შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ავირჩიო სიყვარული თუ შურისძიება?(ნაწილი 1 დასასრული)


13-12-2015, 18:36
ავტორი ♡EPICLOVE♡
ნანახია 2 263

***
გაშტერებული უყურებდა ლილე კარებს და კიდევ ვერ დაეჯერებინა თუ რა მოხდა წამის წინ,შემდეგ უცებ მოეგო გონს და ნიკოლოზთან მივარდა რომელიც გაგიჟების პირას იყო მისული და ძარღვებ-დაბერილი ჩაწითლებული თვალებით ჩურჩულებდა
-დამიკიდა...მიმატოვა და...იმასთან წავიდა...-ლილე ცდილობდა დაემშვიდებინა მაგრამ არაფერი გამოსდიოდა,ამიტომაც უცბად გავარდა ოთახიდან ექიმის საძებნელად,მაგრამ კარში ცოტნეს შეეჩეხა
-ცოტნე წამოდი სწრაფად ცუდადაა-ხელები უკანკალებდა ტუჩები უთრთიდა და ისე ლაპარაკობდა
-რა მოხდა ლილე?-ანერვიულება დაეტყო მასაც
-მისი და...მისი და იყო მოსული და...უთხრა რო გავიპარეო მეო ჩემითო და რაღაცეები და ეს ბიჭი გაგიჟდა საერთოდ ვეღარ ვაწყნარებ გთხოვ მალე-მიაყარა ბორძიკით ორ წამში და უცბად შევარდნენ ორივე შიგნით,იქ შესულებმა დაინახეს რომ ნიკოლოზი ცდილობდა სასუნთქი აპარატი და გადასხმები გამოეგლიჯა და ისინი რომ არა ალბათ ახლა უკვე მკვდარი იქნებოდა
-ნიკოლოზ დაწყნარდი ვსო ცუდად გახდები-თან ჩაყვიროდა თან ხელებს უკავებდა ცოტნე
-რანაირად...რანაირად დავწყნარდე ამის დ...შ.....-იღრიალა ბოლო ხმაზე და ამ ხმამ მთელი სავაადმყოფო მოიცვა-მითხარი ლილეს რომ ექნა...ლილეს რომ ექნა იგივე რას იზამდი-იღრიალა და ხელებზე ჯაჯგური განაგრძო
-მოვკლავდი-უთხრა და წარმოიდგინა თავისი თავი მის მდგომარეობაში
-ხოდა გამიშვი უნდა მოვკლა-არ ეშვებოდა ნიკოლოზი
-ეხა რომ გაგიშვა შენ მოკვდები ის კი არა?ახლა უნდა ეცადო დამშვიდდე თორემ შენი საქმე ცუდად წავა-უთხრა და ექთანს გახედა რომელიც იმწამს შემოვარდა ოთახში-რას უდგახართ ქენით რამე-არც ცოტნემ დააკლო ყვირილს და გოგონაც სწრაფად გაიქცა პაციენტისკენ და რაღაც ნემსი გაუკეთა, ორ წუთში ნიკოლოზს უკვე გათიშულს ეძინა ლილე და ცოტნე კოდევ ჩახუტებულები იჯდნენ ჰოლში
-ლილე შენ ხო ეგეთ რაღაცას არასდროს არ გამიკეთებ?-კითხა გულუბრყვილოდ
-არა ჩემი ცოტნე როგორ იფიქრე ეგ გავიპარები კი არა ყველაფერზე შენ გეკითხები და საქმის კურსში გრთავ და მაგას ვიზამ ეხლა მე?!-უთხრა და ძმას მაგრად აკოცა ლოყაზე
-ჩემი საყვარელი დაიკო ხარ შენ-გაუღიმა ლილეს და მაგრად მოხვია ხელები,ლილეს მალევე მიეძინა ცოტნეს მკლავებში ეკეც მოვიდა და გვერდით მოჯდა და-ძმას უყურებდა მძინარე ლილეს და გული სითბოყი ევსებოდა,ეს იდილია ეკეს ხმამ დაარღვია
-რა მოხდა აქ?
-იცი...ანა იყო მოსული-უთხრა და ძარღვებდაბერილ ეკეს გახედა რომელსაც ბრაზთან ერთად გაკვირვებაც სახეზე ეწერა
-ცოცხალია?
-კი მოსულა აქ და უთქვამს რო ჩვენო გავიპარეთო და რაღაც ეგეთებიო რა და ეს გაგიჟებულა და რეებს აკეთებდა იცი სიკვდილი უნდოდა ტიპს ნუ არც ვამტყუნებ ლილეს რომ ესეთი რამე ექნა მეც მასევე მოვიქცე...-უცებ გაწყვიტა სიტყვა რადგან ნიკოლოზის პალატიდან გამოსული ნატალი დაინახა რომელიც მათკენ მიდიოდა უცებ წამოხტა ფეხზე ეკე და გოგონასთან მიირბინა
-როგორაა?კარგად იქნება?ხომ არ მოკვდება?-მიაყარა ეგრევე კითხვები
-ნუ გეშინიათ მდგომარეობა სტაბილურია და ძალიან დიდი შანსია რომ ფეხზე უვნებელი დადგეს-უთხრა და გაუღიმა,ბიჭებმაც ამოისუნთქესდა გოგომაც დამშვიდებულმა დატოვა იქაურობა,ცოტნემაც ეკეს ანიშნა ლილესთან მოდი ორიწუთითო და ლილე თავისი მკლავებიდან ეკეს მკლავებში გადაიყვანა და დერეფანს გაუყვა,გასვლამდე შემოტრიალდა და შეხედა თუ როგორი სიყვარულიანი თვალებით უყურებდა ლილეს ეკე და თავისი გადაწყვეტილებით უფრო კმაყოფილი დარჩა.
მეორე დილას ბიჭებმა გადაწყვიტეს ნიკოლოზი მოენახულებინათ, შესვლამდე ერთი ღრმად ჩაისუნთქეს და პალატის კარები შეაღეს, ჩაფიქრებული იწვა ნიკოლოზი საწოლზე და ფიქრობდა,ფიქრობდა ყველაფერზე,წარსულზე,აწმყოზე,მომავალზე,შეძლებდა კი ანასთვის ეპატიებინა,ეს თვითონაც არ იცოდა,ამ დროს კარების ხმა მოესმა და შეშინებულმა გაიხედა,იფიქრა ისევ ანა ხო არ არისო და ბიჭები რომ დაინახა თავი ჩაღუნა,უდიდესი დანაშაული იგრძნო
-დასხედით-უთხრა ხმაჩახლეჩილმა და ბიჭებიც დაემორჩილნენ-არც კი ვიცი საიდან დავიწყო...ბოდიშის თქმას აზრი არ აქვს იმას რაც მე ვაკეთე გამართლება არ აქვს და თავს უფლებას ვერ მივცემ უბრალოდ ბოდიში მოგიხადოთ რადგან ეს უპატიებელია, მე გთხოვთ რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ გთხოვთ რომ კიდევ ერთი შანსი მომცეთ-უთხრა და თავი ჩახარა პირველად ეკე წამოდგა ფეხზე
-ალბათ ეს რამდენიმე თვის წინ რომ გეთქვა არაფრად ჩავაგდებდი მაგრამ არა ახლა ადრე არ შემეძლო პატიება მაგრამ ახლა შემიძლია და ამას ყველა თქვენგანს უნდა ვუმადლოდე როდესაც მე თვითონ ვიყავი დამნაშავის ამპულაში მაშინ მივხვდი თუ რამხელა საჩუქარია ადამიანისათვის პატიება და ახლა ეს საჩუქარი შენ გაჩუქე-უთხრა და ძმაკაცს გადაეხვია ბიჭებიც უბრალოდ უსიტყვოდ ადგნენ და ღიმილით გადაეხვივნენ ნიკოლოზს
-იცი..ცოტნე მაშწნი მე არ მომიკლავს-უთხრა და ახედა მის თავთან მდგარ ბიჭს რომელიც უფრო გამხიარულდა თბალები აუცრემლიანდა და ძმაკაცს მაგრად მოეხვია,შემდეგ კი პალატიდან ბიჭების ბედნიერი სიცილის ხმა ისმოდა.
***
რამდენიმე თვის შემდეგ
-ყველაფერი მზადაა?-იკითხა აღელვებულმა ეკემ
-კი კი-უპასუხა ნიკოლოზმა და ძმაკაცს მაგრად გადაეხვია-რო არ დაგთანხმდეს?-უთხრა მერე სიცილით
-თუ არ დამთანხმდება შენ რისთვის მყავხარ მოგიყვან შენ აბა ამხელა სუფრას ხო არ გავაფუჭებთ-უთხრა სიცილით და აქეთ გააბრაზა ძმაკაცი-კაი კაი წავედით დადე ეხა ეგ ბალიში თორე გვაგვიანდება-უთხრა გასაღები აიღო და ნიკუშასთან ერთად გავიდა გარეთ
***
ლილესთან
-აბა როგორი ვარ?-უთხრა სიცილით ლილემ ელეს და მის წინ დატრიალდა
-ყველაზე ლამაზი იუბილარი ხარ მთელს მსოფლიოში-უთხრა და მანაც გაიცინა-წამო ეხა თორე შენივე დაბადებისდღეზე ხო არ დააგვიანებ
-ხო ხო მოვდივარ-უთხტა კარებთან მდგომს და უკან აედევნა.
რესტორანთან მალევე მივიდნენ მაგრამ ყველაფერი ჩამქვრალი იყო შიგნით
-აუ გოგო ხო არ შეგვეშალა მისამართი?-კითხა ლილემ
-არა გოგო ზუსტად ვიცი ეგ არის-უთხრა და დაქალი კარებში პირველი შეატარა, როგორც კი ლილე შიგნით შევიდა მაშინვე შუქები აინთო და ბავშვები გამოხტნენ სიბნელიდან,წინიდან კი დიდი ლამაზი ტორტი წამოვიდა რომელზეც ეწერა"ლილე გამომყვები ცოლად?" გოგონამ კინაღამ გააფრინა როდესაც ეს წაიკითხა და მის წინ ჩამუხლული ეკე დაინახა რომელსაც ხელში ბეჭედი ეკავა და მომლოდინედ უმზერდა
-რათქმაუნდა კი-შესძახა გახარებულმა და ცოტნეს მაგრად მოეხვია ისიც ფეხზე წამოხტა და ლილე ჰაერში დაატრიალა მერე ბეჭედი გაუკეთა და ტორტთან მიიყვანა
-აბა ჩაიფიქრე სურვილი და ჩააქრე-უთხრა და თან ცრემლები მოწმინდა სახიდან ლილემაც უცებ ჩააქრო სანთლები და მაგრად გადაეხვია ბიჭს
-ახლა უკვე ჩემი სახოლე ხარ-ჩასჩურჩულა და ტუჩებზე ნაზად ეამბორა.



იმედია მოგეწონებათ ესაა პირველი ნაწილის დასასრული მეორე ნაწილიც იქნება ოღონდ ის ცოტნეზე და ნიკოლოზზე ალბათ მიყვარხართ და ბოდიში დაგვიანებისთვის ♡♡♡
WLM



№1  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ლილეს დაბადებისდღეა. ჩემი გოგო. love უკვე ძალიან მომწონს ეკე ნიკოლოზიც ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ შეცვლა ამას გვიმტკიცებ შენ ჩემო მაგარო გოგო love სულმოუთქმელად ველი შემდეგ ნაწილს და მე ეკეს და ლილეს ბავშვიი მინდა wink პატარა და საყვარელიი ცოტნე ბიძიკოს უნდა დაემსგავსოს wink love აუუუუუ ვიყვირებ ახლაა გავაფრინეე მიყვარს ეს ისტორია და შენც ძალიან ძალიან ეცადე მალე გააგრძელო თორე მოვკვდებიი მე. მაინტერესებს რას იზამს ნიკოლოზიlove

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა კარგი მოთხრობა იყო <3 ვერ წარმოიდგენ შენ ნიკოლოზი როგორ შემაყვარე :დ ძალიან გამახარებ თუ მეორე ნაწილი მასზე იქნება <3 იმედია ბევრს არ გვალოდინებ და მალე დადებ მეორე ნაწილს <3

 


№3  offline წევრი ♡EPICLOVE♡

gvanciko_gvancunia
რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ლილეს დაბადებისდღეა. ჩემი გოგო. love უკვე ძალიან მომწონს ეკე ნიკოლოზიც ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ შეცვლა ამას გვიმტკიცებ შენ ჩემო მაგარო გოგო love სულმოუთქმელად ველი შემდეგ ნაწილს და მე ეკეს და ლილეს ბავშვიი მინდა wink პატარა და საყვარელიი ცოტნე ბიძიკოს უნდა დაემსგავსოს wink love აუუუუუ ვიყვირებ ახლაა გავაფრინეე მიყვარს ეს ისტორია და შენც ძალიან ძალიან ეცადე მალე გააგრძელო თორე მოვკვდებიი მე. მაინტერესებს რას იზამს ნიკოლოზიlove

მადლობა ჩემო საყვარელოოო ძალიან ვამახარე შსნი კომენტარიით და ვეცდები მე გავაგრძელო შსილება ჯერ რამდენი.ე თავი დავწერო და მერე დავდოო მიყვარხაარ♡♡♡

Lanas Statusebi
ვაიმე რა კარგი მოთხრობა იყო <3 ვერ წარმოიდგენ შენ ნიკოლოზი როგორ შემაყვარე :დ ძალიან გამახარებ თუ მეორე ნაწილი მასზე იქნება <3 იმედია ბევრს არ გვალოდინებ და მალე დადებ მეორე ნაწილს <3

შევეცდებიი♡♡მეც არ მინდოდა რომ ნიკოლლზი მტრად დარჩენილიყო და ვეცადს რომ თქვენთვკსაც შემეყვარებინა და მგონი გამომივიდა♡♡♡მადლობაა♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

აუცილებლად დაგიცდი love

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

gvanciko_gvancunia
აუცილებლად დაგიცდი love

love love love
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent