შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტა 6


15-12-2015, 16:10
ავტორი malena
ნანახია 7 887

სახლში აღარ შებრუნებულა ლევანი. ღერს ღერზე ეწეოდა და იმედოვნებდა, მისმა სიტყვებმა ოდნავი ზეგავლენა მაინც მოახდინა ქალზე. არ შეუწყვეტია ქალის თანაგრძნობა, მეტიც, წარმოდგენაზე, თუ რა შეიძლებოდა გადახდენოდა თავს, რამდენი საზიზღრობა შეეძლო ჩაედინა მის ყოფილ ქმარს, ბოღმა ახრჩობდა. სულაც არ თვლიდა მარტას სუსტ ქალად, პირიქით, მაგრამ გუმანით ხვდებოდა, ასეთი მიდგომა გამოაფხიზლებდა. ასე რომ, სულაც არ ნანობდა, საკუთარი პირით წარმოთქმულ დაუნდობელ, მაგრამ არა დაუფიქრებელ სიტყვებს.

- როგორ ხარ მარტა? რადგან დამირეკე, აღარ მებუტები, ჰო? - თეონას გახარებული ხმა გაიგო ტელეფონში და გაეღიმა მარტას. მიხვდა, არ იმჩნევდა, მაგრამ მისი სიჩუმით საკმაოზე მეტად იყო თეონა აღელვებული.
- არა. როდის ჩამოდიხართ? მოგვენატრეთ. - ცოტა წაიეშმაკა მარტამ. თან იცრუა და თან არა. მართლაც ენატრებოდა მეგობარი, თუმცა მისი ჩასვლა სულ სხვა მიზეზით უნდოდა. დავითმაც ახსენა რამდენჯერმე, რომ მშობლები ენატრებოდა. თუმცა, ჯერჯერობით მშვენივრად ძლებდა მათ გარეშე.
- ჩვენც მოგვენატრეთ. ბიჭები როგორ არიან?
- კარგად. სამივენი კარგად ვართ, როდის ჩამოხვალთ?
- წარმოდგენა არ გაქვს რა ამბები დამახვედრეს რესტორანში. - ისე დამაჯერებლად იცრუა თეონამ, ასე კარგად რომ არ ცნობოდა დაუჯერებდა.
- კარგი რაა... მანდ ყოველთვის ქაოსია თეო. ნუ მიყვებიზღაპრებს.
- მართალს გეუბნები, გეფიცები...
- ოჰ, წავედი, იმ ბავშვს უნდა მივხედო, დედამ რომ მიაგდო.
- დედიკოს სიხარული, როგორ მომენატრა! - შეეძლო დაეფიცებინა მარტას, რომ ერთადერთი დავითზე საუბრისას, ან უშუალოდ დავითთან ურთიერთობისას იყო მისი მეგობარი ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ნამდვილი. - მეორე ბავშვიც შენი მისახედია, რომ იცოდე მარტაააა... - სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა, თეონას უკვე გათიშული ჰქონდა.

იცოდა თეონას და ვატოს სიყვარულის ისტორია. ახსოვს როგორ გააოცა თეონას მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა. მაგრამ ამასთანავე, გარკვეულწილად აღაფრთოვანა კიდეც ცხრამეტი წლის გოგონას რისკიანობამ. მერე ვატო გაიცნო მიხვდა, მეგობრის ვერცერთ ქმედებას ჩათვლიდა გაუმართლებლად. ასეთი რამ არასდროს და არსად უნახავს. ამ წყვილის ერთად ხილვა ერთი სიამოვნება იყო მისთვის. კამათობდნენ, დასცინოდნენ ერთმანეთს, არცერთი იყო დამთმობი. ორივე საკმაოდ ეჭვიანი, ორივე მესაკუთრე, ორივე იუმორით გატენილი და თითოეული მათგანი სიგიჟემდე შეყვარებული მეორეზე. მათი სამყაროს ცენტრს კი დავითი წარმოადგენდა. ისინი ოჯახის იდეალს წარმოდგენდნენ მარტასთვის, რომელზე ოცნებაც კი არ დაუშვია არასდროს.
ისე დაათენდა თვალი არ მოუხუჭავს, სულ ლევანის სიტყვებზე ფიქრობდა. რაღაცაში ეთანხმებოდა, რაღაცაში - არა. არ იცოდა, ოთახიდან გამოსული როგორ უნდა შეხვედროდა კაცს, უფრო კი ის აფიქრებდა ის როგორ შეხვდებოდა. უტვინო ქალი არ იყო და ხვდებოდა, რაც იყო ღამით ლევანის გამოსვლის მთავარი მიზანი და რაღაცებში რომ აშკარად სწორი იყო კაცი, ამას დიდი იწილო-ბიწილო არ უნდოდა. იმასაც ხვდებოდა, ადრე თუ გვიან შეიტყუებდა დაგებულ მახეში, ქალური ამბებიც აუცილებლად იჩენდა თავს, მაგრამ რატომ უდგებოდა ამ საკითხს ასე? რატომ იყო ლევანი მონადირე, თავად ნადავლი, მისი სურვილები კი ქალური ამბები? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. თუმცა რატომ არა? რა, რა და მისი შიშის თაობაზე, ლევანის მიერ გამოთქმული მოსაზრება, ნამდვილად შეესაბამებოდა სიმართლეს. იმაში გასარკვევად კი რა სწორი იყო და რა არა, რა უნდოდა სინამდვილეში, მარტო ყოფნა სჭირდებოდა, აშარად უშლიდა ხელს ლევანის შორი-ახლოს ყოფნა.

სანამ ფიქრისგან გაუსკდებოდა თავი, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში ჩავიდა. ლევანთან შეხვედრას ვერ აცდებოდა, ოთახში უაზროდ ყურყუტს სჯობდა, საუზმეზე ეფიქრა. მალე დავითი გაიღვიძებდა და როგორც წესი, ნოყიერ საუზმეს მოითხოვდა. ცოტათი კიდევ უჭირდა სიარული, ფრთხილად ჩაიარა კიბე, ქვევით ჩასულმა კი აღმოაჩინა სახლის კარი ღია იყო, არასდროს ტოვებდნენ კარს ღიად. შეშფოთებული მივიდა კართან და გარეთ გაიხედა, იქ კი შეზლონგზე მძინარე ლევანი აღმოაჩინა. გვერდულად იწვა, თავი მკლავზე ედო, რომელიც მოეხარა და თვალებზე აეფარებინა, როგორც ჩანს მზემ შეაწუხა. ჯერ იფიქრა არ გავაღვიძებო, სამზარეულოსკენაც დაიძრა, მერე შეეცოდა, მზის გულზე დასატოვებლად და მისი შეფხიზლება გადაწყვიტა. გაუბედავად შეახო მხარზე ხელი და ოდნავ შეანჯღრია. ისე უცბად წამოჯდა ლევანი, შეშინებული მარტა უკან გახტა.
- ბოდიში რომ შეგაშინე, თავადაც არ ვიცი, ასეთი რეაქცია რატომ მქონდა. - ძილისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა ლევანმა და მარტა შეათვალიერა. გაახსენდა ღამით მომხდარი და ახლა ქალის სახეზე ეძებდა მისი განაჩენის საიმედო, ან უიმედო ნიშნებს.
მარტას კი არაფერი ეწერა სახეზე.
- წამოდი, ყავას გაგიკეთებ. - ეს უთხრა მხოლოდ და სამზარეულოსკენ დაიძრა.

კედელს მიყრდნობილი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ლევანი, მარტას მოძრაობებს ადევნებდა თვალს. სიგიჟემდე უნდოდა, გაეგო რა ხდებოდა მის ლამაზ თავში. მერე მაგიდისკენ გაექცა თვალი, უკვე სათვალავი აერია, იმდენჯერ დაუდგა თვალწინ მაშინდელი სანახაობა. არაერთხელ უნახავს საცურაო კოსტიუმით, მაგრამ მაშინ, მიუხედავად სისხლიანი მუხლისა, მაგიდაზე წამოსკუპებული, წელში გამართული მარტა, ერთი ხელით კაბა რომ მიეტენა ფეხებშუა, მეორეთი კი მაგიდას დაყრდნობოდა, ბევრად მიმზიდველი და სექსუალური იყო. ყოველგვარი მიზანმიმართული მცდელობების გარეშე იწვევდა ლევანში ვნებას. სწორედ იმ დღის შემდეგ იქცა, ეს კონკრეტული მაგიდა და მთლიანად სამზარეულო, განსაკუთრებულ ადგილად ლევანისთვის. უნდოდა თუ არა, ამ ოთახში შესვლისთანავე ზამბარასავით ეჭიმებოდა მთელი სხეული და მარტასთან სექსის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.
- წუხელ რაც მითხარი, იმაზე ბევრი ვიფიქრე. - მისკენ მიტრიალებულმა მარტამ დაინახა, როგორი ამღვრეული თვალებით დასცქეროდა მაგიდას ლევანი, მაშინდელი ინციდენტი გაახსენდა ქალს, ლევანის თვალებმა კი, რომლებიც უკვე მას ბურღავდნენ, დაუდასტურეს, რომ ისიც იმავეზე ფიქრობდა. ისე წამოახურა, მოუნდა, ლოყები ხელებით მოესინჯა, მართლა ცეცხლი ხომ არ მიკიდიაო.
- მერე? - კიდევ უფრო დაჟინებული მზერით მიუახლოვედა ლევანი ქალს და სულ აურია დავთრები.
ჩუმად იყო. ვერაფრით იგონებდა რის თქმას აპირებდა. ერთადერთი რაზეც ფიქრი შეეძლო, მის წინ ასვეტილი ლევანი იყო. გული გამალებით უცემდა და ცხოვრებაში პირველად უნდოდა, წინ მდგომი მამაკაცი შეხებოდა, ალერსი უნდოდა. ამის გაცნობიერება შოკი იყო მისთვის. „რას მიშვრება ეს კაცი?“ - ამის გაფიქრებაღა მოასწრო და ლევანის ტუჩები იგრძნო ტუჩებზე. თავიდან, უსიამოვნო მოეჩვენა კოცნა, ქვეცნობიერმა მაშინვე ქუჯის ძალადობრივი კოცნები წამოუტივტივა. მოუნდა, თავიდან მოეშორებინა კაცი. მერე წვრილმანებს დააკვირდა, განსხვავებულ, ფრთხილ შეხებებს. ხელები უკან გადაგრეხილი არ ჰქონდა, მაჯებზე, ან მკლავებზე არავინ უჭერდა თითებს მთელი ძალით, არავინ ადენდა სისხლს ტუჩებიდან... ლევანს სულ სხვა სურნელი ჰქონდა, მის კოცნას - სხვა გემო. მოზომილად კოცნიდა, თავშეკავებით, არა ბრაზით და არა მტკივნეულად. ტუჩიდან ტუჩზე გადადიოდა თვალებმილულული. უბრალოდ ტკბებოდა და ცდილობდა მარტაც ეზიარებინა კოცნის სიტკბოებისათვის. მარტა კი თავისდა გასაოცრად ააღელვა იმ ფაქტმა, რომ სიამოვნებას ანიჭებდა კაცს და სასურველი იყო მისთვის. ხელით არ შეხებია ლევანი, საშუალებას უტოვებდა, ნებისმიერ მომენტში შეეწყვიტა კონცა და გაცლოდა. ჰო, კოცნა ლევანმა წამოიწყო მარტას კი შეეძლო, ნებისმიერ მომენტში დაესრულებინა. ფაქტიურად, მისი პირველი კოცნა იყო ეს, პირველი იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად, სურვილის არანორმალური მოზღვავებას გრძნობდა, თავად უნდა ის რაც ხდებოდა, მოწონდა და არანორმალურ სიამოვნებას ანიჭებდა ის რასაც სჩადიოდა. დასრულების მაგიერ, ტუჩები მოუხერხებლად აამოძრავა კაცის ტუჩებთან ერთად, თავად კოცნას უსინჯავდა გემოს. ამ ფაქტით სასიამოვნოდ გაოცებულმა ლევანმა თვალები გაახილა და წამით შეწყვიტა კოცნა. ყურადღებით დააკვირდა ქალის აბრჭყვიალებულ თვალებს, რომლებშიც სიამოვნება, დაბნეულობა და უკმაყოფილება კოცნის შეწყვეტის გამო ერთდროულად იკითხებოდა, ძლივს შეიკავა თავი ღიმილისგან და ისევ მარტას ტუჩებს მიუბრუნდა, უფრო მეტი ჟინით და უფრო მეტი მომთხოვნელობით. ახლა უკვე მარტამაც დახუჭა თვალები, ყველანაირი შიში და ეჭვი ჯანდაბაში მოისროლა, ახალ შეგრძნებებს მიუგდო ყური და მთელი არსებით დანებდა კოცნით მოგვრილ სიამოვნებას.
ვნებით აცახცახებული ძლივს მოწყდა ლევანის ტუჩებს და აღმოაჩინა, კაცის მხრებზე დალაგებული საკუთარი ხელები. არ ახსოვდა ეს რა მომენტში გააკეთა. გადაჰქონდა მზერა ხელებიდან ლევანის გაბრწყინებულ თვალებზე, მერე უკან და კრინტს ვერ ძრავდა. მსგავსი ტემპით განვითარებული მოვლენების აღქმა, ცოტა არ იყოს და უჭირდა.
- შენ ქალი ხარ, მე - მამაკაცი. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, მარტა. - დასჩურჩულა ლევანმა და ისევ თავად გაეცალა, მარტო დატოვა არეულ და გადარეულ აზრებთან.
ის დღე ბურანში მყოფმა გაატარა. ყველაფერი აერია თავში. აღარაფერში იყო დარწმუნებული, ყველა თავისი სწორი გადაწყვეტილება არც ისე სწორი ეჩვენებოდა ახლა. მიყოლოდა დინებას? ეცადა რამე ლევანთან? უამრავი კითხვა და ეჭვი უფუთფუთებდა გონებაში, პასუხები კი არ ჰქონდა. ერთი იცოდა დანამდვილებით, საშინლად იზიდავდა ეს კაცი და ყველა ძველ, „გონივრულ“ და სისხლში გამჯდარ შეხედულებას კაცების შესახებ, ისე უქარწ....ბდა, აზრზე ვერ მოდიოდა. საკმაოზე მეტადაც ენდობოდა უკვე.

შემდგომი რამდენიმე დღე, უკვე ლევანი არიდებდა თავს. სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ცდილობდა, ზედმეტად არ შეჩხეროდა თვალებში ქალს. მარტო ყოფნის და ყველაფრის გადახარშვის საშუალებას აძლევდა. თეონას ზარმა და სიტყვებმა, „მარტა ჩემს დაბრუნებას ითხოვს, ზუსტად ვიცი, ჩამოვალთ თუ არა, მანდედან წავაო.“ - გააცოფა. თავიდან კინაღამ დაეტაკა ქალს, მაგრამ მერე ისევ გაჩუმება არჩია. არადა, კლავდა სურვილი, ისე უნდოდა, სულ სიახლოვეს ყოლოდა. კოცნის მერე, რომელზეც მარტამაც არანაკლები ენთუზიაზმით უპასუხა, უკვე ზუსტად იცოდა, მისი „მოთვინიერება“ მხოლოდ დროის ამბავი იყო, ლევანი კი სულაც არ უჩიოდა ნებისყოფის ნაკლებობას და მშვიდად ელოდა.
ბურანიდან გამოსული მარტა, ლევანის სიჩუმით, მისი თავის არიდებით, ცოტა დაბნეული და ცოტა ნაწყენიც კი იყო. თავისდაუნებურად, კაცისგან ითხოვდა არეული ფიქრების დალაგებას, ეჭვებისა და შიშების გაქარწ....ბას, ყურადღებას ითხოვდა და გამაღიზიანებლად ბევრს ფიქრობდა მათ კოცნაზე. ერთ დილას კი, საერთოდ შოკმოგვრილმა გაიღვიძა. არც მეტი არც ნაკლები, ეროტიული სიზმარი ესიზმრა მისი და ლევანის მონაწილეობით. სიზმრიდან გამოყოლილ ვნებათაღელვას ჯერ ისევ გრძნობდა. ლოგინში წამომჯდარი, ნერვიულად ისრესდა დაცვარულ შუბლს და ეს რა დღეში ვარ, რა დღეშიო, გაოგნებული ბუტბუტებდა თავისთვის.
ქალის გაბუტვას გრძნობდა ლევანი, გაბუტვის მიზეზსაც შესანიშნავად ხვდებოდა და მაინც აგრძელებდა მის წვალებას. სურდა თავად ჩამოყალიბებულიყო მარტა, რა უნდოდა საბოლოოდ ამ ცხოვრებაში და ვისთან ერთად უნდოდა. დამოუკიდებლად გადაელახა ორჭოფობის ეტაპი. და აი, ერთ ღამეს, როცა სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა, თავზე წამოადგა ქალი და გააოგნა.
- მინდა, რომ მაკოცო. - ასეთ რამეს არაფრით ელოდა, ერთ ხანს გაშტერებული მიაჩერდა. - მაპატიე, მგონი გავგიჟდი, რას ვბოდავ მეც არ ვიცი. - კაცის უმოქმედობით ხასიათწახდენილი მარტა, გასასვლელისკენ დაიძრა. თუმცა, გასვლა ვეღარ მოასწრო. ადგილიდან წამოვარდნილმა ლევანმა დაიჭირა და კარზე ააკრა. წამით ქალის თვალებს შეავლო მზერა და ტუჩებზე დააცხრა... ეს უკვე ნამდვილი კოცნა იყო. ღრმა და ვნებით სავსე, ყოველგვარი შესავლებისა და მოსინჯვის გარეშე. ეს ზუსტად ის იყო, რაც ორივეს სჭირდებოდათ. მარტას, ლევანის კისერზე შემოეჭდო ხელები, ლევანი კი მის წელს ჩაფრენილი, მთელი ტანით მიტმასვნოდა ქალის თხელ სხეულს.
- ისეთი ტკბილი ხარ. - ჩურჩულებდა ქალის ტუჩებს მოწყვეტილი და მის მოცახცახე სუნთქვას ხარბად იპარავდა.
პირველად იღებდა კაცის ალერსისგან სიამოვნებას. პირველად მოწონდა კაცის ძლიერი სხეულის შეგრძნება საკუთარ სხეულზე. თვინიერად უშიშვლებდა ყელს ლევანს და ვნების ცეცხლით აალებული, პირველად გრძნობდა ნდომას. მას ისევე სურდა ლევანი, მისი ალერსი, როგორც ლევანს იგი. თუმცა, უფრო შორს წასასვლელად მზად არ იყო, ეშინოდა. მიუხედავად გაჩენილი ნდობისა, მასთან ერთად ლოგინში აღმოჩენის ეშინოდა, მეტიც, ამის წარმოდგენა გარკვეუწილად ზიზღსაც კი გვრიდა. მას მხოლოდ დასახიჩრებული სექსუალური გამოცდილება გააჩნდა. არც საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა.
ლევანმა იგრძნო, როგორ დაეძაბა ქალს სხეული, მის ყელს მოეშვა და თვალებში ჩახედა. მხოლოდ შიში დაინახა, ვნება გამქრალიყო. ნიკაპზე აკოცა, ისევ ტუჩებზე მოწყვეტით. მერე, მისაღებისკენ წაიყვანა ქალი, დივანზე დაეშვა, დაბნეული მარტა კალთაში ჩაისვა და უბრალოდ ჩაიხუტა, ძლიერად ჩაიხუტა.
მიხვდა, გაუგეს და უთანაგრძეს, მალე მოდუნდა და გაიტრუნა კაცის ყელში ცხვირჩარგული, მისი სურნელით გაბრუებული. სიმშვიდე და კომფორტი, ესეც კიდევ ერთი ახალი და სასიამოვნო აღმოჩენა იყო მისთვის. ძალიან, ძალიან მოსწონდა შექმნილი სიტუაცია და არ უნდოდა როდესმე დასრულებულიყო.
- აღარ გამექცევი? - ხმადაბლა ჰკითხა ლევანმა.
- არა. - რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ, მტკიცედ უპასუხა მარტამ.
ბედნიერი ლევანი სანატრელ თმაში დაასრიალებდა თითებს და ენერგიის ისეთ მოზღვავებას გრძნობდა, მზად იყო, მთები გადაედგა. ოცდაცამეტწლიანი არსებობის მანძილზე, პირველად არ იყო მარტოსული. იმ ქალს იკრავდა გულში, რომელიც ყველანაირ დანაკლისს უვსებდა. საერთოდ არ აშინებდა მომავალი. გრძნობდა, ერთმანეთის ადამიანები იყვნენ. ამას ჯერ კიდევ მაშინ, ათი წლის წინ, იმ საბედისწერო ღამეს მიხვდა, როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ჩემიანია და მისიანი ვარ, ასე იდგა მისთვის საკითხი. მთავარი იყო, ეს თავისიანობის განცდა მარტასაც ჰქონოდა...

მარტასმიერ აგებული ზღუდე, ასე თუ ისე, ჩამოშალა ლევანმა, მაგრამ მთლად აწყობილი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბოლომდე ვერ გაიხსნა ქალი. მაინც მოეძალებოდა ხოლმე ეჭვები იმაზე, იქნებოდა თუ არა ყველაფერი ბოლომდე კარგად? მის ცხოვრებაში თავბრუდამხვევი სიახლე იყო და ამ სიახლესთან შეჩვევა სჭირდებოდა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ათწლიანი მარტოობის და ჩაკეტილობის შემდგომ, ასეთი ცვლილებები?
თეონას და ვატოს დაბრუნებამ კიდევ უფრო გაურთულა ლევანს საქმე. მათ კამპანიაში მარტა, ისე იბოჭებოდა და იმორცხვებდა, თითქოს მოზარდი გოგონა იყო, გვერდითაც კი არ უჯდებოდა ლევანს მათი თანდასწრებით. ცოლ-ქმრის ეშმაკურ ჩაღიმებასა და რეპლიკებზე, ჭარხალივით წითლდებოდა. იქით დავითი ასხამდა ნავთს ცეცხლზე, „ძიამ ნატკენი მუხლი, კოცნით მოურჩინა მარტას.“ ან „დღეს დილას დავინახე, როგორ აკოცა ძიამ მარტას, თან ტუჩებში, ისე როგორც ფილმებშია.“ ასეთ დროს სამალავს ნატრობდა მარტა, ვატოს, თეონას და თუნდ ლევანის თვალებს, ვნებით რომ წვავდნენ, რომ დამალვოდა. ერთერთი მსგავსი შემთხვევისას, ფეხზე წამოვარდნილმა ლევანმა, მარტაც წამოახტუნა და ოთახიდან გაიყვანა.
- რატომ გრცხვენია? - ჰკითხა, როგორც კი ოთახიდან გავიდნენ. სვლა არ შეუნელებია. პირველივე თავისუფალ ოთახში შეიყვანა, რომელსაც თითქმის არ იყენებდნენ, აქ არავინ შეუშლიდათ ხელს საუბარში. - რატომ გრცხვენია-მეთქი? - აშკარა გაღიზიანება ეტყობოდა ლევანს. - უკვე მერამდენე შემთხვევაა. გიყურებ და ვერაფერი გამიგია, რამე სამარცხვინოს ვჩადივართ რომელიმე?
და მართლაც, რატომ რცხვენოდა? ვისი ან რისა? პირველად დაფიქრდა ამაზე მარტა. დამნაშავედ ახედა ლევანს, მაგრამ ვერაფერი თქვა. იმდენად იყო გადავარდნილი თავს დატეხილი ემოციების, ახალი შეგრძნებების, განცდების, საეჭვოსა და არასაეჭვოს ამოცნობაში, ერთხელ არ უფიქრია, ლევანი რას გრძნობდა, რას განიცდიდა, რა აწუხებდა. საშინელ ეგოისტად იგრძნო თავი. ახლა უკვე შეშფოთებული უყურებდა კაცს. იქნებ დაღალა კიდეც, ან თავი მოაბეზრა. ის ხომ ერთი დაკომპლექსებული ქალია, გატყიურებული ველური, რომელმაც ახლა გაიგო, რომ საჭმელს დანაჩანგლით მიირთმევენ.
- არ ვიცი, იქნებ კომპლექსების ბრალია? საკუთარი თავის რწმენაც არ მაქვს. - ამოილაპარაკა ნაღვლიანმა. ახლაღა დაფიქრდა, როგორი ქალები შეიძლებოდა ყოლოდა ლევანს და რა იყო თავად მათ ფონზე?
- ყოველთვის, როცა, მსგავსი სულელური და ყურში გაუგონარი აზრი მოგივა თავში, გაიხსენე, რომ ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც ვხედავ, აღვიქვამ და მინდა. - ლევანის თბილმა მზერამ მთლიანად გაათბო მარტა, მაგრამ ეჭვიანობა მაინც უღრღნიდა გულს მტკივნეულად. „ ერთი დასახიჩრებული ქალი ვარ. განა შევეფერები?“ - რაზე ფიქრობ მარტა? - ხელებში მოიქცია მისი სახე კაცმა და თვალებში ჩააჩერდა.
- რატომ მე, ლევან?
- არ ვიცი. იმ ღამეზე ალბათ ვისაუბრებთ როდესმე, მაგრამ იმ ღამიდან შენ ხარ და სხვა არავინ. - ოდნავ შეეხო ტუჩებზე ლევანი.
მოულოდნელად დაუსხლტა ხელებიდან მარტა და ზურგი შეაქცია.
- ჩემი თვალის ფერი შეგიძლია მითხრა, გამოიცნობ? - ჩამჭრელი კითხვა დაუსვა თავისი ჭკუით. არაერთისთვის უკითხავს, ბავშვობაში ძალიან ართობდა ეს პროცესი. ხუთწლიანი ნაცნობობის და ასეთი მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, მაინც შეცდომით უპასუხა იგივე კითხვას თეონამ.
- ამ ათი წლის მანძილზე, მოგონებებში, შენი სახე გაფერკმთალდა, მაგრამ არა შენი საოცარი თვალები. - ზურგიდან მიეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა, გამარჯვების სუნი ეცა ლევანს.
- ფერი მითხარი. - სხეულში დავლილი თრთოლა ხმაშიც დაეტყო მარტას.
- მატყუარა თვალები გაქვს მარტა. - ყურის ნიჟარაზე ტუჩების ცმაცუნით ძალიან ნელა წარმოთქვამდა სიტყვებს კაცი. ტუჩები, ყელზე მოლაციცე სუნთქვა და დაუფარავი სურვილით სავსე ხმა, ფეხზე დგომის ძალას ართმევდა ქალს. - უფრო სწორად, მატყუარა ფერი. ერთი შეხედვით, შავი ეგონება კაცს, არადა, მუქი, მუქი ლურჯია. - ნიკაპში ჩაავლო ხელი, ისე მიაბრუნებინა თავი, თვალებში რომ ჩაეხედა კარგად. - აი ასეთი, სურვილით სავსე და მილულული, საოცრად მაცდურია ისინი. - დასჩურჩულა და გაპობილ ბაგეებზე დააცხრა მომლოდინე და სურვილატანილ ქალს.
ლევანის თითოეული კოცნა, ვნებიანთან ერთად, ისეთი ფრთხილი, ისეთი მათრობელა, ისეთი ღრმა და უხამსი იყო ამავდროულად, იმხელა გრძნობით სავსე და ისეთი თავგანწირული, თითქოს ბოლოჯერ კოცნიდნენ ერთმანეთს. ასეთ დროს შეუძლებელი ხდებოდა, რომელიმე შიშისა თუ ეჭვის საფუძვლიანობა ერწმუნა მარტას...

-----------------------------------

ვატო და თეონა არ გეცნოთ, ბავშვებო?



№1  offline წევრი nestanuka13

არ იცი როგორ ველოდი ამ თავს?? ისე აღწერ მოვლენებს რომ მთელი ჩემი ემოციით ვარ ჩართული ამ ისტორიაში და შენ კიდე უნიჭიერესი და უსაყვარლესი ხარ <3, შენ რომ არ გეთქვა ვერც კი მივხვდებოდი რომ "მე-მაჩო" ისტორიიდან იყვნენ, ხომ სწორად მახსოვს სახელი?

რომ ვკითხულობ ამ ისტორიას ისე განვიცდი, თითქოს არ არის ნამდვილი არადა რეალურზე რეალური ფაქტია აღწერილი, ასეთი ფაქტები ხდებოდა და შეიძლეა კიდე ხდება სადმე მსგავსი რამ, რაც იმის მანიშნებელია თუ სად მივყავართ ჩვენს ქართულ უკუღმართობ და ტრადიციულ შეხედულებებს და აზროვნებებს

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ააა, ეს ის მორჯულებული მაჩიტო ვატოა?!:))). რაც მაგათ ერთმანეთი ანერვიულეს, დრო ყველას აღვინებს რაა.

რა ვთქვა აბა კიდევ? ეს ისაა რაც მე შენს ისტორიებში, კიდევ მარიამის "ვანილის კოცნა"-ში მომეწონა. სწორი ემოცია. წერენ ზრდასრული ადამიანების სიყვარულზე და იწილო-ბიწილო საუბრებით, ერთი და იგივე ემოციების კასკადს ვერ გაცდნენ. არ ვამბობ რომ შედევრია ეს ისტორია, ან საოცარი ლექსიკით გამორჩევა და ავტორი ზე პროფესიონალიზმს გვიჩვენებსმეთქი, მაგრამ ქალის და კაცის ემოციები ზუსტად და დაუფარავად არის გადმოცემული. და ის მიკაკუნებს ტვინში, რომ ეს გამოცდილი და დაოჯახებულო ავტორები შუბლზე კოცნით გამოხატავენ წყვილის მთელ ვნებიანობას და კიდევ უაზრო და არასაჭირო სენტიმენტებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოხიბლული ვარ ამ ისტორიის და სწორად, გამოზნულად განვითარებულად განვითარებული მოვლენებით.

 


№3  offline წევრი Nicaa

ეს მოთხრობა ჩემში ვნებას აღვიძებს ^_^ საოცრად კარგია, დამაინტრიგებელი და საინტერესო <3 <3

ეს მოთხრობა ჩემში ვნებას აღვიძებს ^_^ საოცრად კარგია, დამაინტრიგებელი და საინტერესო <3 <3

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ყოველთვის მხვდებოდა ეს ისტორია დადებული და რატომღაც რადგან სათაურმა არ მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება არასდროს მიცდია წაკითხვა
რატომღაც დღეს გადავწყვიტე რომ დავმჯდარიყავი და წამეკითხა
ისტორია რომლის სათაურიც არ მომეწონა მაგრამ როდესაც კითხვა დავიწყე ყველაფერი შეიცვალა
ისეთი ემოციებით წავიკითხე ექვსივე თავი
რაღაცნაირი ისტორიაა
სხვებისგან გამორჩეული
არასდროს ვინანებ რომ ამ ისტორიას ბოლომდე წავიკითხავ
იცი როგორი ისტორიაა? რომ კითხულობ და გინდა რომ არასდროს დამთავრდეს.
--------------------
მარიამი

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

თეონა და ვატო, ჯანდაბა ხოო, ეს ის ვატოა? ასეთი დალაგებულიი? გააშ რაა :დდ

აი მალო, უბრალოდ აღარ მინდა ყოველ ჯერზე განვმეორდე.
უბრალოდ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, როცა ამ ისტორიას ვკითხულობ. ღვინის ფონზე კიდევ უფრო სასიამოვნოდ მეჩვენა ეს თავი :დდ

ერთი სული მაქვს " იმ ღამეზე " ილაპარაკონ. თუ ეს გაქვს გეგმაში რა თქმა უნდა.

grafo
ააა, ეს ის მორჯულებული მაჩიტო ვატოა?!:))). რაც მაგათ ერთმანეთი ანერვიულეს, დრო ყველას აღვინებს რაა.

რა ვთქვა აბა კიდევ? ეს ისაა რაც მე შენს ისტორიებში, კიდევ მარიამის "ვანილის კოცნა"-ში მომეწონა. სწორი ემოცია. წერენ ზრდასრული ადამიანების სიყვარულზე და იწილო-ბიწილო საუბრებით, ერთი და იგივე ემოციების კასკადს ვერ გაცდნენ. არ ვამბობ რომ შედევრია ეს ისტორია, ან საოცარი ლექსიკით გამორჩევა და ავტორი ზე პროფესიონალიზმს გვიჩვენებსმეთქი, მაგრამ ქალის და კაცის ემოციები ზუსტად და დაუფარავად არის გადმოცემული. და ის მიკაკუნებს ტვინში, რომ ეს გამოცდილი და დაოჯახებულო ავტორები შუბლზე კოცნით გამოხატავენ წყვილის მთელ ვნებიანობას და კიდევ უაზრო და არასაჭირო სენტიმენტებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოხიბლული ვარ ამ ისტორიის და სწორად, გამოზნულად განვითარებულად განვითარებული მოვლენებით.


მადლობა რომ არ მეთქვა შენთვის, ისე ვერ მოვისვენებდი. ))<3

 


№6  offline მოდერი malena

რატომღაც გუშინდელი კომენტარების ნაწილი წაიშალა, ჩემი მადლობებიც. ამიტომ თავიდან გეტყვით, რომ გესიყვარულებით, გემადლიერებით და მახარეეებთ. ♥♥♥♥♥

 


№7  offline წევრი dadeshqeliani

ტანში ჟრუანტელი მივლის ხოლმე love რა სასიამოვნო წასაკითხი და ტკბილია love მალენა მიყვარხარ მე შენ ძალიან love თეონა და ვატო winked მიყვარს ძააან ეს წყვილი love

 


№8  offline მოდერი malena

dadeshqeliani
ტანში ჟრუანტელი მივლის ხოლმე love რა სასიამოვნო წასაკითხი და ტკბილია love მალენა მიყვარხარ მე შენ ძალიან love თეონა და ვატო winked მიყვარს ძააან ეს წყვილი love


მადლობა კარგო გოგოოოოვ,♥♥♥♥ ხო გოგო ხარ? :D

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

მათრობელაა wink love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline წევრი nestanuka13

მალოო სად ხარ აქამდე??? :(

 


№11  offline მოდერი malena

მალე დავდებ მომდევნო თავს, ბოდიში რომ გალოდინებთ.

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

რა კარგად გაქვს აღწერილი სცენები...არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას....საინტერესოა,მაგრამ "მოწონს" არ გეკადრება.ძალიან ვენ ვეიტან ამ დამახინჯებულ ფორმას.

 


№13  offline მოდერი malena

უნდა ვწერო
რა კარგად გაქვს აღწერილი სცენები...არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას....საინტერესოა,მაგრამ "მოწონს" არ გეკადრება.ძალიან ვენ ვეიტან ამ დამახინჯებულ ფორმას.

მადლობა...
მოსწონს უნდა მეწეროს? კარგი იქნებოდა სწორი ფორმაც მიგეწერა. :)

 


№14  offline წევრი dadeshqeliani

malena
dadeshqeliani
ტანში ჟრუანტელი მივლის ხოლმე love რა სასიამოვნო წასაკითხი და ტკბილია love მალენა მიყვარხარ მე შენ ძალიან love თეონა და ვატო winked მიყვარს ძააან ეს წყვილი love


მადლობა კარგო გოგოოოოვ,♥♥♥♥ ხო გოგო ხარ? :D

კი გოგო ვარ love შენი ფანი გოგო love

 


№15  offline აქტიური მკითხველი aanamaria

უფ როგორც იქმა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent