აღიარე, გაები ბაბნიკო ! ! ! (თავი 6)
გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. -ვინმემ ამიხსენით აქ რა ხდებ?(მე)-უკვე მესამეჯერ ვსვამ ამ შეკითხვას მაგრამ პასუხს არავინ მცემს. -არაფერი ემილი, ნინო ჩვენი ძველი ნაცნობია, უბრალოდ რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და ამიტომაც ვიკამათეთ, შენ დაღლილი იქნები, შენს ოთახში ადი დაისვენე(დედა)-ამჯერად უფრო მშვიდი ხმა ჰქონდა, ან ცდილობდა ასე მეფიქრა. -ემილი, ხომ იცი ლუკასთვის სისხლს 5 საათში თუ ვერ ვიშოვეთ, შეიძლება ვერ გადარჩეს, შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია მისი დახმარება, გთხოვ გამომყევი საავადმყოფოში(ნინო) -წაყევი შვილო, ლუკას დაეხმარე, შემდეგ კი მე თვითონ აგიხსნი ყველაფერს(მამა) არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ ბედნიერი ვიყავი იმით რომ შემეძლო ლუკას დავხმარებოდი. ნინოს გავყევი, მის მანქანაში ჩავჯექი, მამაც წამომყვა. დედა სასტიკ უარზე იყო, თუმცა მისთვის არ მომისმენია. საავადმყოფოში ნახევარ საათში ვიყავით. ნინო პირდაპირ ექიმის კაბინეტში შევიდა, იქიდან კი 5წუთში ექიმთან ერთდ დაბრუნდა. -წამოდით, სისხლს აგიღებთ(ექიმი)-მეც მას გავყევი უსიტყვოდ. სისხლი ამიღეს. შეიძლება შესაფერისი დრო არ იყო თუმცა მაინც უნდა გამეგო ყველაფერი. -მამა შენ და დედა ყველაფერს ამიხსნით-ვთხარი პალატიდან გამოსულმა და რადგან ჩემი დარჩენა საავადმყოფოში საჭირო არ იყო, მამასთან ერთად სახლში წამოვედი. -შვილო მაშინ ახალგაზრდა ვიყავი-დაიწყო მამამ, როცა სახლში მივედით, დედა მდივანზე თავჩახრილი იჯდა და ტიროდა, მე კი ინტერესით ვუყურებდი დათოს-ხომ იცი ახალგაზრდა კაცის ხასიათი. სალომეს მაშინ არ ვიცნობდი. ნინო ბარში ვნახე და ძალიან მომეეონა, ახალგაზრდა და ლამაზი იყო. იმ ღამით ჩემთან წამოვიყვანე. იმის შემდედ აღარ მინახავს. დრო გავიდა, დედაშენი გავიცანი, შემიყვარდა და ცოლად მოვიყვანე. მერე შენ და ნია გაჩნდით.-ღრმად ამოისუნთქა-2 წლის წინ ნინოს შემთხვევით შევხვდი ქალაქში, ვიცანი, სულ არ შეცვლილიყო, მივესალმე. მითხრა კარგია რომ შეგხვდი, შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვსო. გამიკვირდა რა საქმე უნდა ქონოდა,სულ ერთხელ მყავდა ნახული. იქვე კაფეში დავჯექით. „ვიცი რაც წლების წინ მოხდა შენთვის არაფერს ნიშნავს. იმ დღის მერე 1 თვე იყო გასული როცა გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ბავშვის მოშორება არც კი მიფიქრია, მე ის უკვე მიყვარდა,დედა დამეხმარა, ის რომ არა არც კი ვიცი რპგპრ გავაჩენდი შვილს. ბიჭი გაჩნდა, ლუკა დავარქვი. დათო მე შენ არაფერს გთხოვ, უბრალოდ გადავწყვიტე რომ გცოდნოდა, შენ მისი მამა ხარ , შეგიძლია ნახო“ მითხრა ნინომ. გაოცებული ვიყავი მისი ნათქვამით. სახლში მოვედი და სალომეს ყველაფერი მოვუყევი, ვიცოდი მისთვის რომ დამემალა ამას არასდროს მაპატიებდა. ხო იცი დედაშენს როგორი ხასიათი აქვს, მითხრა მაგ ქალს დაურეკე და ხვალ შევხვდეთო. მეორე დღეს მე და სალომე მასთან წავედით სახლში. დიდი სამსართულიანი სახლი აქვს, ტავიდანვე მდიდარი იყო, მამამისი ბიზნესმენი იყო. სალომემ ნინოს პირობა წაუყენა,’’ ჩვენ შენ შვილთან არ მოვალთ, მან იცის რომ მამა არ ყავს და ასეც გაგრძელდება, ვერასოდეს გაიგებს მამამისი ვინ არის“, ნინო დათანხმდა, დავითის ნებაა თუ შვილის ნახვა არ უნდა , ვერ დავაძალებო. როცა მისი სახლიდან მოვდიოდით, სწორედ მაშინ მოვიდა ლუკა, ძალიან მგავდა ჩემსავიტ ლურჯი თვალები ჰქონდა. მისთვის არაფერი მითქვამს ისე წამოვედით. იმ დღის მერე არც ლუკა მინახავს და არც ნინო. სწორედ ამიტომ გავბრაზდი, როცა ლუკამ სახლამდე მოგაცილა და მისი ნახვა აგიკრძალი.-დაასრულა მამამ. -ეს როგორ შეგეძლო მამა, ის ხომ შენი შვილი იყო, ნუთუ არსდროს მოგნდომებია მისი ნახვა, ჩახუტება. ის ისევეა შენი შვილი როგორც მე, ალბათ ლუკას ნაცვლადმე რომ ვყიფილიყავი ნინოს შვილი, არც ჩემს ნახვას მოისურვებდი არა?(მე) -შვილო ამას ნუ ამბობ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, შენ ჩემი ცხოვრება ხარ, შენს გარეშ სიცოცხლე არ შემიძლია, შვილო მე შემეშინდა რომ დაგკარგავდით, შენ დედაშენს და ნიას დაგკარგავდით, თქვენს გარეშე არაფერი ვარ(მამა) -დედა, შენ როგორ დაუშვი ეს, ასეთი პირობა როგორ წაუყენა ნინოს, რატმ არ მიეცა მამს უფელბა მისი შვილი თვეში ერთხელ მაინც ენახა, მიპასუხე დედა, ასეთი როდის მერე გახდი(მე) -შვილო გამიგე, თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე, რა უნდა მექნა, შემეშინდა. მე შენზე და ნიაზე ვფიქრობდი, ვერ დავუშვებდი რომ მამათქვენს თქვენზე მეტად იმ ქალის შვილი ყვარებოდა(დედა) -ეგოისტი ხაარ დედა(მე)-ჩემს ოთახში ავვარდი, ღმერთო ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდი. ვიხსენებდი მშობლების სიტყვებს და არ მჯეროდა, ასე როოგრ მოიქცნენ, ეს როოგრ გააკეთეს.ოთახში სული მეკეტებოდა, ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი. დედამ ჩემი შეჩერება სცადა მაგრა, მამამ გააჩერა, აცადე იფიქროსო. ქუჩაში გავედი. იმდენი ჰაერი ჩავისუნთქე ფილტვები ამტკივდა, ტაქსი გავაჩერე. სად წავსულიყავი, თუ არა საავადმყოფოში. P.S ვიცი პატარაა, უბრალოდ სტუმრები მყავს და მეტის დაწერა ვერ მოვახერხე. თქვენიო აზრი მაინტერესებს ამ ისტორიასთან დაკავშირებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.