გრძნობებით დატყვევებული [9;10] დასასრული
[თავი 9] –გავგიჟდები, გავგიჟდები! ნამდვილად გავგიჟდები!–კედლებს აწყდებოდა ევა და ბოლოს ისევ ფანჯარასთან მირბოდა.–ნახე, ისე უნდა მომიგოს, რომ მყარაულობს კიდეც! ჩემი გამოყენება უნდა... მაჩოს უკვე თავბრუ ეხვეოდა. აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა ევა, თანაც ეს უკანასკნელი სულ არ უსმენდა მას. –ესე იგი ესაა მისთვის მთავარი? კარგი!–თავადვე უპასუხა კითხვას და მაჩომ ვერც კი გაიაზრა, ისე გავარდა ოთხიდან და კიბეებზე დაეშვა. იერიში პირდაპირ ტოიოტაზე მიიტანა და კარები გამოუღო განცვიფრებულ ბერდიას. როგორც ჩანს არ ელოდა, რომ ვინმეს მისი მანქანის მარკა და ნომერი ემახსოვრებოდა. ევას წინ აღემართა და ვითომც არაფერი, ისე ჰკითხა: –რამე გნებავთ, ქალბატონო ევა? ევამ თავისი სუსტი მხარე საიმედოდ მიჩქმალა და ისე გასცა პასუხი. –გადავიფიქრე! –რა? რა გადაიფიქრეთ?–ისევ იგივე ტონით გააგრძელა ლაპარაკი ყიფიანმა. სათვალე მოიხსნა და ევამ ვეღარ გაუძლო მის დაჟინებულ მზერას. –იქნებ გაგეკეთებინა...–ჩაიჩურჩულა და შენობიდან გამოსულ მაჩოს მოჰკრა თვალი. ანიშნა, არ მოხვიდეო. –რა?–თავს ისულელებდა ბერდია და ცდილობდა რაც შეიძლებოდა დიდხანს ყოფილიყო ევას გვერდით. ვერ ხვდებოდა მასთან თამაში მოსწონდა თუ მასთან ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. ''რატომ? რატომ?''–ეს კითხვა უტრიალებდა გულში და თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ქალიშვილს. –სათვალე...–კისერზე ხელი დაბნეულმა მოისვა და ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა. –იყოს, ასე მირჩევნია!–ისევ არ დაუთმო ბერდიამ, თანაც უხაროდა ევასგანაც იგივე ლტოლვას რომ გრძნობდა. –ახლავე დავიწყოთ გადაღება!–სიამაყეს მოუხმო და მხრებში გასწორდა. ბერდიას ეგონა მოესმა. ეს მისთვის მოულოდნელი იყო და მხოლოდ მაშინ შემოიჭრა მის გონებაში სინათლის სხივები. გუშინ ღამით თავს ირწმუნებდა, ევასთან გული იმიტომ მიმიწევს, რომ ჩემ ბიზნესს ვაყენებ ყველაზე წინო, სინამდვილეში კი... სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად ყოფილა.... ახლა შეეძლო ოცნება აესრულებინა, მაგრამ არ უნდოდა. რატომ? ისევ ეს აწუხებდა... გაუაზრებლად თვალწინ ანი დაუდგა, პირველი სიყვარული, რომელსაც გვირილები მიართვა, მან კი ისინი ნაკუწებად აქცია და კლასის სანაგვე ყუთში ჩაყარა. ეს რა მოსატანი იყო, მაგრამ მაინც... იმ დღეს თომამ რა უთხრა? ოჰ, სიყვარულო, სივარულოო... რადგან მან ბერდიას ცვლილება ამას მიაწერა, ანუ ასე იყო! ანუ ბერდიას ევა უყვარდა! –დავიწყოთ...–თვითონაც არ იცოდა რამ აიძულა ამის თქმა, მაგრამ ხომ თქვა! ხოდა სწორედ ამან გამოიწვია ევას ამღვრეული თვალები. კომპანიისკენ გაემართა და ბერდიაც უკან მიყვა. მაჩო კუთხეში მიიმალა და მკერდზე ხელი მიიბჯინა, გული რომ არ ამოვარდნოდა. ბერდიამ ფოტოგრაფებს დაურეკა და სავარძელში დამძიმებული ჩაეშვა. ევა ვერ ისვენებდა. ყოველ წუთს ეკითხებოდა, როდის დასრულდება ეს თამაშიო. მუდმივად სხვა მხარეს იხედებოდა და კარს არ შორდებოდა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ჩემ დიზაინერს დავუძახებო და მისი კავბინეტისკენ გაემართა. საბედნიეროდ ნატა თავისუფალი იყო და ორივე გასახდელში შეიკეტა. უამრავი კაბა მოიზომეს და ბოლოს ვარდისფერ, მოკლე, ტანზე მომდგარ და კრემისფერ, გაშლილ კაბებზე შეაჩერეს არჩევანი. ფოტოგრაფებიც უკვე მოსულიყვნენ. ევა საგანგებო სცენაზე ავიდა და დაიწყო მისი ტანჯვაც. ''აბა, ხელები გაშალე!'' ''ოდნავ მოიხარე!'' ''ასე ქენი!'' ''ისე დაჯექი!''. სულ სიამოვნებდა ეს პროცესი, ახლა კი ბერდია აფასებდა ისე, თითქოს სამუზეიმო ექსპომნატივი ყოფილიყო. დრო ისე გაიწელა, რომ უთხრეს, მგონი მეტი აღარ არის საჭიროო, მთლად გამოფიტული წამოწვა დივანზე. მერე რა რომ ბერდია ჯერ არ გასულიყო. აღარ ნაღვლობდა... ის წავიდოდა და დაივიწყებდა... ევას რატომ უნდა მოეკლა თავი! –ნახვამდის, ევა! ახლა მტრები ვართ, მაგრამ იქნებ ერთ დღესაც ისე შევხვდეთ ერთმანეთს როგორც მონატრებული მეგობრები!–სევდიანად გაუღიმა ბერდიამ და გასასვლელისკენ დაიძრა. თავშეკავება რა იყო, სულ აღარ ახსოვდა ევას! არც ის, რომ ამაყი ქალი იყო! დღემდე ეგონა, რომ ყველა მისი მონა იყო, მაგრამ ბერდია მიდიოდა... ფეხზე წამოხტა, ბერდია თავისკენ შემოატრიალა და თავი მის ყელში ჩარგო. მერე თვითონაც ვერ მიხვდა რა მოხდა... მამაკაცმა ხელში აიტაცა და ნაზად შეეხო ბაგეებზე. მისმა სიფრთხილემ სილაღე შემატა და გრძნობებით სავსე ამბორმა სიყვარული აუხსნა. სიტყვები რაღა საჭირო იყო... ევას ძალიან არ უნდოდა, მაგრამ ბერდიას ტუჩებს მოწყდა და თეატრალურად ჩაფიქრდა. –ეს რას ნიშნავს? –ნუთუ ჯერ ვერ მიხვდი?–ჰაერში ბუმბულივით დააბზრიალა გოგონა და თან დაამატა.–მაშინ უფრო მოვინდომებ! წინადადება არ დაესრულებინა, რომ სიტყვა შეასრულა და სასიამოვნო ბურუსში გახვია თავისი უფრთო ანგელოზი. დიახ, უფრთო! აბა, ბერდია ყიფიანი მისგან გაფრენის საშუალებას ხომ არ მისცემდა საყვარელ ქალს?! [თავი 10] ევას შეეძლო გაბედულად ეთქვა, რომ ბედნიერი იყო! ახალგაღვიძებულს ბერდიას შეტყობინება აღვიძებდა, ისეთივე მშვენიერ დღეს გისურვებ, როგორიც შენ ხარო. ორივე მათგანმა გადააბიჯა სიამაყეს და ამით არა დააკლდათ რა, თუ არ მოემატათ. ხან ერთი თმობდა პოზიციას, ხან მეორე და გენდერული თანასწორობაც დაცული იყო, აბა რა! ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ევას. ანა ყოველ დანახვაზე პირჯვარს იწერდა, ღმერთო, ოღონდ ეს მოიყვანე ჭკუაზე და მეტი არაფერი მინდაო. ისიც ისეთი გახარებული იყო, აღარაფერს ამბობდა იმაზე, რომ ღამის ორ საათამდე გოგონა სახლში არ ბრუნდებოდა. შუაღამისას სეირნობდნენ ბნელ ქუჩებში და ერთმანეთს შეჰხაროდნენ. ამას რა შემიძლია დავარქვა, თუ არა არანორმალური თაფლობის თვე?! უფრთო ანგელოზი და თავხედი, ხეპრე და მაინც საყვარელი ბიჭი, როგორც ევა უწოდებდა ხოლმე. იცინოდნენ, სულ იცინოდნენ და თითოეულ ბედნიერ წამს ქურდებივით იპარავდნენ, გულში იმარხავდნენ, სიბერეში რომ მოეგონებინათ. ასე ერთად ყოფნაში, ერთმანეთით ტკბობაში და სიყვარულში გადიოდა დღეები... ერთ საღამოს ევა ადრე მივიდა სახლში. დედიკოს მიესიყვარულა და თავის ოთახში შეიკეტა. კარადიდან სქელი წიგნაკი გამოიღო და მაგიდას მიუჯდა. უამრავი ფურცელი გადაშალა წაუკითხავად, თავისუფალ გვერდს პასტის წვერი დააბჯინა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ფიქრობდა. არ იცოდა საიდან დაეწყო წერა... ბერდიასა და მისი სიყვარულის ისტორია როგორ გადმოეცა... ბოლოს აზრი ჩამოაყალიბა და ლამაზი ასოები გამოიყვანა. თითოეულ ბგერას ანგელოზები შთააგონებდნენ და ისიც არ ჩერდებოდა. კალამის წკაპა–წკუპი ისმოდა და სასიამოვნო მელოდიას ქმნიდა. ''ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ამ ქვეყნად არსებობს სიცოცხლეა,–წერდა ევა.– რადგან სწორედ ცხოვრების მანძილზე ვპოულობთ საყვარელ ადამიანებს. დედას, მამას, დას, ძმას, მეგობარს და იმ ერთადერთს, რომელსაც შენი გულისა და სულის ნახევარი ჰქვია. ყოველი სიყვარულის ისტორია ზღაპარს ჰგავს, ბედნიერი დასასრული აქვს, მაგრამ დასაწყისით ერთმანეთისგან განსხვავდებიან ხოლმე. პირველი შეხვედრა... პაემანი... კოცნა და მერე თეთრი, საპატარძლო კაბა! როგორ დავიწყე მე? უბრალოდ გამოჩნდა! მოულოდნელად შემოიჭრა ჩემ ცხოვრებაში და დამავიწყა ყველა და ყველაფერი. დამაბნია, სადავეები ხელიდან გამაგდებინა და ''მეობა'' დამაკარგვინა. ახალი პიროვნება შექმნა ჩემგან. ამბობენ, ქალი რომ არსებობს, მამაკაცის დამსახურებაო და ალბათ ასეცაა. ადრე ამას არ ვაღიარებდი, მაგრამ ახლა... შევიცვალე! ბერდიამ ღირსეულ ადამიანად მაქცია! გრძნობები გამინაწილა და დამარწმუნა, რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს! მე ვთქვი და შევცდი... ვამბობდი, არასდროს შემიყვარდება_მეთქი, მაგრამ შემიყვარდა! მომავლის განსაზღვრა შეუძლებელია და ჩემთვის ბერდიაა იმედიც და სინათლის სხივიც! სიტყვა–სიტყვით რომ დავწერო თუ რა ვნახე მასში ისეთი, განსაკუთრებული, რაღაც მაინც შემეშლება... ის სხვაა! მან ჩემშიც ''სხვა'' მონახა! მასწავლა, როგორ უნდა ვიყო ''სხვა''! დამატყვევა! მე მჯერა, მწამს, რომ ის სულ ჩემ გვერდით იქნება, რა მანძილიც არ უნდა გვაშორებდეს ერთმანეთისგან, მის ძლიერ ხელს მაინც ვიგრძნობ, იმიტომ რომ სხვაა და სიყვარულმა ახალი უნარებით დააჯილდოვა. მორჩა? დამთავრდა? იკითხავთ თქვენ! არა, დაიწყო! ეს მხოლოდ დასაწყისია ამ ბედნიერების და მე არ ვიფიქრებ იმ ბოლოზე, რომელზე დარდსაც ბევრი გადაყოლია. საყვარელ მამაკაცს მივადებ თავს გულზე და თავიდან დავიბადები! ის გამიღიმებს, შუბლზე მეამბორება და გამათბობს... გამალღვობს... ჩვენი გზები გადაიკვეთა და იმ ეკლიან ბილიკზე ის გამიძღვება ჩირაღდნით, გამარჯვების ჟამს კი მეტყვის, შენი დახმარებით და მხარდაჭერით მივაღწიეთ ამასო! ეს მართალიც იქნება! ჩვენ ხომ ერთმანეთს ვავსებთ, ვაერთიანებთ და ასე იქნება მუდამ!'' თავი აიღო. ბერდიას სურნელმა ისევ აურია გონება. წიგნაკი დახურა და გარინდებულმა წარმოთქვა ეს რამდენიმე სიტყვა: –შენ აქ ხარ! გგრძნობ! თვალებზე აფარებულ ხელებს მიეალერსა და ფეხზე წამოდგა. –ალბათ ბერდია, ხომ?–ეშმაკურად წამოიძახა და თან დააყოლა.–მხოლოდ ჩემი ბერდია! თავხედი, ხეპრე და მაინც საყვარელი ბიჭი! ბერდიას გაბრწყინებული სახის დანახვაზე ცალი წარბი მაღლა აწკიპა და ინტერესით იკითხა: –ვაჟბატონო, რამეს მიმალავ? –ცოლად გამომყვები, ევა?–ძარღვებდაბერილმმა ჰკითხა და მთლად წამოწითლდა. ევას უნდოდა ხმამაღლა ეკივლა, ეწივლა და უამრავჯერ გაემეორებინა ბერდიასთვის ერთი და იგივე. დამუნჯდა. ენას ვეღარ ატრიალებდა. იღიმოდა და მის ღიმილში თანხმობა ამოიკითხა მამაკაცმა. –ანუ...–მკერდი ღრმად აუდ–ჩამოუდიოდა ყიფიანს. ცოტაც და გასკდებოდა. ასე არასდროს უნერვიულია, ადგილზე ვერ ისვენებდა და ნება რომ მიეცათ, არავინ იცოდა რას მოიმოქმედებდა. –შენი ცოლი, ადამ! მე შენი ცოლი გავხდები!–ხელები შემოხვია ბერდიას და უხილავ სამყაროში გადაეშვა, სადაც ზღაპრის გმირები, ის და ბერდია იყვნენ! მერე ოქროს კარიბჭე შეაღეს და საკურთხეველთან აღმოჩნდნენ. ევამ თითზე გაკეთებულ ბეჭედს დახედა და გადაიკისკისა. –თანახმა ხარ, რომ გრძნობების ტყვე გახდე?–კიდევ ერთხელ შეეკითხა ბერდია. –მე უკვე გრძნობების ტყვე ვარ, სამუდამოდ შენი ტყვე! დ ა ს ა ს რ უ ლ ი! .............................................................. ვეცადე არ მიმეფუჩეჩებინა და თქვენი პასიურობის მიუხედავად ლამაზად და შესაფერისად დამესრულებინა! ეს პირველი ისტორიაა, რომელმაც ასე თუ ისე, ყურადღება არ მიიქცია, თუმცა არა უშავს... მე მაინც ძალიან მიყვარს ჩემი მკითხველები <3 ვაპირებ საახალწლო ისტორიით თქვენ გახარებას, თუმცა ზუსტად არ ვიცი რა როგორ იქნება... დროებით, ჩემო კარგებო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.