შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მშვენიერი ლედის ვნებიანი ღამეები -8-


17-12-2015, 19:30
ავტორი Firefly
ნანახია 3 432

ვნერვიულობ,თან მინდა მასთან ჩავიდე თან არა.მინდა ეს პრინციპები სადღაც მოვისროლო და ცხოვრებაში ერთხელ მაინც გავაკეთო რამე საკუთარი სიამოვნებისათვის.
სწრაფად ვიცვამ პალტოს სუნამოს ვისხამ და სახლს ვტოვებ.მომავალში სანანებელი მაინც არ გამიხდება ჩემი ეს საქციელი.თითქოს რაღაც ძალა მქაჩავს უკან სულელურ აზრებს თავიდან ვიშოროებ და მანქანაზემიყრდნობილ ზურას ვუახლოვდები.ისიც ღიმილით დგამს ცემსკენ ნაბიჯს და ლოყაზე მხურვალედ მკოცნის.
-მეგონა გადაიფიქრე-ამბობს წარბ შეკრული.
-ჰო რაღაც მაგდაგვარი-ვამბობ ღიმილით და ღვედს ვიკრავ.
-ნიღბით რატომ გამოდიოდი სცენაზე?-მკითხა და იდუმალი მზერით გადმომხედა.საშინლად გავხდი ანუ მიცნო მაგრამ საიდან?ხელები სულ ამიკანკალდა.
-როგორ მიცანი?-ვკითხე გაკვირვებულმა.
-მარტივად მაგრამ ვერ მივხვდი რა საჭირო იყო სახის დაფარვა.
-მეგობარს პრობლემები შეექმნა და მის ნაცვლად რამდენიმე დღე მე ვიმღერე,არ მინდოდა რომ ვინმეს ვცნე და ჭორიკნობა დაეწყოთ თან არც ლელას სჭირდებოდა ზედმეტი თავის ტკივილი-ავუხსენი სიტუაცია.
-თურმე რაში ყოფილა საქმე-თქვა ორაზროვნად და მანქანა ტყისპირა სახლთან გააჩერა.თითს ვერ მიიტანდი თვალთან ისე ბნელოდა,მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ანათებდა ღამეს და ხის ჩრდილებიც სიბნელის ფონზე საშიშად ირხეოდნენ.ზურამ ხელი ჩამკიდა და სახლისკენ გაიკვლია გზა.ჩემთვის უცნობი,მუხტი მოჰქონდა ზურას ცხელ ხელებს და მეც,ვთბებოდი მისი სიმხურვალით.კარები ფართოდ გააღო და შიგნით შემატარა.
-კომფორტულად მოეწყვე-მითხრა ღიმილით და პალტოს გახდაში დამეხმარა.-ბუხარს დავანთებ.
-კარგი-ვუთხარი და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი.ძალიან მყუდრო სახლი იყო,გემოვნებიანათ მორთული ავეჯით და ულამაზესი ნახატებით.
-მოგწონს?-მკითხა და ღვინით სავსე ბოკალი მომაწოდა.
-ჰო მიყვარს სიმყუდროვე...
-განმარტოვებისთვის საუკეთესო ადგილია შეგიძლია ყველაფერზე იფიქრო,აქ თითქოს დრო ჩერდება.-მითხრა ღიმილით და ღვინო მოსვა.ერთი ბოთლი წითელი ღვინო საბარში შეუმჩნევლად ჩავცალეთ.
-მგონი დროა უკან დავბრუნდეთ-ვუთხარი ღიმილით და ღვინით სავსე ჭიქა ხელში შევათამაშე.
-ასე ფიქრობ?-ვნებიანად მიჩურჩულა ყურში და მსუბუქათ შეეხო ჩემს ტუჩებს.ალბათ ჩემს მოთმინებას ცდიდა და ჩემგან ელოდა ინიციატივას,სასმლისგან შეზარხოშებულმა ჩემსკენ მოვქაჩე და კოცნაში ავყევი.ცხელი ტუჩების კვალს მიტოვებდა ყელში,მხრებზე და მომაკვდინებლად სასიამოვნოდ მეფერებოდა.ცხოვრებაში პირველად დავკარგე თავი და მეც ავყევი თამაშში,ვიცოდი რომ ღრმად შეტოპვა არ შეიძლებოდა თუმცა გაჩერებაც არ მსურდა.მაისური ერთი ხელის მოსმით გამაძრო და კალთაში ჩამისვა,მთელი ვნებით მკოცნიდა და მეც მიყოლიებდა ვნებების ქარცეცხლში.მკერდზე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემში მიძინებული ვულკანი იღვიძებდა,ეს შეგრძნებები ისეთი უცხო და სასურველი იყო ჩემთვის რომ პრინციპები სულ დავივიწყე და ვნებებს ავყევი.ხელებს მის კისერზე დავასრიალებდი და სასიამოვნო წამოძახილებს ვერ ვიკავდებდი.საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ტელეფონის ხმამ გონს მომიყვანა და მალევე გავაანალიზე რომ ზურას კალთაში ვიყავი მოკალათებული ნახევრად შიშველი და ხელები ნებიერად მომეკალათებინა მის მხრებზე.სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი სწრაფად წამოვდექი ფეხზე მაისურს ხელი დავავლე ისე რომ ყურადღება არ მიმიქცევია როგორ ილანძღებოდა ზურა ზარის ავტორის მიმართულებით.ჩემი თავის მრცხვენოდა აქამდე რომ შევტოპე,პალტოს ხელი დავავლე და სახლიდან გამოვედი.ცივი ჰაერი სახეზე მალამოსავით მელამუნებოდა,გზა ნამდვილად არ ვიცოდი თუმცა მაინც ჯიუტად მივდიოდი წინ,საშინელ სიცივეში ერთიანად გათოშილი და სირცხვილისგან ღაწვებ შეფაკლული.არ ვიცი რა მჭირს,არ მომწონს იმპულსური და სუსტი მართა!არ მომწონს რომ არ შემიძლია ჩემი გრძნობები შევნიღბო.ჩემსავე უმწეობაზე მეშლება ნერვები და ნიაღვრად წამოსულ ცრემლებს გამეტებით ვიშორებ მუჭებით.
-მძულს ჩემი თავი!მძულს!-ვქვითინებ და სუნთქვა მიჭირს.ალბათ სასმელმა იქმოქმედა და ამიტომ ვარ ასეთი იმპულსური.როგორ მინდა ახლა ცივი წვიმა დაეშვას ციდან და სულ ერთიანად გავილუმპო...
-მართა!-მესმის ზურას ხმა თუმცა ჯიუტად არ ვბრუნდები უკან,თუმცა ვგრძნობ როგორ მიახლოვდება.
-მართა-ჩურჩულებს ის და მეც წამის მეასედში მის მკლავებში ვარ მომწყვდეული.


ესეც შემდეგი თავიი,არ აქტიურობთ და მგონია აღარ მოგწონთ, წერის სტიმულიც მეკარგება.გამიზიარეთ თქვენი აზრი მოგწონთ თუ არა.



№1 სტუმარი nana

Ras laparakob weri stimuli mekargebao gaagrdele tore ar vici ras gizam:) me komentarebs ro ar vwer magito yoveltvis veli to rodis gamochndeba horizontze es istoria kaia da gaagrdzele<3

 


№2 სტუმარი Anita

Dzaan magaria,magram cotaa xolme .ise dzalian momwons da velodebi shemdeg taavs. Da saertodac rashi gainteresebs sxvisi azri arachveulebrivad wer da gaagrdzeleee:*:*:*

 


№3 სტუმარი darina

Sheidzleba ar vtoveb komentars magram yoveltvis vkitxulob, momwons me eseni da shewyveta arc ifiqro.

 


№4  offline წევრი Mariam Tukhashvili

Dzalian momwons martlaaa ogond tavebi gazarde raaa.yvelaa gadamwyvet momentahi wyvet daa mere vitanjebi lodinit :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent