შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერია გოგონა?! (დასასრული)


20-12-2015, 19:45
ავტორი coco girl
ნანახია 3 537

ყველაზე საშინელი იცით რა არის? აი ის, რაღაც საიდუმლო რომ გიკავშირდება და ცდილლბ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ გაიგო, მაგრამ შედეგი არაფერს გამოაქვს...
მაგრამ არ არის საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება. ცხოვრება გრძელია. წინ - ყველაფერია.
***
უკვე მეექვსე თვეში ვარ. ხომ გახსოვთ, ლორა ვარ. ( ირონიული სმაილი) .
არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ჯემოს და დეას პატარა თინანო ჰყავთ.
ჯემომ ბევრი იჭუჭყუნა თინიკო რა სახელია, ჩვენ მეზობელს ჰქვია და სულ უჯიშო ქალიაო, მაგრამ დეამ თავისი პოზიცია არ დათმო და გადარჩა ჩვენი გოგო ნესტანის დარქმევას. ( აქ ტუჩები შეგიძლიათ დაპრუწოთ).
ჯემოს შესაძლო ვარიანტები შევთავაზე: ლამზირა, ნუნუ, ქემნათი, მაია, მაგრამ გინდა თუ არა ნესტანიო! ბოლოს ცოლის სიყვარულმა სძლია და დაუთმო ქალს... და ასე გახდა ჩვენი ნესტან-
დარეჯანი თინანო.

მამაჩემი ნიკა ისევ გულჩათხრობილი დადის. არ ვიცი რა უნდა ვქნა. ვცდილომ მამასთან კვირაში სამჯერ მაინც დავრჩე, მაგრამ ჩემი წასვლის თანავე ცუდ ხასიათზე დგება და ბებე მეუბნება ისეთი საცოდავი სახე აქვს გეგონება სიკვდილმა ცელი მიაბჯინა წელზეო.
ბებეც, ლენა კარგადაა. ან თავს მაჩვენებს კარგად ვარო. რავიცი... მგონი წამლებს სვამს. რაც მთავარია ბაბუს უჯერებს...
სესიც კარგადაა. რა უჭირს შეყვარებული გაიჩინა და ბედნიერია. რაც მთავარია ვახსოვარ და მეუბნება, რომ ჩემი შვილის ნათლიად აირჩევს საკუთარ თავს.

ქმარი? იცოცხლე! უჯიშო სებასტიანი!
ჩვენ შორის არაფერი არ ხდება. არავითარი დაახლოება. სიყვარულზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
სესილი

სულ მეუბნება ასე როგორ უნდა იცხოვროთო?
ამაზე მეც ვიფიქრე. ვიფიქრე და გადავწყვიტე, ბავშვის გაჩენისთანავე გავშორდები სებასტიანს.
დარწმუნებული ვარ თვითონაც არ იქნება წინააღმდეგი.

ამ ბოლო დროს რაღაც სხვანაირი გახდა.
არა, სიყვარულოვიჩი კი არ გახდა, რაღაცნაირად გულჩათხრობილი და ცხვირჩამოშვებულია.
სიმართლე გითხრათ ვერ გამიგია რა ხდება.
***
- რა ლამაზი დღეა! რა ნათელი მზეა! იმიტომ რომ დღეს ლორას დაბადების დღეაა! - მაღვიძებს ეს ხმა.
თავიდან სიზმარში მეგონა თავი, რადგან სებასტიანს ასეთი გაღვიძების სტილი არ აქვს... ნერე ვფხიზლდები და თავი ზღაპარში მგონია.
სესილის ხელში ტორტი უჭირავს და თან მიმღერის. სებასტიანი არსად არ არის! კარგია.
- გილოცააავ! - დაიყვირა სესიმ და მეც განცვიფრებულმა სანთლები ჩავაქრე.
---
19 წლის გავხდი.
რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი მომავალი ასე განვითარდებოდა...
არა, არ გეგონოთ ვწუწუნებდე. არც ფული მაკლია, არც სიყვარული ჩემი საყვარელი ადამიანებისგან, მაგრამ თავს მაინც ცერ ვგრძნობ ისე, როგორც საჭიროა.
----
- სესილი დღეს გვანცას გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა და სასაფლაოზე მინდა წასვლა.
სესილიმაც თავი დამიქნია.
***
ლოგინიდან წამოვდექი მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ მეექვსე თვეში ვარ ძალიან დიდი მუცელი მაქვს.
- შე გაბერილო! - გაეცინა სესის.
მეც გამეცინა.
- შენც გათხოვდები და მერე ვინ ვის დასცინებს ვნახავთ - ვუთხარი და სააბაზანოში შევედი.
***
დაბლა ჩავედით.
- ლორაა! გილოცავთ! - მითხრა სებასტიანის დედამ და მომეხვია.
ნერე იყო მოლოცვები და ასეთი რაღაცეები.
უბრალოდ მოსაბეზრებელი ხვევნა-კოცნები...
რაც მთავარია ბედნიერი ვიყავი, რადგან ტირანი სახლში არ იყო და ნერვებსაც არავინ მომიშხამავდა.


- გამარჯობა ... დედა..

არ ვიცი ასე რატომ არ გეძახდი... - ჩამოვჯექი - შენ მე გამაჩინე და შენი სიცოცხლე არაფრად ჩააგდე... ვიცი, აქ რომ იყო , ჩემს გვერდით დარწმუნებული ვარ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა... ჩემს გათხოვებას არ დაუშვებდი... ვიცი, ამას მამაც არ გააკეთებდა რაღაცას ხელი რომ არ შეეშალა. ვიცი რაღაც იმალება ამ საქმის უკან. და მე ლორა ყველაფერს ვიზამ, რომ ეს საიდუმლო გავიგო. გვან... დედა, იცი დღეს 19 წლის გავხდი... და მალე შვილი მეყოლება. იცი ჩემი პატარა ვისი ჯიშისაც არ უნდა იყოს ყველაზე მეტად მიყვარს... თვითონაც ვუყვარვარ. მე ასე ვფიქრობ, რადგან ყოველი სიტყვის წარმოთქმისას მირტყამს - გამეცინა - იმედია ჩემსავით მაიმუნი არ იქნება.
დედა, პატარა რომ ვიყავი და შენი გარდაცვალების ამბავი გავიგე ვთქვი, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი, და არც შვილებს გავაჩენდი... არ მინდოდა შენნაირად მოვქცეულიყავი...მაშინ მეგონა, რომ შენ მიმატოვე, ... მაგრამ ახლა... დეე, იცი, მეშინია... არ მინდა ჩემს გოგონას რამე მოუვიდეს.
ხოო, გოგონას... ასეთი გრძნობა მაქვს.
მოკლედ - მომენატრე - დედა.

მანქანაში ჩავჯექი და სესის შევხედე.
- იმედია დიდხანს არ გალოდინე. - გავუღიმე.
- არა, გოჭო არ მალოდინე - გაიცინა.
წარბები ავზიდე. გოჭო? ამას ხო არ უნდა მივახატო მანქანაზე?!
- ეგრე აღარ დამიძახო, თორემ ვიჩხუბებთ. - ვუთხარი - და სხვათა შორის რევი როგორ გყავს?
სესის ბოიფრენდს რევი ჰქვია. კარგი ბიჭია, უბრალოდ დედ-მამას ორიგინალური სახელი დაურქმევიათ. ესაა.და ეს.
- რავიცი კარგად ვართ, კინოშუ ვიყავით წინა დღეს.
- რამე ძველს უყურებდა ხო რევი?
- კაი რაა ლორა! როდემდე უნდა იღადაო? შენს და სებასტიანის ურთიერთობას ყველანაირად მირჩევნია.
ამოვიოხრე.
- რამე გადაწყვიტე? ან შეიყვარე ან რამე ქენი! - მითხრა გაბრაზებულმა.
- კი სესი, გადავწყვიტე... გავეყრები.

----
- მამაა! - სახლში შევედით - ბებეე სად ხართ?
- იმედია სურპრიზს არ მიკეთებენ. - გამეცინა.
- შენ შემოგევლოს შენი ბებე! - ისმის ლენას ყვირილი და მერე ფეხის ხმა.
- გილოცავ დაბადების დღეს! ჩემი პატარა გოგო! - მომეხვია.
- რაღა პატარა ლენა ბებო, ნახე რამხელაა! - გაიცინა სესიმ.
ლენამ მწყრალად შეხედა.
- ყველა ორსული სუქდება ! მარა ასეთი არაფერი მინახია, ლორას მუცლის მეტი არაფერი უსუქდება. - ამოიხვნეშა.
სესიც დაეთანხმა.
- ბებე მამა და ბაბუ სად არიან? - ვკითხე და დივანზე დავჯექი.
- სამუშაოზე არიან, ნიკამ დაიბარა მალე მოვალო.
ამ დროს ნაბიჯების ხმაც გაისმა.
- დედა ვის ელაპარაკები? - იკითხა ნიკას ხმამ.
- მამაა! - ორსულისთვის არადამახასიათებელი სისწრაფით წამოვდექი და მამას მოვეხვიე.
- რა ლამაზი დღეა, -მიმღეროდა მამა - რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ლორას დაბიდუბის დღეა! - მმომშორდა - გილოცავ ქალბატონო!
- მაადობაა! - პატარაობაში ნათქვამი სიტყვები ვუთხარი - მომენატდე!

სახლში დაბრუნებულს სუფრა დამახვედრეს. მარტო სებასტიანის ოჯახის წევრები იყვნენ.
თვითპნ სებასტიანი არ ჩანდა.
- ღმერთო ჩემო რა ბედნიერებაა! დღეს ყველაზე მაგარი დღე მაქვს. ტირანი არ არის!
მაგრამ ერთხელ მაიმც დაერეკა და მოელოცა.
როცა ყველაფერი დამთავრდა დასაძინებლად ავედი.
უკვე ძილბურანში ვარ, უცებ ჩემი ტელეფონი რეკავს.
- ლორა, ლამაზად ჩაიცვი და გელასთან მიდი, იცის სადაც უნდა მოგიყვანოს - თქვა სებასტიანმა და გათიშა.
ახლა რა ვქნა? ისევ ძილი ვარჩიე.
- ლორა - მომდის შეტყობინება - მალე წამოდი, სესიც აქაა.
ამივუზმუვლე და შავი გრძელი კაბა ჩავიცვი.

***
- გელა, პაროლი არაა ხო საჭირო? - ტუჩები მოვპრუწე. - და სად მივდივართ რო მითხრა არა?™ სებასტიანმა თქვა არაფერი უთხრაოო! - მითხრა და მანქანა დაქოქა.


რესტორანში შევედი. იმდენი ხალხი იყო სუნთქვა ჭირდა. ყველა ერთმანეთში ირეოდა. უცებ მკლავზე ტკივილს ვგრძნობ და ვხვდები, რომ ეს სებასტიანია. უბრალო მაგიდასთან მიმიყვანა. დავჯექი.
- რამეს ხო არ შეჭამ? - მკითხა.
თავი გავაქნიე.
- მაშინ პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს. - მითხრა და სკამზე გადაწვა.
- ამის გამო მომიყვანე აქ? - ვკითხე.
- მომისმინე. დღეს ყველაფერს მოგიყვები.
- და მაინც რა გაქვს სათქმელი? - ვკითხე და თვალები დავუბრიალე.
ნუთუ ყველაფერს მეტყვის?
- არ გაინტერესებს ჩემი ცოლი რატომ ხარ? - ირონიულად ჩაიცინა.

რათქმაუნდა! ასეც ვიცოდი.
წამოვიწიე და მოსასმენად მოვემზადე.
სებასტიანმა ჩაიცინა.
- მოკლედ - 7 თვის წინ, ერთი გოგო ვნახე...
- მორიგი ნაშა. - ჩავიბურტყუნე.
სებასტიანმა წარბები აზიდა.
- იცი, შემიყვარდა. მერე ისე მოხდა, რომ დაფეხმძიმდა.
ეს რომ მითხრა კინაღამ გავგიჟდი. წარმოიდგინე, ბიზნესმენ კაცს , რომელიც ასეთი პოპულარულია რამხელა ზიანს მოუტანდა ეს ამბავი თუ გაჟონავდა.
ბავშვი მოვაშორებინე. ცოტა ხანში ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ იმ გოგომ ენა ვერ გააჩუმა და ეს ამბავი გაავრცელა. სასწრაფო გახდა ჩემი ცოლის მოყვანა.
მამაჩემმა კომპანიაში თავის ახლო მეგობრებს უამბო და ვინმეს მოძებნა სთხოვა.
ორ დღეში ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მითხრა:
ჩემს ცოლის ძმას ჰყავს ერთი გოგო. აეც სიყვარულს მოგთხოვს, არც ფულს. თან მამამისს უჭირს, გაკოტრების პირასაა... - ეს თქვა და ნიკა ობოლაძის საკონტაქტო ინფორმაცია მომცა.
მეც შევხვდი ნიკას, მაგრამ უარი მითხრა... ბოლოს კი...
- სებასტიანი გაჩერდა.
- რა?! თქვი დროზე! - ვუყვირე.
- დავემუქრე... შენი მოკვლით.
უბრალოდ ვითიშები.
***
თვალს ვახელ და თავზე სებასტიანი მადგას.
- მადლობა ღმერთს! - ჩაიბურტყუნა.
წამოვჯექი.
- დროზე გააგრძელე მოყოლა! - ვუბრძანე.
- იქნებ მერე...
- ახლავე!
- მოკლედ... ნიკას შეეშინდა, ამიტომ ცოლად მოგიყვანე...
ვერ დამიჯერებია...
- ალბათ მიხვდი ვინ მომცა მამაშენის საკონტაქტო მონაცემები ...
- ვერ ვხვდები... - თავი მოვიქავე.
- დიმამ. - თქვა და შემომხედა.
- რაა? - წამოვიკივლე.
- წეღან რო ვთქვი ვერ გაიგე?
უცებ თვალწინ წარმომიდგა თუ როგორ ვახრჩობდი დიმას.
- მეზიზღება! მძულს! თვითონაც ვძულვარ! ამიტომ გააკეთა ეს! - ვიყვირე - წამიყვანე სახლსში დროზე!
მანქანაში რომ ჩავჯექით ერთი კითხვა გამიჩნდა:
- დიმამ თავისი შვილი ანკა რატო არ მოგათხოვა?
- არ მომეწონა და იმიტო. - გამხიარულდა უცებ.
- ჩვენ ბოდიში!
- პატარაა და იმიტო. ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო.
- რაა?! და მე პატარა არ ვიყავი?
- შემიყვარდი...
***
3 თვის შემდეგ.

ღამეა. არაფერი განსაკუთრებული. ლორას და სებასტიანს სძინავთ. სებასტიანი ვერ ამჩნევს, თორემ არც ლორაა მის მიმართ გულგრილი. ყველაფერი გაარკვიეს. ნიკამ გაიგო დიმას ამბავი და ისეთ დღეში ჩააგდო... ლორას მამიდა გაშორდა. ახლა ყველა ნიკასთან ცხოვრობენ. ხვალ ლორა და სებასტიანი ექიმთან უნდა წავიდნენ. დღე დღეზე გოგონას ელოდებიან. ეს მათი ეინათგრძნობაა.
უცებ ლორა გიჟივით წამოვარდა და იყვირა:
- სებასტიან!
ისიც წამოხტა.
- მგონი დამეწყო...

ის ღამე ყველამ ნერვიულობაში გაატარა. ლორა მშობიარობდა.
ეშინოდა! ეშინოდა რადგან არ უნდოდა თავისი გოგონა დედის გარეშე დაეტოვებინა.
მშობიარობა გაჭიანურდა.
სებასტიანი უკვე ლორას მაგივრად იყო ცუდად.
ნიკას ისეთი შეგრძნება დაეუფლა როცა ლორა იბადებოდა...
- გილოცავთ! - გამოდის მედდა - ბიჭი გაგიჩნდათ!
***
ლორა და სებასტისნი გაურკვევლობაში იყვნენ. ბიჭი? ჰაჰ! ბიჭს არავინ ელოდა.
- რა დავარქვათ? - იკითხა სებასტიანმა.
- ნიკა. - თქვა ლორამ და მამას გაუღიმა.

ლორას ყველა გეგმა ჩაეშალა. ბოლოს ისე შეუყვარდა სებასტიანი გაყრა არც გახსენებია.
პატარა ნიკას დიდი წვეულება მოუწყვეს.
ასე გადიოდა დრო...


ლორამ ჰკითხა სებასტიანს: - ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იმ ბეჭდით რომ დამნიშნე, რომელიც ვიყიდე და დამეკარგა საიდან მოიტანე?
სებასტიანა გაეცინა და მოეხვია.
- შენ ჩაგიგდე ხელში და შენს ბეჭედს ვერ ვიშოვიდი?

----
რატომ მიყვარს სებასტიანი? - ფიქრობდა ლორა - რა დამემართა?

არ იცოდა... ვერც გაიგებდა...
სიყვარული ხომ თავისით მოდის...

და ბოლოს: ბედენიერია გოგონა?!
მიუხედავად იმისა, რომ დედა დაკარგა, მეგობარი მოუკვდა, ძალით გაათხოვეს...

დიახ! გოგონა ბედნიერია.


------
მაპატიეთ ყველაფერი >_<
თქვენი coco girl.



№1  offline წევრი მოლურჯო

ძალიან ძალიან კარგი იყო
დღეს წავიკითხე ყველა თავი და გაგიჟებული ვარ ძალიან კარგი იყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ისე საინტერესოდ დაიწყო დასასრულს უკეთეს ველოდი , მიფუჩეჩებული და მშრალად იყო დაწერილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent