შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო! (9)


19-12-2015, 22:56
ნანახია 1 897

წესი #9–მშობლებს წინააღმდეგობა არასოდეს გაუწიო!მათ გულწრფელად უხარიათ თქვენი წარმატება და ბედნიერება და გულწრფელად განიცდიან თქვენს წარუმატებლობას და უბედურებას..დააფასეთ ისინი,სანამ ახლოს გყავთ,თორემ დღე,როდესაც მათ დაკარგავთ შეიძლება მოულოდნელად დადგეს!..

მეორე დღის ნაშუადღევის 4 საათამდე ყველას გვეძინა.მე ნელ–ნელა გავახილე თვალები,რაღაც ძალიან საშინელი გრძნობა მქონდა სხეულში და თავში აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი.ქუთუთოები მძიმედ და რთულად გავახილე,თითქოს თან მინდოდა ჩემს ბიჭთან ყოფნა და თან ვერც ვწყდებოდი ნეტარ სიზმრებს,როცა საშველი დავადგი და თვალები გავახილე,ირგვლივ მიმოვიხედე და რამდენიმე კითხვა მქონდა ,,საზოგადოებასთანაც’’ და საკუთარ თავთანაც:სად ვარ?რა მოხდა? რა მინდა? ვინ ხართ? .. ნელ–ნელა ოთახის დათვალიერებას შევუდექი,როდესაც თვალი მოვავლე და საბოლოო წერტილზე შევჩერდი ჩემს გვერდით მწოლარე ანდრია შევნიშნე,რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ეძინა.მთავარ ატრიბუტს მივაკვლიე,ჩემი ბიჭი თავის ადგილზე იყო,ახლა კი მეორეს ვეძებდი,რის გარეშეც პრაკტიკულად ვერ ვიარსებებდი..სიგარეტიც იქვე დამიდევს,არა რა თქვით გადარჩენის ინსტიქტი მაქვს ყველგან და ყოველთვის მაქვს..მოვუკიდე და ამასობაში ჩემმა ცხოვრებამაც გაიღვიძა.ეტყობა სიყვარულს აქვს ეგეთი ინსტიქტიც..
–დილამშვიდობის პატარავ..–მითხრა და თვალისმომჭრელად გამიღიმა,როგორც სჩვევია ხოლმე..
–დილამშვიდობის–მეც ღიმილითვე ვუპასუხე და თავი მკერდზე დავადე.–საშინელ ნაბახუსევზე ვარ,შენი აზრით ნაბეღლავი ან რაიმე მსგავსი იქნება მაცივარში?
–არ ვიცი,აზრზე არ ვარ,საერთოდ სად არიან დანარჩენები?
–სადმე იწვებიან რა,ვინ რას შვრებოდა გუშინ და ვინ სად დაწვა ვერ გაიგებ,ერთი ის ვიცი,რომ მე და შენ სიმთვრალეშიც გვაქვს თვითგადარჩენის ინსტიქტი.ერთმანეთი არასდროს გვეკარგება..
–მიყვარხარ და შენ რომ დაგკარგო მთვრალიც გავაფრენ და ფხიზელიც!..
–უმე რა საყვარელი ხარ!–ვუთხარი და ვაკოცე,შემდეგ ავდექი და ბავშვების მოსაძებნად გავემართე,თანაც პირველ რიგში ნაბეღლავი ან რაიმე ამდაგვარი უნდა მეპოვნა მაცივარში.გზად სალო შემომხვდა,ვერ გავჩერდი საწოლშიო,საშინლად ვარ და ნაბეღლავი მინდაო..სამზარეულოში შესვლა და ჩვენი გულის წასვლა ერთი იყო,მაგიდაზე ჯერ კიდევ აულაგებელი სუფრა იყო გაწყობილი,უამრავი ჭურჭელი დასარეცხი და მოკლედ არ დავიწყებ ამ სიტუაციის აღწერას,რადგანაც ყველას გექნებათ ნანახი ნასუფრალი,მე პირადად ყველაზე მეტად მეზიზღება ამგვარი რამეების ალაგება და ზოგადად ვერიდები ხოლმე,თუმცა მიუხედავად იმისა რომ ფულიანი მამიკოს შვილი ვარ და საკუთარი მშობლები დიდად მანებივრებენ,ჩემთვის არ არის უცხო არც საჭმელების კეთება და არც სახლის დაგალება,ზოგადად ვერ ვიტან უწესრიგობას,უფრო სწორედ განწყობას გააჩნია,მომენტში შეიძლება ყველაფერი ფეხზე დავიკიდო და არ დამაინტერესოს რას სად დავყრი და ა.შ. მაგრამ როდესაც ხასიათზე ვარ,მუსიკების ფონზე ძალიან ხშირად დამილაგებია ჩემი უზარმაზარი სახლი,დიდძალი ჭურჭელიც დამირეცხავს,მოკლედ უმეცარი არ ვარ სახლის საქმეებში და ანდრია არ დაღუპულა მე რომ შევუყვარდი.მოკლედ და კონკრეტულად რომ გითხრათ საერთოდ არ გვაინტერესებდა ამ წუთში არც მე და არც სალოს რა ხდებოდა სამზარეულოში და ზოგადად სახლში,რადგან 9 ვე კაცს ნაბახუსევი გვქონდა და სასწრაფოდ რამე უნდა მოგვეფიქრებინა.
–ლუდი და ხინკალი გაასწორებს შენ თავს ვფიცავარ!–შევძახე მე.სალო კი გაჩერდა და ალბათ იმაზე ფიქრობდა როგორ გაუსწორდებოდა ლუდი და ხინკალი.
–ბაზარი არაა ბრატ!..მოვხარშოთ და მერე გავაღვიძოთ ხალხი..
მაცივრის საყინულე გამოვაღე და რამდენიმე პაკეტი ხინკალი გამოვიღე,ლუდს კი საყინულეში შევუძახე,კარგად რომ ჩაციებულიყო..შემდეგ ზემოთ ავედი და ბავშვების სახელების დაძახება რიგ–რიგობით დავიწყე:
–ნიაკოო! ნიკუშააა! ნატა ! სანდრო! გიო! ირაკლი! –დავუძახე ექვსივეს და ზოგმა რა გამცა პასუხად და ზოგმა რა..–ხინკალი და ლუდი მოვიდაა!!–დავიყვირე აივანზე და ამაზე რეაქცია რომ გენახათ,ალბათ სიცილით მოკვდებოდით,ყველა ერთმანეთს ასწრებდა ქვემოთ ჩასვლას,თუმცა როცა ვთქვი,რომ ხინკალი ჯერ კიდევ იხარშებოდა,ყველა უკან გაბრუნდა ,,ოოო’’ ების ძახილით,მხოლოდ ჩემი ბიჭი არ გაბრუნებულა უკან და ქვემოთ ჩამომყვა..აინტერესებდა თავისი გოგო როგორ უმზადებს მთელს სასტავს ხინკალს..
როდესაც ,,ნაბახუსევიდან’’ გამოვედით და ცოტა აზრზე მოვედით მთელი სასტავი,ჭიშკართან მანქანა გაჩერდა..ოპაა,ღმერთმა იცის რა მოელოდა ჩვენს ,,ბედნიერ წყვილს’’,კიდევ რამდენი გამოცდისთვის უნდა გაეძლოთ,მაგრამ ერთი კი ვიცოდი,არც ერთი ჩვენგანი არ აპირებდა დანებებას,ახლა ყველანი ერთნი ვიყავით.
გაგვიკვირდა,ნამდვილად გაგვიკვირდა მთელ სასტავს საიდან გაიგეს სალოს მშობლებმა,რადგან ახალი ამბავი ჩვენი სასტავის გარდა არავინ იცოდა,ნატას სანდრომ უთხრა,მან კიდე მე და ასე მივაგენით,მშობლებმა კი საიდან გაიგეს ნამდვილად არ ვიცოდით.
ჩვენი მეგობარი–ირაკლი მაღალი ცისფერთვალება,ქერა იყო,20 წლის,მშობლებთან ერთად ცხოვრობდა,თუმცა მათ არასდროს აძლევდა საკუთარ პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას,განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც 18 წელს გადააბიჯა..მდიდარი მშობლები ჰყავდა ჩემი არ იყოს,თუმცა თავად არც ირაკლის და არც მამამისს თავი ვინმეზე მეტი არასდროს ეგონა,მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცაზე მეტი ფული ჰქონდა..ყოველთვის იმას ამბობდა ფული ხელის ჭუჭყია და სულაც არ მაბედნიერებს რომ მდიდარი ვარო..გამოგიტყდებით და მხოლოდ მე პირადად ვიცოდი ამ ,,უბედურების’’ მიზეზი..ირაკლიმ კარგად იცოდა უფლის სიტყვები და ყოველთვის ამას ამბობდა ხოლმე..,,რარიგ ძნელია მდიდრისათვის შევიდეს ღმრთის სასუფეველში,მდიდარი უფრო ძნელად შევა ღმრთის სასუფეველში,ვიდრე აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში’’..მოკლედ ირაკლი ძალიან კარგი ადამიანი იყო,უაზროდ კეთილი,მოსიყვარულე და ძალიან მაგარი,სალო მასთან უდავოდ ბედნიერი იქნებოდა..
ახლა კი არ ვიცი რატომ და როგორ მოგვაგნეს სალომეს მშიბლებმა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ არა მარტო სალო და ირაკლი,არამედ ცხრავე შარში ვიყავით..მშობლები შეშფოთებული სახეებით,თანაც შეშინებული,ამავე დროს მკაცრი და არ ვიცი კიდე როგორი უბედური გამომეტყველებებით მოემართებოდნენ ჩვენკენ..სალოს სახე მათ დანახვაზე რაღაც არაამქვეყნიური იყო,იმ წუთში ნატრობდა ,,მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოსო’’..ირაკლის წამითაც არ შეშინებია,მშობლებს წინ შეეგება და მიესალმა.
–კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,ალბათ მოსალოცად მოხვედით არა?–უთხრა ისე თითქოს ძალიან კარგად ყოფილიყოს მათთან.
–თითო ჭიქა ხომ არ დაგველია ბარემ?!–ჰკითხა სალომეს მამამ და შეუბღვირა..–სალომე არ მინდა ახლა შენი უაზრო სიტყვები და არც შენი უაზრო მეგობრები..ჩაალაგე და წავედით!–ძალიან მაღალ ტონზე უთხრა მამამ..
–როგორ გაბედე?! რა უფლებით?!–უყვირა დედამ..
–კარგი შეგიძლიათ უკან გაბრუნდეთ,ოღონდ ჩემ გარეშე!..–თქვა მტკიცედ სალომემ და დანარჩენი 8 კაცი შევგულიანდით..
–რა უფლებით მეწინააღმდეგები,სულ გათავხედდი!–ახლა თითქმის ღრიალებდა მამამისი და უკვე მისი თმით წაყვანას აპირებდა,რომ ირაკლი გადაუდგა წინ და რაღაც ფურცელი აუფრიალა სახის წინ..
–ეს რა არის?!
–საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა ადამიანი,თვრამეტ წლამდე ითვლება ბავშვად!ხოლო მას შემდეგ რაც მას თვრამეტი წელი შეუსრულდება,შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება,აქვს ქორწინების უფლება,მშობლების ნებართვის გარეშე!ახლა კი ამ საბუთს გადახედეთ...ხელი მოვაწერეთ ჩვენ კანონით ცოლ–ქმარი ვართ! მადლობთ რომ ასეთი ხანგრძლივი და ულევი ბედნიერება გვისურვეთ,მაგრამ ერთი იცოდეთ,ჩვენ ზოგ–ზოგიერთების ჯინაზე კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი და ვერ დაგვაშორებთ!–სიტყვას მორჩა ირაკლი,რომ სალოს მამა დანებდა..ზურგი გვაქცია 9 ვეს და მანქანისკენ წავიდა..არც მილოცვა და არც საყვედური,ოდნავ სევდიანი სახე მიიღო,გაგიკვირდებათ და შევამჩნიე,რომ ცრემლები მოადგა თვალზე,დედამისი კი იქვე იდგა და თავისთვის ზლუქუნებდა..როდესაც მამამისი მანქანისკენ დაიძრა,ისიც აცრემლებული უკან გაჰყვა ..ჩვენ ამის შემდეგ ყველანი შოკში ვიყავით,ვერც კი გავაცნობიერეთ რა მოხდა და რამხელა პრობლემა მოგვეხსნა..
–ირაკლი!–შევძახე მე..ყველანი დადუმდნენ.–საღოლ ძმაა...!!! ძალიანნ მაგარი იყავი,დაჟე ჩემზე კარგად ჩამოუყალიბე კონსტიტუცია !!–ჩემს შეფასებას ოვაციები მოჰყვა,შემდეგ კი ხელახალი სმა...ერთი კვირაა ჩამოსულები ვართ საგურამოში და ჯერ ფხიზელი არ დაგვიძინია,არა ლოთები ვართთქო რომ ვამბობ კი არ ვიტყუები.



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent