შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასახლე დაბურულ ტყეში 17


15-12-2015, 00:12
ავტორი dona gedi
ნანახია 2 778

888
რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ანდრიამ თითქმის მთელი ტყე შემოატარა ელენს და მის წიაღში მცხოვრები ყველა ცხოველი და და უცნაური მცენარე აჩვენა, ისინი ტრადიციულად ისხდნენ გარეთ და ახლა უკვე ცივ ყავას მიირთმევდნენ. მაგისისთვის ადგილი შეეცვალათ და ჩრდილს ეფარებოდნენ. ელენს არ უყვარდა ასეთი სიცხე და სახეზეც ეწერა რომ გული უწუხდებოდა.
_წავიდეთ. -გასცა ბრძანება ანდრიამ, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.
_სად წავიდეთ? -იკითხა გაკვირვებულმა ქალმა და ბიჭს მიაჩერდა.
_სადაც გინდა. - გაუღიმა ანდრიამ. _ხომ გინდა მოგზაურობა? წავიდეთ, მთაში ან ზღვაზე. რომელი ქვეყნიდანაც გინდა დავიწყოთ.
_სერიოზულად?- სახე გადაებადრა ელენს.
_სერიოზულად!
_მე იტალიაში მინდოდა ყოველთვის ყველაზე მეტად, მაგრამ შენ უკეთ იცი საიდან ჯობს დაწყება.
_კარგი. დღეს შევადგინოთ ჩვენი მოგზაურობის გეგმა, ორივეს საბუთებს მოვაწესრიგებ, ბილეთები და წავიდეთ.
ელენს ვეღარ გაეგო როგორ გამოეხატა სიხარული.
მათ ბაღს ციყვებიც შეემატათ, რომლებიც ტყიდან წამოაყვანინა ელენმა და მზრუნველობას არ აკლებდა.
ანდრიამ ერთხელ სიგნალი მიიღო, სასახლის გარშემო საზღვრის გადაკვეთაზე. ღამე იყო. მაშინვე წავიდა, მაგრამ ვერავინ იპოვა. სურნელი კი იგრძნო. ადამიანის იყო და ეს სურნელი პირველად არ იგრძნო. ბევრი ფიქრის შემდეგ კი გაახსენდა, რომ მანიაკის ქოხთანაც იყო ეს სუნი. ანდრიამ შეამოწმა ქოხი, მაგრამ იქ აღარაფერი იყო. იცოდა რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ისევ დაბრუნდებოდა. თუმცა დიდად არ უნერვიულია, მაგრამ ელენს სახლში მარტო არ ტოვებდა. საბუთებზეც ერთად დადიოდნენ. საჭირო ნივთვების საყიდლებზე, სამოგზაუროდ რაც სჭირდებოდათ. ამ საქმიანობაში ორი კვირა გავიდა.
_ანდრია რას აკეთებ?- დაბღვერილი მიაჩერდა ბიჭს, რომელიც ქარბორბალასავით მოძრაობდა და ჩემოდანს ავსებდა.
_მეგონა გაგიხარდებოდა. უკვე დავამთავრე თითქმის.
_ახლა რომ არ მეცოდინება სად რა დევს?
_მკითხე და გეტყვი.-გაუღიმა ანდრიამ და ქალს მიუახლოვდა._ბევრი არაფერია მაინც, თუ რამე დაგვრჩება ვიყიდით იქ და პრობლემაც არ იქნება. მთავარია საბუთები და ფული. ჰო და ჩვენც. -გაუღიმა ანდრიამ, ელენი კი მოეხვია და ხელები კისერზე შემოავლო.
_ბედნიერი ვარ.-თქვა და კაცის კისერში ჩაიმალა. მერე ბავშვივით მოასკუპდა ბიჭს მუცელზე და თხელი ფეხები ძლიერ წელზე შემოაჭდო.
ანდრია უფრო ბედნიერი იყო ამით, რომ ელენის გაბედნიერების მიზეზი თვითონ იყო.
_ნდრი.-დაიჩურჩულა ელენმა, როცა საწოლს მიაშურეს და დასაძინებლად მოემზადნენ.
_რაო ელენ?
_მაინც დააყენე რაა მაღვიძარა. რომ დაგვეძინოს?
ანდრიას გაეღიმა და ტელეფონი აიღო.
_დავაყენე.
ელენმაც გაუღიმა და მკერდზე მიეკრო.
ანდრია დიდხანს ელოდა, მაგრამ გოგომ ვერაფრით მოისვენა.ორი წუთით ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. ბოლოს პლედიც რომ გადაიძრო და ზღვის ვარსკვლავივით გაიშოტა, ანდრიამაც ვეღარ მოითმინა.
_ელენ რა გჭირს?-ვერ გაეგო გასცინებოდა მის საქციელზე თუ ენერვიულა.
_ვერ ვისვენებ, ვერც ვიძინებ. რომ ვფიქრობ რა კარგი იქნება.. წარმოგიდგენია რა კარგი იქნება?
უცბად გადმობრუნდა და თბილად მომღიმარ ანდრიას მიაჩერდა. ღიმილი სიცილში გადაეზარდა და გოგოც აიყოლა.
_როგორი ბავშვვი ხარ.. -ამოთქვა ანრიამ დაბოხებული ხმით და გოგოს ტუჩებს დასწვდა.
_სულაც არ ვარ ბავშვი.-გაიბუტა ელენი.
_მოდი ჩემთან.-ისევ მიიხუტა ანდრიამ.
_მცხელა რაა.-ამოიბუზღუნა ელენმა და მოშორება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.
_მოიცადე.-უთხრა ანდრიამ და უფრო მაგრად აიკრო ქალი სხეულზე. ელენმა კი იგრძნო როგორ გაეყინა სხეული.
_ანდრია? ანდრია რა გჭირს? -შეშფოთებული მიაჩერდა გოგო. _ანდრია რატომ გაიყინე ასე? ანდრია?- ბიჭი კი ხითხითებდა და პასუხს არ უბრუნებდა.
_სხეულის ტემპერატურას როგორც მინდა ისე ვარეგულირებ.-თქვა ბოლოს და გაშტერებულ ელენს სახე დაუკოცნა.
_კარგი რაა, ბოლოსდაბოლოს ამოწურავ ამ შენს სასწაულებრივ შესაძლებლობებს?
ჰაჰ, როცა შემცივდება გავთბები, როცა დამცხება გავგრილდები. მაგარია. -დაასრულა მონოლოგი ელენმა და დაამთქნარა.
_მიდი დაიძინე თორემ ძალიან დაიღლები ხვალ.-უთხრა ანდრიამ და ელენის თმასთან დაიწყო თამაში, მერე კი ნაზ კანზე გადავიდა. ელენს მალე ჩაეძინა და ტუჩების ცმაცუნს მოჰყვა. ანდრიამ კი ვერ მოითმინა და ჩაძინებული ელენი კოცნით გააღვიძა. ძილბურანში აზრზე ვერ მოვიდა ისე აჰყვა ელენიც და როცა კარგად შეტოპეს და მამაკის სხეული ზემოდან მოექცა, მერე გაახსენდა რომ ძილის დრო იყო.
_ანდრია, გვეყოფა. უნდა დავიძინოთ.
_უადგილო დროს გაახსენდა.-გაეცნა ბიჭს და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაუბრუნდა მაგრამ მაინც წაეტანა გოგოს ტუჩებს._არ მყოფნი. -ამოიბურტყუნა ბოლოს და ელენმაც მკერდზე დაადო თავი, რომ მასაც აღარ დაენახა ბიჭის სახე.
მთელი ზაფხული ისე გავიდა, რომ ვერაფერი გაიგეს. ექვსი ქვეყნის ნახვა მოასწრეს და სექტემბრის დასაწყისამდე, მაგრამ გაჩერებას არც ფიქრობდნენ. იტალიიდან დაიწყეს და ახალა მეშვიდე ქვეყნის, გერმანიის ნახვა უწევდათ გეგმის მიხედვით, სამი ქვეყანა რჩებოდათ და მერე ახალი გეგმა უნდა შეედგინათ. მაგრამ იმ ღამეს, როცა ელენმა გერმანიაში გასამგზავრებლად დაიწყო მზადება, მიხვდა, რომ თავისი ქვეყანა და უკვე თავისად ქცეული, დაბურულ ტყეში მდგარი სასახლე მოენატრა.
კარის ხმა მოესმა და უკან მიბრუნდა. ანდრიამ შემოსვლისთანავე გადაიძრო მაისური და სავარძელში მიესვენა, თან ელენისკენ გააპარა თვალი, რომლის კანს სულაც აღარ ეტყობოდა, თუ ოდესმე თოვლივით თეთრი ფერი ჰქონდა. ქალი ანდრიას მიუახლოვდა და ჩაიმუხლა, ხელი ჩაავლო ბიჭის თითებს და თვალებში ჩააჩერდა.
_დაიღალე?-ანდრიას გაეღიმა.
_მე არ ვიღლები ელენ.
_სხვანაირ დაღლას ვგულისხმობ.
_არა, უბრალოდ, ხვალ მივდივართ და შენ ისევ ცუდად უნდა გამიხდე. ყველა გზის შემდეგ ისეთი გამოფიტული და სუსტი ხარ ხოლმე, რომ არ შემიძლია ამის ყურება.
_ანდრია, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ..
_რა ხდება თქვი?
_სახლი მომენატრა.-ამოილუღლუღა და თავი ჩახარა, რომ ბიჭს მისი აწითლებული ლოყები და აწყლიანებული თვალები არ დაენახა.
ანდრიას გაეცინა და უცბად მოათავსა ელენი თავის კალთაში.
_აქამდე რატომ არ მითხარი?
_ახლა მივხვდი.-უთხრა ელენმა და გაბედა, რომ ისევ შეეხედა მისთვის თვალებში, მაგრამ მისდა გასაკვირად ანდრიას თვალები არ იყო მონაცრისფრო, ჩვეულებრივი, მწვანე ფერი ჰქონდა.
_არ გეწყინა?
_რა უნდა მეწყინოს? ის რომ იმ უშველებელ სასახლეს შენ სახლად თვლი და თანაც გენატრება? ეს მეწყინოს?
ელენი გაშტერდა.
_მეც მომენატრა პატარა ქალბატონო, ამიტომ წავიდეთ სახლში, დავისვენოთ და ძალებს რომ აღვიდგენთ, ისევ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მოგზაურობას.
ელენი მოეხვია და მისი სურნელით აივსო ფილტვები. ახლა უკვე სახლში გრძნობდა თავს.
-იმდენი ფოტოები და ნახატები მოვაგროვეთ და ისე მიხარია ეს ყველაფერი. არ მჯერა რომ მე ვნახე ამდენი რამ..
_უფრო ბევრს ნახავ. ვნახავთ.-დაამატა და მის თმაში ჩარგო თავი.
_მეორე დღესვე დაბრუნდნენ უკან. ელენმა მიწაზე რომ დადგა ფეხი სიხარულისგან საით გაქცეულიყო ვერ იგებდა. ამიტომ ისევ ანდრიას კისერს ჩამოეკონწიალა და ისიც დაუზარელად აბზრიალებდა და კოცნიდა ელენს, მაგრამ მთელი სამი თვე მაინც აფიქრებდა ის, რომ მისი თვალებიდან, არასდროს არ ქრებოდა სევდა. სულ, ყოველ გამოხედვაში ეტყობოდა, რომ სადღაც ღრმად გადანახულ ტკივილს ატარებდა.
პირველი დღე სასახლის დალაგებასა და ჩანთების ამოლაგებას მოანდომეს. მეორე დღეს კი ტრადიცია გაიხსენეს და ყავის ფინჯნებით ხელში გარეთ გავიდნენ. სურათების თვალიერებაში ბევრი დრო გავიდა. ელენი სიამოვნებით უყურებდა მათში ასახულ თავისი კანის ფერის ცვლიებას.
_არ მიყვარს შემოდგომა.- თქვა ელენმა როდესაც მწავანე ხეზე შეპარული სიყვითლეები შენიშნა.
_კვდომი დრო.-დაასრულა ელენის სათქმელი ანდრიამ. _არც მე მიყვარს, შემოდგომის ბოლო. თავიდან ლამაზია. წაგიყვან ერთ ადგილას და შენც შეგიყვარდება.
_ანდრია, რაც დავბრუნდით.. არ შეგიმოწმებია იქაურობა? იქნებ გაიქცნენ?
ანდრიას გაეღიმა.
_არა ელენ, ჩემი მობილური შემატყობინებდა ამას.
_ჩვენ ხომ საზღვრებს ვკვეთავდით? იქნება ამ დროს?
_ელენ, იქიდან გაქცევა შეუძლებელია გესმიის? დაივიწყე მისი არსებობა. ვერსდროს ვერ შეძლებს იქიდან თავის დაღწევას.
ელენმა თავი ჩახარა. მაინც არ ასვენებდა რაღაც.
_რა ხდება ელენ? რაღაც არ ვიცი?
_როცა თვითმფრინავში მეძინა და შენ ცოტახნით მომშორდი, მე სიზმარი ვნახე. არ მინდა ამის მოყოლა, მაგრამ ეს არ იყო წარსული. შეიძლება ქვეცნობიერად ვნერვიულობდი და ამიტომ ვნახე, მაგრამ, წინათგრძნობა.. რაღაც ცუდი მოხდება. წინათგრძნობა არ მატყუებს ხოლმე.
ანდრია წამოდგა და ელენის წინ ჩაიმუხლა.
_რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფრისგან დაგიცავ. ხომ გჯერა ჩემი?
ელენმა თავი დაუქნია.
_ხოდა, სანერვიულოც არ გაქვს.
შუბლზე აკოცა და უცბად მოიგდო გოგო ზურგზე. წამში გაჩნდა სასახლის სახურავზე და ელენი ფრთხილად დასვა.
ელენი ხედით ტკბებოდა და ბიჭის მკერდს ეკვროდა, მაგრამ მაინც სჯეროდა თავისი წინათგრძნობის.
სამი დღის შემდეგ, ანდრიას მოუსვენრობა დაეტყო. ელენი ხვდებოდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ ბიჭი არ იწყებდა მოყოლას. ბოლოს ვეღარც ელენმა გაძლო და თვითონ დაიწყო:
_ანდრია ამოღერღე ბოლოსდაბოლოს რა არ გასვენებს?
ანდრია გაოცებული მიაჩერდა ჰოლში მოულოდნელად შემოსულ ელენს.
_არაფერი, უბრალოდ ჯდომა მომბეზრდა და დავდივარ. რა მოხდა?
_ანდრია, ხომ იცი რომ ამით ყველაზე მეტად მატკენ.
ანდრიამ ამოიოხრა და ბოლოს ჩამოჯდა.
_დაჯექი, ვილაპარაკოთ ელენ.
_გისმენ.
_ჩემი შემქმნელი დამიკავშირდა, მითხრა რომ დახმარება სჭირდება ერთ საქმეში. იქ ვერ წაგიყვან, მაგრამ შენი მარტო დატოვებაც არ მინდა.
_რატომ არ გინდა? სიზმრების თუ გეშინია არ იდარდო, გავუმკლავდები.
_არა, მხოლოდ ეს არაა. ვფიქრობ, რომ ვიღაც ცდილობს სასახლემდე მოაღწიოს. სუნი ავიღე, ახლომახლო დაძრწის. ადამიანია, მაგრამ რა უნდა არ ვიცი.
ელენი არ ელოდა ამას. უნებურად აუცახცახდა სხეული. ამაზე ანდრიას რეაქცია რომ შეამჩნია თავი გაიმხნევა და ლაპარაკი განაგრძო:
_არა, ნუ იფიქრებ რომ არ უნდა გეთქვა. ჩვენ ხომ გვაქვს ოთახი, რომელშიც დაცული ვიქნები. თუ რამე მოხდება იქ შევალ.
_არ მინდა რომ გეშინოდეს, არ მინდა ნერვიულობდე. მარტო არ იქნები, ჯერ კიდევ მყავს მეგობრები, რომლებსაც ვენდობი, მათ დავტოვებ აქ. იმორიგევებენ როგორც დაცვა. არ შემიძლია ლის უარი ვუთხრა დახმარებაზე.
_ისინი..-ელენი შეყოყმანდა._ადამიანები არიან?
_კი ელენ.-გაეღიმა ანდრიას._მე მათ ვენდობი, ესეიგი შენც უნდა ენდო.
_რატომ არ მოდიან შენთან ხშირად?
_იმიტომ რომ შორს ვარ, თანაც არც ისე ადვილია ჩემნაირთან ხშირი ურთიერთობა..
_არ მეტყვი რაში უნდა დაეხმარო მას? ეს თუ ისევ იმ მკვლელობებს ეხება...-ელენი მთელი სხეულით დაიჭიმა.
_არა, სხვა საქმეა. არავის მოკვლას არ ვაპირებთ. არც არავინ აპირებს ჩვენს მოკვლას. მოკლედ მშვიდობიანი საქმეა, არ გაქვს სანერვიულო ამ მხრივ.
_კარგი, მაშინ აღარც მე მაქვს სანერვიულო და აღარც შენ. ხომ ასეა?
ანდრიას გაეცინა. ელენი მთელი ძალით ცდილობდა მოეშორებინა ანდრიასთვის ეს მოუსვენრობა.
_რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები რატომაც მივდივარ. ახლა უბრალოდ, ფიქრიც კი აღარ მინდა ხომ გესმის?
_მესმის ძვირფასო. -უთხრა ელენმა დამთვბარი და დამშვიდებული ხმით და ბიჭს მოეხვია, რომელსაც ელენის სიტყვებზე თვალები გაულურჯდა. მის შეხებაზე კი ვნებები აეშალა და საძინებლიკენ წავიდა.
_მოიცადე.-ელენი ბიჭს მოშორდა._როდის წახვალ?
_ხვალ დილით, მანამდე კი აღარ გვინდა ამაზე. უბრალოდ იყავი ჩემი.
ელენს მეტიც აღარ უნდოდა. მთელი ძალით აეკრო ბიჭის რბილ ტუჩებს.
ორივეს მაისური რომ გაუჩინარდა, ანდრია უცბად შეკრთა და ქალს ტუჩები მოაშორა.
_ელენ, გამაჩერე, მე ვერ შევძლებ.- უთხრა და ეშმაკურად გაიცინა.
ელენი უცბად ზემოდან მოექცა ბიჭს და გაეცინა მის რეაქციაზე.
_როდის ინადირე ბოლოს?
_მართალი ხარ, მეხუთე დღეა უკვე.
_მე კი არ ვაპირებ მშიერ მამაკაცს ჩავუვარდე ხელში. კაცები ყველაზე საშიშები ხართ ამ დროს.
_ქალები კი ყველაზე საშიშები ხართ ასეთ ფორმაში.-ჩაიცინა ანდრიამ და ელენის ნაზ კანს დააჩერდა. მანაც არ დააყოვნა და გონს მოსული ერთიანად აღაჟღაჟდა.
_ელენ შენი ლოყების სიწითლე არანაკლებ გამომწვევია.-ახითხითდა ანდრია.
_არამზადავ. -აჰყვა ელენიც და სწრაფად გაეხვა პლედში.
_არამზადას უყვარახარ ელენ. -უპასუხა სრული სერიოზულობით და ქალის თვალებს ჩააჩერდა, რომ არცერთი ემოცია არ გამოჰპარვოდა. მწვანე თვალები უცბად გალღვნენ და ჩამოდნენ, თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები და ცრემლები ერთად გაკრთნენ.
_ელენსაც უყვარხარ არამზადავ.
თქვა და ისევ მიეკრა ბიჭის ტუჩებს. ახლა კი არცერთისთვის აღარ არსებობდა საზღვრები.


------------
მაპატიეთ ამდენი რომ გალოდინეთ და თქვენ მაინც მელოდებით... გადაუკითხავად ვდებ და ამისთვისაც მაპატიეთ.. იმედია სულ არ დავკარგე წერის უნარი და რაღაც გამოვიდა) სიცხე მაქვს და მეჩვენება, რომ სიზმარში ვწერ ამ ყველაფერს :დდ ალბათ ერთი ორ თავში დაგემშვიდობებით ამ ისტორიით, თუ კიდევ შეგრჩათ წაკითხვის სურვილი))
თქვენი ...... <3



№1  offline წევრი Firefly

ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი dona gedi

S o f i a
ვაიმე დედიკო, რა წაკიხვის სურვილი თუ შეგვრჩა და რა ორ თავში გვემშვიდობები მკლაავ? :((

wink არ მოგწყინდათ? მე მგონია რომ ვწელავ.. არაა? love

♥მარიამი♥
ძალიან მიყვარს ეს ისტორიაა

მადლობა მარიამო love

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

რაოო? როდის გემშვიდობებითო? ჩემი მოკვლა გინდა? აუ არ დაამთავრო რა ამათი ბედნიერების ყურებით ვტკბები და მაცადე ცოტა გავიხარო wink

 


№4  offline წევრი tamtu

Male dagvemshvidobebiii? Me rom ar minda sheni istoriis gareshe ra vknaa???? Shevtanxmdet rom male axal istorias daickeb da im shemtxvevashi sheidzleba daasrulo es istoriaaa:))) ra gitxra choemo kargooo sakvareli xar dzalian. Me mikvarxar ukveee:)♡♥♡♥♡♥♡♥♡♡♡♡♥♥♥♥♥

 


№5  offline წევრი lany

ვერ გავიგე ამათ სექსი აქვთ თუ არაა?? wink აუუ ვგიჟდები, love არ დავინახო ის დამპალი მანიაკი მანდ თორე ტყავს გავაძრობ angry

აუ არ დაამთავრო მალე რააა ცოტა ისეთები შემატე, ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლა უფრო დაახლოება და კარგი გაგებით "შჩვევა" , რაღაც მომენტში ანდრიაც შეაჩვიე ცოტა "გააფუჭე", სითბოები რო აღარ გამოხატოს ძაან და ელენი პანიკაში ჩავარდეს ვაიმე ხო არ გადავუყვარდიო და მერე ეგ პრობლემა მოაგვარე wink wink lol

მეც საშინელი სიცხეები მქონდა გამოჯანმრთელდიი ((((((( love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent