მტერი შემიყვარდა (თავი 17) დასასრული
-ვატო! -დავიყვირე და ვატოს შემოვეხვიე. -სოფი. -ჩამჩურჩულა ყურში და მისის დიდი ხელები მანაც შემომხვია. -მომენატრე. უშენოდ ვერ ვძლებდი ვატო. -ცრემლი წამომივიდა. ხუთი წუთი ვიდექით კარებში სანამ ნიკას და მარის ხმამ გამოგვაფხიზლა. ერთმანეთს უხმოდ მოვშორდი და სახლში შევედით. ვატო სავარძელში ჩაჯდა, მე გვერდზე მივუჯექი, მარი და ნიკა კი გარეთ გავიდნენ. ერთმანეთს უხმოდ ვუყურებდით. უეცრად ვატო ჩემსკენ გადმოიხარა და ბაგეებზე მეცა. უხეშად მაგრამ ისე მომნატრებია ამ ხნის განმავლობაში მეც ავყევი. მალევე მოვიშორე სიცილით და უფრო კომფორტულად მოვკალათდი. -სოფი როგორ მომენატრე იცი?! -მეც მომენატრე, შენ ვერ ჭარმოიდგენ როგორ მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყავი. -სოფი რაგაც უნდა გითხრა რა? -ცოტა სერიოზულობა დაედო ვატოს ხმაზე. -გისმენ! -ჩემი ცოლი უნდა გახდე! -წარბები შეკრა ვატომ. -იქნებ და არ მინდა. -გამეცინა მის ნათქვამზე. -ვიცი რომ გინდა და მაგიტომ არ გკითხე! -ისევ ისეთი მიყურებდა. -გავხდები ვატო აბა რას ვიზამ. ვატომ ხელში ამიყვანა და ყელში კოცნა დამიწყო, რამაც ჩემი სიცილი გამოიწვია. მე ყველას მოვახსენე ქორწილის შესახებ. ეკა და ბავშვი იტალიიდან ჩამოვიდნენ. ლუკა და საბაც ჩამოვიდნენ. ვატოს უჯახსაც შევხვდი ქორწილამდე და ალბათ ძალიან მოვეწონე. ჩემს ნათესავებსაც დავურეკე, და ისე გაუხარდათ რომ მეგონა მობილურიდან გადმოხტებოდნენ. მოკლედ მოვიდა ეს ნანატრი დღეც. დილით წამოვიზლაზნე და ლოგინზე წამოვჯექი. თვალები რომ გავახილე, თვალები დავჭყიტე და ჭარბები მაღლა ავწიე. მარი კაბით ხელში იდგა, სალო ფენით და სავარცხლით, და რიჟა პარფიუმერიით. გიჟივით წამოვდექი და მომზადება დავიწყე. კაბა ძალიან მომეწონა. წელში გამოყვანილი იყო, წინ მოკლე და გრძელი. გოგოებმა სადა მაკიაჟი გამიკეთეს და თმა მაღლა ამიწიეს. დაბლა რომ ჩავედი ვატო მომშტერებოდა და არაფერს ამბობდა. მე წინ დავუდექი და ხელები ავუქნიე. მას გაეღიმა და ხელი კარებისკენ გაიშვირა, გაბრძანდიო. მეც თვალი ჩავუკარი და გავედი. მე და ვატომ ჯერ ხელი მოვაწერეთ, შემდეგ ჯვარი დავიწერეთ მერე კი რესტორანში წავედით. როგორც ყოველთვის მე, ვატო და ჩვენი მეჯვარეები, მარი და ვატოს მეგობარი სანდრო ყანკუთვნილ და ამაღლებულ ადგილას მდგარ მაგიდასთან მოვთავსდით, ჩვენს წინ საცეკვაო ადგილი იყო დაგარშემო სხვა მაგიდები. მხიარულება დაიწყო, ყველა ცეკვავდა, გვადღეგრძელებდა, მე კი ღიმილით ვუყურებდი მათ. როცა მეფე პატარძლის საცეკვა ქართული მელოდია გაისმა ვატო წამოდგა და მეც ამიყოლია. ვატომ რომ ცეკვა დაიწყო აშკარად ეტყობოდა რომ მოყვარული არ იყო. ამ ცეკვა დიდი ოვაციები მოყვა. -ვატო ჰაერზე გავალ კარგი? -ვუთხარი ვატოს. -კარგად ხარ ? -კი კარგად ვარ უბრალოდ ცოტა სუფთა ჰაერზე გავალ, ცხელა ძალიან აქ თან. -კარგი და მალე შემოდი. -ოქეიიი. -გავიცინე და გარეთ გავედი. გარეთ რომ გავედი ერთ ღერისიგარეტი ამოვიღე და მოწევა დავიწყე. უეცრად კარების გაღების ხმა გავიგე და იქვე გავიყინე როცა ვატო დავინახე. ჩემთან სწრაფი ნაბიჯით მოვიდა და სიგარეტი ხელიდან გამომგლიჯა. -რას აკეთებ გოგო? -ხმაში გაბრაზება დაეტყო. -ა… ის… რას ვაკეთებ და … ვეწევი. -დავიბენი. -გაგიჟდი შენ?! -დამიყვირა ვატომ. -აუუუუ! შემეშვი რა! - მისი ტონი არ მესიამოვნა და რესტორნის საპირფარეშოსკენ გავემართე. ვატოც უკან დამედევნა. კარების დახურვას ვაპირებდი მაგრამ მისმა ძალამ ჩემსას აჯობა და შემოვიდა, შემდეგ კი კარები ჩაკეტა. მე სარკესთან მივედი და ნიჟარას დავეყრდნე. ვატო უკნიდან მომიახლოვდა, წელზე ხელები შემომხვია და მის სხეულზე ამიკრა. მისი სიახლოვე ისე მესიამოვნა თვალები მივნაბე. მან ყელზე კოცნა დამიწყო. მე გამეღიმა და მისკენ შევტრიალდი. -ახლავე ხომ არ დაგვეწყო? -მკითხა ვატომ და მკერდისკენ თვალები გააპარა. -არც იოცნებო! -ჩავიცინე და კარებისკენ წავედი რომ გამეღო. -წამოდი ეხლა, მაგის დროც გვექნება. კარები გავაღე და გავედი. ვატოც უხმოდ გამომყვა. მაგიდასთან მივედი თაიგული ავიღე და უკან გადასაგდებად მოვემზადე. ყველას ერთად მოეყარა თავი და ჩემს მოქმედებას ელოდნენ როცა მე შევბრუნდი და თაიგული მარის ხელში მივეცი. მარი თავიდან გაკვირვებული იდგა. უეცრად ნიკა მასთან მივიდა და დაუჩოქა. -ცოლად გამომყვები? -ამ სიტყვების გაგონებამ, ხალხის ოვაცია გამოიწვია. მარის ცრემლები წამოუვიდა და ხელები სახეზე აიფარა. ნიკა ფეხზე წამოდგა და მარის ჩაეხუტა. ხალხის ოვაციებს კი საზღვარი არ ჰქონდა. სახლში რომ დავბრუნდით ვატომ ხელში ამიყვანა და ოთაში ისე შემიყვანა. კაბის შესაკრავი გამიხსნა და თან ბაგეებზე დამეწაფა. *** -დილამშვიდობისა პრინცესა! - მითხრა ვატომ და მისი გაკეთებული ყიყლიყოები მაგიდაზე დააწყო. -დილამშვიდობის! -ღიმილით ვითხარი და მაგიდასთან დავჯექი. უეცრად გულის რევის შეგრძნება დამეწყო და ისე გამძაფრდა სააბაზანოსკენ გავიქეცი. ვატო ჩემთან მოვიდა და შუბლი დამიჭირა. -სოფი რა გჭირს?! ექიმთან მივდივართ! არაფრის თქმა დამაცადა. ხელპირი დავიბანე. გავემზადე და საავადმყოფოში წავედით. ექიმს ჩემი სიმპტომები ვუთხარი. მან მირჩია რომ ანალიზები ამეღო. მეც არ შევწინააღმდეგებივარ. ერთ საათში ექთანმა ექიმს ანალიზები შემოუტანა. -გილოცავთ. თქვენ ფეხმძიმედ ხართ! *** ღამის სამი საათი იყო როცა მუცლის ტკივილმა გამომაღვიძა. ბოლოს ისე ამტკივდა ვერარ მოვითმინე და ვატო გავაღვიძე. -ვატო! ვატო! ვატო შეიშმუშნა და ზურგი მაქცია რაზეც თვალები გადავატრიალე და კიდევ უფრო შევყვირე. -ვატოოო! -რა იყო სოფი! -წამოხტა ლოგინიდან გაბრაზებული. -ვატო მეწყება ვატო! მშობიარობა მწყება! -თავიდან ცოტა სიცილით თქმა დავიწყე ვატოს რეაქციის გამო და მერე ისე დამიარა ტკივილმა სიცილი ტირილში გადამივიდა. ვატო გიჟივით დამეტაკა და მანქანისკენ წამიყვანა. მანქანა ადგილს გიჟივით მოწყვიტა და მგონი ხუთ წუთში საავადმყოფოში ვიყავით. მე საკაცეზე დამაწვინს. -ვატო.. ხომ … ხომ შემომყვები? -ვკითხე ვატოს. -აბა რას ვიზავ სიხარულო! მშობიარობის დროს ვატო ჩემთან იდგა და ხელს მიჭერდა. ვგრძნობდი რომ ძალიან ნერვიულობდა. წამიერად მისკენ გავაპარე თვალი და მის სახეზე ცრემლი რომ დავინხე გულში რაღაც სასწაულად დამიარა. უეცრად გავიგე ბავშვის ტირილის ხმა და ეს დაჭიმული ორგანიზმი მთლიანად მოეშვა. ვატოს კი ხელი უკანკალებდა. ექიმმა ბავში წუტიერად მომიყვანა შემდეგ კი წაიყვანეს მე კი პალატაში გადამიყვანეს. *** -მამი, რამხელა კაცი გაიზარდე! -ვატომ სამი წლის ბექა ხელში აიყვანა. -ვატო! -დავუძახე სამზარეულოდან. -რა გაჭყივლებს გოგო! -მან ბავშვი ძირს დასვა და სამზარეულოში გამოვიდა. -ათი წუთია გეძახი, გაგიცივდა საჭმელი! -არაუშავს. -გაეცინა და ჭამა დაიწყო. -დღეს საქეიფოდ მივდივართ ბიჭები. -არსადაც არ წახვალ! -წავალ! -მითხრა სერიოზულობით. -კარგი! - მეც დავეთანხმე. ღამის ორი საათი იყო როცა კარზე ზარის ხმა გავიგე. ვიოდი რომ ვატო იყო და კარები არ გავუღე, გადავბრუნდი და დავიძინე. დილით თერთმეტზე რომ გავიღვიძე კარები გავაღე და დავინახე რომ კედელზე მიყუდებულს ეძინა. კარის ხაზე გამოეღვიძა, წამოდგა და ქვემოდან შემომხედა. -ესეიგი გარეთ დამთოვე ხო? -ჰო დაგტოვე! -სიცილი შემერია. -მოდი აქ! ვატო გამომეკიდა. მე სხალში შევვარდი შემდეგ ოთახში. კარების დაკეტვა ვერ მოვასწარი ისე შემომივარდა ვატო და ოთახის კარი ჩაკეტა. -სად იყავი! -ეჭვიანობა მომერია უცებ. -ნიკასთან! -სერიოზული ხმით თქვა და თან ჩემსკენ მოიწევდა. მე კი უკან უკან ვიხევდი. -იქნებ ნაშებში იყავი?! - აბრაზებულმა ვკითხე. უეცრად კედელს ავეკარი და ვატომ ხელებს შუა მომიქცია. -იქ არ იყვნენ თორემ ურიგო არ იქნებოდა! -ჩაეცინა ვატოს. -იდიოტი ხარ! -მკერდზე დავარტხი ხელი გაბრაზებულმა და ხელიდა დასხლტომა დავაპირე მაგრამ ვერ შევძელი. -ჩემი ჩერჩეტი ხარ გოგო შენ! შენს გარდა არავინ მინდა! -თქვა და ჩამეხუტა. დასასრული ------------- აბა როგორ მოგეწონათ? მალე სხვა მოთხრობას დავიწყებ და იმედია მოგეწონებათ ისიც. შემიფასეთ აბა:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.