შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“მოთამაშე”: ფიქტიური ბედნიერება (6)


14-12-2015, 16:17
ავტორი Evelina
ნანახია 2 305

_კარის ჩაკეტვა რა საჭირო იყო_გავიკვირვე და იქვე სარკის წინ სკამზე დავჯექი._არავინ შემოგვიხტება ილია.
_ვიცი…_ჩაილაპარაკა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.
_არ მეტყვი რა საქმე გაქვს?_გავუღიმე ილიას.
_არ გათხოვდე ინგა!_თავი ჩახაარა.
_რა?_თითქოს გამეცინა კიდეც და მისკენ მივბრუნდი.
_არ გათხოვდე! არ არის ირაკლის შენი შესაფერისი!_ ფეხზე წამოდგა და თავზე დამადგა.
_შენ რა იცი, ვინ არის ჩემი შესაფერისი და ვინ არა?!_ ბრაზი შემერია ხმაში. ნუ თუ ირაკლი მართალი იყო და ილია მხოლოდ მაშინ აფართხალდა როცა დაინახა მკარგავდა?! აქამდე სად იყო?!…
_სულაც არ არის ირაკლი ისეთი იდეალური როგორიც შენ გგონია…_ისევ ზემოდენ მიმზერდა.
_იდეალური არავინაა ილია!
_ჩემმა მეგობრებმა კაზინოში დაინახეს, და არა ერთხელ… _ზურგი მაქცია ილიამ, თითქოს ჩემი რეაქციის შეეშინდაო._ თამაშობს… სვამს… ქალებს ეხვევა… და კიდევ ვინ იცის რამდენ უბედურებას აკეთებს! არ არის შენი შესაფერისი!
ხმა ვერ ამოვიღე, ყურებს ვერ ვუჯერებდი. ნუ თუ ირაკლიმ ყველაფერი ეს იმისთვის მოიგონა რომ ფული კაზინოში დაეხარჯა… ალბათ ლონდონიშიც ამას აკეთებდა. მაგრამ სალომე და მისი ორსულობა? აზრებს ვერ ვაწყობდი თავში…
_არ მინდა რომ გაყვე!_დაამატა ილიამ და უეცრად ჩემს წინ ჩაიმუხლა._მაპატიე ინგა!
_შენ რა უნდა გაპატიო?_თავი ფანჯრისკენ მივაბრუნე და მთელი ძალით შევეცადე ცრემლები შემეკავებინა.
_ის რომ ასე სულელივით ვიქცეოდი შენთან მიმართებაში… როცა მივხვდი გკარგავდი, მაშინ ვიგრძენი რომ…_თავი ჩახარა ილიამ._მიყვარხარ ინგა!_თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა და თავზე ხელი გადაისვა.
_რა სულელი ხარ ილია!_ უნებურად გამეღიმა და მისი სახე ჩემს ხელებში მოვიქციე, ისე რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი._ამას, ახლა უნდა მეუბნებოდე?
_ვიცი გვიანია, მაგრამ აქამდე მეგონა…
_გეგონა რომ მოვიცდიდი?_ დავასრულე სიტყვა მის ნაცვლად.
_ჰო…_მითხრა და თავი გაითავისუფლა ჩემი ხელებიდან.
_თუ გეტყვი რომ ეს ქორწილი და ირაკლისთან ურთიერთობა მთლიანად ფარსია, რას იზამ?_ კარისკენ წასულ ბედიას ვკითხე.
_ეს სიმართლეა?_ ისევ ჩემთან მოვარდა.
_ჰო, ოღონდ არ მკითხო მიზეზი… ეს ირაკლის საქმეა და მეტს ვერაფერს გეტყვი, გარდა იმისა რომ ყველაფერი ფარსია…
_მაინც არ გაყვე!_ შემევედრა და ხელის გულები დამიკოცნა.
_არ ვიცი, ილია… უნდა დავფიქრდე… შენ რაც მითხარი, ეს ამბავი ნამდვილად სიურპრიზი იყო ჩემთვის. უნდა დავფიქრდე! თუმცა, ცოლადაც რომ გავყვე, ეს უბრალოდ ფარსი იქნება და მეტი არაფერი…_ფეხზე წამოვდექი და ოთახის კარი გავაღე.
_ინგა…_სასოწარქვეთილმა ჩაილაპარაკა მან.
_წადი გთხოვ! არც ქორწილში მოხვიდე, ანერვიულებული ხარ და არ მინდა რაიმე ისეთი გააკეთო რასაც შემდეგ ინანებ… ხვალ დავილაპარაკოთ!… გთხოვ…_ბოლო სიტყვა ვთქვი თუ არა ოთახში ლელამ შემოაჭრა.
_ბატონო ილია?!_ შეიჰკივლა ბოლო ხმაზე._თქვენ ასე ადრიანად აქ რამ მოგიყვანათ?_გულიანად გაიცინა და მერე მე შემომხედა._კიდევ კარგი მზად დამხვდი, თორემ ორ საათში უკვე იუსტიციის სახლში უნდა ვიყოთ!
_კარგად ინგა!_ცალყბად გამიღიმა და სახლიდან წავიდა ილია.

***
ირაკლის პირველად იუსტიციის სახლში შევხვდი. ისეთი ბედნიერი სახით იდგა და მელოდებოდა შესასვლელთან, რომ ისევ ოცნებებში გადავეშვი… უცებ ილიას ნათქვამი გამახსენდა და სახე შემეცვალა.
_რა ლამაზი ხარ ინგა!_ მითხრა ირაკლიმ, თვალები დაახამხამა და, თავისებურად ჯადოსნურად გაიღიმა, ისე როგორც იმ საღამოს გამოსაშვებ საღამოზე რომ მივდიოდი.
ის იყო იუსტიციის სახლში უნდა შევსულიყავით, ირაკლის გადავულაპარაკე: არ შემიძლია-მეთქი და უკან გამოვბრუნდი. დაბნეული ირაკლი სანამ გონს მოვიდოდა ლელას უყურებდა…
_არ ვიცი რა დაემართა!_მხრები აიჩეჩა ლელამ.
_ინგა!_დაიყვირა ირაკლიმ და უკან დამედევნა.
_არ შემიძია ირაკლი, არა!_ არც გამიხედავს მისკენ და გზას ვაგრძელებდი.
_მოიცადე! დამელაპარაკე…_ დაიყვირა ისევ და მკლავში მწვდა._რა მოგივიდა?_ სწრაფად მიმაბრუნა მისკენ და წამიარად გულში რაღაც უზომოდ დიდმა მღელვარებამ გაიელვა. მღელვარებამ, რომლისთვისაც სახელი ვერა და ვერ მომეძებნა._ინგა… ახლა ნუ მიმატოვებ, გთხოვ!_ჩახლეჩილი ხმით შემევდრა ირაკლიმ.
_უამრავი კითხვა მაქვს ირაკლი… ასე არ შემიძლია… თითქმის არაფერი ვიცი… არ ვიცი რას აკეთებდი ლონდონში, ან აქ… სად გაიცანი სალომე… ბავშვი… ყველაფერი ერთად უამრავ კითხვას ბადებს და უდიდესს შიშს მისახავს სულში!
_ვიცი! შენ გგონია ამას ვერ გატყობდი?! ამიტომაც გაგირბოდი ეს ერთი თვე…
_ირაკლი…_სასოწარკვეთილმა ჩავილაპარაკე და მისი ხელი მოვიშორე სხეულიდან.
_ყველაფერს მოგიყვები!_ღრმად ჩაისნუთქა ირაკლიმ._ჩემი ხომ გჯერა?
_კი!_თავი დავუქნიე მე.
_ჰო და, ახლა გამომომყევი, ხელი მოვაწეროთ და, ჩაივლის თუ არა დღევანდელი დღე, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები! დამიჯერე საქმეს სანანებლად არ გაგიხდი… სხვა თუ არაფრის, იმის მაინც ხომ გჯერა რომ შენთვის ცუდი არ მინდა… და რომც მინდოდეს, შენ ცუდს ვერ გაგიკეთებ!_ ბოლო წინადადება თითქმის ჩურჩულით მითხრა და ორივე ხელები სახეზე მომადო._ წამო, გთხოვ… ხუთი წუთიც და აღარ შეგვიშვებენ!_ სახე სულ ახლოს მოიტანა მან. მისი გულის ფეთქვა იმდენად გახშირებული იყო, მეგონა ვიღაც მის სხეულში ბარაბანს უკრავდა… მთელი სხეულით, გულითა და გონებით ვენდობოდი ირაკლის… მისი სიტყვების შემდეგ კი კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ეს ქორწილი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო… უნდა დავხმარებოდი, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო.
_წავედით!_ვუთხარი და მისი ხელები მოვიშორე სახიდან.
_ჩემი კეთილი გოგო!_ დაიყვირა ირაკლიმ და ხელში ამიტაცა.
_დამსვი, სულელო!

***
რთული დღე იყო, ყველა გვილოცავდა და დაახლოებით 300_ჯერ მოვყევით პარიზის გამოგონილი ისტორია. უხერხულ სიტუაციებშიც კი ჩავვარდით მე და ირაკლი, როდესაც ისეთ უცნაურ კითხვებს გვისვამდნენ, რაზეც პასუხი საერთოდ არ გვქონდა. თუმცა საბოლოოდ მაინც, ყველამ ყველაფერი დაიჯერა.
რაც მთავარია, ირაკლიმ მიიღო ფული და სახლი საჩუქრად. მათმა ოჯახის ადვოკატმა საზეიმოდ გამოაცხადა, ირაკლის ანგარიშზე 60 000 დოლარი დაიდოო, და შემდეგ ბებიამისის სახლის გასაღებიც (ასევე საზეიმო ვითარებაში) გადასცა.
_მიკვირს, რატომ თქვით თაფლობის თვეზე უარი…_გავიგონე როგორ ეუბნებოდა ბატონე ერეკლი ირაკლის. ეზოში მარტო იდგნენ და შემთხვევით შევესწარი მათ საუბარს.
_საქმეებს მოვაგვარებ და წავალთ მამა._მხარზე დაადო ირაკლიმ ხელი.
_ფული თუ არ გყოფნის, მე მოგცემდით… რას იტყვის ხალხი?!_თავი გააქნია ერეკლემ.
_ხალხი სულ იტყვის რაიმეს, ისეც და ასეც!_გაეცინა ირაკლის.
_სიმართლე მითხარი ირაკლი… ამ ქორწილს რაიმე საერთო აქვს შენს საქმეებთან?
_არა მამა!_იუარა მან.
_გიყვარს?_თვალი თვალში გაუყარა ერეკლემ.
_მიყვარს…_საკმაოდ დიდი პაუზის შემდგე უპასუხა და ჭიქიდან ღვინო მოსვა ირაკლიმ.
ისევ ძველებურად გაიელვა რაღაცამ გულში. თითქოს ამ რაღაცას სურდა ჩემი გულიდან გამოეხწია, თვალებში ჩაეხედა და ეთქვა: გამოფხიზლდი! შენ ის გიყვარს!
მიყვარს?! ჩემ თავს დავუსვი კითხვა… თუმცა უპასუხოდ დავრჩი, საკუთარ თავთანაც ვერ ვაღიარე მაშინ…
ერთ ჭიქა, ორი, სამი, ოთხი და მე უკვე ისეთი მთვრალი ვიყავი რომ… ლოყები სულ ამწითლებოდა და მიხურდა. თან სახიდან, რაღაც უცნაურ და იდუმალ ღიმილს ვერ ვიშორებდი. მერე რა რომ ფარსი იყო? მერე რა რომ, სულაც არ ვუყვარდი ირაკლის?! მაინც ბედნიერი ვიყავი… სტუმრები რომ ცეკვავდნენ, იმით ვიყავი ბედნიერი. ელენე და ერეკლე რომ თავს მეხვეოდნენ, იმით ვიყავი ბედნიერი. დედაჩემის ამაყ სახეს რომ ვუყურებდი, იმით ვიყავი ბედნიერი… ირაკლის რომ ვუყურებდი, იმით ვიყავი ბედნიერი…
_დავტყდეთ?!_გადმომიჩურჩურა ირაკლიმ და კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დალია.
_სად წავიდეთ მერე?_გამეცინა მე და ირაკლის თვალებს შევხედე, რომლებსაც სიმთვრალისაგან აქეთ-იქეთ აცეცებდა.
_მამაჩემმა სასტუმროში დაიქირავა ოთახი, ჩვენთვის!_მითხრა და ისე ხმამაღლა გაიცანა რომ ყველამ ჩვენ შემოგვხედა._უფს!_პირზე აიფარა ხელი და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
_რას აკეთებ?!_მეც გამეცინა და შევეცადე მისი თავი ამეწია.
_რა მოხდა? ჩემი ცოლი ხარ და თუ მინდა შენს კისერში ჩავრგავ თავს და თუ მინდა გაკოცებ!_ ისევ იცინოდა და ახლა უკვე საერთოდ აღარ აინტერესებდა მისკენ მიმართული ხალხის მზერა.
_სულელო!_ვეღარც მე ვიკავებდი თავს სიცილისგან._ადექი წავიდეთ!
_ლაშა!_თავის მეჯვარეს დაუძახა ირაკლიმ.
_რაიყო სიძე? დათვერი?_ გაკრეჭილი მოვარდა ჩვენთან ლაშა.
_მიდი რა, ჩემი მძღოლი მონახე და უთხარი სასტუმროში წაგვიყვანოს მე და ინგა.
_ოჰ! ასე მალე უნდა დატყდეთ?_ირონიულად გადმოგვხედა მე და ირაკლის.
_რაღა მალე?! ღამის ოთხი საათია ბიჭო!
_ჰო კაი, კაი!_ მხარზე ხელი დაკრა ლაშამ და გაიქცა მძღოლის მოსაძებნად.

***
_გინდა, ჩემთვის ცალკე ნომერს ავიღებ!_მკითხა ირაკლიმ, როდესაც სასტუმროს ნომერში შევედით.
_აქაც დავეტევით!_გამეღიმა და სააბაზანოსაკენ წავედი.
_ინგა…_ხელი ჩემკიდა და მისკენ მიმაბრუნა.
_რაიყო ირკლი?_გავუღიმე თბილად.
_არაფერი…_ჩურჩულით ჩეილაპრაკა დ ასხეულზე ამიკრა._არაფერი…_გაიმეორე და თმები ერთი ხელის მოძრაობით გამიშალა._მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი ხარ!_ვნებიანად ჩაილაპარაკა და ცალი ხელი კისერში მიმიჭირა, ოღონდ ისე რომ საერთოდ არ მტკენია. მერე ჯერ მარცხენა ყურის ძირში მაკოცა, შემდეგ კი მარჯვენა ყურის ძირში.
_რას აკეთებ?!_თვალები დავხუჭე და მისი ხელი ჩამოვიცილე ყელიდან.
_რა კარგი სურნელი გაქვს!_ ჩემს თმებში ჩაყო თავი და ვნაბიანად ჩაისუნთქა. ხელები მომხვია და კაბის ელვა ჩამიხსნა. კაბა ძირს დაეშვა და მის წინაშე საცვლების ამარა ვიდექი. მთელი სხეული მითრთოდა, თუმცა უცნაურ სიამოვნებას კი მგვრიდა მისი სიახლოვე, მისი ხელები ჩემს მკერდზე და მისი ტუჩები ჩემს კისერში. დიდხანს ვიდექი ასე, ვნების ალით ანთებული, ვხურდი… მთელი სხეული მიხურდა. უცებ, ერთიანად იფეთქა ჩემში გრძონობებმა, ირაკლის პერანგ ჩავებღაუჭე და კიდევ უფრო ძლიაერ მივეკარი. ირაკლიმ წელზე მომხვიდა ხელები და ჰაერში ამიტაცა.
_ოთახში გავიდეთ…_ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წამიყვანა.
_ცუდად ვარ!_ ვთქვი და საწოლზე გავწექი.
_რა დაგემართა?_ შეშინებული მიმზერდა ირაკლი ზემოდან.
_არაფერი!_გამეცინა, რადგან ცუდად მისი ვნაბისაგან ვიყავი. გული ისე მქონდა აჩქარებული მეგონა სადაცაა გასკდებამეთქი._ გაიხადე!_ ეშმაკურად შევხედე. მანაც, არ დააყოვნა და ღილები სწრაფად შეიხსნა. მისმა შიშველმა სხეულმა კი, თავი სულ დამაკარგვინვა. ირაკლი საწოლზე დაეშვა და ისევ ვნაბამორეულმა მაკოცა კისერში, ფეხები წელზე შემოვხვიე და შევეცადე ბოლომდე მეგრძნო მისი სხეული.
_მიყვარხარ…_ჩავილაპარაკე და მის ტუჩებს სწრაფად დავუწყე კოცნა. შემეშინდა… შემეშინდა რომ თვითონაც იგივეს არ მიპასუხებდა.

——————-
მადლობთ, რომ კითხულობთ.. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი… <3



№1 სტუმარი darina

Mainteresebs ras malavs es bichi imedia martla uyvars. Kargad wer da momwons es istoriac.

 


№2  offline წევრი Firefly

არ ვიცი რატომ მაგრამ მგონიარომ ირაკლის ინგა უყვარს...
ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ♥
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი nini

მაინტერესებს ძააააან მალ დადე რა გთხოვ კ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent