სანდრო ფილფანის საკუთრება (9 თავი)
მართალი იყო მარია, ვერ აპატია ფილფანმა. ერთი კვირაა რაც არ ენახა მამაკაცი, დოლიძეც იმ დღის შემდეგ უბრალოდ არსებობდა. მეორე დილას იმ იმედით მისული სამსახურში, რომ მას იხილავდა, ბოდიშს მოუხდიდა და ბოლოს მაინც შეძლებდა სანდრო მის პატიებას, ნაცარში ჩაუვარდა როგორც იტყვიან. როდესაც ნინიმ უთხრა, რომ მის ძმას სასწრაფოდ მოუხდა სამსახურიდან ბათუმში გამგზავრება მაშინ ჩაქვრა დოლიძის თვალებში იმედის ბოლო ნაპერწკალი. იცოდა, რომ ფილფანი სამსახურის გამო არ წავიდოდა და იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ მარიას ნახვა აღარ სურდა. ამიტომ გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო და ფილფანების ოჯახისთვის მყუდროება აღარ დაერღვია. -იქნებ გადაიფიქრო შვილო? შენისთანა გოგოს ეხლა სად ვიშოვი? ნამდვილი თვალისჩინი ხარ, ყველაფერს არაჩვეულებრივად ართმევდი თავს. რა გვეშველება აწე?! -უშედეგოდ თხოვდა ბატონი დავითი ანამარიას დარჩენას, რომელმაც იმ დღეს სამსახურის დასრულების შემდეგ გამოუცხადა, რომ ვეღარ შეძლებდა მუშაობას. -იქნებ რაიმე გაწყენინეთ? რატო მიდიხარ, მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს არა? -დიდი ბოდიში ბატონო დავით ესეთი უეცარი გადაწყვეტილების წინ, რომ დაგაყენეთ. თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, პირიქით ყველაფრისთვის დიდი მადლობა. უბრალოდ ჩემი პროფესიის შესაბამისი სამსახური შემომთავაზეს და უარს ვერ ვიტყვი. დარწმუნებული ვარ სხვაც გამოჩნდება და ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებს. -იცრუა და თავი უმალ ჩახარა, არ უნდოდა დავითს ტყუილში გამოეჭირა. -საბოდიშო არაფერია შვილო, რათქმაუნდა კარიერა მთავარია და არანაირი უფლება მაქვს ხელი შეგიშალო წინსვლაში. უბრალოდ გული დამწყდა შენისთანა ანგელოზის გაშვება, რომ მიწევს. შემოგვიარე ხოლმე, რაიმე თუ დაგჭირდეს მომმართე, ამ სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვის. -გმადლობთ, აუცილებლად გესტუმრებით ხოლმე. ეხლაკი დაგტოვებთ დედა მელოდება შინ, ისედაც დავიგვიანე ინერვიულებს. -კარგი მარია რა გაეწყობა, წარმატებები. -ნახვამდის. -დავითმა გულში ჩაიკრა გოგონა და დაემშვიდობა. დოლიძემ კიდევ ერთხელ სევდიანად მოავლო სახლს თვალი და კარი გამოიხურა. ნეტავ სამუდამოდ? საკითხავი სწორედ ეს არის! წვიმდა, ის კი ფეხით მიუყვებოდა ტროტუარს. წვიმის წვეთებს მარიას ცრემლები ერწყმოდა, რომლებიც დაუნდობლად მოედინებოდნენ გოგონას ჩამქვრალი თვალებიდან მის ნაზ სახეზე. ამ ცოტახნის განმავლობაში ფილფანმა შეძლო და მარიას გული სამუდამოდ მიითვისა, დიახ მის საკუთრებად აქცია. ნეტა შეეძლოს მისი ნახვა და ბოდიშის მოხდა რას არ გაიღებდა. სიგიჟემდე ენატრებოდა მამაკაცი და ეს ტკივილი ანადგურებდა. -რა სულელი ვარ.. ჩემი ბრალია.. მაგრამ ეჭვიანობამ დამაბრმავა.. განა ვიცოდი ვინ იყო ის ქერა.. ესე რატო მსჯი.. როდესაც შენ ალნათ უარესსაც იზამდი ჩემს ადგილას! -მიდიოდა და ბუტბუტებდა. ვიღაცას ალბათ გიჟი ეგონებოდა. ფიქრებში გართული, უცებ სიბრაზემ მოიცვა. საინტერესოა მესაკუთრე ფილფანი მის ადგილას რას იზამდა?! -რატომ ჩემზე არიფიქრე, მე რას ვგრძნობდი იმ წამს? რა მტკიოდა? განა ესეთ სასჯელს ვიმსახურებ შენგან?! ამ ფიქრებში გართული მიუახლოვდა სახლს. სადარბაზოში შესულს გაახსენდა, რომ ნინო და დათო სოფელში აპირებდნენ წასვლას. სახლში შესულს თათია დახვდა დივანზე წამოწოლილი, რომელიც მადიანად ილუკმებოდა, რაღაც გადაცემას უყურებდა და როგორც ჩანს დაქალის დაბრუნებას ელოდა. -როგორც იქნა მოხვედი.. ვინერვიულე ტელეფონს არ პასუხობდი.. -უმალ დატუქსა მეგობარი, მაგრამ როდესაც მის მდგომარეობას დააკვირდა უცებ მიიჭრა მასთან და მოეხვია. -მარრ კარგად ხარ ? რა დაგემართა? ფერი არ გადევს.. სულ სველი ხარ.. -წამოვედი თათ.. წამოვედი.. ვეღარ გავჩერდი იმ სახლში სადაც ყოველი კუნჭული მას მახსენებდა.. არ შემიძლია თათ ტკივილამდე მენატრება.. -სლუკუნებდა მეგობრის მხარზე მისვენებული და სულ კანკალებდა. -არ იტირო რა.. ნახე კარგად იქნება ყველაფერი.. წამო ცხელი აბაზანა მიიღე გაცივდები.. ნუღარ იტანჯავ თავს ჩემო გოგო. ნახე მალე ჩამოვა და ყველაფერი დალაგდება.. იქ სადაც სიყვარულია, ყველაფერი კარგად იქნება! -არ ვიცი თათ არ ვიცი იმედია.. -ამოიტირა და მეგობარს გაყვა აბაზანაში. იმ დღის შემდეგ კიდევ ერთი კვირა გავიდა. მარია კი თავის ოთახში იყო გამოკეტილი და ფილფანს მისტიროდა. წესიერად არც იკვებებოდა. თათიას შეტანილი საკვებიდან ცოტას წაცუცნიდა ისიც მეგობრის ხათრით და ისევ ემბრიონის ფორმში გაწვებოდა საწოლზე. არ დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი. დოლიძე ისევ თავის ოთახში იყო გამოკეტილი, თათიამ კი აღარ იცოდა რა მოეხერხებინა და რითი ენუგეშებინა მეგობარი. -განა ესე ძნელია ერთმანეთს მოუსმინონ და ცალცალკე არ იტანჯებოდნენ! არა მაინცდამაინც უნდა ატკინონ ერთმანეთს, თითქოს გამოსავალი იყოს! -ოთახში წრეებს არტყამდა თათია და ქოთქოთებდა. -შეგიძლია ორი წუთი გაჩერდე?! თავბრუ დამეხვა უკვე! -არა როგორ მთხოვ გაჩერებას როდესაც ჩემი დადნაფიცი ხელიდან მეცლება და ვერაფრით ვშველი, ის ვაჟბატონი კიდე ბათუმში გულაობს! -ისიც იტანჯება თათია. არც მისთვისაა იოლი. არ მეგონა მაგრამ მასაც სიგიჟემდე შეყვარებია მარია! და ხო გუშინ ჩამოვიდა.. უნდა გენახა მისი თვალები ყველაფრისდა მიუხედავად სახლში შესული მარიას, რომ ეძებდნენ იმის გაგების შემდეგ, რომ სამსახურიდან მეორე დღესვე წავიდა, როგორ განადგურდა. -გადამრევს ეს ხალხი მე! ხო შეუძლია, რომ დაელაპარაკოს. როგორი პრინციპულია რა! სხვის ტკივილზე არ ფიქრობს. მარიას რა ვუყო? -მოდი ცოტახანში შედი და დაელაპარაკე საყვარელო. კლუბში წამოიყვანე დღეს, მე ვაჟბატონს გამოვათრევ და შევახვედროთ რა.. ვითო ჩისტა სლუჩაინასტ -გაიკრიჭა ონიანი და ერთი ხელის მოსმისთ ჩაისვა თათია კალთაში. -ეხლა კი მაკოცე თორემ მე გავგიჟდები! -ჩემი ჭკვიანი ბიჭი -უმალ აენთო თვალები თათიას. -იო კაი რა სირცხვილია.. მარიაა სახლში! გამიშვი.. -კაიი რა მთელი კვირაა არ გამოსულა ოთახიდან და დღეს გამოვა?! გოგონას სიტყვის თქმა არ აცადა, უმალ დაეწაფა მის ტუჩებს და სხეულზე აიკრა. ამჯერად თათია იყო დომინანტი. მამაკაცის მუხლებზე მოკალათებული ნელნელა თავისუფლედებოდა ტანისამოსისგან და მამაკაცსაც ეხმარებოდა. სწრაფად შეუხსნა ქამარი და უმალ იგრძნო უსაზღვრო სიამოვნება. ნელნელა ამოძრავებდა სხეულს ზევით-ქვევით და არ წყდებოდა მამაკაცის ბაგეებს. როგორც იქნა მიაღწიეს სასურველ წერტილს და სკამოვნებისგან გასცრა ორივეს სხეულმა. *** -კარგი რა თათია რა დროს კლუბია?! შემეშვი! -ამოიხვნეშა და თავი ისევ საბანში ჩარგო. -მისმინე ვიცი, მესმის რომ გტკივა, მაგრამ ესეც არ შეიძლება. სახლიდან არ გადიხარ, არაფერს ჭამ, სულ ტირი.. მორჩი თვითგვემას და წამომყევი. ეს ერთი დღე რა.. ნახე უკეთ გახდები, განა არაფერს წარმოვადგენ შენთვის, ეს ერთი სურვილი, რომ შემისრულო?! -უცებ მოისაწყლა თავი და დაქალს მიეხუტა. -ოხხ თათია! ეს ერთხელ იცოდე! შემდეგ შემეშვები იცოდე! გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და საწოლიდან წამოიწია. -კი კი! ვაიმე რამაგარია. ჩემი ფერია ხარ.. როგორ გამახარე. -კარგი და რა ჩავიცვა? -უინტერესოდ იკითხა და აბაზანაშ შევიდა. -ეგ მე ვიცი! -ამაყად გაიჯგიმა თათია და გარდერობის კარი გამოაღო. ცოტახანში სარკის წინ გამოწყობილი მარია საკუთარ სხეულს თვალს ვერ წყვეტდა და ნაღვლიანად იღიმოდა. იისფერი ზოლებიანი ტოპი ეცვა, ამავე ნაჭრის მუხლს აცდენილ ქვედაბოლოსთან ერთად, რომელიც არაჩვეულებრივად გამოკვეთდა ქალის სექსუალური სხეულის თითოეულ ნაკვთს. თმები გაიშალა და დაქალმა მცირეოდენი მაკიაჟიც გაუკეთა. -ძალიან ლამაზი ხარ! დღეს იოს ორმაგი ძალებით მოიწევს ჩვენი დარაჯი! -გადაიკისკისა თათიამ და დაქალს გარებისკენ უბიძგა. -ძალიან ლამაზად გამოიყურებით გოგოებო! დღეს არ მელის კარგი საღამო როგორც ვატყობ! -ამოიხვნეშა მანქანის კარებზე მიყუდებულმა ონიანმა და გოგონებს კარი გაუღო. მალე კლუბის შესასვლელში იდგნენ და გზას მიიკვლევდნენ წინ. კლუბის აღწერას აღარ დავიწყებ, დარწმუნებული ვარ ყველას გეცოდინებათ როგორი მდგომარეობაც იქნებოდა იქ. -ვა ვა რა ხალხი! -უმალ წამოიჭრა ფეხზე ილია ნაცნობი სახეების დანახვისას და ყველას გადაეხვია. -კრასოტკა სად დამეკარგე ტო? ძაან მომენატრე! -უსაყვედურა მარიას და მოეხვია. -ბოდიში ილო საქმეები მქონდა.. -ოხ კარგი კარგი, დღეს ვატყობ შენს თავს არაერთი მომტაცებს და დავუნაყავ ცხვირს. -სიცილით გააქნია თავი და ლოყაზე აკოცა. -ვახ ტო თქვენ აქ საიდან? აბა წყნეთში მივდივართ მე და თათიაო? -'გაიკვირვა' დაბრუნებულმა დათომ, რომელსაც გვერდით საყვარელი ქერა გოგო მოყვებოდა, ხოლო უკან ფილფანი და ვიღაც ქერა ბარბი. -როგორ მომენატრე მარუს! -უმალ მიიჭრა გოგონასთან და გადაეხვია. მარია კი რას გრძნობდა ამ დროს?! ჯერ გული სიხარულკსგან აუფართხალდა, როდესაც ფილფანის ცისფერ თვალებს გადააწყდა, მაგრამ როდესაც მამაკაცის შემოხვეული ხელი დაინახა ვიღაც ქერას წელზე, რომელიც შიგადაშიგ მამაკაცს კოცნიდა, აი მანდ გაჩერდა მისთვის სამყარო. თითქოს გული ამოაგლიჯეს, ის ამ დროის განმავლობაში იტანჯებოდა, ღამეებს ათენებდა, ფილფანს კიდე უკვე მისი შემცვლელიც კი უპოვნია. რომ არა დათოს შემოხვეული ხელი, რომელიც მაგრად იკრავდა გულში, ალბათ იქვე გამოეცლებოდა საყრდენი. -ოღონდ ეხლა შეიკავე თავი, არ დანებდე მარუს! აჩვენე რომ ბევრი დაკარგა! მასაც ტკივა, მაგრამ ჯინიანია. არ მიაქციო ნათიას ყურადღება ჩვეულებრივი *ოზია. შენს გვერდით ვარ! -ეხვეოდა და ჩუმად ეჩურჩულებოდა. -კარგი. -გადაუჩურჩულა თათიამ და მანაც მოხვია ხელები. ფილფანიც ერთ ადგილს მიყინვოდა. მანაც არ იცოდა თუ ესეთ სიურპრიზს უმზადებდნენ მეგობრები. ნათიას ხმამ გამოაფხიზლა, რომელმაც დაქაჩა და გვერდზე მიისვა. დათომ გააცნო ახალ მოსულებს გოგოები. დათოს გვერდზე მომავალი ლიზი ყოფილა, რომელიც თურმე დათუნას გულში ჩავარდნია. რთული იყო მარიასთვის იმკს ყურება თუ, როგორ ეტმასნებოდა მის საყვარელ მამაკაცს ვიღაც ქალი, როგორ უტოვებდა კოცნებს იმ ადგილას სადაც მან ეხებოდა. მაგრამ კარგად ეჭირა თავი. უარი არ უთქვამს სასმელზე. ყველა ერთნაირად სვამდა, მაგრამ მარიას უკვე რამოდენიმე ჭიქაზე მოეკიდა, რაქნას არ არის მიჩვეული ალკოჰოლს. ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ვიღაც უცნობ მამაკაცს, რომელიც მათ მაგიდასთან მისულოყო და ცეკვა სთხოვა დათანხმდა. დათომ როგორც ქალბატონი ინებებსო მიუგო, მართალია მარია ყოყმანობდა, სანდროსთვის არ შეუხედავს, მაგრამ მისი მომუშტული ხელები დაინახა და უმალ იჩინა თავი შურისძიების სურვილმა. გაყვა დოლიძე მამაკაცს და თან ფილფანის მზერა გაიყოლა. საკმაოდ ახლოს ეკვროდა მამაკაცი გოგონას. მარია არ უწევდა წინააღმდეგობას, ალკოჰოლმაც გაათამამა. როგორც გაიგო მისი პარტნიორი კოტე იყო. კოტე მთელი ვნებით დაატარებდა გოგონას სხეულზე ხელებს, არცაა გასაკვირი, როცა ანამარიასნაირი ქალი გეცეკვება ვერავინ შეიკავებდა თავს. -ძალიან სექსუალირი ხარ პატარა! -ყურებში ჩაყვირა. მარია აწითლდა ისევ გაიღვიძა მასში მორცხვმა ქალბატონმა. ცოტახნით დაგტოვებთო უთხრა მამაკაცს და აივნისაკენ გასწია. ამ დროს ფილფანის სხეული ქარბორბალს მოეცვა. ცოტა აკლდა აფეთქებამდე. როდესაც უყურებდა მის ქალს, როგორ ეხებოდნენ და როგორ ვნებიანად უყურებდნენ. ლამის ვისკის ჭიქა შემოეფშვნა ხელში. როდესაც დაინახა, როგორ დატოვა მარიამ ის *ირი და აივნისკენ გაემართა, სანდროს გულმა ვეღარ გაუძლო და უკან გაყვა. მოაჯირს იყო მიყრდნობილი დოლიძე და ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდა, როდესაც მკლავში ვიღაცამ წაავლო ხელი და კედელს ააკრა. -ხომ გაგაფრთხილე არავის არა აქ უფლება შეგეხოს თქო?! მაინცდამაინც მოვკლა ის დედა მ...?! -უღრიალა და სახე უფრო ახლოს მიუტანა. ოო ესე ახლოს რამდენი ხანია არ ყოფილან, ორივე ძვლივს იკავებდა თავს, რომ არ შეხებოდნენ ერთმანეთის ბაგეებს. -გამიშვი ხელი! არანაირი უფლება აღარ გაქ ჩემზე! გაიხსენე შენი სიტყვები, გაიხსენე როგორ მიმატოვე! ეხლა რასაც მინდა იმას ვიზამ და ვისთანაც გამეხარდება იმასთან, შენ კი არ შეგეკითხები! -არც მარიამ დააკლო ყვირილი. თავადაც უკვირდა საიდან ამდენი გამბედაობა, მაგრამ ცოტა აკლდა რომ არ ატირებულიყო. -გინდა თავი მომაკვლევინო?! რასქვია ვისთანაცგინდა? მე მეკუთვნი მე! ვერავინ შეგეხება შეუშვია ამ პატარა თავში. -გამოსცრა და საფეთქელთან თითი მიადო. -შემეშვი ვერ გიტან, მეზიზღები! შენ რა ადამიანი ხარ. მე ღამეებს ვათენებ იმაზე ფიქრში, თუ სად ხარ, როგორ ხარ. უშენობა მტკივა, დანაშაულის გრძნობა მღრღნის. ადამიანს აღარ ვგავდი.. ერთ ოთახში გამოვიკეტე და შენ დაგტიროდი. და მიპასიხე რისთვის?! შევცდი მაპატიე, მაგრამ შენგან ესთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი არა! არც კი გიკითხვას რა მტკიოდა, მე რას ვგრძნობდი. ბათუმში წაბრძანდი, მიმატოვე.. შენ რას იფიქრებდი ჩემს ადგილას მსგავს სიტუაციაში, რომ გენახე ა? და როგორც ჩანს არც უქმედ დაგიკარგავს დრო, ეს ქერაც ხოარ მეჩვენება? მძულხარ ფილფანო ვერ გი... აღარ დაასრულებინა მარიას სიტყვა. ვეღარმოითმინა, აღარ შეეძლო მეტი, მასაც სიგიჟემდე ენატრებოდა თავისი პატარა ანგელოზი. მთელი გრძნობით დააცხრა მონატრებულ ბაგეებს. თავიდან წინააღმდეგობა გაუწია ქალმა, მაგრამ ბოლოს ხელები მოუდუნდა და თავადაც აყვა კოცნაში. კოცნიდნენ მთელი ვნებითა და სიყვარულით. ფილფანი მონატრებულ სხეულს ეფერებოდა და მთელს სახეს უკოცნიდა გოგოს, საიდანაც ცრემლები უმოწყალოდ მოედინებოდნენ. -ჩუ.. არ იტირო პატარა.. ყველაფერი კარგად იქნება.. მენდობი? -მეკრედ გაუმეორა ფილფანმა უკვე ეს კითხვა. მარია შეყოყმანდა, ბოლოს თავი დაუქნია და აწყლიანებულო თვალები შეანათა. -წავედით! -ხელი მოხვია გოგოს, მანქანაში ჩასვა და ელვის სისწარაფით მოსწყდა ადგილს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.