შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობაში 3


15-12-2015, 10:58
ავტორი eleonor
ნანახია 1 597

-ირაკლის ასე რატომ მოექეცი?
-საიდან გაიგე?
-ცოტა ხნის წინ დამირეკა. ძალიან ნერვიულობდა, შენ კი ამ დროს თურმე ვიღაც ბიჭთან ერთად დასეირნობ ქალაქში
-შენ თვითონ რატომ მომექეცი ასე? რატომ მომატყუე?
-მინდოდა ერთმანეთი გენახათ. რა არის ამაში ცუდი?
-ჩემთვის სიმართლე უნდა გეთქვა
-ვერ ხვდები, რომ იმ ბიჭს უყვარხარ? ასე რატომ ექცევი?
-ვხვდები და ამიტომ არ მინდა ცრუ იმედები მივცე
-იცი რა? ხვალ ირაკლის დაურეკავ, ბოდიშს მოუხდი და შეხვდები გასაგებია შენთვის?
-ბოდიშის მოხდას მე თვითონაც ვაპირებდი. აი მეორეს კი, ნამდვილად ვერ დაგპირდები
თემომ მკლავში ხელი ჩამავლო და მრისხანებით სავსე თვალებით შემომხედა, რამაც ძალიან შემაშინა
-გამიშვი მტკივა
-ნამდვილი ცინიკოსი ხარ -ეს სიტყვები განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოთქვა და ხელი უხეშად მკრა
-ამას რატომ მეუბნები?
-იმიტომ, რომ სხვისი ტანჯვის ყურება სიამოვნებას განიჭებს. ირაკლის ვეღარ ვუკავშირდები, მეშინია შენს გამო თავს რაიმე არ დაუშავოს
-არავის ტანჯვა არ მანიჭებს სიამოვნებას. აი შენზე კი ამას ვერ ვიტყვი
-იცი ახლა რაში დავრწმუნდი? შენ სიყვარულს არ იმსახურებ ნია
-დიდი მადლობა გულახდილობისთვის. კიდევვ ხომ არაფერი გაქვს სათქმელი?
-მამაშენი გეძებდა
-საიდან გაიგო სახლში, რომ არ ვიყავი?
-ირაკლიმ დარეკა შენს მობილურზე ყურმილი კი მამაშენმა აიღო
-გასაგებია
-წადი და უთხარი, რომ დაბრუნდი. თავის ოთახში გელოდება. არ ინერვიულო დისკოტეკის შესახებ არაფერი მითქვამს
თავის გადასარჩენი ტყუილი უკვე მოფიქრებული მქონდა. ახლა მხოლოდ ის დამრჩენოდა, რომ დამაჯერებელი ვყოფილიყავი და სახეზე არაფერი შემტყობოდა. კარზე გაბედულად დავაკაკუნე, ცოტა ხნის შემდეგ კი ნაბიჯების ხმა გავიგონე. კარი მამამ გააღო, შევატყვე, რომ ძალიან გაბრაზებული სახე ჰქონდა
-ახლა მოხვედი?
-ნება მომეცი აგიხნა
-ყურადღებით გისმენ -მან კარი ფართოდ გააღო და ხელით მანიშნა ოთახში შევსულიყავუ
-გადავწყვიტე ცოტა ხნით გამესეირნა და დავიკაგე. თან სასტუმროს დასახელებაც არ ვიცოდი, რომ ვინმესთვის გზა მეკითხა, ამასობაში კი შემომაღამდა
-გასაგებია. ამჯერად გაპატიებ, მაგრამ ეს მეტად აღარ განმეორდეს. დედაშენი ისე განერვიულდა პოლიციაში დარეკვაც კი სცადა, მაგრამ თემომ გააჩერა. დაამშვიდა, ნიამ მეგობრის მობილურიდან დამირეკა და მალე დაბრუნდებაო
-ჰო მართლა დედა სადაა?
-აბაზანაშია შესული. წადი დაიძინე უკვე გვიანია
-კარგი. ღამე მშვიდობისა მამა
ჩემს ნომერში რომ შევედი ცხელი შხაპი მივიღე, ჩემი საყვარელი ლურჯი პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. წვიმას ჯერ კიდევ არ გადაეღო. მე კი ვერა და ვერ შევძელი დაძინება. მთელი ღამე ვწრიალებდი. ბოლოს ჩემს განთქმულ ხერხს მივმართე, რომელიც ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ამართლებდა. ჩანთიდან პლეერი ამოვიღე, ჩემთვის ყველაზე საყვარელ მელოდიაზე გადავრთე და კვლავ დავწექი. ამან ამჯერადაც გაამართლა და ტკბილად ჩამეძინა. რომ გავიღვიძე უკვე თერთმეტი საათი იყო. ფეხზე ადგომა არც მიფიქრია, ჩემი ლეპტოპი ამოვიღე და ფილმი ჩავრთე, მაგრამ არ დამაინტერესა და მალევე გამოვრთე. შემდეგ ფოსტა შევამოწმე, მაგრამ არც იქ იყო რაიმე ახალი. ახლაღა გამახსენდა, რომ ირაკლისთან მქონდა დასარეკი და მაშინვე მობილურს გადავწვდი, რომელიც ჩემი საწოლის გვერდით პატარა კარადაზე იდო.
ყურმილს დიდხანს არავინ იღებდა. მეორედაც დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. ახლა ამომიტივტივდა გონებაში თემოს სიტყვები, რომ ირაკლის გუშინაც ვერ უკავშირდებოდა და ძალიან შემეშინდა. გადავწყვიტე მესამედაც დამერეკა. ამჯერად ტელეფონში ირაკლის ხმა გავიგონე, რამაც ძალიან დამამშვიდა.
-ნია? რა სიურპრიზია როგორ ხარ?
-გუშინდელის გამო მინდა ბოდიში მოგიხადო, უბრალოდ თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი და იძულებული გავხდი, შენს გაუფრთხილებლად წამოვსულიყავი
-გუშინდელის გამო? რას გულისხმობ?
-შენ რა აღარ გახსოვს?
-რა უნდა მახსოვდეს?
-კარგი რამდენი დალიე?
-აღარ მახსოვს. არც ის ვიცი სახლში ვინ მომიყვანა. გუშინ მე და შენ ერთად ვიყავით?
-ჰო, მაგრამ თუ არ გახსოვს ლაპარაკის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს
-მოიცა არ გათიშო
-რა მოხდა?
-შენი ნახვა მინდა. გთხოვ უარი არ მითხრა კარგი? დღეს საღამოს სანაპიროს კაფეში შევხვდეთ, შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს
-არამგონია ეს კარგი აზრი იყოს, თან საღამოს სხვა გეგმები მაქვს
-კარგი შუადღეს იყოს რას იტყვი?
-რატომ გინდა ჩემი ნახვა?
-უბრალოდ დამთახმდი კარგი?
-კარგი თანახმა ვარ. რომელ საათზე მოვიდე?
-ორის ნახევარზე გაწყობს?
-სრულიად
-ძალიან კარგი. დაგელოდები ნია გკოცნი
-შეხვედრამდე
ტელეფონი რომ გავთიშე ავდექი, შხაპი მივიღე და თავი მოვიწესრიგე. შემდეგ ჩემი ზღვის ჩანთა ავიღე და საჭირო ნივთები ჩავალაგე. ბოლოს კარადიდან ჩემი საყვარელი საცურაო კოსტიუმი გამოვიღე და კაბის შიგნით ჩავიცვი. ჩემი წასვლის შესახებ არავისთვს არაფერი მითქვამს, რადგან მარტო მინდოდა ყოფნა. პლაჟზე უამრავი ხალხი იყო და საშინლად ცხელოდა. ბევრი აღარ მიფიქრია, ჩემი ტანსაცმელი იქვე დავაწყვე და ზღვაში შევცურე. თანდათან უფრო და უფრო ღრმად გავდიოდი. ზღვის აქაფებულ ტალღებში ცურვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. შემდეგ მის სიღრმეში ჩავყვინთე, რამდენიმე ნიჟარა ამოვიტანე და ნაპირზე დავბრუნდი. ირგვლივ მომივიხედე. ჩემი ტანსაცმელი აღარსად ჩანდა. პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა მექნა. არც მობილური მქონდა, რომ ვინესთვის დამერეკა და რაც მთავარია წარმოდგენაც არ მქონდა ეს ვის უნდა გაეკეთებინა. ისღა დამრჩენოდა ვინმესთვის ტანსაცმელი ჩუმად მომეპარა და სახლში ასე წავსულიყავი. სხვა გამოსავალი არ მქონდა. იმ დროს ყველა ნაპირზე იყო, ერთი ბიჭის გარდა. მეც დრო ვიხელთე და მის ჯინსს და მაისურს დავავლე ხელი, სწრაფად ჩავიცვი და იქაურობას გავეცალე. შორიდან მისი ხმა გავიგონე, ვიცოდი რომ მე მეძახდა, ამიტომ ფეხს ავუჩქარე. მაგრამ იგი მაინც დამეწია, მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ შემაბრუნდა. მაშინვე დავმშვიდდი როცა მისი სახე დავინახე. ეს რატი იყო, ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი.
-ნია?
-მაპატიე არ ვიცოდი, რომ ეს შენი ტანსაცმელი იყო. ბოდიში -თავი მორცხვად დავხარე
-როდიდან იპარავ ბიჭების ტანსაცმელს? -დამცინა
-გრძელი ამბავია, უნდა დამეხმარო
-რა მოხდა?
-ტანსაცმელი მომპარეს
-შენც? -სახიდან ღიმილი არ შორდებოდა
-კარგი რა ახლა ხუმრობის დრო არა მაქვს დამეხმარები?
-რა შემიძლია გავაკეთო? -გულზე ხელები დაიკრიფა
-აქ დარჩი. მე სასტუმროში წავალ, გამოვიცვლი და თხუთმეტ წუთში შენს ტანსაცმელს უკან დაგუბრუნებ
-კარგი ჯერ მაინც არ ვაპირებდი წასვლას
-გმადლობ გადამარჩინე . . .
-სახლში ბიკინით წასვლას -დაასრულა ჩემი ფრაზა
-ჰო -გავუღიმე
-კარგი მე აქ დაგელოდები
-კიდევ ერთხელ გმადლობ. გპირდები მალე დავბრუნდები
-არაფრის ნია
სასტუმროდე სირბილით მივედი. გზაში კინაღამ მანქანამ გამიტანა და თითქოს ეს არ კმაროდაო შესასვლელში თემოს შევეჩეხე
-ეს რა გაცვია? -სიცილი აუტყდა
-მერე აგიხსნი გამატარე
-მოიცა, მოიცა ვინ გათხოვა ეს ტანსაცმელი?
-შენ რაიცი, რომ ვიღაცამ მათხოვა?
-არა საიდან უნდა ვიცოდე, უბრალოდ . . .
-შენ მომპარე ტანსაცმელი არა?
-უარყოფას აზრი არა აქვს. ჰო მე მოგპარე
-ხუთი წლის ბავშვივით იქცევი -წარბები შევკარი
-ახლა არ მითხრა, რომ ეს არ დაგიმსახურებია
-შენთან კამათის დრო არ მაქვს. გამატარე მეჩქარება
-გუშინდელის გამო ბოდიშს გიხდი, ზედმეტი მომივიდა
-ნუ ღელავ. შენგან ასეთ მოპყრობას უკვე შეჩვეული ვარ, ამიტომ სანერვიულო არაფერია
მისი პასუხისთვის არ დამიცდია, ჩემს ნომერში ავედი, გამოვიცვალე და რატის ტანსაცმელი პარკში ჩავალაგე. პლიაჟზე, რომ მივედი მაშინვე მას დავუწყე ძებნა. უეცრად ვიღაც ზურგიდან მომეპარა და თვალებზე ხელი ამაფარა.
-ვინ ვარ
-წარმოდგენა არ მაქვს
-მინიშნებას მოგცემ, რამდენიმე წუთის წინ ტანსაცმელი მომპარე ეს, რომ თქვა ხელები ძირს ჩამოწია, თავისკენ მიმაბრუნა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა. ძალიან სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, მისი მწვანე თვალები კი, მზის შუქზე განსაკუთრებით ბრწყინავდა
-ხომ არ დავიგვიანე -ვკითხე რათა ეს უხერხულობა დამეფარა
-არა პირიქით, იმაზე ადრე მოხვედი ვიდრე მეგონა -ამ სიტყვებით მან გულზე ხელი დამადო და ისევ თვალებში ჩამაშტერდა. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მისი მზერა ჩემს სახეს არ შორდებოდა ხელი კი კვლავ ჩემს გულზე ედო. არც მე შემეძლო განძრევა, თითქოს იმ ადგილს ლურსმნებით ვიყავი მიჭედებული. ბოლოს როგორც იქნა ხელი ძირს ჩამოიღო.
-ირბინე?
-ჰო ცოტა
-ჩემი ტანსაცმელი ძალიან მოგიხდა
-მე ასე არ ვფიქრობ -ჩამეცინა
-მე კი ვფიქრობ. სიამოვნებით დაგიტოვებდი, მაგრამ არ მინდა მთელი ქალაქი ამ საცურაო კოსტიუმით შემოვიარო
-საინტერესო სანახავი იქნებოდი
-შენ ეგრე გგონია -ამყვა ხუმრობაში
-ნამდვილად
-არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-რომელი საათია?
-რაიმე გეგმები გაქვს?
-ჰო მეგობარს უნდა შევხვდე სანაპიროს კაფეში. საათი თან გაქვს?
-საათი არა, მაგრამ მობილური ადგილზეა -რატიმ ტრლეფონის ეკრანს დახედა
-რა დროს უნდა იყო იქ?
-ორის ნახევარზე
-ნუ ღელავ არ გაგვიანდება ჯერ პირველი საათია. თუ გინდა მე მიგაცილებ
-არა გმადლობ. არ მინდა შეგაწუხო
-შენი მეგობარი ბიჭია არა?
-საიდან მიხვდი?
-ამიტომაც მითხარი უარი იმაზე, რომ მიმეცილებინე ასე არ არის? გოგოები ბიჭს მიცილებაზე უარს არ ეუბნებიან, პირიქით ეს სიამოვებთ კიდეც თუ საქმე ამაში არ არის რა თქმა უნდა
-სხვებისგან ძალიან გამოირჩევი. კარგი გნებდები, მართლაც რომ შესანიშნავი ლოგიკა გაქვს
-პირველი არ ხარ ვინც ამას მეუბნება -მან ისევ დაჟინებით დამიწყო თვალებში ყურება
-გთხოვ ასე ნუ მიყურებ -ვთქვი და სახეზე ხელები ავიფარე
რატიმ სახიდან ხელები ნაზად ჩამომაღებინა და გამიღიმა.
-როგორ ასე?
-მშვენივრად იცი რასაც ვამბობ
-კარგი მაპატიე თუ გაწყენინე
-არა არ მწყენია, უბრალოდ როცა ასე მიყურებ თავს უხერხულად ვგრძნობ
-ნუთუ? -სახიდა ღიმილი არ შორდებოდა
-კარგი ნუ დამცინი
-არ დაგცინი ნია -ჩემი სახელი განსაკუთრებით ლამაზად წარმოთქვა
-კარგი მგონი ჩემი წასვლის დროა
-შენი ჩაცმულობიდან გამომდინარე, თუ ვიმსჯელებთ ის ბიჭი არ გაინტერესებს -რატიმ კიდევ ერთხელ შემათვალიერა და თავის ნათქვამი დაადასტურა -ჰო მართლაც ასეა, საერთოდ არ გაინტერესებს – სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება აღებეჭდა
-მაპატიე?!
-ჩვეულებრივ გოგოები განსაკუთრებულად ემზადებიან, როცა მათთვის ეს შეხვედრა რამეს ნიშნავს. ხომ ხვდები რასაც ვამბობ?
-ვხვდები და მინდა გითხრა, რომ მართალი ხარ -გავუღიმე
-დღეს საღამოს შემხვდები? -მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა
-ვფიქრობ უარს ვერ გეტყვი. სადმე გასვლა და გართობა მართლა ძალიან მჭირდება
-ჰოდა ძალიან კარგი. დღეს ოთხ საათზე სანაპიროზე დაგელოდები
-კარგი ეგ დრო მეც მაწყობს. აბა საღამომდე
-საღამომდე
ირაკლისთან ლაპარაკის სურვილი ახლა ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ რადგან დავპირდი ვალდებული ვიყავი დანაპირები შემესრულებინა. დათქმულ ადგილას რომ მივედი ირაკლი უკვე იქ დამხვდა. აივანთან მდგარ მაგიდას მიჯდომოდა და მელდებოდა. როგორც კი დამინახა ფეხზე წამოდგა და გამიღიმა.
-ხომ არ დავაგვიანე?
-სულ ოდნავ -მან სკამი გამოსწია და ხელით მანიშნა ზედ დავმჯდარიყავი
-აბა რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?
-შენდამი ჩემი გრძნობების შესახებ უკვე იცი, ასე არაა?
-განაგრძე
-მე მინდა გთხოვო რომ შანსი მომცე. უბრალოდ ვსინჯოთ კარგი? დასაწყისისთვის ეგვიპტის ორი საგზური მაქვს, რომელიც რაღაც სპორტულ შეჯიბრში მოვიგე გასულ კვირას. მინდა იქ შენთან ერთად წავიდე თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგი არ იქნები. აბა რას იტყვი?
დიდხანს ვფიქრობდი თუ რა მეთქვა მისთვის. რა თქმა უნდა უარის სათქმელად ვემზადებოდი, მაგრამ მინდოდა ეს ისე გამეკეთებინა, რომ მას გული არ სტკენოდა. ბოლოს როგორც იქნა სათქმელს თავი მოვუყარე, ირაკლის ხელს ჩემი ხელი დავადე და თვალებში ჩავხედე
-შენ იცი რომ ძალიან მიყვარხარ. რა თქმა უნდა როგორც მეგობარი. ამიტომ არ მინდა, რომ გული გატკინო გესმის? საკმარისად კარგი ხარ იმისთვის, რომ მოგატყუო და ცრუ იმედები მოგცე. შეიძლება ადრე ამაზე დაგთანხმებოდი, მაგრამ არა ახლა
-ვინმე გყავს? -თვალები მრისხანებით აენთო
-მთლად ასეც არ ვიტყოდი
-აბა როგორ იტყოდი?
-უბრალოდ ამაზ ნუღარ ვილაპარაკებთ კაგი? მე და შენ მხოლოდ მეგობრობა შეგვიძლია სხვა რამეს კი ჩემგან ნუ მოელი
-როგორ არ გესმის, რომ მე მხოლოდ შენთან მეგობრობა არ მაკმაყოფილებს? ნია მე შენ ძალიან მიყვახარ. ნუთუ არ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც შანსი მომცე?
-გთხოვ დავასრულოთ ამაზე საუბარი კარგი?
მან ჩემს ხელს თავისი ხელი მოუჭირა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ვინ არის?
-რას გულისხმობ?
-უკვე მივხვდი, რომ ვიღაც გყავს. მითხარი ვინ არის
-შენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს -ხელის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ მან კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა
-მითხარი ეს უნდა ვიცოდე
-გამიშვი მტკივა
-მაპატიე . . . არ მეტყვი?
-არამგონია ეს კარგი აზრი იყოს
-ვითომ რატომ?
-იმიტომ, რომ მე თვითონაც რამდენიმე კვირაა ვიცნობ
-გასაგებია. ალბათ მე უკვე შენს ცხოვრებაში ზედმეტი ვარ არა?
-ასე ნუ ლაპარაკობ, შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ
-ჰო რა თქმა უნდა. მე მხოლოდ მეგობარი ვარ, მხოლოდ მეგობარი -ირაკლიმ ზღვას გახედა და რამდენიმე წუთი ერთ წერტლს უყურებდა, შემდეგ სკამიდან წამოდგა, უკნიდან მომიახლობდა დაიხარა და ლოყაზე მაკოცა
-მშვიდობით ნია. მე გადავწყვიტე სამუდამოდ გავქრე შენი ცხოვრებიდან
-ირაკლი მოიცა -ხმამაღლა დავუძახე, მაგრამ ჩემს სიტყვებს იგი არ შეუჩერებია . . .
თავი დამნაშავედ ვიგრძენი. გული ძალიან მეტკინა, რომ ასე ვაწყენინე, მაგრამ არც ტყუილის თქმა შემეძლო. საათს დავხედე ოთხის ნახევარი იყო. ახლა გამახსენდა რომ ოთხ საათზე რატის უნდა შევხვედროდი სანაპიროზე. ამის გახსენებამ კარგ ხასიათზე დამაყენა. ერთი სული მქონდა მას კიდევ ერთხელ როდის ვნახავდი. სკამიდან ნელა წამოვდექი დ სანაპიროსკენ გავემართე, თან განუწყვეტლივ რატიზე ვფიქრობდი. მასში იყო რაღაც განსაკუთრებული რაც სხვებისგან გამოარჩევდა და განსაკუთრებულს ხდიდა, მაგრამ არ ვიცოდი თუ რა იყო ეს. ერთი რამ კი აშკარა იყო-მან ჩემი ყურადღება მიიქცია, რასაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მომწონდა მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ღიმილი და რაც მთავარია მასთან დროის გატარება. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიგე როდის აღმოვჩნდი სანაპიროზე. იქაურობას თვალი მოვავლე და ნაპირთან მჯდომი რატი დავინახე. თეთრი უმკლავო მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, ხოლო თავზე კი ნარინჯისფერი კეპი ეხურა. უკნიდან მივუახლოვდი, ჩავიმუხლე და თვალებზე ხელი ავაფარე, როგორც თვითონ მოიქცა ცოტა ხნის წინ. რატი ჩემს შეხებაზე შეკრთა და ჩემი ხელების სინჯვა დაიწყო, შემდეგ კი ხელზე ხელი ნაზად გადამისვა და ძირს ჩამომაღებინა.
-დაბრუნდი?
-დიდხანს ხომ არ გალოდინე?
-არა პირიქით ადრე მოხვედი რაც გოგოები ოთხმოცდაათ პროცენტს არ ახასიათებს. ისინი ჩვეულებრივ დაგვიანებს არჩვენ ხოლმე
-როგორც ჩანს მე იმ ათ პროცენტს მივეკუთნები, რომელიც დაგვიანებას ვერ იტანს
-შენში ბევრი რამაა, რაც სხვა გოგონებისგან გამოგარჩევს და ეს ძალიან მომწონს
-შენზე მეც ასეთი წარმოდგენა მაქვს
-მართლა? -ჩემს სიტყვებზე სახე გაუნათდა, შემდეგ კი როგორც ჩვეოდა გამიღიმა და ლოყაზე ხელი ნაზად ჩამომისვა
-ჰო მართლა -ღიმილზე ღიმილითვე ვუპასუხე
-ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ
-კარგი, ვაპირებთ სადმე წასვლას? -თემა შევცვალე
-რა თქმა უნდა, ეს სულ გადამავიწყდა -რატი ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა და წამოდგომაში დამეხმარა
-და სად მივდივართ?
-ეგ საიდუმლოა, მაგრამ მალე გაიგებ -ამ სიტყვებით მან ჯიბიდან სახვევი ამოიღო და თვალებზე გამიკეთა
-თვალის ახვევა აუცილებელია?
-რა მოხდა ხომ არ გეშინია?
-არამგონია
-ხოდა ძალიან კარგი წავედით?
-წავედით. მე მზად ვარ
რატი ჩემს უკან დადგა. ერთი ხელით მკლავი დამიჭირა, მეორე კი წელზე მომხვია და პირდაპირ წამიყავანა. თავი თითქმის ჩემს მხარზე ჰქონდა ჩამოდებული და ყურში მისი გახშირებული სუნთქვა ჩამესმოდა, ეს კი ძალიან სასიამოვნო იყო. ხუთი წუთის განმავლობაში ასე ვიარეთ, შემდეგ კი რატიმ რაღაც კიბეზე ამიყვანა და ერთ ადგილას დამაყენა.
-კიდევ ბევრი დარჩა?
-ცოტა ხნით მოითმინე ლამაზო და ყველაფერს მალე მიხვდები -ვიგრძენი, რომ წელზე ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ისე მოვიქეცი, თითქოს მისი ეს ჟესტი ვერ შევამჩნიე. ცოტა ხანში ადგილი სადაც მე ვიდექი შეინძრა და უკან გადამაქანა, მაგრამ რატიმ უფრო ძლიერად ჩამავლო ხელი და დამიჭირა.
-სად ვართ? -გაოცებულმა წამოვიძახე
-ამას ახლავე გაიებ -თქვა და თვალებიდან სახვევი მომხსნა
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონა, როცა აღმოვაჩინე, რომ უკიდეგანო ზღვაში იახტით მივიკვლევდი გზას. ისეთი მშვენიერი სანახაობა იყო, რომ სანახაობა იყო აღფრთოვანება ვერ დავმალე და გაოცების შეძახილი აღმომხდა.
-რატი, ეს . . . ეს არაჩვეულებრივია
-ვიცი. მინდოდა შენთვის რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა და ძალიან მიხარია თუ მოგეწონა -ხელი ისევ ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, მაგრამ ეს ამ დროს ყველაზე ნაკლებად მაწუხებდა
-ეს იახტა შენია?
-ბიძაჩემისაა. ერთი დღით მათხოვა და გადავწყვიტე შენც თან წამომეყვანე. აბა, არ მაკოცებ?
ამ სიტყვების გაგონებაზე ტანში გამცრა, რატის ხელი უხეშად მოვიშორე და მისკენ გაბრაზებული სახით შევტრიალდი
-კარგი რა დაგემართა? როგორც მეგობარმა მგობარს. მგონი ცუდი არაფერი მითქვამს
-მაპატიე უცებ სულ სხვა რამ ვიფიქრე
-ვიცი რაც იფიქრე და მეც მაპატიე ცუდად გამომივიდა
-კაეგი არაუშავს დაივიწყე -ვთქვი და რატის თხოვნა შევასრულე
-მოდი ზემოთ ავიდეთ, ზღვა იქედან უფრო ლამაზად ჩანს
-კარგი წამოდი
ზემოდან მართლაც უფრო ლამაზი სანაობა იყო, ვიდრე ქვემოდან. უკვე ზღვის ცხოველებსაც ვხედავდი და მათი თვალიერებით ვტკბებოდი. მზეც ზომიერად აცხუნებდა, რაც ძალიან სასიამოვნოს ხდიდა ამ დღეს. ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ ამ ყველაფერს რატი აგვირგვინებდა. ერთად არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით, ზღვის ცხოველების სახეობების გამოცნობაში ერთმანეთს ვეჯიბრებოდით და ბადით სხვადასხვა სახეობის თევზებს ვიჭერდით. რატი თითოეულ თევზს თითო სურვილს უთქვამდა და ისევ წყალში აბრუნებდა, რაზეც ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით ამის გაკეთება მეც მომიწია. შემდეგ გადავწყვიტეთ ჩვენი სურვილები ხმამაღლა გვეთქვა. რატიმ კიდევ ერთი თევზი დაიჭირა და მე გამომიწოდა.
-აბა მიდი უთხარი შენი სურვილი
-კარგი რა სიგიჟეა -ხმამაღლა გავიცინე
-მიდი, თორემ აქამდე მოკვდება და ვერაფერს ვეღარ შეგისრულებს
-კარგი კარგი. აბა თევზო მე მინდა, რომ რატის გაშვებულ თევზებს ამნეზია დაემართოთ და ვეღარაფერი ვერ შეუსრულონ -ვთქვი და თევზი წყალში კმაყოფილი სახით გადავუშვი
-ეს რა გააკეთე? -სიცილით მომმართა რატიმ -იცი რა სურვილები მქონდა მოფიქრებული?
-მაინც რა? -დავინტერესდი
-რა მნიშვნელობა აქვს, შენს გამო არცერთი აღარ შემისრულდება -კვლავ განაგრძობდა ხუმრობას
-კარგი ნუ მეტყვი. დაწმუნებული ვარ უაზრო და მოსაწყენი სურვილები იქნებოდა
-რას იტყვი ხომ არ გვებანავა? -საუბრის თემა შეცვალა
-იცი? არაჩვეულებრივი აზრია, მე თანახმა ვარ
-ძალიან კარგი -თქვა და ტანსაცმლის გახდას შეუდგა
მეც უცებ გავიძრე ჩემი შორტი და მაისური და წყალში რატიზე ადრე გადავეშვი. ნელ-ნელა ქვემოთ და ქვემოთ მივიწევდი, წყლის ფსკერზე ვეშვებოდი და უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი. სუნთქვის შეკავება კარგახანს შემეძლო, ამიტომ თამამად შევუდექი ზღვაში მოცურავე თევზების დათვალიერებას. როცა ამ ყველაფერს მოვრჩი და ჰაერის მარაგიც ამომეწურა წყლის ზედაპირისკენ ავიღე გეზი. თავი რომ ამოვყავი რატის ყვირილი გავიგონე, ჩემს სახელს იძახდა და აქეთ-იქით იყურებოდა.
-რატი აქ ვარ -დავუძახე და ხელი დავუქნიე
-როგორ შემაშინე სად იყავი? -მკითხა როგორც კი ჩემთან მოცურა
-ნუ ღელავ ცურვა კარგად ვიცი არაფერი მემუქრება -დავამშვიდე. თან მესიამოვნა რომ ჩემს გამო ასე ინერვიულა, ფაქტიურად სახეზე ფერი აღარ ედო
-ასე აღარასდროს მოიქცე, კინაღამ გული გამისკდა
-კარგი სანერვიულო არაფერია, ხომ ხედავ აქ ვარ
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. რატი კვლავ თვალებში მიყურებდა და სახიდან სერიოზული გამომეტყველება არ შორდებოდა.
-რა მოხდა? ვკითხე რათა ეს უხერხულობა განმემუხტა
-არა არაფერი
-დავიღალე, მოდი იახტაზე დავბრუნდეთ
-კარგი შენ წადი, მე ცოტა ხნით კიდევ ვიცურავებ, პირსახოცები ქვედა სართულზეა
ქვედა სართულზე პატარა ოთახის კარი ფრთხილად შევაღე. იქ ათასგვარი სხვადასხვა ნივთი ეყარა და საშინელი არეულობა იყო. პირსახოცები იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე ლამაზად დაკეცილი ელაგა. ერთ-ერთი მათგანი ავიღე. ჯერ თმა შევიმშრალე, შემდეგ ტანი, ბოლოს კი ჩემი ტანსაცმელი მოვძებნე და ჩაცმას შევუდექი. მალე რატიც ამოვიდა წყლიდან. ამ დროს მე ზედა სართულზე ვიჯექი და ზღვას გავყურებდი.
-მოგწონს? მკითხა უეცრად და გვერდით მომიჯდა
-ძალიან, მართლაც რომ ზღაპრული სანახაობაა
-გეტყობა ზღვა ძალიან გიყვარს
-ჰო ასეა. ხშირად, როცა ხალხი მიილევა ზღვის ნაპირას მარტო ვზივარ, ტალღებს ვუყურებ და ათასგვარ საკითხზე ვფიქრობ. ეს ძალიან მამშვიდებს
რატის ჩემს ნათქვამზე გაეცინა, რაც ცოტა არ იყოს მეწყინა.
-რატომ დამცინი?
-არ დაგცინი. უბრალოდ ჩემი თავი მაგახსენდა. ასე მეც საკმაოდ ხშირად ვიქცები
-მართლა?
-მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ფიქრი, ღვის ტალღების ხმა კი ამ ყველაფერს უფრო სასიამოვნოს ხდის
-როგორც ვხედავ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ
-შეიძლება ასეც ითქვას -ჩაეღიმა
-გარეგნულად ასეთი არ ჩანხარ
-გარეგნობა ხშირად გვატყუებს. ეს ყველაფერი ადამიანის შინაგგან სამყაროს განეკითნება, რასაც ბუნებრივია ყველა ვერ ამჩნევს. შინაგანი სამყაროს ამოცნობა უბრალოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ერკვევი ადამიანის ხასიათსა და ჩვევებში. ჩვენ კი ახლა ვიწყებთ ერთმნეთი გაცნობას
-გინდა მითხრა, რომ შენში მალე უამრავ კარგ თვისებას აღმოვაჩენ?
-შეიძლება ასეც მოხდეს. გააჩნია შენთვის რა არის კარგი და რა ცუდი
-მაშინ ასე გკითხავ, კიდევ რა არ ვიცი შენს შესახებ?
-კიდევ ის, რომ შენი თვალები ძალიან მომწონს
-გმადლობ მაგრამ ეგ არ მიგულისხმია
-ვიცი რაც იგულისხმე და გპირდები თანდათანობით ყველაფერს გაიგებ ჩემს შესახებ. ერთი კითხვა უნდა დაგისვა, მაგრამ ცუდად არ გამიგო კარგი?
-კარგი მკითხე
-შეყვარებული არ გყავს?
ამ კითხვამ ძალიან გამაკვირვა და ცოტა არ იყოს გამანაწყენა კიდეც, მაგრამ ვეცადე, ბრაზი მომეთოკა და პასუხი მშვიდად გამეცა
-არა არ მყავს რატომ მეკითხები?
-ძალიან კარგი -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც ხმამაღლა გამოუვიდა და თითოეული სიტყვა გარკვევით გავიგონე
-რა არის აქ კარგი?
-არა არაფერი. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ეს კარგია იმსითვის ვისაც შენ მოსწონხარ და შენთან ყოფნა უნდა მეთქი
-და შენ -ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე
-რა მე?
-იმ კითხვას გიბრუნებ, რაც ცოტა ხნის წინ შენ დამისვი
-მყავდა. უკვე მესამე კვირაა, რაც ერთმანეთს დავშორდით. უფრო სწორად მე დავშორდი
-რა მიზეზით?
-მიზეზი ის იყო, რომ ერთგულება არ შეეძლო. ყველა მეუბნებოდა რომ სხვა ბიჭებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არავისი არ მჯეროდა სანამ მე თვითონ არ წავისწარი ფაქტზე. ერთ დღეს შეხვედრა დავუნიშნე, როცა პარკში ვიჯექით უკნიდან ვიღაც ბიჭი მოგვიახლოვდა, მაისურში ხელი ჩამავლო, ფეხზე წამომაგდო და მკითხა ჩემს შეყვარებულთან რა გესაქმებაო. ჩემთვის მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა. ის ბიჭი მაგრად ვცემე, ანის კი იმ დღესვე დავშორდი და მის მერე აღარ მინახავს. ვერ გეტყვი, რომ ეს ძალიან განვიცადე. უფრო იმაზე ვნერვიულობდი, რომ მოტყუებული დავრჩი და გამაბრიყვეს. ალბათ იგი საკმარისად არ მიყვარდა. ეს უბრალოდ წუთიერი გატაცება იყო და მეტი არაფერი.
-თუ არ გიყვარდა მასთან ურთიერთობას რატომ აგრძელებდი?
-არც კი ვიცი. რატომღაც მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა აეწყობოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მასთან ყოფნა არ მომწონდა და ამასთანავე არც საიმისო მიზეზი მქონია, რომ მიმეტოვებინა. ერთადერთ დიდ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ ანის ბრმად ვენდობოდი და არავისი და არაფრი მჯეროდა
-ხანდახან ისინიც გვღალატობენ, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელი. რას იზამ ასეთია ცხოვრება და ამას უნდა შეეგუო
-გულგატეხილი ადამიანივით ლაპარაკობ
-ჰოო?
-ალბათ შენც გაწყენინეს არა?
-არა ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა
რატიმ ჰორიონტს გახედა და უკიდეგანო ზღვას მიაშტერდა, შემდეგ კი თავი ჩემკენ მოაბრუნა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
-არ მატყუებ?
-რატომ უნდა მოგატყუო?
-უბრალოდ გადავამოწმე. მინდა ჩემთან გულწრფელი იყო
-ასეცაა
-მე პირადად შენთან ძალიან გახსნილი ვარ. ყველანაირ თემაზე უპრობლემოდ გესაუბრები და მინდა, რომ შენც ასე იყო
-ამას ვაფასებ, მართლა
-ძალიან კარგი. ესეიგი სიყვარულში მარცხი მართლა არ განგიცდია
-ჰო ასეა, რადგან შეყვარებული არასოდეს მყოლია
ჩემს ნათქვამზე რატის თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებული სახით შემომხედა.
-არასოდეს?
-არასოდეს -დავადასტურე ჩემი სიტყვები
-მაგრამ ეგ როგორ? ნუთუ შენნაირ გოგოს თაყვანისმცემლები თავზე არ ახვევია
-საქმეც მაგაშია, რომ ასეა. სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი ძალიან მაღიზიანებს. მირჩევნია ჩემში სხვა რამ დაინახონ და არა გარეგნული სილამაზე
-აბა რა გინდა, რომ დაინახონ?
-უფრო სხვა რამ. ამას შენ ვერ გაიგებ
-ვფიქრობ მშვენივრად ვხვდები რისი თქმაც გინდა. შენ გაკომპლექსებს შენი თვალში საცემი სილამაზე და გინდა ხალხს შენი ხასიათისა და ჩვევების გამო უყვარდე. ასევე გინდა დიდი და ნამდვილი სიყვარული იპოვო არა?
-მგონია, რომ ჩემი მეორე მე მელაპარაკება. საიდან იცი ეს ყველაფერი?
-ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ არის. მეც ვვოცნებობ საყვარელი ადამიანის პოვნაზე. ხშირად ვფიქრობ, თუ როგორ გამოიყურება იგი ან ახლა რას აკეთებს
-საინტერესოა. მე ამაზე არასოდეს მიფიქრია
-მოდი წარმოვიდგენ, რომ ეს ადამიანი შენ ხარ
-მე? -გაკვირვებულმა წამოვიძახე
-ჰო, რატომაც არა. მე შენ ყველაფერს შეგისრულებდი რასაც კი მთხოვდი და სამუდამოდ შენი ერთგული ვიქნებოდი. შემდეგ ვიქორწინებდით. ჩემი ცოლი ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მეყვარებოდა. მე მას მოვუვლიდი, ის კი მე. აი ასეთი წარმომიდგენია ეს ყველაფერი. სრული ჰარმონია და დიდი სიყვარულით სავსე წყვილი, რომლებიც ბედნიერებას ასხივებენ და ამ ბედნიერებას საკუთარ შვილებს უზიარებენ
-ვაუ -აღმომხდა გაოცებულს. რაც მოვისმინე იმით ძალიან ვიყავი მოხიბული და ჯერაც ვერ მივდიოდი გონს
-რა მოხდა?
-არ მეგონა, თუ შენი ასაკის ბიჭს ასეთ რამეებზე შეეძლო ფიქრი და ოცნება
-შენ თვითონ მითხარი, რომ მე სხვებისგან განვსხვავდები ასე არ არის?
-და არც შევმცდარვარ როცა ეს ვთქვი
პასუხად მან მომხიბვლელად გამიღიმა და კვლავ ზღვას გახედა.
-მგონი წასვლის დროა, სახლში მელოდებიან -თავი გვერძე შევაბრუნე ისე, რომ მისი სახისთვის აღარ შემეხედა, რადგანაც ეს ჩემზე უკვე ძალიან მოქმედებდა
-ჰო თან ღამდება და წვიმის საშიშროებაა. წავალ ძრავას ჩავრთავ -ფეხზე წამოდგა
იახტა სადგომზე გაჩერდა . . . რატიმ სასტუმროდმდე მიმაცილა . . .
-დღევანდელი დღე არაჩვეულებრივარ გავატარე -თქვა უეცრად
-ისევე როგორც მე
-კიდევ შევხვდებით არა?
-თავისთავად -ნაზად გავუღიმე
-ჩემი წასვლის დროა, შეხვედრამდე ნია -დამშვიდობებისას იგი ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ კი გაბრუნდა და უკანმოუხედავად წავიდა
კიბეზე ნელი ნაბიჯებით ავედი. ჯერ კიდევ ვერ გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს. რატომ მიძნელდებოდა ყოველთვის რატისთან განშორება ან ყოველთვის რატომ მივიჩქაროდი მასთან შესახვედრად. ამ ფიქრებში გართულმა ჩემი ოთახის კარი გავაღე, შიგნით შევედი და ლოგინზე წამოვგორდი. კედელს უაზროდ ვუყურებდი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი განუწყვეტლივ და შეუჩერებლად. ჩემს თავში ათასგვარი ფიქრები ტრიალებდა. ერთი რამ კი დაზუსტებით ვიცოდი, იგი სხვებს არ გავდა და სწორედ ამიტომ მიიქცია ჩემი ყურადღება. მასში იყო რაღაც იდუმალი, განსაკუთრებული და გამოუცნობი. დღევანდელი დღე მართლაც არაჩვეულებრივი იყო ჩემთვის და ჩემს სახეზეც ნათლად იკითხებოდა. ეს არც ჩემს მომაბეზრებელ ბიძაშვილს დარჩენია შეუმჩნეველი, რომელიც ჩემს ოთახში დაუკაკუნებლად შემოიჭრა და სავარძელში არხეინად მოკალათდა.
-აბა სად იყავი დღეს? ძალიან გახარებული ჩანხარ
-სანაპიროზე ვსეირნობდი რატომ მეკითხები?
-სანაპიროზე მე ვსეირნობდი და არა შენ. ახლა სიმართლე მითხარი
-თემო ძალიან დავიღალე, მარტო დამტოვე თუ შეიძლება
-დღეს ირაკლის შეხვდი? -ჩემი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია
-კი შევხვდი და ცოტა ხნით ვილაპარაკეთ
-რაზე ილაპარაკეთ?
-არ ჯობია თავად მას ჰკითხო?
-მინდა ეს ყველაფერი შენგან გავიგო
-ისეთი არაფერი, უბრალოდ ეგვიპტის ორი საგზური აქვს და უნდოდა მეც თან წავეყვანე
-და შენ რა თქმა უნდა უარი უთხარი არა?
-ჰო ასეა და შენთან ამ თემაზე კამათს არ ვაპირებ. ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეხება დ შენ მასში არ უნდა ერეოდე გასაგებია? ახლა კი მარტო დამტოვე ძალიან დავიღალე და უნდა დავისვენო
-კარგი წავალ -თემომ მომაკვდინებელი მზრა მესროლა და გასავლელი კარი გაიჯახუნა
ოთახში ისევ მარტო დავრჩი. გადავწყვიტე შხაპი მიმეღო. აბაზანაში ცივი წყალი მოვუშვი და თავი შევუშვირე. შხაპის მიღებამ ცოტა არ იყოს მომთენთა და ლოგინში შევძვერი. დიდხანს ვიწრიალე, მაგრამ არა და არ ჩამეძინა. რა აღარ ვცადე, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. მხოლოდ დილით მოვახერხე დაძინება. რომ გავიღვიძე შუადღის სამი საათი იყო. გუშინდელის მერე არაფერი მეჭამა, ამიტომ პირდაპირ სასადილოში ჩავედი. ჩემ გარდა იქ არავინ იყო. ალბათ უკვე ყველამ ისაუზმა -გავიფიქრე გონებაში და დახლთან მივედი.
ჭამას მალევე მოვრჩი, ერთი ჭიქა ყავა დავლიე, რათა გამოვფხიზლებულიყავი, შემდეგ კი გადავწყვიტე დედა და მამა მენახა.
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. ოთახიდან მამას ხმა მომესმა
-მობრძანდით
სახელური თამამად ჩამოვწიე და ოთახში შევედი.
-დაჯექი ნია -მკაცრად მომმართა მამამ
-დედა სადაა? -სკამზე ფრთხილად ჩამოვჯექი
-საყიდლებზე წავიდა. შენთან სალაპარაკო მაქვს
-რაზე?
-შენს უწესო საქციელზე
-რას გულისხმობ მამა?
-იმას, რომ ორი დღის გაცნობილ ბიჭს ხარ აკიდებული და მთელი დღე მასთან ერთად დასეირნობ
-საიდან მოიტანე? თემომ გითხრა არა?
-თემო არაფერ შუაშია. დღეს დილით იყო მოსული და შენი მოსაცმელი მოიტანა, რომელიც თურმე მასთან დაგრჩენია. ალბათ პირადად უნდოდა გადმოეცა, მაგრამ მე წამოვიღე. შევატყვე, რომ ეს ძალიან არ ესიამოვნა მაგრამ მაინც დამემორჩილა
-მამა ყველაფერს აგიხსნი
-ჰოდა გისმენ
-მას უკვე დიდი ხანია ვიცნობ. აქ ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით
-საინტერესოა საიდან? ადრე არასოდეს მინახავს
-მატარებელში გავიცანი, როცა თბილისში მოვდიოდი
-ის ბიჭია, ვისაც შენი ჩემოდანი მოჰქონდა?
-ჰო ისაა
-მაინც არ მომწონს, რომ მასთან გვაქვს ურთიერთობა. ეგეთებს კარად ვიცნობ და არამგონია შენ რამეში გამოგადგეს
-მამა ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, სანერვიულო არაფერია
-იმედია ასეა და ცუდს არაფერს აკეთებ
-ცუდს რას უნდა ვაკეთებდე?
-არ ვიცი შენს ასაკში გოგონები თავიანთ ნაბიჯებს არ უფიქრდებიან. არ მინდა შეცდომა დაუშვა
-ნუ ღელავ მამა. მსგავსი რამ გამორიცხულია
-კარგი შენს ოთახში წადი და მოემზადე. დედა რომ მოვა სანაპიროზე გავდივართ იახტით უნდა გავისეირნოთ. ვიცი ეს ადრე არასოდეს გაგიკეთებია მერწმუნე ძალიან მოგეწონება -მამას ნათქვამზე ეშმაკურად ჩავიცინე და ოთახიდან გავედი
გუშინდელი დღე გამახსენდა და სახეზე ღიმილი გადამეფინა. კარადიდან ის გამოვიღე, რაც პირველად მომყვა ხელში და უღიმღამოდ გადავიცვი. მოულოდნელად ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ეკრანს, რომ დავხედე ნომერი ვერ ვიცანი, მაგრამ ყურმილი მაინც ავიღე.



№1 სტუმარი Nino

Ra sasiamovno iyo zalian gulshi mosaxvedri

 


№2 სტუმარი თია

რატომღაც მომწონს იმედია კარგი კულმინაცია იქნება და ძალიან დავინტერესდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent