დააფასე დრო(2)
ეხლა ისევ ის გზა გამოვიარე უკან და ვხვდები,რომ ავღანეთში წასვლაზე მეტად თბილისში დაბრუნების უფრო მეშინია.უკვე ტრაპზე(კიბეებზე) ჩამოვდიოდი და ღრმად ვისუნთქავდი მონატრებულ ჰაერს. ზურგჩანთა მხარზე მოვიკიდე და აეროპორტიდან გამოვედი.ტაქსში ჩავჯექი და ნიკას ბინის მისამართი ვუთხარი.წარმოვიდგინე თუ როგორი გაოცებული სახე ექნებოდა ჩემი დანახვისას და გამეღიმა.საქარე მინაში ვიყურებოდი და მივხვდი,რომ ჩემს სახლში ვიყავი. _უკაცრავად აქ გამიჩერეთ რა.ეხლავე მოვალ საკრედიტო ბარათიდან ფულს მოვხსნი და მოვიტან. მძღოლმაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც სწრაფად გადავედი მანქანიდან. მალევე დავბრუნდი და ისევ დავიკავე „ჩემი“ ადგილი.მანქანა დაძრა,მე კი ისევ ქუჩებს ვუყურებდი.ყველაფერი კადრებივით მახსენდებოდა და იმ ცუდი მოგონებების მიუხედავად მაინც ბედნიერი ვიყავი.მჯერა რომ მეც ვიქნები ბედნიერი(ეხლაც ვარ,მაგრამ მე სრულყოფილ ბედნიერებას ველოდები) და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს ხვალ იქნება თუ რამენიმე წლის შემდეგ.მთავარი საბოლოო შედეგია და არა ის პროცესი,თუ რამდენი დრო მოანდომე და რა გააკეთე მის მისაღწევად. _მოვედით. ამქვეყნად მძღოლის ხმამ დამაბრუნდა.თბილად გავუღიმე,თანხა მივაწოდე,ზურგჩანთა ავიღე და მანქანიდან გადავედი. აი უკვე სადარბაზოს წინ ვიდექი და მოსალოდნელი სიხარულისგან ვიგრძენი,რომ გულში სითბო ჩამეღვარა და გამეღიმა.მესმოდა იქვე მჯდომი მოხუცების „ვითომდა ჩუმი“ ლაპარაკი ძნელი მისახვდერი არ იყო,რომ მათი „განხინვლის საგანი“ მე ვიყავი სწრაფი ნაბიჯებით შევედი სადარბაზოში და ვცდილობდი გამეხსენებინა რომელ სართულზე ცხოვრობდა ნიკა.ლიფტი მეექვსე სართულზე გაჩერდა,როგორც მახსოვს შავი კარი აქვს.მაგრამ აი სად მიმტყუნა ჩემმა ბედმა.აქ ხომ ორი შავი კარი იყო.მე კი აქ ერთადერთხელ ვარ ნამყოფი და არ მახსოვს ზუსტად რომელია. „კარგი ანასტასია რაც არის,არის.არ იქნება ის კარები და მეორეზე დააკაკუნებ.რა მოხდა?“ ვამხვნევებდი თავს და პარალელურად ზარის ღილაკს ვაჭერდი ხელს.კარის საკეტის ხმა გავიგე და ზღურბლს იქით დაახლოებით 45-47 წლის წინსაფრიანი ქალი გამოჩნდა და მივცვდი,რომ აქ ნიკა არ ცხოვრობდა. _გისმენთ. _უკაცრავად.ნიკა იქ ცხოვრობს? უხერხულად გავუღიიმე და მოპირდაპირე კარებზე მივუთითე. _არა შვილო.ნიკამ ეს სახლი გაყიდა და სხვაგან გადავიდა. _ხომ არ იცით სად გადავიდა? _არა შვილო, აბა მე საიდან უნდა ვიცოდე? _კარგით,მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. _ნახვამდის. კიბეებზე ჩავედი და თან ვფიქრობდი სად შეიძლება ყოფილიყო,მაგრამ ვერავინ გავიხსენე ისეთი ვისაც ეცოდინებოდა.ნუ თუ მის ნახევარდას,მამის და დედინაცვალს თუ არ ჩავთვლით.მათთან მისვლა კი ყველაზე ნაკლებად მინდოდა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს,ასე რომ ეს არასასიამოვნო შეხვედრა გარდაუვალია.ამჯერად ფეხით გასეირნება გადავწყვიტე,თანაც აქედან არც ისე შორს ცხოვრობენ.მართალია ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს ასეთ ცხელ ამინდში სამხედრო ფორმით რომ დავდიოდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი.როგორც იქნა მივაღწიე და პირდაპირ სადარბაზოში შევვარდი,ხო შევვარდი,რადგან უკვე ერთი სული მქონდა აქაურობას როდის გავეცლებოდი.კარებზე რამდენიმეჯერ დავაკაკუნე და კარები ანიმ გამიღო.როგორც ჩანს ვერ მიცნო. _გამარჯობა ანი,მე ანასტასია ვარ. _ოხ ანასტასია?როგორ გიკითხო?ან პრინციპში რატომ გეკითხები მაინც არ მაინტერესებს. _პირდაპირ საქმეზე გადავალ. უცებ ბიძაჩემი გამოვიდა. _ანაა ვინ არის? _სტუმარი გგვყავს. _ოჰ ანასტასია..ჯარში იყავი? _როგორც ხვდები კი.ხო რატომ მოვედი.ნიკასთან ვიყავი,მაგრამ მითხრეს სხვაგან გადავიდაო და თქვენ ხომ არ იცით სად არის? _რა ვიცი სად დადის ეგ ნაბი*ვარი? _როგორც ჩანს არ გახსოვს,რომ შენს შვილზე ვლაპარაკობ. _ხო შვილზე რომელმაც ოჯახი მკვლელ მამიდაშვილში გაცვალა. _ოჯახი?თქვენ რა ამას ოჯახს უწოდებთ?ბიცოლაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული ახალი ცოლი რომ მოიყვანე.და ამ ყველაფრის შემდეგ ნიკას უწოდებ ნაბი*ვარს?მეგონა დაჭკვიანდებოდი და ცოტა აზრზე მოხვიდოდი.ისევ ისეთი არაკაცი ხარ. ეს ვუთხარი და უკანმოუხედავად წავედი.ან საერთოდ რისი იმედით მოვედი აქ? ჩავრბოდი კიბეებზე როდესაც მეოთხე სართულზე ვიღაც ბიჭს შევეჩეხე. _უკაცრავად შეგგიძლიათ თქვენი მობილური მათხოვოთ? დაეჭვებულმა გამომხედა და ამათვალიერა.უნდობლად,მაგრამ მაინც გამომიწოდა ტელეფონი. _აი აიღე,ოღონდ ბევრი არ ილაქლაქო. ეს კომენტარი არ შევიმჩნიე და მხოლოდ მადლობით შემოვიფარგლე. მძლივს გახსენებული ნიკას ნომერი ავკრიბე,როგორც იქნა სასურველის ხმაც გაისმა. _გისმენთ. მისი ბოხი ხმით თუ ვიმსჯელებთ ახალი გაღვიძებული უნდა იყოს. _ნიკუშ... _რომელი ხ...ვაიმე ტასუნა შენ ხარ?ვაიმე არ მჯერა! _ხო ნიკუშ მე ვარ ჩამოვედი. _ესე უნდა დავიწყება გოგო? _ხო იცი არა,რომ ველოდებოდი როდის გაუვიდა კონტრაქტს ვადა. _ეხლა სად ხარ? _მამუკასთან. _გაგიჟდი?მანდ რა გინდა? _აბა შენ სახლიდან გადასულხარ და ვერ მოგაგენი. _ხო მართალი ხარ,მიდი მანდ ახლოს რომ ბაღია იქ დამელოდე და 15 წუთში მოვალ. _კარგი გელოდები. უცნობს მობილური მივეცი და გავუღიმე. _მადლობა. პასუხად მხოლოდ მისი ირონიული ღიმილი მივიღე,მისივე „ქოლგეით“ კბილებით და მეც კიბებზე დავეშვი.იქვე ბაღში დავჯექი.საქანელა დავინახე და მეც პატარა ბავშივით გახარებულმა იქეთკენ ავიღე გეზი.ხელებით მაგრად მოვეჭიდე და გავქანდი.ბავშვობიდან მიყვარდა საქანელები,მაშინ ვგრძნობდი თავს ყველაზე ლაღად და ბედნიერად.აი ეხლაც ჯარის ფორმიანი, 24 წლის გოგო ვიჯექი საქანელაზე და ჩემი სიცილით ვაყრუებდი მთელს ბაღს. ვერც კი გავიგე ისე გავიდა დრო და ნიკას ხმაც გავიგე. _ისევ ისეთი თავქარიანი ხარ. _ჩემი ნიკა. შევკივლე და მისკენ გავიქეცი.სულის შეკვრამდე ჩავეხუტე და მაგრად მოვუჭირე ხელები,აი მაშინ ვიგრძენი თავი ყველაზე დაცულად. _ჩემო პატარავ,მომენატრე. ეს მითხრა და როგორც ჩვევია კისერში სველი კოცნა დამიტოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.