შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (7)


16-12-2015, 23:51
ნანახია 2 010

წესი #7–იმოქმედეგონებით და არა გულით!

საჭესთან ანდრია დაჯდა,მეძალიან აღელვებული ვიყავი და ალბათ სადმე გადავჩეხავდი მანქანას.წინ მე დავჯექი,უკან კი ნიაკო და ნიკუშა..საქარე მინაში ნერვიულად ვიყურებოდი და თამბაქოს კვამლს ვფანტავდიჰაერში.ანდრიას არ სიამოვნებდა ჩემი ფილტვების ნიკოტინით გატენვა,მაგრამ იმდენად ვდარდობდისალოზე რამე რომ ეთქვა ალბათ მანქანიდან გადავაგდებდი,ამიტომ არაფერი უთქვამს.ახლაჩემს ფილტვებზე მნიშვნელოვანი სალომე იყო.ვერ გეტყვით სად მივდიოდით და როგორ,მაგრამ უკნიდან ვიღაც გვისიგნალებდა, სიჩქარეს მოვუმატეთ,მაგრამ არ შეუწყვიტავთ სიგნალი.ანდრიამ შეიგინა კარგა გემრიელად და მანქანა გააჩერა.გადავიდა,მეც გადავყევი, მანქანა ვიცანი ირაკლის ძმაკაცები იყვნენ.ჩემი ბიჭი მათკენ გაემართა,თუმცა მე შევაჩერე.
–ჩემი მეგობრები არიან,დამშვიდდი.–ვუთხარიდა მაშინვე დაშოშმინდა.ბიჭებთან მივედი და საჭის მხარეს მდგომ გიორგის წარბებშეკრულიდავუწყე ცქერა.ის კი მიღიმოდა.
–სად არიან ირაკლი და სალო?–შევეკითხე, მოუთმენლად.
–ჩვენც მაქეთ მივდივართ,წინ გაგვიშვი და გამოგვყევი.ეს ახალია ვინმე?–თვალით მანიშნა ანდრიაზე.
–ჩემი ბიჭია! მაგრამ რა დროს ეს არის გიო,მალე ჩაჯექი და წავედით!–სწრაფად მივაყარე და მანქანაში დავბრუნდი.ამასობაში ნიაკო გადმოსულიყო მანქანიდან და დაძაბული შემოგვცქეროდა,მაგრამ ჩემს დანახვაზე უკან ჩაჯდა და ნიკუშას დაადო თავი მხარზე.
–საყვარელო წინ გაუშვიდა ისინი მიგვიყვანენ.–ვუთხარი ოდნავ დამშვიდებულმა და ისევ მინისკენ გავიხედე.იმაზე ვფიქრობდი,თუ რა შეიძლება მომხდარიყო,მას შემდეგ,რაც ირაკლისთან მივიდოდით.ძალიან ვღელავდით ოთხივე,ბიჭებსაც გადავდეთ აღელვება და ვერ დავითვალე ანდრიამ რამდენი ღერი გააბოლა წითელი Marlboro . წინ მიმავალ მანქანას მივჩერებოდით,გიორგის მანქანა სწრაფად დაყავდა,არც ჩვენ მივღოღავდით ნელა,უკანა ფარები მალევე აინთო და მარცხენა ,,პავაროტნიკიც’’ ჩართო,სიჩქარეს შევუნელეთ და შესახვევში ჩავყევით.გიოს მანქანა საკმაოდ დიდ სახლთან გაჩერდა,მანქანიდან გიორგი და სანდრო გადმოვარდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,მეც უცბად გავაღე კარი,ადგილს მოვწყდი და ეზოსკენ გავიქეცი,უკან ნიაკო მომდევდა,დაცვის სახით კი სულ უკან ბიჭებიმოგვყვებოდნენ.
–სალოოო!!–ვკიოდითბოლო ხმაზე მე და ნიაკო.თან ელვისებური სისწრაფით მივრბოდით,აივნიდან ირაკლიმ გადმოგვხედა და ირონიით სავსე მზერით გვიყურებდა.
–რა გაკივლებთ გოგო?!–ჩამოგვძახამან.
–სალომე სად არის?!
–აგერაა ამოდით!!–გვითხრადა გვანიშნა ზემოთ ავსულიყავით,ჩვენც არ დავაყოვნეთ და გიჟებივით შევვარდით ოთახში,სადაცსალომე საწოლზე დაწოლილიყო და ტირილით გულს იოხებდა.–ჩემს გოგოს აქედან არავის გავატან!–გადაჭრითთქვა ირაკლიმ და ოთახი დატოვა.სალომეს დამშვიდებას შევუდექით,აი ახლა იყო საჭირო ყველაზემეტად ცივი გონება.ამასობაში ანდრია და ნიკუშა ჩვენ შემოგვყვნენ ოთახში.
–შენ რომ მომიტაცოგეფიცები არ გაცოცხლებ!–ვუთხარი ანდრიას მკაცრად და ნატას ნომერი ავკრიბე.
–რად გინდა პატარავმოტაცება,შენივე ბარგით მომაკითხავ სახლში!–ღიმილით მიპასუხა,მე კი საკადრისად ვერდავგესლე რადგანაც ნატამ ტელეფონი აიღო.
–გოგო მივაგენით ამათ,მიდიწამოდი საგურამოში და მალე აქ იყავი,გზიდან მალევეა მე4 თუ მე5 ჩასახვევში,დამირეკემოკლედ და აგიხსნი!
–კარგი მია,ახლავემოვდივარ!–მითხრა და ყურმილი სასწრაფოდ დაკიდა.
–სალო,შენ გინდა დარჩენა?–ვკითხეისე,თითქოს არასდროს გვესაუბროს მე და სალოს მის გრძნობებზე ირაკლის მიმართ,უყვარდა,ხოხო ძალიან უყვარდა.მეტსაც გეტყვით ნატას და სანდროსაც უყვარდათ ერთმანეთი,ეგ რომ გავიგოსანდრომ ნატა მოიტაცაო შეიძლება მართლა შემომაკვდეს ის ვაჟბატონი!..
–მია ხომ იცი არა?მიყვარსმინდა უაზროდ მასთან მაგრამ,რა დროს ეს იყო..არჩევანს არ მიტოვებს..–სლუკუნებდა სალო,თანუხაროდა,მაგრამ უფრო ეშინოდა.
–ნია წამოდი მოვკლათ!!–ვუყვირენიაკოს და აივანზე გამოვვარდით რომ დავინახეთ ამათ შამპანიურები გაუხსნიათ და სვამენ.
–აეეე...–ვუღრიალეამათ–რას შვებით ხომ არ გაუბერეთ ტო!
–სიძე–პატარძალს გაუმარჯოსძმაო,აბა როგორ გინდა?!–მიპასუხა სანდრომ და გადაკრა.
–სიძე–პატარძლის ვინაობაჯერ კიდევ გასარკვევია,ჯერ ის გადავწყვიტოთ შედგება თუ არა ქორწილი რა!!–ჩავძახე,რომირაკლიმ ისეთი სახით ამომხედა,ცხორებაში პირველად შემეშინდა ამ ადამიანის.
–სალო ჩემი ცოლიადა არავის არ ეკითხება,კანონით უფლება აქვს გათხოვდეს!
–კანონით კი,მაგრამსურვილით არამგონია!
–გოგოო!სხვის მაგივრადნუ ლაპარაკობ!–მიტევდა ირაკლი.
–კენჭი ვყაროთ!გაწყობს?!–შევეკითხემე.
–ბაზარი არაა ბრატ!
–ოღონდ ნატა ამოვადა მერე..მოსულა?!
–რაოო??ჩემი გოგომოდის ტო??–სახე გაუბრწყინდა სანდროს,ისე გაეხარდა,რომ ერთი ორი ჭიქა მარტომ დალია,ალბათგულში თქვა ორჯერ ნატას სადღეგრძელო.
–ხოო,რა იყო პირველადხედავ?ან რა გაგიკვირდა? მოსულა??–კიდევ შევეკითხე ირაკლის.
–მოსულა!!..
კენჭის ყრა აუცილებელიიყო,უნდა გადაგვეწყვიტა სალო უნივერსიტეტში წავიდოდა სექტემბერში თუ ირაკლისთან დარჩებოდა.ნატამნახევარ საათში დამირეკა,უკვე გზაზე ვარო,მეც ავუხსენი ადგილსამყოფელი და კენჭის ყრამალევე დაიწყო,აბსოლუტურად ყველა ვიღებდით მონაწილეობას,ჩემი და ნიაკოს ბიჭებიც..მე,ნიაკო, სალომე და ნატა უარზე ვიყავით.
–მე უნივერსიტეტშისწავლა მინდა!–თქვა სალომ.
–რად გინდა ბიჭო გაუნათლებელიცოლი?!–ვკითხე მე.
–ბავშვებს ვერ გაგიზრდისწესიერად!–დაუმატა ნიაკომ.
–ოჯახის საქმეებიცარ ეხერხება მაინდამაინც,როგორც მე ვიცი!–ვითომ და დიაგნოზი დაუსვა ნატამ.
როდესაც ჩვენ ჩვენივეარგუმენტებით ვიყავით მტკიცედ,ირაკლიმ დაიწყო:
–არ მაინტერესებსარც მაგისი უნივერსიტეტი,არც მაგის გაუნათლებლობა,არც მაგის მეოჯახეობა და საერთოდარაფერი,მიყვარს და მორჩა!..
–აუ რა არგაინტერესებს,პროსტა ისწავლის და თან ოჯახიც გექნებათ რა.–თქვა სანდრომ,რის შემდეგაცრატომღაც ეჭვი შემეპარა,რომ სულ მალე ნატაც სალოს ბედს გაიზიარებდა და კიც მოვკლავდისანდროს!..
–თუ გიყვართ უნდაიყოთ ერთად რა.–თქვა გიომ..
–ჩემს თავზე მაინცარ მქონდეს გამოცდილი რა ძნელია საყვარელი ადამიანისგარეშე.ნიაკოს გარეშე ვერ ვძლებ–თქვანიკუშამ და ნიაკო გულში ჩაიკრა.
ჩემი ბიჭი დარჩა,რომელსაცსალოსთვის უნდა გამოეტანა განაჩენი,ფაქტი იყო,რომ ბიჭები გრძნობებს აყენებდნენ წინაპლანზე,ჩვენ კი ცივი გონებით განვსაჯეთ ყველაფერი.
–მოიტათ შამპანიური!..სიძე–პატარძალიდავლოცოთ!იყვნენ ერთად მაგის დედაც ვატირე!–თქვა ანდრიამ და თქვენ უნდა გენახათ ირაკლისგაბრწყინებული სახე,შემდეგ მისი ანდრიასთან მისვლა და კარგად გადახვევა,შენ გენაცვალეძმა ჯიგარი ხარო ალბათ ეს უთხრა და გოგოებს სუფრის გაშლა დაგვავალეს ბიჭებმა,პატარძლიანდაქალებიანად სამზარეულოში შეგვყარეს.
–მოიცათ ხალხნო!–დავიძახემე და როცა ყველანი სმენად იქცნენ ვთქვი–ამ ჩემს ბიჭს რომ მივანდეთ ამ ჩვენი სალოსგათხოვება–მობრუნების საკითხი და რომ გაათხოვა,როგორ ფიქრობთ,მშობლები ანდრიას დაემორჩილებიან?
–მშობლებს ვინღა ეკითხებათ,კანონისმონიჭებული უფლებით,აქვს ნება გამომყვეს ჩემი გოგო!–მითხრა ირაკლიმ და აკოცა სალოს..
–კაი გამოგყვეს ჯანდაბას,მაგრამეროვნულებზე უნდა გაუშვა.
–ოღონდ ჩემთან იყოსდა სადაც უნდა იქ გავუშვებ!
–რა იყო ბიჭო შენრამ გაგამწარა ამ ქალზე–უთხრა გიომ და სიცილი აუტყდა.
–მიყვარს, ,მიყვარს!!–უთხრა კიდევ ერთხელ ირაკლიმ და ჩვენც ახლა მართლა შევედით სამზარეულოში,იმდღეს ისე დავლიეთ სიძე–დედოფალ სტუმრებიანად ვინ სად ვიყავით მეორე დღეს არ ვიცოდით,თუმცაერთი ის ვიცი,რომ მე და ანდრია სიმთვრალეშიდაც არ ვკარგავდით ერთმანეთს და ახლაც ერთადგვეძინა.



№1  offline წევრი cancara

კაი კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent