შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დააფასე დრო(1)


11-12-2015, 20:03
ავტორი Psycopath13
ნანახია 1 456

დააფასე დრო
მომენტები,ჩვენი ცხოვრება მომენტებისგან შედგება.მომენტები,ყველა მისკენაა მიმართული. ყველა ცდილობს,რომ დაიმახსოვროს და სამუდამოდ ჩაიბეჭდოს გონებაში.მე კი არ მინდა!მინდა განადგურდეს, მინდა წაიშალოს, მინდა მის მაგივრად სიცარიელე იყოს, მინდა წავიდნენ ისინი!
მას ლეიკემია ჭირდა,მწვავე ლიმფორბლასტიკური ლეიკემია.იცით ეს რა არის? ეს კიბოა.
მახსოვს თავიდან როგორ დაკარგა მადა.ვხედავდი როგორ დგებოდა ღამით რამოდენიმეჯერ და სამზარეულოში გადიოდა წყურვილის მოსაკლავად.ზოგჯერ სიცხეც ქონდა.
ძალიან კარგად მახსოვს მისი რეაქცია,როდესაც ექიმმა მისი ბოლო ანალიზების პასუხი უთხრა.ტირილით არ უტირია,ისტერიკები არ მოუწყვია.მხოლოდ თავი ჩაღუნა და იკითხა:
_მტკივნეული იქნება?
ამ ორმა სიტყვამ მთელი მისი ტკივილი დაიტია და ეს მხოლოდ მე,მისმა საუკეთესო მეგობარმა ვიგრძენი.იმ დღეს მივხვდი,რომ ის ჩემზე ძლიერი იყო.ის ყველაზე ძლიერი გოგო იყო!მას მხოლოდ ერთი რაღაცის ეშინოდა,ეს ტკივილი იყო! მას ეშინოდა,რომ ეტკინებოდა,ძალიან ეტკინებოდა.მაგრამ როდესაც ექიმმა უთხრა,რომ არ ეტკინებოდა და მორფი ტკივილებისგან იხსნიდა,ამოიოხრა და ცრემლნარევად გაიღიმა.მაგრამ ეს ის ღიმილი არ იყო,რომელიც მე მიყვარდა!ეს ის ღიმილი არ იყო რომელიც ესე ძალიან უხდებოდა ჩემს ელეს,ჩემს გოგოს!ვერ იტანდა როდესაც ექიმი მის სიცოცხლეს დღეებით განსაზღვრავდა.
საბოლოოდ მისი იმუნიტეტი აღარ არსებობდა,ის ყველგან იყო და ნელ-ნელა ძალას კარგავდა სხეული. ენერგია სართოდ არ ჰქონდა,ან თუ ჰქონდა ძალიან ცოტა.სულ ძილში იყო,ბევრ ლამაზ სიზმარს ნახულობდა.ხანდახან რეალობა და სიზმარი ერთმანეთში ერეოდა და ვერ არჩევდა.ძალიან იშვიათად მოდიოდა გონზე,ზოგჯერ არაფრის გაკეთება არ შეეძლო,მაგრამ მან იცოდა,რომ ყველანი მის გვერდით ვიყავით.
ბოლო დღეებში ყველაფერს სწორად აკეთებდა,მაგრამ ის საბოოლოოდ მაინც წავიდა.დამტოვა,დაგვტოვა,ყველა დაგვტოვა,ისე რომ ჩვენზე არ იფიქრა.
მე მისი დახმარება მინოდა,მართლა მინოდა.მაგრამ ვერ დავეხმარე!არ შემეძლო დავხმარებოდი!არ მინოდა რომ წასულიყო!უმისობას ვერ ავიტანდი (და ვერც ეხლა ვიტან!).მას არ ქონდა წასვლის უფლება!ჩვენ კიდევ უფრო ბევრი ლამაზი და არანორმალური ზაფხული უნდა გვქონოდა!
და როდესაც მის ცივ სხეულს შევეხე,მეტკინა.სხეული მეტკინა!ვერ ვპატიობ,აი იმ უემოციო სახეს ვერ ვპატიობ!მინდოდა მეც თან წავეყვანე!ვთხოვდი,რომ არ წასულიყო.მაგრამ მან მიღალატა,ის მაინც წავიდა!ვერ ვპატიობ,რომ აქ,ამ ბინძურ ადგილას დამტოვა.ის ხომ შემპირდა?ხომ შემპირდა,რომ უჩემოდ არსად წავიდოდა და სულ ჩემთან იქნებოდა.
სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა ვიყავი საოცრად ლაღი და მხიარული(რაღაც წილად ეხლაც ისე ვარ,ოღონდ ისე გამძაფრებულად არაა).სანამ ესეთი მხიარული გავხდებოდი,მანამდეც იყო ტკივილი,მაგრამ ეს ტკივილი შედარებით უფრო იოლად გადავიტანე,უფროსწორად ელენემ გადამატანინა.დედა მშობიარობას გადაყვა.მამა კი აგვისტოს ომში დაიღუპა.აი ესე დავრჩი ბიძაჩემთან,ნიკუშასთან,ანასთან და ბიძაჩემის მეორე ცოლთან ერთად თბილისში. ნიკას ვაღმერთებდი ისე ძალიან მიყვარდა.რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი ბიძაჩემზე ბიცოლაჩემზე.ბიცოლას თავიდანვე არ ვუყვარდი და ამის დამალვას არც ცდილობდა.ბიძაჩემმა კი საკუთარი დის დაკარგვას ვერ გაუძლო და ყველადერში ემ მადანაშაულებდა.რამდენჯერ მოგვსვლია ჩხუბი იმის გამო,რომ დაუმსახურებლად მომქცევია.ნიკა ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა,შესაბამისად დაძაბული ურთიერთობა იყო სახლში.ნიკამ სახლი იყიდა და თავს უშველა,მე კი თავს არ მივეცი უფლება მასთან გადავსულიყყავი.
ელენეს გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დაგვეძაბა ურთიერთობა(ან მე ვიყავი ძალიან გაღიზიანებული),ამიტომ გადავწყვიტე ჩემს ბებოსთან და პაპასთან გადავედი საცხოვრებლად.ერთი წელი იქ ვიყავი,ისე რომ ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი მქონდა ნიკასთან.
სწორედ ამ პერიოდში დავფიქრდი და გავაანალიზე ყველაფერი.
ელენეს დაკარგვამ ბევრი რამ მასწავლა და რადიკალურად შემცვალა.ყველაზე მთავარი რაც მისგან ვისწავლე ეს დროს სიყვარულლი და დაფაასებაა.მივხვდი,რომ არ უნდა დავკარგო არცერთი წუთი უაზრო რამეებით(თუნდაც ძილით).მას შემდეგ შევიცვალე.
აქამდე თუ ყველა ნაბიჯს გათვლებით და გამიზნულად ვდგამდი,ეხლა არაპროგნოზირებადი და თავისუფლების მოყვარული ვარ.მიუხედავად ყველაფრისა თავად ვეძებ შანსებს და გამოსავალს ვპოულობ.ვერ ვიტან ერთ ადგილას გაჩერებას,გავხდი თავდაჯერებული,ენთუზიაზმით და ენერგიით სავსე.ყოველთვის ვცდილობ დავინახო ცხოვრების ნათელი მხარე (ელეს გარდაცვალებაში’ც),მუდამ ვცდილობ (და გამომდის კიდეც) ვიფიქრო სასიამოვნოზე და ყველგან დავინახო მზე და პეპლები!მართალია ხანდახან ვცდები,მაგრამ მაინც არ ვაძლევ თავს უფლებას საპირისპიროზე ვიფიქრო.მივხვდი,რომ არ ღირს ყველა დეტალს ჩავუღრმავდე და წინასწარ ვინერვიულო.
ალბათ,სწორედ ამ ხასითის გამო ზუსტად სამი წლის წინ გადავწყვიტე სამხედრო წვრთნები გამევლო და ბაგრამში_ავღანეთის ბაზაში მოვმხვდარიყავი.
მახსოვს ჩემი ოჯახის(თუ ამას ოჯახი ქვია) წევრების გაკვირვებული სახეები ჩემი გადაწყვეტილების გაგონებისას,მაგრამ მიხვდნენ,რომ გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდი და ბევრი ჩხუბის და კამათის მიუხედავად მაინც წამოვედი.
ვიცოდი,რომ ელენე ცრემლის ღვრას არ მაპატიებდა.მე კი აქ გაჩერება აღარ შემეძლო.მინდოდა სხვა რამეზე გადავრთულიყავი,რადგან აქ ვეღარ ვსუნთქავდი,ყველაფერი მას მახსნებდა და დღითიდღე უარესად ვხდებოდი,ამიტომაც ავდექი და წავედი.ვიცი ჩემს ადგილას ელეც ასე მოიქცეოდა.
ჯარში დამცინავი სახეები,ბევრი დამცირება,ბევრი ვარჯიში და ბევრი მარცხი.
საბოლოოდ კი მიზანს მივაღწიე.ISAF-ის პროგრამით სხვა ჯარისკაცებთან ერთად წავედი.არასოდეს არ შემშინებია იმის,რომ სიცოცხლეს სასწორზე ვდებდი და ყოველწამს ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.
როდესაც ჩემს ქალაქს თვითმფრინავიდან გადავხედე კმაყოფილმა გავიღიმე.შემდეგ იყო სტამბოლში ჩაფრენა,სადაც 9 საათი გავჩერდით,იქიდან კი უკვე ქაბულში_ავღანეთის დედაქალაქში ჩავფრინდით.5საათის შემდეგ კი უკვე ავღანეთის ბაზაში_ბაგრამში ვიყავი.
ეხლა ისევ ის გზა გამოვიარე უკან და ვხვდები,რომ ავღანეთში წასვლაზე მეტად თბილისში დაბრუნების უფრო მეშინია.უკვე ტრაპზე(კიბეებზე) ჩამოვდიოდი და ღრმად ვისუნთქავდი მონატრებულ ჰაერს.
დააფასე დრო(1)

დააფასე დრო(1)



№1  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო, ძალიან კარგი.
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent