შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 17თავი


20-12-2015, 00:03
ავტორი ლორელაი
ნანახია 6 108

სასიამოვნო სუნი და სითბო მაღვიძებს,თვალებს ოდნავ ვახელ და ჩემს გულზე ფეხებდაწყობილ პატარა კაცუნას ვხედავ,ბედნიერებისგან მეღიმება,ხელში ამყავს და ფრთხილად გადამყავს თავის საწოლში.ხელს არ მიშვებს,ჩემს ყელში ჰყოფს ცხვირს და ინაბება.ისევ საწოლში ვბრუნდები და გვერდით ვიწვენ.სძინავს,მე კი ღიმილით ვუყურებ მის ნაკვთებს და მამამისი მახსენდება,ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე საოცრად ჰგავს გეგას.მისი თვალები გამოჰყვა,რაზეც ვოცნებობდი,მასავით თავდაჭერილია.იშვიათად იღიმის და ყველაზე მეტად რაც მაფორიაქებს გეგას თითები აქვს.სახეზე ფრთხილად ვუსვამ ცერა თითს და ყელში ვკოცნი,იღიმის.ფრთხილად ვდგები საწოლიდან და ფეხაკრეფით მივიპარები სააბაზანოში.ორსულობის დროს შეზიზღებული შოკოლადი,მშობიარობის შემდეგ ისევ შემიყვარდა.ახლაც შოკოლადის არომატის შხაპის გელს მთელს სხეულზე ვისვამ და ნეტარებისგან თვალები მელულება.მოგონებები მაწვება და ''ღამის ქურუმი'' მახსენდება,თითქმის ერთ საათს ვჩერდები წყლის ქვეშ და ყველა წვრილმანს ვიხსენებ წარსულიდან.გეგაზე ფიქრისას სულელური ღიმილი დამთამაშებს სახეზე.ჩვენი ცხოვრება კინოს ჰგავს,თუმცა არა კეთილი დასასრულით.სევდა მაწვება და ხალათით გამოვდივარ ოთახში.ჩემს პატარა კაცუნას უკვე გაუღვიძია,ფეხის თითები პირთან აქვს მიტანილი და ცდილობს პირში ჩაიდოს,ჩემს დანახვაზე ეღიმება და ჟღურტულებს.ხელში ამყავს და ლოყებს ვუკოცნი,მამამისის სურნელი აქვს.ვგრძნობ,რომ მენატრება და ცრემლები მაწვება.
-დილამშვიდობის ჩემო ლამაზებო-ოთახში ნიკოლი შემოდის და სიცილით აჰყავს ხელში ლუკა.
-მიდი ბებიასთან ჩემო პრინცო,დედიკომ თავი უნდა მოიწესრიგოს.
-ბებია კი არა ნიკოლი სარა,ან უბრალოდ ნიკი-მებუტება ნიკოლი და ლუკა სამზარეულოში გაჰყავს-გამოდი ყავას გავამზადებ,თან რაღაც უნდა გითხრა.
გასულებს თვალს ვაყოლებ და მეღიმება,ძალიან მინდა გეგა ჩვენთან იყოს და ერთად ვზრდიდეთ ლუკას. ნეტავ რას აკეთებს?ვახსოვარ?იქნება უკვე სხვა შეიყვარა...საშინელი ტკივილი მივლის ამის წარმოდგენისას და ვხვდები,რომ მის გარეშე ნახევარი ვარ,ძველი სარა არ არსებობს,დავმშვიდდი,გავიზარდე,სერიოზული და სევდიანი გავხდი,ავანტიურიზმი აღარ მიზიდავს,გამომწვევად აღარ ვიქცევი.ახლა მე დედა ვარ და ზუსტად ვიცი,რაც არ უნდა თანამედროვე დედა ვიყო,არც სოფიასავით მოვიქცევი ოდესმე და არც ნიკოლივით.ჩემს შვილს არასდროს მივატოვებ და არც მის პიროვნებას დავაკნინებ.ცუდი აზრების მოსაშორებლად თავს ვაქნევ და სარკესთან მდგარი ჩემს თავს ვუყურებ,გარეგნულად ისევ ძველი სარა ვარ,მხოლოდ ესაა თმა შევიჭერი ლუკას გაჩენის შემდეგ და შოკოლადისფრად შევიღებე.ტანსაცმელს ვიცვამ და ნიკოლთან გავდივარ.
-აი, დედიკოც მოვიდა,ახლა მე და ლუკა რძეს დავლევთ, დედა კი ყავას,არა ჩემო პატარავ?-ბავშვს თვალებს უკოცნის ნიკოლი და ვერაფრით ვერ ვიჯერებ,რომ ეს ულამაზესი ქალი,გრძელი ფეხებით,''შხვართს''რომ ვუწოდებდი,უკვე ბებიაა.
-რა მოხდა სარა?რატომ მიყურებ ასე?
-მახსენდება როგორ ვეჭვიანობდი შენს სილამაზეზე,ძალიან ლამაზი და ახალგაზრდა ბებია ხარ-ყავის ფინჯანს ორივე ხელს ვკიდებ,თითქოს მინდა გამათბოს და ფანჯრიდან ამსტერდამს გავყურებ.-ყველაზე მეტად წელიწადის ამ დროს მიყვარს თბილისი.მომენატრა.
-მერე შეგიძლია წახვიდე-მეუბნება ნიკოლი და ტანში მცრის,ვერაფრით წარმომიდგენია ჩემი უკან დაბრუნება,მე ხომ საბოლოოდ გავწყვიტე ურთიერთობა ყველასთან.ელენესაც კი არ ვეხმიანები,მეშინია მისგან გეგას ამბის გაგება.მამაჩემს ხანდახან კი ველაპარაკები,თუმცა არც სოფიაზე ვეკითხები, არც გეგაზე,ეს მისთვისაც მტკივნეულია.-სარა მე შვებულებში ვარ დღეიდან,ორი კვირა სახლში ვიქნები და...
-და რას მთავაზობ ნიკოლ-მთელი ტანით ვბრუნდები და წარბებს ვკრავ.
-წადი თბილისში.დაელაპარაკე გეგას.უთხარი ბავშვზე,უფლება აქვს იცოდეს, რომ შვილი ჰყავს -ნიკოლი თბილად მიღიმის,მე კი სიბრაზე მიტანს.
-რას მეუბნები ნიკოლ?სად დავბრუნდე?იქიდან რატომ წამოვედი გახსოვს?-ნერვიულად ვიწევ თმას ყურს უკან და ფინჯანს ნიჟარაში ვდებ.
-ყველაფერი მახსოვს და მაშინ სწორად მოიქეცი,თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა,თქვენს ერთად ყოფნას,ხელს არაფერი აღარ უშლის-ნიკოლი დგება და ხელს მხარზე მადებს-წადი და დაიბრუნე ცხოვრება,დაიბრუნე შენი ადგილი.
-არა ნიკოლ,ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად, ხომ იცი არა?თან შეიძლება ახლა უკვე სხვა უყვარს.მერე რა ვქნა?ისევ თავიდან გადავიტანო ყველაფერი?-უკვე ტირილის პირს მისული ნიკოლს ზურგს ვაქცევ,არ მინდა ცრემლები დავანახვო.
-მომისმინე სარა,ნუ მალავ ცრემლებს,მშვენივრად ვხვდები,რომ გტკივა,ვიცი რომ ღამეებს ტირილში ათენებ.სარა შენს თავზე კი არა, ახლა ბავშვზე იფიქრე,მამის გარეშე არ უნდა გაიზარდოს.შენ ხომ იცი რა ძნელია როცა ოჯახი არ გყავს?ნუ მოიქცევი ჩემსავით,ნუ იქნები ლაჩარი.-ნიკოლი თავისკენ მაბრუნებს,ლოყაზე ხელს მისვამს და გულში მიკრავს.მე თავს ვეღარ ვიკავებ და ვტირი.
-დედიტო-მესმის ლუკას ხმა და ვშეშდები,მან პირველად დამიძახა დედა.ნიკოლს ხელს ვუშვებ და ცრემლებს ვიმშრალებ,ბავშვი ხელში ამყავს,გულში ვიკრავ და ვკანკალებ.ის სიზმარი მახსენდება,ბავშვის ხმა რომ ჩამესმოდა და ვხვდები ლუკას ხმა,როგორ ჰგავს სიზმარში გაგონილს.ეს თითქოს ნიშანი იყო ჩემთვის.
-წავალ,ხვალვე გავფრინდები თბილისში ნიკოლ.მაგრამ ლუკას აქ ვტოვებ.-წელში ვსწორდები და ურყევი გადაწვეტილებით,თავდაჯერებული ვუღიმი ბავშვს.-დედიკო მამიკოსთან მიდის ჩემო პრინცო.
-კი მაგრამ სარა მერე ლუკა?
-ჯერ უნდა დავრწმუნდე,რომ გეგას ისევ ვუყვარვარ...მერე ვეტყვი ბავშვზე.
-და თუ...-ნიკოლი სიტყვას აღარ ამთავრებს,მაგრამ მე ვხვდები რასაც გულისხმობს.
-მაინც ვეტყვი,ის მამამისია,შენ მართალი ხარ,ახლა მიზეზი აღარ არსებობს სიმართლე,რომ დავუმალო.
*****
აეროპორტიდან გამოსული თბილისის ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ და ვხვდები,რომ აქაურობა სიგიჟემდე მომნატრებია.სამშობლოს სხვა სურნელი აქვს,დედაზე უფრო ტკბილი სურნელი.ბედნიერებისგან გული საგულედან მიხტება და სახეზე ღიმილი არ მშორდება.უკვე ვიცი,რაც არ უნდა მოხდეს,შევრიგდებით მე და გეგა თუ არა,მე მაინც დავბრუნდები თბილისში,ლუკასაც ჩამოვიყვან,აქ ვასწავლი,აქ გავზრდი.იმ ადგილებში ვატარებ სადაც მე მიყვარდა სიარული,მამამისის სიახლოვეს.ის ბიჭია და აუცილებლად სჭირდება მამა.ტაქსიში ვჯდები და სახლში მივდივარ.სადარბაზოში შესვლისას ფეხები მიკანკალებს,კიბეებზე ძლივს ავდივარ და ''ღამის ქურუმთან''პირველ შეხვედრას ვიხსენებ.სხეულში სასიამოვნო სითბოს
ვგრძნობ,ვნებები თავს მახსენებს,გეგასთან მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენისას გული მითთრთის.
მამას ჩემი დანახვა უკვირს,თუმცა ძალიან უხარია,გულში მიკრავს აკანკალებული ხელით და თმებზე მეფერება.აშკარად მოტეხილი მეჩვენება,გადატანილ ტკივილს კვალი დაუტოვებია,თმები შევერცხლილი აქვს,ნაოჭებიც ემჩნევა,თვალებში კი ის სხივი აღარ უკიაფებს,ასე რომ მიყვარდა.ბავშვობაში მასთან ჩახუტებული ძილი მახსენდება,მახსენდება,როგორ მვარცხნიდა,როგორ მბანდა და როგორ მივლიდა,მონატრება და სიყვარული თავს ისევ მახსენებს და მის მკერდზე თავმიყრდნობილს მეძინება.
ჩემს საწოლში მეღვიძება და ასე მგონია ისევ ის თინეიჯერი გოგო ვარ,ორი წლის წინ რომ ვიყავი.მახსენდება,რომ ელენე უნდა ვნახო და სასწრაფოდ ვემზადები.ელენესაც უკვირს ჩემი დანახვა,თუმცა მსუბუქი საყვედურების შემდეგ მირიგდება და მეხვევა.ჩვენს საყვარელ ბარში მივდივართ და დიდხანს ვსაუბრობთ,ვიგებ რომ ელენე და ლევანი დანიშნულები არიან და მალე ქორწილი ექნებათ,ნოე თურმე ლიკას ხვდება და ამაზე გულიანად მეცინება.მინდა გეგაზე ვკითხო,მაგრამ ვერ ვბედავ,ელენე ეშმაკურად მიღიმის.
-მკითხე.
-რაა?-გულწრფელად მიკვირს მე.
-გეგაზე,ხომ გაინტერესებს არაა-ეცინება ელენეს-დღეს საღამოს ბიჭებთან ერთად თავის სახლში იქნება.ლევანმა მითხრა,რომ ფეხბურთს უნდა უყურონ.-მეუბნება ელენე და მიღიმის.
-ანუ?-ვერ ვხვდები ელენეს ქარაგმებს.
-სოფია აღარ ცხოვრობს მასთან,რაც მამაშენს დაშორდა პეკინის ბინაში გადავიდა.-თვალს მიკრავს ელენე.
-შენ რა ეშმაკი ხარ?-მეცინება.ელენეს ვეუბნები,რომ ჩემი ჩამოსვლის შესახებ არავის უთხრას და კმაყოფილი ვტოვებ ბარს.
ახლა ჩემი ჯერია,მე უნდა შევაყვარო თავი გეგას,თუ რა თქმა უნდა ისევ არ ვუყვარვარ.ძველ ნივთებში სოფიას სახლის გასაღებს ვპოულობ და გეგასთან მივდივარ,ჯერ შუადღეა,ვიცი რომ ამ დროს სახლში არ იქნება,კარს ფრთხილად ვაღებ და სახლში შევდივარ.ფრთხილად მივუყვები კიბეებს,გეგას ოთახთან ვჩერდები და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობ.საკეტს ვატრიალებ და ოთახში შევდივარ.ჩანთიდან ჩემს სუნამოს ვიღებ და მის ბალიშს ვაპკურებ.მერე სააბაზანოში შევდივარ და შხაპის გელს ვუცარიელებ,სანაცვლოდ კი ჩემს შოკოლადის გელს ვასხავ.
დღევანდელი გეგმა შესრულებულია.კმაყოფილი სახით გამოვდივარ ქუჩაში და ფეხით მივსეირნობ.
აპრილია,ქუჩებში იასამნის სურნელი ტრიალებს.თბილა,მზე ანათებს და ვგრძნობ რომ თბილისიდან წასვლის შემდეგ, პირველად ახლა გავთბი,სულიერად გავთბი...



№1  offline წევრი optimusi

ნუთუ პირველი ვარ :)

 


№2  offline წევრი shokoladi

Vaime dzaan magaria;) ;) base gaagrdzele dzaan gamixarda dges ro dade imediA male Dadeb shemdeg tavs :P

 


№3  offline წევრი Dikunadiko

Gavgijdii, sheudarebelia, eshmakuna Sara momwons, :) personajebs zustad ise qmni rogorc sachiroa ,yvelafers,imdenad zustad gadmoscem, gemrirli ta I iyo shokoladivitt <3

 


№4  offline წევრი მოლურჯო

არ მეყო
უფრო მეტი მინდოდა :(
--------------------
მარიამი

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი - ♥♥♥
არ მეყო
უფრო მეტი მინდოდა :(

ცოოტაც მოითმინეეეე

Dikunadiko
Gavgijdii, sheudarebelia, eshmakuna Sara momwons, :) personajebs zustad ise qmni rogorc sachiroa ,yvelafers,imdenad zustad gadmoscem, gemrirli ta I iyo shokoladivitt <3

გმადლობ♥

 


№6  offline წევრი მოლურჯო

კარგი რა ლორელაი
გავგიჟდი რომ გავიგე ექიმზეც რომ შენ წერ :)
ორივე ისტორია იმდენად მომწონს რომ აღარ ვიცი რა გითხრა
უბრალოდ არ მყოფნის არც ერთი ისტორია უფრო მეტი და მეტი მინდა
--------------------
მარიამი

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი - ♥♥♥
კარგი რა ლორელაი
გავგიჟდი რომ გავიგე ექიმზეც რომ შენ წერ :)
ორივე ისტორია იმდენად მომწონს რომ აღარ ვიცი რა გითხრა
უბრალოდ არ მყოფნის არც ერთი ისტორია უფრო მეტი და მეტი მინდა

მადლობა გიჟი♥♥♥მიხარია,რომ მოგწონს,ჩემი სხვა ისტორიები წაკითხული გაქვს?

 


№8  offline წევრი Psycopath13

აქ გაჩერება შეიძლებოდა?? ეს რა კარგი თავი იყო მაგრამ მე როგორც გაუმაძღარ "არსებას" უფრო მეტი მინდოდა.
წარმატებები და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს

 


№9  offline წევრი მოლურჯო

ლორელაი
გიჟი - ♥♥♥
კარგი რა ლორელაი
გავგიჟდი რომ გავიგე ექიმზეც რომ შენ წერ :)
ორივე ისტორია იმდენად მომწონს რომ აღარ ვიცი რა გითხრა
უბრალოდ არ მყოფნის არც ერთი ისტორია უფრო მეტი და მეტი მინდა

მადლობა გიჟი♥♥♥მიხარია,რომ მოგწონს,ჩემი სხვა ისტორიები წაკითხული გაქვს?

მოდი უბრალოდ სიმართლეს გეტყვი რომ პირველი ისტორია ეს იყო რომელიც წავიკითხე ახლა კი შენს მეორე ისტორიასაც ვკითხულობ და ყველანაირი ემოციით სავსე ვარ

არ ვარ შენი სიყვარულის ღირსის წაკითხვა მინდოდა მაგრამ მგონია რომ გული მეტკინება რატომღაც
--------------------
მარიამი

 


№10  offline წევრი Ninkag

თავედი გაზარდე რა!!! ისე ძალიან მაგარია აი ძალიან მომეწონა ჩემი ფავორიტი ხაარ შენ ყველაზე მაგარი ისტორიები გაქვს

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

შეუდარებელი ხარ აი ასეთი შემობრუნება სიტუაცის არის რაღაც არაჩვეულებრივი ვგიჟდები შენზე wink

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

მმმ <3 <3
ახლა სარას ჯერია იყოს "ღამის ქურუმი?" :D
ველი ველი ველიი ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

განცდათა დედოფალი უნდა დაგარქვა,ევა.....ძალიან,ძალიან მომწონხარ..წარმატებები სარას...როგორ მაინტერესებს გეგაა რეაქცია..

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გიჟი - ♥♥♥
ლორელაი
გიჟი - ♥♥♥
კარგი რა ლორელაი
გავგიჟდი რომ გავიგე ექიმზეც რომ შენ წერ :)
ორივე ისტორია იმდენად მომწონს რომ აღარ ვიცი რა გითხრა
უბრალოდ არ მყოფნის არც ერთი ისტორია უფრო მეტი და მეტი მინდა

მადლობა გიჟი♥♥♥მიხარია,რომ მოგწონს,ჩემი სხვა ისტორიები წაკითხული გაქვს?

მოდი უბრალოდ სიმართლეს გეტყვი რომ პირველი ისტორია ეს იყო რომელიც წავიკითხე ახლა კი შენს მეორე ისტორიასაც ვკითხულობ და ყველანაირი ემოციით სავსე ვარ

არ ვარ შენი სიყვარულის ღირსის წაკითხვა მინდოდა მაგრამ მგონია რომ გული მეტკინება რატომღაც

მადლობა,ვაფასებ შენს გულწრფელობას.მაგ ისტორიას ორი დასასრული აქვს,ერთი ჩემეული,მეორე კი მკითხველის გავლენით დაწერილი.სულ პირველ ისტორიას ''ექსპერიმენტი საკუთარ თავზე''კარგი დასასრული აქვს და მხიარულთან ერთად სევდიანიცაა.

უნდა ვწერო
განცდათა დედოფალი უნდა დაგარქვა,ევა.....ძალიან,ძალიან მომწონხარ..წარმატებები სარას...როგორ მაინტერესებს გეგაა რეაქცია..

მადლობა მარიკუნა,ინტრიგანი განცდათა დედოფალი-კარგად ჟღერს

sameone crazy girl
შეუდარებელი ხარ აი ასეთი შემობრუნება სიტუაცის არის რაღაც არაჩვეულებრივი ვგიჟდები შენზე wink

მადლობა ტკბილო გოგოვ

Ninkag
თავედი გაზარდე რა!!! ისე ძალიან მაგარია აი ძალიან მომეწონა ჩემი ფავორიტი ხაარ შენ ყველაზე მაგარი ისტორიები გაქვს

მადლობა ნინკა♥

S o f i a
ნუ არ ვიცი ვგიჟდები რა, ვგიჟდები!უმარესი ხარ! სარას გეგმაზე ჩავკვდი, ძაან მაგრები ხართ! სარაც კარგი ეშმაკია. მიყვარს მე გეგა ძალიან! თა გეგას პერსონაჯად ვინც მყავს წარმოდგენილი, გეგას როლს როგორ უხდება ნუ არ ვიცი.
ლავ იუ! ლავ იუ!
გელი,გელი,მოგელი!
არივედერჩი!
❤️

საინტერესოა,ნეტავ ვინ გყავს წარმოდგენილი?მე მაგალითად ის წყვილი მყავს წარმოდგენილი წინა თავის სურათში რომ არიან.მადლობა სოფია თბილი სიტყვებისთვის

Psycopath13
აქ გაჩერება შეიძლებოდა?? ეს რა კარგი თავი იყო მაგრამ მე როგორც გაუმაძღარ "არსებას" უფრო მეტი მინდოდა.
წარმატებები და მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს

გმადლობ,მიხარია რმო მოგწონს

 


№15  offline წევრი kaxelii

ლორე იცი როგორ მიყვარხარ? აიი ძააააან wink . მომეწონა და თანაც როგორ. თავიდან ისეთი სითბო ჩამეღვარა გულში რომ მთლიანად გავთბი. პატარა ბავშვები, ჩემი სუსტი წერტილი. მომდევნო თავი ძალიან მაინტერესებს და ცოტა მალე და დიდი დადე რაა,თუ გიკალვალ ლა ცემო ლამაზ თვალება

 


№16  offline წევრი ♡EPICLOVE♡

ძალიან მაგარი იყო ოხ ეს სარა რა ეშმაკია რა ნწუ ნწუ ნწუ :დ მალე დადე რა ახალიი
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№17  offline წევრი ПЕРЕПУТАЛА

როგორი კარგი თავი იყო ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად love

 


№18  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე როგორ მაინტერესებს გეგას რეაქცია :ო ბავშვს რომ ჩემთვის საყვარელი სახელი ქვია :ო ძალიან მაგარი ხარ ლორე :ო <3

 


№19  offline წევრი zoi

რა დროს გაწყვიტე რანაირი გოგო ხარ რაა..ახლა უნდა დავიტანჯო სანამ ახალს დადებ...მკურნალებსაც ველოდებნიო ამასაც და მგონი უკვე ვგიჟდები :დ

 


№20  offline ახალბედა მწერალი lullaby

წარმოუდგენლად მაგარი გეგმაა...
მართლა არ ველოდი, რომ ასე მოიქცეოდა სარა.ნუ ბავშვის ამბავს რომ ეტყოდა კი, მაგრამ... მიხარია, რომ საკუთარ თავზეც ფიქრობს.
ვაიმეე ერთი სული მაქვს გეგა შოკოლადის სუნით " აყროლდეს " :დდ
მშვენიერი თავი იყო <3

 


№21  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lullaby
წარმოუდგენლად მაგარი გეგმაა...
მართლა არ ველოდი, რომ ასე მოიქცეოდა სარა.ნუ ბავშვის ამბავს რომ ეტყოდა კი, მაგრამ... მიხარია, რომ საკუთარ თავზეც ფიქრობს.
ვაიმეე ერთი სული მაქვს გეგა შოკოლადის სუნით " აყროლდეს " :დდ
მშვენიერი თავი იყო <3

მადლობა ვანილო,ხოო ძველი სარა ბრუნდება

 


№22 სტუმარი avadmyofi

აუ მაგარია და მალე დადე რა ^_^ კარგად სწერ love

 


№23  offline წევრი Salo me

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა. კარგად წერ. შენი მეორე ისტორიაც ძალიან მომწონს.
--------------------
Sally

 


№24 სტუმარი lana

გიჟი - ♥♥♥
კარგი რა ლორელაი
გავგიჟდი რომ გავიგე ექიმზეც რომ შენ წერ :)
ორივე ისტორია იმდენად მომწონს რომ აღარ ვიცი რა გითხრა
უბრალოდ არ მყოფნის არც ერთი ისტორია უფრო მეტი და მეტი მინდა

და ეგ რომელი არის მეც წაიკითხავვვ

 


№25  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

lana
გიჟი - ♥♥♥
კარგი რა ლორელაი
გავგიჟდი რომ გავიგე ექიმზეც რომ შენ წერ :)
ორივე ისტორია იმდენად მომწონს რომ აღარ ვიცი რა გითხრა
უბრალოდ არ მყოფნის არც ერთი ისტორია უფრო მეტი და მეტი მინდა

და ეგ რომელი არის მეც წაიკითხავვვ

მკურნალი ცრემლები

 


№26  offline წევრი ნ ი ნ ა

როგორც ჩანს ძველი სარა ბრუნდება,თან ძალიან შთამბეჭდავად.შენ რომ ნიჭიერი გოგო ხარ ამას ზედმეტი სიტყვები არ ჭირდება,იმედია ახალ თავს მალე დადებ,მოვკვდი ინტერესით რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე გეგას.

 


№27 სტუმარი ani

Male dade ra -__-

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent