შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 15 თავი

15-12-2015, 13:45
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 570

ორსულად ვარ,ორსულად ვარ,მიგუგუნებს ყურები,აზრზე ვერ მოვდივარ,გაოგნებული და თავზარდაცემული ვუყურებ ექიმს,რომელიც მელაპარაკება,მე კი მისი არც ერთი სიტყვის არ მესმის.ყურები დახშული მაქვს და მხოლოდ პირის მოძრაობაზე ვიგებ რასაც ექიმი მეუბნება.ორსულობა,ნაყოფი 3კვირისაა,მდგომარეობა ნორმალურია,თავს უნდა გავუფრთხილდე...
-გოგონა-მაფხიზლებს ექიმის ხმა,თვალებს ვაფხულებ და თავს ვაქნევ.
-დიახ,გისმენ ექიმო.
-გილოცავთ,შეგიძლიათ მამიკო გაახაროთ-მიღიმის ექიმი და მარტო მტოვებს,მამიკო გავახაროთ,მამიკო...
მამა...გეგა...
გეგას გახსენებაზე სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის,გული სიამაყით და ბედნიერებით მევსება.მუცელზე ხელს ვიდებ და ვეფერები,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გავთბი,მუცელი გამითბა.ჩემს სხეულში ჩემი ნაწილია,ჩემი და გეგას ნაწილი...სულ ერთი ციდა,თითქმის წერტილი,მაგრამ ის ჩვენი შვილია,ჩვენი ბედნიერება,ორივე ხელს სახეზე ვიფარებ და ტირილი მივარდება.მხრები მიცახცახებს და სუნთქვა მეკვრის.მე შვილი მეყოლება,შვილი მეყოლება,დედა გავხდები.ღმერთო,მე ხომ ჯერ 20 წლის ვარ,არც ოჯახი მაქვს და ამ ბავშვს რა უნდა მივცე?მე ამას შევძლებ,მე ეს გამომივა,მე შენ გაგაჩენ,გაგზრდი თუნდაც მარტოს,მე ვიქნები შენთვის ყველაფერი.მართალია მე და მამაშენს ერთად ყოფნა არ გვიწერია,მაგრამ შენ მაინც იქნები ჩემთან,შენ მაინც გამახსენებ მის თავს,შენ იქნები მისი საჩუქარი.მუცელს ფრთხილად ვეფერები და ტირილით ვესაუბრები.
-დე,ვიცი მამაშენს შენი არსებობა გაახარებს,ვიცი დე,მე მჯერა მისი...ის შეიცვალა დეე..ვიცი ეს,მისი თვალები არასდროს ტყუიან დეე...რას იტყვი ვუთხრათ?ვუთხრათ დეეე?ვერ დავუმალავ შენს თავს დე,უფლება აქვს იცოდეს.-ჩემს თავში დარწმუნებული,ვდგები და კაბინეტს ვტოვებ,ურყევი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული გეგას უნდა ვუთხრა!უნდა იცოდეს!ვერასდროს ვუგებდი იმ ქალებს, რომლებიც შვილების არსებობას უმალავდა მამებს.ისიც ისეთივე პასუხისმგებელია შვილზე,როგორც მე!მერე რა თუ ეს ბავშვი,არასასურველ გარემოში,შეუმდგარ ურთიერთობაში დაიბადება და არასდროს ეყოლება ოჯახი?ასეთ სიძლიერეს არასდროს ვგრძნობდი,ყოველთვის ვთამაშობდი,რომ ძლიერი ვიყავი,მაგრამ გეგა მაინც მიხვდა,რომ სუსტი ვიყავი,ის საღამო მახსენდება,ნიკოლს რომ დავემშვიდობე და სადარბაზოში მტირალს გეგა,"ღამის ქურუმი" დამადგა თავზე,რა სუსტი ყოფილხარო რომ მითხრა,ამ მოგონებაზე უაზროდ მეღიმება და მანქანაში ვჯდები.მართალია მე მაშინ სუსტი ვიყავი,მაშინაც როდესაც "ღამის ქურუმთან" ვიყავი,მაშინაც როცა გეგას ვეცეკვებოდი ბარში,ხიდზეც სუსტი ვიყავი,მაგრამ ახლა ძლიერი ვარ,შენ გამაძლიერე დე,მარცხენა ხელს მუცელზე ვიდებ და ვეფერები.საჭეს აკანკალებული ხელებით ძლივს ვიმორჩილებ,როდესაც გეგას ზარი ფიქსირდება ტელეფონზე.სპიკერს ვრთავ და ვპასუხობ:
-გისმენ გეგა
-სარა,სად წახვედი?რატომ გამეპარე-მესმის გეგას აღელვებული ხმა და გულში სითბო მეპარება.
-მიზეზი მქონდა გეგა.
-ვიცი სარა,ვიცი და გთხოვ უფლება მომეცი აგიხსნა,არასწორად გაიგე სარა..
-აარ აქვს აზრი ახლა მაგაზე ლაპარაკს გეგა.
-აქვს სარა,აქვს,ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია-თითქმის ყვირის გეგა და ჩუმდება-ვერ გადავიტან შენს სიძულვილს სარა..
-არ მძულხარ გეგა.
-გთხოვ,დავილაპარაკოთ სარა.ყველაფერს გეტყვი,ოღონდ ნუ დამემალები...
-არც ვაპირებ,მითუმეტეს ახლა...-ძლივს ვიკავებ თავს,რომ ამწამს არ გავუმხილო ყველაფერი-მეც მაქვს შენთან საქმე,რაღაც უნდა გითხრა.
-კარგი სარა,გზაში ვარ,ნახევარ საათში სახლში ვიქნები.
-კარგი-ვეუბნები და ღიმილი გულს მითბობს-თავს გაუფრთხილდი გეგა,სწრაფად არ იარო-ჩემდაუნებურად ვამბობ და ისევ მუცელს ვეფერები,ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდები მამიკო.
-სარა..-რაღაცნაირი დამფრთხალი,სითბოთი სავსე ამბობს გეგა და ბედნიერებისგან არ ვიცი რა ვქნა.
******
სახლში შესულს მისაღებში სოფია მხვდება,გაბრწყინებული სახით შემომცქერის და მეხვევა,მეც ვეხვევი,მის მიმართ არ შემიძლია გულცივი ვიყო,ყველაფრის მიუხედავად,ის მამაჩემის ცოლია,გეგას დედა და ჩემი შვილის ბებიაა,ნეტავ იცოდეს,არა რა სისულელეა,ვერც სოფია და ვერც მამაჩემი ვერასდროს გაიგებენ სიმართლეს ამ ბავშვზე.სოფია ხელს მკიდებს და დივანზე მსვავს,მერე ღრმად სუნთქავს და თვალებს ხუჭავს-რაღაც უნდა გითხრა სარა-თვალებს ახელს და ისეთი გაბრწყინებული შემომყურებს,გული ცუდს მიგრძნობს.გაკვირვებულს მეღიმება და ველოდები რას მეტყვის.
-ორსულად ვარ სარა-ერთი ამოსუნთქვით მაყრის და პასუხის მოლოდინში შეწუხებული სახით მიყურებს.თითქოს ცივი წყალი გადამასხეს,მთელს ტანზე საშინელი ეკლები მაყრის,გაოგნებული და სასოწარკვეთილი ვუყურებ,მაგრამ სოფიას კი არა...გეგას,რომელიც შემოსასვლელში დგას და გაფითრებული ხან მე შემომცქერის,ხან სოფიას.მწარედ მეღიმება,დამცინის ცხოვრება,სასტიკად დამცინის,ისეთ ტკივილს ვგრძნობ გულში,ლამის მომკლას,მანადგურებს ეს ტკივილი,თავს ვხრი და ვყუჩდები.რა უნდა ვუთხრა,ვუყვირო?რა უფლებით?ვიტირო?რას შევცვლი?არ შეიძლება ახლა ჩემთვის ზედმეტი ემოციები,თავი ხელში აიყვანე სარა,ბავშვის გამო.უაზროდ ვწევ თავს და გეგას ვუყურებ,მოტეხილი და სასოწარკვეთილი მეჩვენება,თვალები ჩამქრალი აქვს და ისეთი უსუსური ჩანს ამ წამს,გული მიკვდება.მხრები დანებებულივით ჩამოუყრია და მე მიყურებს,გული უარესად მეწურება,გადაწყდა გეგა ჩვენი ბედი.აქ მორჩა ყველაფერი.აქამდეც კი ვიცოდით,რომ ერთად ვერ ვიქნებოდით,მაგრამ ახლა შენს შვილზეც ვერასდროს გაიგებ გეგა.თვალებში ცრემლები მიდგება,მტკივა,სული და გული მტკივა,სხეული მეძაბება და ვგრძნობ კუნთები,როგორ მეჭიმება.
-სარა-გაუბედავად იწყებს სოფია,თავს ვწევ და ვუყურებ,შეშინებული და დამფრთხალი მიყურებს სოფია და ვხვდები ჩემგან განაჩენს ელოდება.
-გილოცავ სოფია-საშინლად მიჭირს ამის თქმა,მაგრამ ვხვდები,რომ სხვა ვერაფერს შევძლებ,მე არ მაქვს უფლებ მას რამე მოვთხოვო,ან ვუსაყვედურო.მას ოჯახი ჰყავს,ქმარი და ახლა შვილს გაუჩენს,მის შვილს ოჯახი ეყოლება,მშობლები,მე კი ვერაფერს შევცვლი,ვერ ვიქნები ეგოისტი,ვერ დავუშვებ,რომ ჩემს გამო ეს ბავშვი დაზარალდეს,ბოლოს და ბოლოს ის ჩემი და, ან ძმა იქნება.საცოდავად ვუღიმი სოფიას და მოწყვეტილი ვდგები დივნიდან,კიბეებზე ძლივს მივათრევ სხეულს და ჩემს ოთახში ვიკეტები.აკანკალებული შევდივარ აბაზანაში,წყალს ვუშვებ და ბოლო ხმაზე ვბღავი.ტკივილი შინაგანად მანადგურებ,საშინლად ვგრძნობ თავს,კედელს ვეყუდები და პირზე ხელს ვიფარებ რომ ხმამაღლა აღარ ვიტირო,გული საშინლად მიცემს,ვგრძნობ ვენები მებერება,მუცელში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ და იატაკზე ვსრიალდები.არა,არა ოღონდ ეს არა,დაწყნარდი სარა,დამშვიდდი,ამით ბავშვს ავნებ.ორივე ხელს მუცელზე ვიჭერ და ვცდილობ,ნერვებს აღარ ავყვე.ღრმად ვსუნთქავ და ნელ-ნელა ვმშვიდდები.მორჩა სარა,გეყოფა,შენ შვილზე იფიქრე,მისი არსებობა ახლა შენზეა დამოკიდებული.სხეულს ძლივს ვიმორჩილებ,რომ ავდგე.წყალს სახეზე ვისხავ,ორივე ხელით ნიჟარას ვეყრდნობი და ჩემს თავს ვუყურებ სარკეში.უნდა წახვიდე სარა,უნდა წახვიდე.ზედმეტი ხარ!
***********
ორივე ხელები თავზე მაქვს შემოჭერილი და ვცდილობ დავმშვიდდე,ეს აუტანელი ტკივილი მკლაავს.სარა,ჩემი სარა,ჩემი გოგო დავკარგე,მორჩა,ჩვენ დავმარცხდით...როგორ მიხაროდა მასთან შეხვედრა,როგორ იმედიანად ვიყავი,როცა სარამ მითხრა საქმე მაქვს შენთანო,დარწმუნებული ვარ ვუყვარვარ,დარწმუნებული ვარ მაპატია.შეუძლებელია არ გაეგო ჩემი,შეუძლებელია ვერ ეგრძნო ჩემი ტკივილი და სიყვარული,შეუძლებელია ჩემს მოქმედებებში,ჩემს კოცნაში სითბო ვერ დაენახა.სარა ხომ ასეთი მგრძნობიარეა,ასეთი სუსტია.როგორ მინდა ხელი მოვხვიო და მასთან ერთად გადავიკარგო თბილისიდან,სამუდამოდ მოვწყდე ამ გარემოს,რომელიც ორივეს გვანადგურბს,ვიცი მასაც უნდა ეს,ვიცი ვჭირდები.მისი ჩახუტება მახსენდება,იმ საღამოს ბუხართან და ტანზე ცეცხლი მეკიდება,მე სარა მავსებს.სწორედ ისაა ვისაც მეორე ნახევარს ეძახიან,მის გაცნობამდე მე საერთოდ არ მჯეროდა მსგავსი სისულელეების,არც სიყვარულის მწამდა და არც იმაზე ვფიქრობდი სიყვარულს რამდენი ტანჯვის და ტკივილის მოტანა თუ შეეძლო.
როცა სარასთან ვარ მგონია სამყარო ჩემია,თავისუფლად შემიძლია მის მკერდზე ჩახუტებულმა შევწყვიტო სუნთქვა,თუ კი მას ჰაერი არ ეყოფა,შემიძლია დავუთმო ჩემი გული თუ კი დასჭირდება...
მიჭირს გრძნობებზე ლაპარაკი,არასდროს ვყოფილვარ დიდი მოლაპარაკე,ყოველთვის გულში ვიკლავდი ჩემს ტკივილს,სიხარულს და მწუხარებას.დედაჩემმა მამაჩემის ძმაკაცთან, რომ დაიწყო ურთიერთობა მაშინაც კი საშინლად ვიყავი,მაგრამ არც ეს ტკივილი მინახებია ვინმესთვის,გულგრილობით და ცინიზმით ვცდილობდი ყველაფრის დამალვას.მაგრამ სარასთან რაღაც მემართება,სარასთან ვიცვლები.მხოლოდ მან მოახერხა ჩემში მივიწყებული სითბოს გაღვიძება.პირველივე ნახვისას მივხვდი,რომ ის ყველასგან განსხვავებული იყო,არავის ჰგავდა,ყველასგან განსხვავებული იყო.ვხვდებოდი,რომ მასაც ტანჯავდა ტკივილი,მასაც უწევდა თამაში,ძლიერი გოგოს თამაში.ჩემს თავს არ ვუტყდები,თორემ მე სარა პირველივე ნახვისას შემიყვარდა,პირველ შეხებაზე ვიგრძენი,რომ ის ჩემი იყო.
ახლა კი ვდგავარ და სოფიას სიტყვები მკლავს.ორსულადაა!სარას ვუყურებ და ერთიანად კანკალი მიტანს,მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი,სულის ტკივილი ჩანს,გული მეწურება.ვხედავ როგორ ეღიმება მწარედ და მის თვალებში ვკითხულობ რომ მემშვიდობება.მისი მზერა მეუბნება,რომ მორჩა,რომ ყველა გზა მოჭრილია.თავი ასე უმწეოდ არასდროს მიგვრძნია.ორივე ხელს კეფაზე ვიჭერ და მინდა ტვინიდან ამოვიგდო ეს ტკივილი,მე ახლა სარას ტკივილი უფრო მჭამს,მისი თვალები არ მაძლევს მოსვენებას...
სამუდამოდ მორჩაო!
******
ტრაპიდან ჩამოვდივარ და ღრმად ვსუნთქავ,აუჩქარებლად მივდივარ მოსაცდელისკენ,არეულ ხალხს თვალს ვავლებ და მათში თვალებგაბრწყინებულ ნიკოლსა და მარიას ვხედავ,ორივე ხელებს მიქნევს და ჩემკენ მორბის.ჩანთებს ჩემოდანს ხელს ვუშვებ და მთლიანად აცახცახებული ვეხვევი ნიკოლს,მის თმებში სახეს ვრგავ და ჩემი ბავშვობის სურნელი თავბრუს მასხავს.დედიკო,მხოლოდ დედის მკერდზე ყოფილა შესაძლებელი გულის მოოხება.

№1  offline წევრი marisa

ვაიმე, რამდენი ვიტირე.. ეს ისტორიები ცხოვრებას მასწავლიან.. როგორ მიყვარს სარა და გეგა, ერთად და ცალცალკეც.. მეც სულ იმას ვამტკიცებ და მჯერა კიდეც, რომ ძლიერი ვარ love არ ვიცი, რა სიტყვებით შეგამკო :D არაჩვეულებრივად წერ

№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

marisa
ვაიმე, რამდენი ვიტირე.. ეს ისტორიები ცხოვრებას მასწავლიან.. როგორ მიყვარს სარა და გეგა, ერთად და ცალცალკეც.. მეც სულ იმას ვამტკიცებ და მჯერა კიდეც, რომ ძლიერი ვარ love არ ვიცი, რა სიტყვებით შეგამკო :D არაჩვეულებრივად წერ

ამაზე მეტი კომპლიმენტი რა უნდა მიმეღო,მადლობა.მიხარია ძალიან

№3 სტუმარი ucnobi

Me mainc vamtyuneb saras ar qonda ufleba gegastvis simartle daemala, am tavshi shemdzra orives tkivilma, gega shemecoda yvelafris imedi dakarga, saras bavshvi mainc eyoleba.

№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე როგორი საშინელებაა... რამხელა ტკივილს ვიღებ ამის კითხვისას და როგორ მეკუმშება გული.
ნამდვილად ასეთი ტკივილით სავსე, რომ არის როგორ ვერ ვიტან ამ ცხოვრებას. თუმცა ჩვენ მხოლოდ კარგი მომენტები უნდა დავაფასოთ და ამ კარგი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება. ყველაფერი უნდა სცოდნოდა გეგას და კიდევ უნდა გაქცეულიყვნენ ერთად, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ და მორჩა. ბედნიერი კანეც, მაგრამ სად არის ცხოვრებაში ასეთი დასასრულები. იშვიათად და მხოლოდ გულწრფელ სიყვარულს შეუძლია ეს გააკეთოს.
გეგას და სარას შორის, რომ ასეთი სიყვარულია დავანებული და ჩამოწოლილი, ვითარცა ნისლი ბარსა ზედა, ეს ნათელია. და გული მიკვდება რომ ასე იტანჯებიან. შენი ბრალია ლორე!
შენ მოიგონე ეს ღამის ქურუმი :დ ახლა იმის წარმოდგენაში ვარ გეგა, რომ არ ყოფილიყო ეს ღამის ქურუმი რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა ეს ყოველივე. რამდენი მცირე ცვლილებაც შეიძლება მოახდინო, მომავლის უამრავი სავარაუდო განვითარება გვექნება და ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ.
სარა... ბოლო თავი მაინც მომეწონა, ბუნებრივი იყო ეს ფაქტები და მაინც სხვაგვარი იყო.
ანუ ისე გიწერია, რომ ამის რეალურობაში ეჭვი არ შეგეპარება და არაფერია თითქოს გამოგონილი. ავტორიც სწორედ ასე უნდა წერდეს. უნდა გაჩვენოს, მოგატყუოს და დაგაჯეროს, რომ ვითომ ნამდვილად არსებობენ ან ის რომ თავის თავზე წერს.
შესანიშნავი და გულსაკლავია ლორე :((( love
მაგრამ როგორც ნამუშევარი, მიუხედავად ამ შეცდომებისა, რაც შორიდან მიმზერდნენ და თვალს მიკრავდნენ, მაინც შესანიშნავი იყო...

--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№5  offline წევრი Lana Tomlinson

რა ემოციური თავი იყო :ო ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე.იმედია სარას და გეგას ეშველებათ ;ო შენ ძალიან კარგი ხარ <3 მიყვარს შენი ისტორიები ^^

№6  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერკე

ამ თავში მართლაც შეცდომები მქონდა,მართალია,საშინლად ვღელავდი და მაგიტომ.ყველაფერს საკუთარ თავზე რომ გამოცდი ასე ხდება ხოლმე.ტყუილი აღარ გჭირდება.მე ვიცი რა გრძნობაა როცა შენში ახალი სიცოცხლეა..მადლობა ერკე

№7  offline წევრი მოლურჯო

ეს ისტორია მაბნევს ტკივილს მანიჭებს აღარანაირ სიხარულს
მტკივა როცა ვკითხულობ და არასდროს მინდა დამთავრდეს მინდა ტკივილი შეიცვალოს სიხარულით მაგრამ არ იცვლება
ლორელაი ბრავო ეს იყო სასწაული არც ერთ ისტორიაზე მე ამდენი არც მიტირია არც მინერვიულია ერთი სული მაქვს ხოლმე ვნახო რა ხდება
სასწაული ისტორიაა თავისი მტკივნეული შინაარსით
ყველა თავში რაღაც განსაკუთრებულია და მე ეს ძალიან მომწონს
--------------------
მარიამი

№8  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი - ♥♥♥
ეს ისტორია მაბნევს ტკივილს მანიჭებს აღარანაირ სიხარულს
მტკივა როცა ვკითხულობ და არასდროს მინდა დამთავრდეს მინდა ტკივილი შეიცვალოს სიხარულით მაგრამ არ იცვლება
ლორელაი ბრავო ეს იყო სასწაული არც ერთ ისტორიაზე მე ამდენი არც მიტირია არც მინერვიულია ერთი სული მაქვს ხოლმე ვნახო რა ხდება
სასწაული ისტორიაა თავისი მტკივნეული შინაარსით
ყველა თავში რაღაც განსაკუთრებულია და მე ეს ძალიან მომწონს

როგორ მიხარია ამის წაკითხვა,არ ის კი არა,რომ გტკივა,ის მიხარია ამხელა ემოციას რომ იღებს და არ გღლის,ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება და ეს ისტორიაც დასრულდება.მაგრამ ვიმედოვნებ,რომ კიდევ დიდხანს გემახსოვრებათ.

№9 სტუმარი ნინო კ.დ.

შეუდარებელი ხარ. აი არ ვიცი როგორ უნდა მიაქციო შეცდომებს ყურადღება როცა ესეთი სასწაული თავი იყო. ლორე ძალიან მაგარი გოგო ხარ.

№10 სტუმარი lizazu

gegastan da sarastan ertad ganvicdi ise wer. imedi maqvs rom bolos ertad iqnebian. dges dadeb meore istorias? isic momwons da moutmenlad veli axal tavs.

№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ნინო კ.დ.
შეუდარებელი ხარ. აი არ ვიცი როგორ უნდა მიაქციო შეცდომებს ყურადღება როცა ესეთი სასწაული თავი იყო. ლორე ძალიან მაგარი გოგო ხარ.

მკითხველი ყველაფერს აქცევს ყურადღებას,მათ შორის შეცდომებსაც.ასეც უნდა იყო,უნდა მიგვითითოთ,რომ მეორედ აღარ დავუშვათ შეცდომა.მეც მითქვამს შეცდომები იყომეთქი კომენტარებში.მადლობა ჩემო კარგო

№12  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ra magari iyo momewona dzalian yochaag mara shecodnen esenic magari gogo xar shen da exla cudi dasasrulebi ar gvindaa egeni unda darchnen ertad da arc muceli ar moeshalos saras♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

№13 სტუმარი lana

ამეტირა .არ ვიცი რა ვტქვა ძალიან კარგია მაგრამ გთხოვ ეს ტკივილი სიყვარულით შეცვალე love love

№14 სტუმარი black

Vaimee raambavia lore,es Ra xdeba male daalage aqauroba raaa...damgeuza dasvpicavarsmileimedia ertad darchebianlove

№15  offline ახალბედა მწერალი lullaby

აი რა ხდება.
მე ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ( დაწვრილებით პირადში გეტყვი )
მაგრამ ეს სოფია... გასაგებია, რომ ახალი ოჯახი შექმნა, მაგრამ შვილი? გეხვეწები რაა! საერთოდ თავში ჭკუა ააქვს? ამხელა შვილი ჰყავს, ამხელა ბიჭი, საერთოდ აზრად როგორ მოსდის, რომ დაფეხმძიმდეს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სარას და გეგას გულშემატკივარი ვარ. უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია, გყავდეს 25 წლის შვილი, თან ბიჭი, ზუსტად არ მახსოვს გეგას ასაკი, და შენ ამხელა ქალი ორსული დადიოდე. ფუფ!!!

სასწაული გოგო ხარ თათ... ჰყვები ისე, როგორ საჭიროა <3

№16  offline წევრი kaxelii

ლორელაი
ნინო კ.დ.
შეუდარებელი ხარ. აი არ ვიცი როგორ უნდა მიაქციო შეცდომებს ყურადღება როცა ესეთი სასწაული თავი იყო. ლორე ძალიან მაგარი გოგო ხარ.

მკითხველი ყველაფერს აქცევს ყურადღებას,მათ შორის შეცდომებსაც.ასეც უნდა იყო,უნდა მიგვითითოთ,რომ მეორედ აღარ დავუშვათ შეცდომა.მეც მითქვამს შეცდომები იყომეთქი კომენტარებში.მადლობა ჩემო კარგო

ვიცი ლორე ვიცი მაგრამ იმდენად კარგია სანამ ბოლოში გავალ მავიწყდება რა შეცდომები იყო და...

№17  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

buubbuuu)))
ღმერთო ძაან ცუდად ვარ . თითქოს მეც განვოცდი მათ ტკივილს ყველაზე განსხვავებული ისტორიაა და ამიტომაც ვკითხულობ . მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ჩემო კარგო ♥♥

ღმერთო ძაან ცუდად ვარ . თითქოს მეც განვოცდი მათ ტკივილს ყველაზე განსხვავებული ისტორიაა და ამიტომაც ვკითხულობ . მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ჩემო კარგო ♥♥

ძალინ დიდი მადლობა

№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ხო, ვიცი... ორჯერ გამოსცადე თან ეგ სიცოცხლე შენში. ბიჭებმა რა დავაშავეთ, რომ არ ვიცით რა გრძნობაა? wink wink wink
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ერკე
ხო, ვიცი... ორჯერ გამოსცადე თან ეგ სიცოცხლე შენში. ბიჭებმა რა დავაშავეთ, რომ არ ვიცით რა გრძნობაა? wink wink wink

რა გიყოთ დასჯერდით წაკითხულს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent