შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოთამაშე”: ბოროტი მეგობარი (3)


11-12-2015, 16:55
ავტორი Evelina
ნანახია 2 079

გაბრაზებული მივუყვებოდი გზას სახლისაკენ, ირაკლი კი უკან მომყვებოდა და თავი დამნაშავე ბავშვივით დაეხარა.
_არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი…_დიდი ხნის დუმილის შემდეგ წამოილუღლუღა და გვერდი გამისწორა.
მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ წარბაწვით ავხედე და თავი გავაქნიე.
_ინგა!_ვედრებით წამოთქვა ირაკლიმ და მკლავში მსტაცა ხელი._იცოდე, ახლა ხმას თუ არ გამცემ ავდგები და მანქანას შევუვარდები ბორბლებში!_დამემუქრა და წარბები შეყარა.
_შეუავარდი მერე!_ შევუბღვირე, ხელი გავითავისუფლე და გზა გავაგრძელე.
_ახლა უკვე დამელაპარაკე და რაღა აზრი აქვს…_ გაიცინა ირაკლიმ და უკან გამომყვა.
_და მაინც რა იდეა დაგებადა ესეთი?!_ვკითხე სხვათაშორის.
_რა და, ვიფიქრე ვაეჭვიანებთ და გაებმება მახეშითქო. ოღონდ ასე უბრალოდ კი არა…_გაეღიმა და გზა გადამიჭრა._დავიინიშნოთ!
_რაო?_ხმაში ირონია შემეპარა და დამცინავი მზერით ავხედე.
_იცი, რომ ქალი ორმაგად მიმზიდველია როდესაც დანიშნულია?
_ღმერთო, საიდან მოსდის ეს აზრები ამ ბიჭს?!_ შუბლზე ხელი მივიდე და თავი გავაქნიე.
_თუ ვერ დაიკერა, მერე უთხარი ვიჩხუბეთ და აღარ ვქორწინდებითთქო…
_ირაკლი…_ღრმად ჩავისუნთქე და თვალები გადავატრიალე._იქნებ პირდაპირ გეთქვა რომ ეგ ნიშნობის ამბავი შენი საქმისთვის გაწყობს?!
_კარგი!_ამოიხვნეშა და გზა გააგრძელა._მაშინ როგორც მეგობარს გთხოვ რომ ამ თამაშში ამყვე.
_არა._მოკლედ მოვუჭერი.
_ძალიან გთხოვ…
_შენ ის თუ იცი, რომ ბიჭები ორმაგად ნაკლებად მიმზიდველები ხდებიან როდესაც ინიშნებიან?_ცალყბად გამეცინა.
_მე სულ სხვა ფარული განძრახვა მამოძრავებს, ოღონდ არ მკითხო რა არის ეს! უბრალოდ როგორც მეგობარს ამყევი თამაშში.
ზუსტად ამ წამს დავინტერესდი ამ იდეით. ცნობისმოყვარეობა ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია. მინდა ვიცოდე ყველაფერი ყველაფერზე. იმიტომ კი არა, რომ ამაზე მერე სხვას მოვუყვე - არა. უბრალოდ ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებ და ვმშვიდდები.
ვხვდებოდი რომ ირაკლის ფარული განძრახვები სალომეს უკავშირდებოდა, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი რომ ამას უბრალოდ იმიტომ არ აკეთებდა რომ სალომეს ეეჭვიანა და მის მკლავებში აღმოჩენილიყო.
_რას იზამ?_შემომაპარა კითხვა ისევ ირაკლიმ და ჩემი სახლის სადარბაზოსთან შევჩერდით.
_კარგი!_ თვალები ეშმაკურად ამიციმციმდა.
_რა კარგი?, ანუ თანახმა ხარ?_ყურებს ვერ უჯერებდა იგი.
_ჰო!_გულიანად გამეცინა._ძალიან ბოროტული ხუმრობა გამოგვივა მეგობარო!
_მოკლედ, შაბათს მამაჩემის დაბადების დღეა და იქ გამოვაცხადოთ!_საქმეზე გადავიდა იგი.
_ირაკლი, შაბათი ხვალ არის!_გაოცებული თვალებით შევხედე.
_ვიცი!_გაეცინა თავისებურად, ხმამაღლა, მერე ხელშ ამიტაცა და სულ ‘’ჩემი ინგა ხარო’’ ასე მეძახა.
‘’სულელია ეს ბიჭი’’ ვფიქრობდი საწოლზე დამხობილი და მეღიმებოდა. აჟიტირებული ვიყავი, თითქოს ირაკლიმ ჩემს ცხოვრებაში ის სიხარული შემოიტანა რაც ასე მაკლდა. ყველაფერი მქონდა, მართალია დიდი შრომის ფასად მაგრამ მაინც მქონდა. საინტერესო სამსახური, მივლინებები საზღვარგარეთ, ჩემი წარმატებით ამაყი დედა, საკმარისი შემოსავალი იმისთვის რომ მე და დედას არაფერი გვკლებოდა, იმისთვის რომ ჩემს ძმას და მის ცოლ-შვილს დავხმარებოდი და იმისთვის რომ მე და დედას ცალკე გვეცხოვრა. ბედნიერიც ვიყავი, მაგრამ ირაკლიმ სხვანაირად გამაბედნიერა. ბავშვობაში დამაბრუნა, მეგონა ისევ მეოთხე და მეშვიდე კლასში თუ ვიყავით და მამამისის დაბადების დღეზე ნიშნობის გამოცხადებას კი არა, არამედ მისი მაგიდის ქვეშ შუშხუნას აფეთქებას ვაპირებდით.
თანაც მაინტერესებდა თუ იმოქმედებდა ეს ილიაზე დუ თუ დაიწყებდა ‘’ფართხალს’’. ყურებამდე შეყვარებული ვიყავი მეთქი რომ გითხრათ - მოგატყუებთ. უბრალოდ, ჩვეულებრივზე მეტად მომხიბლა ამ მამაკაცმა. მისი ვნებიანი გამოხედვა მომწონდა, მართალია ყველა ახალგაზრდა გოგონას ასე უყურებდა, მაგრამ მაინც შემაბა ამ ძველებური, გამოცდილი მეთოდით. ალბათ ცოტა სიმპათიას მისგანაც ვგრძნობდი, თორემ ვის იყო ასე უმიზეზოდ აკარგვინებდა თავს მამაკაცის გამოხედვა. მოკლედ, იყო სიმპათია, ფლირტი, გამომწვევი გამოხედვები და კიდევ უამრავი რამ, მაგრამ ვერა და ვერ განვითარდა ჩემი და ილიას ურთიერთობა. იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლებულიყო ბედია და მოექცია ყურადღება ახალგაზრდა თანაშემწესთვის ასე როომ დნება მისი ყოველი გამოხედვისას.

***
დილაადრიან გამაღვიძა ირაკლის ზარმა. სასწრაფოდ მოემზადე, დღეს დიდი დღეაო. ძლივს ამოვყავი თავი საბანიდან, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე. ცალი ხელით გდავწვდი ჩემს ზამთრის ხალათს და საბნიდან გამომძვრალმა უცებ შემოვიცვი. ყავა, რომ იტყვიან ცალი თვალით მოვადუღე და მოვსვი თუ არა მაშინვე ვიგრძენი გამოფხიზლება. ერთ საათში უკვე ირაკლის მანქანაში ვიჯექი და საღამოსთვის ‘’მზაკვრულ’’ გეგმას ვსახავდით.
_ახლა კაბა ავარჩიოთ, მერე ჩემთან წავიდეთ და მოვიფიქროთ როგორ და როდის ვუთხრათ ისე რომ ყველამ გაიგოს!_ სერიოზული სახით გადმომხედა ირაკლიმ.
_რა ბოროტი ხარ!_სიცილი ვერ შევიკავე.
_აბა!_ისევ სერიოზული სახით მიპასუხა. მივხვდი რაღაც ისე ვერ იყო. ირაკლი ზედმეტად ნერვიულობდა და ამან მეც დამძაბა.
ავარჩიეთ მუქი შინდისფერი კაბა, მოკლე და გაშლილი და შავი, კლასიკური, მაღალლქუსლიანი ფეხსაცმელები. მისთვის შავი პერანგი შევარჩიეთ, გამოსაცვლელში რომ შევიდა თვალი გამექცა და დავინახე მისი მოშიშვლებული, დაკუნთული სხეული… სხეულში ჟრუანტელმა გამიარა, წამიერად სუნთქვაც კი შემეკრა.
_ძალიან მოგიხდათ!_გამომწვევად გაუღიმა კოლსუნტანტმა გოგონამ ირაკლის და პერანგის საყელო შეუსწორა.
ჩავახველე და ირაკლის გულ-მკერდზე გადავუსვი ხელი.
_მეც ძალიან მომეწონა საყვარელო!_ გავუღიმე მას. გოგონამ უხერხულად გაიღიმა და გაგვეცალა.
_რას ერჩოდი?_ მითხრა ირაკლიმ და ლოყაზე ორი თითით მიჩქმიტა.
_არაფერს!_ ზურგი ვაქციე და იქვე ტანსაცმელების დათვალიერება დავიწყე.

ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა, გადავწყვიტეთ ნიშნობა სცენიდან გამოგვეცხადებინა. სიტყვაც დავწერეთ და რამოდენიმეჯერ რეპეტიციაც გავიარეთ. რესტორანში 7 საათზე უნდა ვყოფილიყავით, ამიტომ ექვს საათზე ირაკლიმ სალონში დამტოვა და თვითონ სადღაც წავიდა.
_მზად ხარ?_ დამირეკა ირაკლიმ.
_კი, აი ამ წამს გადავიცვი კაბა_ ვუთხარი და თან სარკის წინ დავტრიალდი, ძალიან მომწონდა ჩემი თავი ამ ფორმაში.
_გამო, სალოთან გელოდები…
ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავარდი, ირაკლი მანქანას მიყრდნობოდა და ხელში პატარა ყუთს ათამაშებდა.
_რა ლამაზი ხარ!_ სახე გაებადრა დამინახა თუ არა.
_მადლობთ!_ გავუღიმე და მის წინ დავდექი.
_ჰო!_ შემოსძახა ირაკლიმ, ჩემს წინაშე ჩაიმუხლა, ყუთი გახნა და სიცილით მითხრა_გამომყვებით ცოლად ქალბატონო ინგა?!
_ნამდვილია?_ ჩემი პირველი რეაქცია ეს იყო და ბეჭედს დავსტაცე ხელი.
_ნამდვილია!_ წამოდგა ფეხზე ირაკლი და შარვალი მუხლებთან გაიწმინდა._ბებიაჩემმა მაჩუქა, მითხრა საცოლე ამ ბეჭდით დანიშნეო.
გახარებულმა წამოვიგე ბეჭედი მარჯვენა ხელის არა თითზე, მთელი გზა დავყურებდი და წარმოვიდგენდი რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. თუმცა, ჩემი რეალობაც საკმაოდ მხიარული იყო.
ყველას გაუკვირდა ჩემი დანახვა, მესმოდა როგორ ამბობდნენ: ეს ის გოგო არ არის ირაკლის რომ დაყვებოდა ყველგანო. მერე ბეჭედი რომ შეამჩნიეს სულ გადაირივნენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.
ბატონი ერეკლე და მისი მეუღლე ელენე მოგვიანებით მოვიდნენ, როგორც დაგეგმილი გვქონდა მათთან მივედი და თავი გავახსენე.
_ღმერთო, რამხელა გოგოა უკვე! ქალია უკვე!_ თვალებს ვერ უჯერებდა ელენე.
_დედა როგორ არის?_შემეკითხა ერეკლე.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, ირაკლიმ მკლავში დამსტაცა ხელი და სცენისაკენ გამაქანა.
დარბაზში შუქები ჩაქვრა და სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ ხელი ჩამჭიდა და ჩუმად ჩამჩურჩულა: "აბა შენ იცი! ხომ ყველაფერი გახსოვს?". მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მერე გამახსენდა აქამდე როგორ მოვედით და ტუჩებზე ღიმილი შემეპარა.
სცენის ზემოდან შუქი მოგვანათეს, პირველი ნაბიჯი ირაკლიმ გადადგა და მეც გავყევი. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მიკროფონს რამოდენიმეჯერ დაარტყა, შემდეგ მძიმედ ჩაახველა და დარბაზში მყოფ ხალხს გადახედა, რომლებიც სუფრებს მისხდომოდნენ და მამამისის დაბადების დღეს ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ.
_საღამო მშვიდობისა!_ომახიანად დაიწყო მან._ მამა... დღეს უკვე მერამდენედ, მინდა რომ ბედნიერება გისურვო! ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ და ჩემს მთავარ სათქმელს ვიტყვი..._თვალები დაახამხამა და თავისებურად, გამორჩეულად და არამქვეყნიურად გაიღიმა. _თითქმის ყველა თქვენგანი იცნობს ინგას, და იცის რომ ის ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარია!_ირაკლიმ ისევ ჩაახველა, თითქოს ანერვიულდა კიდეცო. ჩემი ხელი ახლა მის ორივე ხელში მოიქცია და შემევედრა_მოდი შენ განაგრძე!_ ხელები შემიშვა, მიკროფონი, ჯერ ჩემსკენ შემოატრიალა და შემდეგ ქვემოთ დასწია.
_საღამა მშვიდობისა!_ გავიმეორე ირაკლის სიტყვები._ბატონო ერეკლე, მეც, კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო თუ რამ უფალს სურს ადამიანისათვის! თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ, თუნდაც იმიტომ რომ ასეთი არაჩვეულებრივი შვილი აღზარდეთ..._ირაკლის გავხედე და, ისე რომ არავის შეემჩნია თვალები გადავატრიალე._ჰო... რის თქმას აპირებდა ირაკლი?!... ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, თუმცა, დაახლოებით ბოლო სამი ან ოთხი წელია ერთმანეთი არ გვინახავს, ტელეფონითაც კი არ გვისაუბრია, შემთხვევითაც კი არ შევხვედრივართ ერთმანეთს ამ პატარა ქვეყანაში..._ მორიდებით გავიღიმე და ირაკლის გადავხედე, მას თავი ჩაეხარა და უცნაურად იღიმოდა._დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს... შემთხვევით... პარიზში..._ირაკლიმ თავი დააქნია, თუმცა ისევ დახარა._ამ ძალიან მოკლე ხანში მივხვდით, რომ მხოლოდ მეგობრობა არ გვყოფნიდა და..._ღრმად ამოვისუნთქე... ისევ მას გავხედე, შევატყვე, სულ ცოტაც და მისი სიცილი გააყრუებდა იქაურობას, თან მერე როგორი, უაზროდ ხმამაღალი სიცილი იცის._ირაკლიმ მე ხელი მთხოვა!_ვთქვი და ბედნიერების ცრემლები წამსკდა. მერე მარჯვენა ხელი ავწიე და ყველას დავანახე ნიშნობის ბეჭედი.
იქაურობა ოვაციებმა მოიცვა, ირაკლის მეგობრები ლამის მაგიდაზე შეხტნენ და ისე უსტვენდნენ, ბატონი ერეკლე და მისი მეუღლე კი ჩვენსკენ გამოემართნენ მოსალოცად. მხოლოდ მე და ირაკლიმ შევამჩნიეთ ახალგაზრდა, შავგვრემანი ლამაზმანი, რომელიც უსიტყოდ წამოდგა ფეხზე და დარბაზიდან უხმოდ გავიდა. ეს გოგონა სალომე იყო.

***
_მემგონი ზედმეტი მოგვივიდა…_სინანულით ჩავილაპარა და ირაკლის გადავხედე. იგი რესტორნის ეზოში იყო გამოსული და ცას გაჰყურებდა.
_ასე იყო საჭირო…_ისევ სერიოზული ხმით მიპასუხა.
_იცი, ნელ-ნელ უფრო და უფრო მეპარება ეჭვი იმაში, რომ შენ უბრალოდ გინდა სალომე აეჭვიანო.
_მართალი ხარ, სალომეს ეჭვიანობა სულაც არ არის ჩემი მიზანი, უბრალოდ გთხოვ ნურაფერს მკითხავ._მითხრა და თვალებშ ჩამხედა._იცი რა ლამაზი ხარ ინგა?!
_სულელო…_ გამეღიმა.
_არა, მე არ გეხუმრები…_ ცალი ხელი თმაზე გადამისვა, მეორეთი ჩემი ხელის მტევანი დაიჭირა._კიდევ სურნელი მომწონს შენი… _ახლა თავისი ცხვირი შემს კისერში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა.
თავ-ბრუ დამეხვა, ისე ახლოს იდგა, ისე ახლოს… ერთმანეთს არ ვეხებოდით, მაგრამ მეგონა მისი სუნთქვა შემოეხვია ჩემს სხეულს და სადაცაა დამახრჩობს-მეთქი. გული ორჯერ უფრო სწრაფად მიცემდა და ხელები ამიკანკალდა. ვეღარ მოვითმინე და მთელი სხეულით ავეკარი ირაკლის.
_როგორ მენატრებოდი…_ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა.

------------------------

მადლობთ რომ კითხულობთ, ვლოდები შეფასებას :*



№1  offline წევრი Firefly

ვაიმეეე ძალიან მაგარია!შესანიშნავი!ახლა წავიკითხე ყველა თავი და აღფრთოვანებული დავრჩი♥ ძალიან მაგარი ხარ ავტორ
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი LoNdA DM

ირაკლი ოჰოჰოჰ რაღაცას აპირებს და ესმგონი ინგასთან არის დაკავშირებული feel wink winked

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent