ჩამკიდე ხელი (11)
-როგორ ფიქრობ,არსებობს შანსი რომ პროცესი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს?...უკვე საათნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც გოგონები სახლში დაბრუნდნენ და ამ დროის მანძილზე ხმა არ ამოეღოთ.მხოლოდ ახლა გაბედა ლიკამ კითხვის დასმა და მომლოდინედ შეაჩერდა ქალს,რომელიც გოგონას სიტყვებმა გამოიყვანა ბურუსიდან. -დარწმუნებული ვარ ლიკუ,თედო არაჩვეულებრივი ადვოკატია,ჩვენც მხოლოდ სიმართლეს ვამბობთ,ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული,მითუმეტეს რომ მოპასუხე მხარის ადვოკატი გამოცდილი კაცი ჩანს,ამასთან აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჩვენს მიმართ... -არა მარტო ის,მოსამართლესაც სახეზე ეხატა ყველაფერი,დიდათ კმაყოფილი არ უნდა ჩანდეს იმ ფაქტით რომ ჩვენი საქმე მას მიჰყავს.გულზე არც ჩვენ და არც ჩვენი ბედი არ უნდა ეხატებოდეს...ამოიფრუტუნა ლიკამ და ქალის თითებში ახლართა თავისი თიტები. -ლიკუ მიყვარხარ,რაც არ უნდა მოხდეს.წავაგებთ თუ მოვიგებთ პროცესს,მინდა იცოდე რომ მიყვარხარ და შენ ჩემს ცხოვრებაში ის ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული და საწაული ხარ,მხოლოდ ერთხელ რომ განვიცდით ცხოვრებაში...ჩურჩულით ამოთქვა ანიმ და გოგონას კისერს მსუბუქად მიეალერსა.ალერსითვე უპასუხა ლიკამაც და ქალის ნაზ თმებში შეაცურა ხელები.თავი ზევით ამოაწევინა და მის ბაგეებს დააკვდა.ნაზად და სათუთად ეალერსებოდნენ ერთმანეთს,ერთმანეთის სიახლოვით ტკბებოდნენ. -მამაშენი რატომ არ მოვიდა?...როდესაც ერთმანეტის ალერსით და სიახლოვით დატკბნენ,ანიმ სასურველი კითხვა დაუსვა გოგონას და მის მოშიშვლებულ მკერდზე მოხერხებულათ მოათავსა თავი. -დედას წნევა ჰქონია,ძალიან ნერვიულობს ჩემს გამო,მამამ დამირეკა და მითხრა რომ ვერ მოვიდოდა.სანახავი არც არფერი იყო,რაც მტავარია შენ იქ იყავი...ნელა დაუსვა თვალებდახუჭულს ხელი თავზე და ფართოდ დაამთქნარა...მეძინება...გამოაცხადა ამაყად და საწოლის ბოლოში გაწოლილ,ტკბილად ჩაძინებულ ცუგოს ფეხი დაუსვა.ტაომ დააყარა სიამოვნებისაგან.კიდევ ერტხელ დახედა მის მკერდზე ჩაძინებულ გოგონას და თავადაც გამოეთიშა სამყაროს. დილა ამჯერადაც დაძაბულად დაიწყო,ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინათ იმ ყოველივეს გადახარშვა რაც გუშინ მოხდა.მიუხედავათ იმისა რომ შემდეგი სხდომა ერთ კვირაში გაიმართებოდა ორივე მათგანი მოუთმენლად ცქმუტავდა და მხოლოდ მოსამართლის სავარაუდო გადაწყვეტილების შესახებ ფიქრობდა. -ანი,მოდი დღეს ჩემებს გავუაროთ რა?თან ბავშვებსაც ვთხოვოთ რომ წამოვიდნენ,ხომ იცი დედას როგორ გაუხარდება?...წამოაყენა დიდებული იდეა ლიკამ და საკუთარი იდეით კმაყოფილმა გადახედა ქალს. -კი,ოღონდ წინასწარ დარეკე და გააფრთხილე რომ ისეთი ნამცხვარი მოამზადოს როგორიც ამასწინათ...ღიმილითვე შეაგება პასუხი გოგონას და განაბულ ცუგოს,რომელიც ამ დროის მანძილზე გასუსული იჯდა მათ პირდაპირ,მსუბუქად გადაუსვა თავზე ხელი. -ძალიან მაგარი აზრია,მე ბავშვებს დავურეკავ...ლოყაზე მოწყვეტით აკოცა ანის და სახლის მობილურისაკენ გაემართა.ცოტა ხნით ფილმს უყურეს,შემდეგ მოემზადნენ.რამდენიმე წუთში თედოს ზარი შემოვიდა და ისინიც სწრაფად გაემართნენ კარისაკენ. -დედი როგორ გამახარეთ,შემოდით,შემოდით,მამაშენი საძინებელშია ახლავე დავუძახებ და გამოვა...სწრაფად მიეფერა სტუმრებს და აჩქარებული ნაბიჯით გაემართა ნიკოლოზის დასაძახებლათ.ამ სახლში მას შემდეგ არ დაუდგამს ლიკას ფეხი,რაც მამამისმა აქედან გააგდო.ახლაც თვალწინ დაუდგა ის დღე და ცრემლი ჩაუდგა თვალებში.ანიმ გოგონას ასეთი ცვლილება რომ შეეამჩნია,ძლიერად ჩასჭიდა ხელი ტრფობის ობიექტს და მსუბუქად გაუღიმა.ქალის ამ ქცევამ თითქოს გამბედაობა შეჰმატა ლიკას.სწრაფად მოიშორა ცრემლები და ღიმილით მიუბრუნდა ბავშვებს. -შემოდით,მისაღებში დაველოდოთ მამას...ყველას დიდ,ლამაზად გაწყობილ ოთახში შეუძღვა და თავადაც მათ გვერდით მოკალათდა.ნიკოლოზიც მალე გამოვიდა ოთახიდან.საღამო თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა.ნეკამ რამდენიმე რჩევაც მიიღო უკვე გამოცდილი დედიკოსაგან.რაც შეეხება გიგის ბატონ ნიკოლოზთან ბევრი საერთო აღმოაჩინა და მთელი საღამო რჩეულ გუნდს განიხილავდნენ.არც სხვა საკითხები გამორჩენიათ.რაც შეეხება დიკოს,მან თავი ლიკას ფოტოების თვალიერებით დაიკმაყოფილა.ჩაპა ფანჯრის ქვეშ მოკალათებულიყო და ხალხის ზუზუნს ყურადღებას არ აქცევდა.მშვიდათ თვლემდა და დრო და დრო სიამოვნებისაგან წამოიკრუსუნებდა ხოლმე. -კარგი ვქენით რომ წამოვედით,დედაშენი არაჩვეულებრივი მზარეულია,ახლა ვხვდები როგორ ამზადებ ასეთ გემრიელ კერძებს.მაგრამ შენი გამომცხვარი ნამცხვრები მისას ვერ შეედრება...ღიმილით მიუგო გოგონას ანიმ და მის ხელს ტუჩები მსუბუქად მიაწება. -ხო?!ხოდა საერთოდ აღარ გაგიკეთებ ნამცხვარს და ირბინე ყოველ კვირა დედაჩემთან...მოჩვენებითი წყენით გაბუსხა ტუჩები ლიკამ და მზერა ქალის მზერის საპირისპიროდ მიმართა. -პირადათ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს...ღიმილით ჩაერთო მათ საუბარში შეუმჩნევლად მოახლოვებული ქალი და ღიმილით მიეფერა ანის. -ხოდა გყავდეთ ერთმანეთი,მე ხმა არ გამცეთ საერთოდ...დედას და მეუღლეს გამოშორდა და დიკოსთან მივიდა. -ვითომ ძალიან გაბრაზდა?...დანანებით შეეკითხა ანი დედამთილს და ლიკას თვალი გააყოლა. -არა,დაბადებიდან ასეთი აფერისტია შვილო,ახლა მითხარი თაფლობის თვის გატარებას თუ აპირებთ? -იცით,ამაზე არ გვიფიქრია,იმდენი რამ გადაგვხვდა თავს რომ არ გვეცალა,თქვენ ხომ არ იცით სად უნდა წასვლა? -პატარაობიდან იტალიაში მოგზაურობაზე ოცნებობდა,მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ჩემი პატარა გოგო ძალიან შეიცვალა...გულდაწყვეტილმა ამოიოხრა ქალმა და ანის შეაჩერდა. -მესმის თქვენი,რთული ერთადერთი ქალიშვილისაგან მსგავსი რამის მოსმენა,მაგრამ,ის გაიზარდა,ხანდახან მეც კი მიკვირს იისეთ რამეს იტყვის ხოლმე.როდესაც გავიცანი პატარა,საკუტარ თავში გაურკვეველი გოგონა იყო.ახლა,ახლა კი გაზრდილი და ჩამოყალიბებული ქალია,რომელიც ცხოვრების სირთულეებთან შეაჯებისათვის მზად არის.მისით უნდა ამაყობდეთ.ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი თავის აღმოჩენას...ჩაამთავრა მონოლოგი(ვიცი რომ შეუფერებელი სიტყვაა,რადგან მონოლოგი საკუთარ თავთან საუბარს ნიშნავს,მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე)ანიმ და აცრემლებულ ქალს დამაიმედებელი ღიმილით გადახედა და მსუბუქად აუსვ-ჩაუსვა ხელი მხარზე. -ჩემი გოგონა შენთან ბედნიერი იქნება,დარწმუნებული ვარ რომ მას მოუფრთხილდები,ვხედავ როგორ ძლიერ გიყვარს ის,გმადლობ,გმადლობ იმისათვის რომ ყველაზე მძიმე მომენტში,მაშნ როდესაც მე მის გვერდში არ ვიყავი,ის მარტო არ დატოვე...ძლიერად ჩაეხუტა ანის ქალი და ხელები ზურგზე შემოაჭდო. -დაწყნარდით თორემ ლიკამ რომ დაგინახოთ ინერვიულებს,ჩშშ,დამშვიდდით...ისიც ძლიერად მოეხვია ქალს და მისი დამშვიდება დაიწყო.შმდეგ ფრტილად ააწევინ თავი მისი მხრიდან და ცრემლები ხელის გულით მოწმინდა.შემდეგ კი სანამ ვინმე ქალის ცრემლებს შეამჩნევდა სამზრეულოში გაიყვანა. სწრაფად გაიწურა ერთი კვირა, სულ მალე გოგონები ისევ სასამართლოს შენობის წინ იდგნენ და აღელვებულნი ერთ ადგილას ცქმუტავდნენ მოსამართლის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ფიქრისგან,თან ერთმანეთისათვის ძიერად ჩაეჭიდათ ხელები და არაფრის დიდებით არ აპირებდნენ ერთმანეთთან დაცილებას.სასამართლოს წინ ჟურნალისტები რომ შენიშნეს,გაიფიქრეს რომ ალბათ მათი სხდომისდა პარალელურად კიდევ ვინმე,ცნობადი სახლის სასამართლო იყო და სწორედ ეს გახდა მიზეზი ხალხის მსგავსი ინტერესისა.მაგრამ ყველა მათგანი რომ მათკენ გამოეშურა და თან ერთხმად დაიწყეს გაუკვეველი კითხვების დასმა,სწორედ მაშინ გაიაზრეს რომ მათი საქმე იმაზე უფრო მეტად გახმაურდა ვიდრე ელოდნენ.თედოსა და გიგის დახმარებით როგორღაც მოახრეხეს და შენობაში შევიდნენ და სწრაფად გაეშურნენ იქ მდგარი მოპასუხე მხარის ადვოკატისაკენ. -ხომ არ იცით საიდან გაიგო პრესამ ამ პროცესის შესახებ?...მისალმების მაგივრად,კითხვით მიმართა გიგიმ გაოცებულ მამაკაცს და პასუხის მოლოდინში ადგილზე გაშეშდა. -თქვენ წარმოიდგინეთ და არა,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს სულაც არ აწყობდათ მსგავსი აჟიოტაჟის ატეხვა ამ საქმის გარშემო,რასაც თქვენზე ვერ ვიტყვი. -გინდათ თქვათ რომ ეს ყოველივე ჩვენი მოწყობილია?...ბრაზს ვეღარ მალავდა გიგი.სწორედ ამ დროს დარბაზიდან პოლიციელი გამოვიდა და მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები გამოიძახა. -ფაქტია მიზეზი სხვას არავის გააჩნდა...პასუხის დაბრუნება აღარ ახადა მამაკაცს და მის გვერდით მდგარ მამაკაცებთან ერთად სხდომათა დარბაზში შეაბიჯა... სხდომა ყველასათვის მოულოდნელად მალე დამთავრდა.დარბაზში ამჯერად რეპორტიორთა და სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობის მსხვერპლებით იყო გადაჭედილი.ყველა მათგანი მოუთმენლდ ელოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას.ლიკა მხოლოდ ანის უყურედა,უყურებდა ქალის იმედით აღსავსე თვალებს და თავადაც იმედით ივსებოდა.იცოდა რომ თუ ქალი მის გვერდით იქნებოდა სასამართლო პროცესის წაგებაც კი მეორეხარისხოვანი გახდებოდა.ანი მშვიდი ღიმილით შეჰყურებდა აღელვებულ გოგონას და მისი აკანკალებული სხეულის შემჩნევის თანავე მოუთმენლად,ყოველგვარი მორიდების გარეშე გაემართ მისკენ.ძლიერად ჩასჭდა ხელი და მზერით აგრძნობინა რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მასთან იქნებოდა.ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას აღარცერთვისათვის ჰქონდა აზრი,მთავარია რომ ჰყავდათ ერთმანეთი. -სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომელიც ითვალისწინებს... *************************************** ვინც კითხულობთ,მინდა ბოდიში მოგიხადოთ დაგვინებისათვის,უბრალოდ მუზები ძალიან გამინაწყენდნენ,შევეცდები მალე დავდო შემდეგი თავი და ისიც შესაძლებელია რომ მომდევნო თავშ დავამთავრო,კონკრეტულად ვერ გეტყვით.სიყვარულით ზაკ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.