შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “8“


20-12-2015, 19:30
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 555

კაფეს შესასვლელში ნოხი ეგო,რომელიც მტვრით იყო სავსე და ,როდესაც ფეხი დადგეს,მტვერი ჰაერში აიზიდა,გარშემო ყველაფერი მტვრისფრად ქცეულიყო,მაგიდებზე ალაგებული სკამები,ბართან მიტოვებული ჭიქები,თეფშები,ყველა ნივთი,რაც კი საჭიროა კაფესთვის, გარშემო მიმოფანტულიყო,ელენე დაბნეული მიაჩერდა ყველა კუთხეს,ძლივსღა სუნთქავდა,მალევე ხველაც აუტყდა, ეგონა რომ კაფე ცოტახნის დაკეტილი იყო,მაგრამ კაფეს სულაც არ ეტყობა რომ ცოტახნითაა დაკეტილი,თითქოს წლებია მას არავინ გაჰკარებია და ასეცაა,ელენეს წასვლის მერე ნინელის სურვილი არ გასჩენია კაფე გაეღო და ემუშავებინა.ელენემ კი იმდენი ვერ გაიზარა რომ შესაძლოა კაფეს ნაცვლად,მტვრის გროვა დახვედროდა.
-როგორც ჩანს,დიდი ხანია კაფეს არავინ შეხებია,-უთხრა დამიანემ დაღონებულ ელენეს,-რა ვქნათ?-ჰკითხა მან
-მგონი დღეს აქ დარჩენა მომიწევს,-მიუგო მან და ჩამოშლილი თმა უკან დაიმაგრა,-შეგიძლია ჩვენს მოპირდაპირე მაღაზიაში წახვიდე?-ჰკითხა შემდგომ დამიანეს
-კი,მაგრამ რისთვის?-იკითხა ცოტა დაბნეულმა მამაკაცმა
-რაც კი ექნებათ,დასუფთავების,ყველა საშუალება იყიდე და მოიტანე,-უპასუხა ელენემ
-კარგი,როგორც გინდა,-დაეთანხმა დამაინე და მოპირდაპირე მაღაზიაში წავიდა,რაც კი არსებობდა მტვრის,ჭურჭლის,შუშის,იატაკის,ყველაფერი იყიდა და კაფეში დაბრუნდა,საკამოდ დატვირთული,სითხეები იატაკზე დააწყო,ტილოები კი მაგიდაზე.
-გმადლობ,-ღიმილით მიუგო ელენემ და მტვრის საწმენდი აიღო,მაგრამ შემდეგ გაახსენდა რომ ,ჯერ უნდა დაეგავა და უკან დააწყო,ცოცხი და ასაღები აიღო და დაგვას მიჰყვა.
-მინებს გავწმენდ მე,-უთხრა დამიანემ და თავადაც ჩაერთო საქმეში,ისიც ისევე გულმოდგინედ შეუდგა კაფეს დასუფთავებას,როგორც ელენე.
როდესაც დაგვას მორჩა,დამაინეს უკვე მოთავებული ჰქონდა ფანჯრის მინების წმენდა და მაგიდებს ასუფთავებდა,ელენემ იატაკი ძალიან სველი ტილოთი მოწმინდა,რომ კარგად აეღო იატაკში გამჯდარი ჭუჭყი.საქმე თითქმის ნახევრად გააკეთეს და დაღლილები ჩამოსხდნენ,ელენე ოფლისგან გაწურული,შუბლს იწმენდაა,დამაინე კი ღრმად სუნთქავდა,დაღლილობისგან.
-დღეს დავასუფთავოთ და ხვალ გავაღოთ,-მიუგო ელენემ და კმაყოფილმა მოავლო თვალი,ძლის გაცოცხლებულ,მტვრისგან მიტოვებულ ნივთებს,რომლებიც სისუფთავით ტკბებოდნენ.
-შესვენება მეყო,-წამოდგა დამაინე,-რაც მალე მოვრჩებით მით უკეთესი ჩვენთვის,უკვე საღამოა,დიდხანს თუ შევისვენებთ,ღამემდე მოგვიწევს აქ ყოფნა
-ვიყოთ კიდეც,ვინ გაგვყრის,-სიცილით თქვა ელენემ
-მე აქ ვერ დავრჩები,-დამწუხრებული ხმით უთხრა დამიანემ
-რატომ?
-საქმე მაქვს ერთ პიროვნებასთან
-ეგ პიროვნება ქალია?
-რაში გაინტერესებს?-ახარხარდა დამიანე,მის კითხვაზე.
-ისე უბრალოდ,-მორიდებით თქვა ელენემ,-კარგი საქმეს მივხედოთ,-თავადაც წამოდგა და საქმის ბოლომდე მიყვანას შეუდგა.
* * *
ყველაფერი პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა და საშინლად დაღლილები ისევ სკამებზე მიესვენენ,ლაპარაკის თავი არცერთს ჰქონდა,მაგრამ კმაყოფილების,საოცარი შეგრძნება,ორივეს სიამოვნებდა.
უკვე ღამის თორმეტი საათი იყო,როცა დამაინე წამოდგა საჩქაროდ და კართან მივიდა
-უნდა წავიდეთ,-მიუგო ნახევრად მძინარე ელენეს და კარი გააღო.ელენე ძლივს წამოდგა და ლასლასით მივიდა მასთან,იდაყვით მხარზე დაეყრდნო და თავი ჩაქინდრა,-ელენე,-დამიანეს ხმამ შეაშინა და გამოფხიზლდა,თავი მაღლა ასწია და ხელიც მოაცილა დამიანეს.
-წავიდეთ,-ლურლუღით თქვა მან და თავის შეკავება ვეღარ შეძლო,დამაინეს ზურგს მიეყრდნო და თვალები ისევ დახუჭა
-რა დროს ძილია,გამოფხიზლდი,სახლში უნდა წაგიყვანო,-მის შეფხიზლებას ეცადა,თუმცა ელენე ადგილიდან არ იძვროდა,-შენს სახლში დაიძინებ,-მიუგო დამიანემ და სხვა გზა რომარ ჰქონდა,ისევ მოუწია მისი ხელში აყვანა და მანქანამდე ასე მიყვანა,უკვე ახლოს იყო მანქანასთან,ელენემ რომ გაახილა თვალები და გაოცებული მიაჩერდა ქვემოდან.
-დამსვი,-ოდნავ გაბრაზებულმა მიუგო,-ინვალიდი კიარ ვარ
-ჩაგეძინა და როგორ მომეყვანე სხვანაირად?-მკაცრი ხმით ჰკითხა დამიანემ და მისი დასმა დააპირა,როცა ელენემ თავი მკერდზე დაადო და მამაკაცის გული ისე შეიკუმშა სუნთქვა ვეღარ შეძლო,შეშინებულს გაუფართოვდა თვალები და ელენე ძირს ჩამოსვა,მისმა სიახლოვემ ჯერაც უცნობი შეგრძნება გამოიწვია და დამიანემ ამან შეაშფოთა,დაბნეულმა გაუღო კარი და სთხოვა დამჯდარიყო,ელენეს ბევრი არ უყოყმანია,ჩაჯდა და კარი მოიხურა.“სულელი“,ჩაილაპარაკა დამიანემ თავისთვის და გულზე ხელის გული მიიბჯინა,თითქოს ეს სიტყვა გულს ეკუთვნოდა.
თვითონ კაფეს დასაკეტად მიბრუნდა და ამასობაში ელენეს ღრმად ჩაეძინა და დაბრუნებულ დამიანეს გული შეუწუხდა,რადგან მისი ხელში აყვანა მესამედ მოუწევდა,რაც არც თუ კარგად ჟღერდა.
მანქანა მალევე დაძრა ადგილიდან ,ელენეს ძილით ისარგებლა და სწრაფად მართა,რომ ძალიან არ დაგვიანებულიყო შინ მისვლა,თუმცა სახლი ხომ ახლოსაა,ეს კი სულ დაავიწყდა და ცოტა გასცდა კიდეც.
***
სახლში ისევ ხელში აყვანილმა შეიყვანა და დატოვა,მერე სწრაფად ჩამოვიდა ისევ ქუჩაში და მანქანაში ჩაჯდა,გარემო მოათვალიერა და უკანა ჯიბისკენ წაიღო ხელი,მისი იქ ყოფნა შეამოწმა და დამშვიდებული მიწვა საზურგეზე,ძრავი ჩართო და მანქანა მთელი ძალით მოსწყვიტა ადგილს.
მთელი გზა დიდი სიჩქარით მოძრაობდა,ეს ხელს უწყობდა რომ ძილი არ მორეოდა და მთელი გგონებით მართვისთვის ყოფილიყო გადართული,შუაღამე თითქმის გამთენია იყო,როცა დანიშნულ ადგილზე მივიდა და მანქანა გააჩერა,ისევ შეამოწმა ნივთი და დამშვიდებული ჩაბნელებული შენობისკენ წავიდა.
-მოხვედი?-ბოხმა ხმამ ღამის სიჩუმე გაარღვია და შიში გაავრცელა ყველგან
-აქ რისთვის დამიბარე?-ჰკითხა დამიანემ მამაკაცს,რომელიც მბჟუტავი ნათურის ქვეშ იდგა და მის შემზარავ სხეულს ანათებდა.
-არ იცი?-ეჭვისთვალი შეხედა მან,-ნუთუ არ იცი რისთვის მოგიყვანა შენმა ფეხებმა ჩემთან,-ახარხარდა იგი შემზარავად
-ტვინი რომ გაგასხმევინო იმისვის,-მიუგო დამიანემ გაცხარებით და ხელი უკან წაიღო
-დამშვიდდი,-უთხრა მამაკაცმა,-აქ იმისთვის დაგიბარე რომ შენი დის
-ჩემს დას ნუ ახსენებ,-უარესად გაღიზიანდა დამიანემ და თავის შეკავებას უკვე ვეღარ ახერხებდა
-დამაცადე,-დაუყვირა მამაკაცმა,-დამამთავრებინე და მერე თუ გინდა მომკალი
-გისმენ,-ღრმად ჩაისუნთქა დამიანემ
-შენს დას შვილი ჰყავს,-ამის გაგონებაზე დამიანეს ტკივილი მოაწვა გულზე,თვალები აემღვრა და ისე წაბორძიკდა ლამის დაეცა,მაგრამ კედელს მიეყრდნო და მისმა სიცივემ გამოაფხიზლა,-როცა შენ საქართელოდან წახვედი მას ბიჭი შეეძინა,ახლა მხოლოდ შენ ხარ პატრონი მისი
-ჩემი დის სიკვდილი შენი და შენი ძმის ბრალია,მთვრალი რომ არ დამჯდარიყო საჭესთან ახლა ცოცხალი იქნებოდა
-მხოლოდ შენ არ დაგიკარგავს და,მგონი მაგ ავარიას ჩემი ძმაც შეეწირა
-ხმა არ ამოიღო,მე ვიცი რომ ჩემი და ეხვეწებოდა საჭესთან არ დამჯდარიყო,მაშინ არ ვიცოდი უკვე შვილი რომ ჰყავდათ
-ეგეც ჩემი ბრალია?შენა დამ ასე ისურვა რომ არ გცოდნოდა,ვიცი რომ მასთან არ გქონია კარგი ურთიერთობა
-ეგ შენ არ გეხება
-დაკრძალვაზეც არ ჩამოხვედი
-ვერ ჩამოვედი,-იღრიალა მან და სასწარკვეთილი მუხლებზე დაემხო,-ვერა,-აღმოხდა და ცრემლები წამოუვიდა,-ახლაც მტკივა რომ ვერაფერი გავაწყე მის საბოლოდდ ნახვისთვის,არადა ეს თქვენზე მეტად მინდოდა,მერეც კი არ მოსულხართ და არ გითქვამთ რომ მათ შვილი დარჩათ.
-ნინოს ასე სურდა
-ნინოს სიკვდილიც სურდა?
-ჩვენი ნება არაა,გესმის?
-გეგა ხმა არ ამოიღო,-წამოდგა დამიანე და მივარდა,ხელები საყელოში ჩაავლო და მოქაჩა,-ჩემს დის შვილს მე ვიშვილებ
-ვერ იშვილებ,შეგიძლია გყავდეს,როგორც დემნას ერთადერთ ნათესავს,მაგრამ არა როგორც მამას
-ერთადერთი სწორად თქვი,დემნას მხოლოდ მე ვეყოლები,შენ მხოლოდ ის მითხარი სად გყავთ?
-დედაჩემთან,-მიუგო გეგამ და მისი ხელები საყელოდან მოიცილა,-წაგიყვან.
-არ მინდა მანქანით ვარ,-უთხრა დამიანემ და გარეთ გავარდა,იმდენად იყო აღელვებული,სულ გადაავიწყდა ელენეს რა რეაქცია ექნებოდა ამ ყველაფერს რომ შეიტყობდა.
სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და თავისი დის ყოფილ დედამთილთან მივიდა,რათა დემნა წამოეყვანა.
-დამიანე?-როდესაც იგი მოხუცმა ქალმა დაინახა,გაშრა,ხმის კანკალით წარმოთქვა მისი სახელი და მიუახლოვდა,-შენ აქ როგორ?
-დემნა გამომიყვანე,-მკაცრი ხმით განუცხადა მან ქალს,ისიც უხმოდ შევიდა ოთახში,საიდანაც პატარა ბავშვი,ხელში აყვანილი გამოიყვანა.
-ახალი გაღვიძებულია,ცოტახანს მე მეყოლება,როცა გამოფხიზლდება და მოგეჩვევა მოგიყვან,-მიუგო ქალმა
-მე ორი წლის უკან წავედი,მაშინ ნინო არ იყო ორსულად,გამოდის დემნა ერთი წლისაა?
-წლინახევრის,-შეუსწორა მან,-ექვს თვეში ხდება ორის,-ლოყებ აწითლებულ დემნას აკოცა და ძლიერად ჩაიხუტა,-მოგვენატრება,-უთხრა დამიანეს და ბავშვი მიუყვანა,მანაც გამოართვა და დემნას ჩაეხუტა.
-რა საყვარელი ხარ,-მთელი სახე დაუკოცნა დამიანემ და პატარას სიცილი აუტყდა,თავი ისე გადაწია ითქოს დამიანეს სთხოვა კელშიც მაკოცეო და მანაც ეს თხოვნა შეუსრულა.-მის ნახვას შენ არ გიკრძალავ,-მიუბრუნდა ისევ თეას,-ვიცი რომ შენ მას მზრუნველობას არ მოაკლებდი.
-რაც გაგვაჩნია ყველაფერი მისია,-უთხრა თეამ ამღვრეული ხმით.
-ჩაალაგე მისი ტანსაცმელი,ჩვენ მანქანაში დავიცდით,-უთხრა და გარეთ დემნასთან ერთად გამოვიდა.

***
-ბავშვი?-გაოცებული მიაშტერდა ელენე დემნას,-ვისია?-ჰკითხა დამიანეს
-ჩემი დის,-მიუგო მანაც
-აქ რატომ გყავს?
-დღეიდან ჩვენ გვეყოლება
-კი,მაგრამ-დაიბნა იგი
-არ გინდა სხვისი შვილი გაზარდო?-სიბრაზე მოერია დამიანეს,-გვითხარი რომ ახლავე წავიდეთ და მე და დემნა შენი ცხოვრებიდა გავქრებით.
-არა,მე ეგ არ მიგულისხმია
-აბა რა იგულისხმე?შენ ხომ ჩემი ცოლი უნდა გახდე,ხოდა დემნაც ჩვენთან იცხოვრებს.
-დედამისი სადაა?
-ჩემი და დაიღუპა,დემნას მამაც.
-მაპატიე.
-არაუშავს.



პ.ს იმედია მოგეწონებათ.შეაფასეთ აუცილებლად ვინც წაიკითხავთ.თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს. მიყვარხართ ჩემებო/.



№1 სტუმარი nini

აუუ ესეთ მომენთებში რატომ ამთავრებბ მოგკლავ შენ მე :* :* რა საყვარელია ეს ბიჭი მალე დადე ჩემო შოკოლადო

 


№2 სტუმარი სტუმარი მ

აუ, ეს გოგო ნერვებს მიშლის, პირველივე დღიდან feel

 


№3  offline წევრი kaxelii

მიხარია დემნას გამოჩენა. ეს გოგო ნერვებს მიშლის არ შეიძლებოდა კარგად შეხვედროდა დემნას? არ ვიცი მიმაჩნია რომ თუ ასეთი დარჩება დამიანეს ღირსი ვერ იქნება

 


№4  offline წევრი მოლურჯო

სულ მაინტერესებდა ეს ისტორია და დღეს გადავწყვიტე ყველა თავის წაკითხვა
აღრთოვანებული დავრჩი ძალიან კარგია
--------------------
მარიამი

 


№5  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

დიდი მადლობაა ბავშვებო <3 ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი კომენტარები. <3 უჰჰ უზომოდდდ. love love
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargia male dadee ra

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

ზოგ მომენტში გაურკვევლობისგან, ან იმისგან რომ ძალიან მომეწონა, მეორედ გადავავლე თვალი და გადავიკითხე.
დიალოგი იყო შეუდარებელი. დიალოგი მაგრად გამოგდის რაა... ძალიან მაგარია. თუმცა აღწერები მაინც ძირითადად ის არის, რასაც აკეთებენ ზედაპირულად და არ უღრმავდები, მათი საქციელით აჩენ მხოლოდ მათ თვისებებს, ესეც საოცრად კარგია, თავისებური და შეუდარებელი. ცოტა რამ ვიცით პერსონაჟებზე, მაგრამ მათი ქმედებებიდან მეტს ვიგეებთ...
შემდეგი შემდეგი! love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

თითქოს სწრაფად ანვითარებ მოვლენებსო... არაფერს გვიყვები მაგრამ გვახვედრებ.. საოცარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent