შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -3-


12-12-2015, 17:27
ავტორი Firefly
ნანახია 3 629

გზაში წვიმა ძლიერდება და შესაბამისად მეც თავიდან ფეხებამდე ვსველდები.აქლოშინებული ავრბივარ კიბეზე და საკეტს გასაღებს ვარგებ.სველი ტანსაცმელი ტანზე მეკვრის და მწვავს,ერთი ხელის მოსმით ვიხდი ყველაფერს და ცხელ წყალს ვუშვერ სხეულს.ნელ-ნელა ვთბები და აბაზანიდან გამოსული სულ სხვა მართა წულაძე ვარ,თმებს ფენით ვიშრობ და ჩემს ღუნღულა ხალათს ვიცვამ.ცხელი შოკოლადი მინდება და სამზარეულოში შევდივარ მოსამზადებლად,მახსენდება მაცივარში შენახული ტირამისუ და დიდ ულუფას ვათავსებ თეფშზე.გემრიელობებით გავდივარ სასტუმრო ოთახში, დივანზე კომფორტულად ვთავსდები და ტელევიზორს ვრთავ.საათს ვუყურებ და მეცინება ღამის ოთხი საათია მეკი ღამურასავით დავწრწივარ ბოლო დროს ქუჩაში.თითები ცხელ ჭიქაზე მაქვს შემოხვეული და იტაქტო კაცზე მეფიქრება.მხრებზე ახლაც ვგრძნობ მის რბილ ტუჩებს და ვნება აშლილს ტანზე ჟრუანტელი მივლის.ჩემსავე ფიქრებზე მეღიმება,თუმცა არამგონია სასაცილოთ მქონდეს საქმე.ცარიელ ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ტირამისუს ვაგემოვნებ,ნამდვილად "აღაფროთოვანებს" ჩემი ნახელავი და ტუჩებს გემრიელად ვაცმაცუნებ.

***
კარზე ბრახუნი მაღვიძებს,დამძიმებულ ქუთუთოებს ერთმანეთს ვაშორებ და გამოფხიზლებას ვიწყებ,კარზე კი კაკუნი არასდიდებით არ წყდება.ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი მივფრატუნობ კარის გასაღებად,ახლა კი დანამდვილებით ვიცი არასოდეს დაწვეთ დივანზე!გვერდების ზელვით გავაღე კარი და ჩემს კართან ატუზულ კაცს კითხვის ნიშნით გადავხედე.
-უკაცრავად რომ გაწუხებთ მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ,ჩაქუჩი ხომ არ გაქვთ?-მკითხა კაცმა.
-დიახ,მაქვს დამელოდეთ-ღიმილით ვუთხარი და კარადაში დავიწყე ქექვა.
-მადლობა და ბოდიში რომ შეგაწუხეთ.-დამემშვიდობა კაცი და მეც კარები გამოვხურე.გვერდების ზელვით შევედი სააბაზანოში და დილის პროცედურების ჩატარება დავიწყე,ძალიან ვნერვიულობდი ლელაზე ვიცოდი ვერ გადაიტანდა ბებიამისის დაკარგვას თუმცა საუბედუროდ გადარჩენის შანსს ექიმები ვერ იძლეოდნენ.სააბაზანოდან გამოსული ვფიქრობ გასეირნება არ მაწყენს თან პროდუქტები გამომელია და აუცილებელია მაცივარი შევავსო.კარადიდან ჯინსები გამომაქვს,პერანგზე დუტის ქურთუკს ვიცვამ რადგან გარეთ საკმაოდ ცივა.ფეხზე ბოტასები და მზად ვარ.
ამინდი გაუგებარია,თებერვლის ბოლო დღეებია და არეულია ცივი და თბილი ფერების კომბინაცია ერთმანეთში.გამხმარ ფოთლებს ქარი უმწეოდ დააქროლებს სივრცეში,ხატვა რომ მეხერხებოდეს ულამაზეს პეიზაჟს შევქმნიდი.ქარი ცივია და სახეც თითქოს მეწვის,თმებიც არეულად მაქვს მიმოფანტული მხრებზე,კანი აუტანელ სიცივეს გრძნობს თუმცა მაინც ვაგრძელებ ქუჩაში უაზროდ ხეტიალს,მხოლოდ მუსიკა ჩემესმის ყურში და ვთბები თითქოს...
ბოლოს იმდენად აუტანელია თებერვლის ქარი ნაბიჯებს ვუჩქარებ და ახლოდ მდებარე მაღაზიაში შევდივარ,საჭირო პროდუქტებით დატვირთული გამოვდივარ გარეთ და ტაქსიში ვჯდები.ერთიანად გათოშილი სხეული სულ ოდნავ მიდუნდება და ყურს ვუგდებ მანქანაში აჟღერებულ მუსიკას,ნინო ქათამაძის "ონლეი"-ს უკრავს რადიო და მეც ვიძირები ტკბილ ჰანგებში და სავარძელს ვეყრდნობი.
სახლში ძალიან თბილა და მიხარია გამათბობელი ჩართული რომ დავტოვე.მაცივარში ნავაჭრს ვაწყობ და ვფიქრო რა მოვამზადო ვახშმად,არჩევანს პიცაზე ვაჩერებ ცომს ვზელ და საჭირო პროდუქტებს ვჭრი.პიცას ღუმელში ვდგამ შესაწვავად და ყავის მოდუღებას ვიწყებ,მახსენდება ჩანთაში ჩადებული შოკოლადი რომელიც გასახდელში დამიტოვეს და გახარებული გავდივარ ჰოლში,ჩანთიდან შოკოლადი ამომაქვს და ამასობაში კარზე ზარია.ვიცი ლელა იქნება და ასეცაა.ღიმილით ვიკითხავ და სამზარეულოში გავდივართ ყავის დალევა გადავიფიქრეთ რადგან პიცა უკვე მზადაა და დაჭრას ვიწყებ.უგემრიელესად გამოიყურება ჩემი ნამოღვაწარი, მეც და ლელაც საბოლოო ჯამში კმაყოფილები და დანაყრებულები ვრჩებით.ყავის ჭიქებით გავდივართ სასტუმრო ოთახში და სავარძლებში კომფორტულად ვეწყობით.
-როგორ არის თამარა?-ვეკითხები შეპარვით,ლელას სახე ექუფრება და იძაბება.
-ერთი კვირა დარჩა მაქსიმუმ-ო ექიმმა მითხრა.-ამოთქვა ხმა აკანკალებულმა და ლოყაზე კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა.
-თუგინდა დღესაც მე ვიმუშავებ შენს მაგივრად -ვუთხარი დამაიმედებლად და გუშინდელი თანხა გადავეცი.
-არა, არა მეტჯერ ვერ შეგაწუხებ სინდისიც კარგი საქონელია,მადლობა მართა გვერდში დგომისათვის.
-არაფრის ხომ იცი როგორ მიყვარხარ და გაფასებ ნეტავ უფრო მეტის გაკეთება შემეძლოს შენთვის-გავუღიმე და გულში ჩავიკარი ასრუტუნებული ლელა.


***
დილით ადრე ვდგები რადგან გუშინ საღამოს კონსერვატორიიდან დამირეკეს და მთხოვეს დღეს საღამოს კორპორატივზე მემღერა,თან ჰონორარსაც მომცემდნენ მეც უმალ დავთანხმდი რადგან ფული ნამდვილად არ მაწყენდა ამ მდგომარეობაში.
საღამოსთვის მზადება დავიწყე,მაკიაჟი ძალიან მსუბუქი გავიკეთე თმები ბოლოებში დავიხვიე და შავი მუხლს აცილებული კაბა ჩავიცვი,მაღლებში ჩავაცურე ფეხები და სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი,ყველაფერი არაჩვეულებრივად მიხდებოდა მხოლოდ სუნამო დავისხი და სახლი დავტოვე.
როგორც კი ფეხი უზარმაზარ დარბაზში შევდგი დავიძაბე,უამრავი ხალხი იეროდა ერთმანეთში რაც მე დისკომფორტს მიქმნიდა.მალევე ვიპოვე ნატო,ჩემი ყოფილი ვოკალის მასწავლებელი და მასთან დავიწყე საუბარი.ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალს ვათამაშებდი თან ხალხს ვაკვირდებოდი,ღვინოს მონოტომრად ვწრუპავდი როცა სმოკინგში გამოწყობილ უტაქტო მამაკას მოვკარი თვალი და უნებურად ხველება ამიტყდა,ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა და გულმა გამალებით დამიწყო ცემა.მზერა ავარიდე და დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე ვიდმედოვნებდი ვერ მიცნობდა...

----------------
ესეც შემდეგი თავი,იმედია მოგეწონებათ.მადლობა მინდა გადაგიხადოთ კომენტარებისათვის,თქვენი თითოეული კომენტარი წერის სტიმულს მაძლევს.ძალიან მიყვარხართ ყველა!



№1 სტუმარი lizazu

ძალიან მომწონს, მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მშვენიერია,კარგი სიუჟეთი აქვს,მაგრამ შეცდომებზე გაამახვილე ყურადღება.წარმატებები

 


№3  offline წევრი ელლ

au dzalian dzalian kargi da sainteresoaa. erti suli maq shemdegs rodis wavikitxav. guli migrdznobs magar ambebs daatrialeb. warmatebebi. male dade gtxov <3

 


№4  offline წევრი Firefly

ლორელაი
მშვენიერია,კარგი სიუჟეთი აქვს,მაგრამ შეცდომებზე გაამახვილე ყურადღება.წარმატებები

მადლობა,შეცდომებს გამოვასწორებ აუცილებლად.

.... ...
au dzalian dzalian kargi da sainteresoaa. erti suli maq shemdegs rodis wavikitxav. guli migrdznobs magar ambebs daatrialeb. warmatebebi. male dade gtxov <3

მალე დავდებ <3
--------------------
M.T

 


№5 სტუმარი teo...

Kargia,kargia,kargia....male Dade gtxov.

 


№6  offline წევრი Firefly

teo...
Kargia,kargia,kargia....male Dade gtxov.

მალე დავდებ♥
--------------------
M.T

 


№7 სტუმარი ana

უმაგრესია მინდა გითხრა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent