შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 8


11-12-2015, 17:26
ავტორი teddy))
ნანახია 2 772

სახლში მისულს ვაჟა წასული დამხვდა. ლელა კი ბედნიერებისგან იღიმის. ნეტავ, მეც შემეძლოს გრძნობებში გარკვევა.
-ლელა სამ დღეში მივდივართ!-ვეუბნები და მინდა დავაფიქრო იმაზე თუ რა მოხდება ლელას წასვლის შემდეგ, როგორი ურთიერთობა ექნებათ ვაჟას და მას.
-ხო, ვიცი!-სახეზე სევდამ გადაურბინა და ფანჯრიდან მომყურე მთა ჩვენსავით დასევდიანდა.
-ლელა, მოდი სახლის პატრონს დაველაპარაკოთ და კიდევ ერთ კვირა დავრჩეთ, თან შენც დაფიქრდები.-ვთავაზობ და ხის სკამებზე ვსხდებით.
-ხომ, მაგრამ თორნიკე?-შეშინებული მეკითხება ის.
-კარგი რა! თორნიკეს ვეტყვით, არც ეგეთი მონსტრი არაა, როგორსაც შენ ახასიათებ!-ვეუბნები და ვუცინი.

სახლის პატრონსაც და თორნიკესაც ველაპარაკეთ და შევთანხმდით, კიდევ ერთი კვირა დავრჩებით.
***
-ნინა, წამოდი რა გავისეირნოთ, უყურე როგორ თოვს!-ლელა გარედან აღტაცებული შემორბის.
წიგნს გვერდზე ვდებ და ქურთუკს ვიცვამ.
-წამოდი ვაჟას და ალექსანდრესაც დავუძახოთ.-მეუბნება ლელა და მათი სახლისკენ მივიწევთ.- ისე იმდღეს რა გჭირდა? აღარაფერი გკითხე, რომ მოხვედი.
-მერე მოგიყვები.-მოკლედ ვპასუხობ და ვხვდები, რომელ დღეზეც მიმანიშნებს.
კარებს ვაღებთ და გედია პაპა გვეგებება.
-როგორ ხართ, შვილებო?-როგორც ყოველთვის თბილი ღიმილით გვეგებება გედია პაპა.
-კარგად თქვენ?-პასუხობს ლელა. აბა მე ოთახიდან გამოსულ ალექსანდრეს ვუყურებ.
-შემოდით.-გვეუბნება ალექსანდრე. ამასობაშ ვაჟაც გამოდის.
-არა, უნდა გაგვესეირნა და ვიფიქრე მათაც ვეტყვითქო.
-კარგი, აზრია.-ამბობს ვაჟა,
-კარგი, ჩვენ წავალთ პაპა.-ემშვიდობება ალექსანდრე.

ჯერ, ხომ არ მიდიხართ თბილისში?-გვეკითხება ვაჟა.
-არა! წესით კი უნდა წავსულიყავით, მაგრამ აქ დარჩენა კიდევ მოვინდომეთ.-ეუბნება ლელა.
-ძალიან კარგია!-პასუხით კმაყოფილს ეღიმება ვაჟას.
ლელა და ვაჟა წინ მიდიან, ვფიქრობ დასალაპარაკებლად. რა მოხდება ლელას წასვლის შემდეგ. მე კი ალექსანდრეს ვუყურებ. მინდა რამე თქვას, ოღონდ რა არ ვიცი.
-რა იყო, ეგრე რატომ მიყურებ?-მეკითება ალექსანდრე და ვიგრძენი, რომ მას ზედმეტად დავაშტერდი.
-რა... არა, არაფერი!-დარცხვენილი ვეუბნები მე.
-ფრთხილად!-ხელს მკიდებს. ეს ქვაც კი ჩემს წინაამღდეგაა. ახლა შეიძლებოდა, რამეს წამომეკრა ფეხი?!
ჩვენს წინ მოსაუბრე ვაჟას და ლელას გავჰყურებ. ორივე იღიმის, რამდენიმე წამში კი ერთმანეთს ეხუტებიან. ლელას ბედნიერებით მეც ვიღიმი და რამდენიმე წამში მეც ალექსანდრეს ძლიერ მკლავების ქვეშ ვხვდები.
-რასაკეთებ? რაიყო შენც ჩახუტება მოგინდა?-გაცეცხლებული ვარ. არა უფრო სხვა რამ მაწუხებს რაა? ეს არც მე ვიცი.
-კი მომინდა!-თვალს მიკრავს.-ოღონდ შენი!-ოდნავ ირონიულად მეუბნება და წინ მიდის. მე კი უკან ვრჩები. ცოტა დაბნელდა, ახლა კი მახსენდება, რომ ეს მთა არის და აქ შეიძლება მგელი იყოს. პატარა ბავშვით მეშნია მგლსი, ასე მგონია საიდანღაც ახლა გადმოხტება.
წინ გავრბივარ და მეშინია ალექსანდრემ ხელი არ მკრას და ისევ უკან არ ჩამომიტოვოს. ახლა კი ჩემი სუსტი ხელებით მას ვეკვრი და ვტირი. რა სულელი ვარ! ნინა რაზე ტირი?
-შეგეშინდა?-ისევ თვითკმაყოფილი ხმა.
-არა, სულაც არა!-გვერდზე ვიწევი, მაგრამ ვნებდები და ისევ ალექსანდრესთან ერთად ვარ. რას არ გაგაკეთებინებს ეს შიში. ამ ლელას კიდევ ახლა მოუნდა ვაჟასთან ლაპარაკი, ხომ შეუძლია მოვიდეს?!
-სახლში მინდა!-პატარა ბავშვივით ვთხოვს ალექსანდრეს და ახლა ვხვდები რა ბავშვივით ვიქცევი.
ალექსანდრე ჩემს ბავშურ საქციელზე იცინის, შემდეგ კი თმებზე მეფერება.
-ვაჟა, ნინას წავიყვან! თქვენ არ მოდიხართ?-ეკითხება ალექსანდრე.
ლელა ჩემთან მორბის.
-ნინა რა გჭირს? -მეუბნება და ჯიბის სანათს მანათებს.-რატომ ტირიხარ?
-არაფერია!-ვპასუხობ და ლოყების შეფარკვლას ვგრძნობ , ჩემი სულელური საქციელისგან, რომ გამოიწვია.
-რატომ ტირის?-წინ უდგება ლელა ალექსანდრეს და გამომცდელათ აკვირდება. გგონია, რომ მის გამო ვტირი. ნუ ასეცაა, მაგრამ...
-ლელა, წამოდი!-ხელს ვკიდებ და წინ მიმყავს. ალექსანდრეც და ვაჟაც გევრდზე გვიდგანან.
სახლში მისულს ლელა არაფერს მეკითხება, ხვდება, რომ ლაპარაკი არ მინდა. ვწვები და საბანს ვიფარებ. რა სირცხვილია ნინა! რა ბავშურად მოიქეცი! ან რა გატირებდა?! დებილი ხარ ჩემო თავო. სირცხვილია სხვა თუ არაფერი! დადექი და მორთე ტირილი, ალექსანდრესთან ერთად. თან ლელასაც, რომ ჩავავლე ხელი და წამოვიყვანე ვითომც არაფერი! რა სირცხვილია ვაჟასთან და ალექსანდრსთან. მაგრამ რატომ? თვითონ არ გამაბრაზა ალექსანდრემ?
------------------------------------------------------
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის! ველი თქვენს შეფასებას!
სიყვარულით თქვენი თედი



№1  offline მოდერი sopiko

ააააა! ეს რა დავინახე! არ ეღირსებათ ამათ გრძნობებში გარკვევა? შენი ჩახუტება მომინდაოო... ურა! მა-ლე და-დე ქალ-ბა-ტო-ნო ♥

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
ააააა! ეს რა დავინახე! არ ეღირსებათ ამათ გრძნობებში გარკვევა? შენი ჩახუტება მომინდაოო... ურა! მა-ლე და-დე ქალ-ბა-ტო-ნო ♥

გმადლობ საყვარელო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent