შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესმერალდა [6]


15-12-2015, 21:23
ავტორი ერკე
ნანახია 2 098

ამ ქვეყნად სიყვარულს ვერაფერი დაუდგება წინ. მისგან წარმოთქმული სიტყვები, ისეთი ტკბილი და ნაზია, შეხებაც კი გესიამოვნებათ მათი და რატომღაც, ყოველთვის არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს სრულიად ავსებენ. ერთმანეთის ცქერით იმორცხვებიან, ერთმანეთი უხარიათ და თვალები ჟრიამულ-უწყინრად უბრწყინავთ. ყველაფერი მხოლოდ ერთი სიტყვით იწყება და მთავრდება - „მიყვარხარ“. გრძნობები შიშვლდება და სისხლის ჩქეფას გრძნობ, როგორც ერთი სასწაულებრივი კოცნის შედეგი.
მომყევით მკითხველო! ჯერ კიდევ მომყევით, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა... ყველაფერი ახლა იწყება!
ულამაზესი ქალბატონი, რომლის თვალებიც თბილი და წვიმიანია, დგას და ფანჯრიდან იყურება. იგრძნობთ, როგორ უსველდება ნელ-ნელა ღაწვები და როგორ გაჰყურებს ქარიან ქუჩას, საიდანაც სუსხი უფრო მეტად შემოსწოლია და შემოჯდომია ძვლებს. მთელ სახლს არყევს, მაგრამ მისი ტკბილი კოცნის კვალი ჯერ კიდევ არ შორდება ბაგეებს. ფიქრები ასველებს, ფიქრები აფრთხობს და დაუსრულებელ უფსკრულამდე მიჰყავს, ეშინია.
-როდის უნდა მოეგო გონს? როდის? - დასჩხავის სამზარეულოდან ყვავი, რომელიც ახლახანს თუ არა რამდენიმე საათია მაინც შემოფრენილა და ფანჯრის ღრიჭოდან შემომძვრალა. - რა სასაცილო ხარ თუ ხვდები? გინდა ჩვენც დაგვღუპო? - უღრიალებს ქალბატონი და მისი ცრემლები გზას დაბლა იკვალავენ, როგორც ერთი ტალახიანი და ამღვრეული მდინარე ქალაქის ბოლოს. ვერაფრის თქმას ვერ ბედავს, ან რა აქვს სათქმელი, რა უნდა თქვას, გათხოვება არ მსურს და სხვა მიყვარსო? ვერაფერსაც ვერ იტყვის, უბრალოდ თავის ბედს შეგუებული, მწარე რეალობისგან გამოქცეული ფიქრებს და ოცნებებს აფარებს თავს. ისევ სჯერა, ღამე მის სუსხიან, თუმცა თბილ მკერდზე რომ მიებჯინება და თვალებს მინაბავს.. სჯერა დამწვარი გულის აღდგენისა და აქეთ-იქით გამალებული აკვირდება, რამე არ გამორჩეს.
ქუჩის მეორე მხარეს, დუქანში ღრეობის და მუსიკის ხმები ისმის. ვიღაცა ხარხარებს და სასმელს უკვეთს, ვიღაცა ყვირის და იგინება და ეს იმდენად ახლოდან ესმის, ისიც კი შეუძლია, წარმოიდგინოს რა ხდება იმ კედლების მიღმა. ქარი უფრო მეტად მძლავრობს, მთელ მიხვეულ-მოხვეულ გზებს მიუყვება და ერთ წერტილს არ ტოვებს, სულ პატარა შესაძრომსაც, რომ არ შეუქროლოს და თავისი კვალი არ დატოვოს.
„რა იქნებოდა ყველაფერი მარტივი, რომ იყოს... რატომ მტანჯავს ეს ცხოვრება, რა უნდა ჩემგან? მიბრიყვებს, ყველაფერს მირთულებს და გზებს მიკეტავს, რომ სიცოცხლე გამიმწაროს. რა ჯანდაბად მინდა სილამაზე, თუ ბედნიერი არ ვიქნები? მძულს! ჭირივით მძულს საკუთარი თავი. მინდა შევიძულო, გავხდე უგულო ყველაფრისადმი. შემდეგ სიცოცხლის დათმობაც კი არ გამიჭირდება. სიყვარული... არაფერია გარდა წამებისა, სიყვარული გულს ცივი იარაღით გისერავს და გაშმაგებული თვალების ცეცებით, სიამოვნებით აკვირდება როგორ იცლება სისხლისგან და ნელ-ნელა როგორ კვდება.“ - უმძიმეს განსაცდელთან პირისპირ იდგა მისი სხეული, თუმცა ფიქრებით სხვაგან იყო, გულით სხვას ეკუთვნოდა, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
სტკიოდა ყველაფერი, მაგრამ მისთვის უსაშინლესი ტკივილით მხოლოდ გული ტკიოდა. უმძაფრესად განიცდიდა მომხდარს, მაგრამ არ უნდოდა გაჰყოლოდა ქარავანს, რომელიც სიცარიელისკენ მიიკვლევდა გზას. არ უნდოდა ცხოვრების დინებისთვის ეცქირა და წინააღმდეგობა არ გაეწია, მაგრამ უკვე მინებებულიყო. არ შესწევდა ძალა, ოღონდ მას არა!
ქალი ქოთქოთებდა, მაგრამ რა იცოდა, რომ არ უსმენდნენ. ამის დასტურად, სამზარეულოდან გამოვარდა, რომ დაინახა ფანჯარაში მომზირალი გაწყრა, მივარდა მას, ხელი ჩაავლო და აზრზე მოიყვანა. გოგონა საწყალი და დანამული თვალებით შეცქეროდა, მაგრამ მის წინ, ქვასავით დადებული ქალი უსულო მზერით უყურებდა და თითებს უქნევდა. რა დააშავა? გარდა იმისა, რომ შეუყვარდა... არაფერი დაუშავებია. ინატრა, ფანჯრიდან მაინც გამლღვალიყო მისი სხეული და გაჰყოლოდა ქარს, რომელიც ზეცამდე ააგლეჯდა.
-იდიოტი და სულელი გოგო ხარ! - უყვიროდა სამსახურიდან დაბრუნებული დედა, რომელსაც სულ არ მიიჩნევდა დედად. აგიჟებდა ის ფაქტი, რომ არ ადარდებდა შვილის მდგომარეობა, ასეთი რა დედა იყო... მართალი ხართ, ის დედობის ღირსიც კი არ იყო, მაგრამ ცხოვრების უსამართლობას ვფიქრობ, ჩემზე უკეთაც იცნობთ და ხედავთ, ის მარწუხებით გიჭერს შიგნიდან და გაიძულებს ხელი ჩაიქნიო, გაიძულებს დანებდე და ამას საკუთარი ხელით აკეთებ, თუ საკმარისი ძალა არ გაგაჩნია. სწორედ ასე უჭერდა გოგონასაც, ათხოვებდნენ კაცზე, რომელსაც დასანახად ვერ იტანდა, მაგრამ დედამისიც კი თანახმა იყო. ამბობდა სარფიანია, ჩვენც გამოვძვრებით ვალებიდან და ყველაფერი კარგად იქნებაო, ისეთი საყვარელი და თბილი სახით უყურებდა ამ დროს, რომ არ სცნობოდა მთელი ცხოვრების მანძილზე როგორიც იყო მშობელი, დაიჯერებდა კიდეც, რომ მისთვის კარგი უნდოდა, მაგრამ იცნობდა. იცოდა მისი ხრიკები, მხოლოდ მაშინ ეცვლებოდა და ურბილდებოდა გამომეტყველება, როცა რაიმე სჭირდებოდა შვილისგან. ფიქრობდა ასე მოვალბობ და უფრო დავითანხმებო, მაგრამ ახლა მაინც იცოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა.
-არ მინდა ფული! არ მჭირდება ფული! - ხმა ამოიღო გოგონამაც და სცადა ამდგარიყო, მაგრამ დედამისის ხელმა, რომელიც მკლავში სწვდა და ისევ ტახტზე დააგდო, შეაჩერა. მკაცრი მზერა გააყოლა, მაგრამ სიტყვები არ ჰყოფნიდა, მეტს ვეღარ უძლებდა.
-ჩემი სიკვდილი გინდა შვილო? - რბილად ჰკითხა.
-არა, დედა! - გამოკვეთილად დაიწყო გოგონამ და თვალი აარიდა მშობელს. სჭამდა მისი მზერა, გველეშაპივით სჭამდა. წარმოიდგინა თავები როგორ ეზრდებოდა, ცხრა თავი და თავისი პრინცი, როგორ კვეთდა ამ თავებს.
-მაშინ რატომ აკეთებ ამას? კარგი ბიჭია, სიმპათიური, შრომისმოყვარე, თბილი, საოცრად უყვარხარ და ბედნიერებას გაჩუქებს, ფული აქვს. - შეაპარა ბოლოს გველივით სისინა ხმით.
-დედა, - დაიწყო გოგონამ და ფეხზე წამოდგომა ისევ სცადა. ამჯერად აღარ შეწინააღმდეგებია ფეხზე მდგომი ქალი, მაგრამ შეუვალი მზერა არ მოუცილებია მისთვის. - გინდა ზუსტად ისე გამათხოვოთ, როგორც შენ მოგიყვანა მამამ ცოლად? ვითომ ბედნიერი ოჯახი, მაგრამ ხომ ვიცი, რომ თავიდან არ გიყვარდა! არ გიყვარდა დედა და ისე გათხოვდი! როგორ შეგეძლო ასეთი რამ... როგორ გაყევი კაცს ცოლად, რომელსაც საერთოდ არ იცნობდი და ერთხელ, ვითომ შემთხვევით პაემანზე გაჰყევი? მე არ ვარ შენნაირი დედა... ვერ ვაჩუქებ ჩემ გულს მას, ვისაც საერთოდ არ ეკუთვნის, ვერ გავუყოფ, ვისთვისაც მენანება და არასოდეს ვიქნები მისი. გესმის? მამამ სწორედ იმიტომ მიგვატოვა, მიგვატოვა, რადგან შენში სიყვარული ვერ იპოვა...
-ხმა ჩაიწყვიტე! - ტკაცანის ხმა ექოდ გაისმა ოთახში. გოგონას სახე გაუწითლდა და მტკივან ლოყაზე ხელი მიიდო. ცრემლები წამოუვიდა. იცოდა, ზუსტად იცოდა, რომ დედასაც ატკინა გული, გამომეტყვეებით კითხულობდა, თვალებში ხედავდა და უკვირდა, როგორ ეტკინა ის, რაც არ აქვსო. ქარი კიდევ უფრო ძლიერად აწვებოდა ფანჯრებს, მაგრამ ხმა იმდენად არ ისმოდა. გამწარებული თვალებით, ცრემლმომდგარი უყურებდა დედამისს, გული ერეოდა, სძულდა.
-ამდენ ტანჯვას, სჯობდა საერთოდ არ გაგეჩინე. - დაუღრიალა და თავის ოთახში შეიკეტა. ბევრი უყვირა, ემუდარა, სთხოვა, უკაკუნა კარებზე გარედან ქალმა, მაგრამ თავი დაიყრუა და კარების გაღება არც კი უცდია. იგრძნო გულ-მკერდში ტკივილი, ისევ რაღაც აწვებოდა, სინდისი, ან ცხოვრების მანძილზე მის თავს გადამტყდარი ამდენი უბედურება პირდაპირ ეჯაჯგურებოდა და ცდილობდა სულიერად გატეხვას. ღამე მინელდა, დაიწრიტა და ლამის მასთან ერთად ჩაიძირა უკუნში, მაგრამ ფხიზლად იყო, თვალებს ვერ ხუჭავდა, ეშინოდა ჩაძინების.
-გამიღე! - ჩხაოდა კარის მეორე მხრიდან ყვავი და ციფებს ყრიდა. მისი გაშმაგებული მზერა გონებაში უტრიალებდა და იცოდა, როგორც უყურებდა კარს.
მერე დაეძინა. ოღონდ იმ დედაბერს. გოგონა მოკუნტული იწვა თავის საწოლზე. ჩამიჩუმი აღარ ისმოდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა გაპარვა სახლიდან. გრძნობდა უჭირდა, მასაც იგივე სჭირდა, უფრო რეალური საშიშროება, მაგრამ სიხარულით დაუყვა კიბეებს.
***
-გამარჯობა ანგელოზო... - ღიმილით მიესალმა.
-როგორ ხარ?
-ვიტანჯები... - გაუღიმა კვლავ, მაგრამ ღიმილის თავი სულ არ ჰქონდა. ისევ ამოახველა მწარედ. - უშენოდ.
-ვხედავ. - გადაიკისკისა ესმერალდამ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისი თბილი ღიმილი ამშვიდებდა და ავიწყებდა მის პრობლემებს. სინამდვილეში არცერთი არ ყოფილა კარგ დღეში, რასაც ბედნიერებას ვარქმევთ ჩვენ, ადამიანები, მაგრამ მათ სწამდათ, რომ ბედნიერება მოვიდოდა, ესმერალდას სწამდა და ჯერ კიდევ არ აჩენდა მის სათნო ღიმილს მიღმა რა იმალებოდა, ან ვინ.
-მოვიწყინე. რატომ არ შეგიძლია უფრო ხშირად მოხვიდე?
-ეს ჩემზე არ არის დამო...
-ხო... ვიცი. ჩემზეა, მაგრამ ამის მნიშვნელობას ვერ მივხვდი ესმერალდა.
-საკუთარ თავში ჩაიხედე და გაიგებ რა გინდა.
-შენ მინდიხარ! - მკლავი დაუჭირა ლომიამ.
-არა არა არა! - თვალები ააფახულა და ყურში ჩასჩურჩულა. - შენ საკუთარი თავის პოვნა გჭირდება.
-ნაპოვნი ვარ... გეფიცები ნაპოვნი ვარ. აი, ეს მე ვარ. შენი პრინცი.
საავადმყოფო მისმა კისკისმა მოიცვა. გოგოც თამაშში აჰყვა.
-აქ შენს წასაყვანად მოვედი.
-სად მიგყავარ?
-იქ. - და ხელი ზევით აიშვირა.
-შენთან ანგელოზო? - ესმერალდამ თავი დაუქნია და ლომიაც გაახარა მისმა ნათქვამმა. - მზად ვარ! მზად ვარ ახლავე წამოვიდე, მაგრამ ჯერ რაღაც საქმეები დამრჩა აქ მოსაგვარებელი. რაღაც, რაც...
-დრო არ ითმენს.
-რატომ ხარ ასეთი საყვარელი და ნათელი?
-არ ვიცი. - გაიკრიჭა შავთმიანი ანგელოზი და ხელები თმებთან მიიტანა. ყურთან გადაიწია, კულულებს შეეხო და ლომიას სასიამოვნო სურნელი მისწვდა.
-შენი თვალებისფერია ზეცა... - ესმერალდამ თავი დახარა, შერცხვა. თუმცა ესიამოვნა. ვერ წარმოედგინა ასეთ შთაბეჭდილებას თუ დატოვებდა ბიჭზე, მაგრამ ის კი არ სურდა, მისთვის მორიგი გასართობი გოგონა ყოფილიყო, ამიტომ მხოლოდ გაუღიმა ისევ და ხმა არ ამოუღია.
-რა გქვია? - ისევ წამოჭრა საკითხი. სხვა რაზე უნდა ელაპარაკა არ იცოდა ლომიამ, არც გოგონას ემჩნეოდა კარგი მოსაუბრე უნდა ყოფილიყო და ისევ ლომიამ დაარღვია სიჩუმე. ის სიჩუმე, რომლის მდორედ მავალი ფიქრები ერთარსებად იქმნებოდნენ და ჟივჟივა ფიფქებში ინთქმებოდნენ. არ უნდოდა ეს ღამე დასრულებულიყო. არც მისი წასვლა უნდოდა სადმე, გადაწყვიტა ახლა მაინც არსად გაეშვა და მასთან დაეტოვა.
-სახელის გარეშე არ შეიძლება არა? - მორცხვად ამოიჩურჩულა და გაწითლდა.
-არა!
-ექიმი რას ამბობს?
-ნუთუ არ იცი? შენ ხომ ანგელოზი ხარ?
-კარგი რა. - ჩაახველა. - ნუ მაწითლებ.
-იცი რა საოცრად უხდება წითელი ფერი შენს ლოყებს? მინდა შევეხო... მინდა გავსინჯო, შენი....
-ვერა! ვერ გასინჯავ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ასე მინდა.
-მაშ საერთოდ რატომ მოდიხარ ჩემთან? რა გინდა?
-რა მინდა არა? არაფერი. - დაიბღვირა და მის წვრილ თვალებს დააკვირდა. ხელს უაზროდ ათამაშებდა აქეთ-იქით. მერე საწოლთან დადებულ წიგნს დასწვდა და გადაშალა. - გაგებუტე!
-რა? რატომ?
ხმას არ იღებდა.
-ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, და უნიჭიერეს მეგობარს, რომელსაც არავინ და არაფერი აშინებს. - ამოიკითხა წიგნიდან და გაეცინა გოგონას. იმდენს იცინოდა, მხოლოდ მისი სიცილის მოსმენით ტკბებოდა ჩვენი ლომია. - ხელს აწერს როსტო. როსტო?
-ხო.. ჩემი ძმაკაცი.
-ყველას უყვარხარ არა?
-თავისთავად. - შეიფერა და გაიბღინძა ბიჭი. მის მზერაში კმაყოფილების გრძნობას შენიშნავდით და არც უცნობ გოგონას, ესმერალდას არ გამორჩენია.
-მე კვლავ გაბუტული ვარ! - შეეცვალა გამოხედვა, უფრო დაუბოხდა ხმა და ხელებიც გადაიჯვარედინა. რა ვქნაო, ფიქრობდა ლომია, მაგრამ ვერაფერს ფიქრობდა. მისთვის ბოდიში, საერთოდ არ იყო ლექსიკონში, უჭირდა, მაგრამ რომ არ წასულიყო მოუწია.
-ბოდიში. - მის ღამისფერ თვალებს და მზესავით გაფერადებულ და განათებულ მზერას ოდნავმა ნათელმა მიაფრქვია სურნელი.
-იცი? შემდეგში საერთოდ აღარ მოვალ. - ლომია ესმერალდას ცივ, სევდიან და უცნაურ მზერას წააწყდა, რომელიც საერთოდ არ ენახა. არც მისი ცრემლიანი თვალები ჰქონდა ნანახი და ამან გული მოუკლა.
-ვერ მიმატოვებ! შენი დამსახურებაა ასე კარგად, რომ ვარ.. გთხოვ. არ წახვიდე...
-სხვა გზა არ მაქვს. შენ შენი ცხოვრება გელის, როცა გამოგწერენ, მე კი ჩემს ბედნიერ ცხოვრებას.
ბიჭმა ხელი დაუჭირა.
-გამიშვი! - შეევედრა და გასასვლელისკენ მიტრიალდა, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა.
-რა ხდება? მითხარი... შენს სახეზე საშინელება ხდება. არ მინდა მიმატოვო. მოვკვდები.
-შენ ისედაც მკვდარი ხარ! - წამოაყრანტალა და ბიჭი გაშრა. აღარ იცოდა რა ეფიქრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მას გული ეტკინა. საოცრად ეტკინა გული. პირველად იგრძნო ასეთი ტკივილი, რადგან აქამდე მისთვის უცხო იყო.. უცხო იყო, რადგან ვერავინ მიდიოდა გულამდე, ახლა კი რაღაც მოხდა. რაღაც შეიცვალა და მან იგრძნო ეს. გული ეწვოდა. ჭრილობა კი გოგონას ულმობელმა სიტყვებმა მიაყენეს, სიტყვებმა რომელიც პირდაპირ გავარვარებული ლავასავით დაეცა მის ცივ გულს და ქვად აქცია. თუმცა პირიქით, მისი გული გალღვა, ყინული გარშემო შემოატყდა და შიგნით შეფრთიანდა ტკივილი.
***
-ექიმო, რა მჭირს ფეხებზე აღარ ამიხსნით? რატომ ვერ ვამოძრავებ? მინდა ვიცოდე, ზუსტი პასუხი. - ხმა დაეძაბა ლომიას და ექიმის ურყევ სახეს შეხედა, საიდანაც ვერაფერს ხვდებოდა. იდგა გაშეშებული და უემოციო სახით, მაგრამ საცოდავად იყურებოდა.
-დედათქვენს დავუძახებ. ჯობია მან გითხრათ...
-რა ხდება? ინვალიდი ვარ? - აუცრემლიანდა თვალები. - მითხარი ამის დედას შე****, მითხარი! - ღრიალებდა ლომია და ცეცხლებს ყრიდა. - რამდენი ხანი აპირებთ ამის დამალვას?
თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი კი იდგა და ხმას ვერ იღებდა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, ახლა უკვე უემოციო სახის ნაცვლად, ტკივილით შეჰყურებდა ლომიას პასუხის მოლოდინით გაჯერებულ თვალებს.
-დიახ. - ხმა ძლივს ამოიღო ექიმმა და ამასობაში პალატის კარიც გაიღო. თვალებამღვრეული ლელა გამოჩნდა კარის ზღურბლზე, რომელსაც შვილის ყვირილი შემოესმა და გულამოვარდნილი გამოექანა პირდაპირ ოთახისკენ.
-დედა, სიმართლე მითხარით! დიახ? - გადახედა ექიმს ისევ.
-დიახ. სამწუხაროდ, გავლას ვერასდროს შეძლებთ.
-ასეთ სირობას თქვენ მაშინაც ამბობდით, როცა აპარატი უნდა გამოგეთიშათ. მაგრამ რა ხდება? ცოცხალი ვარ ხომ? - მუქარის ტონით უყურებდა ლომია თაგვივით მდგარ ექიმს. - იმედიც არ არსებობს? - საწყლად მოუჭრა ბოლოს.
-იმედი ყოველთვის არის ლომია. იმედი უნდა იქონიოთ, რადგან იმედის გარეშე ადამიანი ადამიანი არ არის. მართალია დღეს ტექნოლოგიები მეტად არის განვითარებული და შანსი იმისა, რომ კვლავ გავლა შეძლოთ არც ისე მცირეა. ამის ოპერაცია აქვე კეთდება, კლინიკაში, მაგრამ არ გვინდოდა შენთვის ასე თქმა. მართალია მდგომარეობა უკეთესდება, მაგრამ შენი ნერვიულობაც და ასეთი ყვირილი არ შეიძლება ლომია. - გაუწყრა ექიმი, მაგრამ ლომიამ კვლავ დაიღრიალა. სახელს ამართლებდა და ღრიალის დიდოსტატი იყო, გამწარებული და ყელზე დაჭიმული ძარღვები კი მკვეთრად აჩნდა. ყვიროდა, ხელებს აქნევდა და ღრიალებდა, ყველაფერს, ხელში რაც მოხვდებოდა ექიმს ესროდა, ბოლოს საკუთარ წიგნსაც დაავლო ხელი და გაქანება დააპირა, როცა გააკავეს და დამამშვიდებელი ნემსით შეუყვანეს. ლომია მოდუნდა, უფრო დამთმობი გახდა და მისი სხეულიც აღარ ემორჩილებოდა.
-გააკეთეთ ოპერაცია! გააკეთეთ... ახ...ლააა...ვე - დამშვიდებულად გაირინდა და სიტყვები ნაზი ნარნარით ამოაფრქვია, შემდეგ კი მიეძინა.

_____
დაგვიანებისთვის ბოდიშებს გიხდით ჩემო ლამაზებო...
თან არც გადამისწორებია და რაც აქ შეცდომები ან გასასწორებელი იქნება შეგიძლიათ ყველაფერი თამამად მითხრათ!
კრიტიკაც გამოუშვით.
დღეს რაღაც ძალით მოვათრიე ყურით მეც მუზა, დავჯექი და ვწერდი.. ამიტომ ეს თავი რაღაც არ მომწონს.
თქვენ შეფასებებს კი სულმოუთქმელად ველი.
ჩემს ესმერალდას... ემილი ^^



№1  offline წევრი anuka^_^

პირველი ვარ ! მაბედნიერებ შენც და შენი ისტორიებბიც მაბედნიერებს
--------------------
დრო არ კურნავს. ის გვაიძულებს შევეგუოთ...)

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

დაკარგულა ჩემი კომენტარი.ძალიან ემოციური,გრძნობებში ჩამთრევი თავი იყო..ქარიზმატული და თავიფსუფალი..ფრენას დაგაწყებიანებდა ადამიანს ლომიასთან ერთად..შემეცოდა,როგორ იტანჯება...ალბათ,გადარჩება და ფეხიც გადაურჩება,მაგრამ ერთ მომენტში საპირისპიროც კი მომინდა...მსხვერპლია ლომია,ერთი ციდა გოგოს მსხვერპლი wink წავალ,მეც მოვძებნი ლომიასნარ ვინმეს,მაგრამ დიდ ხანს მოვუნდები და გავწვალდები,ალბათ,ვერც ვიპოვი...და სჯობს,არ წავიდე...

ჩემს დეტექტივს ვერ დავაჯერე,რომ ლომია სახელია..გვარიაო მიმტკიცებს.ახლა,ალბათ,ამ კომენტარსაც ნახავს და მტკიცებას დამიწყებს,შენი კლასელი ლომია ქართულს სწავლობსო,არადა სიტყვა სიტყვაზე ვერ გადაუბია.

მოკლედ განსაკუთრებული თავი იყო..

 


№3  offline წევრი EmyLee

chemi komentaric washlili iyoo.. sheudarebeli xar erke.. bevri nacnobi dialogi vixile :D tbili da sevdiani tavi gamovidaa. zustad igives ganvicdi da vgrdznobb rasac Esmeralda da kidev ufroo axloss movida chemtan.shen ki saocrebaa xar saswauli chemo sayvarelo

axla shenzea damokidebuli.me ki maqvsss finali warmodgenilii.. mokled miyvarxar
--------------------
Rain Of Native Girl

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

anuka^_^
პირველი ვარ ! მაბედნიერებ შენც და შენი ისტორიებბიც მაბედნიერებს

ჰოჰ, შენ ვინ დაგასწრებს ^_^ <3 <3 დიდი მადლობააა love
უნდა ვწერო
დაკარგულა ჩემი კომენტარი.ძალიან ემოციური,გრძნობებში ჩამთრევი თავი იყო..ქარიზმატული და თავიფსუფალი..ფრენას დაგაწყებიანებდა ადამიანს ლომიასთან ერთად..შემეცოდა,როგორ იტანჯება...ალბათ,გადარჩება და ფეხიც გადაურჩება,მაგრამ ერთ მომენტში საპირისპიროც კი მომინდა...მსხვერპლია ლომია,ერთი ციდა გოგოს მსხვერპლი wink წავალ,მეც მოვძებნი ლომიასნარ ვინმეს,მაგრამ დიდ ხანს მოვუნდები და გავწვალდები,ალბათ,ვერც ვიპოვი...და სჯობს,არ წავიდე...

ჩემს დეტექტივს ვერ დავაჯერე,რომ ლომია სახელია..გვარიაო მიმტკიცებს.ახლა,ალბათ,ამ კომენტარსაც ნახავს და მტკიცებას დამიწყებს,შენი კლასელი ლომია ქართულს სწავლობსო,არადა სიტყვა სიტყვაზე ვერ გადაუბია.

მოკლედ განსაკუთრებული თავი იყო..

სახელია სახელიი ^_^ თუ ვერ დააჯერე, გამოუშვი ჩემთან და წაიკითხოს :D ან მე ავუსხნი კულტურულად :D :D
დიდი მადლობა, რომ კითხულოოობ ^_^ <3
EmyLee
chemi komentaric washlili iyoo.. sheudarebeli xar erke.. bevri nacnobi dialogi vixile :D tbili da sevdiani tavi gamovidaa. zustad igives ganvicdi da vgrdznobb rasac Esmeralda da kidev ufroo axloss movida chemtan.shen ki saocrebaa xar saswauli chemo sayvarelo

axla shenzea damokidebuli.me ki maqvsss finali warmodgenilii.. mokled miyvarxar

მმმ ჩემო ესმერალდა... <3 შენ ხარ შეუდარებელი.. შენ გარეშე ხომ ეს ასეთი კარგი არ გამოვიდოდა love ის ნაცნობი დიალოგები, ჰო :D ვეცადე უფრო ბევრი ამეღო, მაგრამ როგორც ჩაჯდა კონტექსტში ისე გამოვიყენე, ასე რომ იმედია მაპატიებ რაც დავაკელი wink love
მიხარია, რომ იგრძენი, უფრო სწორედ ის კი არ მიხარია, რომ ასეთი რამ გეცნო და იგრძენი, თუმცა ის მინდა ამით დავამტკიცო, რომ აი ესმერალდას, რომელსაც ასეთი ტანჯვა ერგო წილად და საერთოდ არ უნდა ასეთი ბედი, მაინც დაიმსახურებს და მოიპოვებს ბედნიერებას რომელიც მისთვის ყველაფერი იქნება love
"love finds a way" შენი სიტყვებია და ამის მეც მჯერა საყვარელო <3
მეც მიყვარხარ ჩემო ესმერალდა love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline წევრი nini :)

ვაიმე რა მაგარი იყოოოოო love ვგიჟდები ლომიაზე love

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
ვაიმე რა მაგარი იყოოოოო love ვგიჟდები ლომიაზე love

მიხარია, რომ გიჟდები love wink მე შენზე ვგიჟდები ^_^
და ძალიან მიხარია, რომ ასე მოგწონს ჩემი ლომია ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი nini :)

ერკე
nini :)
ვაიმე რა მაგარი იყოოოოო love ვგიჟდები ლომიაზე love

მიხარია, რომ გიჟდები love wink მე შენზე ვგიჟდები ^_^
და ძალიან მიხარია, რომ ასე მოგწონს ჩემი ლომია ^_^

როგორ მინდა ცჰემი შეყვარებულიც ლომიას გავდეს მაგრამ ვერ დაემგვანება მაინც არ არსებობს ჯერ :დ love wink

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

nini :)
ერკე
nini :)
ვაიმე რა მაგარი იყოოოოო love ვგიჟდები ლომიაზე love

მიხარია, რომ გიჟდები love wink მე შენზე ვგიჟდები ^_^
და ძალიან მიხარია, რომ ასე მოგწონს ჩემი ლომია ^_^

როგორ მინდა ცჰემი შეყვარებულიც ლომიას გავდეს მაგრამ ვერ დაემგვანება მაინც არ არსებობს ჯერ :დ love wink

ლომიასნაირები ბევრნი აღარ არიან :D ამიტომ იჩქარე და იპოვე დროზე, თორემ დაგასწრებს ყველა და მერე ვეღარ ნახავ wink love
მაგრამ რატომ მოგწონს ლომია? ო.ო
როგორი ცუდი ბიჭი იყო :დ თავიდან
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

აი რა ფრაზამ დამწვა..,, შენი თვალების ფერია ზეცა" ყოჩაღ ერკე... უბრალოდ დავმუნჯდი... საოცარი გრძნობა გამიჩნდა... მეც მათსავით ვგრძნობდი და მტკიოდა... მგონი ტყუილად არ მოგწერე იქ ის ფრაზააა.. :-D

ყველაზე უგრძნობებსაც კი ტკივათ.. მათაც უყვარდებათ... და ყველაზე მეტად ისინი განიცდიან დანაკარგს

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
აი რა ფრაზამ დამწვა..,, შენი თვალების ფერია ზეცა" ყოჩაღ ერკე... უბრალოდ დავმუნჯდი... საოცარი გრძნობა გამიჩნდა... მეც მათსავით ვგრძნობდი და მტკიოდა... მგონი ტყუილად არ მოგწერე იქ ის ფრაზააა.. :-D

ყველაზე უგრძნობებსაც კი ტკივათ.. მათაც უყვარდებათ... და ყველაზე მეტად ისინი განიცდიან დანაკარგს

და მე თვალებით გზა დამეკეცა ^_^
მმმ... კარგია რომ მოგწონს.. მახარებს ხომ იცი <3 მიყვარხააარ ტეროო ^_^ <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

შენი თვალების ფერუა ზეცა
და მე თვალებით გზა დამეკეცა...


ყოჩაღ ერკე... ყოჩაღი ბიჩი მყავხარ დეიდას სიხარულოო

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
შენი თვალების ფერუა ზეცა
და მე თვალებით გზა დამეკეცა...


ყოჩაღ ერკე... ყოჩაღი ბიჩი მყავხარ დეიდას სიხარულოო

ჰაჰა ^_^ love აბა... ჩემნაირი ნიჭიერი მეორე არ დადის :D :D :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent