შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 10


18-12-2015, 16:35
ავტორი teddy))
ნანახია 2 696

მთელი საღამო მიხეილ პაპა იმაზე ლაპარაკობდა თუ როგორი გოგო იყო წკრილა. როგორც გავიგე დიანა ერქვა . ბოღმით ავივსე, არა იმიტომ, რომ აქებდნენ, არამედ ალექსანდრესთვის, რომ უნდოდათ.
-მიხეილ გეყოს ახლა დიანაზე ლაპარაკი! თქვი შენი შვილი როგორ არის, ჩამოგივიდა ქალაქიდან?-ეუბნება გედია პაპა.
-კი, ჩამომივიდა! ვენაცვალე...-პასუხობს მიხეილ პაპა.
ყოველთვის, როდესაც დიანაზე ლაპარაკს დაიწყებდა მიხეილ პაპა, გედია პაპა მე შემომხედავდა. ნეტავ რატომ? ასე შესამჩნევია ჩემი გრძნობები?!
-კარგით, ჩვენ წავალთ!-ვეუბნები და სკამიდან ვდგები.-დიდი მადლობა, ჩაისთვის!-ლელაც დგება.
გარეთ გამოვდივართ და ვაჟაც მოგვყვება.
-ვაჟა არ იცი ალექსანდრე სად წავიდა?-ვეკითხები ანერვიულებული.
-ნუ ნერვიულობ, ცოტას დამშვიდდება და მოვა. -მხარზე ხელს მადებს დაა ლელას უბრუნდება.-კარგად ლელა!-ერთმანეთს ეხუტებიან ვაჟა და ლელა და სახლისკენ მივიწევთ. ჩვენს გვერდზე ცხენი გაჩერდა და მივხვდი, რომ ალექსანდრე იყო. ლელა სახლში შედის. ფიქრობს, ალბათ მარტო დარჩენა ენდომებათო, მაგრამ არ მინდა ახლა მარტო ვიყო, ლელა მჭირდება. მახსენდება როგორ ვნერვიულობდი სახლიდან, რომ წავიდა ალექსანდრე.
Ani Badalashvili
15:54
Ani Badalashvili
-ალექსანდრე სად ხარ აქამდე? ვნერვიულობდი!-დაუფიქრებლად ვეუბნები. როდის უნდა დაიმოკლო ნინა ენა?! შენი გრძნობები შენთვის უნდა შეინახო და დაუფიქრებლად არ უნდა თქვა!
-შენ ჩემზე? თუ არ გემეტები წკრიალა გოგომ ხელში, რომ ჩამიგდოს?-იცინის და ცხენიდან ჩამოხტა.
-არა! ეგ კი არა...-ძალით ვკრიჭავ კბილებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სიბნელეში შემს ღიმილს ვერ ხედავს.-გედია პაპა ნერვიულობდა... ხო, გედია პაპა. სად წავიდაო... სად არის აქამდეო...-რაღაცეებს ვიგონებ და თან ენა მებმის.
-გედია პაპამაც და ვაჟამაც იცის სადაც მივდივარ ხოლმე! რა მატყუარა ხარ, ჩემო ნინა!-მეუბნება და მისი სიცილის ხმა მესმის.
-წავედი!-გაბრაზებული ვეუბნები და სწრაფი ნაბიჯებით შევდივარ სახლში.
-რა თქვა ალექსანდრემ?-ლელა წინ მიდგება.
-შენმა სულელმა დაქალმა ენის გაჩერება არ იცის და ალექსანდრეს უთხრა, როგორ ვნერვიულობდი ის, რომ სახლიდან წავიდა!-გაბრაზებული ვეუბნები და კაშნეს ვიხსნი.
-მგონი მალე გეშველებათ. ერთმანეთი მოგწონთ და არ ეუბნებით.-ლელა ხელებს შლის და ხითხითებს.
- გაჩუმდი ახლა!-ვეუბნები და საწოლში ვწვები. ლელაც რაღაცას ბუტბუტებს, მაგრამ არ ვუსმენ, მე მხოლოდ ჩემს ფიქრებში ვარ.
Ani Badalashvili
15:57
Ani Badalashvili
***
-ლელა, წიგნი მომაწოდე რა. -ვეუბნები და ხელს წიგნისკენ ვიშვერ.
-დაიცადე, მოყევი ახლა რა ხდება ალექსანდრესკენ და შენსკენ?-მომლოდინე თვალებით შემომჩერებია ლელა.
-მიყვარს!-ვეუბნები და სხვა სამყაროში ვერთვები.
***
დრო დგება, როდესაც გინდა, რომ უმაღლეს მწვერვალზე ახვიდე და იყვირო, რომ გიყვარს! მაგრამ, ძალა არ გყოფნის! შეიძლება ერთ დროს მთასავით ძლიერი იყო, მაგრამ ახლა არ შეგიძლია!
Ani Badalashvili
16:20
Ani Badalashvili
***
საღამოს სასეირნოთ მივდივარ. მინდა იმ მთას მივუახლოვდე, რომელიც ჩემს დამშვიდებას შეძლებს. თოვლით დაფარულ მიწაზე ვჯდები და დიდრონ მთას გავყურებ, თოვლით, რომ არის შემოსილი.
როცა გიყვარს დედამიწას ემშვიდობები და ბედნიერებას ისე მაღლა აყავხარ, რომ ევერესტსაც კი იპყრობ. მაგრამ მწვერვალიდან შეიძლება გაურკვევლობამ ჩამოგაგდოს და დაემშვიდობო ყველაფერს რაც გაგაჩნდა და მარტოდ-მარტო დატოვოს სიყვარული.
ფიქრებში ისე დაღამდა ვერც მივხვდი. თავზე ვეებერთელა მთვარე დამნათოდა და შიშისგან ადგილიდან ვერ ვიძროდი.
-ნინა, შენ მაგარი გოგო ხარ! საშიშს აქ რას ხედავ, უბრალოდ ბნელა და შეიძლება ნადირი იყოს.-ჩემს თავს ვამხნევებ და ამ სიტყვების წარმოთქმისას ,, შეიძლება ნადირი იყოს", დაბლა მივრბივარ. მაგრამ, ვიღაც ხელს მიშლის და მთელი ტანით მას ვეჯახები.
-ფრთხილად!-ალექსანდრეს ხმა! ამას ისევ ჯობდა მგლებს შევეჭამე.
-აქ რა გინდა?-ვეუბნები ისე თითქოს ჩემი ტერიტორია იყოს.
-შენ რა გინდა ამ სიბნელეში? ხომ არ დაგავიწყდა შეიძლება მგელი გამოხტეს და შეგჭამოს.-ამ სიტყვებს, ალექსანდრეს სიცილი მოყვება.
-ალექსანდრეე...-ხვეწნის, მუდარის, შიშის ხმა მაქვს ერთდროულად.
-წამოდი, წამოდი... მშიშარა!-მეუბნება ალექსანდრე და მაჯაში ხელს მკიდებს.
-არ ვარ მშიშარა!-ამ სიტყვების მე თვითონ არ მჯერა და ალექსანდრე დაიჯერებს?!
Ani Badalashvili
16:32
Ani Badalashvili
-ხოდა ნუ ცახცახებ!-მეუბნება ის. დიახ, ვცახცახებ! შიშისგან და ალექსანდრეს სიახლოვისგან. მაგრამ ის პირველი, რომ შიშისგან ვცახცახებ აღარ არსებობს.
-დიანა როგორ გყავს?-ვეუბნები ისე თითქოს არც მადარდებს, არც ალექსანდრე და არც დიანა.
-სახელიც გაგიგია!-იცინის და ჩერდება.- ძალიან განაღვლებს, როგორ მყავს?
-მე? რაზე უნდა ვდარდობდე ვიღაც დიანაზე.
-რომ, გითხრა მხოლოდ შენზე ვფიქრობთქო?-მეუბენბა ალექსანდრე. სიბნელეში მის სახელს ვერ ვარჩევ,
-ჩემზე რატომ? მე მოგყავარ ცოლად? -ცხვირ აბზუებული ვეუბნები მას.
-თუ თანახმა ხარ...-მეუბენბა ალექსანდრე.
-საწყალი დიანა!-ვეუბნები და გვერდზე ვიწევი.
-შენ რა მართლა გგონია, რომ მე და დიანა შეყვარებულები ვართ? უბრალოდ ხალხმა შეთხზა. მაგრამ თუ გინდა შენთვის ვიქნებით.-ნერვები მეშლება მის სიტყვებზე, მაგრამ სხეულში მაინც საოცრად თბილი გრძნობა მეღვრება.
-თავიდან რა ზრდილობიანი ჩანდი!-ვეუბნები მე.
-ვიღაცამ ამაჭიკჭიკა!-მეუბნება და მის ლაპარაკს შევატყვე, რომ იღიმის.
-ვინ დიანამ?-ამ გოგოს რატომ ვერ ვეშვები, რა დამიშავა ამ დიანამ.
-არა, წინ მიდგას ვინც!-ჩაილაპარაკა და წინ განაგრძო სიარული. მე ასე დამტოვა, ერთ ადგილას გაშეშებული.
-დამიცადე!-ვეუბნები, წინ გავრბივარ და ჩემს ხელს მის მკლავს ვხვევ. ეს იმიტომ, რომ დამტოვა ასე ცოტახანი მარტო, შიშის გრძნობა უნდა გავაქრო.



№1  offline მოდერი sopiko

უყვარს! უყვარს! ვაიმე თან როგორ უყვართ! ჩემი ალექსანდრე, ჩემი მთის რაინდი ♥ ჩემი ნინი, ჩემი მატყუარა, მშიშარა გოგო ♥ და ჩემი teddy ♥ ჩემი ნიჭიერი და ყოვლისშემძლე!

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
უყვარს! უყვარს! ვაიმე თან როგორ უყვართ! ჩემი ალექსანდრე, ჩემი მთის რაინდი ♥ ჩემი ნინი, ჩემი მატყუარა, მშიშარა გოგო ♥ და ჩემი teddy ♥ ჩემი ნიჭიერი და ყოვლისშემძლე!

და ჩემი საყვარელი სოფიკო! love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent