ჩამკიდე ხელი (6)
უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ლიკა საავადმყოფოში წევს.ამ დროის მანძილზე ბავშვებიც მუდმივად მის გვერდით იყვნენ.ანი არც წასულა სახლში,ლიკას საწოლს არც კი მოშორებია და თავზე ევლებოდა გოგოს.გიგიმ ერთხელ ჩაპაც მოიყვანა,მაგრამ შემდეგ ორივე მათგანი გააბუნძურეს საავადმყოფოდან.ზურა არ გამოჩენილა,ამ ფაქტს დიანას გაუთავებელი წუწუნი მოჰყვა,მაგრამ შემდეგ პლასტიკური ქირურგი,ბატონი გიორგი გაიცნო და ზურა საერთოდ გადაავიწყდა. წასვლის დრო მოახლოვდა და ლიკამაც დიდი სიხარულით დაიწყო სახლში წასასვლელად მზადება.იმდენი ხანია რაც ჩაპა არ უნახავს შეიძლება გააფრინოს.ერთი სული აქვს,როდის ნახავს იმ გაბურძგნულს.მოენატრა ცუგოს მუდამ გაღიმებული სახე. -ლიკუ,ხომ იცი არა,როგორც კი მოღონიერდები მაშინვე სასამართლოში წავალთ და იმ არაკაცებს ვუჩივლებთ. -ანი გთხოვ,არ გვინდა აყალმაყალი.ხომ იცი ჩვენი საქმე ხმაუროს გარეშე არ ჩაივლის.მე კი არ მინდა რომ ხალხისგან კიდევ უფრო მეტი აგრესია წამოვიდეს. -ნუ სულელობ,რამე რომ დაგმართნოდა,ხომ იცი რომ ისინი სასჯელს იმსახურებენ.როგორ ფიქრობ,შენს შემდეგ კიდევ ვინმეს უფლებები რომ შეილახოს და ისიც შენსავით მოიქცეს,ოდესმე ამ პრობლემას ბოლო მოეღება?ვინმემ უნდა ასწავლოს მსგავს ნაბი**რებს ჭკუა.ლიკუ დაფიქრდი,შენ რომ რამე დაგმართნოდა,მე რა უნდა გამეკეთებინა?უშენოდ მე რა უნდა მექნა?...უკვე ტირილზე გადავიდა ანი და ძლიერად ჩაიკრა გოგო გულში.ვერ წამოუდგენია ისევ მსგავს სიტუაციაში რომ ჩავარდეს რა უნდა გააკეთოს,მერე,ალბათ,თავად მოკვდება. -კარგი ანი,ვუჩივლოთ,ვუჩივლოთ.ოღონდ დამშვიდდი.თუ გინდა ახლავე წავიდეთ სასამართლოში და განცხადება შევიტანოთ...ისე საყვარლად უთხრა ლიკამ ეს ყველაფერი და შემდეგ ისე საყვარლად გადააბრუნა ტუჩები რომ ანიმ ვეღარ მოითმინა და ვნებიანად წვდა იმ ლამაზ ბაგეებზე. -ჩემი ტკბილი,ჩემი თვალებხატულა ხარ შენ.რამე რომ დაგმართნოდა იმ არაკაცებს მე ვიპოვიდი და ჩემი ხელით დავჩიჩქნიდი თვალებს...კიდევ ერთხელ ვნებიანად ჩასჩურჩულა გოგოს მერე როგორღაც მოახერხა და მის ბაგეებს მოსწყდა...წამო ახლა,სახლში წავიდეთ...მის სიტყვებს მორჩილად დაჰყვა ქალის ალერსისაგან გაბრუებული ლიკა და უკან აედევნა ქალს.თავადაც კარგად იცის რომ ანი მართალს ამბობს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით.უამრავი ადამიანი იჩაგრება განსხვავებული ორიენტაციის გამო,მას კი ძალიან გაუმართლა,მიუხედავად იმისა რომ თავად მშობლებთან უკვე აღარანაირი კავშირი არ აქვს,ანის სახით ისეთი ადამიანი უდგას გვერდით,ვისთან ერთადაც არაფრის არ უნდა შეეშინდეს,ამიტომაც თვლის რომ სხვა დისკრიმინაციიის მსხვერპლთა განსხვავებით ძალიან გაუმართლა. სახლში როგორც კი შეაბიჯა ჩაპას ყეფის ხმა გაიგო,ძაღლს გახარებულმა დაუძახა და მალე ცუგოც ლიკას ხელებში იყო მოქცეული.ამას ანის გამწყრალი მზერა მოჰყვა და ლიკას მხიარული კისკისი,ჩაპას რეაქციაზე,რომელიც მართლაც მოშორდა ლიკას ანის სახლის დანახვაზე.თურმე როგორ მონატრებია ანის გოგონას კისკისი.თურმე როგორ ანათებს არე მარეს მისი მხიარული ხმა,მზადაა ამ სიცილის გამო საკუთარი სიცოცხლეც კი დათმოს.ოთახში შეაბიჯეს თუ არა მაგიდაზე მოზრდილი ტორტი დახვდათ,მისაღები ოთახი კი საზეიმოდ მორთულიყო.გარემოს აღქმა ჯერ დასრულებული არ ჰქონდათ,რომ საიდანღაც ბავშვები გამოხტნენ ყვირილით და ძლიერად ჩაეხუტნენ ლიკას.ისეთი ბედნიერი იყო ლიკა ახლა,ისეთი ბედნიერი,რომ სულ გადაავიწყდა მომხდარი ამბები.მთლიანად ბედნიერებას მოეცვა.ანის პატარა ბინაში ახლა მხოლოდ ის ხალხი იყო,ვისაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.დიდხანს გართობა ვერ მოახერხეს,ლიკა მალე დაიღალა და დასასვენებლად დაწვა.ბავშვებიც წავიდნენ.როგორც კი ანი სახლის მოწესრიგებას მორჩა და ჩაპაც დააბინავა ბალიშების საწოლზე.მძინარე ლიკას ზურგზე აეკრო და გოგონას სურნელით გაჟღენთილმა თავი ძილს მისცა. -ანი,ადექი რაა,საუზმე უკვე მზად არის...დილით ლიკას სასიამოვნო ხმამ გააღვიძა.სახლში კი სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.ღიმილით წამოიმართა ანი და მხოლოდ მას შემდეგ ადგა საწოლიდან რაც ლიკას გემრიელი ბაგეები დაუკოცნა.სააბაზანოში შეირბინა და მალე ლიკას მომზადებულ უგემრიელეს წვნიანს აგემოვნებდა. -ლიკუ სად ისწავლე ამ კერძის გაკეთება?ადრე არასოდეს გაგიკეთებია...დაუსვა კითხვა ანიმ და თვალებმინაბულმა კიდევ ერთი კოვზი წვნიანი გადაუშვა კუჭში. -საავადმყოფოში,ერთ-ერთმა მედდამ მასწავლა.ხომ გემრიელია? -ახლა აღარ დავუჯერებ ხალხს რომ საავადმყოფოში ცუდი კვება აქვთ...მხიარულ ნოტაზე მიუგო ანიმ გოგონას და ჩაპას პურის მოზრდილი ნაჭერი გადაუგდო.საღამომდე ფილმს უყურებდნენ.იფიქრეს ბავშვები გამოვლენო მაგრამ მობილურზე რომ მისწერეს მათგან პასუხად მხოლოდ ის მიიღეს რომ ახლა განმარტოვება სჭირდებოდათ.ამიტომ გოგონებმაც,მყუდრო გარემოში დაიწყეს ფილმის ყურება. -ანი,წარმოიდგინე რა კარგი იქნებოდა ბავშვი...მოულოდნელად წამოაყენა წინადადება ლიკამ,ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა რომ ქალის მკერდიდან თავი არ აუღია. -ლიკუ,ბავშვი რა თქმა უნდა კარგია,მაგრამ,ვართ კი ამისთვის მზად?...შეეკითხა ანი გოგოს და მის საფეთქელს მიაწება ტუჩები. -როგორ არა,ჩაპას ხომ ვუვლით არა?...გულუპრყვილოდ მიუგო ლიკამ ქალს და მის მსუბუქ ჩაცინებაზე ტუჩები გაბუსხა. -ბავშვის აღზრდა იმაზე უფრო რთულია,ვიდრე ძაღლის,თან შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ,შეგვიძლია ცოტა ხანი მოვითმინოთ,როგორც კი სკოლას დაამთავრებ შევძლებთ ამ საკითხზეც ვიფიქროთ,მაგრამ ამ ეტაპზე,არ ვიცით რა იქნება სამომავლოდ,არ ღირს ახლა ასეთ სირთულესთან შებმა...უპასუხა სერიოზული ტონით ლიკას და მის თმებში ახლართა თითები...ხომ ხვდები ჩემო თაველხატულა? -კი მაგრამ,წარმოიდგინე,რა კარგი იქნება,ამ სახლში სამი პატარა ვიქნებით...მხიარულად მიუგო ანის და მის სიცილზე ისევ გაბუსხა ტუჩები...რა ვთქვი სასაცილო. -ღმერთო ჩემო,რა გულუბრყვილო ხარ...კვლავ სიცილით მიუგო ანიმ გოგონას და მის ტუჩებს დასწვდა...კარგი,თუ გინდა პატარა,იყოს პატარა,როგორც კი ყველაფერი მოგვარდება,კონსულტაციაზე წავიდეთ გინეკოლოგთან...მიუგო ვნება მორეულმა გოგონას და სწრაფად დიწყო მისი პერანგის ღილების შეხსნა. -მაგარია,მალე პატარა გვეყოლება ანი,წარმოგიდგენია?...ღიმილით მიუგო ქალს და თან მისი ალერსი არ შეუწყვეტია.მალე ოთახს გოგონათა ვნებიანი წამოძახილები აყრუებდა.თავდავიწყებით ეალერსებოდნენ ერთმანეთს და იმ დროს მათ გარდა არ არსებობდა არავინ და არაფერი ამ ქვეყნად. დილა სასიამოვნოდ დაიწყეს.ახლაც ლიკამ მოამზადა საუზმე და ანის გაღვიძებას მთელი საათი მოუნდა.ბოლოს ისევ ჩაპას დახმარებით წამოაგდო საწოლიდან და სააბაზანოში ტრფობის ობიექტთან ერთად ინებივრა რამოდენიმე წუთი.შემდეგ კი მოხერხებულად გამოექცა ქალს და სამზარეულოში დაელოდა.არც ყავის მომზადება დავიწყებია. -ლიკუ,არ გინდა ეს რამოდენიმე დღე ჩემს სოფელში გავატაროთ?...ინტერესით ჰკითხა ანიმ გოგოს...თან სუფთა ჰაერიც მოგიხდებოდა.ახლა იცი რა სილამაზეა რაჭაში?აი ისეთი რომ დაგამუნჯებს.ადრე ხშირად ჩავდიოდი ხოლმე ნაზი ბებოსთან,ახლა უფრო იშვიათად.თან ჩემი სოფლიდან შაორი ძალიან ახლოს არის და კარგ ამინდში ბანაობასაც შევძლებთ...ღიმილით ჩამოურაკრაკა ყველაფერი ანიმ და გოგონას პასუხს დაელოდა. -ანი ხომ იცი არა?,ჩემთვის მთავარია შენ იყო ჩემს გვერდით და სხვა ყველაფერს უკვე მნიშვნელობა არ აქვს...ანი ძლიერად ეძგერა გოგოს ბაგეებს და ახლა თავად გადაიკისკისა ბედნიერებისაგან.ახარებდა ის ფაქტი,რომ ასეთი სათუთი და სპეტაკი ადამიანი ედგა გვერდით.აბედნიერებდა ამ გოგოს სიცილი,სიარული,სურნელი ყველაფერი. -გადაწყვეტილია,ერთი კვირით მხოლოდ მე და შენ მივდივართ რაჭაში.ოღონდ შემპირდი რომ იქაურობას აუცილებლად დახატავ.კარგა ხანია არფერი დაგიხატავს. -ხომ იცი რომ ასე ჰაერზე ვერ ვხატავ,თუ ძალიან არ მომეძალა ხატვის სურვილი,ვერაფერს ვერ გავაკეთებ. -კარგი,რაც მთავარია მივდივართ.მიდი ბარგი ჩაალაგე,მე მანქანას ვიშოვი. -ანუ მანქანით წავალთ?ძალიან კარგი...ღიმილით წარმოსთქვა სიტყვები ლიკამ და ოთახში შევიდა ბარგის ჩასალაგებლად...ანი ჩაპას რა ვუქნათ?...ინტერესით ამოსძახა მეორე ოთახიდან ქალს. -თედოს და ნეკას დავუტოვოთ...მარტივად გადაჭრა პრობლემა ანიმ. -ხომ არ შეწუხდებიან?...ინტერესით შეუბრუნა კითხვა ქალს. -არა რა სისულელეა.ხვალ გავუყვანთ და მერე გზას დავადგებით...იმ ღამით ვერცერთმა ვერ დაიძინეს.საწოლში ცქმუტავდნენ და გეგმებს აწყობდნენ.დილით ადრე ადგნენ და გვრიტებს ჩაპუნები გაუყვანეს.კარგა ხანს ემშვიდობებოდა ლიკა ცუგოს,ბოლოს როგორც იქნა მოსწყვიტეს ერთმანეთს და მალე გოგონები ავტომობილში ისხდნენ და დასავლეთისაკენ მიდიოდნენ. -ანი ვისი მანქანაა?...ცოტა ხნის შემდეგ იკითხა ლიკამ. -ჩემი კოლეგის,ერთი კვირით გვათხოვა...ღიმილით მიუგო გოგოს და თბილად სწვდა მის ხელებს.ძლიერად ჩასჭიდა მის თითებს თავისი და იგრძნო როგორ ჩაეღვარა სხეულში სითბო. -როგორ მსიამოვნებს მაგ ლამაზ თითებზე რომ გეფერები,შენ ხომ აზრზე არ ხარ...მიუგო მინაბული ხმით. -ანი გირჩევნია გზას უყურო,თორემ ჩემი თითების ფერება ის უკანასკნელი რამ იქნება რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. -მაგ პირობების გათვალისწინებით,თუნდაც ახლავე მომკვდარვარ. -ნუ სულელობ,ანი,გზას უყურე რა...მუდარით მიმართა ქალს და ტუჩები გაბუსხა. -კარგი ოღონთ დამპირდი რომ ტუჩებს ასე აღარ გააკეთებ,თორემ ავარია ნამდვილად არ აგვცდება...ღიმილით მიუგო გოგონას და ტუჩები გაილოკა. -შევთანხმდით...ღიმილით უპასუხა ლიკამ და მოხერხებულად გადაწვა სავარძელზე.მთელი გზა სიმღერების თანხლებით გალიეს.ბოლო ხმაზე ჰყვებოდნენ სიმღერის ტექსტს და ფართოდ იცინოდნენ.დროდადრო ჩერდებოდნენ.ან წყლის ასავსებად,ან უბრალოდ ფოტოების გადასაღებად.უკვე იმდენი ფოტო გადაიღო ლიკამ,იმდენი რომ თავისუფლად შეადგენდა ერთ დიდ ალბომს მხოლოდ ერთი დღის ფოტოებით.ცოტა უხერხულია მაგრამ პირველად არის დასავლეთში.რამოდენიმეჯერ ყოფილა კახეთში ბებია ბაბუასთან,მაგრამ დასავლეთი მისთვის უცხოა.გაოცებული შეჰყურებდა გოგონა საოცარ ხედებს და სიამოვნებისაგან წამოძახილებს ვერ იკავებდა.ანი კი უბრალოდ ტკბებოდა ამ სანახაობით.ანის ერთი სული ჰქონდა როდის აჩვენებდა გოგოს შაორის მიმდებარე ტერიტორიებს და უმშვენიერეს ტყეებს.მითუმეტეს რომ ახლა შემოდგომაა.ლიკამ არც კი იცის წინ რა ელის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.