შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! 4


20-12-2015, 15:52
ავტორი blue jeans
ნანახია 2 395

სახლში უნდა წავიდე ამოთქვა სუნთქვაშეკრულმა და გეზი სახლისკენ აიღო.
არც კი მიუხედავს უკან.მიდიოდა მწველი მზის ქვეშ და ცრემლები ნაკადულივით სდიოდა.
***

სახლში მისული ანკას შეშინებულ სახეს წააწყდა.
-სად იყავი??
კითხა აკანკალებული და აშკარად შიშნარევი ხმით
-ვსეირნობდი
ვითომ უდარდელად გაიღიმა ანდრონიკაშვილმა
არა ასე ადვილად ვერ მოატყუა ანკა რადგან მისი ჩაწითლებული თვალები დაინახა.
-რა მოხდა??გთხოვ მითხარი
-არაფერი ისეთი ანკა მართლა
-ფეხშიშველი რატომ ხარ??
-ისე უბრალოდ
თავი გაიმართლა ანდრონიკაშვილმა.
-კარგი
ვითომ დაიჯერაო ისე უთხრა ანკამ.
ანდრონიკაშვილს არაქათგამოცლილს ჩაეძინა კიდევ ერთი მტანჯველი დღის მოლოდინში.
ისევ ადრე გაიღვიძა და გზას გაუდგა მაგრამ ამჯერად ფეხზე ეცვა და გუშინდელ ინციდენტზე ფიქრობდა.
იმის შიშით რომ ის კაცი ისევ იქ იქნებოდა უფრო მალე გამოვიდა.ეგონა მოასწრებდა
მართლაც არავინ იყო და ღიმილმა გაუპო ბაგეები.
ისევ დატკბა ხედით და სიჩუმის მოსმენით შემდეგ კი მოაჯირზე ავიდა
-მოვდივარ
დაიჩურჩულა გოგონამ და გაემზადა თავისუფალი ფრენა რომ შეეგრძნო.
მერე ყველაფერი უცბათ მოხდა
გოგონას ხელზე მძლავრად მოქაჩეს.რამდენიმე წამს ჰაერში ლივლივებდა მერე ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოჩნდა.მალევე გაითიშა ამდენი ემოციისგან.
დიახ ეს ის უცნობი იყო რომელმაც უკვე მესამეჯერ იხსნა და ახლა მისი ყველაზე დიდი შეცდომისგან გადაარჩინა.
შეეშინდა როდესაც გოგონა გადასახტომათ გამზადებული დაინახა და ინსტიქტურათ დაექაჩა ხელზე.
არ იცოდა სად წაეყვანა გონდაკარგული გოგონა და თავის სახლში მიიყვანა.
სახლში არავინ იყო. რა გასაკვირია 18 წლიდან თავისთვის ცხოვრობს და თვითონ იკვლევს გზას ცხოვრებაში მაგრამ რა თქმა უნდა დედა ძალიან უყვარს.მამა არც ახსოვს ძალიან პატარა იყო რომ გულით გარდაიცვალა.უამრავი მტერი ჰყავდა და ტყვიამ გული დააზიანა ამან კი ნეკროზი გამოიწვია და მალე მთელმა სხეულმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
გოგონა მალევე მოვიდა გონს.
ანდრონიკაშვილს შეეშინდა როდესაც სხვა სახლში გაეღვიძა.ყველაფერი გაახსენდა მისი ვარდნაც და ისიც რომ ვიღაცამ გადაარჩინა.
როგორც კი ლოგინიდან ადგა იმწამსვე შეეჩეხა მკაცრ თაფლისფერ თვალებს რომლებსაც კარგად იცნობდა.
ესეიგი მან გადაარჩინა!
-სახლში უნდა წავიდე
თქვა ჩახრინწული ხმით ანდრონიკაშვილმა
-მოიცადე
ისეთივე მკაცრი ხმით უთხრა როგორიც თვალები ქონდა და აი სხეულიც კი გაჰყინვოდა
-რა გინდა??
შემოტრიალდა გოგონა
-რატომ ხტებოდი??
-შენი საქმე არ არის
მეტისმეტად მკვახედ გამოუვიდა გოგონას და ჩაახველა
-ბოდიში
დაამატა ხმადაბლა.
გოგონა კართან იდგა როდესაც კაცის ხმა მოესმა
-ცოლად უნდა გამომყვე
დენდარტყმულივით გაშეშდა გოგონა და კანკალმა აიტანა რა შარში ვარო.
-კარგი რა არც კი გიცნობ
შეტრიალდა გოგონა მამაკაცისკენ როდესაც მიხვდა რომ ამას სერიოზულად ამბობდა.
-მერე რა?გავიცნობთ ერთმანეთს.
-არა თქვენ ვერ გამიგეთ
-რა ვერ გავიგე?ის რომ თავს იკლავდი???რისთვის??
-უბრალოდ...უბრალოდ..არ ვიცოდი რა უნდა მექნა.სისულელეა ახლა უცნობის წინ მიწევს თავის გამართლება.
-ფული გჭირდებოდა არა?
წარმოთქვა ზიზღიანი ხმით მამაკაცმა.თითქოს მიხვდა რომ ეს გოგოც სხვებს გავდა.დიახ ფულის გამო სიცოცხლეს ისპობდა.
-რაო ძვირფას ტანსაცმელს ვეღარ ყიდულობდი და ამიტომ ხტებოდი??
-იცოდე გაჩუმდი...
-რა??სიმართლეს არ ვამბობ?
დაფიქრდა ანდრონიკაშვილი დამიხვდა ასეც იყო
-ხო ასეა მაგრამ...
-არავითარი მაგრამ
თქვა კატეგორიულად მამაკაცმა.
-ცოლად გამომყევი და ფულს გადაგიხდი.ეს რაღაც ყიდვასავით იქნება
ცინიკურად გაეღიმა მამაკაცს.
-არა ღირსი არ იყავი
ჩაილაპარაკა ანდრონიკაშვილმა ცრემლიანი თვალებით
-მიდი დაფიქრდი თორემ ასეთი შემოთავაზება აღარ იქნება
ისევ ირონიით გაჟღენთილი ხმით თქვა მამაკაცმა და გარეთ გავიდა.
გოგონა თავის ფიქრებთან მარტო დარჩა.თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან.
გული ტკიოდა და ერთი და იგივეს იმეორებდა
-არ იყო ღირსი არა არ იყო იმის ღირსი რომ ჩემი პირველი კოცნა მოეპარა.
ერთი მხრივ პასუხისმგებლობა ექაჩებოდა ანკასთვის უნდა მიეხედა ანკა იყო მისი ერთადერთი ოჯახი და მუდამ ასე იქნებოდა სხვანაირად ვერ წარმოიდგენდა.
მეორე მხრივ თავის ოცნებაზე ფიქრობდა მას ხომ თავისი ცხოვრების სასწაული სურდა, წრფელი სიყვარული სჭირდებოდა და არა ის, რასაც ეს კაცი სთავაზობდა.
ანდრონიკაშვილი გასაყიდი ნივთი ხომ არ იყო??ისიც ხომ ადამიანია რომელსაც ბედნიერი ცხოვრება სურდა და არა ეს ცინიზმით გაჟღენთილი კაცი.არც მისი ფული სჭირდებოდა.არა ეს ფული ანკასთვის სჭირდებოდა მხოლოდ ანკას გამო უნდა გაეძლო.ანკა მისი და იყო,სისხლი და ხორცი მასზე ზრუნვა და გვერდში დგომა მისი საქმე იყო.
ეს უნდა გაეკეთებინა ცოტახნით,შემდეგ როგორმე ანკა იშოვიდა სამსახურს და თვითონაც ტყავიდან გამოძვრებოდა და იმუშავებდა,კრიზისიც ჩაწყნარდებოდა და იძულებული აღარ იქნებოდა ამ კაცთან ერთად ყოფილიყო.
გადაწყვიტა ანკასთვის დაერეკა
-ანკა როგორ ხარ?
უნდოდა მშვიდი ხმა შეენარჩუნებინა
-დაწყნარდი ვიცი ვიცი რომ ნერვიულობ (ქეთი)
-ვნერვიულობ სად ხარ??
ტირილისგან ხმა ჩახლეჩვოდა ირემაშვილს
-ხომ იცი რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ
-ნუ მაშინებ ქეთი (ანკა)
-არ უნდა შეგეშინდეს ანკა არა ბედნიერი ვარ გესმის??დაიკო გიბედნიერდება.ყურებამდე ვარ შეყვარებული.ცოლობა მთხოვეს
დიდხანს დუმდა ანკა რადგან ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.
ანდრონიკაშვილს მართლაც ბედნიერი ხმა ჰქონდა რადგან ეგონა სწორ გზას მიაგნო და ამ ხმამ თითქმის დაარწმუნა ანკა რომ ანდრინიკაშვილი ბედნიერი იყო.
-მეღადავები??
გაკვირვებული ანკას ხმამაღალმა შეყვირებამ ანდრონიკაშვილი შეაკრთო.
-ვინ არის?რატომ არ ვიცნობ??ხომ უნდა გეთქვა??რა უსამართლობა?ხომ მანახებ ჩემს სიძეს?სიმპატიურია არა??კი კი სიმპატიური იქნება შენი გემოვნება ხომ ვიცი.მაინც უნდა გავიცნო შევათვალიერო არის თუ არა შენი ღირსი.
გულიანად გადაიხარხარა ანდრონიკაშვილმა და ბედნიერების ცრემლები გადმოყარა რადგან მეგობარმა დაუჯერა.მაინც მოახერხა მაშინ როცა ტიროდა მეგობარი გაემხიარულებია.
-განახებ ნუ ხარ მოუთმენელი დამაცადე.
-გაპარვას ხომ არ აპირებთ??
ეჭვიანი და მკაცრი ხმით იკითხა ანკამ
-რა სისულელეა ვის უნდა გავეპაროთ.
-კარგი კარგი მიდი გელოდებით აქაურობას მოვაწესრიგებ და მოდით იცოდეთ
-კარგი კარგი.
ანდრონიკაშვილმა ტელეფონი გათიშა და იმ წამს მამაკაცმა შემოაღო კარები.
-გადაწყვიტე??
-გადავწყვიტე. ცოლად გამოგყვები
ამ სიტყვების თქმა განსაკუთრებით გაუძნელდა ანდრონიკაშვილს და ცრემლებმა დაუსველა სახე.თავი დახარა რომ არ დაენახა ‘’თვით ირონიას’’.
მაინც შეამჩნია ცრემლები და ჩაწითლებული თვალები ქალის სახეზე თუმცა არაფერი უგვრძნია.იმედგაცრუებული იყო.ის ფულზე გაიყიდა მიზეზს მნიშვნელობა არ ქონდა ის გაიყიდა ისევე როგორც სხვები გაიყიდებოდნენ.
ანდრონიკაშვილის ცრემლები აღარაფერს ნიშნავდა კაცისთვის.
არც თვითონ იცის რატომ მაგრამ მამაკაცს უცბათ ამ იდეამ წამოუარა თავში და ამიტომაც შესთავაზა ცოლობა.მიუხედავად იმისა რომ მიხვდა ანდრონიკაშვილი სხვანაირი არ იყო მაინც უნდოდა რომ ის მისი ცოლი ყოფილიყო.
-ერთი თხოვნა მაქვს.დღეს ჩემს დასთან უნდა წავიდეთ მთხოვა რომ შენი თავი გამეცნო.გთხოვ ისე უნდა მოვიქცეთ როგორც დიდი ხნის შეყვარებული წყვილი.
-კარგი მეც ხომ ზუსტად ამსითვის მჭირდები.
-მანამდე კი გავიცნოთ ერთმანეთი მე ქეთი ანდრონიკაშვილი ვარ
-სანდრო აბაშიძე
მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა მამაკაცი და გოგონა შეათვარიელა ისე თითქოს მისი ნადავლი ყოფილიყოს.როგორც კი ტუჩებზე შეაჩერა მზერა ეშმაკურად ჩაიღიმა და გარეთ გასვლა დააპირა
-ტანსაცმელი კარადაშია. ჩაიცვი და შენს დასთან წავიდეთ
-გადამრევს
ამოიხვნეშა ანდრონიკაშვილმა როგორც კი მამაკაცი გარეთ გავიდა
ტანსაცმლის კარადა გამოაღო და იმდნი კაბები დაინახა გააფრინა.
სულ არ სურდა კაბის ჩაცმა და იქაურობა გადაჩხრიკა იქნებ სადმე ჯინსები ეპოვნა.
გაუმართლა და იპოვნა.მაღლიდან ჩვეულებრივი მაისური გადაიცვა და თმები გაიშალა.
გარეთ როგორც კი გავიდა მამაკაცს შეეჩეხა.მასაც თავსუფალ სტილში ეცვა.
კედელთან მიიმწყვდია სანდრომ ანდრონიკაშვილი და აკოცა.
გული ისევე აუჩქარდა ანდრონიკაშვილს როგორც მაშინ პირველად.მაგრამ ახლა სძულდა ამ ბაგეებიდან ამოსული ყოველი სიტყვა თუმცა მაინც სიამოვნებდა სანდროს სურნელი და ცოტა უხეში ტუჩები.
ამბორი მოკლე გამოდგა
-აბა რა ქვია?? (სანდრო)
-ვის??
თქვა დაბნეულმა ქეთიმ



№1  offline მოდერი X.G

კარგია ძაან მომეწონა შემდეგ თავს წარმატებები

 


№2  offline წევრი blue jeans

მადლობა რომ კითხულობ <3 გავაგრძელებ რა თქმა უნდა :)

 


№3 სტუმარი darina

kargi iyo, ukve dzalian momwons me eseni.

 


№4  offline წევრი ♡EPICLOVE♡

მომეწონა ძაან და იცოდე მალე დადე ახალი თავიი♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent