შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “7“


17-12-2015, 23:17
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 682

მას აქამდე არასოდეს მოუნდომებია მზგავსი რამის გაკეთება,ყველაზე მეტად ელენეს რეაქცია აინტერესებს,რას ეტყვის სამზარეულში რომ ნახავს.და სწორედ ახლა დადგა აღიარების თუ არ აღიარების დრო,სამზარეულოში მშვიდი ნაბიჯებით შემოვიდა ელენე და გაკვირვებით დააცქერდა მაგიდას.
-ეს შენი ნახელავია?-ახედა დამიანეს ცოტა დაბნეულმა,-ჩემი მშობლების გულის მოგებას ცდილობ?-ჰკითხა და თვალებში ჩააშტერდა,ისე რომ მოსვენება ორივეს დაეკარგა,აქამდე არასოდეს უყურებიათ ასე დიდხანს ერთმანეთისთვის და ორივე უცნაურად წამოწითლდა,-მიპასუხე,-თქვა და მზერა აარიდა,სახეზე მოიკიდა ორივე ხელი და ნახა რომ ძალიან გაცხელებოდა,შეწუხებული მიუჯდა მაგიდას,პირის დაკარება არაფერზე უცდია,ისიც კი გუკვირდა რატომ დაჯდა.
-არ მოგწონს?-ნაწყენმა მიუგო დამიანემ და თავადაც დაჯდა,-ბრალიანი არაფერია,არც შენთვის მომიმზადებია,თუ არ გინდა არავინ გაძალებს,შენს მშობლებს მადლობა გადავუხადე გუშინდელი ღამისთვის,მათ დარჩენის უფლება მომცეს,-უთხრა და მარჯვენა ხელი ჩაის ჭიქას შემოხვია,სითბომ ხელის გულში გაატარა და მთელ სხეულში ჩაეღვარა,რთხილად აიღო ჭიქა,სულ შეუბერა და რამდენიმეჯერ მოსვა.ელენემაც აიღო მისი შემხედვარე ჭიქა და დალია,მერე დააკვირდა,როგორ მიირთმევდა კარაქიან პურს დამიანე.-რა იყო?,-შეამჩნია როგორ მიაშტერდა დაჟინებით
-არაფერი თვალი გამიშტერდა,-მიუგო ელენემ და კვერცხი გადმოიღო თეფშზე,ერთხანს უყურა და მერე დანა-ჩანგლით დაანაწევრა.
-რა უცნაური ვინმე ხარ,ღმერთმა სილამაზე არ დაგაკლო,მაგრამ ეს ჭკუა სად დაკარგე,-ხითხითით მიუგო დამიანემ
-ხმა,-გაბრაზდა ელენე,-რამდენს ლაყბობ
-ლაპარაკიც დამიშალე ახლა,უზრდელო!
-თავხედო!
-ჭამე თუ ჭამ
-არ მშია
-აბა ეგ რა არის?
-რა?
-კვერცხი რომ გადმოიგე,მე დამიჭერი?-გადაიხარხარა და პატარა ნაწილი ააცალა თეფშიდან,პირში გააქანა და ისე გემრიელად ილუკმებოდა ერთიბეწო ნამცეცს,ვინმეს ეგონებოდა დიდი ხორცის ნაჭერი უდევს პირშიო.
-შენი იყოს,-მისი საქციელით განცვირებული ელენე მაგიდიდან წამოდგა,თეფში გადაუდგა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა,როცა დამიანეც წამოდა და ახლოს მივიდა
-ყველაფერზე რატომ მეჩხუბები?-ხელი მოკიდა მკლავში და შემოაბრუნა,-რა დაგიშავე?-სიბრაზე შეერია ხმაში,-მგონი რაც ხდება,არცერთის ნება-სურვილზე არაა დამყარებული,-ოდნავ მოუჭირა ხელი,-ზუსტად ასე მტკენ,როგორც ახლა მე,-მერე გაუშვა და ზურგით დადგა
-მე გტკენ?-გაწითლებულ მკლავზე დაიხედა,-თუ შენ,ასე იქაც არ მომქცევიან,-მის ნათქვამზე დამიანე გაბრაზებული შემობრუნდა და ორივე ხელში ჩაავლო,სამზარეულოს კუთხეში მიამწყვდია და თვალებში ჩააშტერდა.
-ესეიგი,მე იმაზე მეტად გტკენ ვიდრე ისინი?-ჰკითხა ხმამაღლა და ძლიერად მოუჭირა,ელენეს სიმწრისგან ცრემლები წამოსცვივდა,მის დანახვაზე დამიანემ ხელი უშვა და თავში წაიშინა,-მაპატიე,-ამღვრეული თვალები მიუგო და განზე გადგა,-გავბრაზდი,-ხელები თავიდან ჩამოიღო და სახეზე მოკიდა,ცერა თითებით ცრემლი შეუმშრალა ძლიერად ჩაიხუტა და თავზე კოცნა დაუწყო.
-გამიშვი,-ამღვრეული ხმით თქვა ელენემ და გაუძალიანდა,მის მკლავებში ყოფნა უარესად თრგუნავდა და სხეულის მგრძნობელობა ეკარგებოდა.
-ყველაფერს არასწორად ვაკეთებ,იმის ნაცვლად რომ გივლიდე. . .,ყველაფერი გავაფუჭე,-თმაზე ჩამოუსვა ხელის გული,-საერთოდ წავალ,შენებს ავუხსნი და წავალ
-მოიცა,-შეშინებული ხმით თქვა ელენემ და სვიტერში ჩაებღაუჭა,-არაფრის თქმა არაა საჭირო,ნურც თავს იდანაშაულებ,შენ ჩემი დახმარება გინდა მე კი ცუდად გექცევი
-გაჩუმდი
-მათქმევინე,-თითები მიადო ტუჩებზე,-მგონი ვიცი რა წარმოდგენაც შეგექმნა ჩემზე,მაგრამ ასე არაა,ვიცი რომ ცუდად მოგექეცი,მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ,არ ვიცი აქ რაღაც ისე ძალიან მტკივა რომ ძალაუნებურად სხვების გამწარებით ვიყუჩებ,ჩემი წამალი არ არსებობს,იქ გატარებული ყოველი დღე,ღამით,სიზმარში მხვდება და ლამის გავგიჟდე,გუშინ სიზმარმა გამომაღვიძა
-კი,მაგრამ რა დროს რომ შემოვედი გეძინა
-რა დროს შემოხვედი?-გაიკვირვა ელენემ-რა გინდოდა ჩემს ოთახში
-შენმა ყვირილმა გამაღვიძა,მაგრამ რომ შემოვედი გეძინა,ეტყობა მომეჩვენა
-ალბათ,-მიუგო და ჩამოსცილდა,-ჭამა გავაგრძელოთ,დღეს ბევრი საქმე მაქვს,-მიუგო და ისევ მიუჯდა მაგიდას.
-რა საქმეები?-ჰკითხა დამიანემ და განელებული ჩაი ნიჟარაში გადაღვარა
-სამსახური,-მიუგო ელენემ
-სამსახური?-გაიოცა,-აქამდე არ გიხსენებია-ეჭვით შეავლო თვალი მან
-დედაჩემს აქვს კაფე გახსნილი და ცოტახნით უნდა მივეშველო
-დედაშენს?-სახე გაებადრა დამიანეს,-დედაშენს,ხო სწორად გავიგე
-ხო,რატომ გაიკვირვე,-გაოცდა ელენე,დამიანე კი გახარებული წამოხტა და ლამის ხტუნვა დაიწყო ოცდაათი წლის კაცმა.
-დედაშენი,-იმეორებდა იგი
-რა უცნაური ვინმე ხარ,-სიცილი დაიწყო ელენემ.

***
-ნინელი,ელენეს კაფეში წავიყვან,-გასძახა შემოსასვლელთან მდგარმა დამიანემ ნინელის
-რამ მოაფიქრა კაფე,-აღტაცებული გამოვარდა ქალი ოთახიდან,-რამდენი ხანია დაკეტილი გვაქვს,-თქვა და ელენეს მიეალერსა
-დღეს გაიხსნება,-დარწმუნებით თქვა ელენემ და დამიანეს შეხედა
-დიახ,-დაეთანხმა ისიც და ხელი წელზე შემოხვია,-მართლას ბრძანებს,დედოფალი,-გაიღიმა და თვალი ჩაუკრა.
-კი ბატონო,დამელოდეთ თქვე ოხრებო გასაღებს გამოგიტანთ,-სიცილით გავიდა ნინელი
-ოხრებო?-გაიმეორა დამიანემ
-მოფერებით ასე იცის ხოლმე,-მიუგო ელენემ და ამასობაში ნინელიც გამოვიდა გასაღებით ხელში,რომელიც ვერცხლისფრად ელვარებდა.
-აბა თქვენ იცით,-მიუგო მან და გასაღები ელენეს გაუწოდა,მანაც გამოართვა და კარი გააღო,რომ გასულიყვნენ.
სწრაფად ჩაირბინეს ექვსივე სართული და მანქანაში ჩასხდნენ.
-რატომ მგონია რომ ახალ ცხოვრებას იწყებ?-ჰკითხა დამიანემ,როდესაც ღვედი შეიკრა ორივემ
-იმიტომ გგონია რომ ასეცა,-სიცილით მიუგო ელენემ და მინა დაორთქლა,გარეთ რომ გაეხედა,-გაყინულა ყველაფერი,-დაღვრემილმა თქვა და თავი ჩაქინდა
-ზამთარია და აბა როგორ გინდა
-მოთოვს,-თავი წამოყო გახარებულმა
-თოვლი გიყვარს?გუშინაც ხომ თოვდა
-აღარ მახსოვს
-ახლა ყოველდღე მოთოვს და ოცდათერთმეტში უზარმაზარი თოვლი იქნება თბილისში,და მერე როგორი ლამაზია ლამპიონების შუქზე მოელვარე ქათქათა თოვლი,დღისით რომ ყველა ზედ გადაუვლის და დაიტკეპნება,ღამით კი ისევ მოთოვს და ყველას ნაკვალევი წაიშლება.
-ისე აღწერე,მომინდა თოვლში წოლა და ცაში ყურება,მთელი ბავშვობა ამას ვაკეთებდი,თოვლში ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი ღრულებს,რომლებიც ხან ერმანეთს ეტმასნებდნენ ხან ცალკ-ცალკე დაძრწოდნენ ცაში.
-კაფე შორსაა?-მოულოდნელად ჰკითხა დამიანემ
-მგონი არა,იმიტომ რომ დედა ფეხით მიდიოდა ხოლმე
-ხოდა წამოდი ფეხით
-ცივა,-შეწუხებული ხმით განაცხადა ელენემ
-კარგი,-თქვა დამიანემ და ძრავი ჩართო,ცოტახანს კიდევ დაჰყვეს სანამ მანქანა გათბა და შემდეგ დაძრა.
კაფე მართლაც არ იყო შორს,ათი წუთიც არ უვლიათ მანქანით,ახალი გამთბარი სხეულები,სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ისევ გაიყინა.
-რა ახლოს ყოფილა,-გაეცინა დამიანეს,-ვინმემ არ დაგვინახოს რომ მანქანით მოვედით,თორემ დაგვცინებს
-რა დროს ვინმეა,ისე გამეყინა ხელები გასაღებს საკეტში ვერ ვარგებ
-მომეცი,-გამოართვა დამიანემ და თავად სცადა კარის გაღება,ცოტა გაუჭირდა,მაგრამ მაინც გააღო.



№1 სტუმარი nini

პირველიი ვაროოოოოოო ვერავინ დამპსწროოოოოოო :* მაგრები არიან მოკლედდ რააააა მომეწონაა მაგარი იყოოოო

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

nini
პირველიი ვაროოოოოოო ვერავინ დამპსწროოოოოოო :* მაგრები არიან მოკლედდ რააააა მომეწონაა მაგარი იყოოოო

ჰიიი ძალიან დიდი მადლობაა <3 პირველო :*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3 სტუმარი darina

Ra magari vinmea es damiane, elene rom ifxoreba nervebi meshleba.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ეს ელენე ერთის მხრივ ნერვებზე უკრავს ჩემს დამის რო აბრაზებს მაგრამ ადვილი არაა ჩვეულებრივად იცხოვრო მას მერე რაც მან გამოიარა და იმედია მოლბება მალე თორე მერე გავბრაზდებიიიიიი am wink wink

 


№5  offline მოდერი X.G

კარგია ძაან მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№6 სტუმარი teo

აუუუ მაგრიაააააა შემდეგი თავი მინდა მალეეე

ლ=მალე დადე რა ახალი ძაან მაინტერესებსს მაგარი ხარ ძAაან

 


№7  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmmm kargiaa dzalaiann malee dadee axali tavi mainteresebss

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

es gogo ro datpes cota ara ? zaan ragacnairia

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

კარგია კარგია კარგიიი :*
დამიანე მაგარი ბიჭია, მეც კი გავგიჟდი :დ
საღოლ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ერკე
კარგია კარგია კარგიიი :*
დამიანე მაგარი ბიჭია, მეც კი გავგიჟდი :დ
საღოლ

::-D madlobb erke
:-*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

საღოლ მაგრად იტანს... მე შეიძლება მაცივართან მიმეკლა იქვეე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent