ვითმენ ხოლმე ისე მაინტერესებს, თუ რა სიურპრიზები გველოდება წინ კიდევ.
ძალიან მომწონს შენი წერის სტილი, არა თუ ვკითხულობ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ სადღაც იქვე ვარ და ვხედავ ამ ყველაფერს. საოცრად ახერხებ ემოციების ჩვენამდე მოტანას!
მიყვარს შენი ისტორიები თავის პერსონაჟებიანად <3
"მჭირდები - ვეჩურჩულები და ცრემლები მომდის... მთელი სხეული მიკანკალებს. გეგა ჩემსკენ ბრუნდება, ორივე ხელს მხვევეს და გულში მიკრავს, თავზე მკოცნის..." - ეს ადგილი უთვალავჯერ გადავიკითხე, აი ამ ნაწილის მერე ისე შემეცოდა სარა, რომ დამბურძგლა წარმოვიდგინე როგორ თხოვს და ამ ყველაფრის მერე ვერ შევეგუები ამათ ცალ-ცალკე. ძალიან მიყვარს ეს წყვილი <3


კორა,ნუ ნერვიულობ ჩემო კარგოო.მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.

 


№12  offline წევრი მოლურჯო

ამ ისტორიის წაკითხვა უკვე მეშინია
რადგან ვხვდები რომ გული უნდა მეტკინოს :)))))))
--------------------
მარიამი

 


№13  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vaimee cudad var imexia aq exla is ar xdeba rasac me vpiqrob tore gavapreeen
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

გრძნობებისა და ვნების დეფოფალო,ისეთი ადრენალინი მოდის რომ ნამდვილად დასაფასებელია..ისევ ინტრიგა და ისევ მაინტერესებს რა მოხდება.შვილი რომ ეყოლებათ ეს ყველაფერს უფრო ძაბავს..ველი დიდ თავს

 


№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უნდა ვწერო
გრძნობებისა და ვნების დეფოფალო,ისეთი ადრენალინი მოდის რომ ნამდვილად დასაფასებელია..ისევ ინტრიგა და ისევ მაინტერესებს რა მოხდება.შვილი რომ ეყოლებათ ეს ყველაფერს უფრო ძაბავს..ველი დიდ თავს


ვაიმე ეს რა საყვარლობა სტატუსი მომეცი.მადლობა ჩემო მარიამ.მიხარია უზომოდ

 


№16 სტუმარი black

Chemilorelairogormomenatra❤:D:Dsadxar sad ikargebi shekaiadamiano HM?!nu maewvinab-_-dzaan magari Ravi iyo Da mainc damaintrige❤♡.♡

 


№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Chemilorelairogormomenatra❤:D:Dsadxar sad ikargebi shekaiadamiano HM?!nu maewvinab-_-dzaan magari Ravi iyo Da mainc damaintrige❤♡.♡

დაკარგვაზე მე მელაპარაკებიი?უნამუსოო

 


№18 სტუმარი black

Aba chem tavs velaparak..vaax...sharida sharshio raa..me davikarge vitom?!ox lore lore mainc rogor miyvaryar she unamuso❤

 


№19 სტუმარი Ane

Amistana emociuri ram jer am saitze ar eamikitxavs!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent