შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებით დატყვევებული [7;8]


18-12-2015, 18:54
ავტორი sopiko
ნანახია 2 400

მეორე დღეს ევა მიხვდა, რომ არავითარი გეგმა არ ჰქონდა და ტყუილად დაასაქმა მაჩო. აი, ასე! დარჩა სამსახურის გარეშე! სამკაულის ძებნისას გაბრაზებულმა მთელი უჯრა გადმოაქოთა და ჯავრი ხელში მოხვედრილ საათზე იყარა. როცა გააზრა, რაც გააკეთა, იატაკზე ჩამოჯდა და ცრემლები გადმოყარა, მაგრამ რაღა დროს! ასე იცოდა, რაღაცას გააკეთებდა და მერე იწყებდა გოდებას.
–რა ხდება?–ოთახში შემოვარდნილმა მაჩომ მტირალი გოგონა რომ დაინახა, განწყობა გაუფუჭდა. დაახლოებით ხვდებოდა, რომ დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ საათის გაბზარული შუშა რომ დაინახა, ვეღარ მოითმინა და ფეხები ააბაკუნა.
–ახალს ვერ იყიდი ხომ? თუ ძველი გირჩევნია?–შეეიკითხა ირონიულად და მეგობრის სახე ხელებში მოიქცია.
–ხო, მირჩევნია!–ამოისლუკუნა ევამ და თავი რამდენჯერმე მიარტყა საწოლს.
–ასე არ შეიძლება! ახლა ვინმემ რომ გკითხოს, შენ გატეხეო? მაშინვე იუარებ და იტყვი შემთხვევით გატყდაო. თავი სულთანი გგონია და ყველას ზემოდან დაჰყურებ! მერამდენედ მოგცე შენიშვნა!–არიგებდა მაჩო და თან ამოყრილ მძივებს ადგილზე აბრუნებდა.
–გადაგიბირა? შენც გადაგიბირა ბერდიამ?–აქვითინდა სრულიად უაზრო მიზეზის გამო და კარადიდან თეთრი ჟაკეტი გამოიღო.–მე მივდივარ! არ გაბედო და უკან არ გამომყვე!
მაჩოს უნდოდა ეთქვა, ცივი წყალი დალიეო, მაგრამ თავი შეიკავა. იმედოვნებდა, რომ საღამოსთვის გადაუვლიდა ქალბატონ ევას და როგორც ყოველთვის დაივიწყებდა დაქალი ''ასე'' რომ მოექცა, მაგრამ თუ რაში ტყუოდა ეს ''ასე'', მაჩო ვერ მიმხვდარიყო.

ევამ თომას გუშინ მანქანის გასაღები აართვა და უხაროდა მის ძვირადღირებულ ''რეინჯროვერით'' რომ გაისეირნებდა. რა შერეკილი გოგოა, არა?! მართლაც რომ ფულებში ცურავს და ამ ფუფუნების საგანზე კი უარზე ამბობს. ასეთია და მორჩა! აქ მთავრდება ახსნა–განმარტებები! კი მოუვლის ხოლმე ზოგჯერ და წასასვლელადაც დიდის ამბით მზადებას იწყებს, მაგრამ ბოლოს იტყვის, სხვა დროს იყოსო და რამდენიმე თვე აღარ მოდის ეს ''სხვა დრო'', შემდეგ კი ისევ და ისევ იგივე მეორდება.
ტაქსი დაიჭირა და რესტორან ''კიდობანამდე'' ასე მივიდა. მრავალი ავტომობილით გარშემორტყმულ ნაცნობ მანქანასთან მიირბინა და შიგნით ჩამჯდარი არ იყო, ძრავა რომ დაქოქა. სამსახურის გზას გაუყვა და თნ დილანდელ ინციდენტზე ფიქრობდა. არა! მაჩოს რომ არ წამოეწყო თავისი სისულელეები, მეც არაფერს ვეტყოდიო, გაიფიქრა და კარგ ხასიათზეც დადგა. ღიმილით უსწრებდა სხვადასხვა ტრანსპორტს და თან წითელ ტუჩსაცხს ისმევდა ტუჩებზე.
სამოდელო სააგენტოსთან გაჩერდა და ჯერ ერთი ფეხი გადმოყო გარეთ, მერე მეორე. შენობაში თავაწეული შევიდა და სხვა მოდელებს მიესალმა. თავის განრიგს გადახედა და ნახა, რომ ჟურნალ ''სარკის'' წარმომადგენელს უნდა შეხვედროდა დღეს. საგანგებოდ მოემზადა, გრიმიორთანაც შეიარა და მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა.
დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერაფერი გაიგო. ექვსი ხდებოდა, გადაღება რომ დაიწყეს. უამრავი ფოტო გადაიღეს და დიდი მადლობა გადაუხადეს ევას თანამშრომლობისთვის, მანაც რა თქმა უნდა შეიფერა და არაფერი უთქვამს.
დღევანდელი დღით კმაყოფილი იყო და დიდსულოვნად აპატია გულში მაჩოს. ღია ნაცრისფერი ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კომპანია დატოვა. თომას მანქანა რომ ვერ იპოვა, კინაღამ გონება დაკარგა. აქეთ ეცა, იქეთ ეცა მაგრამ თითქოს აორთქლებულიყო, არსად ჩანდა. დაცვასთან მიირბინა და ჰკითხა:
–ვერცხლისფერი ''რეინჯროვერი'', თქვენ თვალთახედვას არ გამორჩებოდა! სად გაქრა? ნუთუ არ დაგინახავთ?–სიტყვებს ვერ ალაგებდა და ტუჩებს გამალებით იკვნეტდა.
–ააა, მახსოვს!–თითი ზეცისკენ აღმართა მან.–პოლიციამ წაიყვანა, იმ ადგილას დგომა არ შეიძლებოდა და...
ევა ვერ მიხვდა, რატომ დაარღვია კანონი. ისიც გამოკითხა ახალგაზრდა მამაკაცს, თუ სად წაიყვანეს მისი ავტომობილი და ტაქსი გააჩერა. ის იყო მისამართი უნდა ეკარნახა მძღოლისთვის, რომ საჭესთან მჯდომი პიროვნების გვერდით მყოფი შემობრუნდა და ჭკუიდან გადასულმა შერვაშიძემ ბერდიას საეჭვოდ გაღიმებული სახე დაინახა.
–შენ?–შეჰყვირა გაოგნებულმა.
–დიახ, მე! უცებ ძალიან მომინდა თქვენი დახმარება და აი, მოვედი! სუპერგმირი თქვენთანაა!–ჩვეულად ალაპარაკდა ბერდია.
–მასხარა ხარ! მას–ხა–რა! არაფერზე არ იხევ უკან, ოღონდ მიზანს მიაღწიო! ეს კაციც შენი მონაა, არა?–მიუთითა გარინდებულ მძღოლზე.
–არ გეჩქარება? შენი მანქანა საფრთხეშია! შენი რა, თომასი!–შეასწორა დროულად.
–შენ დახმარებაზე უარს ვამბობ! მე მივდივარ!–სასწრაფოდ გადავიდა ტაქსიდან, თუმცა მალევე შებრუნდა.
–რაღა მაინც და მაინც ახლა არ ჩანს არავინ!–ხელი დაჰკრა წინა სავარძელს.
–ხოდა ორი ქულა მაქვს!–აღნიშნა ბერდიამ უემოციოდ.
–ორი?
–გუშინ მე ჩემ მეგობარს დავეხმარე და არა შენ! უსამართლობას ვერ ვიტან!–უთხრა გოგონას და მანქანაც დაიძრა.

როგორც კი ევას ვინაობა გაიგეს, პოლიციელებმა უფრო რბილად აუხსნეს ყველაფერი. ქალიშვილმა ჯარიმა გადაიხადა და ავტომობილიც ისევ მის მფლობელობაში გადავიდა. თომა ხვალ ნათესავებს ეყოლებოდათ გამოჭერილი, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მანქანას ჯერჯერობით ვერავინ წაართმევდა. გააფრთრებულს ბერდიას სიმპათიური ნაკვთების განადგურება მოუნდა, მან უსინდისოდ რომ მიულოცა ამ საქმის წარმატების დაგვირგვინება.
–რაც არ უნდა მოხდეს, მაინც არ შევეგუები დამარცხებულის ამპლუაში ყოფნას!–მკაცრად მოუჭრა ევამ.
–მართლა?–თეატრალურად გაიკვირვა მამაკაცმა.
–მართლა!–ასეთივე ტონით დაეთანხმა და მობეზრებულმა აარიდა თვალი.
ბერდიას რაღაცამ დაუარა სხეულმა, დაუოკებელმა სურვილმა. ძალიან მოუნდა ეს გათამამებული გოგო გაეჩუმებინა... მისი ტუჩები შეეგრძნო... დაიხარა და ის გააკეთა, რაც სურდა! ოდნავ შეახო ბაგეები და მაშინვე მოშორდა აკანკალებულ სხეულს. ვერ შეძლო ევას ნებართვის გარეშე მოქცეულიყო ასე. ეს მის პრინციპებს ეწინაამღდეგებოდა, თანაც თვითონაც ვერ გარკვეულიყო გრძნობებში და შეცდომას ვერ დაუშვებდა.
... და ამ დროს ევა? სრულ ქაოსში იმყოფებოდა და უსიტყვოდ გაბრუნებულ ბერდიას ზურგს ისწავლიდა. გული უცნაურად უხტოდა, მკერდში ჟრუანტელი უვლიდა და მის გარშემო რა ხდებოდა, ვერ ხედავდა.
''ეს მან დაიწყო და ჩემი გამოუცდელობის გამო ვერ შევეწინაამღდეგე!''–საკუთარ თავს შთააგონა და საფეთქლები დაიზილა, ძველ ევად რომ გარდაქმნილიყო.
ევამ მანქანაში დამაგრებულ სარკეს შეხედა და მიხვდა, რომ შავი ტოიოტა მას მოყვებოდა. მაჩოს შეშინებულმა გადახედა და დაფიქრდა, თუ ვის შეიძლებოდა მისთვის ეთვალთვალა. ტყუილად იჭყლიტა ერთი საათი ტვინი და ამავე დროს კინაღამ სულ სხვა შესახვევში შეუხვია და სამოდელო სააგენტოს ნაცვლად სუპერმარკეტში ამოყო თავი. მის გვერდით მჯდომი ვერაფერს ამჩნევდა, ისიც თავის ფიქრებში გართულიყო და მობილურის ჩაბნელებულ ეკრანზე ასრიალებდა თითებს. ახლა მაჩოსთვის რამე რომ ეთქვა, დაპანიკდებოდა და სადმე ხევში გადაჩეხავდა, ამიტომ გადაწყვიტა ჯერ მშვიდობით მისულიყვნენ დანიშნულების ადგილზე და მერე ეკითხა მისთვის აზრი.
უცნობმა მძღოლმაც კომპანიის წინ გააჩერა მანქანა, თუმცა არ გადმოსულა. წინა ფანჯარა მზის სხივებს ირეკლავდა და მისი სახე ვერ დაინახა. დერეფანში ლიანა და მეგი, მისი თანამშრომლები შეხვდნენ. არც მისალმებია, ისე აუარა გვერდი მათ, დარწმუნებული იყო მისნაირი ზრდილობიანი გოგოსგან ამას არ ელოდნენ და ორი დღე ხმას არ გასცემდნენ, მაგრამ როგორმე შემოირიგებდა, თუ არა და აქეთ შეეხვეწებოდნენ. გასახდელში უჩუმრად შეაპარა მაჩო და თავადაც უკან მიყვა. ფანჯრებს ჩამოუარა და უფრო მეტად აფორიაქდა, ის ავტომობილი ისევ ჭიშკართან რომ დახვდა.
-მაჩო, რაღაც უნდა გითხრა და პირობა მომეცი, რომ ცივი გონებით შეაფასებ სიტუაციას!–შეამზადა მეგობარი და ხელები კალთაზე დაიკრიფა.
მაჩომ პირობის მიცემაც ვერ მოახერხა. ტუჩები აუთრთოლდა და მანაც ქუჩას გადახედა. იცოდა ევა ყველაფერს თვითონ მოაგვარებდა, თუ საქმე ძალზედ სერიოზულად არ იქნებოდა. ესე იგი მამაკაცი არაფერ შუაში არ იყო, რადგან შერვაშიძესთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, წამში მოარჯულებდა ხოლმე თაყვანისმცემლებს და არასდროს შეუჩივლია ახლობლებისთვის. არც მის კარიერაზე მიუტანია ეჭვი. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ამიტომ ისევ ევას დაუგდო ყური.
–ჯერ დამპირდი!–სანამ თავისას არ მიიღებდა, არაფერს იტყოდა, რადგან მაჩოს ემოციურობის ამბავი მისთვის უცნობი არ იყო.
–გპირდები, რომ წივილ–კივილს არ დავიწყებ და შეშლილ დედაკაცს არ დავემსგავსები! სხვა რა გითხრა...–გულზე ხელი მიიდო გოგონამ.
–ვიღაც ჩვენ თითოეულ ნაბიჯს ითვლის! უკან ჩრდილივით დაგვყვება! ჯერ შენთან ვიყავით, შავი ტოიოტა უკან მოგვყვებოდა! მერე აქ წამოვედით, განგებ მიხვეულ–მოხვეული გზებით ვიარე და მას არც ბენზინი დაენანა, ისევ ჩამორჩენილი ბატკანივით აგვედევნა. აი, უკვე აქ ვართ და...
–და არ მითხრა რომ ''ისიც'' აქ არის...–შეაწყვეტინა აღშფოთებულმა მაჩომ და ასოთხმოცი გრადუსით დატრიალდა.–აქ არავინ არაა!
–ხო, აქ არა, მაგრამ აბა, აქ ნახე!–ფანჯარასთან მიიყვანა ევამ მეგობარი და მაჩოც მაშინვე მიხვდა, რომელ მანქანაზეც იყო საუბარი.
–ის არის ხომ?–თითი გაიშვირა თვალში ამოღებული ობიექტისკენ.
–ეგ არის, ეგ! მოდი ცოტა ხანი დავივიწყოთ მისი არსებობა და ჩემ ეჭვებს გაგაცნობ! უბრალოდ სულ, სულ თავიდან უნდა დავიწყო!–ყელში გაჩხერილი ''ბურთი'' გადაყლაპა, სკამზე ჩამოჯდა და ოდნავ ყავისფრად შეფერილი, გრძელი ფეხები გამოამზეურა.
–მიდი დაიწყე! რაღას მალოდინებ...–გაჯავრდა მაჩო და მანაც ევას მიბაძა.
–ბერდიას შემოთავაზების შესახებ იცი, მე დავთანხმდი და უპირატესობაც იმ ვაჟბატონის მხარესაა. თანაც ეს ყოველივე ორ დღეში მოხდა. დარწმუნებული ვარ ის ნემსის ყუნწშიც გაძვრება, ოღონდაც კი ჩემგან ინტერვიუ და ფოტოები მიიღოს. ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მისი გამარჯვება ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან მე ჩემ სურვილებს წინ აღვუდგები და რატომ? იმიტომ რომ დავმარცხდი! ეს არის და ეს!
–და მე მაინც ვერაფერი ვერ გავიგე! მგონი სიყვარულმა მთლად აგრია...–ანაზდად წამოიძახა მაჩომ და როცა მიხვდა რა წამოროშა, პირზე ხელი აიფარა.
–რა? რა თქვი?–სულ დაავიწყდა წუთის წინ რას ამბობდა, მაშინვე ფეხზე წამოიმართა და დაქალს თავზე დაადგა.–ხომ გითხარი სიყვარული და გრძბნობები აღარ მიხსენო_მეთქი! მე მგონია რომ მას მარტო ტკივილი მოაქვს. აი, მაგალითად შენ! ვატო არ გიყვარდა? გიყვარდა. მერე რა მოხდა? გიღალატა და მერე? მერე იყო შვიდთვიანი დეპრესია და შენი ცრემლები. ღირდა? მითხარი, ღირდა?
–ღირდა, ევა! თუ შენ საკუთარ თავს გამოუტყდები მიხვდები, რომ ღირდა!–ნაწყენმა ზურგი შეაქცია და ცრემლები მოიწმინდა. მისთვის ეს დიდი ტკივილი იყო და გული შეეკუმშა, საუკეთესო მეგობარმა რომ არ დაინდო და წარსულში დააბრუნა.
ევას სინანულისგნ სახე დაემანჭა. მაჩოს მწუხარება მძიმე დაავადებასავით გადაედო. ლოყები სირცხვილისგან აუწითლდა. მასაც გაახსენდა ის მწარე დღეები და მერე თითქოს მკვდრეთით აღდგა მაჩო. სულ იღიმოდა, გამვლელებს უღიმოდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა რომ ეს ნიღაბი იყო. ცხოვრება ამით ხომ არ მთავრდებოდა და მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. ევა საშინელ დღეს აწევდა ხოლმე იმას, ვინც დაუფიქრებლობით იმ უძილო ღამეებს ახსენებდა და თვითონ რა გააკეთა....
–მაპატიე, მაჩო... გთხოვ, მაპატიე...–ჩაიჩოქა მის წინ და თავი კალთაში ჩაუდო.–არ მინდოდა, გესმის? ბერდიაზე ვბრაზობდი და...
უცებ დადუმდა... ალბათ მის თმაზე დაცემულმა მაჩოს ცრემლმა იმოქმედა... ცრემლი, რომელიც თითქოს მსუბუქი იყო და ამავე დროს მძიმე, ძალიან მძიმე!
–მიყვარს? განა მე ვიცი... არ ვიცი რას ნიშნავს ეს ბრაზი... სულ მასზე რომ მეფიქრება, იმას ვაბრალებ რომ გამამწარა, პირველად მაგრძნობინა თავი დამცირებულად, მაგრამ ის ძლიერია... როცა მიყურებს, მგონია ვიწვი, იმიტომ რომ ის ერთადერთია, სულ სხვანაირად მიმზერს... ხომ პირველად ვნახე მაშინ მაღაზიაში, მაგრამ მისი ირონიული კომლიმენტიც კი განსაკუთრებულად მესიამოვნა... მომწონს, რომ მეწინაამღდეგება... შეცდომებზე რომ მიმითითებს... ნუ, რაც მისთვისაა შეცდომა! სხვები დაუმალავად მაშტერდებოდნენ და მხოლოდ ჩემ სხეულს ხედავდნენ, მაგრამ მას მე მივუახლოვდი... უხილავმა ძალამ მიმიზიდა და ლამის ვაკოცე... მან თავი ამარიდა, მაგრამ რაღაც თბილი დავიჭირე... ღიმილი... გუშინ მანაც ვერ შეიკავა თავი და მეამბორა... მერე ისევ დამტოვა... და გაიგე კი რამე ჩემი ბოდიალისგან?
აქამდე ჩუმად მყოფმა მაჩომ თმები აუჩეჩა და შუბლი შუბლზე მიადო.
–შეყვარებული ხაარ!–წაიმღერა გახარებულმა და ევას ისე ჩაეხუტა, ლამის წააქცია.–და რას მეუბნებოდი?
ორივეს სიცილი აუტყდა. ევამ ხელის გულები შეატყუპა და უმისამართოდ იკითხა:
–''იმას'' არ ვუყვარვარ ხომ?
–არ უყვარხარ არა ტოროლა! თუ არა და შეგიყვარებს!–წამოიძახა უდარდელად მაჩომ და კისერზე ჩამოეკიდა მეგობარს.
წუთით არც ერთი ხმას არ იღებდა. მოულოდნელად მაჩომ ისევ ფანჯარასთან მიირბინა და გაოცებულმა ხელებით ჭოგრიტის იმიტაცია გააკეთა.
–ეს ისაა! ბერდიას ავტომობილია!

...............................................................
ესეც შემდგომი თავი! იმედია მოგეწონებათ. მართალია ძალიან პასიურობთ, მაგრამ არა უშავს... მალე დავსრულებ და მერე საახალწლო ისტორიას დავიწყებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent